ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ორმაგი თამაში

0 ხმა

გიორგი ლოგუა

ბიოგრაფია

მე, გიორგი ლოგუა, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩვეულებრივი ბავშვი თავიდანვე არ ვყოფილვარ, როდესაც ქართულის მასწავლებლებს ვაგიჟებდი ჩემი ფანტაზიითა და თემების წერისას განვრცობის ხელოვნებით. როგორ შემეძლო მცირე რამ მექცია უშველებელ იდეად. ლექსების წერა თორმეტი წლის ასაკიდან დავიწყე, მოგვიანებით ჩანახატები, მოთხრობები და რომანების წერაც ვცადე. დეტექტიური მოთხრობებიდან გადავედი სქელტანიან რომანებზე, რომელთაც თითქოს დასასრული არც ჰქონდათ. ლექსებს, მოთხრობებს და მცირე ისტორიებს ვაქვეყნებ საიტზე 4love.ge. ვცდილობ განვავითარო ჩემი წერის ხელოვნება და ჩემ თავს ჩავუთქვა სურვილი. მუდამ მჯეროდა რომ რაღაც დიდის შექმნა შემეძლო, რაღაც საოცარის და დღემდე ამ იდეებს გონებაში ვინახავ, ვმალავ და გამოთავისუფლების საშუალებას არ ვაძლევ რომ უეცრად ამოიფრქვეს იდეები. წერისას... როდესაც ვჯდები მაგიდასთან და ვიწყებ ფიქრს, სიტყვები თავისით ლაგდება და ისინი თეთრ ფურცელზე ჩემი დახმარების გარეშე გადადიან. მე არ ვაკონტროლებ მათ, ისინი მაკონტროლებენ მე და უკვე დიდი ხანია ვგრძნობ რაღაც ახლის, გრანდიოზულის დრო დადგა.

სინოპსისი

ერთი შეხედვით, სამყაროზე ყველაფრის მცოდნე ნიკოს არ ახსოვს მისი წარსული, თუმცა შეუძლია კვლავ შთამბეჭდავი მოსაუბრე იყოს. ხოლო საკუთარ თავში ჩაკეტილ, მარტოსულ მიას ნიკო მაინც ულამაზეს ქალად მიიჩნევს, ვითარების მიუხედავად, რაც მათი გაცნობის საბაბი ხდება. ნიკო, არჩევანის, დაუოკებელი ტკივილის მსხვერპლი ხდება, წარსული გაიხსენოს თუ ყველაფერი ახლიდან დაიწყოს. რას უქადის წარსული... ან მომავალი რას პირდება? ზუსტად არც იცის სად მიუსწრებენ მწარე მოგონებები. რა თამაშს თამაშობს? მოსიყვარულე კაცისა, რომელიც მიასთვის ყველაფერს ნიშნავს თუ კაცის, ვისი დავიწყებაც სურს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური