გასული წლები, საყვარელი ვენები
0 ხმა
იზა ქავთარაძე
იზა ქავთარაძე დაიბადა 1991 წლის 13 დეკემბერს, სკოლის დამთავრების შემდეგ 2010 წელს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), უცხო ენების ფაკულტეტზე. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ბროდვეის კონკურსში. 2011 წელს მოიპოვა ჟიურის სპეციალური პრიზი ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-4 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში. 2012 წელს გახდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი და სტიპენდიანტი. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ანტალიის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში ,,Harmony.’’ 2015 წლიდან მართავდა ქართველი დეტექტივების ავტორის მაია ბურჭულაძის სოც. ქსელს. იხ. (https://www.facebook.com/profile.php?id=100085544935245 )
8 წელი წერდა წიგნს, სახელად ,, ჭრელი ვარდი,’’ რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2016 წლიდან ჩანახატებს აზიარებდა ბლოგზე. იხ.
( https://farvanlandi.wordpress.com/ )
2017 წელს საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია ,, აისეკის’’ გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა იტალიაში.
2018 წლიდან წიგნიდან ამონარიდებს აზიარებდა საიტზე. იხ.
( https://4love.ge/istoria/133442-sayvareli-venebi.html )
2018 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა იტალიაში და მილანის კონსერვატორიაში ჩაირიცხა.
2019 წელს იზა ქავთარაძე მილანში გარდაცვლილი იპოვეს. მის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ახალგაზრდა გოგონა - ანი - ავტოკატასტროფის შემდეგ ტოვებს ქაოსურ ქალაქს, მისთვის კომფორტულ გარემოს და უცხო სოფელში განმარტოებული, ახალშეძენილი მეგობრების დახმარებით, ცდილობს, დავიწყებული წარსულის - საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის, უკანასკნელი 5 წლის აღდგენას. თუმცა, საკუთარი თავის ძიება მას საიდუმლოდ დაღუპულ, თავისივე თანატოლი გოგონას, ლიზას, ბედთან გადაკვეთს. სიზმარეული გამოცხადებებით, საკუთარი სიკვდილის ამბის საიდუმლო თხრობით, წარსულისა და აწმყოს საზღვარზე არსებული სიმართლეების გამოაშკარავებით, ანი არა მხოლოდ დანაშაულის საიდუმლოს ხსნის, არამედ პოულობს საკუთარ მე-ს….
მიმდინარე ტური არ არის აქტიური