მეგობრობის დღიური
0 ხმა
ცირა პიტიურიშვილი
ცირა პიტიურიშვილი
57 წლის
დავიბადე 1967 წლის 28 ივნისს თელავში. 1984 წელს დავამთავრე თელავის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1989 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული სამედიცინო აპარატურის სპეციალობით. პარალელურად დავამთავრე ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ინგლისური სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმნის განხრით. 1989-იდან 2002 წლამდე ვმუშაობდი ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში, 2002 წლიდან დღემდე ვმუშაობ კომპანიაში „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ მდივან-რეფერენტად.
მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
მიყვარს კითხვა და ხელსაქმე (ვქარგავ სურათებს და ვქსოვ სათამაშოებს), ვაგროვებ ქართულ საფოსტო მარკებს და ბუ-სუვენირებს, მაინტერესებს მეოცე საუკუნის ქართული კინო.
სკოლის პერიოდში ადგილობრივ გაზეთში „ალაზნის განთიადი“ გამოქვეყნდა ჩემი რამდენიმე ჩანაწერი.
ვცხოვრობ თბილისში, გურამიშვილის გამზ. 41ვ, ბ.40.
მთავარ პერსონაჟს შვილიშვილი სთხოვს ბავშვობის დროინდელი ამბების მოყოლას. პერსონაჟს ახსენდება შემონახული „მეგობრობის დღიურები“ და იწყებს მათ გადათვალიერებას. მეგობრების პასუხების წაკითხვისას თავადაც ცდილობს უპასუხოს თავისსავე კითხვებს - „რა პასუხებს გავცემ ახლა საკუთარ თავს, საკუთარ ბავშვობას?“
თითოეული თავი კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის და მასთან დაკავშირებული მოგონებების გაცოცხლების მცდელობაა. ნაწარმოები დაწერილია პირველ პირში, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მასში მოთხრობილია ბავშვობიდან გამოყოლილი რეალური ამბები, განცდები და ემოციები.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური