თეთრი კონდახი
0 ხმა
თემურ ვიბლიანი
საშუალო სკოლა დავამთავრე 2004 წელს და ამავე წლიდან ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში 2009 წლამდე. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, 2009 წლიდან 2013 წლამდე ვსწავლობდი კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თ.ს.უ), სადაც დავამთავრე ორმაგი დიპლომის ქართულ-ფრანგული პროგრამა, რაც აერთიანებდა თ.ს.უ.-სა და საფრანგეთის უნივერსიტეტი „პარიზი 8-ის“ საბაკალავრო პროგრამებს ინფორმატიკაში. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე ძირითადად ვმუშაობდი ამავე პროფესიით.
გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის
შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.):
არ გამომიქვეყნებია ნაწარმოები როგორც ავტორს, თუმცა გავაკეთე ცნობილი ქართული ზღაპრის, “რწყილი და ჭიანჭველა-ს” ტექსტის ადაპტაცია კომიქსში გამოსაყენებლად. კომიქსის ვებსაიტი: https://wisdomoflies.com/
ნაწარმოები ეფუძნება ნამდვილ ამბებს და ძირითადად აღწერს ავტორის ქართულ ჯარში სამხედრო სამსახურის გამოცდილებას 2004-2009 წლებში, თუმცა კერძო პირები საკუთარი სახელებით არ მოიხსენება. ეს პერიოდი ემთხვევა როგორც ომსა და საერთაშორისო მისიებში აქტიურ მონაწილეობას, ასევე ქართული ჯარის ჩამოყალიბების საკვანძო ეტაპს, რაც იყო ძირითადად სავალდებულო მოდელიდან პროფესიული სამხედრო სამსახურის მოდელზე გადასვლა, რამაც რიგითი ჯარისკაცების ყოფაში გარდატეხა შეიტანა. ერთი რიგითი ჯარისკაცის მიერ განვლილი და ნაადრევად დასრულებული სამხედრო სამსახურის გზა კი ყველა ამ მოვლენას აერთიანებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური