ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

გიჟები

0 ხმა

ვიკა ალაფიშვილი

ბიოგრაფია

ვიკა ალაფიშვილი

25 წლის

საცხოვრებელი ადგილი - თბილისი

 

  დავიბადე 1999 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისში. 2017 წელს დავამთავრე სენტ-ეგზიუპერის სახ. ქართულ-ფრანგული კოლეჯი. სკოლის პერიოდში დავიწყე წერა, პირველი რომანი (ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასე გამოვიდა) 12 წლისამ დავიწყე და დაახლოებით 2-3 წელი ვწერდი. მას მოჰყვა ათეულობით ნოველა და მოთხრობა, თუმცა არცერთი გამომიქვეყნებია. 2016 წელს კი ჩემი ცხოვრების მთავარი რომანის მუზა მოვიდა. ღამე გავაკეთე ჩანახატი და მეგონა იქვე დასრულდებოდა, თუმცა ნელ-ნელა ემატებოდა ახალი თავები, ეს პროცესი 4 წელი გაგრძელდა და უსახელო რომანს „გიჟები“ ეწოდა.

    რატომ გიჟები? ეს არ არის სტანდარტული რომანი ფსიქიატრიულ კლინიკაში მიმდინარე მოვლენებზე. „დღიურია“, რომელშიც აღწერილია ის, რაც 16 წლის ვიკას გარშემო ხდებოდა. სწორედ ამიტომაცაა ის სავსე მასტიგმატიზებელი და არაკორექტული სიტყვებით. ეს არის ის რეალობა, რომელიც 16 წლის ვიკამ დაინახა, ის შეულამაზებელი რეალობა, რომელიც ყველაზე ნამდვილია.

   შემთხვევით არაფერი ხდებაო და 2017 წელს „დაბადებით და გენეტიკურად გადმოცემული იურისტი“, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნარების გამოცდის ქულამ გადაწყვიტა ჩემი ბედი (და კიდევ კარგი გადაწყვიტა). ასე „შემთხვევით“ დაუკავშირდა ჩემი პროფესია ჩემი რომანის შინაარსს. უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე 2021 წელს.

  მას შემდეგ ვიმუშავე ორ ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქოდიაგნოსტიკის მიმართულებით და ჩემი პერსონაჟების პროტოტიპებს რეალობაში შევხვდი. ახლა ვმუშაობ MAC Georgia-ს მოხალისეობრივ პროექტ „მესტუმრეში“ კოორდინატორად და საოჯახო მედიცინის ცენტრის მოზრდილთა კრიზისული ინტერვენციების პროგრამის ფსიქოლოგად. ასევე, წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

 

სინოპსისი

   მია 19 წლის გოგონაა, რომელსაც დედა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებს. სწორედ იმ წამიდან იწყება მიას თვალით დანახული „საგიჟეთის“ ცხოვრება. გარემოსადმი მტრულად განწყობილი გოგონა მალევე შეამჩნევს, რომ აქ „გიჟები“ ერთმანეთს პატივს სცემენ. აქ პოულობს „გარე სამყაროს“ მიერ მივიწყებულ ატმოსფეროს. თუმცა მუდმივად თან სდევს თავისი ტრაგიკული ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც „აგიჟებს“. არაორდინალური მოვლენები ერთმანეთს ენაცვლება, ყველაზე გამორჩეული კი ის დღეა, როცა პაციენტის მიერ გაჩენილი ხანძრის გამო, ქალთა და კაცთა განყოფილებები ერთიანდება.

 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური