ლაზარე
0 ხმა
გია ტუღუში
სახელი და გვარი : გია ტუღუში.
დაბადების ადგილი და თარიღი: ქალაქი ბათუმი. 1985.22.02.
დავამთავრე ბათუმის ანდრეა პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზია, საბერძნეთის ქალაქ კილკისის საეკლესიო ლიცეუმი და საბერძნეთის არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მონიჭებული მაქვს მაგისტრისა (სამართალმცოდნეობა) და დოქტორის (მსოფლიო ისტორია, ანტიკური საბერძნეთი და დემოკრატია) ხარისხები (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ჩემი პირველი პოეტური კრებული (,,ფორმების ანატომია“) გამოსცა აჭარის მწერალთა სახლმა (გაყიდვაში არ ყოფილა).
ჩემი რომანი ,,კოლხეთის უკანასკნელი ნაშიერები“ გამოსცა გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ (გასაყიდად განთავსდა ,,ბიბლუსში“).
ჩემი მეორე რომანი ,,ქარვისფერი ოკეანე“ გამოსცა გამომცემლობა ,,წიგნიერმა“ (გასაყიდად განთავსდა ,,ბიბლუსში“).
ჩემი მესამე რომანი ,,ირინეოსი“ გამოსცა აჭარის მწერალთა სახლმა (გაყიდვაში არ ყოფილა).
პერიოდულად ჩემი ლექსები ქვეყნდებოდა ,,მწერლის გაზეთში, ,,ლიტერატურულ ჟურნალ ,,ჭოროხში“, ლიტერატურულ გაზეთ ,,ლიტერატურულ გურიაში“.
...
რომანი ,,ლაზარე“, ფილოსოფიური რომანია, რომელიც მოგვითხრობს ძალიან ნიჭიერ, მაგრამ გაორებულ შემოქმედზე, რომელმაც ბევრი რამ იცის, თუმცა სათანადოდ ვერ აცნობიერებს.
ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა ხელოვანია და მიელტვის დიდებას. ცხოვრების რაღაც ეტაპზე აღმოაჩენს, რომ რაც უფრო მეტია ადამიანში ,,მინდა“, მით უფრო არასრულყოფილი და არათვითკმარია.
ფრიდრიხ ნიცშეს ზეკაცის გზა, შოპენჰაუერისეული დაცარიელება, ფროიდისეული სწრაფვა ეროს-თანატოსისკენ და მოპოვებული დიდებით დაცემა რომანის უმთავრესი თემებია. საინტერესოა, როგორ ებრძვიან ლაზარეს სისტემა და მისი მესვეურები. მას მიაქანებენ დიდებისკენ...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური