მკვლელი სიყვარული
0 ხმა

თაკო ინასარიძე
თამარ ინასარიძე,დაბადებული და გაზრდილი დაბა ადიგენში. პროფესიით პოლიციელი. 18 წლამდე ადიგენში ვიზრდებოდი და ვსწავლობდი, სკოლაში გამორჩეული მოსწავლე ვიყავი და მუხედავად იმისა, რომ ხშირად წიგნის ყიდვის საშუალებაც არ გვქონდა, გაკვეთილების მომზადებას ყოველთვის ვახერხებდი. შვილიც ისეთივე ვიყავი როგორიც მოსწავლე და დედაჩემს სახლის საქმეებსა და ჩემი ძმის გაზრდაში მუდმივად ვეხმარებოდი. მამა ადრე გარდამეცვალა, რის შემდეგაც ცხოვრება უფრო რთული გახდა, თუმცა დედაჩემთნ და ჩემ ძმასთან ერთად ყველაფერი გადავიტანე და ფეხზე დგომა შევძელი. უნივერსიტეტში სწავლა ბათუმში გავაგრძელე, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ოჯახი შევქმენით და ახლა ორი შვილი გვყავს. ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ერთ სართულიან სახლში, ქობულეთში დედამთილ-მამამთილთან, მაზლთან და ჩემ ძმასთან ერთად ვცხოვრობდით. ყოველ დილას, ბავშვებთან ერთად, ქობულეთიდან ნებისმიერ ამინდში სამსახურებში, სკოლასა და ბაღში დავდიოდით და საღამოს უკან ვბრუნდებით, შემდეგ სახლი ავაშენეთ, მანქანაც შევიძინეთ, ბოლოს კი ბათუმშიც გადმოვედით, დღეს კი ფეხზე მყარად ვდგავართ და არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.
ნუთუ შესაძლებელია, 16 წლის ასაკში ასე შეგიყვარდეს? ნუთუ შესაძლებელია, ასე პატარა ასაკში, ამდენის გადატანა და ფეხზე კვლავ მყარად დგომა მოახერხო? თუმცა, არავინ იცის როდის გამოგეცლება ძალა. არავინ იცის, მოგცემს თუ არა წარსულის ტრამვები ბედნიერების შესაძლებლობას. შეძლებ კი 16 წლის ასაკში ამდენის ატანას, ამდენის გადატანას. შეძლებ 16 წლის ასაკში ამხელა სიყვარულთან დ წლების წინანდელ ტრამვებთან გამკლავებას? თუ ოცნების ასრულებას აირჩევ და სირთულეებით დაღლილი დასასვენებლად გაფრინდები.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური