ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მარსი ჩემ მიღმა

0 ხმა

გიორგი ბერიძე

ბიოგრაფია

მე გიორგი ამირანის ძე ბერიძე დავიბადე 1993 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. ვცხოვრობ თბილისში მშობლებთან და უფროს დასთან ერთად.

საშუალო სკოლა დავამთავრე 2011 წელს ვერცხლის მედალზე. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გეოგრაფიის განხრით.

2016 წელს ჩავაბარე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჰიდროლოგიის განხრით. რომელიც დავამთავრე წარჩინებით 2018 წელს. ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) რიგებში სადაც გავიარე სავალდებულო სამხედრო სამსახური.

2019 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. ამჟამად ვარ დოქტორანტი და ვაგრძელებ სამეცნიერო მუშაობას. პერიოდულად ჩართული ვარ სხვადასხვა ჰიდროლოგიურ პროექტებში.

2006 წლიდან ვწერ ლექსებს, მოთხრობებს და მხატვრული შინაარსის პროზაულ ნაწარმოებებს. მცირე ასაკიდანვე დაინტერესებული და ჩართული ვიყავი არაერთ სპორტულ აქტივობაში (კარატე, ფეხბურთი).

დღემდე ვაგრძელებ სამწერლო საქმიანობას.

სინოპსისი

წიგნის სიუჟეტი ვითარდება ალტერნატიულ რეალობაში. აწმყოში სადაც მარსი დედამიწისგან აღარაა სივრცით მკვეთრად გამიჯნული. დრო და სივრცე დარღვეულია და პერსონაჟების ბედ-იღბალზე ახდენს გავლენას.

მთავარი გმირი რობ ოტამენდი არის პერსონაჟი, რომელმაც იძულებით გამოსცადა არსებობის ყველა ფორმა. მას არ ნდომებია ყოფილიყო გმირი და არც სიცოცხლეს დახარბებია, თუმცა გადაულახავმა გარემოებებმა ამის უფლება არ მისცა. სიკვდილის შემდეგაც კი მთავარ გმირად და წიგნის მთავარ გასაღებად რჩება.

თუმცა შეძლებს კი შეაჩეროს ფარული მეტოქე რომელიც ყველაფრის განადგურებისთვის იბრძვის?

მიმდინარე ტური არ არის აქტიური