მოთხრობები
0 ხმა
ლალი ღაჭავა
ღაჭავა ლალი
56 წლის
თბილისი
ბიოგრაფია
დავიბადე 1968 წლის 14 ოქტომბერს თბილისში. 1992 წელს დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა-ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილება.
ვიყავი საბავშვო-საყმაწვილო გაზეთების- „იუვენტა“ და „2 X 2”- რედაქტორი.
1996 წლიდან საბავშვო ჟურნალ „დილაში“ იბეჭდება ჩემი საბავშვო ნაწარმოებები.
გამოცემული მაქვს საბავშვო ლექსების კრებული. ვარ საბავშვო ჟურნალ „ზღაპარიყოსა“ და საბავშვო ლექსების წიგნის- „მხიარული ონავრები“ თანაავტორი.
კონკურსამდე ეს ნაწარმოებები არ გამოქვეყნებულა.
ბუტა ბრუნო საბავშვო მწერალია. ის ახალი წლის დადგომამდე შეიტყობს, რომ ზღაპარეთის სასამართლოში იბარებენ. აღმოჩნდება, რომ ბრუნოს საკუთარი ზღაპრის პერსონაჟი უჩივის.
მწერალს მელია დაეხმარება და სასამართლოში საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.
წრიალა და წრომა ახალ წელს მშივრები ხვდებიან. იმედდაკარგულები ბებია-პაპას გულის მოსაგებად უმშვენიერეს ნაძვის ხეს გაფუჭებული სათამაშოებით „დაამშვენებენ“.
მოხუცების ოთახში შემოსვლის შემდეგ, თაგვებს ცხადისა და სიზმრის გარჩევა უჭირთ.
მოხუცი ობობა მუხნარის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ბობოლას საქმიანობით უკმაყოფილო მწერები ახალი ბიბლიოთეკარის არჩევას გადაწყვეტენ.
იმ საღამოს გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური