ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მკვლელი სიყვარული

მკვლელი სიყვარული

ნაწილი Iქაჯაია                                                           1-არ არსებობს.-არსებობს.-ისე, შეგიძლია გიხაროდეს, შენი და სანის ურთიერთობას უკვე მივეჩიე.-რას ვიზავთ უნდა შეეჩვიო ბოლოს და ბოლოს ჩემი ცხოვრების სყვარული ვიპოვე!-ელი ხომ იცი, არ მინდა გული გეტკინოს.-არ მეტკინება!-ალბათ.-სოფი შეეშვი ჩემზე ლაპარაკს. შენ რას გრძნობ?!-ვერ ვიტან იმ დასჯის ფორმას რაც გამიკეთეს. მთელი არდადეგები ჩაბნელებულ ოთახში ტელეფონის გარეშე ვიყავი, მაგრამ რაღაცით თითქოს მადლობელიც ვარ. მგონი კარგიცაა რომ დავშორდით. საერთოდ არ მყვარებია, საერთოდ არ მიდარდია. თანაც უკვე ოთხი თვე გავიდა.-ჰოო.-კარგი ელი წავედით, დაგვაგვიანდება.-ღმერთო ძალიან მეზარება.-წავედით თქო, უკვე ცხრა საათია!-ღმერთო საკუთარი თავის მიკვირს, ამ დილაუთენია ასეთ სიღრმისეულ საკითხებზე საუბარი როგორ მოვახერხე?-წამოდი წამოდი სიცილით ვუთხარი ელის.                                                          2     მე სოფია ვარ. ჰო საკუთარი თავის წარდგენა ზედმეტად ბანალურად დავიწყე მაგრამ სხვა იდეა ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ რაც არის ეს არის. ოჯახის პირველი შვილი, შვილიშვილი და დის, ძმის შვილი ვარ. ის ბავშვი ვარ რომლის აღზრდასა და გაზრდაშიც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად ეგოისტი, მესაკუთრე და ეჭვიანი ბავშვი ვარ, თანაც ძაალიან ეჭვიანი, ძაალიან მესაკუთრე და კიდევ უფრო ძალიან ეგოისტი. ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მის დარქმევას რამე დიდი ისტორია არ აქვს. უბრალოდ დედაჩემის მადლობელი ვარ რომ ჩემთვის სოფოს ან სოფიკოს დაძახების უფლება არავის მისცა. ახლა ამისთვის ბრძოლა უკვე მე გადმოვიბარე და არავის აქვს უფლება სოფის ან სოფიას გარდა რამე დამიძახოს ხო შეყვარებულს ახლახან დავშორდი, სადღაც ოთხი თვეა, თუმცა ელიზაბედი ამას ჯერ კიდევ ვერ შევაგუე. ამ სკოლაშიც წელიწადნახევარია გადმოვედი და მხოლოდ ახლა შევეჩვიე აქაურობას, რაც ონლაინგაკვეთილების და ჩემი არც ისე კომუნიკაბელური ხასიათის ბრალია. სკოლის დამთავრებამდე სულ ცოტა დარჩა, ხვალ ბოლო ზარია 20 მაისი.ბოლო თვეც დარჩა რომელიც ძალიან იწელება, მაგრამ რას ვიზავთ ცოტაც და მეცხრე კლასელი ვიქნები თუ რა თქმა უნდა რამენაირად ამ წლის დამთავრება მოვახერხე შიდა გამოცდების და ნიშნების წყალობით. ამ სკოლაში გადმოსვლა არ მინდოდა, მეათე საჯაროში მინდოდა ჩემი ბევრი ნაცნობის და მეგობრის გამო ჰო და ახლანდელი ყოფილის გამოც მაგრამ, დედაჩემის თავდაუზოგავი შრომის წყალობით ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ის ბავშვი მოხვდა რომელსაც არცერთის გაეგება არაფერი და ახლა ყოველწლიურად ამ ორი საგნის გაძლიერებულ სწავლას და გამოცდების (რომლებიც ქვიზების სახელწოდებით შემოგვიგდეს) წერას უნდა დააკლას თავი(ცნობისთვის გეტყვით რომ ახლა 16 ივნისია და მე ისევ სკოლში დავდივარ გადაბარების დასაწერად). რაც შეეხება ქულებს, ზუსტად ისე ვსწავლობ როგორც წინა სკოლაში მაგრამ ჩემი მშობლების მოლოდინები არ მართლდება. კერძო სკოლაში ნიშნის მიღება მარტივი იყო, თითქმის სულ გიმატებდნენ, შენგან ნაკლებს მოითხოვდნენ და ასე შემდეგ, ამიტომ უცხო ენების გარდა ყველა საგანში ყოველთვის ათიანი მყვებოდა, ვერ წარმოიდგენთ და მათემატიკაშიც კი. ონლაინ სწავლებისასაც ასე გრძელდებოდა, როცა სიზარმაცის გამო არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ აქ ეს ყველაფერი არც ისე ადვილია მიუხედავად იმისა რომ მასწავლებლების უმეტესობა ნიშანს გიმატებს, შენგან უფრო მეტს მოითხოვენ. თანაც პროგრამა უკვე საკმაოდ გართულდა და ადვილი აღარ არის ყველა საგანში ათიანი გამოიყოლო, ჩემი მშობლები კი თვლიან რომ ცხრა ან რვა კარგი ნიშანი არ არის. რატოომმ??? რატომ? ყველა გადამსვლელი ნიშანი კარგი ნიშანია მე თუ მკითავთ, უბრალოდ მთავარია საშემოდგომო არ გამომყვეს ან რამე მსგასი(რაც მე მოვახერხე). წელს ჩვენი სკოლის ახალი კორპუსების მშენებლობა დასრულდა. მეშვიდე კლასელების ჩათვლით ყველა ახალ კორპუსში გადავედით და ალბათ ჩემი ცხოვრების ამოყირავება ამის დამსახურებაცაა, ხოდა უბრალოდ გავაგრძელოთ და ჩემი ცხოვრების ამოყირავების ისტორიას მოგიყვებით.                                                         3-მალე უნდა გამოვსულიყავით! მივაძახე ელისაბედს.-ჩემი რა ბრალია, შენ იყავი ორი საათი სააბაზანოში!-მე ნახევარზე უკვე მზად ვიყავი.-კაი რა, დაიკიდე მაინც ინგლისურ გვაქ პირველი.-შეიძლება? კარი დაკაკუნების მერე შევაღე და მასწავლებელს შესვლის ნებართვა ვთხოვე. შორიდანვე დავინახე რომ მახარაძე ჩემს მერხზე იჯდა და კარებიდანვე ვანიშნე რომ ამდგარიყო. ამ ბავშვს ვერ ვიტან, საშინელი ინტრიგანია. მგონი პროფესიითაც ეს უნდა აირჩიოს თუ რათქმაუნდა არსებობს ასეთი პროფესია.-ადექი მახარაძე!-რო არა?!        აქ დამეწყო ნერვების წყვეტა და მაქსიმალურად მშვიდად, მუქარის და ირონიის შემცველი სახით და ხმით ვუთხარი-მაშინ აგაყენებ!-მიდი!-ჯანდაბა, არადა ვცდილობდი ბიჭებთან ჩხუბს შევშვებოდი.-ხელი მოვკიდე და სკამიდან მთელი ძალით ავაგდე. -რაიყო?! რაგჭრს?! ვერ ხარ?!-ხო ვერ ვარ!მოვუჭერი და სკამზე დავჯექი.    ვერ ვიტან როცა ვინმე ჩემს ადგილას ჯდება. ერთ ადგილს რო ავირჩევ სულ იქ უნდა ვიჯდე. სხვანაირად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ და მასწავლებლებსაც სულ ვეკამათები ჩემი გადაჯენა როცა უნდათ. ვერც იმას ვიტან ჩემს ადგილას რო ვინმე ჯდება და ეს მთელმა კლასმა იცის, ასე რომ ერთი ინტრიგანის გარდა ჩემს ადგილას არავინ ჯდება თუ რა თქმა უნდა არ ვაცდენ ან არ ვაგვიანებ. ძირითადად არ ვაგვიანებ ხოლმე. ვერ ვიტან დაგვიანებას. ამიტომ როცა ვაგვიანებ გონიათ რომ ვაცდენ და ჯდებიან, მაგრამ როგორც კი კლასში შემოვდივარ მაშინვე ჩემს ადგილს მითმობენ.-ხმაურს ნუ ქმნით!    ელისკენ გავტრიალდი და დავიმანჭე. კიდე მე ვქმნი ხმაურს?! იმედია ზარი მალე დაირეკება. ვერ ვიტან ინგლისურის გაკვეთლს. მასწავლებელი ჩემს ნათქვამს იმეორებს და მერე მეუბნება გისწორებო. თავი მერხზე დავდე, მთელი ღამე არ მიძინია. ელი სანის ელაპარაკებოდა და როგორც ყოველთვის, ოთხი თვის მანძილზე, მათ შორის მშვიდობის ანგელოზივით ვიდექი. მალე ჩამეძინა და მხოლოდ ზარის ხმაზე გამეღვიძა. მთელი დღე ძილში გავიყვანე და როგორც იქნა სკოლიდანაც გავაღწიე. ალექსანდრესთნ, მიშკასთან და ელენესთან ერთადმივდიოდი გაჩერებისკენ. ელენე როგორც ყოველთვის და როგორც მას შეეფერება შუა ქუჩაში ბოლო ხმაზე ღრიალებდა თავის საფირმო მუსიკას. .უცებ ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა. ხუჭუჭა თმა ქონდა. სახე წესიერად ვერ დავინახე მაგრამ ის შვამჩნიე რომ ლამაზი სახე ქონდა. უცებ მობრუნდა და ელენეს ჩაეხუტა მაშინ დავინახე მისი ჭორფლები, ყავისფერი თვალები და პატარა საყვარელი ტუჩები. მერე მიბრუნდა და გზა ბიჭებთან ერთად გააგრძელა. მე და ელენე მათ უკან მივდიოდით ელენეს ხელი ჩავავლე და ოდნავ უკან ჩამოვიტოვე.-გთხოვ მითხარი, რომ იცნობ.მუდარანარევი ხმით ვუთხარი.-რას ქვია არ ვიცნობ! ჩემი ბავშვობის მეგობარია, რო გიყვებოდი სკოლა ჩავსტრახეთთქო გახსოვს?!    უცებ ამომიტივტივდა თავში ელენეს მონაყოლი სკოლის ჩასტრახვაზე. ვიღაც ბიჭთან ერთად იყო, რომელიც მისი მეგობარი იყო. სახლში ადრე დაბრუნდნენ და ამ ჩასტრახვაზე მშობლებმა გაუგეს, ტელეფონი ჩამოართვეს და ამ ბიჭთან მეგობრობა აუკრძალეს. -აა, ეს ისაა?!-ხო გიოა ქაჯაია.          ის სახელგანთქმული გიო ქაჯაია რომელზეც ასე ხშირად მელაპარაკებოდა ელიზაბედი და როგორც ჩანს ელენეც. ჩვენი პირველი შეხვედრა არ იყო. გამახსენდა სკოლიდან რომ გამოვედით. ელი ჩაეხუტა და მანდ ვნახე მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მგონი რაღაც გაიგო ისე შემოატრიალა თავი, მაგრამ ბოლომდე არ გამოუხედია. გაჩერებაზე ლუკა და ნინა დაგვხვდნენ. მერე ელიც მოვდა. ვნატრობდი გიოს ავტობუსი მალე არ მოსულიყო. წესიერად ვერც ვუყურებდი. ელენეს და ელის ველაპარაკებოდი და ზოგჯერ გაუბედავად ვაპარებდი თვალს, მაგრამ მაშინვე აქეთ ვიყურებოდი. გული ისე მიცემდა მეშინოდა ვინმეს ხმა არ გაეგო. საკუთარი თავის დაწყნარებას ვცდილობდი. ვფიქრობდი რომ ისევ ორ დღიანი გატაცება იყო როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს ბიჭი სხვანაირი იყო. მისი ზურგიც კი იმდენად იდეალური იყო შეუძლებელი იყო მხოლოდ უკანა ხედით არ მოგწონებოდა. ჩემდა საუბედუროდ ავტობუსი მალე მოვიდა. ელისთვის არაფერი მითქვამს, მეგონა მალე გადამივლიდა, მაგრამ მთელი დარჩენილი დღე ქაჯაიაზე ვფიქრობდი. რაღაც სხვა იყო. პირველად მოხდა რომ ბიჭი სერიოზულად მომეწონა. აქამდე მხოლოდ მე ვიღებდი ბიჭებისგან ყურადღებას მაგრამ რაღაც შეიცვალა. არვიცი როგორ, მაგრამ ბიჭმა რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთით ვნახე ჩემი ტვინის ამოტრიალება შეძლო. გონება თითქოს იძულებული იყო მხოლოდ მასზე ეფიქრა. სხვა რამეზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა. მისი სახის ნაკვთების და გრძელი ხვეულების გახსენებას ცდილობდა. მისი სიარულის მანერის, ხმის და სიცილის აღდგენას ვცდილობდი მეხსიერებაში, მაგრამ თმის გარდა არაფერი მახსენდებოდა. ზუსტად ვიცოდი როგორი იყო უკნიდან და ის რომ მისი სახე მომეწონა, მაგრამ სახის მეხსიერებაში აღდგენას ვერ ვახერხებდი.-ჯანდბა, დაიძინე. მორიგი ორ დღიანი გატაცებაა. ჩავიჩურჩულე ხმადაბლა და თვალები დავხუჭე თუ არა მაშინვე ჩამეძინა.                                                          4       იმ დღეს სკოლაში წასვლა მგონი პირველად არ შემზარებია. იმედი მქონდა ქაჯაიას თვალს მაინც მოვკრავდი. თან ბოლო ზარი იყო და სკოლაში ალბათ ყველაფერი არეული იქნებოდა.რამდენიმე გაკვეთლიც გაცდებოდა და დროს ადვილად გავიყვნადი. ცოტა ადრე მივედი, მარკერები და იდეები მქონდა მომარაგებული. მეთორმეტე კლასელებს აქედან ჩემი წარწერების გარეშე ვერ გავუშვებდი. იმ დღეს ელი სკოლაში არ იყო. თბილისში წავიდა. კონცერტი ქონდა და ცამდე ბედნიერებას ასხივებდა რადგან სანის ნახავდა. მაგრამ გავაფრთხილე რომ ფრთხილდ ყოფილიყო. ორი ადამიანი ედგა თავზე და რომელიმეს მაინც რომ გაეგო სანიზე მას შემდეგ რაც ორი თვის წინ მოხდა კარგად არ დამთავრდებოდა.                                                           ***19 მარტი 2022-რა გჭირს?! ორი დღეა გირეკავდა არ იღებ.-ნანამ ჩემზე და სანიზე გაიგო. ნამტირალევი ხმით მითხრა ელიმ.-რა? რანაირად?-ახლა ვერ გელაპარაკები. უბრალოდ მომისმინე და ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე. სანის მიწერე, რომ არაფერი არ მომწეროს. უთხარი, რომ დედაჩემმა ყველაფერი გაიგო და ალბათ მალე მამაჩემსაც ეტყვის ან მერე ეტყვის, რომ ჩამოვა.ტელეფონი ჩამომართვა სანამ თბლისში წავიდოდა და სოფელში გამომიშვა. ყველაფერი ლილემ დაფქვა.-არ არსებობს!-არსებობს. ახლა ბებაჩემის ტელეფონით დაგირეკე და თავის ადგილას უნდა დავაბრუნო სანამ ვინმე შენიშნავს, ამიტომ წავედი. მისმინე, სანი გააფრთხილე.უთხარი, რომ მიყვარს და თუ დედაშენმა...-ჯანდაბა ელი მე ლილე არ ვარ!-კარგი მაპატიე წავედი.     ეგ გოგო არასდროს მომწონდა. ყოველთვის ვეჭვიანობდი მისი და ელის ურთიერთობაზე და არც ის მომწონდა ასე, რომ ენდობოდა. ცოტა გამიხარდა კიდეც ასე, რომ მოხდა ელი მის ნამდვილ სახეს დაინახავდა, მაგრამ ელის ისეთი ხმა ჰქონდა მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო. ვიცოდი რა ემართებოდა როცა სანი ერთი საათით მაინც ვერ წერდა. ვიცოდი, რომ ამდენ ხანს ვერ გაძლებდა სანისთან კონტაკტის გარეშე. ისიც ვიცოდი, რომ სოფელში ყოფნაც არ უყვარდა და ეს ყველაფერს აუარესებდა.    შეიძლება იფქროთ, რომ მერვე კლასელი ბავშვების სიყვარული უბრალოდ ,,სიყვარულობანას,, თამაშია. რომ ასეთ პატარა ასაკში, ჯერ კიდევ ბავშვებმა სიყვარულის არაფერი ვიცით და არაფერი გაგვეება. არ ვიცით რა არის ნამდვილი სიყვარული. თითქმის ყველა ზრდასრული ამას გვიმეორებს, თავში ამას გვაწვეთებენ, მაგრამ დაგვიჯერეთ, ასე არაა. არ ვიცი რა შემიძლია ჩემს თვზე ვთქვა, მაგრამ ვუყურებ ელის და სანის და ვხედავ რას გრძნობენ. იმდენად გულწრფელად გრძნობენ, იმდენად გულწრფელები არიან ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია მათ გრძნობებში ეჭვი შეგეპაროს. ნუთუ შეიძლება იმის გამო საათობით ტირილი, რომ ვიღაცას აწყენინე, თანაც ოდნავ. ნუთუ შეიძლება მთელი დღე ერთ ადამიანს წერდე, ერთ ადამიანზე ფიქრობდე, ერთ ადამიანთან ყოფნაზე ოცნებობდე, იმ ადამიანის დასაცავად ყველაფერს აკეთებდე და მზად იყო რომ ადამიანისთის დაუფიქრებლად თქვა უარი ყველაფერზე. ნუთუ ამ ყველაფერს სიყვარულის გარეშე ვინმე შეძლებს?! ვხედავ და ვიცი, რომ სანიც და ელიც ამას გრძნობენ და ასე იქცევიან. ორივე ნანახი მყავს ამ სიტუაციებში, ორივეს გამოუვლია რთული გზა ერთმანეთის გამო და არა საკუთარ თავზე არამედ ერთმანეთზე უფიქრიათ და ერთმანეთზე დარდით გაუტანიათ თავი. ელი მზად იყო თავის ცხოვრების ოცნებაზეც კი ეთქვა უარი სანის გამო. ჩემი თვალით ვნახე რას განიცდიდა როცა თითქმის ერთი კვირა არ მიუწერია სანისთვის და იცით, იმაზე არ უდარდია რომ არ იცოდა მთელი დღე რა უნდა ეკეთებინა, რომ შიძლება ცეკვიდან გამოეყვანათ და მომავლის ოცნებები თავზე ჩამონგრეოდა,რომ სახლიდან აღარსდროს გაეშვათ. დარდობდა ერთადერთ რამეზე და ეს სანი იყო. იცოდა, რომ ქვეყნის მეორე მხარეს იყო მასზე შეყვარებული ბიჭი რომელიც უკვე მთლი კვირაა მის შეტყობინებას ელოდა, რომელიც მასზე ნერვიულობდა და თავში ათასი საშინელი ფიქრი უტრალებდა. დარდობდა იმაზე, რომ სანის ქვეყნის მეორე ბოლოში სადარდებელი ქონდა მისი სახით და ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ ფიქრობთ რომ რომელიმე მათგანმა არ იცის ნამდვილი სიყვარულის არსი?! ან შყვარებულობანას თამაშობს?!                                                       ***-ქაჯაია მოგწონს?!-რა? საიდან მობოდე?!-ისეთი ხმით შეიცხადე და მიეკარი ელენეს რო დაინახე გუშინ რავიცი!-ქაჯაია მოგწონს?! ამჯერად ნემსაძემ მკითხა.-ყოჩაღ ალექსანდრე! იქნებ მთელ სკოლას გავაგებინოთ?! ჯერ არ ვიცი, მგონი მომწონს.-ოპაა! ვსო, ქორწილი როდისაა?-ჩაჩუმდი ნემსაძე!-რა იყო, ვიკითხე.-ჯერ არც იცის რო მომწონს და შეიძლება ვერც ვერასდროს გაიგოს, რა ქორწილი ხო არ აფრენთ!-კაი დამშვიდდი წამო. ლამის გამომათრია ელენემ.       მადლობა ელენეს. მაგრამ ჯერ სადაა ჩემი გაძლება დიდხანს მოუწევს. ასეთ თემებში ძალიან ემოციური ვარ და გვერდით ის ადამიანები მჭირდება რომლებიც გამიგებენ, დამარიგებენ და სწორ მიმართულებას მომცემენ. ადამიანები რომლებიც დამეხმარებიან რომ ჩემს გრძნობებში გავერკვიო. ეიფორიას თავი დავაღწიო და სწორად საღი გონებით მსჯელობა შევძლო ასეთი ადამიანი კი ელენეა და ელი ხო და სანიც, მაგრამ ჯერ სანისთვის არაფერი არ მითქვამს. მინდა ჩემ გრძნობებში კარგად გავერკვე და მერე მოვდო სამყაროს ჩემი მიჯნურობის ამბავი, ან არც მოვდო. არ ვიცი, არც ის ვიცი ქაჯაიას ვეტყვი თუ არა, შეიძლება ვერც შემამჩნიოს, ან უბრალოდ მალე გადამიაროს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ ასე უცებ ამხელა რაღაცას თან ბოლომდე არც ვიცი რას ვგრძნობ ან რატომ. -ჯანდაბა, მოდის. დავიჩურჩულე და კლასში გავვარდი. -კაი გოგო, დამშვიდდი, რა იყო?! შემომყვა ელენე.-ღმერთოოო, სიკვდილამდე საყვარელია ეს ბიჭი. დავიწივლე და ფანჯარასთან ცივი ჰაერის შესასუნთქად მივედი. მართალია უკვე 20 მაისია, მაგრამ წელს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა სიცივეები.-ხო ბიჭებო, აბა შემოდით. გავიგე ნემსაძის ხმა და კარისაკენ გავიხედე. კარში შემომავალი ქაჯაია დავინახე. წინ ნემსაძე უკან კი ვიღაც ბიჭი მოყვებოდა. ქაჯაიას სახე წესიერად ისევ არ დამინახავს, თმით ვიცანი. ჰო, ცოტა სასაცილოა, ადამიანი მხოლოდ თმით ვიცანი. ნემსაძემ გამომხედა და მის თვალებში ,,მოთამაშე ეშმაკები,, დავინახე. ეშმაკივით ჩამიღმა და ახლოს მოვიდა. მე პანიკური შეტევა დამეწყო. ქაჯაია, თვით გიო ქაჯაია იყო იმ ოთახში სადაც მე ვიყავი, თანაც თითქმის ცარიელ ოთახში. სულ ოთხი ადამიანი ვიდექით. მთელი ორგანიზმი ამომიბრუნდა. გონება დამებინდა, მუცელი ამტკივდა და ისე დამცხა ძლივს ვსუნთქავდი და ჯანდაბა ეს სულელური ღიმილი. ვინმემ რომ შემომხედოს იფიქრებს რომ მართლა შყვარებული ვარ. მაქსიმალურად ვეცადე კივილის სურვილი ჩემში ჩამეხშო და ყველაზე შორს მყოფი ფანჯრისაკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით. ღმერთო, ახლა ყინულებით სავსე აუზშიც რომ ჩამაგდონ მაინც ვერ გავგრილდებითქო გავიფიქრე და ლამის ფანჯრიდან გადავვარდი ისე გადავიხარე. გიო ქაჯაია ჩემგან რამდენიმე მეტრში დგას, რომ მოვინდომო მივალ და ჩავეხუტები, შემიძლია ვაკოცო კიდეც, ან ყველაფერი პირში მივახალო, მაგრამ რა უნდა მივახალო ჩემს გრძნობებშ ჯერ მეც არ გავრკვეულვარ.-უკვე იცის რო გიყვარს?!-ჯანდაბა, არ მიყვარს!-თუ გინდა მე ვეტყვი.-გიო, იცი სოფის მოწონხარ. დაბალი ხმით დაიყვირასავით ნემსაძემ. მადლობა ღმერთს მგონი ვერ გაიგო.-ჯანდაბა. ხმა ჩაკმინდე! ჩურჩულით, მკვლელი გამომეტყველებით და სახით ვუთხარი ნემსაძეს და ხელზე ვუჩქმიტე. ეს ჩემი საფირმო ილეთი იყო. სწრაფი, მარტივი, შეუმჩნეველი, მაგრამ საოცრად მტკივნეული.-კაი წავედით, ზარია. ქაჯაიას ხმა გავიგე და კლასიდან თავის მეგობართან ერთად გავიდა. ღმერთო რა ჯანდაბაა?! გული რატომ დამწყდა? უბრალოდ ორი წუთით იყო შემოსული. მისკენ არც გამიხედავს, მისი ხმაც არ გამიგია. რატომ მინდა ასე ძალიან იმ ბიჭის გვერდით ყოფნა რომელზეც არაფერი ვიცი? რატომ მანიჭებს სიამოვნებას მისი სიახლოვის განცდა? მაგრამ ამავდროულად ტკივილს? ისე ახლოსაა რომ მოვინდომო ორ წამში მასთან ჩახუტებული აღმოვჩნდები, მაგრამ არ შემიძლია. რომელ ჩახუტებაზეა ლაპარაკი მასზე შეხედვაც კი არ შემიძლია. ისიც არ ვიცი სახეზე რანაირია. უბრალოდ, ჯანდაბა, მგონი ეს ბიჭი სერიოზულად მომწონს!                                                                    5-აბა, ჩამოყალიბდი?-რაზე? გაკვირვებულმა შვხედე ელენეს.-გიოზე, მოგწონს თუ არა?-აუ არ ვიცი, მგონი. მგრამ მაგ ბიჭზე არაფერი არ ვიცი. აუ მომიყევი რა რამე. უცებ გამინათდა სახე და მუდარიანი სიხარულნარევი ხმით ვთხოვე ელენეს. მინდა ყველაფერი ვიცოდე, ყველა დეტალი.-აუ რავი რა, სერიოზულად მოწონებას არ გირჩევ. ძაან ისეთ ბიჭია, ბევრ გოგოს ეჩალიჩება რა. ძაან მალე ბეზრდება ყველაფერი პროსტა გაერთე და გაისწორე რა და სამუდამო სიყვარულზე და დებილობებზე არ იფიქრო. ძაან ცვალებადი ხასიათი აქ და მალე ბეზრდება ყველაფერი. კიდე რავი ძაან პოხუისტია, უბანში რო ვინმე ჩხუბობს ეგ გვერდზე ზის და უყურებს, თან იცინის. არ ეწევა და ბევრი შეყვარებული ყავდა. სხვა რა გაინტერესებს?-რავი ესე არაფერი.-თქვენ ორს ხელს ხო არ გიშლით?! მობრუნდით ერთი აქეთ! შემოგვძახა მასწავლებელმა.-კაი მიდი თორე გაგვგლიჯავს.       ნეტა ტვინი გამეხსნებოდეს და მივხვდებოდე რა ჯანდაბა მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ ბიჭთან ჩხუტებაზე ან უბრალოდ ახლოს ყოფნაზე მაინც უარს არ ვიტყოდი. ღმერთო როგორ მინდა მასთან ყოფნა, რა ახლოსაა, ზუსტად ერთი სართულით ზემოთ მაგრამ მასან ყოფნა მაინც არ შემიძლია. -ისე, დღეს გიოსაც შვიდი გაკვეთილი აქვს. -მართლა?-კაი კაი დამშვიდდი, გავთბი ისე გამოანათე.-ნაგავო!   კიდე რაღაცის მიძახებას ვაპირებდი ელენესთვის მაგრამ კლასში მეთორმეტეები შემოვიდნენ და ყველა იმათ მივვარდით.                                                             ***-ეე მას თვენ აქ რა გინდათ?! ლამის კლასიდან გააგდო მახარაძემ მასწავლებელი-რას ქვია რა მინდა, მაგდებ?! არც მასწავლებელი დარჩენია ვალში. ბოლო გაკვეთილი გიცდებათ, მეშვიდედან შეგიძლიათ წახვიდეთ ყველას ვუშვებთ.ამის თქმა და კლასის კივილით აკლება ერთი იყო, მგონი მხოლოდ მე არ გამხარებია.-აუ ბოლო ზარზე დავრჩეთ რა. ბედნიერი სახით მთხოვა ელენემ. -კაი დავრჩეთ მაინც მაქ ჯერ დრო. -აუ არა რა. იმდენი ხალხი იყო უცებ გადავიფიქრე. ძაანაც რო გვინდოდეს აქ ვერ შევეტევით.-აუ მე ვრჩები.-კაი. ჩვეხუტე ელენეს და მათემატიკაზე წავედი. არადა იმედი მქონდა იმ დღს გაჩერებაზე გიოს ვნახავდი, მაგრამ იმედები საკმაოდ მწარედ გამიცრუვდა. ჯანდაბა, გიორგი ქაჯაია როგორ მოახერხე ჩემს ტვინში და გულში ჭიასავით შემოძრომა?! მთელ ჩემს გონებას და გრძნობებს დაეპატრონე და ახლა ჩემი მართვა მარტივად შეგიძლია.       არ მეგონა თუ ვინმე ასე სწრაფად შემიყვარდებოდა. ოთხი თვის წინ მას შემდეგ რაც მშობლების ზეგავლენით შეყვარებულს დავშორდი და აღმოვაჩინე რომ ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო ხანებში მაინც აღარ მყვარებია, გადავწყვიტე ბიჭებზე აღარ მეფიქრა(იქიდან გამომდინარე რომ ჰეტეროსექსუალი ვარ). გადავწყვიტე საკუთარ თვზე მემუშავა, მიზნები დამესახა და მათ ასასრულებლად მებრძოლა. გადავწყვიტე რომ არ მქონდა დრო იმისთის რომ ის ,,სულელურ,, სიყვარულში დამეკარგა. მინდოდა მაქსიმალურად მეტი მემუშავა და მებრძოლა წარმატებისთვის. გადავწყვიტე რომ ამ გზაზე გრძნობების და დაღლის ადგილი არ იყო. თუმცე ეს წელი პროდუქტიული თანაც ამ მხრივ არ გამოსულა, მაგრამ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლა უკვე დავიწყე, თუმცა ამ გზაზე გრძნობებიც თან მდევს და თითქოს უკან მექაჩება. ჩემ შემთხვევაში ათასი მიზეზი მაქვს იმისთვის რომ მიზნები შევიცვალო, ასე ვთქვათ დავრჩე იქ სადაც ვარ, მაგრამ ერთი რომ წავიდე და წინსვლა განვაგრძო. თუმცა სწორედ ეს ერთი მიზეზია იმდენად პერსპექტიული და მომხიბლავი რომ იმ ათას მიზეზსაც სჯობს. უკან ყურების დრო არ მაქვს, წინ უნდა ვიყურო და მომავლისკენ ვისწრაფო. მაგრამ არ ვიცი გამომყვებიან თუ არა გრძნობები. ახლა უკვე აღარ მინდა, რომ ამ გზაზე მათი ჩამოშორება დამჭირდეს, მინდა პირიქით იმოქმედოს და უკან დაქაჩვის ნაცვლად წინ გამიძღვეს და სწორი გზა მიჩვენოს .                                                                 6  სახლში მოვედი თუ არა ტელეფონი ავიღე და სანისთან დავრეკე.-სანი მიშველე.-რა გჭირს ე? -ჩემი საქმე ცუდადაა.-რამოხდა? თითქოს ხმაში ცოტა შიში შეერია (ბოლოს და ბოლოს ჩემთვის უფროს ძმაა )-გიორგი ქაჯაია მომეწონა, ან შემიყვარდა, ჯერ არ ვიცი.-ოპაა.-რა ოპა? არ მინდა რო მიყვარდეს. ელენეს ველაპარარაკე და ვიცი რო ,,მობაბნიკო,, ბიჭია. მე კიდე ბიჭებზე დროის დახარჯვა საერთოდ აღარ მინდოდა! იქვე იატაკე ჩავჯექი და ლამის ტირილი დავიწყე.-კაი კაი, რა ხმა გაქ, არ იტირო.-აუუ, ვინმმემ გადამაყვარეთ, უფრო სწორად გადამაწონეთ. აუ სანი მინდა, რომ მომწეროს, იცი თავს როგორ ვგრძნობ?! აუ არ ვიცი ძაან ცუდად ვარ რა.-მისმინე, მე დაველაპარაკები გიოს და მკაცრად გავაფრთილებ, რომ თუ არ შუყვარდები ისე არ დაგელაპააკოს შეყვარებულობაზე და რაღაც დებილობებზე, გაიგე?! და შენც არ მიახტე, აწვალე, მაგასთან ეგ უფრო გაჭრის. აგრძნობინე რო სხვანირი ხარ.-ჩვეულებრივი ვარ, როგორც ყველა გოგო.-არ ხარ! არ შეიძლება ჩემი და ყველას მსგავსი იყოს!-შეიძლება უფროსო ძამიკო, შეიძლება.-არათქო! სხვანაირი ხარ, თბილი, მზრუნვლი, საყვარელი...-ეგოისტი, მესაკუთრე, ეჭვიანი-ოოო, გეყოს!-კაი, კაი.-იცოდე ჭკვიანად იყავი და ჯერ შენ ხარ და მერე გიო ჩემთვის.-ძმა თუ გყავს ასეთი უნდა გყავდეს! მადლობა სანი, მიყვარხარ. წავედი ეხა და ვნახოთ რამოხდება.-მიდი, მიდი. მეც მიყვარხარ.                                                         ***             სანი ჩემთვის ძვირფასი ადმიანია. მიუხედავად იმისა, რომ ელის შეყვარებულია, ჩემთვის უფროს ძმობასაც ითავსებს, თანაც არაჩვეულებრივად. სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა, რომელიც ჩემზე იზრუნებდა, ყველა საიდუმლოს გავუმხელდი და რთულ პერიოდებში ერთმანეთს გვერდით დავუდგებოდით. უფროსი ძმა მინდოდა, რომელიც თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანად ჩამთვლითა და მთელი გულით იზრუნებდა ჩემზე. იმდენად მინდოდა რომ მზად ვიყავი და ვოცნებობდი კიდეც რომელიმე მშობლის უკანონო შვილი გამოჩენილიყო ოღონდ ჩემზე უფროსი და ბიჭი. ღმერთო როგორ გამიხარდებოდა, წივილ- კივილით შევეგებებოდი და ძმად მაშინვე უპრობლემოდ მვიღებდი. სანიმ ოცნება ამისრულა. ელი ჩემთან რჩებოდა, გვიან ღამით სანის დავურეკეთ და უცებ წამოვაყრანტალე დიდი სიამოვნებთ მიგიღებდი ძმადთქო, სანიც დამთანხმდა და იმ დღის მერე ღირსეულად ატარებს ჩემი უფროსი ძმის წოდებას. სანი და ელი მეჩხუბებიან კიდეც, ელი ამბობს ჩემი და ხარ და არა იმისო, ჩვენს ქორწილშც გოგოს მხრიდან იქნები და მულად ნუ მეტენებიო. სანი კიდე მეუბნება ის ნუ გეძახის დას, ჩემი და ხარო. ხოდა მოკლედ რძალი და და და სიძე და ძმა მყავს, ოთხი სტატუსი, ორი ადამიანი. ორივე უზომოდ მიყვარს და სანი უფრო მეყვარებოდა თავისი დებილური ღადაობებით, ვითომ ჩემზე და ელიზე ეჭვიანობით, ნერვებს რომ არ მიშლიდეს, მაგრამ არაუშავს მეც ვეთამაშები ხოლმე მის სათუთ ნერვებს როცა ელის ვეხუტები, ის კი ეკრანის მეორე მხრიდან იცქირება და მონატრებისგან გაგიჟებული ლამის მობილურში გადმოძვრეს.                                                     7  სანის გავუთიშე თუარა ელენემ მომწერა.ელენე:აბა ქალბატონო, გაერკვიეთ თვენს გრძნობებში?სოფი:იაკობაძე ხომ არ შეგახსენოთ? ან იქნებ ღვინიანიძე? ადვილად გაერკვიე მაგ დროს?ელენე:რაღაც ძაან გაღიზიანებული ხარ, რაიყო უკვე დაგადო?სოფი:ამხელა სიბოროტე საიდან?ელენე:ნუ ადრამებ, შავი იუმორია რა, თან არ დაგავიწყდეს რო შენ დაიწყე.სოფი:ხო, მართალი ხარ, მე დავიწყე.        საერთოდ ჩემი დაჩაგვრის უფლებას არავის ვაძლევ და კამათიდანაც თითქმის სულ გამარჯვებული გამოვდივარ, ასე თუ არ არის მოწინააღმდეგეს ნერვებდამშვიდებულს და ღირსებაშეულახავს მაინც არ ვუშვებ ხოლმე. კი ვიცი, რომ ნამდვილი გველი ვარ, შეიძლება სიბოროტის განსახიერებაც (აქ ძაან თავში ამივარდა როგორც ჩანს) საშინელი ადამიანიც, მაგრამ ზოგჯერ და მხოლოდ იმასთან ვინც იმსახურებს. ასევე მინდა ის ფაქტიც ნათლად აღვნიშნო რომ მე არასდროს ვიწყებ, და არც ვინმესთვის რამის შერჩენას ვაპირებ, მაგრამ როცა დამნაშავე ვარ დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდაც მეხერხება.სოფი:მე არ ვიქნები პირველი! (ეს სექსისტური იყო, ქალური მენალიტეტიც გამოერია და თავმოყვარეობაც ალბათ, მაგრამ, ინიციატივის გამოჩენა არ ტეხავს!)ელენე:ნაკებად სექსისტური და დაკომპლექსებული მახსოვხარ სოფია, თან ტყუილად არ ელოდო ქაჯაია არ მოგწერს პირველი, მიუხედავად იმისა რომ დღეს გიკითხა.   რაოოო? ბოლოს რა დაწერა? მეჩენება? მეჩვენება ხო? არ არსებობს ქაჯაიამ მიკითხა? ერთხელ მნახა და უკვე დავაკლდი? დააკლდი არა ის კიდე! ნუ დებილობ გოგო! ხო მარა ხო შილება მართლა დავაკლდი. ჩუუ! უცებ გამოვფხიზლდი და ჩემი ყველა შინაგანი ხმა დავადუმე. ისე ამას გულის და გონების ან პესიმსტური და ოპტიმისტური ან რომანტიკოსი და სასტიკი მხარეების კამათს უფრო დავარქმევდი.სოფი:რასქვია მიკითხა? როგორ? როდის? რანაირად? რაო?ელენე:ჰოჰ, რაიქნა? გაჩერებაზე რო მივდიოდით, ის გოგო სადაა გუშინ რო იყოო?სოფი:ის გოგო, ჰმმ.ელენე:აბა რანაირად უნდა მოეხსენებინე? სუ ერთხელ ყავხარ ნანახი.ორჯერ. გავიფიქრე ჩემთვისსოფი:აუ რავქნააა???ელენე:facebook-ზე მეგობრობის მოთხოვნის გაგზავნით დაიწყე.სოფი:აუ, არა, ჯერ მოვიდეს ორშაბათი, დამინახოს, მერე იქნება თვითონ მიმატებს.ელენე:ოოო, გიორგი ქაჯაია აწერია ქართულად და იცოდე.სოფი:ისე შევალ, არ დავიმატებ.ელენე:კაი კაი ელის უთხარი?        აამ, ელისგან არ მინდოდა არაფრის მოსმენა. ვიცოდი რასაც მეტყოდა. რომ თავი შორს დამეჭირა, რომ ვერ დავკერავდი, ნუ მოკლედ ისეთს არაფერს რისი მოსმენაც მინდოდა.სოფი:არა, არ მითქვამს. თან ხოიცი, კონკურსზეა და არ მინდა რამე სხვაზე იფიქროს ჯობია კონცენტრირდეს.ელენე:კაი, ეხა უნდა გავიდე, შენს ბიჭსაც ვნახავ და მერე შემოვალლ.სოფი:მეც წამიყვანეეეეე.ელენე:წამოოო.         გამეღიმა და მესენჯერი გამოვრთე. უბრალოდ გადავალ, არ დავამატებ, გავიფიქრე და facebook გავხსენი, საძიებო ველი გავხსენი და გიორგი ქაჯაია ავკრიფე. მისი სახელის და გვარის გაფიქრებაც კი ღიმილს მგვრის. ღმერთო რა ლამაზი გვარი აქვს, ქაჯაია, გიორგი ქაჯაია. იმედია ოდესმე გავერკვევი ჩემ გრძნობებში.      მის გვერდზე გადავედი, მაგრამ უიმედოდ, მისი სახის ნაკვთების აღდგენის იმედი სულ ტყუილად მქონდა, არც ერთი ფოტო არ ედო, მხოლოდ პროფილის და აქაც სახე არ უჩანდა. პროფილის ფოტოს კომენტარების ველი გავხსენი, ბევრი გოგოს კომენტარი იყო, ,,კრისტი ლაბაძე,, განსაკუთრებით აქტიურობდა.-მოდი ვნახოთ ვინ ხარ. ჩავიჩურჩულე და მის გვერდზე გადავედი.        რათქმაუნდა, ფეიკია, აბა ყველა კომენტარს აშარი ცოლივით რატო გამოეხმაურებოდა.,,არ ჩანხარ მარა გეტყობა ლამაზი ხარ,,.            ამ კომენტარს ოფიციალურად ვერ ვიტან, ამ წამს გადავწყვიტე. რაიცი ლამაზია თუ არა, არ ჩანს! არცერთი ნაკვთი არ უჩანს მარტო ორი ღერი კულული!         გიოს გვერდზე დავბრუნდი და ქვემოთ ჩავსქროლე, მარველი უყვარს, ვანდა, სასამოვნო ფაქტია, ვანდაზე მეც ვაბოდებ. შემდეგი მიმით ის მივხვდი რომ ძაღლებზე აფანატებს. ძალიან კარგი, ცხოველები მეც მიყვარს, განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები. კიდევ რაღაც მიმები ქონდა გაზიარებული, სახალისო იყო. ბავშვობის ვიდეოც ვნახე. ღმერთო რა საყვარელი ბავშია. გავიფიქრე და სქროლვა გავაგრძელე. ბოლოს ისევ პროფილის კომენტარებს დავუბრუნდი. მიშკა აშკარად კარგად ღადაობდა. უამრავი საღადო კომენტარი ეწერა და მეც ბევრი ვიცინე. ცოტა ზემოთაც ავსქროლე და ელენეს და ალექსანდრეს კომენტარებსაც წავაწყდი     ქავერის ფოტო გავადიდე, შვეცადე გამომეცნო გიო რომელი იყო. ფოტოზე სამი ბავშვი იყო, ელენეს ბავშვობის ფოტოები ნანახი მქონდა, მაგრამ თოვლის გამო ისე იყო ჩაფუთული ძლივს ვიცანი. ალექსანდრე ადვილან გამოვარჩიე, სიცივისგან აწითლებული ლოყები და გალურჯებული ტუჩები ქონდა და ახლანდელთან შდარებით ბევრად გამხდარი იყო, შესბამისად ეს მესამე ბავშვი გიო იყო, თან ქვემოთ ვიდეოში მყოფ ბავშვს გავდა, გავდა რა ის იყო. რა საყვარელია, უცებ დავიბენი, პატრა სახე და შავი თვალები თითქოს მისკენ გიზიდავდა, სახეზე შავი ხუჭუჭა თმა ჩამოყროდა, ოდნავ იღიმოდა, სახეზე სიცივის არაფერი ეტყობოდა. უცებ ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი, არა იმ ქაჯაიას რომელიც გაჩერებაზე ვნახე, არამედ იმ საყვარელ ბავშვს რომელიც ეკრანიდან მიმზერდა და თავისი საყვარელი სახით თითქოს ჩემ მანიპულირებას ცდილობდა, მერე უცებ უკვე იმ ქაჯიას ნახვა მომინდა რომელიც ორი დღის წინ გაჩერებაზე ვნახე, მისი ფოტო მინდოდა, მინდოდა მისი სახე შემესწავლა, ყველა ნაკვთი მცოდნოდა, მისი თმა, ღმერთო მისი თმა. პირველად ჩემი ყურადღება სწორედ თმის გამო მიიქცია, მეორე დღესაც თმით ვიცანი, იმ დღესაც თმის დამახსოვრება შევძელი რადგან სახეზე სირცხვილისგან ვერ შევხედე. ქაჯაია ოდესმე მაგ კულულებს ჩემთვის შევინახავ. ორშაბათამდე ვერ მოვითმენ, მაპატიე ჩემო თავმოყვარეობავ. გავიფიქრე და მეგობრობის მოთხოვნის გაგზავნას ხელი დავაჭირე. ხომ შიძლება ამ ტელეფონს ან ინტერნეტს ახლა გაეჭედა. რას ვიზავთ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ.-გილოცავ, დღეს მარტო იძინებ. გავიგონე ჩემი დის კივილი და კარის გაჯახუნება.         არის, დღეს მარტო ვიძინებ, როგორც იქნა ჩემი და ბიცოლასთნ და ბიძიასთნ დარჩება, მე კი წყნარად მოვახერხებ გიოსთვის მიწერას. არა რა მიწერას გავიფიქრე თუ არა თავიდან ამოვიგდე ეგ აზრი. თავი დავდე და ქაჯაიაზე ფიქრი დავიწყე მაგრამ მალევე ჩამეძინა.                                                                  8         თვალები რომ გავახილე სიბნელის გარდა ვერაფერი დავინახე, მობილური ავიღე და საათი შევამოწმე, დილის სამის ნახევარი იყო. გაღვიძებისთანავე შოკოლადი მომინდა, როგოც ყოველთვის, თუ დილით არ ვიღვიძებ მაშინ გაღვიძებისთანავე შოოლადის ჭამის სურვილი მკლავს. სამზარეულოში ჩუმად გავედი და მაცივარი გამოვაღე, შოკოლადი ავიღე, ცივი წყალი დავისხი და ოთახში შევბრუნდი. მისაღებში ყოველთვის ბებიაჩემს სძინავს, კარგია, რომ არ გაეღვიძა. დედას და მამასაც საძინებლის კარი გამოხურული ქონდათ. საძინებლის კარი მეც დავხურე და ფანჯარა გავაღე, როგორც ყოველთვის ფარდა ოდნავ გადავწიე რომ სინათლე შემოსულიყო. ჩაბნელებულ ოთახში, ძილის წინ თავს ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობ, ამ გრძნობის გაქარვებაში კი ფანჯრიდან შემოსული ქუჩის მცირე ხმაური და სინათლე ოდნავ მაინც მეხმარება, ხო და კიდევ გონებაში წარმოდგენილი ყალბი სცენარიც. მესენჯერი გავხსენი და სანის მივწერე რადგან საიტზე იყო.სოფი:ელის ელაპარაკები?სანი:არა, ძინავს რაიყო?სოფი:აუ, დაგირეკავ რა.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და მაშინვე ვუპასუხე.-ხო მშვიდობაა? ღამის სამი საათია. ამჟღვრეული სახით მკითხა სანიმ.-რა არის სიყვარული?როგორც ჩანს ამ კითხვას არ ელოდა, გაკვირვებული და ოდნავ შეშინებული თვალებით ამომხედა.-რა არის სიყვარული? კიდევ ერთხელ გავუმეორე. ელი ხომ გიყვარს?! კითხვაზე პასუხის გაცემა რატომ არ შეგიძლია?-შენც ხომ იყავი შეყვარებული, შენ რატომ არ შეგიძლია?-ეგ უბრალოდ ბავშვური სიმპათია იყო.-გვიან გაიაზრე!-ჰო.-ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. უბრალოდ, უბრალოდ გიყვარდება, შენგან დამოუკიდებლად და უბრალოდ ხვდები რომ გიყვარს, მაგრამ სიტყვებით ახსნა შეუძლებელია. -კარგი სანი, უნდა წავიდე. მადლობა.-დაიძინე გოგო, სუ გამოგადებილა ქაჯაიამ!-რა დავიძინო, ამ წამს გავიღვიძე.-კაი კაი, მიდი. დამემშვიდობა სანი და ზარი გავთიშე.      ყურსასმენები მოვძებნე და ლეპტოპში ,,mellow,,-ის ,,eternal love and Youth,, ჩავრთე. შოკოლადი გავხსენი და ჭამა დავიწყე, თან პლედში თბილად გავეხვიე. მიყვარს ფანჯრიდან სიცივე რომ შემოდის, პლედში გახვევის საშუალებას მაძლევს და კომპორტულად ვარ.          მართლაც, რა არის სიყვარული? რომ დავგუგლო ალბათ მხოლოდ ერთ სიტყვას მივიღებ, გრძნობა. წამოვჯექი და ვიკიპედია გავხსენი. საშინელი ახსნა იყო, არ იყო ეს სიტყვები საკმარისი. ორ წამში ჩავხურე გუგლის საძიებო საიტი და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე. სულ რომ მენატრება? იქნებ სულ მასთან ყოფნის სურვლი? პეპლები მუცელში? ტვინში ჭიებსაც დავამატებდი. იქნებ სულ მასზე ფიქრი. მისი შეხების სურვილი? მის სურნელთან ერთად ცხოვრება? უცებ ძალიან მომინდა ქაჯაიას სურნელის შეგრძნება. მაინტერესებდა როგორი სუნი ქონდა. საერთოდ ვგიჟდები სურნელებზე, ყოველთვის ყველაში და ყველაფერში ვაკვირდები სურნელს. სურნელი სწორედ ის არის რაც სულ გამახსოვრდება და შენი თანმდევი ხდება. მე პირადად, ვგიჟდები როცა ვიღაც მეუბნება რომ კარგი სუნი მაქვს, მაგრამ ეს სუნი არარეალურია. უბრაlოდ სუნამოს სუნია ან კრემის ან შამპუნის, მე კი ჩემი სუნი მინდა, სუნი რომელიც მხოლოდ ჩემთვის იქნება დამახასიათებელი, რომლის მისაღებადაც არაფერი დამჭირდება. თვალები დავხუჭე და ისევ მალე ჩამეძინა. როგორც ჩანს ძალიან დავიღალე, თორემ დღეში ცხრა საათზე დიდხანს ძილი არ მჩვევია, თანაც ღამით ფხიზლად ყოფნა მიყვარს.                                                             ***      ტელეფონის ვიბრაციამ გამაღვიძა. უცებ გამოვფხიზლდი და ტელეფონს დავხედე. შუადღის პირველი საათი იყო. ჩემი ოთახის ფანჯარა დაეხურათ. რა თქმა უნდა ფანჯრის გაღების საშუალებას რატომღაც არასდროს მაძლევენ, მაგრამ ახლა ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რადგან გარეთ ციოდა და გავიყინებოდი. ტელეფონს ვუპასუხე.-პირველში ჩამოდიან.-შენ მე გამაღვიძე!-მე გახარებული ვარ.-შეგეძლო ცოტა მერე გაგხარებოდა.ელის ბედნიერი ხმა მიკიოდა ტელეფონიდან.-კარგი ელი გილოცავ. მადლობა სიხარულის გაზიარებისთვის. წარმატებები კონკურსზე და მაინც, შეგეძლო მოგეწერა და მოგეკითხე, ახლა ნახვამდის. ცინიკური, სიხარულის ტონით ვუთხარი და საწოლიდან ავდექი.-დედაა! ოთახიდან გავედი და მშობლების საძინებლის კარში, უჟმური სახით თაროს ჩამოვეყრდენი და ისე გავჩერდი.-რაიყო?            წარბშეკრული ვიდექი და დედაჩემს ვუყურებდი. რამოდენიმე წამი ჩუმად ვიყავი. ნაწილობრივ გამოფხიზლებას ვცდილობდი და თან თავბრუც მეხვეოდა და თვალებშიც დამიბნელდა. ასე მემართება სწრაფად ადგომისას, მე კი საწოლიდან ისე გამოვვარდი და თვალებდაბინდული ისე შევვარდი დედაჩემთან, მგონი ერთი წამიც არ დამჭირვებია. როცა რაღაცის თქმა მინდა სულ ასე ვიქცევი. საძინებელში ვაკითხავ და შესასვლელში ვჩერდებ, თაროზე ჩამოყრდნობილი და რამოდენიმე წამი ჩემ რეაქციას ვაჩვევ. თუ რამე უნდა ვთხოვო ყურებამდე გაღიმებული ვდგავარ, თუ არც ისე მნიშვნელოვან რამეს ვეკითხები, ჩვეულებრივი სახით ვდგავარ. ზოგჯერ მოწყენილობისას უბრალოდ შევდივარ და ან წარბებშეჭმუხნილი ან კიდევ ძალიან ჩაფიქრებული სახით ვდგავარ. ჩემებიც მიყურებენ და მაცდიან სანამ რამეს ამოვღერღავ.-პირველში რა ხდება? ვკითხე ვითომ სასხვათაშორისოდ დედაჩემს.-რახდება?-თემო როდის ჩამოდის?-პირველში.-ესეიგი პირველში ეგ ხდება.-და?-ჯანდაბა, ყველაფერს ბოლოს რატომ ვიგებ?-არაფერი. თვალები ავატრიალე და თავიც ავაყოლე, თავს ტანი მივაყოლე, შემოვბრუნდი და ოთახში გავედი.       მობილური ავიღე და მესენჯერი გავხსენი. ძირითადად გადატვირთული შეტყობინებების გროვა არასდროს მაქვს ხოლმე, მობილურზე საუბარი და ჩათაობა არ მიყვარს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან და რამდენიმეს თუ მოვიკითხავ ხოლმე. ამ დილას რაღაც განსაკუთრებით ბევრი შეტყობინება დამხვდა. სიის სათავეში ელიზაბედი იდგა.ელი:ჩვენები პირველში ჩამოდიან.აეე.სოფი.გოგო გღვიძავს?კაი რა გეწყინა, რა ვიცოდი რო გეძინა?  ღმერთო, ეს გოგო როდის დაჭკვიანდება? გავიფიქრე და საპასუხო ტექსტის აკრეფა დავიწყე, ისე, ეს გოგო კი არა მე როდის დავჭკვიანდები ნეტა?სოფი:დებილი ხარ ელი!ჩემდა გასაოცრად, პასუხი მაშინვე მომივიდა.ელი:ვიცი.    შემდეგი სანი იყო. ვაიმეე ჩემი გვრიტები, სუ ერთად როგორ უნდა იყვნენ?! გავიფიქრე და შეტყობინება გავხსენი.სანი:აბა რა გადაწყვიტე?   რამე უნდა გადამეწყვიტა? რაღაც ეგეთი არაფერი არ მახსენდება!ბოლოს ელენე იყო.ელენე:გოგოოო!გვიან მოვედი და ვეღარ მოგწერე. რა ქენი შენ? ჩასტალკე?სოფი:ჩავსტალკე კი არა მეგობრობის მოთხოვნაც გავუგზავნე. დებილი ვარ რა. ხო შეილება ვაფშე ვერ გცნობს ადამიანი?!ელენე:რას ვერ გცნობს გოგო, იმდენი ველაპარაკე შენზე!რა ვქენიო? ღმერთო შენ დამიფარე. სოფი:რეები ელაპარაკე? დებილი ხარ? ახა მასზე შეყვარებული, დებილი, პატარა გოგო ვეგონები, მე კიდე ეგრე არ მინდოდა კაი რაა!            უცებ ძალიან გავბრაზდი და გული დამწყდა. სანიმ კიდევ ერთი შეტყობინება გამომიგზავნა.სანი:მივწერე გუშინ გიოს.სოფი:არააააააააააა!სანი :დამირეკე!-გამარჯობა ძვირფასო ძამიკო.-რა ჯანდაბა გჭირს სახეზე?!-აუ, რატო ელაპარაკებით გიოს? უცებ ისევ შეტყობინება მოვიდა.ელენე:ისა, ალექსანდრეც დაელაპარაკა.და ნუ დებილობ კიდე, ის არ გვითქვამს, რო მოგწონს პროსტა ვილაპარაკეთ რა. სოფი:კაი, მოგწერ, სანის ველაპარაკები.ელენე:კაი, მიდი და ნერვებს მოუფრთხილდი.   ,,ნერვებს მოუფრთხილდი,,, აშკარად მჭირდება. ფსიქოლოგთან ხო არ მივიდე? არა, იყოს ცხოვრების დალაგებას ჯერ არ ვგეგმავ. კიდევ ერთი შეტყობინება.სანი:მიწერე, საიტზეა.სოფი:არა!სანი:სოფი!სოფი:რა?სანი:არ მოგწერს გიო.სოფი:აუუ...        მინდოდა მოეწერა. მასთან დაკონტაკტება მინდოდა. მინდოდა მეგრძნო, რომ ჩემზე ფიქრობდა, ჩემთან იყო, სხეულით თუ არა ფიქრებით მაინც. სოფი:მივწერ, მარა რა მივწერო.სანი:პრივეტ. სოფი:კაი, აქ იყავი იცოდე.სანი:დარეკე.   მაშინვე ზარის ღილაკს დავაჭირე და ეკრანზე სანის გამოსახულება დავინახე.-მიწერე!-ვწერ ხო, თან საიტზეა.-გიოს ჩათი გავხსენი და ტექსტის აკრეფა დავიწყე.სოფი:პრივეტ.-ვაიმეე, სანი მიშველე. მივწერე, ცუდად ვარ.     მაშინვე გამოვედი გიოს ჩათიდან. თვალები დავხუჭე და თავი გვერდზე გავაბრუნე. არ ვიცი რისი, მაგრამ მეშინოდა. გული გამალებით მიცემდა, არ ვიცოდი რა პასუხს დამიბრუნებდა, ან საერთოდ ნახავდა თუ არა შეტყობინებას, რა რეაქცია ექნებოდა. იქნებ ურთიერთობა თავიდანვე ბანძად დავიწყე.-სოფი დამშვიდდი!-ღმერთო შენ დამიფარე. ღმერთოოო, რა დავაშავე? ამოვიკვნესე და გავშეშდი. მობილურზე მოსული შეტყობინების ვიბრაციამ მთელ ტაში დამიარა და დამბურძგლა. -მომწერა, სანი მომწერა.- ღრმად ჩავისუნთქე და შეტყობინება გავხსენი.გიო:პრივეტ.  არა, არა, არაა, არ იკივლო, არ გაბედო, ყველა გაიგებს. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს მუცელში ფეიერვერკი ამიფეთქდა. საწოლზე ბედნიერებისგან კიდურების რტყმა და წრიპინით კივილი დავიწყე.-ბედნიერებისგან სახე გიბრწყინავს, რა მოგწერა ესეთი?   სარკისკენ გავიხედე და საკუთარ თავს დავაკვირდი. ფართო ღიმილი გადამფენოდა, ლოყები ატმისფრად შემფაკვლოდა თვალები კი თითქოს გამფართოებოდა. -პრივეტო. ახლა რა მივწერო?-რა უნდა მიწერო, ჩვეულებრივად გაუბი რა.სოფი:რას შვები?-არა ეს არ უნდა გამეგზავნა. რა რას შვები, ორი სიტყვა მიწერე და ესე გაუშინაურდი? ვინ გეკითხება რას შვება? კაი რა!-სოფიიი, დამშვიდდი. შემომძახა სიცილით სანიმ.გიო:რავი, კლასელებთან ერთად უნდა გავიდე და ვემზადები.სოფი:აამ, კაი მაშინ, მიდი.გიო:არა, ჯერ მცალია, ცოტა ხანში გავდივარ.გამიხარდა, ჩემს თავიდან მოშორებას არ ცდილობდა.სოფი:ჰომმ.-სანი, არ ვიცი რა მივწერო.-გუშინ მითხრა, რომ შენზე ყველა აფრთხილებს, რომ წესიერად მოგეპყროს და ჭკუას ნუ მასწავლითო გაბრაზდა. -ჰოო.-რამე მომწეროს თორე ვესროლე რაღაცაო გიომ.     ჩამეცინა, მესიამოვნა. ნუ მართალია ასეთი ძალადობრივი შინაარსის ტექსტი არ უნდა მსიამოვნებოდა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემთან მოწერა უნდოდა. -არ ვიცი რა მივწერო, თვითონ მომწეროს რამე.-კაი სანი, გავედი. -მიდი მიდი და ჭკვიანად. სანის გავუღიმე და ზარი გავთიშე. გიოს ჩათი გავხსენი და ვფიქრობდი რა მიმეწერა.სოფი:კლასელებთან ერთად კარგ გართობას გისურვებ.გიო:მადლობაა.კაი, წავიდე უნდა და გვიან მოგწერ.რაო? ღმერთო, ახლა გული წამივა. მოგწერო, პირობა მომცა მოგწერო.სოფი:კაიი, კარგადდ.      შეტყობინება დამიგულა და საიტიდან გავიდა.                                                                   9        მთელი დღის განმავლობაში დროის გაყვანას ყველანაირად ვცდილობდი, დრო კი ძალიან ნელა გადიოდა. ხან ვიბანავე, ხან თმა დავიხვიე, ოთახი მივალაგე, ტანსაცმელი მოვაწესრიგე, გაკვეთილებიც კი ვიმეცადინ. ხან სანის მივწერე, ხან ელენეს და ღამის პირველ საათზე აღმოვჩნდი საწოლში. არ ვიცი როგორ, მაგრამ მთელი დღის გაყვანა შევძელი. ელენეს და სანის ბევრი ვეწუწუნე, საერთოდ წუწუნი ჩემი ჰობია, ვგიჟდები წუწუნზე. ერთი პატარა მიზეზიც მყოფნის, რომ მთელი დღის განმავლობაში ყველას თავი მოვაბეზრო ჩემი წუწუნით, მათ შორის საკუთარ თავსაც. მართლა ძალიან გაკვირვებული და მადლობელი ვარ სანის და ელენესი, ისინი რომ არა ალბათ მოვკვდებოდი, ძალიან გამიჭირდებოდა.          ფეისბუკი გავხსენი და შეტყობინებები შევამოწმე. გიოს მეგობრობის მოთხოვნა დაედასტურებინა. ძალიან გამიხარდა, მთელ სხეულში ბედნიერებამ დამიარა და მგონი ენდორფილი გადაჭარბებული რაოდენობითაც კი გამომეყო. სამწუხაროდ ამ სახლში ბედნიერებისგან კივილის ფუფუნება არ მქონდა, მაგრამ სამაგიეროდ მთელი საწოლი მე მეკუთვნოდა, (დროებით მაინც) ამიტომ საწოლზე ხტომას ვერავინ დამიშლიდა. უცებ ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და ახალი შტყობინება გავხსენი.გიო:მოვედიი.პასუხი მაშინვე დავუბრუნე.სოფი:კაიაა.  ძალიან საყვარელია, რამოდენიმე საათი ვმესიჯობდით, ჩათის გაწელვას მაქსიმალურად ვცდილობდი. ისიც კი ვკითხე რომელი ტყემალი უყვარდა და მთელი მიმოწერიდან ჩემი საყვარელი მომენტი ეს იყო:გიო:აუ, ცოტა მთვრალი ვარ და მიტყდება მოწერა.   არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი პატივისცემა და ბედნიერება ვიგრძენი. მთელი ღამე ეიფორიაში გავატარე. მადლობელი ვარ, რომ საწოლი უვნებელი გადარჩა და ჩემ ემოცებისგან დაცლას პატიოსნად გაუძლო.                                                                 ***   პირველად ჩემ ცხოვრებაში, სკოლაში წასვლა მიხაროდა და არ მეზარებოდა. არა, უფრო სწორად უკვე მეორედ. შაბათ კვირა უზომოდ გაიწელა თან ორშაბათიც დაემატა, სადეზინფექციო სამუშაოების გამო დასვენება იყო. თითქმის სულ გიოს ვწერდი და ელენეს და სანის ველაპარაკებოდი. ეიფორიის დაძლევას და საღი გონებით მსჯელობას ვცდილობდი. ემოციების ფეიერვერკებს ვუძლებდი და ღამეებს გიოსთან ჩათაობაში ვატარებდი.გიო:გინდა რო გნახვ ჩაგეხუტო?    ამ შეტყობინების შემდეგ ტანში ჟრუანტელმა და მუცელში პეპლებმა დამიარა. ლამის იყო ბოლო ხმაზე მეყვირა რა თქმა უნდა, არც უნდა იკითხო, მინდაააააა! მ ი ნ დ ა!      თუმცა, რა თქმა უნდა, თავის დაფასება არ დამვიწყებია და უნახავივით არ მივმხტარვარ. მართალია ჩემი სიმპათიების შესახებ იცოდა, მაგრამ არ მინდოდა თავში ზედმეტად ავარდნოდა.სოფი:როგორც გინდა. -სოფი, გადმომიფორვარდა. ხმამ სანის არსებობაც გამახსენა და ემოციებიდან გამომარკვია.-აბა ხამივით ხო არ მივახტებოდი სანი!-ხო რავი.გიო:მაინც?   ქაჯაია, ლამის ბაბნიკის წოდება გაქვს და როგორ უნდა მოიქცე მართლა ვერ მიხვდი თუ ჩემ გამოტეხვას ცდილობ?სოფი:რავი აბა? როგორც გინდა.იხტიბარი არ გამიტეხია.გიო:და შენ გინდა?   მოგკლავ ქაჯაია! გცემ, კი არ ჩაგეხუტები! მოვკვდები ეს ბიჭი რომ ორშაბათს ვერ ვნახო, ან არ ჩამეხუტოს, ვერ გავძლებ.სოფი:რავი, კი.  თითქოს მობეზრებულად ვუთხარი, მაგრამ არ შემიძლია იმ ემოციების გადმოცემა რასაც მაშინ ვგრძნობდი.სოფი:სად მნახავ?გიო:ფანჯარასთან.სოფი:პირველ დასვენებაზე ?გიო:კაი დააა გაკოცებ, თუ გინდა.-რატო აბრჭყვიალდი?     სანის გველური თვალებით ავხედე და გიოს პასუხი დავუბრუნე.სოფი:მინდა.მგონი ეს ბიჭი მიყვარს!                                                        10        საერთოდ, მაღვიძრის ხმას ვერ ვიტან. სულ შეშინებულს მეღვიძება, მაგრამ კარგ მოგონებებთანაც ასოცირდება. კი მაღვიძარის ხმაზე ვსაუბრობ, თანაც აიფონის მაღვიძარის ხმაზე, მაგრამ ეს ერთადერთი დილა იყო როცა მაღვიძარის ხმა გამიხარდა, მაგრამ დილა კარგად ვერ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მაღვიძარის ხმა გავიგე, სასწაულებრივად ჩამეძინა, რაც ათასში ერთხელ მომდის და მაინცდამაინც დღეს მომივიდა, როცა გიო უნდა მენახა. დედაჩემმა ცხრის ოც წუთზე გამაღვიძა, საწოლიდან სწრაფად წამოვვარდი, თან უსწრაფესად ვემზადებოდი და გულში ჩემ თავს ვტუქსავდი, როგორ ჩაგეძინათქო! საბოლოოდ 15 წუთში ერთი საათის საქმე მოვასწარი, (ასეთ დროს ადრენალინ მემატება და თითქოს სისწრაფის სუპერძალა მემატება). სკოლაში არ დამიგვიანია, ქაჯაიასგან განსხვავებით, რომელც სულ, რომ ორი საათით ადრე წამოვიდეს მაინც აგვიანებს. მთელი გაკვეთილი ,,ცუდად,, ვიყავი და ელენეს ვეჩურჩულებოდი. რაც უფრო ახლოვდებოდა ზარის დრო მით უფრო მიმძაფრდებოდა მუცლის ტკივილი და კიდურების კანკალი. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ქაჯაიას, მაგრამ თან მეშინოდა, ვნერვიულობდი.( სხვათაშორის მინდა დავძინო, რომ სახეზე ერთი წვეთი მაკიაჟიც არ მესვა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დღეებში მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებდი რაშიც ტუშს და ფანქარს ვგულისხმობ. მინდოდა ბუნებრივად ვენახე, ყველანაირი ზედმეტი რაღაცეების გარეშე და ისე მოვწონებოდი. ან უბრალოდ არ ეფიქრა, რომ მისთვის საგანგებოდ გამოვიპრანჭე (რისი უდიდესი სურვილიც მქონდა). ზარი რომ დაირეკა გავშეშდი და მუცლის ტკივილმა და კანკალმა კულმინაციას მიაღწია. -ელე!-წამო!გზაში ნემსაძე წამოგვეწია.-ვა ვა სოფი. ძაან მაინტერესებს როგორ ჩაეხუტებით რა.-თავიდან მომწყდი ნემსაძე! მკაცრი ტონით ვუთხარი და შევუბღვირე.ელენემ ხელი მომკიდა და კიბეებამდე მიმაცილა.-აქედან შენ იცი.     რომ ვერ ვიცნო? იმან, რომ ვერ მიცნოს? ეს ბიჭი სახეზე ნანახი არ მყავს! არაუშავს სოფი! კარგი, დაწყნარდი. კიბეებზე ასვლა დავიწყე.-სურნელის შეგრძნება არ დაგავიწყდეს, გავაფრთხილე ჩემი თავი. ავედი თუ არა, თითქმის ცარიელ დერეფანში ქაჯაია დავინახე. ღია ვარდისფერი ჰუდი და ნაცრისფერი ფართო სპორტული შარვალი ეცვა, ხვეული თმა აჩეჩვოდა და ყურზე შავი საყურე უთამაშებდა, ჩემსკენ წამოვიდა და დავრწმუნდი, რომ ჩემს წინ ქაჯაია იდგა. ძლიერ მუცლის ტკივილს ვგრძნობდი და კანკალის მიუხედავად ფეხზე დგომას ვახერხებდი. გიოს მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ცერებზე მაქსიმალურად აწევა მომიწია. ვგიჟდები როცა ადამიანს ცერებზე აწეული ვეხუტები და საერთოდაც ქაჯაიას ყველა დეტალზე ვგიჟდები. არ დამვიწყებია რომ სკოლაში ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ხელების და სხეულის მოშორება არ მინდოდა ჩახუტება რამდენიმე წამში დავასრულე. -რას შვები?    ღმერთო, ხმა, ვგიჟდები ამ ხმაზე, სასწაული ხმა აქვს. ერთ დღესაც ეს ხმა მომაკვდავმა, რომ გავიგო საიქიოდნ მოვბრუნდები.-რავი, არაფერს.-ჰოომ, მითხრა და კედელს მიეყრდნო.-ხოო. ჩავილაპარაკე მეც ხმადაბლა. ვიღაც კოცნას დამპირდა. ვუთხარი და გვერდიდან გამომცდელად ავხედე. მეღიმებოდა, მაგრამ მხოლოდ ტუჩის ერთი კუთხე ავწიე. ვიცი, რომ ლოყაზე ფოსო გამიჩნდა, მგონი შემომხედა, არ მახსოვს. უცებ ღრმად ჩავისუნთქე და მივხვდი, რომ ამ დროის განმავლობაში თითქმის არ ვსუნთქავდი. ჯანდაბა სუნი ვერ ვიგრძენი, დამავიწყდა, თუმცა რა სუნზეა ლაპარაკი, იმ წამს სუნთქვაც კი დამავიწყდა. ქაჯაიამ ირგვლივ მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ ახლოს არავინ იყო და ლოყაზე მაკოცა.    ლამის იყო მუცელი უნდა ამფეთქებოდა, ახლა თავიც ამტკივდა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.-ზარი იქნება მალე,უნდა წავიდე. სიტყვებს ძლივს ვაბამდი და წინადადებას ძლივს ვაწყობდი.-კაი, მიდი. მითხრა თუ არა უარესად გავხდი, ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. მისი სუნი ვიგრძენი, ნაზი, ბავშვური სუნი ჰქონდა, ჩემგან განსხვავებით ბუნებრივად დაყოლილ სურნელს ატარებდა. გავუღიმე და წამოვედი, კლასამდე ძლივს მივაღწიე, თვალებში ვერ ვიხედებოდი, მხოლოდ შავ ლაქებს ვხედავდი, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და ისე ვიარე, რომ არავის და არაფერს შევჯახებივარ. ხელ-ფეხი ისე მიკანკალებდა, საკუთარ სხეულს ვეღარ ვენდობოდი. მუცელი და თავი ლამის გამსკდომოდა. ნესტოებში მის სურნელს, სხეულზე კი ჯერ კიდევ მის შეხებას ვგრძნობდი, მეგონა ლოყაზე მისი ტუჩების კვალი ჯერ კიდევ დამრჩენოდა. -სოფი. ძლივს გავიგე ჩემი სახელი. ვერ დავინახე ვინ იყო, მაგრამ ხელი ავიქნიე და კლასში რაც შემეძლო სწრაფად შევედი. -სოფი. ამჯერად გავარჩიე, რომ ელენე მეძახდა. -ჰო. ჩავიჩურჩულე და ელენეს ავხედე. -რა გჭირს გოგო?-ვაიმეე, სოფი, რა ლამაზად ჩაეხუტეეთთ! ენთუზიაზმით აღსავსე ნემსაძის ხმა გავიგე.-შენ რა გინდოდა იქ?!-მე ტვალეტში მივდიოდი და დაგინახეთ.  ვერ ვიტან ნემსაძეს! ჩემ ნერვებზე მოთამაშე იდიოტია.-გადი ეხა აქედან, სანამ ჩაგცხე რაღაცა!-კაი, კაი, ბოდიში.-მე მომიბრუნდი! რაქენით? მკითხა ელენემ.-ვაიმე...-კაი, გავიგე ყველაფერი. გაიცინა და ჩემ წინ დადგა.                                                                      ***   მთელი დღე ველოდებოდი ქაჯაიას ნახვას. მეექვსე გაკვეთილზე კლასი სწრაფად დავტოვე და სპორტის დარბაზში წავედი, ბოლო სპორტი გვქონდა. შევედი და სკამზე თაკოსთან და ბარბარესთან ერთად დავჯექი. თითქოს კარგად ვერთობოდი, საერთოდაც პარასკევის მერე სულ დებილივით ფართო ღიმილი მეფინა სახეზე და ყველასგან ერთი ფრაზა მესმოდა:,,ღიმილი გიხდება,, ,,ეს დღეებია სუ რატო იღიმი?,,                                                           ***სოფი:ეს დღეებია სუ დებილივით ვიცინი და ყველას ეგ აკერია პირზე რო ღიმილი მიხდება.გიო:ხო და ძაან კაი, დღეიდან ხშირად მოგიწევს.გამეღიმა, მისი სითბო და მზრუნველობა მესიამოვნა. -იმედია, გავიფიქრე ჩემთვის.                                                               ***    სპორტის დარბაზი პირველ სართულზე იყო, მეორეზე კი პატარა აივანი ეკრა და გამოსასვლელი კარიც მეორეზე ქონდა. კარს გრძელი მაგრამ წვრილი შუშა ესვა, ისე რომ გარეთ დერეფანში მიმდინარე მოვლენების დანახვა შეიძლბოდა შიგნიდან, გარედან კი შიგნით მომხდარი მოვლენების. არ ვიცი რატომ მაგრამ უცებ იმ შუშისკენ გავიხედე და ქაჯაია დავინახე, გვერდით ელენე ედგა. იმ წამსვე სწრაფად გამეღიმა და ტუჩები ლამის ყურებამდე ამეწელა. გიომაც გამიღიმა და ხელი დამიქნია. მაშინვე ავდექი და ტყუილი წამში მოვიფქრე (კარგად გამომდის ხოლმე განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში).-მას, კლასში რაღაც დამრჩა და შეილება უცებ ავიდე?-ზარამდე აქ იყავი!          სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ ადგილიდან მოვწყდი. საერთოდ სირბილს ვერ ვიტან. თუ რამეს/ვინმეს არ მივდევ ან ვინმე/რამე არ მომდევს ვერ დავრბივარ წესიერად, მოკლედ სირბილისთვის რამე მოტივაცია თუ არ მაქვს ვერ დავრბივარ, მალე ვიღლები და სუნთქვა მეკვრება, მაგრამ ამჯერად მთელი ძალით გავიქეცი და მეორე სართულზე წამებში ავვარდი. გიო ელისთან, ელენესთნ და ლიზასთან ერთად ჩვენი კლასის წინ იდგა, მეც იქ მივედი, უცებ დავინხე, რომ ბარბარეც ამოვიდა და დილის ამბები გამახსენდა.30 მაისი. 11:00.-გუშინ სანი და გიო რო ლაპარაკობდნენ შენზე მაგ დროს სანისთან მქონდა დარეკილი და ვუსმენდი იმათ ლაპარაკს.-მერე? ვკითხე ვითომ ,,სულარმადარდებსრაგაიგედარაარა,, სახით.-არაფერი. მითხრა და გავიდა. მინდოდა ის გველურად მოციმციმე თვალები დამეთხარა და ის გრძელი თმა დამეპუტა. მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ზუსტად ვიცოდი ეს გოგო მხოლოდ დროებით მძულდა. 13:00.ბარბარემ გვერდიდან ამომხედა:-ვითო სულ არ გინდა ჩახუტება.-გეყოს! ამჯერად მეგობრულად მოვიშორე და ელის და ელენეს შუაში გიოს პირდაპირ ჩავდექი. მე და ქაჯაიამ ერთმანეთს მზერა რამდენჯერმე გავუცვალეთ და ერთად წავედით როცა ზარი დაირეკა. გვერდით ელენე გვედგა, ლამის იყო გავგიჟებულიყავი. უნდა ჩამეხუტო თორემ გავაფრენ! ვფიქრობდი გულში. მოგკლავ ქაჯაია ჩემი წამებისთვის.-არ ჩამეხუტო გიო არა! ვუთხარი ხმადაბლა. გაეცინა და ჩამეხუტა. ვერ ვიტან ჩახუტების დამთავრებას, მინდა მის სხეულზე სამუდამოდ დვრჩე, უფრო მეტიც, მის სხეულში შესვლა და სამუდამოდ იქ დარჩენა მინდა. კიბეებზე გავიყარეთ და დარბაზში დავბრუნდი.                                                                  11     ზარი დაირეკა. როგორც იქნა სახლში წასვლის დროც მოვიდა. გარეთ წვიმდა და ციოდა. ვგიჟდები წვიმაზე. ჩემთვის კომფორტული და რომანტიული ამინდია, აი მზეს კი ვერ ვეგუები. წვიმას ჩემთვის თავისუფლების განცდა და სიგრილე მოაქვს. როგორც მიმოწერებიდან გაირკვა წვიმა გიოსაც უყვარს და ამ ამინდშ ჩემთან ერთად სეირნობაზე უარს არ იტყოდა. სკოლიდან სწრაფად გავედი გოგოებთან ერთად, გვერდით ელენე და ნინა მედგნენ. მინდოდა ნინა აქედან მესროლა, ელენესთან წესიერად ლაპარაკი მინდოდა მაგრამ არ გამოდიოდა. ერთი სული მქონდა გიო მენახა, თან ძალიან ვღელავდი. -მოდის!-ვინ? იკითხა ნინამ.- არ გეკითხება შენ არავინ! გავიფიქრე და აღელვებული შევბრუნდი უკან. გიო დავინახე, წვიმაში ისე საყვარლად მოდიოდა ლამის გავიქეცი და ისე ჩავეხუტე, მაგრამ თავი მაქსიმალურად შევიკავე, თან ბიჭებთან ერთად იყო.-კაი წადით. ვუთხარი გოგოებს.-წავედით! ეშმაკური ღიმილით გამომხედა ელენემ.   უკან შევბრუნდი და ნელი ნაბიჯთ უკან სიარული დავიწყე, თან ქაჯაიას ვუყურებდი, მაგრამ მცირე დროით, დიდხანს თვალის გასწორებაში სირცხვილის გრძნობა მიშლიდა ხელს. არადა როგორ მინდოდა მისი ყოველი ნაკვთის შესწავლა, მაგრამ არ გამომივდა, რომ მომიახლოვდა შევტრიალდი და ამჯერად სწორად სირული დავიწყე.- გუშინ სანის რო ელაპარაკებოდი რამე ისეთი წამოგცდა?-ისეთი როგორი? ამ ბიჭის ხმა ბოლოს მომიღებს. გავიფიქრე და წინადადება დავასრულე. -აი, უცხომ რო არ უნდა გაიგოს.-ააამ, ეგეთი არაფერი.-კაია.-რაიყო?-ჩემი კლასელი ელაპარაკებოდა სანის და თქვენ ლაპარაკსაც უსმენდა და...-აა, ხო, ვიცი. იცოდი და მაინც ილაპარაკეთ? ვეჭვიანობ გიო!-ჰოო?!-რაიყო?-არაფერი. ჩაეცინა, რა საყვარელია, ღმერთო მისი შარმისგან გადამარჩინე.-აუუ! ნახე გვიღებენ! მითხრა როცა გაჩერებას მივუახლოვდით.- დაიკიდე რა. ხო მითხარი, შენთან ერთად წვიმაში გაასწორებდაო, ხო და სწრაფად აგიხდა.გამომხედა და გაიღიმა.                                                            12   გაჩერებაზე თითქმის ყველა იყო: ალექსანდრე, მიშკა, ნინა და ელენე რომელიც იმ დროისთვის პაპარაცობით იყო დაკავაებული. -ელი მოდის. ჩავიჩურჩულე ჩემთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველამ გაიგო.-ჰოო. ჩაიჩურჩულა ელენემაც.-მოიცა, ელისთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ? გაოცებულმა იკითხა გიომ.-აამ, არა. ჩათვალე ჩემი დაა რა, უბრალოდ იმედია ეხლა არ გავიწეწები. ელი მოვიდა და ჩამეხუტა, თან ისეთი თვალებით შემომხედა და მიმიკებით ისე მელაპარაკა მივხვდი რაც მელოდა. ნუ დაახლოებით ასე იტყოდა:-გაგწეწავ გოგო, ჩემთვის არ უნდა გეთქვა?! მე რო რამეს არ გეუბნები ლამისაა გადამგლიჯო და ისე, მაგასთან მაინც ფრთხილად იყავი და შენ რო იცი ქორწილის და ერთად დაბერების დაგეგმვა ეგრე არ დაიწყო.   მოკლედ, ამ პატარა მონოლოგის გაშიფვრაში ვიყავი, რომ შევნიშნე გიო ჩემთვის ხელის ჩაკიდებას ცდილობდა. ასეთი რთული არ უნდა იყოს, გავიფიქრე და რაც შეიძლებოდა ახლოს მივედი. შევეცადე ხელი შეუმჩნევლად ჩამეკიდა, მაგრამ მგონი არ გამომივიდა, რადგან თითქოს ყველა იქ მყოფი ჩვენ ხელებს უყურებდა. თითები ერთმანეთში გადავხლართეთ და დრო და დრო ერთმანეთს ხელებს ძლიერად ვუჭერდით, თითქოს ვცდილობდით გვეთქვა, რომ მის გაშვებას არსად ვაპირებდი. ბედიც ხელს მიწყობდა, ავტობუსი ჯერ არ მოდიოდა. ნახევარი საათი, წვიმაში გიოსთან ერთად ვიდექი, ხელები ჩაკიდებული გვქონდა. ხუთ წუთში ერთხელ ჩემი ტუჩები მის ლოყას ეხებოდა და ლამის ზედ დარჩენილიყო. იმ დღეს როგორც იქნა გავბედე და ჩემი თვალები ქაჯაიას თვალებს შეხვდა. მართალია იმდენად მაღალი იყო, რომ ლამის კისერი ამტკივდა მის ყურებაში, მაგრამ ეგ მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ ვიგრძენი. მისი ყურებისას ღიმილის შეკავებაზე ფიქრი არც უნდა მეცადა, შეუძლებელი იყო. არ ვიცი ისიც ასე ფიქრობდა თუ არა, მაგრამ სახიდან ღიმილი არც მას მოშორებია. მკერდზე ზურგით ვყავდი მიკრული და თმაზე მეთამაშებოდა. თავი ოდნავ დახარა და ყურში ჩამჩურჩულა.-შენ გულისცემას უკნიდან რატო ვგრძნობ? თან ჩაეღიმა.- ოღონდაც შენი ხმა არ დამადნობდეს და ამ კითხვაზე პასუხს როგორმე ვიპოვი. გავიფიქრე და მეც ჩურჩულით ვუპასუხე ისე, რომ მისკენ არ გამიხედავს.-შენი არ ვიცი და მე მთელ ტანში ვგრძნობ. გაეცინა და გასწორდა, ნიკაპი თავზე ჩამომადო და ბავშვების საუბრის მოსმენა გავაგრძელეთ.-ოუ შით. იყვირა ალექსანდრემ როგრც ჩვევია ხოლმე. ეს ბიჭი ძაან საყვარელია, მარა რა აყვირებს ბოლო ხმაზე?! გამისკდა გული.-აბა, ავიყარეთ ანგისის სასტავი. დააყოლა მიშკამ.     გიომ თავისკენ მიმაბრუნა და ძლიერად ჩამეხუტა, მერე ლოყაზე მაკოცა.-სახლში რომ მივალ მოგწერ. -მათემატიკაზე მივდივარ, მერე ფიზიკაზე. მოკუმული ტუჩებით გავუღიმე და დავემშვიდობე.-ელი, გუშინ ამ დროს ვჭამე ბოლოს, არ მშია მარა მაინც ვჭამოთ, არ მინდა შუა ქუჩაში გული წამივიდეს.-ჭამისთვის სუ მცალია. გაიღიმა და წავედით.                                                                    13-დღეს ვთვრები. სკოლის დერეფანში კედელს ზურგით მიყრდნობილი ვესაუბრებოდი ქაჯაიას.-ნეტა მთვრალი სოფი როგორი იქნება?-ჰმმ, რავი აბა? ალბათ ნახავ. ჩავუნამიოკე და გამომწვევად გავუღიმე. ნამიოკს მიხვდა და ჩაეღიმა.-ესე იგი ჩამოვიდნენ თქვენები. -კიი, დილას ჩამოვიდნენ და დილას ვნახეთ ორი წუთით.-სოფი, ხვალ სკოლაში მოსვლას როგორ აპირებ?-დიდი ალბათობით არ მოვალ, ან არ ვიცი, ხო იცი მეორე დღეს კარგად ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც გამოვიყენოთ სკოლის გაცდენის შანსი.-კაი, მაშინ მეც არ მოვალ.-არა, მოდი! შეილება მოვიდე და გამიტყდება, რომ ვერ გნახო. -და, რომ ვერ მოხვიდე?-საყვარელი ადამიანისთვის რაღაცეები უნდა გააკეთო. ვითომ სასხვათაშორისოდ გადავატრიალე თვალები და გამოვბრუნდი. მაინტერესებდა ნამიოკზე რას იზამდა.                                                          ***-ტობის ნუ აწვალებთ თორე გადაირია ისეც! მკაცრი ტონით ვუთხარი ბავშვებს და ძაღლი ავიყვანე. -დავიღალე, ფიზიკა, მათემატიკა, აღარ შემილია! შემომჩივლა ელიმ.-დაიკიდე რა, დღეს ბოლო გაკვეთლები იყო, თან ვსვავთ. -შენი ლოთი დაქალის სიმთვრალე უკვე იცი დაო. ჯიბიდან მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი, ამოვიღე და დავხედე, სანი რეკავდა. აი ძამიკო რეკავს. ტელეფონი გავთიშე და ორივე ნაჩქარევად ავედით ზემოთ. ელიმ ოთახის კარი ჩაკეტა, აივნის კარიც გამოხურა და ფართო ღიმილით დარეკა სანისთან.-სოფი, ჩემ გოგოს ვერ ვურეკავ და დამალაპარაკე რა, გავიგეთ სანის ხმა. როგორც ჩანს ეკრანისთვის არ დაუხედვს, თორემ ელი ლამის გადამძვრალიყო ეკრანში. -სანიი, მე ვარ ჩემო ხუჭუჭა. რაა? სახე დამემანჭა, მერე წარბები ავწიე, მერე ეკრანს ხელები ავუწიე და აივანზე გასასვლელად ავდექი.-არ მაქვს თქვენ თავი! კარი გაღებული არ მქონდა, რომ ნანას ხმა გავიგეთ, ქვემოთ გვეძახდა. -თქვენი შენ გათშე მე გავთიშავს თავი არ მაქვს, ვიცით გიყვართ ერთმანეთი და კოცნით, ხო და ჭკვანად იქნება ელი არ იდარდო! ბოლო წინადადებით სანის მივმართე და ხელი დავუქნიე, კარგად, თვალები ავატრიალე და ზარი გავთიშე.        ქვემოთ, რომ ჩავედით უკვე ყველა მოსულიყო. ამ ხალხში არავინ არ იყო ისეთი ვის მიმართაც სიყვარულს არ ვგრძნობდით და ვისი დანახვაც არ გვახალისებდა. ყველას კოცნით და ჩახუტებით მივესალმეთ და სამზარელოში ნანას დასახმარებად გადავინაცვლეთ. უკვე ყველაფერი გაკეთებული იყო და ჩვენ წილად ყავის მოდუღება და ხილის დაჭრა გვხვდა. -ბავშვებო შემოდით. გავიგეთ დათოს ხმა.-გვეშველა. გაბრწყინებული სახით და ძლივს შეკავებული ღიმილიანი სახით ავხდე ელის. -როგორც კი სუფრასთან მივედით ხელში ღვინით სავსე ჭიქები დაგვაჭერინეს და სადღეგრძელოების მოსმენა დავიწყეთ. ყველამ, რომ დაამთავრა დალევა გადაწყვიტეს, მაგრამ ნურას უკაცრავად ჯერ დალევის დრო არ დამგარიყო.-რაწესია ეხა ეს?! შემარცხვენელი ხმით თითქოს სინდისზე ავაგდე ამხელა კაცები.-რახდება? მკითხა გივი ბიძიამ. -მე, რომ მოგისმინეთ ახა თქვენი ჯერია, ვერ ვიტყვი სადღეგრძელოს თუ რა დამაკლდა ერთი თქვენ თვალში?!-ოო, მართალი ხარ, მიდი აბა დაიწყე.    ნუ მოკლედ ის სადღეგრძელო აღარც მახსოვს და აღარც მოყოლას დავიწყებ, მაგრამ იქამდე მე და ელიმ თითო ჭიქა გადავკარით და ოდნავ შეზარხოშებულები ვიყავით. იმ სადღეგრძელოში ყველა მშობელს ვუთხარი ჩემ მშობლებად გთვლით და ნაკლებად არ მიყვარხართთქო (მართლაც ასეა) და კიდევ უამრავი რამ, მადლობები ვუხადე და სიყვარული ვუხსენი. უკვე მეც შემთვრალი ვიყავი და ამ სასტავში ცხოვრებაში პირველად ცეკვა დავიწყე. ნუ ორ, სამ მუსიკაზე, რომ ვიცეკვეთ და ჩილიმის რამოდენიმე ნაპასიც დავარტყით, მეორე სადღგრძელოს და ჭიქის დროც მოვიდა, დედაჩემი კი მიბღვერდა შორიდან, მეტი აღარ დალიოო მაფრთხილებდა, მაგრამ ისეთ ხალხში ვსვავდი საერთოდ არ მადარდებდა. ერთ ჭიქას მეორეც მივაყოლეთ მაშინვე და ორივე ჭიქა ბოლომე, რომ დავლიეთ თავბრუსხვევა და გულისრევა ვიგრძენი. თემომ, ბიძაჩემმა მაშინვე ორივე აივანზე გაგვყარა და კარი ოდნავ შეღებული დატოვა. უკვე კარგად დავმთვრალიყავი, ორი წუთის შემდეგ ცივ ჰაერზე ყველაფერმა გამიარა, მაგრამ ძალიან დამცხა. მუსიკის ხმა როგორც კი გავიგე, შიგნით შესვლა და ცეკვა დავაპირეთ, მაგრამ თემომ არც მე გამიშვა და არც ელი, ამიტომ შუა აივანზე დავიწყეთ ცეკვა-სიმღერა.- აუ, ზედა გამომაცვლევინე რა, ძაან დამცხა. ვუთხარი ელის ერთსაათიანი ცეკვა-სიმღერის შემდეგ.-წამო, ზემოთ ავიდეთ და კი. როგორც იქნა! ელის მაისურში ცოტა სიგრილე ვიგრძენი და ხელში მობილური ავიღე. მაშინვე გიოს შეტყობინება გავხსენი, ორი წუთის წინ ქონდა მოწერილი.გიო:ნამიოკი გაშიფრულია. ჩასახვევთან გელოდები. სოფი:-დამელოდე!-ელი, გიოა ქვემოთ. -ღადაობ?-არა.-წამო! ოთახიდან ქვემოთ ჩავედით, ჯერ თერთმეტი საათიც არ იყო.-დე ჩვენ მაღაზიაში მივდივართ. დაიყვირა ელიმ და კარიდან სწრაფად გამათრია ლიფტთან და ხელში მოსაცმელი შემომაჩეჩა. -გაცივდები შე დებილო!       ქვემოთ ჩავედით თუ არა სწრაფი ნაბიჯით მივედი გიოსთან და რამდენადაც შემეძლო ძლიერად ჩავეხუტე. მე ვეხვეოდი ის მიჭერდა, რადგან სასმლის გამო წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი. წელზე მის მკლავებს ვგრძნობდი, სახეზე მისი თმები მიღიტინებდა და ფეხებქვეშ მყარ ნიადაგს თითქმის ვერ ვგრძნობდი. -ახლა რაღაცა რო გითხრა ხვალ გემახსოვრება? ისე მკითხა ჩემთვის ხელები არ გაუშვია.-იმდენად მთვრალი არ ვარ, რომ იმ ბიჭის სიტყვები დამავიწყდეს რომელსაც შუა ქუჩაში შუაღამისას ვეხუტები და თან ნამიოკი გამიშიფრა და შემისრულა.-მიყვარხარ სოფი! -მგონი, ძაან დავთვერი და ჰალუცინაციები დამეწყო. ჩავილაპარაკე გიოს კი გაეცინა. -არდაგეძინოს სოფი, სახლამდ ეუნდა ააღწიო და ჰო ჰალუცინაციები არ დაგწყებია მიყვარხარ! -უკვე ერთი კვირაა ამ მომენტს წარმოვიდგენ და არცერთ ვარიანტში არ ვყოფილვარ მთვრალი. ისევ გაეცინა თან სახეზე მაკვირდებოდა. -აუუ, რა საყვარელი ხარ რა, შეგჭამ!-ისა, ვიცი რო ცუდ დროს ვერევი და ეს საუბარიც არ უნდა მომესმინა, მაგრამ სახლში ასვლის დროა.-შეტრიალდი! ვუთხარი ელის. შენ კიდე მაგრად დამიჭირე! ეს უკვე გიოს ვუთხარი. ახლა დიდი ალბათობით სასმლის გემო მექნება და არც რომანტიული ფილმის მომენტი მინდა გამოვიდეს, ამიტომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. ვუთხარი და ცერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და ისევ მიწაზე დავეშვი. -მეც მიყვარხარ გიორგი ქაჯაია. ჩავიჩურჩულე და ელისაკენ წავედი რომელიც ჩემზე უარესად მთვრალი იყო და დამინახა თუ არა ხარხარი აუტყდა, ხელში ჩიფსის პაკეტი ეჭირა და სიცილის შეწყვეტას ცდილობდა.                                                                14       თვალები უცებ გავახილე და მაშინვე დავხუჭე. სქელი ფარდის შგნითაც შემოეღწიათ მზის სხივებს. გარეთ ალბათ კარგი ამინდი იყო. ტელეფონს გადავწვდი და საათს დავხედე, მაღვიძარის ზარს მოვასწარი გაღვიძება, ჯობია გავთიშო სანამ დაირეკება. ავდექი თმა შვიკარი და სააბაზანოსკენ წავედი. გუშინდელი სასმლის და უძილობის არაფერი მეტყობოდა მადლობა ღმერთს, ჩემი დისგან განსხვავებით რომელიც მძინარე მოამზადეს და სკოლაშიც ლამის მძინარე მიიყვანეს. მარტივად და სწრაფად გამოვფხიზლდი, თან გუშინდელის მერე სკოლაში მისვლაც მეჩქარებოდა. წესიერად გამოვიყურებოდი და მაქსიმალურად კომფორტულად მეცვა. საათს გავხედე, სახლიდან გასვლამდე 15 წუთი იყო დარჩენილი.-აუ დე ბარათი მათხოვე რა.-რად გინდა, ან ჯერსად მიდიხარ?!-თმა უნდა შევიჭრა, ქვემოთ სალონში.-ახლა?-ხო, უცებ შემჭრის და მოვასწრებ რა.-აიღე.-ბარათი მაშინვე ავიღე და სახლიდან ძალიან სწრაფად გამოვედი. ლიფტს აღარ დავლოდებივარ და მე-18 სართულიდან ფეხით ჩამოვედი. კიბეებს სწრაფად გავდიოდი და ეზოშიც ორ თუ სამ წუთში აღმოვჩნდი. ჩემდა საბედნიეროდ სალონი ღია იყო, გამიკვირდა ასე ადრიანად, რომ მუშაობდნენ. არვიცი რატომ, მაგრამ თმის შეჭრა ძალიან მომინდა იმ წამს. ზაფხული ჩემთვის თმის შეჭრასთან ასოციდება, რაც თავი მახსოვს მას შემდეგ მაისის ბოლოს ყოველთის ერთ სიგრძეზე ვიმოკლებ თმას. ვფიქრობდი რომ წელს გრძელს დავიტოვებდი, მაგრამ რატომღაც აღარ მომინდა. სალონის კარი თამამად შევაღე და შევედი.-გამარჯობა, ძალიან მეჩქარება და თმას და ჩოლკას რამდენ ხანში შემჭრით?-დილამშვიდობის, 10 წუთი მეყოფა. მიპასუხა ძალიან საყვარელმა სტილისტმა.     გამიხარდა დროში კარგად ვეტეოდი. თმა იმაზე მოკლედ შევაჭრევინე ვიდრე ძირითადად ვიჭრიდი ხოლმე და ჩოლკაც შევიჭერი, საბოლოოდ სარკეში, რომ ჩავიხედე ძალიან მომეწონა, იმაზე მეტად ვიდრე ის ვარცხნილობა რაც მქონდა. ახლა იმაზე ვფიქრობდი გიო რას მეტყოდა ან დანარჩენები რას მეტყოდნენ. გარეთ გავედი და მაშინვე მანქანაში ჩავჯექი. -ეე, ეს რა არის?! შემომეგება ჩემი და.-თმა, ვუთხარი და თავი მობილურის ეკრანში ჩავრგე.                                                              ***,,ეს რა არი?!,, ,,არ არსებობს!,, ,,აუ, რა მაგარია.,, ,,ეე, ძაან გიხდებააა.,, პირველი ხუთი წუთი მარტო ეს ფრაზები მესმოდა, მაგრამ იმაზე ვფიქრობდი გიო რას მეტყოდა, მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მთელი დღე ველოდებოდი მის ნახვას, მაგრამ დიდი წინააღმდეგობები შემხვდა.                                                   15-ამ ქალს მოვკლავ ეხლა! გადავუჩურჩულე ჩემ წინ მჯდომ ელენეს. -აუ, რა პონტია, ჩაიბაროს რა თუ იბარებს!-აუ, გავაფრენ.-მთელი გაკვეთილი ბიოლოგიის მასწავლებელი ბარათებს იბარებდა, ის გამოყავს ვინც არ იცის და მერე ყველას გვლანძღავს, ის გამოიყვანოს ვინც იცის და მოგვარდება პრობლემა. გავიფიქრე გაბრაზებულმა.-ზარი დაირეკა, მე აქ გამჩერებელი აღარ ვარ ვუთხარი ელენეს და ავდექი.-არცერთი არ გავიდეს კლასიდან!-ამ ქალს მოვკლავ ეხლა! სუ ამის ბარათები მაინტერესებს, გიო მელოდება, გადავუჩურჩულე ელენეს. მობილურის ზარის ხმა გავიგე, მამაჩემი რეკავდა. ფანჯრიდან გავიხედე და მამაჩემის მანქანა დავინახე, გვერდით ქაჯაია იდგა ბიჭებთან ერთად. დერეფანში გავედი და ზარს ვუპასუხე.-ხო, მა.-არ დაამთავრე?! თავი ვაიძულე, რომ არ მეტირა გული შემეკუმშა და გულისრევა ვიგრძენი, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, პროფესიონალი მატყუარა ვარ და ტყუილიც სწრაფად მოვიფქრე, ნუ სიმართლეც დიდი ერია, ასე, რომ ძაან ტყუილი არ გამოვიდა რა.-ბიოლოგიას ჩათვლას ვაბარებთ და სამამდე ვერ გამოვალ.-კაი.-ტელეფონი გავთიშე თუ არა შვება ვიგრძენი. ზედმეტი ეჭვები, რომ არ გაჩენილიყო დედაჩემსაც მივწერე.სოფი: დე, ბიოლოგიის ჩათვლის გამო სკოლაში სამამდე ვრჩები და იცოდე.დედა:კაი.   ესეც ასე, პრობლემა მოგვარებულია. გიო რო არ მენახა დღეს ალბათ გავაფრენდი. მთელი დღეა მის ნახვას და რეაქციას ველოდები.         ბიოლოგიამ მხოლოდ ხუთი წუთით დაგვიტოვა. მთელმა კლასმა ვიყოჩაღეთ და თავი გამოვაშვებინეთ იმ იმედით, რომ მერე ჩავაბარებდით. არადა ეს ბილეთები კარგად მქონდა ნასწავლი და მინდოდა ჩამებარებინა. ამ ხუთი წუთის განმავლობაში ნუ მას შემდეგ რაც დავინახე, როგორ წავიდა მამაჩემის მანქანა, ფანჯრიდან ლამის გადავხტი, რომ გიოსთვის ამ ამბის შესახებ ხმა მიმეწვდინა. მასწავლებლის გიშვებთ და ჩემი გავარდნა ერთი იყო. კიბეები და ეზოს ნახევარი სულ სირბილით გავირბინე. კიბეებზე ხუთ საფეხურს ვახტებოდი ნემსაძის ხმა, რომ გავიგე.-კაი სოფია, დაწყნარდი, დაგელოდება ქაჯაია. -ჩაჩუმდი ნემსაძე!-ისე არ მიკვირს, იმდენად ლამაზია მეც კი მომწონს და გოგო, რომ ვიყო მივცემდი.   დიდხანს აღარ მომისმენია, მალე გამოვვარდი ეზოში. ოდნავ სული მოვითქვი და თმა გავისწორე, მერე კი მშვიდი ნაბიჯით წავედი ქაჯაიასკენ. უფრო სწორად, ჩემთვის დამახასიათებელი მშვიდი ნაბიჯით, რაც სხვებისთვის სირბილია. მივედი და მაგრად ჩავეხუტე.-ეე, თმას რა უქენი, ძაან გიხდება.-შევიჭერი.-რატო არ მითხარი? ან როდის მოასწარი?-დილას მომინდა და სკოლაში წამოსვლამდე შევიჭერი. -გიჟი ხარ!-მართალია და გიჟებს პატრონობა სჭირდებათ!-ჩემი გიჟი ხარ და მე გიპატრონებ!-ავხედე და გამეღიმა, მთელ ტანში სიამოვნებამ დამიარა. გიოსაც ჩაეღიმა.-წავედით, შენი სახლამდე მისვლა უნდა ვვუზრუნველყო. გამეღიმა ჩავეხუტე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.                                                                         16     სახლშიმივედი თუ არა შეტყობინებების გაგზავნა დავიწყე. ნიას და თაკოს ჩათში ახალი ვარცხნილობის ფოტო ჩავუგდე. აქამდე მათზე არ მომიყოლია არ ვიცი რატომ, ხოდა მოდით მცირე დრო მათ გაცნობას დავუმოთ.                                                                        ***ნია:   ქობულეთში, რომ ვცხოვრობდი ჩვენ მეზობელთან არაჩვეულებრივი უეთერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. იმდენად კარგი, რომ მისმა შვილმა მომნათლა კიდეც. ნიაც მაგ ოჯახში ჩამოდიოდა ხოლმე, ძმასთან და დედასთან ერთად. მგონი სამი წლის ვიყავი ერთმანეთი, რომ გავიცანით. როცა ჩამოდიოდა სულ ერთად ვიყავით, თამაშში და საუბარში დრო ისე სწრაფად გადიოდა ჩვენც გვკვირდა. ერთად ვჭამდით ერთად გვეძინა ერთმანეთთან ვრჩეებოდით და ეს ურთიერთობა დღემდე გამოგვყვა.თაკო:     თაკო ცეკვაზე გავიცანი, აღმოვაჩინეთ, რომ ერთი გზა გვქონია სახლამდე და ერთმანეთთან ხუთი წუთის სავალზე ვცხოვრობდით. ერთად დავდიოდით, ერთმანეთს ვეწუწუნებოდით, ვჭორაობდით, გასტროლებზე და კონცერტებზე ერთად ვიყავით, რეპეტიციებზეც ერთმანეთს ტუჩების მოძრაობით ვესაუბრებოდით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ნიას ორივე ძალიან კარგად ვიცნობდით და ერთად ყოფნა დავიწყეთ. უკვე ოთხი წელია თითქმის სულ ერთად ვართ, ერთად ვათევთ ღამეს, დავდივართ სასეირნოდ, ერთად ვზვართ ეზოშო და ა.შ.                                                                      ***თაკო:როდის შეიჭერი ეე?ნია:რაპონტში არ გვითხარი?!თაკო:მაგარია, ძაან გიხდებანია:აუუ, ძაან ლამაზია.სოფი:კაი წავე, არ მაცალია, ახა მოვედი სახლში, მიყვარხართ.    გასვლას ვაპირებდი და მეცადინეობას, მაგრამ მაშინვე ელის შემომავალ ზარი დავინახე და გამიხარდა.-გამარჯობა ქალბატონო, როგორი ნაბახუსევი გაქვთ? თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ სკოლაში არ ბრძანდებოდით, გამოდის ძალიან ცუდი.-მოიცა შენ სკოლაში იყავი? შეიცხადა ელიმ.-კი და გიოც ვნახე.-აუუ, ვაფშე არაფერი არ მახსოვს გუშინ რაც მოხდა.-გიომ სიყვარული, რომ ამიხსნა და შენც იქ იდექი არც ეგ?-რააა ღადაობ?! წამოხტა და ისევ ბალიშზე მიესვენა ორ წამში, თან კვნესოდა თავის ტკივილისგან.-ხო, ოღონდ არ მახსოვს მე რა ვუთხარი. ის ვიცი რო ვუთხარი ეხა მთვრალი ვარ არ გაკოცებთქო, დანარჩენიც ყველაფერი მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს სიყვარული ავუხსენი თუ არა.-დაიკიდე, ეტყვი და გაგიგებს, გათხლეშილი მთვრალი იყავი.-მართალია, ფეხზე დამდგარს ძლივს მიჭერდა.-და, ისე გიყვარს?-დავფიქრდი, ვგრძნობდი, ვგრძნობდი, რომ ამ კითხვაზე პასუხი კი იყო. ვგრძნობდი, რომ მის მიმართ სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ არავის შეეძლო ჩემთვის სიყვარულის მნიშვნელობა აეხსნა, იქნებ ის რასაც ვგრძნობდი სიყვარული არ იყო, იქნებ უბრალო გატაცება იყო, როგორც წინაზე, იქნებ...-სიყვარული რა არის? იგივე ვკითხე ელიზაბეთს რაც სანის.-არვიცი სოფი, ვერ ავხსნი, უბრალოდ, რაღაცას იგრძნობ და მიხვდები, რომ სიყვარულია რა.            რაღაცას ვგრძნობთ, რაღაც გაურკვეველს და ამ ყველაფერს სახელეებს ვარქმევთ. შემდეგ ვამბობთ რომ მუცელში პეპლები გვყავს, მისი დანახვისას, როგროც კი იღიმის ვბედნიერდებით, თანაც ისე, რომ მეცხრე ცაზე ავდივართ. იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენივე მოგონილია და სინამდვილეში არაფერსაც არ განვიცდით. უბრალოდ ისე გვინდა ამ რაღაცეების განცდა, რომ ჩვენს გონებას პეპლების და მეცხრე ცის არსებობას ვაჯერებთ და გვგონია, რომ განვიცდით. შეიძლება ასეა, მაგრამ ვგრძნობ პეპლებსაც, მეცხრე ცასაც, ბედნიერებასაც, გონების ჰიპნოზით ან რეალურად, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ მასთან ახლოს არ ვიქნები და თუ არ მექნება მასთან ჩახუტების, შეხების, მასზე ყველაფრის ცოდნის და ეჭვიანობის უფლება, ჩემი სიკვდილი რამოდენიმე წლით მაინც მოახლოვდება, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ვერ ვენდობი, მართალია სიყვარული ამიხსნა, მთელი დღე მე მწერს, მაგრამ არის რაღაც ეჭვის ნაპერწკალი, რომელიც იმაზე ფიქრს მაიძულებს, რომ მიყენებენ. არ ვიცი, ეს მისი ბაბნიკური რეპუტაციის, მის წარსულში მყოფი ათასი გოგოს თუ სხვა რამის დამსახურებაა, მაგრამ ეს მხოლოდ ნაპერწკალია რომელიც იმედია გაღვივებას არ აპირებს.-მიყვარს, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ვთქვი და ვიგრძენი, რომ ამ სიტყვებში ტყუილის ნაერწკალიც არ იყო.                                                               17-აბა, როგორ გადაგაქვს ის ამბავი, რომ დღეს პარასკევია და ორი დღე ვერ მნახავ?-და, შენ როგორ გადაიტან იმ ამბავს, რომ დილით უნდა დავლიო? თან უკვე შაბათია დაშენი ნახვის დროც მოახლოვდა.-ჰმ, სად აპირებ დალევას?-კლასელთან მივდივართ გოგოები და იმედი მაქვს კარგად დავთვრები, რომ მერე ქუჩაში ბევრი ვიბოდიალო. ცალი წარბი ავწიე, რომ ნამიოკს მიმხვდარიყო. -არა! თუ დალევ მერე პირდაპირ სახლში წადი.-აუ, არა, უნდა ვიარო.-არა თქო!-რატო?-იმიტომ, რომ ქუჩაში უამრავი მანიაკი დადის, რომლებიც მარტო მობოდიალე, მთვრალ გოგოებს სხვანაირად აღიქვამენ. ესე იგი ჩემზე ზრუნავ ქაჯაია, მესიამოვნა, მიუხედავად იმისა რომ სექსიზმით გაჟღენთილი ფრაზა იყო, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. აქ კი ყველაფერი ასეა სამწუხაროდ. საქართველოში გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი წინაპრების და ჩვენი გრუზინი, ღიპიანი მამიკოს ვაჭკაცი ბიჭებისგან ჩანერგილ სტერეოტიპებს ვერ ანგრევს. მაგალითად ხშირდ შეხვდებით ადამიანს რომელიც დგას და იძახის, რომ ,,ქართველი გეი არ არსებობს,, არსებობს! ,,ბიჭს კიკინა და საყურე არ უხდება,, ,,ჩვენი წინაპრები ასე არ იქცეოდნენ!,, ბაში აჩუკს გრძელი თმა ქონდა ხო, თუ არ ვცდები! თუ ძაან გაინტერესებთ, ხალხი ადრე კიკინასაც იკეთებდა და საყურესაც და რომც არ გაეკეთებინათ, კაცობრიობა ვითარდება და იმაზე ბევრად ჯანსაღ აზრს იყალიბებს ვიდრე ადრე ჰქონდა. -დებილი ხარ გიო!-რატო?-ამჯერად ნამიოკს ვერ მიხვდი.-რა ნამიოკს? გამეცინა. -კაი არაფერი, დაიკიდე.-აუუ, არა მითხარი რა.-რა ნამიოკს და მინდოდა მოგეკითხა, რომ დავთვრებოდი და ერთად გვებოდიალა.-ხო და მოგაკითხავ, მარტო არ იბოდიალებ! ხო გაიგე?!-გავიგე, გავიგე. გამეცინა და ფანჯრისკენ გავიხედე, მერე საათს დავხედე. არ არსებობს. -რა? გაკვირვებულმა მკითხა გიომ.-გათენდა, რამდენი ხანია განთიადი არ მინახავს.    საერთოდ განთიადი ძალიან მიყვარს, ამ დროს ყველაფრის კეთება მიყვარს, რადგან ყველაფერი მე მეკუთვნის. ვგრძნობ, რომ ყველას ძინავს მაგრამ მე ფხიზლად ვარ და შემიძლია იმ სილამაზით დავტკბე და შევიგრძნო რასაც სხვები არ აფასებენ. იცით ბათუმში როგორ თენდება? ჯერ თოლიები იწყებენ ფრენას, გათენებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როცა ბნელა და ცაზე მთვარე კაშკაშებს, მერე ქალაქში უფრო მეტი ხმაური ისმის, რაც ავტომობილების დამსახურებაა, მერე მზე იწყებს ამოსვლას, ცაზე ნელნელა ბინდი ნათელით იცვლება და ოქროსფერი სხივები კაშკაშს იწყებს, ეს სხივები ჩვენს დაუკითხავად ჩვენ სახლებში იჭრებიან სქელ ფარდასაც კი ამარცხებენ და ოთახს ნათელს ფენენ, მერე ჩვენშიც იჭრებიან და ენერგიით აღვავსებენ, უბრალოდ ამის ნება უნდა მივცეთ, უნდა შევიგრძნოთ, როგორ ცდილობენ ჩვენს გაბედნიერებას და ყველაფერი კარგად იქნება. სხივებიც ისე უნდა შევიგრძნოთ როგორც პოზიტიური ადამიანები და მათგან წამოსული პოზიტიური ენერგია. ადამიანებისგანაც ბევრი ცდილობს ჩვენს გაბედნიერებას, უბრალოდ, უნდა მივხვდეთ რომელი მათგანი ცდილბს რეალურად ჩვენში მზის სხივების შემოტანას და ვენდოთ, მივცეთ ჩვენში სხივების შემოშვების უფლება და მივიღოთ.                                                            18-ეს ავიღოთ. -აუ, არაა, შოკოლადის ავიღოთ. -კაით რა, ტორტი ხილისაა გემრელი. -დამშვიდდით ხალხნო, ორივე მხარე რო აქვს ეგეთი ავიღოთ. დავამშვიდე ელენე და ბარბარე. -მართალია, შოკოლადსაც შევჭამთ და ხილსაც. დამეთანხმა ანაც.- ხო და ღვინო ვის მოაქ? -ლანას უჭირავს, დაბრმავდი?-გეყოთ, გადავიხადოთ და წავედით, გველოდება ადამიანი! -სად მიდიხარ გოგო, მოდი აქ. დამიძახა ელენემ და უკან ჩამომიტოვა.-რახდებაა?-რანაირად მოახერხე და გიო რანაირად მოარჯულე?-მე მოვარჯულე?-რა ქენი და რა არა არ ვიცი მარა ძაან შეცვლილია და ეტყობა რო მართლა უყვარხარ, ხოდა წესით ამას გოგოს მხრიდან ხალხი ამბობს, მაგრამ შენც კაი დარტყმული ხარ და გეტყვი რო გიოს არ აწყენინო.   გამიხარდა, ქაჯაიას ნამდვილად ვუყვარვარ და მოვარჯულე, მაგრამ იცით რა ადამიანები არ იცვლებიან, და არც უნდა შეიცვალონ. თუ თავიანთი თავის ნამდვილ ვერსიასთან ერთად ცხოვრობენ, სიყვარულის გამო, ბიჭის/გოგოს დაკერვის გამო, არ უნდა მოიტყუოთ. არ არის საჭირო ფეხბურთის ყურება ვიღაცის მოსახიბლად თუ თქვენ ფეხბურთი არ მოგწონთ, არც ორი ტონა   მაკიაჟით სიარულია საჭირო. საკუთარი თავი არასდროს, არავის გამო უნდა შეცვალოთ. თუ ადამიანთან დიდი ხნით ურთიერთობას აპირებთ, მაშინ ერთმანეთს თავისთავად უნდა ეწყობოდეთ, რადგან მთელი ცხოვრება ტყუილით ვერ იცხოვრებთ, გარშემო კომფურტული ადამიანები უნდა გყავდეთ, ადამიანები რომლებსაც ყველაფერს მოუყვებით, თქვენი თავის რეალური ვერსია იქნებით და არ შეგეშინდებათ მისი დაკარგვის. ტყუილების შემდეგ რეალური სახის გამოჩენა რთულია, რადგან მას გამოგონილი ადამიანი შეაყვარეთ რომელიც არ არსებობს, უბრალოდ, ისეთები იყავით როგორებიც ხართ, რადგან ოდესმე სიმართლის გამოაშკარავება დაგჭირდებათ და თქვენი პარტნიორის თვალში სულ სხვანაირ გახდებით, არ იქნებით ის ადამიანი ვინც მას შეუყვარდა, რის შემდეგაც კონფლიქტები და ურთიერთობაში კრზისები აღარ უნდა გაგიკვირდეთ.    და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადამიანები რეალურად არ იცვლებიან. შეიძლება რაღაც დროის მანძილზე თავს ძალა დაატანონ და სხვანაირად მოიქცნენ და თქვენც ილუზია შეგექმნათ, რომ შეიცვალნენ, მაგრამ მცირე დროის გასვლის შემდეგ ისევ თავიანთ რეალურ სახეს დაიბრუნებენ. შეიძლება საკუთარ თავში რაღაც ჩვევები შეცვალონ, მცირედი წვრილმანები, მაგრამ არ იცვლებიან, უბრალოდ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა მეს აჩვენებენ, რაღაც შემთხვევის, დაფიქრების შემდეგ, შეიძლება მასში მიძინებულმა მემ გაიღვიძოს და მან დაიწყოს ბატონობა, რაც ასევე შეცვლის ილუზიას გვიქმნის, თუმცა საკუთარ თავში გარკვეული ჩამოყალიბებული ადამიანები არ იცვლებიან.                                                                         19     სადარბაზოს კარიდან გამოვედი თუ არა ქაჯია დავინახე. გაპუწული თმით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა. სახეზე მაშინვე ფართო ღიმილი მომეფინა და ქაჯაიასკენ წავედი. ყველაფერი ტრიალებდა, გიომდე ძლივს მივაღწიე. -არ მეგონა ასეთი მთვრალი თუ დამხვდებოდი. ჩაიცინა გიომ.-შენი იმედით დავლიე, მეთქი მაინც ქაჯაიამ უნდა მომაკითხოს და მთვრალზე პატრონი მეყოლებათქო. -ეხლავე სახლში მიმყავხარ, ძაან მთვრალი ხარ, ცუდად გახდები.-აუუუ, არა რა, მე ხო იცი მთვრალზე ლაპარაკის ხოდი მეხსნება და სახლში ვერ ვილაპარაკებ.-შენ მთვრალზე ძილის ხოდიც გეხსნება, მარა არ იმჩნევ, მითხრა გიომ დაწელზე ხელი ძლიერად მომხვია.-კარგია, რომ შეგიძლია შეამჩნიო როდის ვსაჭიროებ დაჭერას.-ღმერთო, სოფიიი, ამდენი აღარასდროს აღარ დალიო.-ნუ მიბრძანებ ბატონო გიორგი! ვუთხარი მოჩვენებითი სიმკაცრით და თან კულულებზე შევეთამაშე. -წამო, წამო, ჩვენ წინ ტაქსი გაჩერდა და გიომაც მაშინვე შიგნით ჩამტენა, თვითონაც გვერდით მომიჯდა, თავი მხარზე დავადე და საუბარი გავაგრძელე.-ავტობუსით მიგეყვანე რა, ცოტას მაინც გავივლიდი.-შენ გაივლიდი თუ მე გათრევდი? მოდი კარგად დაფიქრდი, მითხრა და ცხვირზე მაკოცა. -მე არასდროს არავის სათრევი არ ვხდები, ჩემი თავის მიხედვა თვითონ შემიძლია! შევჩივლე დაბღვერილმა, ცოტა გაბრაზებული და ნაწყენი ტონით. -კაი, ეგრე იყოს. ჩაიცინა ქაჯაიამ და თავზე მაკოცა.                                                                    ***-სოფი იმედია ვინმე არ დაგვინახავს თორე მერე შენ თავს დააბრალე.-მეეჭვება ვინმემ დაგვინახოს.-მე რა შენ ჩავარდები ცუდ დღეში და იმედია სიმთვრალეს ვერ შეგამჩნევენ. -კარგი სამსახობო მონაცემები მაქვს. მივაძახე ლიფტის კარის მეორე მხრიდან, კარი დაიკეტა და მაშინვე სახლში შევედი.-პრივეტ დე. მაქსიმალურად რეალისტურად ვთქვი, რომ დედაჩემს ჩემი სიმთვრალე არ შეემჩნია, მაშიმვე საძინებელში შევედი, ტანსაცმელი ძლივს გავიხადე და ყველაზე დიდი მაისური გადავიცვი რაც კარადაში მომეპოვებოდა. მაშნვე საწოლში ჩავწექი და ყურსასმენები გავიკეთე ,,arctic monkeys,, ,,505,, ჩავრთე და სიმღერის დამთავრებამდე ჩამეძინა.                                                            19     სკოლის პერიოდი სწრაფად გავიდა, სკოლაში ბოლო დღესაც კი ვიყავი და ბოლო დღე განსაკუთრებულად გიჟური იყო. იმდენი ვიწუწავეთ სახლში სულ სველი მივედი.-ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გემშვიდობებით და კარგ დასვენებას გისურვებთ. ეს მე, თორემ გამოცდები არ დაგავიწყდეთ, სიტყვით გამოვიდა დამრიგებელი. ზარის დარეკვამდე ორი წუთით ადრე როგორც კი ზარი დაირეკა მთელი კლასი გარეთ გავვარდით და არდადეგების ნეტარებით დატკბობას ვაპირებდით, მაგრამ შუა გზაში ის სამი გამოცდა გაგვახსენდა, რომ უნდა ჩაგვებარებინა. დღეს პარასკევი იყო, ორშაბათს ქართულის, ოთხშაბათს ფიზიკის და პარასკევს მათემატიკის გამოცდები გველოდა. მთელი კვირა გადავაკვდი ნასწავლი მასალის გამეორებას და საერთოდ აღარ მეშინოდა, საკუთარ თავში დარწმუნებული ველოდი ჯერ გამოცდებს და მერე პასუხებს. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მომეშორებინა. გავედი თუ არა ქაჯაია კუთვნილ ადგილას დამხვდა, მაგრამ თვალში მამაჩემის მანქანა შემომეჩხირა ისე დამწყდა გული ლამის ვიტირე. სკოლის ბოლო დღე იყო და სახლში წასვლამდე ქაჯაიას ნახვაც კი არ შემეძლო. ძალიან დიდი უსამართლობა იყო მაშინვე მამას მანქანაში დავჯექი-ეე რახდება, რატომ მოხვედი?-შენ დას მოვაკითხე და ველოდები.-რამდენ ხანში გამოვა?-რავი, ნახევარ საათში.-აუ, აქ ლოდინს წავალ მე ჩემით, თან ბავშვები გაჩერებაზე არიან.-რავი, მიდი ჰა, თუ გეხალისება.  მიყვარს ჩემი აზროვნება და ფანტაზიის უნარი კრიტიკულ მომენტებში.-კაი წავედი. ვთქვი და მანქნიდან გადავხტი. გიომდე და ბიჭებამდე ჩქარი ნაბიჯით მივედი გვერდში მიშკა და ალექსანდრე ედგა. -აბა, წავედით.-მამაშენს რა უთხარი? ან ასე უცებ რა მოიფქრე? გაკვირვებულმა შემომხედა ალექსანდრემ.-ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს უნდა შეიტანო. შევუბღვირე ალექსანდრეს. -მე მაპატიეთ. -კაი დამშვიდდით! სიტუაცია გაანეიტრალა გიომ, თუმცა გასანეიტრალებელი არც არაფერი იყო. -აუ, ჯობია იმაზე იფიქროთ გამოცდებს როგორ დავწერთ! -მე რაც შეილება მაღალ ქულას ველოდები, კარგად მაქვს ნამეცადინები. სიამაყით გავაჟღერე ჩემი მოლოდინები.-მაც ზუსტად მასე ვარ, ჩამეჭრა ალექსანდრეც.-მე ეგრე არ ვარ მარა, არც ჩავიჭრები. მეტი უნდა იმეცადინო ბატონო გიორგი, გავიფიქრე და ღიმილიანი სახით ავხედე.-როგორც ჩანს მარტო მე დამერხა. ამოიხვნეშა მიშკამ.-კაი, დამშვიდდი, დრო კიდე გაქ, გადაიმეორე რაღაცეები და ჩააბარებ რა. დავამშვიდე მიშკა.-იმედია.-დამშვიდდი ბიჭო, არ ჩაგჭრიან, მარა იმეცადინე მაინც, ტეხავს. დამშვიდებაში მონაწლეობა ალექსანდრემაც მიიღო. გიო უკნიდან მომეხუტა და მაკოცა. -შენი ავტობუსი მოდის, დამშვიდობების ნიშნად ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე და ავტობუსში ავედი.                                                                   20    მთელი შაბათ-კვირა ისევ წიგნებში ვიყავი და თან გიოს ველაპარაკებოდი, ორშაბათის გამოცდაზე არ ვღელავდი, ქართულის გამოცდაზე თემა იყო დასაწერი, რაც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამომდიოდა და გრამატიკაც ასე თუ ისე ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტანდი გრამატიკას და ძირითადად არც ვსწავლობდი. უბრალოდ ინტუიციით ვხვდებოდი რა იყო სწორი და რა არასწორი, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სჯობს ისწავლოთ გრამატიკა, რადგან ზოგჯერ ისეთებს გადააწყდებით უცოდინრობის ჟამს სუიციდური ფიქრებიც კი გაგიელვებთ თავში. გამოცდაზე თავდაჯერებული შევედი, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. ტელეფონი გავთიშე, ჩავაბარე და კუთვნილი ადგილი დავიკავე. როგოც კი ფურცლები დაარიგეს მაშინვე წამებში გადავავლე თვალი და წერა დავიწყე. ორმოც წუთში გამოვედი, გიო ისევ კუთნილ ადგილას მელოდა და მეც მისკენ წავედი. ჩავეხუტე და გვერდით გავიხედე, მამაჩემი დავინახე, ორგანიზმში შიშისგან ადრენალინის დონე მომემატა, მთელ სხეულში კანკალმა დამიარა და საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი და მესმოდა. ჩემი არაჩვეულებრივი და უსწრაფესი რეფლექსები უფრო გაუმჯობესდა გიოს მაშნვე მოვშორდი და უკან ვუბიძგე. -მამაჩემი. ჩავილაპარაკე და მაშინვე მანქანისკენ წავედი. არ ვიცოდი დაგვინახა თუ არა გვერდით იყურებოდა, მაგრამ შეეძლო სარკეში დავენახეთ, მანქანაში უკანასავარძელზე მოვთავსდი დამამაჩემის სახეს თვალი წამიერად წინა სარკეში შევავლე, მაშინვე გვერდზე გავიხედე. დაგვინახა, გავიფიქრე და ლამის გონება დავკარგე არაფრის ძალა აღარ მქონდა, ცრემლები მაწვებოდა მაგრამ ფჩხილებს რაც შემეძლო ძლიერად ვაჭერდი კანს, შიგნიდან ტუჩს ისე ძლიერად ვკბენდი ლამის გამსკდომოდა და სისხლს ეფეთქა. ფრჩხილებს უფრო ძლიერად ვაწვებოდი, დანარჩენი სხეული კი გათიშულ მქონდა და მეგონა, რომ გამოძრავება არ შემეძლო.                                                                   ***-ტელეფონი მომეცი! მკაცრი ტონით მითხრა როგორც კი სახლში შევედით. ტელეფონი მაშინვე მივეცი და ოთახში შევედი, ფანჯარა გავაღე და ფარდები გადავაფარე. ტანსაცმლისგან გავთავისუფლდი და კომფორტული პიჟამა ჩავიცვი. მაშინვე საწოლში ჩავწექი და პლედი ბოლომდე დავიფარე. არაფრის თავი არ მქონდა არც ტირილის, ვინმეს ხელში რამე, რომ მოეცა ალბათ ვერ დავიჭერდი. ყურსასმენები გავიკეთე და ძველ ფლეერში ჩაწერილი მუსიკების მოსმენა დავიწყე. ,,world in my eyes,, ჩავრთე და ჩემ ტუმბოზე დადებული აიპედი დავინახე. მაშინვე ავიღე და ხელების კანკალით გავუთიშე ხმა ავდექი და კარადის თავზე შემოვდე, მე კი ისევ საწოლში ჩავწექი. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ ოთახში დედაჩემის შემოსვლამ გამაღვიძა, ლეპტოპი აიღო, შემამჩნია, რომ თვალები გახელილი მქონდა.-ჩვენი საუბარი არ გესმის, ბიჭისკენ აღარ უნდა გაგეხედა! მითხრა და გავიდა. აღარც ვაპირებდი. გავიფიქრე და ცრემლები გადმომცვივდა.    ორ დღე ოთახიდან მხოლოდ მაშინ გავდოდი როცა სახლში არავინ იყო, ან აიპედს მაისურში ვმალავდი და სააბაზანოში ვიკეტებოდი. მესენჯერი გადმოვწერე და გიოს ექაუნთის პაროლი შევიყვანე რომელიც რამდენიმე დღის წინ მითხრა.                                                              ***13 ივნისი-გინდა ჩემი ექაუნთის პაროლი მოგცე?-და შენ რო არ გინდა?-რო არ მინდოდეს არც შემოგთავაზებდი, მიდი ეხა ჰე, ვიცი რო გინდა.-არ მინდა ისეც გენდობი.-კაი.- კაი?! მარტო კაი?! -ანდაც იყოს, მინდა, შევცვალე გადაწყვეტილება. -ნწ, აღარ გამოვა, დაგაგვიანდა.-აუუუ, გიოო. -გვიანია პრინცესა.-გიოთქო!-კაი, კაი არ მცემო, მოგცემ პაროლს. გაიცინა და შეტყობინება გამომიგზავნა.-ოღონდ ქრისტის მესიჯები არგახსნა კაი?!-კაი.-დამპირდი!-გპირდები.                                                    ***    ამ ორი დღის განმავლობაში სანის და ელის ყოველდღე ვწერდი ისევე როგორც გიოს. სანი ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა. ნამდვილი ძმა გახდა. ყოველთვის გვერდით მედგა როცა მჭირდებოდა. ცუდად ყოფნისასაც პირველი ის მახსენდებოდა, მასთან დაკონტაკტება მინდებოდა ისევე როგორც ელისთან და ყველა სიახლეს პირველად მათ ვუზიარებდი. საერთოდ ცუდად ყოფნისას ჩახუტების გარდა არაფერი მშველის, უბრალოდ მათი ყურადღება მამხნევებს ვგრძნობ, რომ ჩემგვერდით არიან, ჩემზე ზრუნავენ, დარდობენ და ეს ყველაფერი ძალას მმატებს.  ცოტათი დედაჩემიც მოლბა და მამაცემის და ჩემი დის სოფელში წასვლის მერე ელი ჩემთან დასარჩენად და გასამხნევებლად დაპატიჟა.გიო:უნდა გავიდე სოფი, ძაან მეძინება. სოფი:კაი, მიდი, ტკბილი ძილი.მიყვარხარ.გიო:ტკბილი ძილი.მეც მიყვარხარ.    გავიდა თუ არა საიტზე ქრისტი დავინახე. ხშირად წერდა და მიუხედავად იმისა, რომ პირობა მივეცი ვეღარ მოვითმინე და ჩათი გავხსენი. შეტყობინებების ძებნაში შევედი და ჩემი სახელი ავკრიფე. ,,და საიდან მოიტანე რო სოფი მიყვარს?!,,    ამ შეტყობინებამ დამანგრია. ყელში ბურთი გამეჩხირა და ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც ჩემთვის გულის და მუცლის ამოგლეჯას ცდილობდა, თითქოს ვიღაც ორგანოებში შავ კლანჭებიან ხელს მაგრად მიჭერდა და ჩემი წამებით ერთობოდა. შეტყობინებას დავაჭირე და კიდევ ცოტა ზევით ავყევი.ქრისტი:აბა, რას შვებით შენ და შენი ცხოვრების სიყვარული?გიო:და საიდან მოიტანე რო სოფი მიყვარს?!ქრისტი: აბა თუ არ გიყვარს შეყვარებულის სტატუსით რატო დატასაობთ?!გიო:არაა ჩემი შეყვარებული და არც მიყვარს, პროსტა ვზასაობთ ხოლმე და იცის მაგანაც რო არ მიყვარს.ქრისტი:მოიცა იცის და თანახმაა?გიო:ხო, რავი.ქრისტი: დებილები ხართ ორივე.        თავი ამტკივდა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, თვალებიდან ცრემლები უკონტროლოდ მცვიოდა, ,,პროსტა ვზასაობთ,, როგორ შეეძლო ამის თქმა როცა ერთმანეთისთვის არც გვიკოცნია?! ,,მიყვარხარ,, თავში გიოს სიტყვები და ხმა მიტრიალებდა.,,მიყვარხარ,,,,მიყვარხარ,,,,მიყვარხარ,,        არა! არა! არა! გაჩუმდი გთხოვ, გაჩუმდი! ჩემი გონების ხმის ჩახშობას ვცდილობდი, არ იტირებ! მის გამო არ იტირებ! ახლა სხვა რაღაცის თქმა დაიწყო იმავე ხმამ. თავმოყვარეობა გაგაჩნია, მის გამო ერთ ცრემლსაც არ გადმოაგდებ!-არვიტირებ! ჩავიჩურჩულე. არ ვიტირებ! არ მიმსახურებს! არ ვაპატიებ! ჩემს თავმოყვარეობას არ გადავაბიჯებ! ფრჩხილები ჩემს კანში იმდენად ღრმად ჩავიდა რო სისხლი წამომივიდა, სახე სულ აწითლებული მქონდა, თვალები ჩაშავებული, ჩასისხლიანებული და დასიებული. ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ძლივს ვსუნთქავდი.-ისუნთქე, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე. ასე, ყოჩაღ! ვეუბნებოდი საკუთარ თავს ჩურჩულით. თავბრუ მეხვეოდა და თვალებში ძლივს ვიყურებოდი. გარეთ წვიმდა. ფანჯარასთან მივედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, თვალებიდან ცრემლები უკონტროლოდ მომდიოდა, სხეული თან გათიშული მქონდა თან ენერგია მაწვებოდა. ბალიში ავიღე და ძირს მთელი ძალით დავახეთქე და ვიყვირე. ოთახის კარი გაიღო ელი დავინახე, უკან დედაჩემი ედგა. ღამის ორი საათი იყო დედაჩემი გავაღვიძე. -რა გჭირს?! გაკვირვებულმა იკითხა ელიმ. დედაჩემი შეშინებული და გაკვირვებული მიყურებდა, ფანჯარასთან ჩავსრიალდი, ვკანკალებდი, ძლივს ვსუნთქავდი და ცრემლები მომდიოდა. საშინლად მცხელოდა, გული გამალებით მიცემდა, ის გული მიცემდა რომელიც არ დაინდეს აიღეს და დაანაწევრეს. ელიმ აიპედი აიღო და ჩათი წაიკითხა, მერე დედაჩემს მიაწოდა. -გარეთ მინდა, გთხოვთ. აკანკალებული, დაწვრილბული ხმით, დიდი ძალისხმევის შედეგად ამოვილუღლუღე და თავბრუ უარესად დამეხვა.-მოდი ჩემთან. ამაყენა დედაჩემმა და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩაცმაში დამეხმარა. ელიც სწრაფად იცმევდა და დედამაც წამებში ჩაიცვა. მიყვარს ეს ადამიანები, მიყვარს მათი მზრუნველობა, ორივე მიყვარს. -გინდა სანისთან დავრეკო? მკითხა ელიმ. დიდი რისკი იყო, იცოდა, რომ დედაჩემი გაიგებდა და შეიძლება დედამისსაც გაეგო, მაგრამ თავი საფრთხეში ჩაიგდო და მკითხა თანაც ხმამაღლა, მტკიცედ.-მინდა. უკვე მანქანაში ვიჯექით და სანი მესაუბრებოდა, გარეთ წვიმდა და ციოდა. მოკლემკლავიანი მაისური, თხელი ჯინსი და მოსაცმელი მეცვა. თავი ფანჯარაში მქონდა გაყოფილი და ცრემლები უკონტროლოდ მომდიოდა.-აქ დაგელოდებით, ფრთხილად იყავით, ჩემ თვალწინ, გვითხრა დედაჩემმა და მე და ელი გაგვიშვა. სანიც ჩემთან იყო, მაგრამ ეკრანის მეორე მხარეს. არაფერი მესმოდა რას მეუბნებოდნენ. უბრალოდ მათი სიახლოვე მამხნევებდა და ძალას მმატებდა. არვიცი როგორ, მაგრამ შეკრული სუნთქვით, გულისრევის შეგრძნებით და ამჟღვრეული, დაბინდული თვალებით სანაპიროზე ჩავედი და დავჯექი.-სოფი! გავიგე სანის ხმა.-არ ილაპარაკოთ, გთხოვთ. ვთქვი და თვალებიდან ცრემლები ისევ გადმომცვივდა. იმედგაცრუებული და გულნატკენი ვიყავი, აქამდე მასში ეჭვი მეპარებოდა, მეგონა, რომ მისი სიყვარული ნამდვილი არ იყო და დიდ დარტყმასაც ველოდი, მაგრამ მაშინ როცა ბოლომდე ვენდე, როცა დავიჯერე და ყველა ეჭვი გამიქრა, სწორედ მაშინ მივიღე ის დარტყმა რომელმაც გამანადგურა და ნაწილებად დამშალა. ტალღების ხმა მესმოდა და ზღვის სუნს ვგრძნობდი. სველ ქვებზე ვიჯექი და წვიმის წვეთები სახესა და თმაზე მეთამაშებოდნენ. ელი მეხუტებოდა და დედაჩემის და სანის სიახლოვეს ვგრძნობდი.შუძლებელი იყო ამაზე მეტად რამეს დავემშვიდებინე.                                                            ***    ყველა ჩემი საყვარელი ადგილი ზღვას უკავშირდება. ზღვა, წვიმა, მუსიკა და განთიადი ისაა რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს და ცუდად ყოფნისასაც მამშვიდებს, თუ დააკვირდებით ზღვა ადამიანს გავს. ხან მშვიდია, ლამაზი და მზეზე მოლიპლიპე, როგორც ლამაზი მშვიდი ადამიანი. ხანაც ტალღოვანი, აღელვებული და აბობოქრებულია. ბევრ რამეს მალავს და ინახავს, გარედან თითქოს უსაფრთხო ჩანს, თუმცა არავინ იცის მის ქვეშ რა იმალება, შეიძლება უცებ ჩაგავლოს ხელი და სასიკვდილოდ გაგიმეტოს. ადამიანებიც ასეთები ვართ, არ ვიცით სხვა ადამიანების შიგნით რა ხდება, თითქოს მშვიდები და უსაფრთხონი ჩანან, მაგრამ შეუძლიათ ისეთი რამ გაგიკეთონ, რომ სიკვდილი სანატრელი გაგიხდეს.                                                             ***-ზღაპარს მომიყვები?-რა ზღაპარს? გაკვირვებულმა მკითხა გიომ.-შენი ხმა მიყვარს და მინდა მოვუსმინო. ძალიან მეძინება და მის ფონზე დაძინება მინდა.-და რო დაიძინებ მე რა ვქნა?!-გამითიშე და შენც დაიძინე. -კაი. ჩაიცინა და ზღაპრის მოყოლა დაიწყო. ჩვენ ისტორიას ყვებოდა, მაშინ მესიამოვნა, მაგრამ ახლა მივხვდი რატომ მოიქცა ასე.-ეს ზღაპარი არ არის. ვთქვი მომძინარებული ხმით.-ჩემი ხმის ფონზე ხო იძინებ?! ჩავიცინე და გავჩუმდი.   ზღაპარს მიყვებოდა, იმ ზღაპარს რომელშიც ვცხოვრობდი და რეალობა მეგონა. სიმართლის ჩვენებას ცდილობდა? იქნებ ყველა ჩვენგანი ასეთ ზღაპარში ვცხოვრობთ? იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრება ზღაპარია, მაგრამ შეიძლება ეს ვერასდროს გავიაზროთ, იქნებ ოდესმე ჩვენზე ისტორია დაიწერება რომელსაც ზღაპრად შერაცხავენ და არდაიჯერებენ, იტყვიან, ,,ასეთი რაღაცეები მხოლოდ ზღაპრებში ხდებაო.,, იქნებ ჩვენ ისტორიებს ისე წაიკითხავენ როგორც ,,პინოქიოს,,, ,,კონკიას,, ან სხვა მრავალს. იქნებ ვიღაცისთვის, ოდესმე ჩვენც პრინცესები ან გლეხის შვილები ვიქნებით.                                                                      ***     უკვე მზე ამოდიოდა, ზღვა განათდა. წასვლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემი და ელი შემეცოდა, თანაც რამდენიმე საათში გამოცდა გვქონდა. ელის ტელეფონი ავიღე.-მადლობა სანი, ძალიან მიყვარხარ, ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავდა.-მეც მიყვარხარ სოფი და არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი პატარა დაიკო ხარ. სწორ გზას, რომ დამშვიდდები მერე იპოვი. -უკვე დავმშვიდდი და ვიპოვე კიდეც. მე თავმოყვარეობა მაქვს, მტკიცედ განვაცხადე და ავდექი. მიდი დაიძინე ცოდო ხარ, გავუღიმე და არაფრის თქმა აღარ დავაცადე, ზარი გავთიშე. ელი წამოვაყენე და მანქანაში ჩავსხედით, ფანჯარა ჩამოვწიე და თავი დავდე.-მადლობა და ბოდიში. ორივეს ერთად მივმართე. -იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ვიღაცის გამო იტირო. თბილად მითხრა დედაჩემმა.-მართალი ხარ, ტელეფონი და ძველი უფლებები დამიბრუნე, მაგ ბიჭთან ხუთი წუთის სალაპარაკო დამრჩა და მთავრდება. ბარდაჩოკი გადმოაღო და ტელეფონი გამომიწოდა.-ყველაფერი ძველებურად იქნება?-ბევრად უკეთესად! თავდაჯერებულად და ამაყად ვუთხარი.                                                               ***     სახლში მივედი თუ არა ცხელი შხაპი მივიღე, დამშვიდების შემდეგ ძალიან შემცივდა. მოვწესრიგდით და მაგარი ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად. ათის ნახევარზე მე და ელი სკოლასთან ვიყავით. -ამ გამოცდაზე ყველაზე მაღალ ქულას ავიღებ!-რა თქმა უნდა აიღებ, გიოს გამო არ ჩაიჭრები!-არა, არც კი ვდარდობ! გავიხედე ელისკენ და მტკიცედ გავიღიმე. არ ვიდარდებ იმისთვის ვინც არ იმსახურებს! ვთქვი და სკოლაში შევედით. თავს ამაყად და მშვიდად ვგრძნობდი, მაქსიმალურად მონდომებული ვიყავი და ბოლომდე გამოცდაზე ვკონცენტრირდი.                                                            21  გამოვედი თუ არა ქაჯაია დავინახე, ჩვეულად ჩვეულ ადგლას იდგა და მელოდებოდა. ბიჭებთან ერთად იყო თალწინ ყველა მოგონება, ყველა შეტყობინება, ყველა ზარი, ყველა გათენებული ღამე, ყველა მიყვარხარ და ყველა მომენატრე დამიტრიალდა, მერე ისიც გამახსენდა, რომ ყველაფერი ეს ტყუილი იყო. მშვიდად, მტკიცედ მივდიოდი და უკან ელი მომყვებოდა. ახლა მეც არაფერს ვგრძნობდი, სიმტკიცის გარდა. არც მეტირებოდა, არც მისი შეხება მინდოდა, არც მისი თმის და სურნელის შეგრძნება.-ჩემთან ხო დარჩები დღესაც? ვკიხე ელის. -დავრჩები. გამიღიმა და ქაჯაიასკენ წავედით.     მივუახლოვდი თუ არა გამიღმა და ჩამეხუტა. ხელები არ მომიხვევია, არც გამიღიმია. ცინიკური, ირონიული, ღიმილიანი სახით ვიდექი და თვალებით და სხეულის ენით ვეუბნებოდი თავი მომაბეზრემეთქი.-რაქენი? როგორ დაწერე გამოცდა?-უმაღლეს ქულას ავიღებ! ვუთხარი და თან ხელი ავიქნიე, რომ შემეჩერებინა და კიდევ ერთხელ არ ჩამხუტებოდა. -გშორდები ქაჯაია. აღარ მიყვარხარ და არც მეზიზღები, უბრალოდ შენს მიმართ ვერაფერს ვგრძნობ, მკიდიხარ! თვალებში ვუყურებდი და ყველას თვალწინ ხმამაღლა ვეუბნებოდი ამ სიტყვებს, თან სხეულში სითბო მეღვრებოდა და როცა დავამთავრე სიამაყის გრძნობამ მთლიანად შემიპყრო. განთიადისგან განსხვავებით ახლა სიამოვნებას ვგრძნობდი. მტკიცე ნაბიჯით წავედი, მხარი გავკარი და ღმილიანი კმაყოფილი სახით წავედი სახლისკენ.                                                            22   სამივე გამოცდაში უმაღლესი ქულა ავიღე და გიორგი ქაჯაია არც გამხსნებია. ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის არავის შევეხვეწები, არავის შევეტენები და არც ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებ. წარსულის შეცდომებს აღარ გავიმეორებ და შეცდომებზე ვისწავლი. უნდა ვიცოდეთ ვინ და როდის შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში და ვინ და როდის გავუშვათ. ჩვენი თავები და ცხოვრება ჩვენვე გვეკუთვნის და მისი სადავეები ჭკვიანურად უნდა ვმართოთ, ჩვენდა სასარგებლოდ. რაიცით, იქნებ ოდესმე ამ ისტორიასაც ზღაპარი უწოდონ და არ დაიჯერონ, მაგრამ ეს ჩემი ისტორაა, ჩემი ფიქრები და გრძნობები. ნაწილი II                                        პირამიდა                                        ***          რას ვაკეთებ? ვგრძნობ. და ეს ყველაზე სასიამოვნოა. ისევ ისეთს, მსგავსს, ბანალურს, მაგრამ რაღაც ახალს, სხვანაირს, თუმცა მთავარია, რომ ვგრძნობ, მთავარია, რომ ცოცხალი ვარ და სიცოცხლეს ვგრძნობ. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა. მე? არ ვიცი, ალბათ შევიცვალე. ჩემი გრძნობები? ალბათ ისინიც, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ადამიანები ვისდამიც ვგრძნობდი შეიცვალნენ, თითქმის ყველანი. ჩემს გვერდით თითქოს მეტი ხალხია, მეტი მეგობარი, მეტი გულშემატკივარი, მაგრამ, რეალურად? ვინ განმასაზღვრინებს? ვინ დამეხმარება რეალობის გარკვევაში? მინდა თვალები გავახილო, გავიღვიძო. თითქოს მესიზმრება, თუმცა რეალობაა. ვგრძნობ რაღაც ნაცნობს და თან უცნობს. მინდა გავიგო რას ვგრძნობ. მინდა ამჯერად მაინც ვიყო დარწმუნებული ჩემ გრძნობებში და აღარ მესმოდეს სიტყვა აკვიატება, შეცდომა, ტყუილი. ტკივილი? ისევ აქ არის, ისევ სულ თან დამყვება, მაგრამ, ამ ბოლო დროს ხშირად სძინავს. თუმცა რა აზრი აქვს? მაინც ვგრძნობ, მძინარესაც კი. ღიმილი? სახეს ისევ მინათებს ნამდვილი, გულწრფელი, ბედნიერი თუმცა სევდანარევი ღიმილი. და მაინც ყველა სირთულის დაღლის და ტკივილის მიუხედავად, მიყვარს ჩემი ცხოვრება.                                         130 დეკემბერი 2020 წელი-დარწმუნებული ვარ ნაგერვაძეს პროსტა ეძახი ძმაკაცს და ისე შორიდან იცნობ.-არა საბა, ძმაკაცია. ძმაკაცს და დაქალს ესე უაზროდ არავის არ ვეძახი. -კაი, ანუ ამბობ რო პივზაოდზე ბევრს იცნობ. -ნუ სკოლიდან გამომდინარე ასე თუ ისე ჰო, მარა ვიცნობ არა, უფრო ვიცი.-კაი.       საბას ცეკვაზე დავუახლოვდი. ცხრა წლიდან ერთად ვცეკვავდით, თუმცა მხოლოდ ერთი წლის წინ მოვახერხეთ წესიერი ურთიერთობის აწყობა და ისე კარგად დამეგობრება, რომ ახლა ჩემ საუკეთესო მეგობრად ითვლება. (სხვათაშორის, არ მახსოვს გითხარით თუ არა მაგრამ, ცეკვაზე სამი წლიდან დავდივარ, მონდომებული სოლისტი ვარ და ჩემი მიზანი სუხიშვილებია.)-კაი ამას იცნობ? მკითხა საბამ და ვიღაც ბიჭის ფოტო მაჩვენა. -არა, აზრზე არ ვარ ვინაა. ვუთხარი და ტუჩები დავმანჭე. -კაი ამას? ეკრანზე ნაცნობი სახე გამოჩნდა.- საიდანღაც მეცნობა, უეჭველი ვიცი. -ოო, ეგეთი არ ითვლება! -საბა მაცადე, უნდა გავიხსენო საიდან მეცნობა. ვთქვი და ტელეფონი ხელიდან გამოვართვი, ეკრანს უფრო ყურადღებით დავაკვირდი. ,,ჯანდაბა ეს ბიჭი ვიცი,,-ვაიმეე, ვიცი ეს ბიჭი. ნაგერვაძეს რო ველაპარაკები ხოლმე ჩვენთან ერთად დგას. გახსოვს სთორი რო მედო ნაგესთან ერთად? მანდ ჩანს. ოღონდ, მარტო მხარი უჩანს.-ანუ იცნობ.-არა, ეგრე არ ვიცნობ, არც ვესალმებით ერთმანეთს და ვაფშე არც ვლაპარაკობთ, ჩემზე რო კითხო ვერ მიცნობს.-ჩემი ძმაკაცია ეგ ბიჭი. ლუკა ხო იცი ჩემი ბიძაშვილი? მაგის საძმაკაცოდანაა რა, პირამიდას ვეძახით. აუ უნდა გაგაცნო რა ჩემები უეჭველი. -ხო მიგყავარ ხვალ და გამაცნობ. -იასნა ბაბუ.- შენსკენ და ნიცასკენ რა ხდება?-აუ რავი რა, კი დავშორდით და დავრჩით მეგობრებად მარა, იმენა ყველა ჩვენზე ლაპარაკობს ანსამბლში, დიდიან პატარიანად და ეგ ძაან მოქმედებს ნერვებზეც, ურთიერთობაზეც და ყველაფერზე და ძაან ვიგრუზები.  -კაი რა, ხო იცი, რო ხალხი სულ ლაპარაკობს და ვაფშე ეს ხალხის აზრი რატო არ გკიდიათ ვერ ვხვდები, ილაპარაკებენ და გაჩუმდებიან, არ გაჩუმდებიან და ილაპარაკონ რას იზავენ რო მაგ ლაპარაკით? ვერც ვერაფერს.-აუ ხო სოფი მარა, მაინც ძაან მოქმედებს. თან მე ვერ ვიკიდებ. ვინმე რამეს ისე იტყვის და გადამეკეტება. -ვიცი შენი ფსიქოპატობა ძაან კარგად. ვუთხარი და ღამის ცივი ჰაერი შევისუნთქე. -სახლის კარამდე მაცილებ თუ დაგემშვიდობო? ვკითხე და თან გვერდიდან დაწვრილებული თვალებით გავხედე.-ოხხ! ამოიოხრა და თან მაგრად ჩამეხუტა.-მადლობა სახლამდე, რომ მშვიდობით მომიყვანე. გავუღიმე და სადარბაზოში შევედი.       საბა ძალიან მზრუნველია, ძალიან მოკლე დროში მასთან ისე დაახლოება შევძელი, რომ ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ვესაუბრები, მასზე ვნერვიულობ და ძალიანაც მიყვარს.                                           ***-მოვედიი. ვთქვი სახლში შესულმა და მაშინვე სააბაზანოში შევედი. უკვე 30 დეკემბერი იყო, ხვალინდელი დღის გეგმები დალაგებული მქონდა. ახალ წელს საბასთან და მის მეგობრებთან ერთად ვხვდებოდი და ბევრი წვალების შემდეგ ჩემები ძლივს დავითანხმე, რომ გავეშვი. ცხელი შხაპი მივიღე და თბილი პიჟამით მაშინვე საწოლში დავწექი. დღესაც გვიან ვიძინებდი, როგორც ყოველთვის არდადეგებზე. სოფი:მიხვედი სახლში? საბას შეტყობინება გავუგზავნე და მარტო დარჩენილმა facebook-ის ჩასქროლვა დავიწყე. საბა:კი, მივედი. შენც ხო ააღწიე სასწაულების გარეშე?  ტიპიური საბა.სოფი:კი, კი, არ იდარდო.     ისევ აპლიკაციას დავუბრუნდი და საძიებო ველი გავხსენი. ,,რა ერქვა?,, გავიფიქრე და გონება დავძაბე. პირამიდა, აყლაყუდა, ბაბნიკი, სურმანიძე, ჰო სურმანიძე, ლუკა სურმანიძე. გავიხსენე და საძიებო ველში მისი სახელი და გვარი ჩავწერე. უბრალოდ მაინტერესებდა, ბოლოს და ბოლოს, ამ ბიჭს ელი მოსწონდა. მართალია, ერთი წლის წინ მაგრამ, მაინც, ელი ხო მოსწონდა?! პროფილის ფოტო გავხსენი და ნელ-ნელა ქვემოთ ჩავყევი, ზოგჯერ ვადიდებდი კიდეც, რომ რაღაცეები უკეთ დამენახა. ჯანდაბა, ამ ფოტოში ზედმეტად...  ზაფხულის ფოტო იყო, ძველ ბათუმში გადაღებული, ხელზე ვენები ეტყობოდა, მაჯაზე შავი სამაჯურები ეკეთა, შავი მრგვალი თვლებით აწყობილი, შავი პერანგი ეცვა, მკერდზე შეხსნილი, არა! კარგად შეხსნილი. თმა მოკლედ ჰქონდა და პროფილში იდგა. შავი სათვალე ეკეთა. განათების გამო ტანი სველი უჩანდა ან შეიძლება სხვა რამის გამო მაგრამ, სველი კანი ძალიან უხდებოდა. ყბის ხაზი იმდენად ჰქონდა გამოკვეთილი ამ ხაზის გამო სიკვდილიც კი შეიძლებოდა. ლამაზი ცხვირი ჰქონდა, ასე ვერ ავღწერ მაგრამ, ძალიან ლამაზი იყო. ჰო, ტუჩებიც ლამაზი ფორმის ჰქონდა. "ეს ბიჭი სიმპათიურია." გადავწყვიტე გონებაში და ფოტო დავსქრინე.სოფი:სააბ, პირამიდა ძაან სიმპათიურია.საბა:ოპაა, ხო არდაგევასა სოფ?სოფი:ნუ, დამევასა რა, ვიდზე რა.საბა:ოხ, ოხ, ოხ.    მესიჯი დავუჰაჰავე და გამოვედი. 'ტიპიური საბა''კიდევ ერთხელ გავიფიქრე გონებაში და TIK-TOK-ის სქროლვა დავიწყე.                                       2-გილოცავვვვ. ახალი წელი მივულოცე საბას და მთელი ძალით ჩავეხუტე.-ლუკასთან ავდივართ. ყველა იქ იკრიბება, ბიძაჩემთან და ბიცოლაჩემთან. -ესეიგი, როგორც ყოველთვის პირობას ასრულებ.-აბა რა, ეგრე მიცნობ ბაბუ?!   საბა ლუკას გაზრდილია, მისი ბიძაშვილის. როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი ლუკამ ასწავლა, ლუკამ „დააკაცა,“ გამოზარდა და ასე შემდეგ. მის სამეგობროს კი ამ ზაფხულს შეურთდა და ჩემთან დაახლოების შემდეგაც თითქმის ყოველთვის, მხოლოდ ლუკაზე და ამიკოზე საუბრობს.-ამიკოც ჩამოსულია?-არა, ამიკო თბილისშია. ჩემი უფროსი ბიძაშვილიც იქნება, მარი. აუ სოფ, ნახე. მითხრა და ტელეფონი გამომიწოდა. ტელეფონს დავხედე და ლამის საბას შუა ქუჩაში ვუკივლე.-მეღადავებიი?! სქრინი იყო, ლუკასთვის ჩემი ფოტო ჩაეგდო და მიეწერა ამ გოგოს მოსწონხარო, იმას კიდე სიცილის ემოჯები გამოეგზავნა. -მეკაიფებიიი?!-კაი ხო, ბოდიში.-რატო ჩაუგდე?-რატო არა?-ჯერ ეს ერთიც, არ მომწონს და რომც მომწონდეს, კარგად იცი გიოს მერე როგორი დამოკიდებულებაც მაქვს ბიჭებთან.-სოფი, გიოს მერე რამდენი თვე გავიდა და პირველად მოხდა, რომ ბიჭისკენ გაიხედე. -საბა, ლუკა რომც მომწონდეს, რომც მიყვარდეს არ გამოვა, ქაჯაიაზე უარესი ბაბნიკია და ჩემში მეტ უნდობლობას იწვევს. -სოფიიი, დამშვიდდი, უბრალოდ სქრინია. -საბააა, მოგკლავ!-კაი რა ბაბუ.მითხრა და მაგრად ჩამეხუტა თან თემა ეგრევე გადამიტანა -მაღაზიაში რამე არ ვიყიდოთ ასატანად?-ვიყიდოთ. ვუთხარი და მაშინვე „ნიკორაში“ შევედით.                                         ***-სად მივივართ? ვკითხე და დახლზე ტკბილეულის არჩევა დავიწყე.-საზღვაოს გვერდით ერთადერთი ხუთიანია, ეგ ხუთიანია მარტო ზღვასთან ეგრე ახლოს და მანდ ცხოვრობენ. ლუკას მაგრა ევასება ეგ ადგილი და იმენა არ გადადის არსად, თორე ჩვენთან ახლოსაც აქვთ ბინა. -აა, ეგ ის სახლია ხო დედაშენი სადაც გაიზარდა.-ხო, ეგაა. ტასოსთვის ორეო უნდა ავიღო.-ტასო?-ჩემი პატარა ბიძაშვილი.-რამდენად პატარა?-12 წლისაა რა.-გასაგებიაა. -რა უთხარი შენებს?-მეთქი გოგოსთან ერთად ვარ და ერთად ამოვალთთქო. გონებაში მაშინვე ყველაფერი გადამიტრიალდა და საბას გვერდულად გავხედე.-რა? დაბნეულმა მკითხა საბამ.-იციან ხო შენებმა ნიცაზე.-კი იციან, მარა, რო დავშორდით ეგ აღარ.-ხო და ახლა წარმოიდგინე უცებ, რა სახეებით დაგვხვდებიან. ყველას ეგონება რო ნიცა აგყავს. -აუ მაგაზე ვაფშე არ მიფიქრია.-კაი მიდი მალე.                                          ***-ჯერ შენ შედი. ვეუბნებოდი საბას, ძალიან ვნერვიულობდი.  მერე რა, რომ საბა უბრალოდ მეგობარი, იყო ექსტროვერტი საერთოდ არ ვარ, აქ კიდე საბას გარდა ყველა უცხო იქნებოდა, თან ჩემზე დიდები და ყველა ბიჭი. ნერვიულობისგან ფრჩხილებს ისე ვიწვალებდი უკვე მტკიოდა და რამე სხვა გზის მოფიქრებას ვცდლობდი დასამშვიდებად. კარზე საკეტის ხმა გაისმა და კარი ვიღაც შავგრემანმა მაღალმა ბიჭმა გააღო. ზუსტად ის სახე ჰქონდა რასაც ვფიქრობდი. ჯერ მე შემომხედა, მერე საბას გახედა და ღიმილის შეკავება სცადა მაგრამ, არც ისე კარგად გამოუვიდა. საბამ სახლში პირველი მე შემაგდო. ბიჭი მომესალმა და საბამაც როგორც მის ბიძაშვილად, ლუკად გამაცნო. დაბნეულმა საბას გავხედე და სუფრასთან მივყევი. სამი ბიჭი, უფრო სწორად ორი ბიჭი და ერთი კაცი იჯდა, ხო და კიდევ ლუკა და ვიღაც გოგო, მგონი მარი უნდა ყოფილიყო. ძალიან ლამაზი გოგო იყო, შავგვრემანი გრძელი დატალღული თმით. შევედით თუ არა ყველამ ღიმილის შეკავება სცადა. -დაჯექით. გვითხრა ლუკამ და მარის და საბას შუაში ჩამაჯინეს. თითქოს არავინ არაფერს იმჩნევდა, თუმცა გონებაში გავლებული ფიქრები ყველას სახეზე ეტყობოდა. სუფრის თავში საბას ბიძა იჯდა, რომელიც ჯერ-ჯერობით ყველაზე თავშეკავებულად იქცეოდა. მის მარჯვნივ ვიღაც ბიჭი იჯდა, შარფი ეკეთა და საიდანღაც მეცნობდა. ჰო, გამახსენდა. საბამ პირამიდას სთორი ჩამიგდო და იმ სთორიდან მეცნობოდა. ნუ, ბიჭი რა, შარფი მეცნობოდა. მგონი გიგი უნდა ყოფილიყო. გიგის გვერდით ვიღაც ჩაფსკვნილი ბიჭი იჯდა, მეორე მხარეს კი ლუკა და საბა იჯდნენ. უცებ დიაგონალურად გავხედე და მივხვდი, რომ ერთმანეთს რაღაცნაირად ძალიად გავდნენ. ნაკვთები თითქოს ერთნაირი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ საბა ქერა და მწვანეთვალება იყო, ლუკა კი შავგვრემანი.( სხვათაშორის, სიტყვამ მოიტანა და საბა საკმაოდ სიმპათიური იყო, ქერა საშუალო სიგრძის თმით, გამოკვეთილი სახის ნაკვთებით, დაკუნთული სხეულით და მწვანე თვალებით გოგოებს საკმაოდ ხშირად ხიბლავდა.) ბიჭებს თითქოს მანერებიც ერთნაირი ჰქონდათ. მთელი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე შევნიშნე, რომ სინქრონში მოიკიდეს ხელი თმაზე, თვალზე და ცხვირზე. ერთნაირად ჩაიცინეს, ერთმანეთს ერთდროულად გახედეს და ა.შ.   მცირეხნიანი საუბრის შემდეგ ბიჭმა რომელიც გიგი უნდა ყოფილიყო ღვინით სავსე ჭიქა აიღო და სადღეგრძელოს თქმა დაიწყო. ზუსტად არ მახსოვს რა თქვა მაგრამ, კარგად მახსოვს ჩემკენ გამოწვდილი ჭიქა და მზერის ჩემგან საბაზე, საბასგან კი ჩემზე გადატან გადმოტანა. სიტყვების ''ალბათ პირველი სიყვარულია და...'' წარმოთქმისას ყველას სახე და ფიქრები. ''უხ შენ გენაცვალე'' ,''ჩემი ბიჭი'' რომლებიც რა თქმა უნდა საბასკენ იყო მიმართული და ჩემი და საბას გადახედვა ორივეს სიცილი აგვიტყდა. -მეგობრები ვართ. ვთქვი ყველას გასაგონად და გიგის სახე მაშინვე შეეცვალა, სხვებს არ დავკვირვებივარ. სახეზე გაკვირვება და გაოგნება გამოესახა, თითქოს ჩემ სიტყვებს არ ელოდა, თითქოს რა, ზუსტად ვიცი, რომ არ ელოდა. ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ნიცა ვიყავი. თუმცა სამწუხაროდ ამჯერად იმედები გაუცრუვდა. -ხო, ნუ, ის გოგო, საბას შეყვარებული, უფრო სწორად, ყოფილი შეყვარებული, ნიცა ჩემი მეგობარია და დარწმუნებული ვარ ახლა აქ, რომ მჯდარიყო თავს მაშინვე შეგაყვარებდათ მაგრამ     კარზე კაკუნი გაისმა და სახლში ვიღაც გოგო შემოვიდა. მგონი ტასო იყო. მარის და ლუკას გავდა, მაგრამ 12 წლისას ნამდვლად არა. ჩემზე მაღალი იყო. წესიერად ვერც დავაკვირდი მორიდების გამო მაგრამ, სწრაფი თვალის შევლებით, სადღაც 16 წლისას მაინც გავდა. -ეს ის არაა! საბას ხმა გავიგე რამდენიმე წამის შემდეგ, რასაც ტასოსგანაც გაკვირვებული სახე მოყვა. როგორც ჩანს რამდენიმე წამი ჩუმად მაკვირვებოდა  და მარის შეკითხვების კორიანტელს თვალებით აყრიდა, რასაც საბას წინადადებამაც ვერ უშველა. -ხო გითხრეს არააო და დამშვიდდი და დაჯექი რა! ამჯერად მარისგან წამოვიდა ინიციატივა ტასოს დამშვიდებაზე. -ესე ათ წუთში გენჯო ამოვა. განაცხადა ტელეფონიდან ახლად ამომძვრალმა ლუკამ საკმაოდ დაბალ ხმაზე. -მოყვება პირამიდაც? ''არა, არა, არა, არა გთხოვთ, ამჯერად ეგ არა.'' პირამიდა ლუკას ზედემეტსახელი იყო. ჰო ლუკა სურმანიძის. იმის რომელსაც ეგონა, რომ მასზე გაგიჟებული გოგო ვიყავი და ამაში ეჭვს არც შეიტანდა, რადგან ასეთი გოგოები ნამდვილად არ აკლდა. არც ერთ და ორ კვირიანი შეყვარებულების ამალა აკლდა და ბაბნიკის წოდებითაც სარგებლობდა. ჰო, ეგ ლუკა იყო, პირამიდა, რომელსაც წარსულში მგონი ჩემი საუკეთესო მეგობარი მოსოწონდა. -ოპაა! ჩამესმა საბას ხმა და ეშმაკური ღიმილი ლუკას თანხმობის შემდეგ.-განანებ გუშინდელს! გადავუჩურჩულე ჩუმად და მაშინვე კარის ხმა გაისმა. -აბა 10 წუთშიო?! ვკითხე საბას მაგრამ, შევცდი. სახლში ბიცოლამისი შემოვიდა. სანამ მისკენ გავიხედავდი ზედმეტად მოულოდნელად გავიგე ხმა. -ეს ის არაა! ამჯერად ყველასგან ერთად.-კაით კაცო, რა იყო, ვნახო ადამიანი. თქვა საბას ბიცოლამ და ჩემკენ წამოვიდა. მეც მაშინვე ფეხზე წამოვდექი და ჩავეხუტე. ღმერთო ეს ქალი უკვე მიყვარდა, ძალიან საყვარელი იყო. შემდეგი 10 წუთი ბიჭების დასვენების ამბებს განიხლავდნენ. როგორ ცუდად გახდა ლუკა მგზავრობისას, რა არეულობაში ცხოვრობდნენ, როგორ გადახლართულებს ეძინათ ამიკოს და გიგის და როგორ შეშინდა საბას ბიცოლა ფერდაკარგული ლუკას დანახვისას. საღამოდან რაც გავიგე ის იყო, რომ მარი თბილისში სწავლობდა, მგონი მეორე კურსზე და საკმაოდ ჭკვიანი და მონდომებული უნდა ყოფილიყო. ლუკა და გიგი პოხუისტი აბიტურიენტები იყვნენ. გულაბერიძე(გიგის გვერდით მჯდომი ჩაფსკვნილი ბიჭი, რომელიც ჩაფსკვნილი კი არა დაკუნთული ყოფილა)სულ ვარჯიშობდა და ჯანსაღ ცხოვრებას აწვებოდა. გიგის შეყვარებული ყავდა თბილისში, რომელიც ძალიან ენატრებოდა და მეც მაშინვე სანი და ელი გამახსენდა. რომ საბას ბიძა აგვისტოს ომში იბრძოდა და მგონი კიდე რომელიღაცაში.         კარზე ზარის ხმა გაისმა და საბას კიდევ ერთხელ გადავხედე მკვლელი თვალებით. მართალია თითქმის ყველაფერი მეკიდა და ეს ამბავიც დიდად არ მადარდებდა თორემ საბა უკვე მკვდარი იქნებოდა, თუმცა მაინც არ იყო სასიამოვნო.    ჯერ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, დიდი ალბათობით გენჯო უნდა ყოფილიყო. (ნიკოლოზ გენჯაძე) მერე ლუკა შემოყვა, იმაზე მაღალი იყო ვიდრე მახსოვდა. პრინციპში წესიერად იმ დღეს დავაკვირდი, აქამდე ყურადღებას არც ვაქცევდი, გუშინდელს თუ არ ჩავთვლიდით. რატომღაც ზედმეტად მესიმპათიურა. მართლა ძალიან საყვარელი იყო, თმა მოზრდილი ქონდა, დუტის ქურთუკი ეცვა და ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაეწყო.- მოდი პირამიდა, დაჯექი. უთხრა ლუკამ და მის და საბას შორის ჩასვა.-ეს პირამიდა კაი გავიგეთ, რო მაღალია მარა რა დავუძახო, ამხელა კაცს პირამიდათი მივმართო? იკითხა საბას ბიძამ.-ბოდიში ახლა ჩემ სახელს ვერ დავუძახებთ. მოაყოლა პასუხად ლუკამ.-რაარი ეს, რატო ეძახით პირამიდას? -კაი მუსიკალური გემოვნება რო აქ მაგიტო. უპასუხა დედამისს ლუკამ.    ''შანსი არაა!'' გავიფიქრე და გონებაში მაშინვე სიმღერის მისამღერი ამომიტივტივდა. საბა გვერდულად მიყურებდა, რაღაცნაირი ეშმაკური თვალებით. ვატყობდი მის გონებაშიც დებილური ფიქრები ტრიალებდა.-აბა ვინ რას დალევთ? გადახედა გენჯოს და პირამიდას საბას ბიძამ. -არაყს. ორივემ ერთდროულად უპასუხა.-გენჯო შენ ისევ კოლა თუ უნდა მიაყოლო არ გინდა! გადასძახა ლუკამ.(საბას ბიძაშვილმა)-ოპაა, ეგ არ გამაგონოთ! გამაფრთხილებლად წამოიძახა საბას ბიძამ. აი თურმე საიდან მარიგებდა საბა უკანასკნელად რო დავლიე და მეუბნებოდა კოლა არ მიაყოლოო. -გრადუსს ეგრევე ტვინში წაიღებს და შენთვისაა ისევ ცუდი, იგერ წვენია და ის მიაყოლე თუ გინდა. ზუსტად ამ სიტყვებით მიხსნიდა საბაც, ოღონდ წვენი არ უხსენებია.-ჰმმ, ვიდეო მაქვს სადაც შენც ჩანხარ, ნუ მხარი გიჩანს. უნიჭოდ და ზედმეტად არაბუნებრივად წამოვიწყე დიალოგი ლუკასთან და ტელეფონში Tik-Tok-ის ვიდეოს ძებნა დავიწყე. -ჰოო, და მაგ მხრით შეგიყვარდა ხო?! იკითხა ვითომ ძაან სერიოზული ხმით საბამ. მეც მაშინვე ''გავალთ აქედან და მოგხედავ'' სახე შევაგებე.        სამი საათისთვის გამოვედით. ბიჭები მეგობრის სანახავად მიდიოდნენ, მე, საბა და ლუკა სახლებში. როგორც აღმოჩნდა ლუკა ვოქსთან ახლოს ცხოვრობდა, ჩემსავით, რა დამთხვევაა. ნუ კი ვიცოდი რო პივზაოდზე ცხოვრობდა სადღაც, ოღონდ საიდან ვიცოდი არ ვიცი, უბრალოდ მაგათი სასტავი ყველა პივზაოდზე ცხოვრობს. რომ გავიგე, რომ იქით მიდიოდა, წამიერად სურვილი გამიჩნდა მას გავყოლოდი მაგრამ, რა თქმა უნდა ხმამაღლა არ მითქვამს.-აუ, სააბ. ვუთხარი საბას გვერდზე გამოსვლის წამსვე.-ხო?-იცი, რაღაც პონტში მომინდა, რო ლუკასთან ერთად წავსულიყავი.-სოფი, ვერ ხარ?!-აუ რავი.-გევასება შენ ეგ ბიჭი! თან მაგრად.-არ მევასება! თან საერთოდ და რომც მევასებოდეს...-ქაჯაიას დედაც ესეთ დღეში, რომ ჩაგაგდო!-დამშვიდდი საბა!-მოწევ? მკითხა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.-ხო იცი არ ვეწევი და რაღაც შენც მოუხშირე ამ ბოლოს. -დაიკიდე რა! -დავიკიდებდი, რო არ ცეკვავდე. ვუთხარი ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე და მოვუკიდე. ჩემი და საბას ტრადიცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწეოდი ჯიბეში სანთებელა სულ მედო. ერთგავრი აკვიატება მქონდა. ბავშობაში ბიძაჩემს სულ ვბაძავდი, ერთი პერიოდი მეზღაურობაც მინდოდა მის გამო, სანამ არ გავიაზრე, რომ ეგ საქმე ჩემთვის არ იყო. სანთებელას ტარებაც მისი მემკვიდრეობაა. მას შემდეგ რაც მომატყუა, რომ არა მოწევისთვის, ისე, უბრალოდ, ფანრის გამო ეგდო ხოლმე ჯიბეში. მე კიდე რაღაცეებს ადვილად ვეჩვევი და რომ დავიწყე ამ სანთებელას ტარება მის გარეშე სიარული ვეღარ წარმომედგინა. არა და ჩემ სანთებლებს ფანრები არასდროს ქონიათ. მათ გამო პრობლემებიც ბევრჯერ შემქმნია. დედაჩემიც სულ მართმევდა ხოლმე მაგრამ, მეც ვდგებოდი და ახლებს ვყიდულობდი და მადლობა ბიძაჩემს ამ აკვიატებისთვის, რომელიც ვერც მერე შევწყვიტე როცა მივხვდი, რომ მის სახლში დარჩენილი სიგარეტის კოლოფები მის მეგობრებს კი არა მას ეკუთვნოდა.-ვეიპიც მაქვს თუ გინდა.-ამდენი მოსაწევით რატო დადიხარ?! მშობლის ტონით და სახით ვუთხარი და გავხედე  -კაი რა, ახალი წელია. კაია ჩემებს რო დაუახლოვდი. გაასწორებს მომავალში.-ჰოო.-ნაღდად არ მოწევ? -საბა!                                                               33 წლის შემდეგ20 თებერვალი-ელენეე, ნუ მირბიხარ რა. კიბეებზე დავეში ელენესთან ერთად, უცებ უკან შევბრუნდი და უკუსვლით გავაგძელე დერეფანში სიარული, რომ ელენესთან პირისპირ ვმდგარიყავი და ისე მელაპარაკა.-ხო და რაო ნაგერვაძემ?-რავი არაფერი, გენჯო და ლუკა ამოვიდნენ მერე. გენჯოსთან ძაან კარგად ვარ მარა, ეს ლუკა რაღაცნაირია, ვერაფრით ვერ დავუახლოვდი, მუდოა რა, ვთქვი, სახე დავმანჭე და წინ მივბრუნდი მაგრამ, ლამის წავიქეცი. ცხვირწინ ლუკა მედგა, ლუკა სურმანიძეს დავეჯახე. წელზე ხელი შემომხვია და დაცემისგან გადამარჩინა, მეც სადღაც იდაყვში წავავლე ხელი მის ქურთუკს და მაგრად ჩავეჭიდე. ზედმეტად ახლოს იყო, ხელს არ მიშვებდა და თვალებში მიყურებდა, მის სურნელს ვგრძნობდი, მისი სუნთქვა კანზე მელამუნებოდა და მწველი მზერა თვალებს მიბურღავდა. მისმა ასეთმა სახლოვემ დამძაბა და მუცელში სპაზმური ტკივილები ვიგრძენი.-უხასიათო და მუდო ხო?! მისგან თავი გავითავისუფლე და მყარად დავდექი.-სამი წელი რო ადმიანი შენ სასტავში ყველასთან მაგრაა და შენ ვერ გიახლოვდება ესეიგი შენშია პრობლემა!-კარგად ხარ? გამიკვირდა თემა ასე უცებ და ჩვეულებრივად, რომ შეცვალა.-ჰო. ვუთხარი თუ არა თავი დამიქნია და გვერდი ამიარა.-უხასიათო, მუდო! ვთქვი გაღიზიანებულმა და ელენეს ხელი მოვკიდე.-აწითლდი სოფი, თან ძაან.-რაა?! შევიცხადე და მაშინვე შუშაში შევიმოწმე სახე, -იდიოტი, აყლაყუდა! ჩავიჩურჩულე და გზა გავაგრძელე.                                                                                                           415 იანვარიშაბათი-ქორწილის თარიღი გადაწყვიტეთ? მანქანაში თემოს (ბიძაჩემს) გვერდით ვეჯექი და თან ვესაუბრებოდი. -დედაშენმა და მამაშენმა ერთი კვირით ჩამოვალთო, ერთ კვირაში, ამიტომ, როგორც ხვდები, კვირის ბოლოს გვაქვს რა ქორწილი. -კაიაა. სახლში მალე უნდა დავლაგდეთ, მაგათი ჩამოსვლისთვის ყველაფერი, რო მზად იყოს რა. -მზადაა ყველაფერი, თქვენი ნივთებია მარტო ამოსალაგებელი. მითხრა და მანქანა ახალი კორპუსის წინ გააჩერა.  ჩემები ამერიკაში იყვნენ, სამუშაოდ. (არა მექსიკით არ გადასულან, ისე, კანონიერად, ვიზით. რანაირად მოახერხეს არ მკითხოთ.) ჩვენ ახალ სახლში გადმოვდიოდით და ბიძაჩემი მალე ქორწინდებოდა. ბიძაჩემის ქორწილს ბავშვობიდან ველოდი. კაბას ჯერ კიდევ მაშინ ვარჩევდი როცა არვინ მოსწონდა, ქორწილზე საუბარი, რომ არ ყოფილიყო საერთოდ. -ამათ მე ავიტან, შენ ეს ყუთი წამოიღე, რო მოვა ავეჯის მანქანა და ამოდი კაი?-მიღებულია. ვუთხარი და სამხედრო სალმით დავემშვიდობე.      მანქანა მალე მოვიდა, მეც ლიფტის ჩიპი მივეცი და საბარგულისკენ ყუთის ასაღებად მივტრიალდი, როგორც კი ხელში ავიღე და უკან გამოვბრუნდი დაბნეულობისგან ყუთი ხელიდან დამივარდა და ლამის მეც ყუთს მივყევი. ჩემ უკან (თუ წინ) ლუკა იდგა, მის დანახვას საერთოდ არ ველოდი. იმდენად ახლოს მედგა ჩვენი მუხლები ერთმანეთს ეხებოდა და მის სასიამოვნო სურნელს ვგრძნობდი, რომელიც რატომღაც უკვე წლებია თავს მაკარგვინებდა და მაბრუებდა. -პრივეტ. მითხრა და უკან დაიხია, ჩემი ყუთით ხელში.-პრივეტ. დაბნეულობისგან და გაბრუებისგან უცებ გამოვერკვიე და მივესლმე. კისერი დამეჭიმა და მუცლის ტკივილი ვიგრძენი. არ ვიცოდი რა მჭირდა, ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი. -აქ გადმოდიხარ?-ჰოო. უფრო კონკრეტულად იქ. ვუთხარი და კედლის ნაცვლად შუშებზე მივუთითე, რადგან ჩემი ოთახის ერთი კედელი მთლიანად შუშა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კორპუსის ზედმეტად ახლოს ყოფნის გამო ხედად მეზობლის ოთახი მქონდა, რომლისკენაც ლუკამ გაიწვდინა ხელი. -იქ ვცხვრობ. მითხრა თუ არა მთელი სხეული უარესად დამეძაბა. ჯანდაბა! მისი კორპუსის წინ გადმოვედით, მისი სართულის პირდაპირ და მისი ფანჯრის წინ ჩემი ოთახი იყო, იმდენად ახლოს, რომ ხელი, რომ გამეწვდინა მისი ოთახის ფანჯარაში აღმოჩნდებოდა. -უნდა წავიდე. ვუთხარი თუ არა ყუთი მომაწოდა და მისი თითები ჩემსას შეეხო. ხელებსა და კისერში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი სახე როგორ ამიხურდა. მაშნვე სწრაფი ნაბიჯით გამოვედი და სადარბაზოს კარში შევედი. კარის დაკეტვამდე ისევ მას შევხედე, პირდაპირ თვალებში, იდგა და კმაყოფილი სახით მიყურებდა, თითქოს მოსწონდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და ჩემი წამებით ერთობოდა.     ეს ბიჭი არ მომწონს! გავიფიქრე და ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე.                                            5    საერთოდ ვგიჟდები ჩალაგება, ამოლაგება, დალაგებაზე. ახალ სახლში გადასვლაც ამიტომ უფრო გამიხარდა. თანაც პივზაოდზე გადმოსვლა არაჩვეულებრივი გადაწყვეტლება იყო, რაც უფრო მე მეკუთვნის. აქაურობა მიყვარს, ბევრი მოგონება მაქვს, თითქმის ყველა ჩემი მეგობარი აქ ცხოვრობს ან აქაურობასთან ძალიან ახლოს. სკოლა მხოლოდ ხუთი წუთის სავალზეა და ასე შემდე.    გუშინვე დავლაგდით რადგან , მხოლოდ ნივთები გვქონდა ამოსალაგებელი, მე კი ისე არ და ვერ დავიძინებდი, გუშინვე ყველაფერი, რომ არ ამომელაგებინა. ზარის ხმა შემომესმა, ტელეფონს გადავწვდი და მაღვიძარა მაშინვე გავთიშე. ვერ ვიტანდი მის ხმას, ყოველთვის შეშინებულს მაღვიძებდა. ტელეფონი გადავდე და საწოლში წამოვჯექი. ჩემი ოთახი ძალიან მომწონდა, ღია ვარდისფერი კედლები ჰქონდა და საკუთარი პატარა სააბაზანო, გარდერობიც იყო და ოთახში ტელევიზორიც ეკიდა. ირგვლივ ყველგან ჩემი და ჩემი სყავარელი ადამიანების ფოტოები, წიგნები და ნახატები იყო. დიდ საწოლში მარტოს მეძინა და დიდი სამუშაო მაგიდა მქონდა სამეცადინოდ. მთავარი ის იყო, რომ აქაურობა მარტო მე მეკუთვნდა, მხოლოდ ჩემი ოთახი იყო და სხვა არავისი. საწოლიდან წამოვდექი და სკლისთვის მოწესრიგება დავიწყე.                                             ***    მიყვარდა სკოლა, ხალხი რომელიც სკოლაში იყო, ოღონდ 40 წუთიანი გაკვეთილები და მასწავლებლები(ზოგის გამოკლებით) ნამდვილად არ მაქვს მხედველობაში. სკოლაში ყოველთვის ადრე მივდიოდი მაგრამ, დღეს მაგვიანდებოდა, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. -ნაგე დაგვიანებას ვერ ვიტან!  ნაგე, ნიკა ნაგერვაძის ზედმეტსახელი იყო. ლუკას, მამუკას, ვაჩეს, გენჯოს და კიდევ უამრავი პივზაოდელის და მათ შორის ჩემი ძმაკაციც.-კაი გთხოვ, ხუთი წუთიც, მოვა ლუკა და წავიდეთ. რაღაც ამ ბოლოს ეგ ლუკა ძალიან ხშირად მხვდება თვალში. გავიფიქრე თუ არა გამოჩნდა. North Face-ის დუტის ქურთუკი ეცვა და ბოლომდე ჰქონდა შეკრული. თმა შუბლზე ჩამოყროდა. ფართო ჯინსი ეცვა და შავი ჰუდის კაპიშონი თავზე წამოეფარებინა. პირში სიგარეტი მოუჩანდა. მოახლოებას არ ჩქარობდა, ჩვეულებრივად მოდიოდა. მოვიდა თუ არა ნაგერვაძე გადაკოცნა და ძალიან გამიკვირდა ჩემკენაც, რომ დაიხარა. არ ველოდი, მოულოდნელად დაიხარა და ოდნავ წვერმოზრდილი სახით ლოყაზე მიჩხვლიტა და თან, ტუჩის კუთხით შემეხო. დახრისას მისი სურნელი ისევ ვიგრძენი, მამაკაცური სუნი ჰქონდა, ნაცნობი, მაგრამ, ასე კონკრეტულად ვერაფერს შევადარებდი. მისი სუნი პირველად გავარჩიე, აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მომწონდა და მაბრუებდა. სხეული დამეძაბა, დამეჭიმა, უცებ თავი ზედმეტად არაკომფორტულად ვიგრძენი. არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, რა მეთქვა, საით გამეხედა. მუცელში სპაზმები ვიგრძენი მაგრამ, ამას მხოლოდ მაშინ ვფიქრობდი, ახლა, რომ ვფიქრობ, სპაზმი კი არა პეპლები იყო. ჰო, მუცელში პეპლები ვიგრძენი. მისი დანახვისას სულ ვიძაბებოდი, მის გარემოცვაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ლუკას წამერად ავხედე, ისიც მე მიყურებდა, მისი მზერა დავიჭირე და მაშინვე ნიკას გავხედე, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და სკოლისკენ მიმავალ ნიკას და ლუკას გავყევი. ჩემზე მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ, მათ შორის ვიდექი და უსიტყვოდ მივყვებოდი. დიდად არც ისინი ლაპარაკობდნენ. ლუკას და ნიკას სუნს სიგარეტის და სიცივის სუნი ერეოდა და  მომენტებში ჩემი სუნამოს და კრემის სუნსაც ვგრძნობდი.                                          ***-შეიძლება? ვიკითხე და კლასში ისე შევედი პასუხს აღარ დავლოდებივარ. მაშინვე ჩემს მერხთან დავჯექი და ბარბარეს გავხედე. -დღეს ანრის მშობლების გასაცნობად მივდივარ. თავი ძლივს შევიკავე, რომ სიხარულისგან არ წამომეკივლა. პირზე ხელები ავიფარე და ბარბარესკენ სწრაფად შევტრიალდი.-ეე, რა მაგარიაა! ანრი ბარბარეს შეყვარებულია, უკვე ერთი წელია და ურთიერთობას ისე სწრაფად ანვითარებენ, ყველაფერი მოასწრეს რისი მოსწრებაც შეიძლებოდა. -ჰოო, მარა ძაან ვნერვიულობ.-კაი დაიკიდე რა და ის იყავი ვინც ხარ, მსახიობობა არ დაიწყო! -კაიი, შენ რას აპირებ?- მე სახლში ჯდომას ვაპირებ, მთელი საღამო და მეცადინეობას.-სოფიიიი, პარასკევია! -ხო და შეგიძლია გვიან ამოხვიდე თუ მოიფიქრებ. ვუთხარი და გავუღიმე.                                          6           გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსს ველოდებოდი მასწავლებელთან წასასვლელად, თან ყურსასმენებში მუსიკებს ვუსმენდი. ოთხი ნომერი დავინახე თუ არა მაშინვე ავდექი და ჯიბეებში sCool card-ის ძებნა დავიწყე. ავტობუსი გაჩერდა და მეც ავედი. ამ ნომერში ყოველთვის ჭედვა იყო, არც დღევანდელი იყო გამონაკლისი. ძლივს ავედი და ბრბოს შუაში აღმოვჩნდი. ხელის ჩასაჭიდი არსად იყო, საერთთოდ თავს ადვილად ვიმაგრებ ხოლმე და ავტობუსშიც მიჩვეული ვარ ასეთ სიტუაცების, თუმცა ავტობუსი დაიძრა თუ არა მაშინვე წავბორძიკდი მაგრამ, არ წავქცეულვარ, რაც ჩემი დამსახურება ნამდვილად არ იყო. მოულოდნელად წელზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი, ვიღაც უკნიდან ძლიერად მიჭერდა. შევკრთი და მაშინვე უკან შევბრუნდი, მერე კი სანამ სახეს გავარჩევდი შავ კაპიშონში, ჯერ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, ჩემ წინ ლუკა იდგა. შუბლზე თმაჩამოყრილი, ერთი შეხედვით თითქოს მოუწესრიგებელი იყო მაგრამ, ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა. თმა აჩეჩვოდა, სახე ჩვეულებრივთან შედარებით ოდნავ გაფითრებული ქონდა, მის ძლიერ მკლავს წელზე მხვევდა, მეორე ხელით კი ავტობუსის ხელის ჩასაჭიდით იმაგრებდა თავს. მიხუტებული ვყავდი. ძალიან ახლოს იყო, ცოტაც და მისი ცხვირი ჩემსას შეეხებოდა. იდგა და მისი ყავისფერი თვალებით ჩემს ყავისფერ თვალებს უყურებდა. მკაცრი სახე ქონდა, და ზედ არანაირი გრძნობა და ფიქრი არ ეტყობოდა.-მადლობა. ვუთხარი და ტუჩებმოკუმულმა გავიღიმესავით. მოულოდნელად ისევ უკან შემაბრუნა, უსიტყვოდ, მკაცრი სახით, თუმცა ჩემთვის ხელი არ მოუშორებია, ისევ მიჭერდა თავისი ძლიერი მკლავით. რამდენიმე წამის წინ მეგონა, რომ ეს ბიჭი შეიცვალა და უხეში ქუჩის ბიჭიდან უცებ ჯენტლმენად გადაიქცა მაგრამ, ახლა ისევ ვიდექი, მის გულისცემას, სურნელს და წელზე შემოხვეულ ხელს ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა, ან მე რატომ ვიყავი ისევ მის მკლავებში.                                             7       კრემისფერი კაბა მეცვა, სამკუთხედი ამოღებული ყელით და გრძელი მოშვებული მკლავებით. ფორმა არ ქონდა, ბარძაყებამდე დაშვებული იყო და წელზე ყავისფერი კორსეტით მქონდა გამოყოფილი. ფეხზე მუხლს ზემოთ ყავისფერი ჩექმა მეცვა, წელამდე თმა გამეშალა და ოდნავ დამეტალღა. საბას დაბადების დღე იყო, ყველა ვიკრიბებოდით და გული მიგრძნობდა კარგადაც გავერთობოდით მაგრამ, რატომღაც მხოლოდ ლუკაზე ვფიქრობდი. მის თმაზე, სახეზე და იმ ხელებზე რამდენიმე დღის წინ ჩემ წელზე, რომ დაცურავდნენ. იმ დღის შემდეგ არც გვილაპარაკია, არც მივსალმებივარ, არც თვითონ მომსალმებია. ისევ ვერ ვხვდებოდი რის გაკეთებას ცდილობდა ან მისი საქციელი რას ნიშნავდა ან მე თვითონ რას ვაკეთებდი. ნებისმიერ სხვას წინააღმდეგობას გავუწევდი თუმცა, ლუკამ თითქოს რაღაც გამიკეთა თითქოს, თვალებში ჩახედვით დამაჰიპნოზა ან იმ სურნელით ტანზე და თმაზე რომ ასდიოდა ან ორივეთი ერთად, უკეთესი შედეგი, რომ ქონოდა.-სოფი შენს შესაძლებლობებს გვაჩვენებ? უკნიდან მოულოდნელად ლუკას(საბას ბიძაშვილის) ხმა გავიგე. მივბრუნდი და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე თან ქვემოდან ოდნავ დახუჭული თვალებით ავხედე.-რამეში ეჭვი გეპარება?!-მოდი. მითხრა და მანქანის გასაღები მესროლა. დავიჭირე, მანქანაში დავჯექი და დავქოქე. ლუკა გამომცდელად მიყურებდა, მეც მეტი რა მინდოდა. ამ გზაზე არც კამერები იყო, არც პოლიცია დადიოდა და საერთოდაც, ახალბედებისთვის და დრიფტისმოყვარულებისთვის ზედგამოჭრილი ადგლი იყო. გაზს სწრაფად დავაჭირე ფეხი და საჭეც წამში მოვაბრუნე, რომ მანქანა ცენტრში გამომეყვანა, მერე კი ისევ წამში გავასწორე. გაზისთვის ფეხი წამითაც არ ამიშვია. ლუკას სახიდან ღიმილი გაქრობოდა და ახლა უნდობლობა ეწერა.-სოფი მეეჭვება მაგდენი შესაძლებლობა გქონდეს. თქვა და თავი ოდნავ გადახარა. -ვნახოთ! ვუთხარი და გვერდულად ჩავიღიმე. სწორ გზაზე წინ მივიწევდი და მანქანის მოსაბრუნებლად ვემზადებოდი, რომ უკან მოვბრუნებულიყავი. -სოფი შეანელე მოსახვევია!-ვხედავ! ვთქვი და საჭე შემოვაბრუნე და ფეხი მუხრუწზე გადავიტანე. 120-ით მივდიოდი. დიდ მოსახვევში მანქანა მოსრიალდა და ორი ბრუნი გააკეთა. ფეხი ტორმუზზე გადავიტანე, ოდნავ შიში გამერია მაგრამ, არ ვიმჩნევდი. მანქანა გავასწორე და უკანა გზაზეც იმავე სიჩქარით წავედი. ბოლოს რესტორნის შესასვლეთან დავაპარკინგე და მანქნიდან კმაყოფილი სიცილით გადმოვედი. -არ არსებობს, საჭესთან აღარ დაგსვავმ! მითხრა ლუკამ და თან მანქნის შემოწმება დაიწყო. კარიდან სიცილით გიგი გამოვიდა ჩემთან მოვიდა და ხელი გადამხვია. -რა იყო, ესე ძაან შეგაშინა? სიცილით კითხა გიგიმ და თან უკან მიმაბრუნა შენობაში შესასვლელად. უცებ ზემოთ ავიხედე და აივანზე ლუკა დავინახე, გენჯოსთან ერთად იდგა, მოაჯირებს დაყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა, გენჯოც ეწეოდა და იცინოდა. მგონი სანამ შევიხედებოდი ლუკაც იცინოდა. ახლა სერიოზული სახით იდგა და დაწვრილებული სახით ჩამომყურებდა. მის მზერას პირდაპირ ტანში ვგრძნობდი, ჟრუანტელმა დამიარა და მუცლის ტკივილი ვიგრძენი. ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ზემოთ ავყურებდი. მის თვალებში ჩახედვისთანავე სიცილი სახეზე შემახმა და ავნერვიულდი. სიგარეტი ჩააქრო და მიბრუნდა, შენობაში შევიდა. მე კი ოდნავ გამეღიმა, გამიხარდა, რომ აქ იყო. არც კი ვიცოდი ეჭვი რატომ მეპარებოდა, რომ მოვიდოდა.                                          ***დარბაზში სამივე სიცილით შევედით, ბავშვებიც იცინოდნენ. -რა ხდება ლუკა, ხო კარგად გყავს მანქანა?-მანქანა კი, სოფის არ აწყენდა ფსიქიატრიულში მისვლა. თქვა და თან ჩემ წინ გენჯო წამოდგა და სკამი გამომიწია, მეც დავჯექი, გენჯოც გვერდით მომიჯდა. ლუკას გვერდით ვიჯექი, გენჯოს და ლუკას შორის. უცებ დავიბენი მგონი, პირველად არ ხდებოდა როცა გენჯო ესეთ რაღაცეებს გვიჩალიჩებდა.20 თებერვალი 2022 წელიყველანი გიგისთან ვიყავით შეკრებილები, თანაც ლუკაც აქ იყო და მისი გვერდით ყოფნა მძაბავდა თუმცა, ვერ ვხვდებოდი რატომ. ეს ბიჭი მიზიდავდა მაგრამ, მთელი სხეულით, გულით და გონებით ვაიგნორებდი. არ შემეძლო ამაზე ფიქრი, ყოველ შემთხვევაში ახლა. საბას დეა ყავდა წამოყვანილი, თავისი პატარა და, რომელსაც დაღლილობისგან ჩემ კალთაში ჩასძინებოდა. ვეხუტებოდი და კალთაში რბილად მეჯდა, რომ რაც შეიძლებოდა კომფორტულად ყოფილიყო. -აუ სოფი მე უნდა წავიდე დეა ცოდოა, გავიყვანო უნდა და დარჩები თუ წამოხვალ?-წამოვალ. თავი დავუქნიე და საბაც დეას ქურთუკის მოსატანად გავიდა.-სოფის რანაირად მიაცილებ ბავშვთან ერთად?-ტაქსით გავალთ, ჯერ სოფის დავტოვებ და მერე სახლში წავალ. უპასუხა საბამ გენჯოს კითხვას.-წადი შენ გაიყვანე დეა, იქეთ მივდივართ მე და ლუკა და გავაცილებთ. თქვა გენჯომ და ღიმილიანი სახით ლუკას ხელი გადახვია. ლუკასთან ერთად სიარული არ მინდოდა. გენჯოსთან ერთად ხო მაგრამ, ლუკა არა რა. საბას განწირული თვალებით გავხედე და თვალებით ვეუბნებოდი, რომ არ დავეტოვებინე. -ჩემით წავალ რა პრობლემაა. ვთქვი და ნაძალადევად გავიღიმე.-არა სოფი, შენით ვერ წახვალ, დილის ოთხი საათია! მითხრა საბამ. ახლა მზრუნველობაზე უარესს აკეთებდა მგრამ,რათქმაუნდა ვერ ხვდებოდა.-კაი რა სოფი, არ გვენდობი?! ნამუსზე ამაგდო გენჯომ.-არა ეგ რა შუაშიაა! მაშინვე შევიცხადე.-ხო და, გაგიყვანთ, მაინც იქეთ მივდივართ.-კაი. დავთანხმდი და მოკუმული ტუჩებით გავუღიმე.                                        ***  ლუკა მთელი გზა ჩუმად იყო, გენჯოს თუ გადაულაპარაკებდა ხოლმე რამეს, არც იღიმოდა თუმცა ვამჩნევდი, რომ ზოგჯერ ჩუმად ჩემკენ თვალს აპარებდა. არც ჩემი და გენჯოს სიცილზე და გართობაზე ჰქონდა რეაქცია.-საკმაოდ უჟმური ძმაკაცი გყავს. ვითომ სასხვათაშორისოდ გადავულაპარაკე გენჯოს ლუკას გასგონად.-თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე! მითხრა ლუკამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.-შენთან არც ვარ! ვუთხარი და გენჯოს გადავხედე იმის მოლოდინში, რომ რამით მაინც მანიშნებდა კი, ნამდვილად ეგრეაო.-ახალგაზრდებო! თქვა და ჩვენ შორის ჩადგა, თან ორივეს ხელკავი გამოგვდო -დამშვიდდით დაძაბულობა საჭირო არაა.    ორგანიზმში ყველაფერი მეწვოდა ბრაზისგან და სირცხვილისგან. რა მატლიკინებდა, რა მინდოდაა! არა, ასეთი პასუხებიც როგორ გამიბედა, გეგონება ძალით აკიდებული ქუჩის ძაღლი ვყოფილიყავი. მთელი გზა ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, ჩუმად მივდიოდით სიცივეში, სანამ სახლამდე არ მიმიყვანეს და არ დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ ვიყავი. უფრო სწორად, დარწმუნდა რადგან, მეეჭვებოდა ლუკა ჩემი ბედით დაინტერესებული ყოფილიყო.                                              ***ლუკას გვერდით ყოფნამ, თანაც ასე ახლოს, კიდევ უფრო დამძაბა. მაშინვე სასმელს გადავწვდი და სმა დავიწყე. -თქვენ ვერ მიხვდით და სოფი უკვე ხურდება. თქვა გიგიმ და ჭიქაში კიდევ იგივე დამისხა. არ ვიცოდი რა სასმელი იყო, არც გემო მეცნობოდა მაგრამ, კარგი დასალევი იყო და სანამ არ მივხვდი რა დონეზე მათრობდ,ა ზედმეტად ბევრის დალევა მომივიდა. ისე დავთვერი, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. კიბეებამდე მივედი ტუალეტში გასასვლელად, მერე ვიღაცამ ხელი შემაშველა და ხელში ამიყვანა. მე კი თავი მკერდზე უღონოდ დავადე,მოვდუნდი და ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. -ერთ დღესაც ამ სურნელის გამო შეიძლება სული გავყიდო.ისევ ის სურნელი. გავიფიქრე და გავითიშე.                                              8-მოვედიი. ვიყვირე სახლში შესვლისას და მისაღებში დამჯდარ ბებიაჩემს გავხედე.-გშია? -არაა, დღეს მეგობართან ვრჩები, კლასელთან, პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ.-სად ცხოვრობს?-ჩაქვში. -სოფიი...-არ მიკითხავს, ფაქტი გაგაცანი. ვუთხარი, გავუღიმე და ოთახში ავედი. ყველაფერი საწოლზე მივყარე და გარდერობში შევედი და საღამოს ჩასაცმელი ტანსაცმლის გადმოლაგება დავიწყე.-ჰელოუუ. მომესმა ხმა კარიდან.-მოდიი. ვუპასუხე და გარდერობის კართან ნიცა დავინახე.- ჩემი სიყვარულკი. გამოვედი და მაშინვე მთელი ძალით ჩავეხუტე. -რას შვები? -საღამოს გავდივარ და ტანსაცმელს ვარჩევ.-ჰმმ, აბა ვნახოთ. თქვა ნიცამ და ჩემი გარდერობის დათვალიერებას შეუდგა.-ამაზე რას იტყვი? შავი გრძელმკლავიანი, მოტკეცილი, ამოღებული, კორსეტის სტილის ზედა მომაწოდა და ფართო შავი ჯინსიც მოაყოლა. შემდეგ სამკაულების უჯრისკენ გადაინაცვლა და შეიჭმუხნა დიდი არჩევანი, რომ არ დახვდა. -ხო იცი ბეჭდების გარდა დიდად არაფერი მიყვარს.დავიწყე თავის მართლება.-კაი, დანარჩენს შენით აარჩევ.-ხო დაა რა ხდებოდა დღეს? ვკითხე და ჩაცმა დავიწყე. -რავი, მნიშვნელოვანი არაფერი. მითხრა და ტელეფონი მომაწოდა, რომელიც უხმო რეჟიმზე გადამერთო და საწოლზე მისი ვიბრირება ვერ შევნიშნე.-გისმენთ.-სოფი გიგი ვარ.-გიგი? გამიკვირდა. ბიჭები ნომერზე არასდროს მირეკავდნენ , სულ მწერდნენ გამონაკლისები მხოლოდ გენჯო და რათქმაუნდა საბა იყვნენ. -რამე მოხდა? გაკვირვებულმა ვკითხე.-საბამ დღევანდელზე დაგირეკა?-კი, კაი ხნის წინ გამაფრთხლა და დღესაც დამირეკა.-ანუ მოდიხარ ხო? აუ წამო რა უეჭველი გთხოვ.-ხოო, მოვდივარ. ხო მშვიდობაა? გულში ეჭვის ნაპერწკალმა გამკრა. -კი კი მშვიდობაა. კაი, წავიდე უნდა ეხლა და არ გადიფიქრო იცოდე!-კაი. ვუთხარი და ზარის გათიშვის ხმა გავიგე.-რა მოხდა, რა სახე გაქვს? მკითხა ნიცამ.-გიგი იყო.-ის გიგი?-ხო.-რა უნდოდა? ახლა ჩემი ემოციები ანის გამოესახა სახეზე.-წვეულებაზე უეჭველი წამოდიო.-ჰმმ, ხო არ მოწონხარ?-შეყვარებული ყავს ანი, ჩაჩუმდი.-ხო რავი, კაი წავედი მე, ქიმიაზე მაგვიანდება.-მიდი, ვუთხარი დაგადავეხვიე.  შვიდი საათისთვის უკვე მზად ვიყავი, ნიცას არჩეული ტანსაცმელი მეცვა და თმა უკან დამემაგრებინა, სუსტი მაკიაჟი გამეკეთებინა და ჩემი საყარელი სუნამოც მესხა. შავი ბათინკები და პალტო ჩავიცვი და ჩანთა ავიღე. უკვე საბოლოოდ მზად ვიყავი.                                              9-ერთ რამეზე შევთანხმდეთ.-გისმენ. ვუთხარი საბას და თან მანქანიდან გადმოვედი. საჭესთან რა ტქმა უნდა გენჯო იჯდა. მე და საბა ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლისები ვიყავით, გენჯო და პირამიდა ჩვიდმეტისები, გიგი, ნია, ამიკო და ლუკა კი უკვე ოცდაერთი წლისები იყვნენ.-არ თვრები!-არც ვაპირებდი. ვუთარი საბას და თან შეურაცხყოფილი სახით გავხედე. -გენჯო ნუ იცინი! ორივემ ერთად ვუთხარით და ხელებაწეული გენჯო უკან ჩამოვიტოვეთ. კარში შევედით თუ არა ელენას გადავეხვიე, გიგის შეყვარებულს.-რას შვები? -საბა ნახე, თვეებია შენ ჩამოსვლას ელოდება და მერე მნახე, თორემ გადაირევა. ვუთხარი და ღიმილით გამოვეცალე, პალტო გავიხადე, საკიდზე დავკიდე და საბას გავყევი უკან. ბიჭებისკენ წავიდა და მეც მივყევი. ყველას მივესალმე და მონატრებული ამიკოც ვნახე(რომელიც თბილისში ცხოვრობდა და საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა ბოლოს დიდ ხნიანი შუალედი გამოუვიდა.) მხოლოდ გიგი გვაკლდა. -ჩვენი გიგსონა სადაა? იკითა გენჯომ და ირგვლივ მიმოიხედა. გარშემო ჩვენ გარდა უამრავი ხალხი, ხმაური, ხმამაღალი მუსიკა,და არეულობა იყო როგორც ნამდვილ წვეულებას შეეფერებოდა. -ძაღლი ახსენეო, მოდის. თქვა ლუკამ (საბას ბიძაშვილმა) და ჩაიცინა.-მოვალ. გადავუჩურჩულე საბას და გიგისთან მისალმების შემდეგ აივანზე გავედი. ამ მხარეს სიბნელე იყო, სახლიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა მაგრამ, მაინც ბნელოდა. მუსიკის ხმაც თითქმის არ ისმოდა.მუსიკისგან და ხმაურისგან შორს, სიწყნარეში, თავი მშვიდად და სასიამოვნოდ ვიგძენი. ნიავი ქროდა და ირგვლივ სიწყნარე გამეფებულიყო. აივანი საკმაოდ, კი არა და ძალიან დიდი იყო. მოაჯირთან მივედი და ჩამოვეყრდენი და სახე ნიავს მივუშვირე.-ახლა შიგნით არ უნდა ერთობოდე? უეცრად მამაკაცის ხმაზე შევხტი, არ ველოდი და ძალიან შემეშინდა. მაშინვე უკან მოვბრუნდი და ოდნავ შევკივლე. -დამშვიდდი, მე ვარ. თქვა ნაცნობმა ხმამ და ტელეფონის ეკრანის სინათლით მისი სახე გაანაათა. არ შევმცდარვარ, ლუკა იყო, ლუკა სურმანიძე. -აქ რა გინდა? ვკითხე გაკვირვებულმა.-მე თუ შენ? შემომიბრუნა კითხვა. მხრები ავიჩეჩე და ისევ უკან მივბრუნდი. ნიავი სანაპიროდან მოდიოდა და ზღვის სურნელი და ხმაც თან მოჰქონდა.-მოწევ? მკითხა და კოლოფი გამომიწოდა.-არ ვეწევი.-მე უნდა მოვწიო, ხომ არ შეგაწუხებს?-მიჩვეული ვარ. ვუთხარი და მოაჯირზე ჩამოვჯექი. სანამ ის მოძებნიდა სანთებელას მე ამოღება დავასწარი და პირში გაჩრილი სიგარეტისკენ ავანთე. მოუკიდა, თავი მადლობის ნიშნად დამიქნია და ქვემოდან ამომხედა. ზედმეტად სექსუალური მზერა ქონდა, ისე ძალიანაც არ ბნელოდა ეგ, რომ ვერ დამენახა. -მოვწევ. ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. ხელი ჯიბისკენ წაიღო, რომ ჩემთვის ახალი ღერი მოეწოდებინა მაგრამ, გავაჩერე.-არა, მაგას მოვწევ. ვუთხარი და თავით და მზერით მის სიგარეტზე ვანიშნე, თან გვერდულად ოდნავ გავიღიმე. სიგარეტი მომაწოდა და თვითონაც გვერდულად ჩაიღიმა.-ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვე. -შენც. ვუთხარი და კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი. -ეს არ ვეწევი მთლად მართალი არ ყოფილა ხო?! მითხრა და თვითონაც ზურგით მიეყრდნო მოაჯირს. თავი მოატრიალა და ჩემი თვალიერება დაიწყო. მუცელში ისევ ტკივილი ვიგრძენი მაგრამ, არაფრის შემჩნევას არ ვაპირებდი. ფლირტით ზედმეტად ვიყავი გართული, თანაც ფლირტისას ადამიანის ნდობა არ გჭირდება. -ზოგჯერ ვეწევი. ძალიან იშიათად მაგრამ, მოწევა ვიცი. -გეტყობა.რომელი? ვკითხე და ამოვისუნთქე. სიგარეტი გამომართვა და ამჯერად თვითონ დაარტყა ნაპასი.-მოწევა, რომ იცი. ვინ გასწავლა?-საბამ. დიდი შრომის მერე ძლივს დავითანხმე.-ლუკამ თავი დამიქნია და უეცრად ზედმეტად მომიახლოვდა. ხელები წელზე მჭიდროდ მომიჭრა და მოაჯირიდან ჩამომსვა. მისი სურნელი ისევ ვიგრძენი, ზედმეტად ახლოს ვიყავი, ჩვენ ცხვირებს შორის ერთი სანტიმეტრი თუ იქნებოდა დაშორება. არველოდი მისგან ამ საქცელს, უცებ ძალიან დავიბენი და მგონი სახეზეც დამეტყო. ლუკას სახეზე კმაყოფილი, ნასიამოვნები ღიმილი გამოესახა, ჩემთვის ხელები ისევ არ გაეშვა. მის ამოსუნტქულ თბილ ჰაერს კანზე ვგრძნობდი. უცებ უკან დავიწიე და ოდნავ გავუღიმე. -სიგარეტისთვის მადლობა. ვუთხარი და სახლში შევბრუნდი.                                             10-კაი იყო პარასკევს? მკითხა ბარბარემ და თან ბუფეტში შევედით.-რავი კი. ჰმმ, სადაა შენი ბიჭი?-ნუცას მოყავს. თქვა და გაიცინა. მაშნვე კარისკენ გავიხედე, ნუცა ანრის ელაპარაკებოდა და თან ბარბარესკენ მოათრევდა. ანრის ზედმეტად მობეზრებული სახე ჰქონდა და წამიერად შემეცოდა კიდეც. -ერთი წყალი თუ შეიძლება. დახლიდან წყალი ავიღე და კარისკენ გავიხედე. თვალი მაშინვე მოვაშორე იქაურობას და გოგოებისკენ და ანრისკენ გავიხედე. -ჩვენ იქეთ დავდგებით. თქვა ანრიმ და ბარბარეს ხელი მოკიდა.-აბა რას შვებით? იკითა ელენემ და ანამ რომლებიც ახლახანს შემოგვერთებოდნენ.   უცებ გვერდულად გავიღიმე და გადავწყვიტე ჩემი ვარაუდები დამეტესტა. წყლის ბოთლს თავი უფრო მაგრად მოვუჭირე, იმის ნაცვლად, რომ გამეხსნა, გახსნის იმიტაციას ვაკეთებდი, თან შეწუხებული სახით ვიყურებოდი და რამდენიმე წამში ერთხელ ხელს ისე ვისრესდი ვითომ ძალიან მტკიოდა.-მომე გაგიხსნი. თქვა ანამ და ბოთლი ხელიდან გამომგლიჯა.-არ გაბედო! ვთქვი თუ არა ანამ და ელენემ ორი წამით გაკვირვებული სახეებით ამომხედეს. -მიღებულია. თქვა და თავსახურის დატრიალება არასწორი მხრით დაიწყო.-არ იხსნებაა! იყვირა ბოლო ხმაზე.-ჩშშშ!-ვითო ვხსნი, ვითო ვხსნი... ჩურჩულებდა და მოულოდნელად თავზე ლუკა წამოადგა. -პრივეტ. მითხრა თუ არა ანას ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე. ორ წამში ჩვენ ირგვლივ აღარც გამოშტერებული სახით მდგომი ელენე იდგა და აღარც ეშმაკურად მომღიმარი ანა.-პრივეტტ. სხვათაშორის გუშინდელი თეთრი პერანგი უფრო გიხდებოდა. ვუთხარი და თვალებში შევხედე. იმ თეთრ პერანგში მართლაც ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდა. -მომე. თქვა და ხელი გამომიწოდა. მეც დაბნეულმა დაუფიქრებლად, რეფლექსურად მივაწოდე წყლის ბოთლი და გახსნილი ბოთლის გამორთმევისას თავსახური თავიდან დავახურე. წყლის დალევას არ ვაპირებდი, არც კი ვიცი საერთოდ რატომ ვიყიდე.-მადლობა. ვუთხარი და თავი ოდნავ დავუქნიე. გავბრუნდი და ნაგერვაძისკენ წავედი. მაშინვე ჩავეხუტე. საერთოდ ჩახუტება ჩემი სიყვარულის ენაა. ყველას ვინც მიყვარს ხშირად ვეხუტები და ჩახუტებით ვესალმები მაგრამ, მთლად ყველასაც არა ბოლოს და ბლოს ყველას არ უყვარს ფიზიკური კონტაქტი. -შენ და ლუკას შორის რამეა და მე არ ვიცი?!-ჩემ და ლუკას შორის რამეა და მე არ ვიცი?! გაკირვებულმა შევუბრუნე კითხვა. ჩაიცინა და ხელი გადამხვია.-ერთი იცოდე, რომ მაგარი ქიმია გაქვთ და სხვათაშორის გუშინ აივანზე დაგინახეთ მაგრამ, მაშინვე გაგეცალეთ, რომ რამე ზედმეტი არ დამენახა. სახე მაშინვე შემეცვალა მაგარმ, წამში აღვიდგინე ძველებური სახე და გვერდში ვუჩქმიტე. საერთოდ არც ვიცოდი გუშინ ნიკაც, რომ იქ იყო.-დებილობებს ნუ ლაპარაკობ.-თუ რამე, მე აქ ვარ. მითხრა და უკან სვლით წავიდა. ხელი შუბლთან მიიტანა დამშვიდობების ნიშნად და შებრუნდა, რომ ნორმალურად სიარული გაეგრძელებინა.                                           ***-აბაა, რამის თქმა ხო არ გინდა?!-რასთან დაკავშირებით? გაკვირვებულმა გავხედე ბარბარეს.-ლუ...-ხო იცი რო ბაბნიკია! არ დაცადე სიტყვის დასრულება.-ჯერ ეს ერთიც, მეოთხეკლასიდან ვხედავ მაგ ბიჭს ქუჩაში, სკოლაში და თუ ოდესმე გოგოს კერავდა ეგრე არასდროს მოქცეულა, როგორც შენთან იქცევა. არც ეგეთი თვალებით უყურებდა ხოლმე და არც ეგეთი ქიმია ქონია ვინმესთან.-ვაიმეე, რას აიკვიატეთ ეს ქიმია შენ და ნაგერვაძემ. ქიმია არა ის კიდე.-ის რა?! ხო ხედავ, ნაგერვაძემ, მაგის ბავშობის ძმაკაცმაც კი გითხრა, მეტი რა გინდა?!-ბარბარე, კარგად იცი, რომ მარტო მაგას კი არა ვერავის ვერ და არ ვენდობი მაგ საკითხში. -ხო და ქაჯაიას დედაც, მაგის გამო ამდენი მაგარი ბიჭი რო გამაზე. -რამდენი მაგარი ბიჭი გავმაზე?! -რამდენიი?! რამდენი გქრაშავდა, ვინც ვიცით და ვინც არ ვიცით. რამდენი გწერდა, რამდენი პირდაპირ მოვიდა და აგიხსნა სიყარული! ყველაზე მაგრებს ჩამოგითვლი ეხლა, მაგალითად სანდრო ან იოანე, ბექა? რას ერჩოდი იმ ბიჭს?-კაიიი, დამშვიდდი! მე გავმაზე თუ შენ, რაიყო?!-არსად არ გადამეყაროს ეგ ქაჯაია, თორე შეიძლება ღერა-ღერა დავაცალო ის თმა შენი ამ დღეში ჩაგდებისთვის! თქვა ელიმ და ლამის თვალებიც დამთხარა სიბრაზისგან.                                           11-სოფი, მოიცა! სკოლიდან გამოსულმა ნაგერვაძის ხმა გავიგე. თითქმის ყველა უკან მოყვებოდა. -მოწევ? ინტერესით მკითხა, მე კი გაკვირვებულმა შევხედე.-ხო იცი რო არ ვეწევი!-ხოო?! ამჯერად ლუკას ხმა გავიგე-რატო მიგყავართ მოსაწევად?!-წამო რა და თუ გინდა არ მოწიო. ამჯერად მამუკა ჩაერთო საუბარში.-კაი რა წამო. თქვა ნაგერვაძემ და უცებ შემატრიალა იმ მიმართულებით საითაც უნდა წავსულიყავით.                                                                   ***-ცნობისთვის, მაგარ იდიოტობას ეწევით. ვუთხარი და იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი.-აბა არ ვეწევიო?! ნიშნის მოგებით გამომხედა ნიკამ.-ეგრე ამბობს და პარასკევს ნაპასს ნაპასზე არტყავდა. ახლა ლუკამ გამომხედა.   ამან ჩემზე და ჩემთან კომენტარების კეთება როდიდან დაიწყო?-სხვათაშორის არ ვიცოდი პარასკევს იქ თუ იყავით. ამოვიხედე და თვალი ყველას ერთიანად შევავლე, მზერა ლუკაზე გავაჩერე. რაღაცნაირად მიყურებდა, რაც აქ მოვედით თითქოს ჩემთვის მზერა არ მოუშრებია. ისე მიყურებდა როგორც „კილიან მერფი“ ,,ალესილი კეპებიდან.“ მისი გამჭოლი დაჟინებული მზერა გულ-მუცელს მთლიანად მიწვავდა თუმცა,გადავწყვიტე არ შემემჩნია, თვალი თვალში გავუყარე და მზერის გადატანას არ ვაპირებდი, იქნებ ასე მაინც შემშვებოდა თუმცა, არც ის აპირებდა დათმობას, გაჯიუტდა. თვალები მისი ტუჩებისკენ გამექცა და სანამ გავიაზრე სად ვიყურებოდი თვითონაც შეამჩნია, ოდნავ ჩაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. კიბეზე ვიჯექი, გვერდით მომიჯდა, სიგარეტის კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა, მერე ორი წამით შეათვალიერა და მე გამომიწოდა, თან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის მე მიყურებდა, მე მას და პარალელურად ბიჭების მწველ მზერას ვგრძნობდი. ზოგჯერ მამუკას ჩახველებაც ისმოდა სიგარეტი გამოვართვი და პატარა ნაპასი დავარტყი.-ნწ, ეგრე არ გამოვა. მითხრა და თან უკმაყოფილოდ გამომხედა. მეც ავდექი და რაც შემეძლო შევისუნთქე სიგარეტის კვამლი და დიდი ნაპასი დავარტყი.-აი ეს მესმის. მარა ვსო გულაობა. თქვა ნაგემ და ლუკას თვალებით ანიშნა სიგარეტი დაიბრუნეო. -მართალია, მეტი აღარ შეიძლება. თქვა და თვალი ჩამიკრა, თან სიგარეტი გამომართვა და იქვე კიბეზე ჩააქრო. -სახლში უნდა ავიდე, რეპეტიციაზე დამაგვიანდება. ვთქვი და წამოვდექი.-მიგაცილებ, მაინც მაქეთ მივდივარ. თქვა ლუკამ და თვითონაც წამოდგა. მაშნვე ვიგრძენი ბიჭების უცნაური ჩაღიმება და ერთმანეთისთვის თვალების ბრუნვა. მგონი ეს ბიჭი ჩემთან დაახლოებას ცდილობდა, რაც კარგი ნამდვილად არ იყო.                                           12     "ლუკა პოლარეს" კარი შევაღე თუ არა ბიცოლაჩემი დავინახე. ძალიან მომნატრებოდა. ჩემკენ ნინა გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ნინა ჩემი პატარა ბიძაშვილია. ხუთი წლისაა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაზრდილია. უფრო მეტად იმ დროიდან რაც ბათუმში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ნინას უკან ლეა მოჰყვა. ლეა ნინაზე ორი წლით უმცროსია და მას ბათუმში გადმოსვლის მერე მეტად დავუახლოვდი. მაგიდისკენ წავედი და მანოს გადავეხვიე. ღმერთო როგორ მახოვს მანოს და ზაზას ქორწილი. მთელი დღე კუდში დავსდევდი, მათ მანქანაშიც კი ვიჯექი და იმ დღიდან მათთან საერთო ფოტოც კი არ მაქვს. სახლში დაბრუნებულებს პირველ ღამეს შუაში ვეწექი, მანოს მშობლებთანაც ხშირად ვათევდი ღამეს და მოკლედ სულ მათ დავყვებოდი. მანოს გარე ორსულობისგამო ოპერაცია, რომ გაუკეთეს მე შიშისგან დილამდე ვტიროდი და საავადმყოფოდან წასვლა არ მინდოდა. ნინას დაბადებასაც მოუთმენლად ველოდებოდი. სკოლაში მყოფს მისი დაბადება, რომ მახარეს სიხარულისგან ავტირდი. სწორედ მაშინ ვიტირე სიხარულისგან პიველად. -ჭამე თორე დადნება. მანომ ჩემი გემოვნება და საერთოდ ყველაფერი ჩემზე ძალიან კარგად იცოდა. მათ შორის ისიც, რომ ნაყინს სულ ვჭამდი. შემეძლო დღეში შვიდი, რვა ან მეტიც კი მეჭამა და მუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმდა და ძალიან ციოდა, ჩემს გამო ნაყინი ბავშვებსაც აჭამა. ნინა შავი მოცხარის და ნუთელას ბურთულებს ჭამდა, ლეა ბიოშტოშს, მე კი წინ ჩემი საყვარელი გემო ფსტა მედო. -როდისაა ქორწილი?-სამ დღეში, დღეს ჩამოვლენ ჩემები და უნდა დავხვდეთ. -მაგიტო გააცდინე სკოლა?-ხო თორე ხო იცი, არ მიყვარს გაცდენა.-შენ საძმაკაცო სადაქოლოს სკოლაში ეგ ერთი დიდი პლიუსი აქვს, რომ მაგათ გამო სკოლას არ აცდენ ხოლმე. თქვა და გამიცინა. -დღეს მივდივარ კაბის გამოსატანად. -არ იტყვი როგორია.-არა, ყველა ქორწილში ნახავთ პირველად. -იმედებს არ გამიცრუებს ზუსტად ვიცი. მითხრა და თან თვალი ჩამიკრა. -შენ რას იცმევ? -აჰმმ, ამათ ხელში მე დავრჩი. ჯერ ზაზას ტანსაცმელი, მერე ბავშვების, გამოვიწერე რაღაც და ჩამოვა ამ დღეებში.      კოვზი ნაყინში ჩავდე, ღრმად ამოვისუნთქე და მანოს შევხედე. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც დიდის სათქმელად ვემზადებოდი და ინტერესიანი თვალები შემომაცეცა დრამის მოლოდინში.- მანოო, იცი, მგონი გიოს მერე ვიღაც მომეწონა. მოულოდნელობისგან მანოს ლუკმა გადასცდა და გაფითრებულმა და გაკვირვებულმა შემომხედა. მანო ჩემი მესაიდუმლე იყო. ყოველთის ყველაფერს ვუყვებოდი და მისგანაც ყოველთვის სწორ რეაქციას და რჩევებს ვიღებდი. -მერე?-ეს იმაზე უარესი ბაბნიკია. ვთქვი და ისევ ჩემი ცხოვრების ნამდვილს სიყვარულს დავუბრუნდი, ნაყინის უზარმაზარი ლუკმა გავიქანე პირში. -სიმპათიური კია, მარა ეგრე გიოც სიმპათიური იყო და ნახე რაც გამიკეთა. -ენდობი, ან თვითონ რას ფიქრობს, ვინაა?-ლუკა სურმანიძე. ტელეფონი გავხსენი და მანოს ლუკას ფოტო ვაჩვენე. -ოჰოო, მომწონს სასიძოდ. თქვა და ნაყინს მიუბრუნდა. -ნაგერვაძე და ბიჭები ხო იცი, მაგათთან ერთადაა რა მარა, მაგისგან ყოველთვის შორს ვიყავი ხოლმე. რაღაცნაირად იყო, თითქოს არც მიმჩნევდა. გენჯოსთან ისეა როგორც მე და ელი ვიყავით.-ეხლა გიმჩნევს?-ახლა „კილიან მერფიდ“გადაიქცა. -და შენ გრეისიდ გაქცია?-იმ პერიოდის გრეისად მისთვის რომ ამღერებდა და სასმელს უკვეთდა. -დაახლოებით გავიგე. წამიერად ჩაფიქრდა, თითქოს სივრცეში ჩაიკარგა და მერე ისვ მე მომიბრუნდა.-არა, კარგად გავიგე.-ენდობი?ხო იცი ურთიერთობაში მთავარი სიყვარულის მერე ნდობაა.-ვერა, მაგრამ იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე სხვებს მივენდობოდი ასეთ სიტუაციაში. -პატარა ტესტები უნდა ჩაუტარო. გაქრე, გამოჩნდე, თუ შეგამჩნევს ხოლმე. დეტალები მიაწოდე, ნახე თუ დაიმახსოვრებს. თვალი ისე ადევნე, რომ თვითონ ვერ მიხვდეს. თან ზუსტად ვიცი, რომ რამე არასწორად, რომ გააკეთოს საწყალ ბიჭს ცხოვრებას გაუმწარებ, ამიტომ მის გამო უფრო ვწუხვარ და ვნერვიულობ. -რას ვიზამთ.-ყავას ავიღებ და სანაპიროზე გავიაროთ ცოტახნით, ტალღები იქნება და ვიცი, რომ გიყვარს. მითხრა, თვალი ჩამიკრა და წამოდგა.                                            13    ტელეფონის ზარის ხმა მომესმა და მაშინვე ვუპასუხე. ლუკა რეკავდა, ოღონდ პირამიდა არა საბას ბიძაშვილი და საერთოდაც ამ მბოლოს ლუკამ და გიგიმ ზარებს მოუხშირეს.-ხო ლუკ. ვუპასუხე ტელეფონს და თან ოთახში ათასი ჩანთით შევედი რომლებიც მაშინვე საწოლზე მივყარე.-რაშვები სოფი? ჩემთან ვიკრიბებით დღეს და ამოხვალ?-აუუ, დღეს ჩემები ჩამოდიან და ვერა და საერთოდაც ეს ერთი კვირა შედარებით უნდა დამივიწყოთ.-ანუ ერთი კვირა ოკუპირებული ხარ?-ხო, დაახლოებით და ვინები იქნებით?-მე, საბა, გიგი, გენჯო, ლუკა ელენა და ამიკო უნდა გავაცილოთ. ლუკას სახელის გაგებისას იქ წასვლა უფრო მომინდა მაგრამ, ერთი კვირა უნდა მომეთმინა, თან ჩემები ძალიან მომენატრნენ და მათთან მეტი დროის გატარება მინდოდა. გარდერობიდან გამოვედი თუ არა ჩემს პირდაპირ ლუკა დავინახე.-უნდა წავიდე ლუკა,გაკოცე. ლუკას გავუთიშე და მაშინვე ფანჯარასთან მივედი.-გამარჯობა მოწევის პარტნიორო. შემომხედა და გამიცინა.-ხო არ მოწევ?-მომაწევინებ რო?-არა, ისეც ბევრი მოგივიდა ამ ბოლოს, არ მინდა გაფუჭებაში ხელი შეგიწყო. ამჯერად მე გამეცინა.-რატო არ იყავი სკოლაში?    ლუკამ ჩემი არ ყოფნა შეამჩნია? მისი დანახვისას რატომ არ ავნერვიულდი? მუცლის ტკივილს რატომ არ ვგრძნობ? მოიცა ჩემი არ ყოფნა შეამჩნია?-მოგენატრე ლუკკ?-დაგვაკლდი სასტავს. -რამდენიმე დღეში ბიძაჩემის ქორწილია და რაღაცეები მქონდა მოსაგვარებელი, თან ჩემები ჩამოდიან და უნდა დავხვდე. -მაგარია. კაია მონატრებულ მშობლებს, რო ნახავ. ისე ამ დღეებში ჩვენი ძველი უბნელის დის ქორწილიცაა და მანდ მივდივართ მთელი პივზაოდი.-მაგარიაა. უნდა წავიდე, გნახავ ხვალ. გავუღიმე და ფანჯარაში შემოვძვერი. უკან მიბრუნებულს შიშისგან გული გამისკდა და ბოლოხმაზე ვიკივლე. ჩემს უკან ნიცა იდგა. მის დანახვას არ ველოდებოდი, ის ჩემ კივილს არ ელოდებოდა და კივილში თითონაც ამყვა. -კარგად ხარ? ზურგსუკან ხმა მომესმა.-კი, კი. მივბრუნდი და ლუკას გავუღიმე, მერე კი ფანჯარა დავკეტე და ფარდები ჩამოვაფარე, თან ლუკას გაოცებულ სახეს ვუყურებდი. ერთი გაოცებული სახიდან მეორე გაოცებულ სახეზე გადავერთე.-ის ვინ იყო? ნაწყვეტებად იკითხა ნიცამ.-პირველი ბიჭი რომელსაც ქაჯაიას მერე ცოტა სხვანაირად შევხედე.-ოჰო, ანუ... წარბები აწია, მგონი თავბრუ დაეხვა მაშინვე იატაკზე, ჩემს უდიდეს და უფუმფულეს პუფში ჩავარდა. -კარგად ხარ?-მე არ უნდა მცოდნოდა?-დღეს გავიაზრე მგონი. მარა დაიკიდე, პატარა ქრაშია, მალე გადამივლის. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ნიცას სახე გაუნათდა და პუფიდან წივილით წამოვარდა. -ჩემ დაქალს ნდობა და სიყვარული უბრუნდება! რა მაგარია! წიოდა, თან იცინოდა და ხტუნავდა. ჩემკენ გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა. იმდენხანს და ისე მეხუტა ბოლოს ორივე საწოლზე დავვარდით.-ნიცა, თუ არ გამიშვებ მალე სუნთქვის უნარი დამეკარგება და აღარც ნდობა და აღარც სიყვარული არ დამჭირდება. -ვაიმეე, სოფიიიი, რა მაგარია! სახელი და გვარი მითხარი! თქვა და ჩემი საწერი მაგიდის სკამში მოიკალათა. ჩემი ლეპტოპი გახსნა facebook-ზე შევიდა და საძიებო ველი გახსნა. -ლუკა სურმანიძე. ვუთხარი თუ არა მაშინვე დასერჩა და მისი ფოტოების თვალიერება დაიწყო.-რა სიმპათიური სასიძო მყავს. ინფორმაცია! თქვა და ხელი ჰაერში დირიჟორივით გაიქნია. მე დაბნეული, თვალებგაფართოებული ვუყურებდი, თან რაღაცეების მოყოლა დავიწყე.-17 წლის, მეთორმეტე კლასელი. ნაგერვაძის და ბიჭების სასტავშია. საბას და ბიჭების სასტავშიცაა. პივზაოდელი გაჩთული ტიპია. კარგად სწავლობს. ეწევა, სვამს როგორც ყველა ბიჭი, მართვის მოწმობა აქვს და -კაი, ჩუ, მივხვდი დაახლოებით რა ტიპიცაა. რა კაია სოფი. ისევ ჩამეხუტა და ისევ საწოლზე დავეცით.-დღეს ქორწილის კაბა გამოვიტანე.უცებ შევუცვალე ნიცას თემა. აღარ მინდოდა ლუკაზე ამდენი მელაპარაკა როცა, მე თვითონ არ ვიცოდი ჩემთვის ვინ იყო, ან რა მაკავშირებდა მასთან.-არ მაჩვენებ?-გარდერობშია, მიდი და ნახე. ვუთხარი და მუცელზე დავწექი. -ხო დარჩები წინა ღამით ჩემთან? ერთად მოვემზადოთ, თან მე უფრო ბევრი საჭირო...-კაი დამშვიდდი, დავრჩები. თან ფანჯრის იქით ისეთი ბიჭი გყავს უნდა დაგაკერინო.მითხრა და თან თვალი ჩამიკრა. გავიცინე და ისევ ზურგზე დავწექი.-კაბა ძაან ლამაზიაა! ახალი კივილის ტალღა წამოვიდა და მოულოდნელობისგან შევხტი. -რამე დალიე? სიცილით ვკითხე.-არაა!-აბა მოწიე?-მე თუ შენ? რანაირად იცინიხარ? მითხრა და ნელ-ნელა ხარხარში ამყვა.                                                                 14-ჰა მოგენატრნენ? მკითხა ჩემ გვერდით მდგომმა თემომ.-რა სისულელეებს მეკითხები, რა თქმა უნდა.-გინდა, რო საბოლოოდ დაბრუნდნენ?-არა გმადლობთ, მეგობრების დაკარგვას არ ვჩქარობ. გაიცინა და თავით გამოსასვლელისკენ მანიშნა. დედაჩემი და მამაჩემი დავინახე და მათკენ გაქცევა მომინდა, თუმცა თავი შევიკავე და დაველოდე წყნარად როდის გამოვიდოდნენ. მათი დანახვისთანავე სახეზე ღიმილი გამომესახა და სხეულში სითბო ჩამეღვარა. აქამდე, მათ გარეშე ვგრძნობდი, რომ ვალდდებული ვიყავი საკუთარი თავისთვის მიმეხედა და სერიოზულად მოვქცეულიყავი ახლა კივიგრძენი, რომ შემეძლო შეცდომა დამეშვა რადგან ისინი გამოასწორებდნენ. მათ გვერდით თავი ისევ პატარა გოგოდ ვიგრძენი მაგრამ, ამ ჩემი თავისუფლების დათმობას დიდი ხნით მაინც არ ვაპირებდი. -ვინ არან სახლში? გადასვლა და დალაგება მოასწარით? იკითხა მანქანაში ჩემ გვერდით მჯდომმა დედაჩემმა.-კი, ყველაფერი მოვასწარით. მაგ სახლზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ვიყიდდით, სამუდამოდ მანდ ვიცხოვრებ. ვთქვი და სარკეში თემოს მზერა დავიჭირე. ცხადი იყო რაღაცას ეჭვობდა მითუმეტეს, რომ ახსოვდა, როგორ დავიწუწუნე როცა ოთახების ფანჯრების სიახლოვე შევნიშნე.-ყველა სახლშია. მანო, ზაზა, ბავშვები, დედათქვენები, ქეთა, შენი გოგოები, ბიჭები, მოკლედ დიდი სუფრაა რა გაშლილი. სიახლეები ამცნო თემომ ჩემებს.-რას შვებოდნენ ესენი ჩვენ არყოფნაში? იკითხა მამაჩემმა.-რავიცი აბა. ერთი ის ვიცი, რომ სოფია ისე პატრონობდა თავის თავს და შრომობდა, რო მასთან სიტყვა აღარ გვეთქმის არავის და ვერ გავაკონტროლებთ ვერანაირად.  აი მესმის ბიძა. გავიფიქრე და გემღიმა.                                                                   ***-რაშები დე? გაკვირვებულმა შევხედე სამზარეულოში მდგომ დედაჩემს. -მომენატრა თქვენთვის საუზმის გაკეთება და გიკეთებთ.-დე დაბალანსებულ კვ...-ვიცი დე. მოდი არ დაგაგვიანდეს. შვრიის ბლინები კეთდება ბანანით და კალორიებსაც ვითვლი. თქვა და გამიღიმა. გამიკვირდა დედაჩემს ადრე ადგომა ეზიზღებოდა, მეგონა გამოძინებისთვის კარგ შანსებს გამოიყენებდა. -აბა როგორ მიდის სკოლაში საქმე?-ჩვეულებრივად, რვები, ცხრები.-ათები არ წამოგცდეს.-რასაჭიროა! ვთქვი და თან ბლინი ჩავკბიჩე.-მეობრები?-ხო იცი, რო უამრავ ბიჭთნ ვმეგბრობ. დარწმუნებული ვარ ისიც იცი...-არ გააგრძელო! ორივემ თავი მოვიკატუნოთ ვითომ არ ვიცი. თქვა და გამიღიმა.ლუკა:ვაგვიანებთ? მესიჯს, რომ დავხედე გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა.რას ნიშნავს ვაგვიანებთ? რა იცის სად ვარ? ან საერთოდ რატომ მწერს?-უნდა გავიდე დე. ვუთარი და ლოყაზე ნაჩქარევად ვაკოცე.-ვითომ არ დამინახავს! მომაძახა კარებში. გავუცინე და მაშინვე კიბეებზე დავეშვი.                                                              ***-შენ აქ საიდან? ვკითხე გაკვირვებულმა ლუკას.-თუ დაგავიწყდა, ამ სადარბაზოში ვცხოვრობ და ახლა სკოლაში მივდივარ იმ გზით რომლითაც შენ რადგან, ერთი გზა გვაქვს გასავლელი იმიტომ, რომ-ერთ სკოლაში ვსწავლობთ და თან მეზობლები ვართ. დავამთავრე წინადადება მის ნაცვლად.-რადგან არ ეწევი და მეც არ მინდა გაგაფუჭო, იქნებ სადმე შედარებით ჯანსაღ გარემოში გაგვევლო?-ხო იცი, რომ ჩემები ახლა ჩამოვიდნენ და არ შემიძლია.უცებ ტელეფონის ვიბრაცია ვიგძენი და შეტყობინება გავხსენი.დედა:საღამოს გასვლა გვაქვს სანათესაოში. მეცოდები, შეგიძლია დარჩე მაგრამ, ხვალ ანასტასიასთან აუცილებლად უნდა წამოხვიდე. - ამ წამს აღმოჩნდა, რომ შემიძლია. რეპეტიციას შვიდზე ვამთავრებ, თუ გინდა გაოფლილი, აწითლებული, სახეწაშლილი და განადგურებული სოფია ნახო შეგიძლია გამომიარო.-ძალიან კარგი. შენი იდეალური ვერსიები უკვე ვნახე. ვფიქრობ დროა ცოტა სხვანაირ ფორმატშიც გნახო. ჩემი გაცნობა ასე ძალიან რატომ გინდა ლუკა?-ხო და, დაგელოდები. ვუთხარი და სკოლაში შევაბიჯე.                                                                 15-ხო არ გარეკე?! პირველივე დასვენებაზე წივილით მომვარდნენ ხიმშიაშვილი, ლიზი და ბარბარე.-რა მოხდა? გაკვირვებულმა შევიცხადე. -დღეს დილით ვისთან ერთად მოხვედი სკოლაში? -ლუკა სურმანიძესთან ერთად.-სოფიიი, სკოლაში ყველაზე მაგარი ბიჭი ააგდე!-თქვენ ხო არ აფრენთ, მეგობარია გოგო!  ვერ ვხვდებოდი საიდან მოიტანეს, რომ ლუკა „ავაგდე“. თუ უბრალოდ მეზობელთან ერთად სკოლაში მოსვლას ამხელა ამბები მოჰყვება წარმომიდგენია მართლა რამე, რომ გვქონდეს რა იქნება.- ჰოო?-წყალს ვიყიდი. ვთქვი ბუფეტში შემოსული ლუკა დავინახე თუ არა და დახლთან მივედი, მერე ბიჭებთან და ყველას სათითაოდ მივესალმე. ლუკამ გამომხედა და წყლის ბოთლისკენ ხელი გამომიწოდა ისე, რომ თავსახურისთვის ხელის მოკიდებაც არ მაცადა. მეც ისევ რეფლექსურად გავუწოდე ბოთლი, თან პარალელურად ბიჭების და იქეთ ჩემი გოგოების მწველ მზერას ვგრძნობდი. თითქოს გონებაში ყველას რომანტული ფიქრები უტრიალებდა.-ყველა აქეთ რატო იხედება და ჩურჩულებს? ვიკითხე გაკვირვებულმა.-რა გეგონათ დილას ერთად, რომ მოხვედით? უკვე ჭორები აგორდა. მთელი სკოლა თქვენზე ლაპარაობს და ხალხი ერთმანეთს ენიძლავება, რო ერთად ხართ. აზარტულად გვახარა ნაგერვაძემ.-იმაზე დავდე, რო მომავალში ერთად იქნებით და აბა თქვენ იცით. თვალი ჩაგვიკრა მამუკამ და თან გაიცინა. -რამდენ გოგოს და ბიჭს დასწყდა გული და რამდენი ეცდება თქვენს დაშორებას. ეჰჰ სამსახიობო ნიჭი გამოავლინა ვაჩემ.-უმრავლესობა თავს იმხნევებს, რომ ერთად არ ხართ და იცოდეთ. საუბარში ისევ ნაგე ჩაერთო. პირღია ვიდექი და თვალებგაფართოებული ვუყურებდი და ვუსმენდი ბიჭებს.-უბრალოდ დილას სკოლაში ერთად მოვედით. ლამის დამარცვლით ვთქვი.-ეგ ყოფნით. თქვა ლუკამ რომელსაც სახეზე სრული უდარდელობა გამოხატვოდა. დიდად არც მე მაღელვებდა პირიქით, შეიძლება ითქვას ყურადღების ცენტრში ყოფნა მომწონდა კიდეც უბრალოდ, ბუზის სპილოდ გადაქცევა ასე მოკლე დროში ძალიან მაკვირვებდა. ხელები მაღლა ავწიე და იქაურობას გამოვეცალე. მაშინვე კლასში ავედი მაგრამ, იქ უარესი სიტუაცია დამხვდა.-შენ და სურო მართლა ერთად ხართ? მკითხა ნუმანიშვლმა.  რამდენი ზედმეტსახელი აქვს ამ ბიჭს რაამბავია.-ერთად ხართ? გაკვირვებული მოვარდა კახაძე.-შენ და სურმანიძე ხართ ერთად? სოლომონი და ნემსაძე შეემატნენ მათ რიგებს.-რა ერთად, დამშვიდდით! ყველას დამშვიდება სცადა დავითაძემ.   მიყვარხარ ანანო. გავიფიქრე და ანანოს ავხედე.-უბრალოდ გზაში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით და სკოლაში ერთად მოვედით. ვერ ხართ?-ოო, შეეშვით. კლასში შემოვარდნილმა ბარბარემ ბიჭებისგან მიხსნა და კლასიდან გამიყვანა.-არა და უკვე გართობას ვიწყებდი იმათ სახეებზე. -რა გართობას ერთი, წამო მეორეზე. თქვა და მეორე სართულის კარში შემიყვანა და მგონი მანდ შევცდით. თითქმის ყველა ცუდად მიყურებდა. ზოგი შურით, ზოგი გულდაწყვეტით, ზოგი გაბრაზებით, ზოგი მაშინვე ჩურჩულს იწყებდა. ლუკასთან კი, უარესები ხდებოდა. როგორც ჩანს თითქმის მთელი მეორე სართული შემოხვეოდა გარს და ცდილობდნენ მისთვის რაიმე ინფორმაცია გამოეძალათ.-გადავარჩინოთ? იკითხა ბარბარემ და გამომხედა.-აამ, არ ღირს. ვთქვი და უკან გამოვბრუნდით. -იცი რა მაინტერესებს?-რატომ და რანაირად ატყდა ამხელა ამბავი?-ხო.-წლებია თქვენზე ლაპარაკობენ სოფი, ერთხელ მაინც თქვენთვის თვალის შევლება და თქვენი მზერების დანახვა საკმარისი იყო, რომ ადამიანს სულ მცირე ეჭვი გასჩენოდა.-ჩვენ შორის არაფერი არ ხდებოდა.-თქვენ შორის შეიძლება არა, მაგრამ თქვენს გულებში აშკარად იყო რაღაც.-ნუ ბოდავ! ვუთხარი ბარბარეს და გავეცალე.  ნუთუ მართლა შესაძლებელია, ადამიანი ამდენი ხნის განავლობეში შენ მიმართ რამეს გრძნობდეს და ვერაფერს მიხვდე, ვერც კი იეჭვო. ან თვითნ გრძნობდე რამეს და ვერაფერს მიხვდე, ან იმდენად წარმატებით ატყუებდე საკუთარ თავს, რომ... არა, არა, არ მინდა ამ საკითხზე კიდევ ერთი წამის დაკარგვაც კი!                                                                ***-სოფია! დამიძახა დამრიგებელმა.-დიახ მას, გისმენთ.-მეთორმეტე ა-ში მაქვს გაკვეთილი და იქ ამოდი ზარი, რომ დაირეკება, მჭირდები რაღაც საქმე მაქვს -კარგით მას. ვუთხარი და იქაურობას გავეცალე.  მოიცა რომელ მეთორმეტეშიო? მეთორმეტე ა-ში შესვლა ადვილი არ იყო, მითუმეტეს დღევანდელი ამბების შემდეგ. დარწმუნებული ვიყავი ყველა ყველანაირ დებილობას ფიქრობდა.-ჯანდაბა. ჩავიჩურჩულე და ზარის დარეკვისას კლასში წასვლის ნაცვლად ბუფეტში შევედი.                                                               ***ღრმად ჩავისუნთქე, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ შევძლებდი, გამომივიდოდა და იმ კლასში შესვლა სადაც ყველას ვიცნობდი და ნახევარი ჩემ სამეგობროს წარმოადგენდა რთული არ იქნებოდა. კარზე დავაკაკუნე და შევაღე. შევედი თუ არა სტვენა ჩემი სახელის ძახილი და ოვაციები მომესმა (აქ ცოტას ვაზვიადებ) რაც რა თქმა უნდა ბიჭებისგან მოდიოდა. „გმადლობთ.“ გავიფიქრე და მასწავლებლისკენ წავედი. მაშინვე ლეპტოპი გახსნა და უზარმაზარი ცხრილი მაჩვენა. შემდეგ თაბახი გამომიწოდა სადაც იგივე ცხრილი იყო, ოღონდ შევსებული.-ამ თაბახიდან ლეპტოპში უნდა გადაიტანო უბრალოდ. მეტი არაფერი. მითხრა და ამომხედა. თავი დავუქნიე და ხელით ბოლო მერხზე მანიშნა, იქ დაჯექიო.-ქიმიის გაკვეთილზე ჯდომას ჯობია მას. ვუპასუხე და ლეპტოპი ავიღე. მის მითითებულ ადგილას, პირდაპირ ლუკას გვერდით დავჯექი.-დავიჯერო მასწავლებელიც სკოლაში აგორებულ ჭორებს ყვება? ჩურჩულით მითხრა ჩემ გვერდით მყოფმა ლუკამ.-არაა გამორიცხული. ამას თქვენი კლასის ნებისმიერ მოსწავლესაც გააკეთებინებდა, შენც კი. ვუთხარი და გვერდიდან ავხედე.-დებილს ვგავარ? შეურაცხყოფილმა გამომხედა ლუკამ.-ხო იცი ესეთ მომენტებში ათოსნებს ანიჭებენ უპირატესობას და არა ოთხოსნებს.-ჩემი ნიშნები საიდან იცი?-რაიყო, უფრო მაღლები გყავს?ყალბი გაკვირვებით წამიერად შევხედე და ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი. ნაგერვაძემ სკამი უკან მოწია და ზურგით ჩვენსკენ გადმოიხარა.-რას დაიქოქეთ, აბა არ ვართ ერთადო?-არ ვართ ერთად. სწრაფად ვუპასუხეთ მე და ლუკამ. უკვე ცოტა გამაღიზიანებელი იყო ეს ყველაფერი.-რავიცი დამჯდარი არ იყავი დაიწყეთ ლაპარაკი და აღარ გაჩუმდით.-ნაგერვაძე გასწორდი! შემოსძახა ნიკას მასწავლებელმა და ისიც მაშინვე თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. რამდენიმე წამში კლავიატურაზე ასოების აკრეფას ვეღარ ვახერხებდი. ლუკას სურნელს ზედმეტად მძფრად აღვიქვამდი. მისი სუნთქვის ხმაც კი მესმოდა. მისი თმის სურნელიც აღწევდა ჩემამდე და თითქოს მთელი სხეული მითრთოდა, მთელ ტანში სიცივემ დამიარა და რამდენჯერაც მის სურნელს შევისუნთქავდი ან მისი ამოსუნთქული ჰაერი ჩემ კანს მოხვდებოდა, იმდენჯერ მთელ ტანში ჟრუანტელი დამივლიდა და ოდნავ გამათრთოლებდა.-გცივა? მკითხა და თან მისი სუნთქვა ყურთან მომეალერსა.-ჰო. ვერაფერი, რომ ვერ მოვიფიქრე თავის გასამართლებლად დავთანხმდი. თავისი ქურთუკის გახდა დაიწყო. იმ ქურთუკის რმელსაც არასდროს იხდიდა სკოლაში, ყოველთვის ეცვა. ახლა კი იხდიდა, რომ ჩემთის მოეხურებინა.-არ გინდა.-ჩაიცვი.მითხრა და ქურთუკი მომაწოდა. ქურთუკი ისე ჩავიცვი მისკენ არც გამიხედავს. თავი ოდნავ დახრილი მქონდა და ღია ტუჩებით ღრმად ვსუნთქავდი, თან მის სურნელს შევიგრძნობდი, ქრთუკის დახმარებით ახლა უფრო მძაფრად, უფრო ახლოდან. ზარი დაირეკა თუ არა ავდექი, მასწავლებელს დასრულებული საქმე დავუტოვე და ტუალეტისკენ ისე გავიქეცი უკან არც მომიხედავს. ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა. ორი წუთით განმარტოება და დამშვიდება მესაჭიროებოდა. ლუკას სურნელი თითქოს გამეზეპირებინა, არ მშორდებოდა, ისევ ვგრძნობდი, თან ზედმეტად ახლოდან, ზედმეტად მძაფრად. კლასამდე თავის მშვიდებით მივაღწიე, ისევ ლუკას სურნელი დამდევდა თან. კლასში შევედი თუ არა ყველას გაკვირვებული მზერა ვიგრძენი რომლებიც ჩემკენ იყო მომართული. დავიბენი მაგრამ, ჩემ მერხთან დავჯექი და სიტუაციაში გარკვევა ვცადე. -რამე მჭირს? ვკითხე ბარბარეს-არაა, არაფერი. უბრალოდ სურმანიძის ქურთუკი გაცვია.-ჯანდაბა. ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.  უნდა დამეტოვებინა მაგრამ, მის გვერდით იმდენად დავკარგე თავი, რომ საერთოდ დამავიწყდა, რომ მეცვა.-ჯობია დასვენებაზე მალე გახვიდე თორემ, ამათ რა მოუსმენს. მე ჩავინიშნავ დავალებებს შენ სწრაფად გადი.-მადლობა. ვუთხარი ბარბარეს და ლოყაზე ვაკოცე. ‎                                                                 16-საბა? გაკვირვებულმა გავხედე საბას რომლის დანახვასაც სკოლის წინ ახლა არ ველოდი. მაშინვე მისკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე.-15 წუთით გავიაროთ საქმე მაქვს. -რამე მოხდა? გაოგნებულმა და შეშინებულმა ვკითხე.-არაფერი, ცოტა ვილაპარაკოთ. მითხრა და შოკოლადი მომაწოდა. -მადლობა. გავუღიმე და გამოვართვი. ტიპიური საბა, დაკვირვებული და მზრუნველი. საბასთან უცებ მთელი ჩემი საძმაკაცო შეიკრიბა. ნაგერვაძე, ლუკა, დიმა და დანარჩენებიც რომელთაგან ზოგს არც ვიცნობდი მიესალმნენ და რამდენიმე წამში გაგვეცალნენ, მხლოდ ლუკამ გამოგვაყოლა მზერა. -სოფი, რაღაცეები გავიგე.  რამე დავაშავე და არ ვიცი?-მაგალითად?-რამე ხო არ გაქვს ჩემთვის სათქმელი? თან ვსაუბრობდით და თან ჩემი სახლისკენ მივდიოდით.  მთელი ძალა მოვიკრიბე, უცებ ყველაფერი დავაიგნორე და სიტყვები გულიდან ამოვუშვი.-მგონი ლუკა მომწონს, კი არა და მიყვარს. ვუთხარი და თავჩახრილს თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. -რა გატირებს გოგო, დებილი ხო არ ხარ? მითხრა შეშინებულმა და დაბნეულმა.-არ ვიცი. ვუპასუხე და სიცილზე გადავედი.-ვაიმეე, ჩემი დებილი. მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა. -ერთი იცოდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმაკაცია, ოდნავ მაინც თუ გაწყენინებს და რამეს არასწორად იზავს გავხევ ცემაში.  გამეცინა. მესიამოვნა საბას სიტყვები ვიგრძენი, რომ გვერდით ადამიანი მყავდა რომელიც დამიცავდა და ჩემ გვერდით იქნებოდა.-რეპეტიცია მაქ ხო იცი.-მიდი მიდი და დამირეკე საღამოს უეჭველი.-ისაა, ლუკამ უნდა გამომიაროს. ვუთარი თუ არა სახეზე გაკვირვება და გაოცება გამოესახა.-ჰოო. თქვა და გამიღიმა.                                                            ***     სარკეში ჩავიხედე, სახე სულ ამწითლებოდა, საშინლად ოფლიანი ვიყავი და ძლივს ვსუნთქვადი. საშინლად მცხელოდა, სველი ტანსაცმელი ტანზე მეკვროდა. ტანსაცმელი გავიხადე და ტანი პირსახოცით გავიწმინდე. მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი და თმა გავიშალე, დავივარცხნე,პირსახოცით ოდნავ გავიშრე და თავიდან შევიკარი. ცოტა დეოდორანტი და სუნამო დავისხი და მთელი ბოთლი წყალი დავლიე. ოთხ საათიანი რეპეტიციის შემდეგ კიდევ კარგად ვიყავი. ტუალეტში გავედი და ხელ-პირი დავიბანე. უკან დაბრუნებულმა სარკეში საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ჩანთა და პალტო ავიღე. გარეთ გამოსულმა ლუკა დავინახე მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა თან მე მიყურებდა ამ ბიჭის გამოხედვაში იყო რრაც სხვანაირი ისეთი რაც ერდოულად მაღელვებდა მაფორიაქებდა მაგრამ თან თავს დაცულად მაგრძნობინებდა. -რას შვები? მითხრა და ჩემ გადასაკოცნად დაიხარა მაგრამ, თავი უკან გავწიე. -საშინლად ოფლიანი ვა.. წინადადების დასრულება არ მაცადა, ჩემკენ უფრო გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.-მკიდია. მითხრა და თავი გვერდულად უკან გადახარა, მერე მანქანის კარი გამომიღო და ჯენტლმენივით მოქცევა გადაწყვიტა.-გთხოვთ მითხრა და ხელით კარისკენ მანიშნა. გამეცინა და მანქანაში ჩავჯექი. -აბა სად წავიდეთ?-გამოვიყენო სუსტი სქესის პრივილეგია?დაჭყანვით ვუთხარი და თან გავხედე.-ვაიი, არ მეგონა სექსისტი თუ იყავი! ყალბად შეიცხადა და ირონიაში მომბაძა. გავიცინე და მკლავზე ვუჩქმიტე.-აიი, მიიღე.-მერე იტყვის სუსქი სქესიო, არა და მკლავი დამილურჯა.-ლუკაა, გეყოს! სიცილით ვუთხარი -კაი, კაი, არ გშია?-ძაალიან. ვუთხარი და თან თავი გადავაქნიე.-იცი რა, მანქანაში გემრიელობების ჭამაზე რა აზრის ხარ?-მშიერი, დაღლილი და საშინლად გამოწყობილი ამბივეტისთვის არაჩვეულებრივი შეთავაზებაა. ვუთხარი კმაყოფილებით სავსემ. -მაშინ, ძლიერი სქესის პრივილეგიას გამოვიყენებ და დანარჩენებს მე ავარჩევ. -კაი. ვუთხარი სიცილით და სანამ მანქანას ქოქავდა ღვედი შევიკარი.-ფანჯარა, რომ ჩამოვწიო არ შეგცივდება? ვკითხე ლუკას და თან გავხედე მან კი თავისი სახე და თვალები შემაგება და დაჟინებით დამაკვირდა(კიდევ კარგი, რომ მანქანა დაძრული არ ყავდა).  წამიერად რაღაც ვიგრძენი, სახე შემეცვალა, მისი სახე ჩემსას უახლოვდებოდა მის სურნელს ვგრძნობდი, იმ სურნელს რომელიც თავბრუს ასე მახვევდა. აზროვნების უნარი წამერთვა და ჩემი სხეული ინსტიქტურად მოქმედებდა. ტუჩები ოდნავ გავხსენი რადგან სუნთქვა ძალიან გამიჭირდა, გული გამალებით მიცემდა, თვალებს ვეღარ ვუსწორებდი ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თავი გავაბრუნე. ფანჯარა ისე ჩამოვწიე კითხვაზე პასუხს აღარ დავლოდებივარ.- წავედით?-ჰოო. მითხრა და მანქანა დაქოქა.                                                              17შეშინებულმა გავიღვიძე და საწოლში კივილით წამოვჯექი. უკვე რამდენჯერმე განმეორებულიყო ეს სცენარი. სიბნელეში საწოლში წამომჯდარი სოფი რომელიც, სულ გაოფლილია და სუნთქვას ძლივს ახერხებს. ხმაურიანად სუნთქავს და თვალებიდან გაუცნობიერებლად ცრემლები მოსდის. საშინელი კოშმარიდან გამოღვიძებულს ძილის შებრუნება მეშინოდა ამიტომ, სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან და კანკალით შევედი სააბაზანოში. რამდენიმე წუთი სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს ვაკვრდებოდი, ვაწყნარებდი, ვამშვდებდი და ვცდილობდი გამერკვია რა ჯანდაბა ხდებოდა და რა ჯანდაბა მჭირდა. მერე ჭიქით ცივ წყალს ვსვავდი და ბოლოს, ცხელი შხაპის მისაღებად და განსატვირთად აბაზანაში ვწვებოდი. უკვე რამდენჯერმე დამესიზმრა, რომ ლუკას შეყვარებული ვიყავი, რომ ბოლომდე ვენდობოდი და მასში დარწმუნბეული ვიყავი, ბოლოს კი ყოველთვს ერთნაირად მთავრდებოდა. ბიჭებთან ერთად იდგა და ჩემზე ღადაობდა. არ ვიცოდი ასე რატომ ხდებოდა, ან ლუკაზე რატომ ვფიქრობდი, ან ბიჭებზე. ვერ ვხვდებოდი ჩემ ქვეცნობიერს ჩემთვის რისი მინიშნება უნდოდა მაგრამ, ცხადი იყო, რომ სამი წლის წინანდელი ტრამვა დღემდე ჩემში ცხოვრობდა და ბედნიერების საშუალებას არ მაძლევდა. ყოველთვის შიშით და უნდობლობით მავსებდა, ყოველთვის კედელივით იდგა ჩემი და სხვა ადამიანების, განსაკუთრებით ბიჭების ურთიერთობებს შორის.                                                              18-არა, ეგენი არ იყიდო! ყვავლების არჩევა საერთოდ არ იცი. ვსაყვედურობდი ბიძაჩემს და თან ყვავილებს ვათვალიერებდი. დღეს მის საცოლესთან, ანასტასიასთან მივდიოდით, რომ დედაჩემს და მამაჩემს პირადად გაეცნოთ. ანასტასიას იშვიათად ვნახულობდი მაგრამ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ძალიან მომწონდა. ზუსტად ისეთი იყო როგორებიც ბავშვობაში პრინცესები წარმომედგინენ. გრძელი, ქერა, ტალღოვანი თმით, თაფლისფერი თვალებით, სავსე წითელი ტუჩებით და გრძელი წამაწამებით.-ვარდები ყველა გოგოს უყვარს. -ვარდები ბანალური და მოსაბეზრებელია.-ტიტებიც. -არაფერიც ტიტა არაჩვეულებრივი ყავილია მაგრამ, ახლა არ გამოდგება.-აბა რას ირჩევ? მკითხა თუ არა მაღაზიას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და სახე გამიბრწყინდა როდესაც, ვიპოვე ის რასაც ვეძებდი.-იასამნებს.-რაა?-ორიგინალურია, ლამაზია. გინახავს ვინმეს იასამნები ეჩუქებინოს საცოლესთვის?-არა. თქვა და თან გაკვირვებული სახე მიიღო. -იასამნების თაიგული გვინდა. ვუთხარი გამყიდველს და მზერა იასამნებიდან მასზე გადავიტანე. -რამდენით შევკრა? -ბევრით. უპასუხა ბიძაჩემმა. თვალები ავატრიალე და საქმის დასასრულებლად მივედი.                                                          ***-ჯერ ქორწილის დღე არაა, ასე რა განერვულებს?! ვუთხარი ბიძაჩემს და ყვავილები ხელში გადავაწოდე.-მგონი ვარდები უნდა გვეყიდა. თქვა და უცნაურად დახედა იასამნების თაიგულს.-არა, იასამნები ჯობია.-გეყოთ! თქვა ჩვენს უკან მდგარმა დედაჩემმა და თან ბებიაჩემის და მამაჩემის მობეზრებული სახეებიც აღნიშნა.-ბავშვები ხართ, ზუსტად ერთნაირები. ამჯერად ბებიაჩემმა დაგვტუქსა. მე და თემომ ერთმანეთს შევხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ, მერე კი ზარი დავრეკე.-უნდა გაგეფრთხილებინე. მისაყვედურა თემომ.-რა გჭირს, პირველლად ხო არ მოდიხარ! ვუთხარი და თან კარი გაიღო. -ანასტასია. დავინახე თუ არა გავუღიმე და მაგრად გადავეხვიე. -მობრძანდით. თქვა კარში ანგელოზივით მდგარმა ანასტასიამ და გაიწია, რომ ჩვენთვის გზა დაეთმო.                                                      19-ნიცა, გცემ! ვუთხარი ნიცას რომელიც ლუკაზე რაღაცეების მოყოლით დაძინების საშუალებას არ მაძლევდა.-ვაიმეეეეეე, რა სიმპათიური სიძე მეყოლებაააა! -ნიცა ხვალ ქორწილში დასიებული და ჩაშავებული უპეებით, რომ ვიქნებით მერე გაჩვენებ მე შენ სიძეს. ვუთხარი სიცილით და თან ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და გაკვირვებულმა დავხედე. -ვაიმეეე. -ნუ წივიხარ გოგო! ვუთხარი ლუკას შეტყობინებით აღფრთოვანებულ ნიცას. ლუკა:გამომხედავ?სოფი:ვდგები.      საწოლიდან წამოვდექი და ტუმბოზე მიგდებული ჰუდი გადავიცვი, ფარდები გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე. -რამე მოხდა? გაკვირვებულმა ვკითხე ლუკას. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ის სიხარული და აღელვება რასაც ახლა ვგრძნობდი, სახეზე არ დამტყობოდა. როგორც ჩანს ლუკა სახლში არც ისე დიდი ხნის დაბრუნებული იყო. ჯინსი და ჰუდი ეცვა და თმა შუბლზე ჩამოყრილი და აწეწილი არ ქონდა.-ხვალ ვერ გნახავ და მინდოდა ახლა დამენახე.მითხრა და თან გამიღიმა. სხეულში სითბომ დამიარა და ჰაერის სიცივე გადაწონა.   ისეთი წრფელი და თბილი ღიმილი ჰქონდა, არა მარტო ახლა, ლუკას ღიმილი ადამიანს სასწაულებს შეაძლებინებდა, გააშეშებდა და ასურვებინებდა ამ ღიმილისთვის მთელი ცხოვრება ეცქირა. მეგონა ეს ღიმილი მთებს გადამადგმევინებდა, მაგრამ ვაი თუ ერთ დღესაც სწორედ ეს ღიმილი გამხდარიყო ჩემი უბედურების მიეზი, ამ ყავისფერ თვალებს რომელიც ამ ბოლოს სულ სითბოს ასხივებდა და სინათლეს ბადებდა ჩემ თვალებში, ბოროტად შემოეხედათ, ვაი თუ მის თვალებში სითბოს ნაპერწკლების ნაცვლად ბოროტ ზრახვებს და ჩემი ტანჯვით გამოწვეულ სიამოვნებას დავინახავდი.-ოჰოო, და რა იცი, რომ ხვალ ვერ მნახავ?!-ყაველას დის ქორწილია.-ბიძაჩემის ქორწილიცაა. ვუთხარ და გავშეშდი. მოიცა, ანასტასიას უმცროსი ძმაა ყაველა?-ანასტასია ლორთ...-კიი. ვუთხარი და გავუღიმე.-ჰოო.-ტკბილი ძილი. ვუთარი და ფანჯარაში შემოვძვერი.-ტკბილი ძილი სოფია. გავიგე ხმა და ფანჯარა დავკეტე.   მისგან წარმოთქმული ჩემი სახელი თითქოს, სხვანაირად ჟღერდა. თითქოს უფრო თბილი იყო, უფრო სასიამოვნო. ჩემ სახელში განსაკუთრებულად ლამაზს ვერასდროს ვერაფერს ვხედავდი თუმცა, არის რაღაც განსაკუთრებული როცა, მას ის მეძახის.-აუ რა ცეცხლი დაინთებაა ხვალ?! მეფე პატარძალს გადაფარავთ, თუ ნეფე პატარძალს? ნუ როგორცაა.-ჩაშავებული უპეები. ვუთხარი ნიცას და სიცილით საწოლში შევუწექი.                                                              20                                                            ლუკა       დილით ფანფრიდან ამაზე უკეთეს ხედს ვერც ვერასდროს ვინატრებდი. ისეთი ლამაზი იყო... მისი ყველა მოძრაობა, მისი ღმილი. ერთდროულად ისეთი ბავშვური და დიდური იყო, ისეთი ნაზი და მტკიცე. ეს გოგო მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი გამხდარიყო. წითელი გრძელი კაბა ეცვა და ოთახში მოუსვენრად დადიოდა. წითელი ტუჩსაცხით შეღებილ ტუჩებს არ აჩერებდა, ან გაუჩერებლად საუბრობდა, ან ფართოდ იღიმოდა. მისი ღიმილის მომენტში ვხვდებოდი, რომ მის გამო ყველაფერს დავთმობდი. ისე უციმციმებდა თვალები, ისეთი ბედნიერი ჩანდა... სიკვდილის წინ ერთი სურვილის შესაძლებლობა, რომ მქონდა მისი ღიმილის დანახვას ავირჩევდი, მის შეხებას, მისი სურნელის შეგრძნებას. ტკბილი სუნამოს და ბავშვის არომატიანი კრემის სურნელს. მისი შამპუნის და ტუჩსაცხის სურნელს. მისი თვალების ჩემზე გაჩერებას და მისი ბაგეებიდან წარმოთქმულ ჩემ სახელს. - ლუკა ბრატ.-ხო. გაუაზრებლად ვუპასუხე გენჯოს დაძახებას.-კარგად ხარ? ვის უყურებ?-ხო ლამაზია? -ლამაზია,ლამაზია-ულამაზესია ბრატ. -სუ გამოგაშტერა იმ გოგომ. მითხრა გენჯომ სიცილით.-ჰო. ვუთხარი და გავუცინე.                                                             სოფია     სარკეში საბოლოოდ შევავლე ჩემს თავს თვალი. თმა უკან კოსად, ნაზად შემეკრა. წითელი, ოთხკუთხედ დეკოლტიანი და ამოღებულ ზურგიანი კაბა მეცვა, წვივამდე სიგრძის, წელში გამოყვანილი, მკლავები იდაყვებამდე მწვდებოდა, მერე კი წინ გაკეთებული ჭრილის საუალებით დაბლა გრძლად ეშვებოდა. გაშლილი ქვედაბოლო ჩემ ყოველ ნაბიჯს დაყვებოდა და მოხდენილად მოძრაობდა. ფეხზე საკმაოდ მაღალი, წვრილქუსლიანი, წითელი ფეხსაცმელი მეცვა. ფეხის მთელ, წინა ნაწილზე თასმებით მქონდა შეკრული. მაკიაჟი თითქმის არ მეკეთა. თვალებზე ტუში, ფანქარი და ლაინერი მესვა. ტუჩებზე კი კაბის და ფეხსაცმლის ტონალობის წითელი პომადა. ჩოლკები ოდნავ ამეპრიხა და ოდნავ უკან დამემაგრებინა. სქელი ნაჭრის პალტო ავიღე და მოვიცვი. კაბის მსგავსი სიგრძე და მკლავის ფორმა ჰქონდა. წინ კი ოქროსფერი ღილებით იყო გაფორმებული. წითელი ტყავის ხელთათმანები გავიკეთე, რომ გარეთ არ გავყინულიყავი და მზერა საკუთარ თავს მოვაშორე.    ბიძაჩემი ჩვენთან იყო. მასთან მივედი და შევხედე. ისეთი სიმპათიური იყო... ბავშვიბიდან მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. ოღონდ ბიძაჩემისთვის არა. ჩემი გამოპრანჭვა, გართობისთვის. მივედი და ჰალსტუხი გავუსწორე.-ბევრი ბიჭი დაგიწყებს ხვეწნას და დარწმუნებული ხარ, რომ მაგხელა ქუსლებით ყველას გაექცევი?-ბოლოს და ბოლოს გავიხდი და დავემუქრები მაინც.ვუთხარი ბიძაჩემს და ახლა კოსტუმის და ყვავილის გასწორებაზე გადავედი.-ბევრი არ დალიო. ხო იცი ვერ გიპატრონებ. მითხრა და თვალი ჩამიკრა. -მთელი ჩემი საძმაკაცო, სანათესაო იქ იქნება, არ იდარდო.-საძმაკაცო?-ანასტასიას ძმა პივზაოდელი ყოფილა ადრე.-იცნობდი? გაუკვირდა თემოს.-არა, გიორგის არა, მის ძმაკაცებს. თვალები აატრიალა თემომ და კოლოფი მომცა.-ბეჭდებს შენ გაბარებ. მითხრა და თვალი ჩამიკრა.                                                                    ***-სოოფ. საყვარლად დაწვრილებული ხმით დამიძახა ნიცამ და მავედრებელი თვალებით ამომხედა გვერდულად.-ხო ნიცა.-ლუკას ხო ეცეკვები? მითხრა და საფრთხის მოლოდინში საპირისპირო მხარეს გადაიხარა.-ჭამე რა ეგ საჭმელი, ხო ხედავ გშია.-ლუკა ის ბიჭია მესიჯი, რომ მოგწერა? მკითხა დედაჩემმა და თან გამომცდელად გამომხედა.-დე. ვუთხარი და ჩემი მაგიდისკენ წავედი, თან ნიცაც გავიყოლე.-რამდენს ტლიკინებ გოგო! -იცოდე თუ არ ეცეკვები მოგკლავ.-ვის უნდა ეცეკვო? ჩემ წინ ლუკა აიტუზა, მეც მოულოდნელობისგან მაშინვე შევხტი შემდეგ კი გავშეშდი. ძალიან სიმპათიური იყო. არ ვიცი მისი ჩაცმულობა თუ რაიმე სხვა მოქმედებდა მარამ, დღეს განსაკუთრებულად სიმპათიურად მეჩვენობოდა. -სოფიი რა ლამაზი ხარ. გილოცავ.-ნაგე, მადლობა.ვუთხარი ნაგეს და თან გადავეხვიე.-მეც გილოცავ. მითხრა გენჯომ და თან ჩამეხუტა. -სოფიკოო. მითხრა ვაჩემ, ხელი საფეთქელთან მიიტანა და ამ ჟესტით მომესალმა, მომილოცა და სხვა დანარჩენი.   ესეც ტიპიური ვაჩე გამძვრალი და ნერვებზე მოთამაშე.-ბატონო ვაჩე. ვუთხარი და მეც მისი ჟესტი გავიმეორე. მამუკა მოულოდნელად ჩემ უკან გაჩნდა და ლოყაზე კოცნით მომესალმა.-გაიცანით, ეს ნიცაა. ვუთხარი ბიჭებს და ნიცაზე ვანიშნე. -ეს ნაგე, გენჯო, ვაჩე, მამუკა და ლუკა. ლუკას სახელი ოდნავ დაძაბულმა წარმოვთქვი და თან თვალები გავაფართოვე და ნიცას ვანიშნე ზედმეტი არაფერი წამოგცდესთქო.  მოულოდნელად ჩვენთან საბა გაჩნდა ბიჭებთან ერთად. საბას დანახვა ძალიან გამიხარდა მაშინვე მთელი ძალით ჩავეხუტე. გიგის და ლუკას ლოყაზე კოცნით მივესალმე. ვიცოდი, რომ რამე თუ მოხდებოდა საბა გადამარჩენდა. მეც მიცნობდა და ლუკასაც შესაბამისად ყველაფერი კარგად იყო. -აუ მოვწიოთ რა. თქვა გიგიმ და ახლადმოსული ყაველა გამაცნო რომელსაც რეალურად ისეც ვიცნობდი.-აუ მეც მოვწევ რა.-ძაან ხო არ აგივარდა თავში? ქვემოდან ამომხედა მამუკამ.-კაით რა. -კაი დღეს ეპატიება, თვითონაც ნერვიულობს. დამიცვა გიგიმ და ხელი გადამხვია. -ხოო, მართალია. დავეთანხმე მეც და თვალი ჩავუკარი.-კაი კაი, დღეს მოსულა მართლა. თქვა ნაგერვაძემაც.-გავედით.                                                               ***-სოფია უკვე კარგად დათვერი ხო? მკითხა საბამ და მაგიდას ჩემ გვერდით ჩემსავით მიეყრდნო. -მერე? ისე ვუთხარი შამპანურის ჭიქისთვის არც თვალი მომიშორებია არც ხელი. -მომეცი ეს, აღარ გინდა. საბას გვერდულად ავხედე და შამპანურის ჭიქა მოვიყუდე. -სოფ ბევრს სვავ! დაეთანხმა ნიცაც.- ოო, წამო რა ვიცეკვოთ. ვთქვი და საბას და ანის ხელი ჩავავლე და საცეკვაო მოედნისკენ წავათრიე. ორ წამში მუსიკაში სრულიად ჩავიკარგე მთელი სულით და სხეულით ავყევი თუმცა უცებ ,,ed sheeren,,-ის ,,perfect,, ჩაირთო. მაშინვე დრო ვიხელთე და საბა და ნიცა ერთმანეთს მივაწებე, თან საყვარლად გავიღიმე და უდანაშაულოს სახით გავეცალე იქაურობას. ის ის იყო გასვლას და დაჯდომას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ვიღაცამ მკლავში ნაზად ჩამავლო ხელი და მაჯის ერთი მოქნევით შემატრიალა. მისკენ მიმიზიდა, წელზე ხელი მომხვია და დამიჭირა, რომ არ წავქცეულიყავი. -ვიცეკვოთ? თავი ახლოს მომიტანა და ყურთან დაიჩურჩულა ლუკამ. მე კი მისი სურნელით გაბრუებული, უკვე ავყოლოდი ინსტიქტებს რომლებიც, დარჩენას და მასთან ჩახუტების შანსის გამოყენებას მკარნახობდნენ. -ეგ აქამდე არ უნდა გეკითხა? -მართლა იასამნები აჩუქა ბიძაშენმა ანასტასიას?  თემის შეცვლაში ნამდვილად ვერავინ გაჯობებს ბატონო ლუკა. -ჰოო, რამე მოხდა? ვსაუბრობდით და თან ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. თითქოს მაჯადოებდა, მისი სურნელი და შარმი თავბრუს მახვევდა, მის გვერდით მარტო ყოფნისას კონტროლს ვკარგავდი. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ მუცელი კი არ მტკიოდა, შიგნით პეპლები დაფრინავდნენ. ტუჩები სუნთქვისთვის ისევ ღია მქონდა და ნერწყვს ისევ მძიმედ ვყლაპავდი.-ძალიან ორიგინალურია.-ანუ კარგი ვქენინ ვარდები, რომ გადავაფიქრებინე და იასამნები ვაყიდინე.-ანუ იასამნები გიყვარს?-არა, იასამნები უბრალოდ ორიგინალურია. ანუ კი მიყვარს მაგრამ, ტიტებზე მეტად არა.-დატრიალდი ტიტების დედოფალო. მითხრა და დმატრიალა.                                                               ლუკა   მუსიკა, რომ ჩაირთო მივხვდი, რომ ჩემი შანსი იყო და მის გაშვებას არ ვაპირებდი. ისე ძლიერ მინდოდა მასთან ეს ცეკვა, თავს არც ვაპატიებდი ეს შანსი, რომ გამეშვა ხელიდან. უკვე დრო იყო, წლების განმავლობაში განზე ვიდექი, მასთან ცივად ყოფნით მის დავიწყებას ვცდილობდი, იმდენი ვქენი ლამის თავიც შევაზიზღე, ბოლომდე ვარიდებდი ყველა ჭორს, ყველა ეჭვს, მაგრამ უკვე დრო იყო, სოფი ჩემი იყო, ჩემთვის იყო დაბადებული და ამის გააზრებაში უნდა დავხმარებოდი, უნდა ცოდნოდა, რომ სამი წლის განმავლობაში მაგიჟებდა და გონებას მაკარგვინებდა, რომ მის გარეშე ვერ ვსუნთქავდი,ვერ ვჭამდი, ვერ ვცოცხლობდი, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი, უნდა ცოდნოდა, რომ ერთადერთი იყო, რომ ჩემი იყო. ჩემგან სულ ორ ნაბიჯში იდგა, მკლავში ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვაბრუნე, რომ არ წაქცეულიყო ან გაწეულიყო წელზე ხელი სწრაფად მოვხვიე. პატარა ბავშვივით იყურებოდა, დაბნეული და გაკვირვებული სახე ქონდა. მისი სურნელი მათრობდა. ტკბლი სუნამოს სუნიჰქონდა და შამპუნის, თითქოს თავზე სურნელოვანი ყვავილების გვირგვინი ედგა. ყავისფერი თვალებით ისე მომშტერებოდა თითქოს ჩემ წინ შვლის ნუკრი იდგა და თვალებით მეხვეწებოდა არ მომკლაო. კრემის სუნი ჰონდა დედის რძის და რაღაც ისეთის რაც სიახლეს გახსენებს.                                                                  ***-მართლა გამოგაშტერა ამ გოგომ. ამდენ ხალხში, მისი ნათესავების და მშობლების წინ...-არ დაამთავრო გენჯო, არ დაამთავრო.                                                                   ***                                                              სოფია-ყველა თქვენ გიყურებდათ სოფ!-ნიცა გული ისე მიცემს მგონია, რომ გამისკდება.   ძალიან მცხელოდა, ლუკასთან ასეთი სიახლოვის შემდეგ თავს კარგად ნამდვლად ვერ ვგრძნობდი. უნდა გამეაზრებინა რა მოხდა, შემდეგ კი მოგონებით მიმეღო სიამოვნება.-წამოდი აივანზე, ცოტა სულს მოითქვამ. -კარგი იქნება. ვთქვი და მაშინვე ნიცას გავყევი                                                               ***-მთელი შენი საძმაკაცო და არა მარტო ეგენი იყურებოდნენ. აშკარად ბევრს დასწყდა გული. მახარა მანომ მასთან ჩამოჯდომისას.-ლეაა, მოდი. ვუთხარი და ლეა ჩემს კალთაში ჩავისვი.-ჰაა თხოვდები? ამჯერად ზაზა გამოვიდა სიტყვით.- ჯერ რა დროს გათხოვებაა.-ფეხბურთი უყვარს? ბიძაჩემისთვის სამყაროს დასაწყისიც და დასასრულიც ფეხბურთია, სწორედ მისი დამსახურებით მაქვს დღეს რაღაც სიმპათიები ფეხბურთისადმი.-კი და თან კარგად თამაშობს.-ხო და, მომწონს თან, სიმპათურია. -ზაზა, ჯერ გაარკვიე იქნებ, ბავშვს არ მოწნს და აწუხებს. დააფიქრა ბიცოლაჩემმა.-ხო იცი, საქართველოში ყველა ქორწილი ჩხუბით მთავრდება და თუ გინდა მივალ არ დავარღვევ ტრადიციას. მითხრ აბიძაჩემმა და თან თვალი ჩამიკრა. -მიდი ერთი მიდი, ახალ სადღეგრძელოს ამბობს თამადა. ნაჩქარევად მოიშორა მანომ ზაზა.-იცი, მგონი ცოტათი ვენდობი. მართალია იშვიათად, მაგრამ მაქვს ფირები, რომ შეიძლება რამე გამიკეთოს.-აუუ სოფიიი, ყურძენი მომეცი რა.-აი აიღე. ყურძენი მივაწდე ნინას და პატარა ლოყაზე მაგრად ვაკოცე. -მადლობა.-ვაიმე, ჩემი ტუჩები დაგემჩნა. ყალბად შევიცხადე.-აუუუ დამამჩნიე ხომ? ნუ ნუ მითხრა ნინამ და გაიქცა.-ხო და, რას ვამბობდი. მის გვერდით ასეთი ფიქრები საერთოდ არ მაწუხებს მაგრამ, როცა მარტო ვარ და ვფიქრობ მასზე, მაგ მომენტში ვფიქრობ და მეშინია ისევ შეცდომა არ დავუშვა მაგრამ, ნელ-ნელა ცუდს უფრო ნაკლებად ვფიქრობ. -მგონია, რომ ეს ბიჭი არის ის ვინც შეძლებს და შენს ნდობას მოიპოვებს, მერე კიდე ღირსეულად როგორც შეგეფერება ისე გაგიფრთხილდება მაგრამ, მაინც ფრთხილად იყავი და ერთი იცოდე, რომ სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები, მასში ოდნავ ეჭვი მაინც თუ გექნება ურთიერთობაში შესვლა არ ღირს. -მაგაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, არც ვიცი მოვწოვარ თუ არა.-აშკარაა, რომ მოწონხარ. ცეკვისას ისე გიყურებდა, ეგრე ადამიანს მოწონების და სიმპათიების კი არა, სიყვარულის გარეშე ვერ გახედავ და შენ მეტი აღარ დალიო, თვალები ჩაგიწითლდა.- კაი გავიქეცი. ვთქვი და ნიცას მოსაძებნად წავედი. უცებ მუხლებთან ძლიერი შეჯახება ვიგრძენი, სწრაფად დავინახე, რომ ნინა იყო და სანამ დაეცემოდა ხელი ჩავავლე და დავიჭირე. ქვემოთ დავიხარე და დაწვრილებული თვალები ყალბი გაბრაზების ნიშნად ახლოს მივუტანე. თვითონაც მომბაძა, თვალები დაიწვრილა და სახე ახლოს მომიტანა, თან ეცინებოდა.-რატო დარბიხარ?!-რა გინდა, შენ ხო ჩემი სუპერგმირი ხარ?-ხოო? ავიყვანე და დავატრიალე, გაიცინა, მეც მალე გავჩერდი. -იჰუუ.-იუჰუუ. მერე ამხელა ქუსლიანი, რომ არ მეცმევა კარგად დაგატრიალებ.-აუ სოფი, პომადას წამისმევ? -ნიცა მოვძებნოთ და კი. ვუთხარი და ხელში ავიტაცე.-იუჰუუ.-იუჰუუ.                                                             ***-გამარჯობა. ვიღაც უცხო მამაკაცის ხმა გავიგე და უკან გაკვირვებული მივბრუნდი. -დიახ? ყალბი თავაზიანობით ვუთხარი და ოდნავ მოკუმული ტუჩებით გავუღიმე.-მე ზურა ვარ.-დარწმუნებული ვარ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვთქვი და შევეცადე მიმეხვედრებინა, რომ მინდოდა მალე გადასულიყო საქმეზე.-ნამდვილად არ ვიცნობთ, მაგრამ მხოლოდ ჯერ. ჯერ ესეიგი ჯერ ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.-მე წავალ ჯობია.-იცი, იქნებ გვეცეკვა.-მგონი არ ღირს. ვუთხარი და ადგილიდან გაცლა ვცადე თუმცა, ზურამ მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო და გამაჩერა. იგივე ლუკამაც გააკეთა თუმცა, მათი შედარებაც არ შეიძლებოდა. მისი შეხებება ისეთი ნაზი და სასიამოვნო იყო, ამ თავხედისგან განსხვავებთ რომ...-ხელი გამიშვი! ამჯერად ყველანაირი სიყალბის გარეშე, მკაცრად ვუთხარი და თან ჩემი მკვლელი მზერა მივაგებე.-იცი, ვფიქრობ უნდა ვიცეკვოთ.-გოგომ გითხრა ხელი გამიშვიო. უცებ არსაიდან გამოჩნდა ლუკა და თუ აქამდე ამ სიტუაციის არ მეშინოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თავხედს ადვილად მოვიშორებდი ახლა ლუკასგამო შემეშინდა. -შენ ვაფშე ვინ ხარ? -ხელი გაუშვი თორე დაბადებას განანებ. -ლუკა დამშვიდდი. ვცდილობდი სიტუაცია გამენეიტრალებინა თუმცა, ნერვიული ხმით მგონი, ყველაფერი გავაუარესე.-მიდი აბა! ლუკა უკვე დასარტყმელად იწევდა როცა, ბიჭები გამოჩდნენ. ნაგერვაძემ, მამუკამ და ვაჩემ ლუკა გაიყვანეს, გენჯომ ლუკამ და გიგიმ ძალიან მშვიდად მიუჩინეს იმ თავხედს თავისი ადგილი, საბამ კი მე გამიყვანა. აივანზე გავედით თუ არა სიგარეტს მოუკიდეს.-კარგად ხარ? მკითხა ლუკამ და ყველამ ჩემკენ გამოიხედა, პასუხის მოლოდინში.-კი. ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე. ლუკამ ჩემ მაჯას დახედა რომელიც გაწითლებული მქონდა, მერე თვალებში შემომხედა და მოულოდნელად ჩემკენ გამოიწია, ხელები წელზე და თავზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მაგრად მიჭერდა და თმაზე მეფერობოდა, თითქოს მისთვის საგანძური ვიყავი რომლის გაშვებაც არ უნდოდა. მოულოდნელობისგან და სიხარულისგან გაკვირვებული ვიდექი, ნერვიულობას მისი სუნამოს სურნელი და კანის სიმხურვალე ემატებოდა და მაბრუებდა. მის გულზე მედო თავი და მის გახშირებულ გულისცემას ვისმენდი. ხელები მოვხვიე და ვინატრე ახლა აქ მარტონი ვმდგარიყავით. არ მინდოდა გავეშვი, არ მინდოდა წამით მაინც მომცილებოდა, მინდოდა სამუდამოდ ასე ჩემთან ჩახუტებული დარჩენილიყო ყოველთვის ასე დავეცავი და ეზრუნა ჩემზე, მუდმივად შემეგრძნო მისი სურნელი, გაყინული მისი სხეულის სიმხურვალეს გავეთბე და და გაბრუებული მის ხელებს დავეყენებინე ფეხზე.                                                                  ***-ეს ის შეტყობინების ბიჭი იყო? უცებ მკითხა დედაჩემმა ისე რომ მაგიდასთან დაჯდომაც არ მაცადა.-კი დედა, შეტყობინების ბიჭი იყო. -სოფი ბებო, ვინ იყო ის ბიჭი? -აამ, მე მეძახიან დე, უთხარი ვინ იყო ის მეგობარი ბიჭი. ვთქვი და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე და ბებიაჩემის და კიდევ ათასი ადამიანის შეკითხვებისგან გაქცევა ვცადე.                                                            21    გავიღვიძე თუ არა საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ფარდები ჩამოფარებული იყო და მზე არ მაწუხებდა. ხელი ტუმბოზე გადავყე და ტელეფონი ავიღე. ეკრანის განათებამ თვალი მომჭრა და ამოვიკვნესე.უამრავი შეტყობინება დამხვდა, უკვე სამი საათი გამხდარიყო. საბა:პახმელია პაწწ?  წერის თავი არ მქონდა ამიტომ მაშნვე დავრეკე. -რაშვები სოფფ?-აუ რავი, ძაან მტკივა თავი.-შენები წავიდნენ?-კი, დილით გაფრინდნენ და ვერც გავაცილე, ჩამეძინა.-ხო და დამელოდე, მოვალ. 10 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გავიგე.-მოდიი. ვიყვირე და თავი უფრო ამტკივდა. საბა იყო. გამიხარდა მისი დანახვა ვიცოდი, რომ რამეს აუცლებლად იზავდა და მიშველიდა. საბა პრობლემებს ყოველთვის აგვარებდა, თანაც ძალიან ადვილად და ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევდა. -მახსოვს ვიღაც, რომ გავიცანი დალევის მერე არაფერი აწუხებდა ხოლმე.-სამი წლის წინ ამდენს არ ვსვავდი. ვუთხარი და საწოლში წამოვჯექი. საბამ კი რაღაც აბი გამომიწოდა.-ნაბახუსევის წამალია რა, დალიე. მითხრა და ჭიქით წყალი მომაწოდა.-მეზიზღება წამლები.-მალე გამოხვალ. მითხრა და თვალი ჩამიკრა. -კარგი იქნება, მასწავლებელთან უნდა წავიდე. -სააღოლ, გუშინ ქორწილში დათვერი და დღეს მასწავლებელთან მიდიხარ?! ისე შენებიც ამ დილას რატო გაფრინდნენ?-რაღაც სასწრაფო საქმეები გამოუჩნდათ იქ, მეც ნახევრად მთვრალი ვიყავი უკვე, რომ გავიგე და იმიტო ჩამეძინა.-მიგაცილებ ინგლისურზე. მითხრა, ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა. -ჩავიცმევ და გავიდეთ სადმე ნაყინი ვჭამოთ, ეგ ყველაზე მაგრა გამომიყვანს და მე ვიხდი!-კი, კი, აბა რა! -დიახაც.                                                                22        ინგლისურიდან გამოვედი, ყურსასმენები დავაკავშირე და ,,loudspiekers,,-ის ,,world in my eyes,, ჩავრთე. ჩემი საყვარელი სიმღერა იყო. მიყვარდა როცა ქუჩაში დავდიოდი და თან გულში სიმღერის ტექსტს ვღიღინებდი. მოულოდნელად ვიღაც მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. ძალიან შემეშინდა, შევხტი და მაშინვე უკან შევბრუნდი. წინ ისევ ის ზუკა მედგა რომელიც, გუშინ ლუკამ კინაღამ ცემა. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, ყურსასმენები მოვიხსენი და მის ღიმილიან სახეს მტკიცედ შევხედე მიუხედავად იმისა, რომ მაშინებდა. -დღეს ცეკვას ვეღარ შემოგთავაზებ მაგრამ, შემიძლია სახლამდე მიგაცილო.-სახლის გზა კარგად ვიცი, არ დავიკარგები. ვთქვი და თან სიარული გავაგრძელლე.-ხოო, შეიძლება მაგრამ, ხომ შეიძლება გზაში ვიღაც შეგხვდეს ვისაც შენთვის ზიანის მოყენება შეუძლია, ან ვინმემ შეგაწუხოს.-ჰმმმ, მართალი ხარ. ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე.- უკვე შემხვდა და წინ მიდგას. ამის თქმის შემდეგ კი სახე დავასერიოზულე.-მომწონს შენი სიფიცხე. პირი ღია დამრჩა, გაჩერებასთან ახლოს ვიყავი და მადლობა ღმერთს, რომ ავტობუსმა მაშინვე ჩამოიარა როგორც კი ეს სიტყვები მითრა. არც დავკვირვებივარ რა ნომერი იყო, მაშინვე ხალხით გადაჭედილ ავტობუსში ავვარდი. პირველად გამიხარდა, რომ ხალხში ვიჭედებოდი რადგან, იმ ხისთავიანმა იქ ამოსვლა ვეღარ მოახერხა.                                                                238 მარტი   კლასში შევედი თუ არა ყველა მე მომაჩერდა.    საერთოდაც ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად მაშტერდებიან ხოლმე. -სოოოფიი. წაიმღერა ელენემ. -სოოფ, მალე მოდი. აყვა ბარბარეც. ყველა ინტერესიანი თვალებით მიყურებდა. მერხთან მივედი და წითელი ტიტების უზარმაზარი თაიგული დამხვდა. გაკვირვებისგან პირი დავაღე. ახლოს მივედი და ბარათის ძებნა დავწყე. არ შევმცდარვარ. შიგნით იყო, ამოვიღე და გავხსენი.                        „დატრიალდი ტიტების დედოფალო,                                                                                 წითელი შენი ფერია,“       მაშივე გამეღიმა და სხეულში სითბო ჩამეღვარა. -ეე, სუროსგანაა ხო?!-სოფ ლუკასგანაა?-თქვი ეხა ვისგანაა!-არაა ლუკასგან დამშიდდით. ყველა მოვატყუე თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ ლუკასგან იყო. „დატრიალდი ტიტების დედოფალო.“ სხვა ვინ ჩამიწერდა ამ ფრაზას თუ არა ის. კლასიდან მაშინვე გავედი და ლუკა ვიპოვე. -მადლობა.-რვა მარტს გილოცავ ტიტების დედოფალო. მითრა და გამიღიმა. მეც გავუღიმე და ისევ კლასთან დავბრუნდი. ხიმშიაშვილი, ლიზი, ბარბარე, ელენე და ანა კლასთან მელოდნენ.-ვისგან იყო?-ლუკასგან რათქმაუნდა. -კაიი ნუ კივიხართ. ვთქვი და გავიცინე.   ვიცოდი, რომ ლუკა რაღაცას გრძნობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაშინებდა, მისგან შორს ვერ ვრჩებოდი. იმედი მქონდა მეგობრობის სტატუსის შენარჩუნებას დიდხანს შევძლებდით მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ჩვენი მეგობრობა მალე დასრულდებოდა. ამ ყვავილებმა კი ჩემი შიშები მეტად გაამძაფრა.                                                           24ლუკა:გინდა კაი ადგილას წაგიყვანო?სოფი:შორსაა?ლუკა: რამდენიმე სართულით ზემოთ.სოფი:მიუხედავად იმისა, რომ ოთხის ოცდახუთი წუთია კარებთან გელოდები.     საწოლიდან წამოვდექი და სქელი ჰუდი ჩავიცვი, რომ არ შემციებოდა, ვარდისფერი პიჟამას შარვალი და თეთრი კონვერსები მეცვა. ოთახიდან ჩუმად გავედი და სახლის კარიც დიდი სიფრთხილით გავაღე. გამოვედი თუ არა, ლიფტი გაჩერდა და შიგნით ლუკა დავინახე. შიგნით შევედი და მის გვერდით დავდექი. -პრივეტ. ვუთხარი და გადასაკოცნად წავედი თუმცა, ჩემკენ დაიხარა და მაგრად ჩამეხუტა. მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია და მუცელში პეპლები ამითამაშა.     გაშლილი თმა ყურს უკან გადავიწიე, მორცხვად შევხედე და გავუღიმე. თვალები მალე მოვაშორე და მზერა იატაკზე გადავიტანე. -წამო. ხელი ჩამკდა და ბნელ დერეფანში წინ გამიძღვა. მისმა თბილმა ხელმა მთელ სხეულში სითბო ჩამიღვარა და ლოყები საშინლად ამიხურა. კარი გამოაღო და სახურავზე გამიყვანა. აქ პირველად ვიყავი. ხედით გაოგნება ვერ დავმალე. მთელი ქალაქი ჩანდა, ყველაფერი განათებული იყო. აივანზე მკრთალი შუქი ენთო, მეორმოცე სართულზე ვიყავით საიდანაც ზღვაც კარგად ჩანდა. მშვიდი იყო, ნიავს მისი სურნელი და ტალღების ხმაური აქეთ მოჰქონდა. მოაჯირთან მივედი და სახე ზღვის მხარეს მივუშვირე. -იცი ვფიქრობ ზღვა ადამიანს გავს. ხან მშვიდია, ლამაზი და მზეზე მოლიპლიპე, როგორც ლამაზი, მშვიდი ადამიანი. ხანაც ტალღოვანი, აღელვებული და აბობოქრებულია. ბევრ რამეს მალავს და ინახავს, გარედან თითქოს უსაფრთხო ჩანს, თუმცა არავინ იცის მის სიღრმეში რა იმალება, შეიძლება უცებ ჩაგავლოს ხელი და სასიკვდილოდ გაგიმეტოს. ადამიანებიც ასეთები ვართ, არ ვიცით სხვა ადამიანების შიგნით რა ხდება, თითქოს მშვიდები და უსაფრთხონი ჩანან, მაგრამ შეუძლიათ ისეთი რამ გაგიკეთონ, რომ სიკვდილი სანატრელი გაგიხდეს. -შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ სოფია. მხიარული, უდარდელი, წარმატებული. მხოლოდ შენი ახლოს გაცნობის შემდეგ შეიძლება მიხვდე რამდენ ტკივლს ინახავ, რამდენს იბრძვი, როდისაა შენი ღიმილი ყალბი და როდის ნამდვილი.-შორიდან შენც სხვნირი ჩანხარ. მოთამაშე, ბაბნიკი, ცივი, პოხუისტი, უხეში, იდიოტი ვთქვი და ორივემ გავიცინეთ. ადამიანი კარგად უნდა გიცნობდეს, რომ მიხვდეს რამდენად მგრძნობიარე ხარ, რამდენად სცემ პატივს სხვების გრძნობებს და რამდენად ღელავ საყვარელ ადამიანებზე.-მხოლოდ ადამიანის სულთან დაახლოების შემდეგაა შესაძლებელი ჩაიხედო მის თვალებში და იქ სიყალბე რეალობისგან გაარჩიო... -დაინახო ტკივილი... -და ცრემლები. გამეღიმა. -მგონი შენს სულს დავუახლოვდი სოფია.-მოუახლოვდი მაგრამ, უფრო მეტადაც შეიძლება.-ხო და, შევძლებ.-იცი, ზოგერ ადამიანები ისეთ რაღაცეებს გვიკეთებენ არსებობის სურვილს გვიკლავენ. ადამიანები ცხოველები ვართ. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია მაგრამ, რეალურად ასე არ არის. თავკერძა ეგოისტი არსებები ვართ რომლებიც, მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებენ ყველაფერს. ლუკა მიყურებდა და მისმენდა. ჩემგან განსხვავებით ჩემთვის თვალი ერთხელაც არ მოუშორებია.-რა მოხდა შენს ცხოვრბაში ისეთი, რომ ჩემი ახლოს მოშვება გეშინია. შევცბი, მეგონა ვერ ხვდებოდა. -იცი, სამი წლის წინ ერთი ბიჭი შემიყვარდა. მისი ახლოს მოშვებაც მეშინოდა მაგრამ, მოვუშვი და დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემი გული ნაწილებად აქცია. ვთქვი და მოაჯირზე ჩამოვჯექი და უკან, კუთხის კედელს მივეყრდენი.-ხო და იმის დედაც ვინც წარსულიდან შენთან მოახლოებაში ხელს მიშლის.        ვგრძნობდი, რომ ამ დიალოგის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა მაგრამ, გაჩერებას ვერ ვახერხებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა. ისევ ისე ვიჯექი როგორც იმ საღამოს, ჩაქვში მაგრამ, ახლა ლუკა წინ მედგა, ძალიან ახლოს. წელზე ხელები მომკიდა და ჩამომსვა. ინსტიქტურად მხრებში ჩავავლე ხელი და ჩავეჭიდე. კუთხეში ვიდექი, კედელს ვეყრდნობოდი, ის კი წინ მედგა, სახიდან თმა ყურს უკან გადამიწია და მისი სახის ჩემსასთან მოახლოება დაიწყო. სუნთქვა გამიხშირდა და ტუჩები გავხსენი. ინსტიქტურად ვმოქმედებდი, თითქოს, ვპარალიზდი და მოძრაობა აღარ შემეძლო. გონებას თავს ვეღარ ვუყრიდი. იმდენად მინდოდა მისი ტუჩების შეგრძნება განძრევას ვერ ვბედავდი. მისი სურნელი თავბრუს მახვევდა. საბოლოოდ მომიახლოვდა და მისი ტუჩებით ჩემსას შეეხო. თბილი ტუჩები ჰქონდა. თითქოს მისის სისხლის მოძრაობასაც ვგრძნობდი, თვალები დახუჭული მქონდა, სხეულში სითბო ჩამეღვარა. ჩემი პეპლბი თითქოს ფეთქდებოდნენ,სკდებოდნენ. მკერდზე ხელებით მივბიძგე და კედელს მოვცილდი.-სოფი ეს უბრალოდ არ ყოფილა. გაოგნებული ვიდექი და აზრზე მოსვლას ვცდილობდი.-მე...-რამე არასწორად გავაკეთე? გეფიცები უბრალოდ არ ყოფილა, მიყვარხარ სოფი. გაგიჟება შეიძლება ისე მიყვარხარ, აღარ შემიძლია შენგან წამით მაინც თავის შორს დაჭერა, აღარ შემიძლია, ვერ ვცოცხლობ შენი სურნელის შეგრძნების გარეშე, დილას მხოლოდ იმიტომ ვიღვიძებ, რომ ვიცი შენ სახეს დავინახავ, დაგელაპარაკები, შენ კი გამიღიმებ და ეგ ღიმილი, შენი ნათქვამი ყოველი სიტყვა, შენი შეხება ჩემთვის ყველაფერია, ჩემთვის სამყაროზე მეტი ხარ. ყოველი წუთი, ყოველი წამი შენ გიკავშირდება...-არა გთხოვ გაჩუმდი! მე არ ვიცი რას ვგრძნობ და არ ვარ დარწმუნებული, რომ იმავეს არ გამიკეთებ რაც...-არ გაბედო და იმ ნაძირალას არ შემადარო გთხოვ! მის თვალებში სიმართლეს ვხედავდი. თითქოს მისი მჯეროდა მაგრამ, ძალიან შემეშინდა. წარსულის მომავალთან კავშირის შემეშინდა და გამოვიქეცი. სიბნელეში გზას ძლივს მივიკვლევდი, ძლივს ვსუნთქავდი ჩემი პეპლებიც გამოცოცხლებულიყნენ. მივრბოდი, კიბეებზე ფეხით დავეშვი. სახლში სწრაფად შევედი, მერე ოთახში შევვარდი კარი ჩავკეტე ზურგით მივეყრდენი და იატაკზე ჩავსრიალდი. იმის გააზრებას ვცდილობდი რაც სახურავზე მოხდა. „ლუკამ მაკოცა.“ „ მე არ შევწინაღმდეგებივარ.“ „ მომეწონა.“ „ მე ლუკამ მაკოცა.“ გაკვირვებისგან, ბედნიერებისგან, შიშისგან და დაბნეულობისგან ცრემლები გადმომცვივდა. ჯერ ისევ ვერ ვიაზრებდი ბოლოდე იმას რაც ჩემ თავს ხდებოდა.                                                               25    კარზე კაკუნი გაისმა. ხმა არ ამომიღია მაგრამ, კარი მაინც გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვიდა. საწოლში ვიწექი. ფარდები გადაფარებული მქონდა, ფანჯრები დაკეტილი. არ ვიცოდი ტელეფონი სად იყო, რა დღე იყო, რა რიცხვი, რომელი საათი. ვიწექი, ვფიქრობდი და რაღაც მტკიოდა უფრო სწორად, ყველაფერი მტკიოდა. თვალები მეწვოდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა.-სოფი. ნიცას ხმა იყო. საწოლთან ჩამომიჯდა და ნიკაპით ჩემ საწოლს დაეყრდნო. ის თვალებში მიყურებდა, მე არა. მის უკან სივრცეს ვუშტერებდი თვალს. -არ შეიძლება ასე! რამდენი დღეა აქ წევხარ?! შენები ნერვიულობენ. ეგოისტივით ნუ იქცევი! სკოლა კიდევ რამდენხანს უნდა გააცდინო? ცეკვა? -გთხოვ, ცოტახანში ავდგები.მავედრებელი ხმით ვუპასუხე მკაცრ ტონს.-სოფი, რამდენი ხანია არ გიჭამია?-დაწექი რა. ვუთხარი და საბანი ავუწიე. ჩემს საწოლში საბნის ქვეშ შემოძვრა, თავი კალთაში ჩავუდე და მისი სითბო ვიგრძენი. ჩუმად იყო და თავზე მეფერებოდა მე კი, უხმოდ, უმოძრაოდ, ცრემლებით ტირილს ვაგრძელებდი. რა მატირებდა? არ ვიცოდი. ჩემი თავი და ლუკაც ამ მდგომარეობამდე მე მივიყვანე. ჩემი ბრალი იყო. ვიცოდი, რომ ორივეს გვქონდა გრძნობები მაგრამ, არ გავჩერდი, ხელი არ შევუშალე. რატომ ვტიროდი ან ლუკას რატომ ვაწვალებდი? მეშინოდა. საკუთარი გრძნობების, უნდობლობის, გაურკვევლობის მეშინოდა. -ვიცი, რომ გიჭირს. ვიცი, რომ გტკივა. ვიცი, მესმის არაფერი გითქვამს მაგრამ, შენ გიყურებ და სხვას ვხედავ სოფი. ასეთი არ ხარ.                                                                ***    ისევ კაკუნი. ისევ თანხმობის გარეშე შემოღებული კარი. ისევ ნაცნობი სილუეტი. ისევ ჩაბნელებულ, ჩახუთულ ოთახში. თემო იყო. სამუშაო მაგიდის სკამი ჩემ საწოლთან მოაგორა და ახლოს დამიჯდა.-დიდხანს აპირებ ასე ყოფნას? -არ ვიცი.  შემეშვით გთხოვთ უბრალოდ, ცოტა ხნით შემეშვით.-ცუდად იქცევი. ვერ წარმოიდგენ ოთახის და არამარტო ოთახის გარეთ რა ხდება.-ვიცი.    რომელიმეს მაინც თუ წარმოგიდგენიათ ჩემში რა ხდება?-ხო და თავს შემოუძახე. ბოლოს საჭმელი როდის ჭამე ან წყალი როდის დალიე? რამდენი დღეა არ გიბანავია? სოფი ცეკვას აცდენ. სკოლას აცდენ. მასწავლებლებს აცდენ. მეგობრები რამდენი ხანია არ გინახავს? შენ თავს არ გავხარ. საკუთარი თავი არავის გამო არ უნდა დაკარგო!-ავდგები. ვუთხარი და საწოლში მხარე ვიცვალე და თავზე საბანი წამოვიფარე.                                                                                                                                                        ***ისევ კაკუნი, ისევ უპასუხოდ დატოვებული და ისევ უნებართვო შემოჭრა. ოთახში მანო და ზაზა შემოვიდნენ. საწოლში წამოვჯექი. არაფერი უთქვამთ. მანოს ხელში შოკოლადიანი ბლინებით სავსე თეფში ეჭირა. გამეღიმა და ორივეს მაგრად ჩავეხუტე.                                                                     ***ისევ უნებართვო შემოჭრა. თავი კარისკენ მქონდა. ოთახში საბა შემოვიდა.-საბა. არ ვიცი რა დამემართა დავინახე თუ არა წამოვჯექი და ქვითინი დავიწყე.-სოფი. სახეზე შიში გამოესახა მაშინვე ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.-აღარ შემიძლია, დავიღალე.-ვიცი სოფი, ვიცი. -იცი რა მოხდა?-ყველამ ვიცით.-ჩემებმაც?-ძალიან ნერვიულობდნენ და ვუთხარი.-მინდა საბა, ლუკა მინდა მაგრამ, არ შემიძლია, ვიცი, რომ ისევ მეტკინება. -და იქნებ არ გეტკინოს.-მეტკინება.-ერთი არაკაცის გამო ყველა არაკაცად არ უნდა აღიქვა სოფ.-ვერ ვაკონტროლებ, არ შემიძლია.-გააკონტროლებ! იცი რა მოგიტანე?-რა? ვკითხე, მოვშორდი და ცრემლიანი თალებით შევხედე. პატარა შეკვრა გამომიწოდა და კოვზი. მეც შიგნით ჩავიხედე და მივხვდი რა კარგად მიცნობდა საბა და ისევ ავტირდი.-რა მოხდა? დაბნეულმა მკითხა.-მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეგობარი მყავხარ. ვთქვი და პარკიდან ნუთელას ქილა ამოვიღე. მაშინვე გავხსენი და ჭამა დავიწყე.                                                            26     სკოლაში მივედი თუ არა შევეცადე აუარება შეკითვებისგან როგორმე თავი დამეძვრინა რაშიც, ბარბარე ანა და ელენე დამეხმარნენ. ტელეფონი დავტენე თუ არა უამრავი შეტყობინება დამხვდა. (ჩემთან ბარბარეც იყო ნაყინები მომიტანა და ძალით მაჭამა.) კიბეებზე მივდიოდით, ბუფეტისკენ, ბარბარე გვერდით მედგა და თან შეშინებული მიყურებდა. ვცოდი, რომ ლუკას ნახვა მომიწევდა. მეშინოდა, თან ძალიან. მუცელი მტკიოდა, ხელ-ფეხი მიკანკალებდა და გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა. ბუფეტის კარს მივუახოვდით თუ არა ბარბარემ ხელზე ხელი მომიჭირა და მოკლედ გამიღიმა. კარში შევედი, ყველა იქ იყო, ყველა მე მიყურებდა. ვაჩე, მამუკა, ნაგე და კიდევ ვიღაცეები, მათი პარალელები და ლუკა. ლუკას თვალებში ვუყურებდი და ცუდად ვხდებოდი.მოულოდნელად გავშეშდი, ყურებში წუილის გარდა არაფერი მესმოდა, სუნთქვა შემეკრა, მაშინვე უკან გამოვბრუნდი და ბუფეტიდან გამოვედი. დავინახე როგორ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი. ეგონა, რომ მასთან მივიდოდი, მელოდა. ჩემი საქციელის შემდეგ კი სახეზე იმედგაცრუება და გულის ტკენა გამოესახა. ჩემს უკან დავინახე. უკან ნაგერვაძე მოყვებოდა უფრო სწორად, მოსდევდა. ისევ შევხედე, მაშინვე გაჩერდა. ისიც გაშეშდა. ჰაერი მძიმედ ჩავისუნთქე და მათკენ წავედი. შევეცადე მივსალმებოდი მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ვიგრძენი ხმა, რომ ამომეღო ამეტირებოდა მაგრამ, არ დამჭირდა. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. მინდოდა შევხებოდი, ჩავხუტებოდი, მისთვის გამეღიმა, ისევ ეკოცნა მაგრამ, რაღაც მაკავებდა. მაშინვე უკან გავტრიალდი და ლამის სირბილით წავედი ტუალეტისკენ.                                                               ***-სოფიი. მამუკას ხმა გავიგე და მაშინვე იქეთ მივიხედე. ბიჭები ჩემკენ მოდიოდნენ ამჯერად, ლუკას გარეშე. ყველას გავუღიმე და გადავკოცნე. ცხადი იყო ყველაფერი იცოდნენ. ხვდებოდნენ, რომ ცუდად ვიყავი. მათი შეტყობინებებით გახეთქილი იყო ჩემი ტელეფონი. ამ თემას არ ახსენებდნე მაგრამ, ჩემ გვერდით იდგნენ, ამას ვგრძნობდი. -როგორ ხარ?მკითხა ნაგემ და ვიგრძენი, რომ უბრალოდ მისალმება არ იყო. მართლა აინტერესებდათ როგრ ვიყავი.-უკეთ. ვთქვი და გავუღიმე.  არ შეიძლებოდა ასეთ დღეში ვყოფილიყავი. მათ გამო, საბას გამო, ნიცას გამო, ჩემი მშობლების და საკუთარი თავის და... და ლუკასგამო. მის თვალებში ყურებისას იმდენი ტკივილი, შიში, სურვილი და დაბნეულობა დავინახე თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ არ მინდოდა რაიმე უარესი გამეკეთებინა.                                                              ***          მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ლუკასთვის თავის არიდებას მაგრამ, ცხადი იყო ოდესმე მომიწევდა მასთან საუბარი. არ შემეძლო მისთვის თვალებში ჩახედვა, მისი სურნელის შეგრძნება, მისი ტუჩების დალანდვა საუბრისას, აღარ შემეძლო მისი კიდევ ერთი გაღიმების ატანა. ვიცოდი, რომ საკუთარ თავს დავადანაშაულებდი მის ცუდად ყოფნაში, ვიცოდი, რომ მეც მეტკინებოდა მისი ტკივილის დანახვისას თუმცა, საკუთარ თავთან თავს ვიმართლებდი, რომ ასე ჯობდა. უნდობლად ურთიერთობაში ყოფნას მისთვის ბევრად მეტი ტკივილის და ზიანის მოტანა შეეძლო, ისევე როგორც ჩემთვის. მთელი დღე ცუდად ვიყავი. სუსტად ვიყავი და გული გამალებით მიცემდა. საშინელი კვირის მერე ბოლომდე გამოკეთება ვერ მომეხერხებინა და ლუკას ნახვამ და ნერვიულობამაც მეტად იმოქმედა. ტუალეტისკენ მივდოდი, რომ სახეზე ცივი წყალი შემესხა და თავი უკეთ მეგრძნო და მოულოდნელად მკლავზე შეხება ვიგრძენი. იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი. წინ გავიხედე და ჩემ წინ მდგარი ლუკა დავინახე. ძალიან ახლოს იყო, მის სურნელსაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ეს სუნი მომიღებდა ბოლოს. -როგორ ხარ? მკითხა ნაზად. მისი ხმა შორიდან მესმოდა, ნერვიულობისგან ყურებში წრიპინს ვგრძნობდი. -სოფი კარგად ხარ? შეშინებული სახე დავლანდე სანამ თავბრუ დამეხვეოდა. ვერაფერი ვთქვი, თავი ოდნავ დავუქნიე და ცხვირთან სისველე ვიგრძენი, ხელი მოვიკითე და გაწითლებული ხელის დანახვაზე დავიბენი. ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი და კედელს მიყრდნობილი იატაკზე ჩავსრიალდი. თვალებიდან ვეღარ ვიყურებოდი.ლუკას სახეს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ შავ და წითელ ლაქებს ვხედავდი. რაღაცას მეძახდა მაგრამ, არ მესმოდა რას. მის გარდა ჩემთან კიდევ უამრავი ადამიანი გაჩნდა. ლუკა სახეზე ხელს მადებდა და რაღაცას მეძახდა, ჩემ გამოფხიზლებას ცდილბდა მაგრამ, არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვგრძნობდი. ხელში ამიყვანა, მეც მაისურზე მხართან, მაგრად მოვუჭირე ხელი და ვიგრძენი, რომ თვალებიდანაც გადმომივარდა რაღაც სითხე. მგონი ვტიროდი მაგრამ, არ ვიცოდი რატომ. მოულოდნელად მივხვდი, რომ მეშინოდა. მეშინოდა იმ მდგომარეობის რომელშიც ვიყავი. უცხო, უცნობი, გამოუცდელი მდგომარეობის.-გაიწიეთთ! გავიგე ლუკას ღრიალი და გამიხარდა. გამიხარდა, რომ რამის გაგება მაინც შევძელი.                                                                  ***-უკეთესად ხარ? მკითხა ექიმმა ნაზი ხმით.მე ვიწექი ის კი, თავზე მედგა. ლუკამ მეორე კორპუსში გამომაქანა და სანამ ექიმთან შემომიყვანდა მთელი სკოლა ააწიოკა. წნევა გამიზომეს, სიცხეც, ცხვირში რაღაც ტამპონები გამიკეთეს, სითხით გაჟღენთილი და რაღაც წამალი მომცეს. ექიმთან ერთად ჩემ გვერდით ბარბარე იყო, ჩემი ხელი ეჭირა და მე მაწყნარებდა თუ საკუთარ თავს ვერ გამეგო. უკვე შედარებით უკეთ ვიყავი მაგრამ, სუსტად ვიყავი და ყველაფერი მტკიოდა თან, საშინლად მეძინებოდა. -მაღალი წნევა გქონდა თან, ძალიან. რამეზე თუ ინერვიულე ეს დღეები დიდი ალბათობით სტრესის ბრალია, თავს მოუფრთხილდი.იგივე სიმპტომები ოდნავ მაინც თუ გაგიმეორდება მაშინვე ექიმთან წადი. დღეს დაისვენე, დაიძინე, კარგად ჭამე და საკუთარ თავს ყურადღება მიაქციე. განცხადება დაგიწერე შეგიძლია სახლში წახვიდე. თქვა და გამიღიმა. აზრზე ვერ მოვდიოდი, ამხელა ამბავი მხოლოდ წნევის გამო? ან რა დროს ჩემი წნევიანობა იყო. წამოვჯექი და ჩემი ჩანთა და ქურთუკი დავინახე. ბარბარე ქურთუკის ჩაცმაში დამეხმარა ჩანთის დაჭერის უფლება კი არ მომცა. გარეთ გავედით, თითქმის ყველა იქ იდგა. ბიჭები, ანა, ელენე, ლიზი და დანარჩენბი. ყველამ ჩემკე გამოიწია. გვერდიდან ბარბარეს გარდა კიდევ ერთი ადამიანის ხელი ვიგრძენი და გვერდით მივიხედე, ლუკა იყო. -კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გედო, არც ახლა გადევს.-უკეთ ვარ. ვუთხარი და გავუღიმე. ზედმეტად ნანერვიულები სახე ქონდა მგონი, ცოტაც და მასაც გვერდით მომიწვენდნენ. იმ წამს მის გვერდით წოლაზე და ჩახუტებაზე მეტად არაფერი მინდოდა მაგრამ, ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა. ახლა არა. ჯერ არა.-მადლობა, რომ დამეხმარე. ვთქვი და გასასვლელისკენ წავედი.                                                             27-სურმანიძე და ბიჭები მიყავდა მანდატურს.-რაა?! უცებ გამოვერკვიე სიტუაციიდან. -მეორე კორპუსში გადაყავდა მანდატურის კაბინეტში და იქ, რომ გადაყავდა ანუ, არ იყო საქმე კარგად. მითხრა ანამ.-ვინ ბიჭები?-ნიკა ნაგერვაძე, მამუკა თურმანიძე, ვაჩე დუმბაძე და შენი ლუკა. -რა მოხდა იცი?-სიგარეტზე გამოიჭირეს. მარტო ლუკა ეწეოდაო მარა ისინიც რო იქ იდგნენ წაიყვანაო. ხო იცი არ უშლიან მოწევას დიდად მარა, ეს ვიღაც ახალი მანდატურია და თავი რაღაცა გონია. გაარკვევს ვისიცაა და მარტო ის დაისჯება დიდიალბათობით, ან დანარჩენები მსუბუქად დაისჯებიანო.-შენ რაიცი? ვინ გითხრა?-თეთრაძე იდგა იქ, რომ გავედი და იმან მითხრა.-მაგის დედაც, მაგის დედაც...-ჩუუ! ვინმემ არ გაიგოს.-მას საჭირო ოთახში შეიძლება? წამოვვარდი და ბოლო ხმაზე ვიყვირე. საკუთარი ხმის ტონმა მეც კი გამაკვირვა.-რადგან ასე ძალიან გინდა მიდი. მითხრა თუ არა მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავედი კლასიდან და სკოლის ერთი კორპუსიდან მეორეში სირბილით გავვარდი. მესამედან პირველ სართულზე სწრაფად ჩავედი, შემდეგ პატარა ეზო გადავჭერი და მეოთხე სართულზე ავედი, მანდატურის კაბინეტი ვიპოვე და შიგნით დაუფირებლად შევვარდი. ყველამ ჩემკენ გადმოიტანა მზერა.  ამ ბოლოს ხშირად ვარ ხალხის ყურადღების ობიექტი. -კაბინეტი შეგეშალა? მკითხა მანდატურმა. ამ მანდატურს ვერ ვიტანდი ერთხელ სიგარეტის მოწევა დამაბრალა. აქამდე მოკუნტული და დაბნეული ვიდექი მაგრამ, უცებ თავდაჯერება მომემატა გავსწორდი და თავი მაღლა ავწიე. -ჩემი იყო ის სიგარეტი.-ხოოო? წარბები ზემოთ ასწია და გამომცდელად გამომხედა.-რეებს ბოდავ სოფი! გამოენთო ლუკა. სახეზე გაბრაზება ეტყობოდა.-არ დაუჯეროთ, იტყუება! ახლა ნაგერვაძე გამოვარდა.-ვაფშე ვინ გითხრა? სახეზე ყველას გაოგნება გაბრაზება და გაღიზიანება ეხატა მანდატურის გარდა. ის თითქოს კმაყოფილი იყო ამ სიტუაციით და სიამოვნებას იღებდა.-რამდენიმე კითხვას დავსვავ თუ სწორად მიპასუხებ დავიჯერებ და შესაბამისად მოვიქცევი. -არაათქო ამისი ეს სიგარეტი! ისევ ლუკა გამოენთო.-გაჩუმდი შენ! შენიშვნა მისცა მანდატურმა.-სიგარეტის სახელი?-მალბორო. ვიცოდი ბიჭები რასაც ეწეოდნენ. სიგარეტი მეც არაერთხელ მიყიდია მათთვის და ხშირად მეც ვატარებდი ხოლმე ჯიბით. ბიჭებს სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოეხატათ.მანდატურმა კოლოფს დახედა და ცალი წარბი ზემოთ ასწია.-შენი თუ იყო ამათ რატო ქონდათ?-ლოგიკურია,მოსაწევად. სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა. ლუკას ხელებს გავხედე, მუშტებს მაგრად კრავდა. ვერცერთს ვერ გავუბედე სახეში შეხედვა. ახლა მხოლოდ მათი რეაქციის მეშნოდა.-მეტი მტკიცებულება მჭირდება. -ამამაზე რას იტყვით? ვთქვი და მაგიდაზე ჩემი საყვარელი სანთებელა დავდე.-ღმერთოო!-რად მინდა სანთებელა თუ არ ვეწევი?!-დავიჯერებ თუ ნაპასს დაარტყავ.  მგონი ეს ქალი ცოტა დებილია. ხომ შეიძლება სიგარეტი ისე ვიყიდო და მოვიტანო ბიჭებისთვის მოწევა არ ვიცოდე. -სოფი გეყოს ჩემკენ გამოიწია ლუკა.-შენ დამშვიდდიმეთქი! შეუღრინა მანდატურმა. სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ჩემი სანთებელათი გავუკიდე. მანდატურს თვალებში ვუყურებდი და თან ნაპასებს ვარტყავდი.-საკმარისია! შენ პირველად ხარ შარში. როგორც ჩანს წინა შემთხვევა არ ახსოვდა.-მას არაათქო ამისი. გამოენთო ყველა ერთად.-ეხა დამშვიდდით და მომისმინეთ! ყველას უარესად გაგაკონტროლებთ დღეიდან და იცოდეთ ელემენტარულსაც არ გაპატიებთ! თქვენ ოთხი, ანიშნა ბიჭებს. ახალმოტანილ წიგებს ამოიტანთ ბიბლიოთეკაში. დიდი დრო არ დაგჭირდებათ. შენ კიდე მთელ საღამოს წაგართმევ რადგან შენი იყო! მითხრა და ახლა მე გამომხედა. იმ წიგნებს შენ გადაახარისხებ და დაალაგებ, იმასთან ერთად. თქვა და ხელი სურმანიძისკენ გაიშვირა.  მთელი სამყარო მე მეღადავება.-ახლა მომშორდით და შენ დარჩი. ხელით ჩემზე ანიშნა, ბიჭები ნელა ზოზინით გავიდნენ კაბინეტიდან. მათთან გარეთ შეხვედრა ცოტა არ იყოს მეშნოდა.-რადგან პირველად ხარ აქ და რადგან გოგო ხარ და რადგან ბოლომდე არ მჯერა შენი ამიტომ, გადარჩით. ახლა წადი.   სექსისტი იდიოტი.                                                           ***-სად დასეირნობ ქალბატონო ამდენხანს?-მას, მანდატურთან ვიყავი.-მოხდა რამე?-არა, პატარა შეცდომა იყო.-კარგი, დამრიგებელთან გაარკვიე.-რა ქენი? გაკვირვებულმა და ანერვიულებულმა მკითხა ბარბარემ და წინა მერხიდან ანაც შემობრუნდა.-დავიბრალე. ოქმს გადავრჩით. რაღაც დებილობით დაგვსაჯა. ახლა მთავარია ბიჭებმა არ მომკლან.-არ მოგკლავენ, დამშვიდდი.-კვირის ბოლოს სკოლაში მეჯლისია. -რა მეჯლისი? გავიკვირვე. -ჩვენ სპორტდარბაზში, პარასკევს შვიდზე. მეთორმეტე კლასის თვითმართველობა ხელმძღანელობს.-ა კლასიდან?-ყველგან ა კლასი ნუ გელანდება, არა! -დრესკოდი არ გაინტერესებს?-დაჟე ეგეც გვაქ?-ანნა კარენინა.-მეკაიფები? თვალები გამინათდა. -არაა.-ხო და სკოლიდან ერთად გავიაროთ ხვალ, რომ პარასკევამდე კაბების შოვნა მოვასწროთ.                                                                        28     პირველზე ჩავედი თუ არა, ლუკა ჩემკენ წამოვიდა და ხელი მკლავში ჩამავლო. არ ვიცი როგორ ახერხებდა თან ასე ძლიერად ვჭეროდი და თან არაფერი მეგრძნო. დერეფნის ბოლოსკენ მივყავდი სწრაფად და ბიჭებიც უკან მოგვყვებოდნენ. ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს, წინ იყურებოდა და თვალს ერთ წერტილს უშტერებდა.-რას აკეთებ?! ყველა ჩვენ გვიყურებს!-გვიყურონ!-ლუკა რას აკეთებ?-მე თუ შენ სოფი? რა გინდოდა იქ?-მე, რომ არ მოვსულიყავი ოქმს დაწერდნენ. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისე მესაუბრა. გაბრაზებული ლუკას წინ დგომა სულ სხვა შეგრძენბა იყო მაგრამ, არც ერთი წამით არ შემშინებია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელსაც არ დამაკარებდა, სიტყვებს მოთოკავდა და აქედან ყველანაირი ტკენის გარეშე გამიშვებდა. გაბრაზებულიც კი მშვიდი და მოაზროვნე იყო.-დაეწერათ! სულ, რომ ტალახში ჩავიხრჩო შენ მაინც სუფთად უნდა დარჩე სოფია!-რად მინდა სისუფთავე შენ თუ ტალახში ჩაიხრჩობი?! ვუთხარი და ჩემი სიტყვების მე თვითონ გამიკვირდა. -ყველა თქვენ გიყურებთ! თქვა ნაგერვაძემ. მხოლოდ მისი ხმის გაგების შემდეგ გავიაზრე, რომ ბიჭებმა ყველაფერი გაიგეს. ლუკას სახე დაუწყნარდა და ხელი გამიშვა. მაშინვე გამოვეცალე იქაურობას. დერეფანში ხალხის მწველ მზერას ვგრძნობდი და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. წინ ვიყურებოდი და კლასისკენ თავაწეული მივდიოდი.                                                    ***-წიგნები შემოტანილია, თქვენ სახლში მიდიხართ. გადახედა ბიჭებს მანდატურმა.-რო დავრჩეთ? დავეხმარებით. თქვა ნაგერვაძემ.-ოქმი თუ გინდათ ყველას ერთად კი ბატონო. ბიჭებმა ამოიოხრეს, ნაღვლიანი თვალებით შემოგვხედეს და მე და ლუკა დაგვტოვეს. -დილას შევამოწმებ. ახლა გავდივარ. წარმატებები. თქვა მანატურმა და გავიდა. -ამოვალაგოთ?-ხო აბა?! ვუთხარი ლუკას და წიგნების ამოლაგება დავიწყეთ. დაახლოებით საათნახევრიანი დალაგების მერე უკვე კარგად ჩამობნელდა, ალბათ სადღაც რვა სათი იქნებოდა. მთელი ეს პერიოდი თავს ვარიდებდი იმ თემაზე საუბარს, რის წამოჭრასაც ლუკა ყოველ წამს ცდილობდა და მგონი გამომდიოდა.-კიბეზე მე ავალ და შენ წიგნები მომაწოდე. ვუთხარი ლუკას და მას შემდეგ რაც თავი დამიქნია მე კიბეზე ასვლა დავიწყე თვითონ კი, ახალი ყუთის შემოსატანად გასვლა დააპრა თუმცა, კარი ვერ გახსნა. -არ იღება.-რაა? შეშინებულმა ვკითხე კართან სწრაფად მივედი და კარის გაღება ვცადე. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო ახლა შუქიც ჩაქრა და ჩვენ ორნი სრულ სიბნელეში დავრჩით. -სოფი. სიბნელეში ლუკამ დამიძახა.-ლუკა. ლამის ამოვიტირე და მისკენ წავედი. სიბნელის და დახურული სივრცეების არ მეშინოდა. არც ამ ბიბლიოთეკაში მთელი ღამის გატარების. არც ლუკასი მაგრამ, არ ვიცოდი რა მემართებოდა. მგონი პანიკური შეტევა თუ რაღაც ეგეთი მეწყებოდა. -კარგად ხარ? სუნთქვა არ შემეძლო ვკანკალებდი და ძალიან მციოდა.-ლუკა. ამოვიტირე და გაოფლილი ხელისგულები ჯინსზე შევიწმინდე.-მოდი. მითხრა და თავისი ქურთუკი ნაჩქარევად ჩამაცვა. კედლისკენ წამიყვანა და ძირს დავჯექით. ის კედელს მიეყრდნო მე კი, კალთაში დამიჯინა. თავი მის მკერდზე დამადებინა და ხელები მომხვია. -ჩშშ. მითრა და თან თმაზე მომეფერა. -დამშვიდდი, საშიში არაფერი არაა. მის გულისცემას ვგრძნბდი, მისი სუნამოს სურნელს. მისი ქურთუკი მეცვა, მას ვეხუტებოდი. მისი ხელები ჩემ თმაში დაცურავდა. მისი ხმა მე მამაშვიდებდა. შეუძლებელი იყო ამაზე მშვიდი ადგილი მეპოვნა. ასე რამდენ ხანსაც არ უნდა ვყოფილიყავი საკმარისი არასდროს არ იქნებოდა. დიდხანს ვიჯექი და მის გულისცემას ვუსმენდი მერე, ჩამეძინა.                                                                     ***       რომ გამეღვიძა რამდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. სად ვიყავი? რატომ? ვისთან ერთად? ბიბლიოთეკა უკვე დალაგებული დამხვდა, კარი ღია. ისევ ლუკას ქურთუკი მეცვა. დავიჯერო დამტოვა და წავიდა? არა აქ იყო. კარში შემოვიდა და გამიღიმა. მეც მაშინვე წამოვდექი.-რატომ არ გამაღვიძე? -ბევრი არაფერი იყო, მარტოც გავუმკლავდი.-მადლობა. ვუთხარი, ქურთუკი გავიხადე და მივაწოდე.-არ წავიდეთ?-ჰო წავიდეთ. მაშინვე თავი დავუქნიე.                                                             29-წითელი კაბა მეცვა. ამოღებული საყელოთი და პატარა მხრებით. წელში გამოყვანილი და რაც შეიძლება კარგად გაშლილი ქვედაბოლოთი. ფეხზე დაბაქუსლიანი წითელი ფეხსაცმელები მეცვა. თმა მჭიდრო კულულებად დავიხვიე და კოსასავით გავიკეთე. ყელზე კი ბებიაჩემის ნათხოვარი მარგალიტის, გრძელი მძივი მეკეთა, რომელიც რამენიმე ნაწილად დამეხვია კისერზე. მიუხედავად იმისა, რომ სანამ გადავწყვეტდი აქ მოვსულიყავი თუ არა უკვე ნახევარი საათი დავაგვიანე მაინც, ვყოყმანობდი. არ ვიცოდი ღირდა თუ არა იქ შესვლა. შევეცადე ჩემი პეპლები დამემშვიდებინა. ღრმად ჩავისუნთქე, თავი ავწიე და დარბაზში შევედი. ბევრი ხალხი იყო, დარბაზი კი სანთლებით, გირლანდებით, მკრთალი განათებით და ბუშტებით საკმაოდ კარგად და გემოვნებიანად გაეწყოთ. გოგოები დავინახე და მაშინვე მათკენ წავედი.-რა ლამაზები ხართ.-შენც ძალიან ლამაზი ხარ. -ერთი ადამიანი, რომ დაგინახავს გული წაუვა ალბათ.-გეყოთთ! ვთქვი და თვალები ავატრალე. ბარბარემ ჩემ უკან მიიხედა და სახე მაშინვე შეეცვალა, ეშმაკური ღიმილით გაეღიმა. -ანრის მოვძებნი. თქვა და მაშინვე გაეცალა იქაურობას.-ჩვენც ანრის მოვძებნით. ერთდროულად თქვეს გოგონებმა და ისინიც ლიზის გაყვნენ. უკან შევბრუნდი და ლუკა დავინახე. კმაყოფილი, ღიმილიანი სახით მათვალიერებდა ბოლოს კი, მზერა ჩემ თვალებზე გააჩერა. არ მიკვირდა. არ ვიცოდი რას ველოდი, რატომ, რისთვის ვიცვამდი წითელ კაბას? ლუკას ეს კოსტუმი ზედმეტად უხდებოდა. თეთრი, სამხედრო კოსტუმი ეცვა, ოქროსფერი დეტალებით და მაღალი საყელოთი. ჩემდა საუბედუროდ ან არ ვიცი, შეიძლება საბედნეროდ დარბაზში ,,ed sheeran,,-ის ,,perfect,, ჩაირთო.-ვიცეკვოთ? მასთან ცეკვა ძალიან მინდოდა. მინდოდა დავთანხმებოდი. ყველაფერს გავიღებდი მისი შეხებისთვის, მასთან ცეკვისთვის. მისი სურნელი, მისი ხმის ტემბრი, მისი გამოხედვა, თვითონ, ყველაფერი თავბრუს მახვევდა და მაჰიპნოზებდა. ხელი გამომიწოდა. მის ხელს დავხედე და გაუბედავად მოვკიდე ხელი. წამით ხელზე ხელი მომიჭირა და საცეკვაო სცენისკენ წამიყვანა. მხარზე ხელები დავაწყვე თვითონ კი, წელზე მომხვია ხელები. -ისეც ყველა ჩვენზე ჭორაობს.დაე უფრო მეტი იჭორაონ.-იჭორაონ. მითხრა და თვალებში ჩამხედა. მისთვის რატომღაც თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. ხელები ოდნავ ზემოთ ასწია და ცერა თითით ამოღებულ ზურგზე მომეფერა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და სახე ამიხურდა ვიგრძენი, რომ გავწითლდი. -სოფი მინდა, რომ ვილაპარაკოთ.-მე არა. -დატრიალდი ტიტების დედოფალო. მითხრა წელზე ხელები მომკიდა და დამატრიალა.-კი თუ არა? მკითხა მას შემდეგ რაც იატაკზე დამაბრუნა.-არა. -კაი. თავი ოდნავ გაღიზიანებულმა დამიქნია და მხარზე ტომარასავით გადამიკიდა. ბრაზისგან, სირცხვილისგან და გაოგნებისგან საშინლად ავხურდი. დავპარალზდი. მოულოდნელად აზრზე მოვედი და დარბაზიდან გამოსულს უკვე ხელებს ვურტყამდი.-დამსვი ლუკა!-დაგსვამ, ოღონდ აქ არა.-გამიშვი! სიბრაზისგან უკვე ვკანკალებდი. რომელიღაც კლასში შევიდა და კედელთან დამსვა. მაშინვე კარისკენ წავედი, რომ გავსულიყავი მაგრამ, მიმასწრო კარი გამოკეტა და ჩემ წინ გაბრაზებული სახით დადგა. ყბები დაეჭიმა და ვენები უფრო მეტად დაეტყო მაგრამ, ამ სიტუაციაში გაბრაზებული ის კი არა, მე უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც.-ვილაპარაკებთ და გაგიშვებ!-არ ვილაპარაკებთ! ვუთხარი და მეც გაბრაზებული თვალებით ავხედე. -სოფი! მკაცრად მითხრა. მის ტონში სიმტკიცე, სიჯიუტე, ბრაზი, სითბო და სინაზე ერთად ვიგრძენი. როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო? ხელ-ფეხი ამიკანკალდა. სიბრაზე მახრჩობდა. ვგრძნობდი, რომ სადაც იყო სიბრაზისგან ავტირდებოდი და ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და ვერაფრის თქმას ვახერხებდი, სუნთქვაც კი მეკვროდა. -გამ...-გთხოვ. უცებ მოლბა, ჩემკენ წამოვიდა მე კი, მასთან სიახლოვის ასაცილებლად უკან მივდიოდი თან, ვცდილობდი კაბისთვის ფეხი არ დამებიჯებინა. ისიც ფეხ და ფეხ მომდევდა. ბოლოს კედელს მივეჯახე და მივხვდი, რომ სხვა გზა აღარ იყო. ისიც ჩემ წინ დადგა და ხელები კედელს მიაყრდნო. -ლუკა რა გინდა?-რას აკეთებ სოფი? თავი გვერდით გავაბრუნე, მისთვის თვალებში ყურების ძალა არ მქონდა.-თავი ერთმანეთისგან შორს უნდა დავიჭიროთ.-ხომ იცი, რომ შეუძლებელია.-უბრალოდ ისე დამაიგნორე როგორც გასული სამი წლის განმავლობაში.-გგონია მარტივი იყო? მთელი სამი წელი შენზე ვფიქრობდი. ისე ახლოს მყავდი სკოლაში, გარეთ, ბიჭებთან, უბანში ყველგან შენ იყავი მე კი, ვერც გიყურებდი ვიცოდი, რომ დრო გჭირდებოდა.-დრო ახლაც მჭირდება.-გთხოვ, უფლება მომეცი, რომ დაგიმტკიცო. მაშინვე გამოვძვერი მისი ხელებიდან და ოთახში სიარული დავიწყე. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა.-არ შემეძლია. ცრემლიანი თვალებით შევხედე და შუბლზე ხელი მოვისვი.-გთხოვ სოფი. მითხრა და ჩემკენ სწრაფად წამოვიდა. იმდენად ახლოს იყო მის სურნელს ისევ ვგრძნობდი, ისევ თავბრუს მახვევდა. -მე არ ვიცი რას ვგრძნობ მაგრამ, ვიცი, რომ შენი ნდობა არ შემიძლია. ნდობის გარეშე კი ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდება. -მომეცი უფლება შენი ნდობა მოვიპოვო. მითხრა და ჩემკენ დაიხარა. ზედმეტად ახლოს იყო, მისი თმა შუბლზე მელამუნებოდა. ისევ თრთოლვა და ტკივილი ვიგრძენი მაგრამ, ამჯერად არა მუცლის, არამედ გულმკერდის არეში.-არ მინდა მემეშინოდეს შენი საქციელების. არ მინდა მეშინოდეს, რომ ისევ მეტკინება. ვუთხარი თუ არა დაიხარა და ტუჩებში მაკოცა. ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე თავზე. ცხელი ბაგეები ქონდა, ოთახშიც ძალიან ცხელოდა. არ შემეძლო მისთვის ხელი მეკრა, არ მინდოდა ეს მომენტი გამეფუჭებინა. რომც მდომოდა არ შემეძლო. ეს კოცნა მამშვიდებდა. კოცნაში ავყევი და ხელები სახეზე დავადე. ოდნავ გაიწია, ტუჩები მომაშორა და თვალებში ჩამხედა. არ ვიცი მან რა დაინახა მაგრამ, მე მის ანთებულ თვალებში სიყვარული დავინახე, სიამოვნება. დავინახე, რომ არც მას უნდოდა ახლა ჩემგან წასვლა მაგრამ, რა მოხდებოდა თუ კი ვცდებოდი? ჩემს ტუჩებს ისევ დაეწაფა, მეც ისევ ავყევი და ხელი თმაში შევუცურე. ვიღაცამ კარი შემოაღო და ხმაზე ერთმანეთს მოვშორდით. ნაგერვაძე იყო. გაშტერებული სახით მოგვჩერებოდა. მე მაშინვე თვალი ავარიდე ლუკა კი წარბებაწეული ცოტა უხერხული სახით უყურებდა. ნიკას გაეღიმა ბოდიშის ნიშნად ხელები მაღლა აწია და ოთახიდან გავიდა. -ანუ შანსს მაძლევ? -დავფიქრდები.-ჩემი ნდობა შეგიძლია. მტკიცედ მითხრა და მაშინვე ტუალეტისკენ მაკიაჟის შესასწორებლად წავედი.                                                              30    დარბაზში შევედი თუ არა ვიგრძენი, რომ ყველას მზერა ჩემკენ იყო მაგრამ, მაშინვე ეშმაკურად მომღიმარი ბიჭებისკენ წავედი. -ეგრე ნუ მიყურებთ! ვუთხარი მაშინვე.-რა ლამაზი ხარ სოფი. მითხრა მამუკამ.-წითელი გიხდება. თვალი ჩამიკრა ნაგემ.-დალიე მოგეშვება. მითხრა ვაჩემ და მათარა გამომიწოდა. მათარა გამოვართვი და გადავკარი. მაშინვე დავიჯღანე და ნაგერვაძეს კოკა კოლის ჭიქა გამოვართვი.-ფორთოხლის წვენი ხო არ გეგონა?-რა არის?-სახლის არაყი.-ფუუ, ხო იცით, რომ ვერ ვიტან. -ბევრ რამეზე გვეგონა მასე.-ნაგე! მკაცრად ვთქვი და იქაურობას გავეცალე. მაშინვე გოგოებთან მივედი.                                                            ***   სახლში ასულს მაკიაჟის მოშორების თავიც არ მქონდა. კაბა გაჭირვებით გავიხადე, თმა დავიშალე და პიჟამოები ჩავიცვი. საწოლში ჩავწექი და ორ წამში ჩამეძინა. შუაღამისას ისევ გაოფლილს გამეღვიძა. ისევ საშინელი სიზმარი ვნახე. ისევ ლუკა. ამჯერად ვიღაც გოგოსთან კოცნაობდა მე კი, შორიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ დავშორდებოდი. საწოლში წამოვჯექი და წყალი დავლიე. არ ვიცოდი რამდენად სწორად ან არასწორად ვიქცეოდი. მეშინოდა, მეშინოდა, რომ ისევ დავკარგავდი საყვარელ ადამიანს, გრძნობებს, სიცოცხლის სურვილს. მეშინოდა, რომ ისევ გამომიყენებდნენ, მომატყუებდნენ, მიღალატებდნენ.                                                               31      კარიდან გამოვედი თუ არა, გენჯო დავინახე. დამინახა თუ არა, ზედმეტად არაბუნებრივად მოშორდა კედელს რომელსაც, ეყრდნობოდა და ხელი დამიქნია. სიგარეტი ჩააქრო და ჩემკენ წამოვიდა. მეც დაბნეული სახით წავედი მისკენ. მართალია გენჯოს დანახვა ძალიან გამიხარდა მაგრამ, თან ძალიან გამიკვირდა.-გენჯო?-სოფი. აქეთ ვიყავი და ვიცოდი ინგლისური, რომ გქონდა ხო და, მეთქი მივაცილებ სახლამდეთქო.-ხოო?! ეჭვის თვალით გავხედე და ჩავეხუტე.-რას შვები როგორ ხარ?-კარგად ნიკო. შენ?-რავი კარგად. მითხრა და თავი დამიქნია.-რამე ახალი და არაორდინალური ხო არ ხდება შენსკენ?  დავიჯერო ლუკამ არ გითხრა? თუ ჩემ გამოტეხვას ცდილობ?-არა, არაფერი. შენსკენ?-მოდი ჩაჯექი. მითხრა და მანქანის კარი გამომიღო. -არც ჩემკენ.-ნიკოო.- კაი. იცი ამ ბოლოს ლუკა შეიცვალა ძალიან. აი რის გამო მომაკითხა გენჯომ. გავფიქრე და შევეცადე არ შემემჩნია.-ხოო? რა მხრივ?-შენ არ შეგიმჩნევია? მკითხა და ორი წამით გამომხედა. -არაა. ისევ ისეთი უხეში, იდიოტია. ვთქვი და ვიგრძენი როგორ ავღელდი. აღარ მეხერხებოდა ემოციების დამალვა და აღარც ტყუილი. მითუმეტეს ისეთი ახლო ადამიანი როგორიც გენჯო იყო ადვილად წამიკითხავდა.-შეყვარებულივით იქცევა. -შენ სახლში მიდიხარ? ამ კითხვას არ ელოდა და დაიბნა.-სადმე სხვაგან გინდა დაგტოვო?-კი, გრიბოედოვზე.-როგორც შენი ძმაკაცი, თავს უფლებას მივცემ ოდნავ გაგაკონტროლოსავით და ვიკითხო სად მიდიხარ.-ბიძაჩემთან და ბიცოლაჩემთან.-კაი მაშინ დაგტოვებ.-მოიცა ისე არ მტოვებდი? გავიკვირვე და გენჯოს გავხედე.-ბიჭების სანახავად, რომ წასულიყავი რა თქმა უნდა არ დაგტოვებდი. -ოხ გენჯო, ოხ.-ხო იცი როგორ მიყვარხარ სოფი. მითხრა და თვალი ჩამიკრა.-მეც მიყვარხარ. ვთქვი და გავიცინე.                                                           32-გენჯომ რადგან მითხრა ეგეთი რაღაც დიდი ალბათობით ლუკას მართლა ვუყვარვარ.-რატო ფქრობ ეგრე? მკითხა მანომ.-იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენჯო ლუკას საუკეთესო მეგობარი და ძმაა, ჩემი ძმაკაციცაა და ეგეთ რაღაცას არ მომატყუებდა. თან გენჯო ყოველთვის დამიცავს და ჩემი გამოყენების უფლებას არავის მისცემს მათ შორის, კი არა და, მითუმეტეს ლუკას. -ნელა ილაპარაკე და დალიე ეგ ყავა. მითხრა ბიძაჩემმა მას შემდეგ რაც,მთელი წინადადება ამოსუნთქვის გარეშე უსწრაფესად ვთქვი. -და გენჯოს ასე ძალიან ენდობი?-კი, გენჯოს ძალიან ვენდობი.-აბა ლუკას რატო არ ენდობი? ამჯერად ზაზამ იკითხა.-გენჯოს ლუკასგან განსხვავებით, ძმაკაცურად ვუყურებ და არც ბაბნიკის სახელი აქვს, -მე ვფიქრობ, რომ შენ ლუკასაც ენდობი უკვე იმდენად, რომ ურთიერთობაში შეხვიდე. ორი ვარიანტია, ან ბოლომდე არ ენდობი და საკუთარ თავს არწმუნებ ამ უნდობლობაში, რომ მოიპოვო ის ნდობაც, ან ენდობი და საკუთარ თავთან გამოტყდომა არ გინდა. მითხრა მანომ.-მე ვფიქრობ, რომ ენდობი მაგრამ, იმედგაცრუების შიშით ხარ შებყრობილი და საკუთარი თავის დაცვას მაგ ხერხით ცდილობ. ამჯერად ისევ ბიძაჩემი ჩაერთო. -ემოციების და გრძნობების დამალვივით, არ აღიარებით, საკუთარ თავს ტკივილისგან ვერ დაიცავ. მითხრა მანომ და თბილი ღიმილით გამომხედა. -და რას გრძნობ?  საერთოდ ამ თემაზე ბიძაჩემი ასე უნდა მესაუბრებოდეს?  საერთოდ ერთი ასეთი თვისება მაქვს, უცებ თავში რაღაც დამარტყამს და იმას აუცილებლად იმ წამსვე ვაკეთებ. შეიძლება ჩემ გრძნობებშიც მოულოდნელად გამოვერკვე ხოლმე. -მართლები ხართ. ვენდობი. ბოლომდე ვენდობი. ვთქვი და მაგიდას დავაშტერდი.- მინდა, რომ ეგ ბიჭი ჩემი შეყვარებული იყოს და თან ყველამ გაიგოს. ყველამ დაგვინახოს და ძალიან, ზედმეტადაც კი, დარწმუნებული ვარ, რომ გულს არ მატკენს და თუ მატკენს, მერე ჯობია ცხრა მთას იქეთ გადაიხვეწოს. -სოფი გრძნობები ჩამოაყალიბე ცოტა. შეშინებულმა მითხრა მანომ.-ჩამოვაყალიბე, ჩამოვაყალიბე. ლამის ვიკივლე წამოვხტი და ტელეფონს მივწვდი, თან ბედნიერებისგან ვიცინოდი მაგრამ, ჩემები შეშინებულები მიყურებდნენ.-სოფია?-ნიკოლა (გენჯოს უამრავი ზედმეტსახელი აქვს, ამიტომ ცოტა, რომ გაერკვეთ ნიკოც, ნიკოლაც და გენჯოც გენჯოა, ნიკოლოზ გენჯაძე) ლუკა უნდა ვნახო, ახლავე. ვერ მეტყვი სადაა?- მოხდა რამე? გენჯომ ზედმეტად გაკვირვებულმა და შეშინებულმა მიპასუხა, მე კი უკვე მეტი აღარ შემეძლო. მეტს ვერ, არ მოვითმენდი. -კი, კი, მოხდა. ბოლო ხმაზე ვუწიოდი საწყალ გენჯოს ტელეფონში და თან მთელი გულით ვიცინოდი. -დამელოდე სოფი სადაც ხარ, მოვალ და მე თვითონ წაგიყვან!-კაი გელოდები. სადაც დამტოვე იქ ვარ. მალე ქენი გთხოვ. ვუთხარი და ტელეფონი ჩემი სიცილის ფონზე გავთიშე. მაშინვე მანოსთან და ზაზასთან მივედი და ორივეს რიგ რიგობით ვაკოცე ლოყაზე მერე, გავიქეცი და ჩავიცვი. სწრაფად ვიპოვე ჩემი ჩანთა და მობილური და კიბით დავეშვი პირველი სართულისკენ. ახლა ზედემტად ენერგიულად ვიყავი და მჭირდებოდა ენერგიის დახარჯვა. ჩავედი თუ არა გენჯოც მოვიდა, ისევ მანქანით იყო. გაკვირვებული მიყურებდა. შევეცადე ჩემი პეპლები და გულის ცემა დამემშვიდებინა. ვნერვიულობდი და აღელვებული ვიყავი. ლამის იყო კრუნჩხვებში ჩავვარდნილიყავი. გენჯო ნაწილობრივ შეჩვეულიყო ჩემს ასეთ მდგომარეობას მაგრამ, მაინც უკვირდა თავიდან, ბოლოს ისიც სიცილში ამყვა.-მოყევი.-გენჯო მიყვარს. მიყვარს კი არა ვგიჟდბი, ვაფრენ იმ ბიჭზე. -ოჰო, სოფი კარგად ხარ?-ახლავე უნდა ვუთხრა. უნდა გაიგოს, რომ ვენდობი და მიყვარს და...-კარგიიი, დამშვიდდი. იქ, რომ მიგიყვან შიშისგან ხო არ გადაიფიქრებ? -არა რა გადავიფიქრებ, მალე მივიდეთ რა. მუდარით სავსე სახთ და თვალებით გავხედე გენჯოს. ვატყობდი, რომ ისიც ბედნიერი იყო, ბოლოს და ბოლოს ლუკა მისთვის ძმასავით იყო.  საშინლად ვნერვიულობდი, ხომ ვიცოდი ლუკას გრძნობები მაგრამ, მაინც. გენჯომ მანქანა გააჩერა თუ არა მანქნიდან სწრაფად გადმოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ხელ-ფეხი ისე მიკანკალებდა ძლივს ვიმორჩილებდი. მთელი სხეული მიცახცახებდა, გულ-მკერდის არე და მუცელი კი საშინლად მტკიოდა. ძლივს მივათრევდი ფეხებს, მეჩქარეოდა მაგრამ, ისე დამმძიმებოდა აღარ მომყვებოდნენ.-უთხარი მოვიდეს. თუ გინდა ჩუმად თუ გინდა ბოლო ხმაზე იყვირე. ვუთხარი გენჯოს და ლუკასკენ გავუშვი მე კი იქ დავრჩი სადაც ვიყავი. ბიჭები ფანჩატურში ისხდნენ, ხალხი კი თითქმის არ იყო, ბიჭებს თუ არ ჩავთვლიდით. ყველა იქ იყო ვაჩე, ნიკა, მამუკა, გიგი, ლუკა, გულაბერიძეც კი იქ იყო. ლუკამ გამომხედა და თან ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. უკვე კარგა ხანი იყო აღარ ვიცინოდი. ვღელავდი და ჩემ თავს ვამხნევებდი.-სოფი? ლუკა გაკვირვებული მოლოდინით სავსე, თბილი თვალებით მიყურებდა. გული ისე მიცემდა მეგონა ცოტაც და ყველაზე ცოტა კაპილრები დამისკდებოდა. ორივე ხელი ხელზე მოვკიდე თვითონ კი, ხელები ამოაბრუნა და ისე გააკეთა, რომ ახლა მას ეჭირა ჩემი ხელები და ხელებზე ოდნავ მიჭერდა. ხელები ყოველთვის თბილი მქონდა ახლა კი, გამყინვოდა ისე თითქოს, საათობით მელაგა ყინულიან წყალში.-ლუკა გენდობი ისე როგორც არავის არასდროს. თვალები გაუბრწყინდა, დაიბნა და გაშეშდა. -და მიყვარხარ ისე როგორც არავინ არასდროს. გაეღიმა მერე, უფრო ფართოდ. სიცილზე გადავიდა, თვალები უბრწყინავდა, დაიბნა მაგრამ, ჩემთვის ხელი წამითაც არ გაუშვია. -იმედებს არასდროს გაგიცრუებ. ცხოვრების ბოლომდე შენ გვერდით ვიქნები და გულს არასდროს გატკენ. გაიცინა და მოულოდნელად ხელები წელზე მომხვია. ჰაერში ამიტაცა და დამატრიალა. ჩემი მიწაზე დაბრუნების მერე, ბიჭებს გახედა და ხელი დაუქნია, მეორე ხელი მე ჩამკიდა და საპირისპირო მხარეს სიცილით წამიყვანა.                                                33-მოიცა რაღაცას კი გატყობდით მაგრამ... ამდენი ამბავი ასე ერთიანად უნდა მოგვაყარო? დაბნეულმა და ცოტა შეშინებულმა იკითხა თაკომ.-სოფი თითქმის ყოველდღე გვწერდი და ეგ ამბები ისე ლაითად მოყევი მეგონა, უბრალოდ გატაცება იყო. შედარებით მშვიდი ტონით თქვა ნიამ. ნია ყოველთვის ასეთი იყო მშვიდი, გაწონასწორებული. ყოველთვის საჭირო რჩევას მოგცემდა და დაგამშვიდებდა. ალბათ ამიტომაც აპირებდა მომავალში ფსიქოლოგობას. თაკო კი ყოველთვის ემოცებში ვარდება და მიუხედავად იმისა, რომ რჩევას გაძლევს თან არასწორ საქციელზე შეუძლია ყელიც გამოგჭრას. -ხო ვიცი, მეც ეგრე მეგონა და მაქსიმალურად ვცდილობდი ეგრე ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. შემიყვარდა და ვენდე და ახლაც ვენდობი და ზუსტად ვიცი არასდროს არ მიღალატებს და გულს არ მატკენს. თვითონ მითხრა.-ეგეთ რაღაცეებს ქაჯაიაც გეუბნებოდა. წარბები ზემოთ აწია თაკომ და წივილით მითხრა.-ხო. ნიაც მშვიდად წარბების აწევით დაეთანხმა და ყავა ფინჯნიდან მშვიდად მოსვა.-თაკო იქნებ დამშვდდე! ვთხოვე აგრესიულად.-მაინც ვერ ვიგებ. ასე მარტივად როგრ ენდე?-მართივად?! ერთდროულად გავიკვირვეთ მე და ნიამ. ამჯერად ნიას მშვიდი ტონი ოდნავ შეცვლოდა და გაღიზიანება დასტყობოდა.-სამივემ ვიცით, რომ რახან შენი ნდობის მოპოვება შეძლო და ამდენი იჩალიჩა, ანუ მართლა უყვარხარ მაგრამ, არ ვიცით მომავალში რა მოხდება. მომავლის შიშით კიდე ცუდად ყოფნას, აწმყოთი გაბედნიერება და სიამოვნების მიღება სჯობს თანაც, უკვე ისე ენდობი, რომ სულ, რომ გიღალატოს შეიძლება ვერც დაიჯერო ამიტომ, უბრალოდ ისიამოვნე იქნებ, მართლაც ის ადამიანია რომელთანაც ოჯახი უნდა შექმნა და შვილები გააჩინო. ამჯერად ისევ მშვიდი ტონით, ნელა წარმოთქვა ნიამ. -იცოდე ატირებული ჩემთან არ მოვარდე! დამემუქრა თაკო. -ჩემთან შეგიძლია მოვარდნა. თქვა ნიამ და თვალი ჩამიკრა.                                           34-მთელი კვირა სახლში მარტო ვიქნები.-მშვიდობაა? გაკვირვებით გავხედე ლუკას.-ჩემები სოფელში ადიან და ჩემი დაც მიყავთ, ცოტა ხნით. ხო და, მე შენ ვერ გტოვებ.-ეგრე ძალიან გინდა ჩემთან ყოფნა? ვკითხე და თან ეშმაკურად ავხედე. გამიღიმა, მასთან ახლოს მიმწია და ჩამიხუტა მერე, თავზე მაკოცა.-ერთი დღეც ვეღარ გავძლებ შენ გარეშე და არც ვაპირებ, მითუმეტეს ჩემი სურვილით.-აუუუ შემოდით რა! აივნის კარში გენჯომ გამოყო თავი და დაგვიძახა. მაშინვე ორივემ გენჯოს გავხედეთ და გავუღიმეთ. კარისკენ წვედი მაგრამ, ლუკამ მკლავზე ხელი მომკიდა და უკან მიმაბრუნა.-არ გავაგებინოთ მთელ სკოლას ჩვენი ამბავი? -ძაან გინდა ხო იმათი ბოღმიანი და გაკვირვებული სახეების ყურება.-გახარებულების არა?-ვისაც უნდა გახარებოდა იმათ უკვე იციან. -არ გინდა ყველამ, რომ გაიგოს? გაკვირვებულმა მკითხა.-უკვე გაიგეს. წამიერად დაიბნა მაგრამ, მალევე მიხვდა, მობილური გახსნა და ჩემი სთორი ნახა. კმაყოფილს ჩაეღიმა და ისევ მაგრად ჩამიხუტა. ჩემი და ლუკას ფოტო იყო, საკმაოდ ახლო იმისთვის, რომ ეფიქრათ უბრალო მეგორული ფოტოაო თანაც, არაჩვეულებრივი წარწერაც ეწერა ,,in relationship,, და გვერდით ლუკა მყავდა დათაგული. თვითონაც მაშინვე გადააზიარა სთორი.-აქედანვე ყველამ იცოდეს, რომ ვინმე ცუდად მაინც თუ შემოგხედავს იქვე მივხედავ. თქვა და მკაცრი სახით გამომხედა მე კი, კმაყოფილს ჩამეღიმა. სახლში შევედით და დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დავსხედით. ყელა გვიყურებდა და ეღიმებოდათ. -სამი წელი იწვალეთ და დააყენეთ საშველი როგორც იქნა. ხმა პირველმა გიგიმ ამოიღო.-ჯერ სად ხარ აცადე, რამდენ ჩხუბს და შერიგებას უნდა გავუძლოთ. აყვა საბა და ბოლოს დაუსტვინა.-აუ საწყლები ვართ ამათ ხელში. დაეთანხმა გენჯო მე და ლუკა ჩვენთვის ვიჯექით, ვუსმენდით და ვიცინოდით.-აცადეთ იქნებ არ ჩხუბობენ. ორი შეშლილი მაინც უკეთ გაუგებს ერთმანეთს. ყველას დამშვიდება ლუკამ სცადა.-არა, ორი შეშლილი და ჯიუტი ერთად მშვიდად ვერ იქნებიან, ან სხვებს გაუტრაკებენ ან ერთმანეთს და საწყლები მაინც ჩვენ გამოვდივართ. თქვა გენჯომ და თვალი ჩაუკრა ლუკას. -მომეცით ეგ არყის ბოთლი, ორი საათია ეგრე დგას. ვთქვი და მაგიდისკენ გავიწიე მაგრამ, ლუკამ უკან მომწია გენჯომ კი, არყის ბოთლი გაწია.-დღეს არ სვამ. მითხრა ლუკამ და ჩახუტებით დამიჭირა.-ეე. შევიცხდე და ყველას ერთიანად მოვავლე თვალი.-არა, დღეს არავინ არ ვსვამთ! თქვა გენჯომ და თვალი ამჯერად მე ჩამიკრა. -ზოგჯერ ძალიან მოსაწყენები ხართ. ვთქვი და გაბუტული სახით დივნის საზურგეს მივეყრდენი.                                                                35      კლასში დაგვიანებით შევედი. სხვათაშორის ახლა დაგვიანებას დიდ ყურადრებას აღარ ვაქცევდი თუ, რა თქმა უნდა რამე მნიშვნელვანი არ იყო და ვინმე პირადად მე არ მელოდებოდა. ყველა ერთიანად მომაჩერდა მხოლოდ, ბარბარეს ეღიმებოდა. ამ ბოლო დროს ხშირად მაშტერდებოდნენ და ძირითადად სულ ლუკას გამო. ჩემ მერხთან დავჯექი და ბარბარეს გავხედე.- ჩემი სთორის გამო აქვთ ხო ასეთი რეაქცია.-ხო. ყველა იმას ამბობდა ეგ და სურმანიძე ერთად ვერ გაიჩითებიან ზედაც არ შეხედავსო.-ეგეთი ცუდი რეპუტაცია მაქ? გაკვირვებულმა გავხედე ბარბარეს.-ხო იცი როგორი სასტავიც ამბობდა მაგას.-გასაგებია. ვუთხარი და თავი მერხზე დავდე. გუშინ გიგისთან გვიანობამდე შევყევით და ძალიან მეძინებოდა.                                                         ***    ზარის ხმაზე გამეღვიძა და წამოვდექი. მთელი კლასი ისე მიყურებდა, მივხვდი ან მალე უნდა გამესწრო, ან შეკითხვები ამეტანა. წამოვდექი და კლასიდან მასწავლებლის გასვლამდე სირბლით გავვარდი და კიბეებისკენ გავიქეცი. ტემპი არ დამიგდია ისე ჩავედი მეორე სართულზე და ზემოთ ავიხედე, რომ დამენახა ვინ მომყვებოდა და უცებ კიბეზე ფეხი დამიცდა და მოულოდნელად კივილი აღმომხდა. ლამის დავეცი, უფრო სწორად დავეცი მაგრამ, ლუკაზე დავეცი. როგორც ყოველთვის (უმეტეს შემთხვევებში როცა ფეხზე ვერ ვდგავარ წესიერად.) ახლაც მხსნელად მომევლინა. მის მკლავებში ვყავდი მოქცეული და გაკვრვებული სახით მყურებდა. მეც გაკვირვებული სახით ვუყურებდი. მოულოდნელად, მფარველი ანგელოზივით, არსაიდან გაჩნდა და დაცემას გადამარჩინა. იცით მგონი, ეს ბიჭი ჩემი მფარველი ანგელოზია. ლუკამ ერთი ორჯერ ზემოთაც აიხედა. მგონი სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ იქიდან ჩამოვვარდი. არც იყო გასაკვირი ეგრე, რომ დამმართნოდა.-პრივეტ. გავუღიმე და და მზერა მის უკან მდგარ ბიჭებზე გადავიტანე. გაკვირვებულები მიყურებდნენ. ფეხზე მყარად დავდექი და ჩემ უკან გოგოები დავინახე. ელენე, ხიმშიაშვილი, ბარბარე, ანა და ლიზი.-რას შვები სიძე? წინ გამოვიდა ბარბარე და ლუკას გადასაკოცნად წამოვიდა.  რაოოო?-რძალო. კარიდან ნაგე გამოვიდა და ტრადიციულად, ჩახუტებით მომესალმა. -წამო. თქვა ლუკამ, ხელი მომკიდა და ბუფეტსკენ წამიყვანა. რა თქმა უნდა ჩვენი ამალაც დაიძრა და უკან გამოგვყვა.-მოიცა თქვენ მართლა ერთად ხართ? გზაში გაკვირვებულმა იკითხა ვიღაც გოგომ.-რა გაგიკვირდა? ძალიან მობეზრებულმა უპასუხა ლუკამ.-შანსიი არაა. თქვა და გვერდი აგვიარა. -შენ და სურო მართლა ერთად ხართ? ამჯერად ნემსაძემ გაიკვირვა. მთელი დღე ასე გრძელდებოდა. ყველა გაშტერებული, გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და ჩვენზე ჩურჩულებდა.                                                                    ***-მთელი დღე ყველა თქვენ გიყურებდათ. თქვა ნაგემ მას შემდეგ, რაც მოსაწევად გამოვედით.-სკოლას ახალი საჭორაო მიეცა, იმედია გადარჩებით. საუბარში ჩაერთო მამუკაც. -იმედია მალე შეეგუებიან. ვთქვი და თვალები ავატრიალე.-არ დასჭირდებათ. გამომხედა ვაჩემ და თან გააბოლა. -ერთ კვირაც და ჩვენ სკოლას ვამთავრებთ, მერე ზაფხული მოდის. -აუ მე მარტო მტოვებთ ხოო?! ნაგვებო. ვთქვი და ქვედა ტუჩი ოდნავ გამოვბურცე.                                                              36-საღამოს გამოგივლით რეპეტიციაზე და სადმე გავიაროთ მანქანით-რა პრობლემაა ვუთხარი ლუკას აღტაცებულმა და სიცილი ეგრევე სახეზე შემახმა-რამე მოხდა? იკიტხა ლუკამ და მზერა ჩემ მზერას გააყოლა სახე დაეჭიმა და მუშტები სსეკრა სკოლის წინ ზუკა იდგა სიგარეტს ეწეოდა და დაჯინებით გვიყურებდა -სოფი სახლსი წადი მითხრა ლუკამ მკაცრად მაშინვე ხელზე მოვკიდე ხელი და თვალებში ცავხედე-გტხოვ არ გინდა -ლუკა ცავიაროტ რა ჯერ თუ არ გამოხტა ხო არ მიუვარდები მხარი ამიბა მამუკამ-წამო ცავიაროტ დაეტანხმა ნაგეც ლუკამ ხელი მაგრად მომკიდა და სახლისკენ წავედიტ-როგორ ხარ ანა მომაძახა ზუკამ ლუკამ მასინვე ხელი გამიშვა და ზუკას მივარდა-რა ხდება ბრატ-სახლსი წადი სოფი წინ გადამიდგა ვაჩე ბიწები კი ლუკას მიყვნენ უკან-გთხოვწადი მოვბრუნდი და იმ სადარბაზოსკენ წავედი სადაც ბიწები სკოლის მერე ეწეოდნენ ხოლმე და გულგახეტქილმა დავიწყე ლოდინი                                                                   ***                                                               ლუკა-რა ხდება ბრატ? მაშინვე ზუკასთან მივედი.-ვახ რა კაცი, მეგონა ცოცხალიც აღარ იქნებოდი-რა ხდებათქო, ვიკითხე!-არაფერი, სოფის სანახავად მოვედი-ეხლა კარგად მომისმინე, სოფისთან ახლოს გაკარებული არ დაგინახო, ქუჩაში რო შეგხვდეს მიესალმო კი არა, არც კი შეხედო, ახლოს არც კი ჩაუარო თორე თავპირს გაგიერთიანებ!-ვის ვესაუბრები?-ლუკა ვარ სურმანიძე, სოფის შეყვარებული და სიტყვას ვტოვებ, ახლოს არ გაეკარო, თვალი თვალში არ გაუყარო თორე თავპირს გაგიერთიანებ! -მაშინ აასრულე ეგ შენი სიტყვა, მე არავის დაკრულზე სიარულს არ ვაპირებ! ამის თქმა და ჩემი გონების დაბინდვა ერთი იყო, მაშინვე თავი შუბლში დავარტყი და ეგრევე დაეცა, ის ს იყო დახრას და მუშტის დარტყმას ვაპირებდი, რომ უკნიდან ნაგემ და მამუკამ დამიჭირეს და იქიდან გამომათრიეს.                                                                    37ლუკა:მგონი სახლში მოჩვენებები მყავს. ვფიქრობ უნდა მოხვიდე და გადამარჩინო.სოფი:ძალიან გვიანი ხომ არაა?ლუკა:სახლში მხლოდ მე მოჩვენებები და შოკოლადები ვართ.მეშინია.  გამეღიმა მაშინვე ავდექი და პიჟამოები გამოვიცვალე. თმა დავივარცხნე და კბილები გამოვიხეხე. სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და სახლიდან ჩუმად გავედი. სოფი:კარი გამიღე.                                                                      ***    ლუკამ კარში დამინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა და მაშინვე ჩამეხუტა. ხელში ამიყვანა და კარში დამატრიალა. -ასე ძალიან მოგენატრე?-ყოველ წამს მენატრები სოფია. მაშინაც კი, როცა ჩემთან ხარ. ახლაც მენატრები და რომ წახვალ მერეც მომენატრები ამიტომ, არსად არ გაგიშვებ. მთელი ღამე ჩემთან იქნები ჩამეხუტები, ვილაპარაკებთ და ბოლოს ჩემ მკლავებში დაიძინებ.-მიყვარხარ იდიოტო. ვუთხარი და ცერებზე ავიწიე, რომ მეკოცნა. დიდხნიან კოცნას ელოდა მაგრამ, ტუჩებზე, კუთხეში მოკლედ ვაკოცე. უკმაყოფილოდ გადმომხედა და ჩემკენ დაიხარა მაგრამ, თავი უკან გავწიე. -მოჩენებები გვიყურებენ არ შეიძლება! ჩურჩულით ვუთხარი თუ არა ხელში ამიყვანა და თავისი ოთახისკენ წამიყვანა.                                                               ***   საწოლზე ვიწექით. ჭერს ვუყურებდით. თავი ლუკას მხარზე მედო მას კი, მისი მკლავები ჩემთვის შემოეხვია და ნაზად მეხუტებოდა.  მის სურნელს ვგრძნობდი. ყველაფერი შეიცვალა თითქოს. მის გვერდით თავს ახლა დაძაბულად კი არა, მშვიდად ვგრძნობდი, მის შეხებაზეც აღარ ვკრთებოდი, მხოლოდ სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა. აღარც სიტყვებს ვარჩევდი მასთან, მაგრამ მისი სუნი ისევ ისე მაბრუებდა როგორც ორი წლის წინ გამაბრუა პირველად.-რა მოხდა დღეს ზუკასთან არ მეტყვი?-აღარ იკითხო გთხოვ კაი?-კაი. როგორ მიდის ბოლო ზარისთვის მზადება?-რავი კარგად, თითქმის ყველაფერი დავამთავრეთ.-ჰოო. ვთქვი და დავნაღვიანდი. ადრე ერთი სული მქონდა სკოლას როდის დავამთავრებდი ან, არდადეგები როდის მოვიდოდა. მეცხრე კლასის მერე ყველაფერი შეიცვალა. რაც ბიჭებს დავუახლოვდი და ლუკას მიმართ ინტერესი გამიჩნდა, აღარც შაბათ-კვირა მინდოდა, აღარც არდადეგები და აღარც სკოლის დამთავრება. ადრე მეჩვენებოდა, რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა და მისი დაჩქარება მინოდა. ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირადაა. რაც უფრო იზრდები ყველაფერს მეტად აფასებ და ხვდები, განსაკუთრებით კი დროს. ხვდები რა სწრაფად გადის და როგორ გინდა მისი შეჩერება. შენი ოცნებების გეშინია და კომფორტის ზონაში დარჩენა გინდა. უკან, მოგონებებში მიხედვის გეშინია. ხედავ რა სწრაფად გაირბინა წლებმა და ხვდები, ის დარჩენილიც რომელიც, უფრო ნაკლებია, უფრო სწრაფად გაირბენს. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ორი წელი არ დამეკარგა და ლუკასთან ურთიერთობა უფრო ადრე დამეწყო მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ასე იყო საჭირო, რომ რამე კარგი გამოსულიყო. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი რაღაცისთვის ხდება.-ხო იცი, არაფერი არ იცვლება. ისევ ერთად ვიქნებით. სკოლის პონტში არც მეგობრობა გვაქვს და არც სიყვარული.-ვიცი ხო მარა, რა ვაკეთო სკოლაში მთელი წელი თვენს გარეშე. ვთქვი წუწუნით.-ჩვენ გამო დადიოდი სკოლაში? მკითხა ლუკამ.-დაახლოებით. ხან შენ დაგსდევდი ხან ბიჭებთან ვიყავი. ვუთხარი და გავიცინე.-მოიცა მე დამდევდი?-კაია რო ვერ ხვდებოდი, გამოდის გამომივიდა რაც მინდოდა. ვთქვი და კმაყოფილმა ჩავიღიმე. მართლა არ მინდოდა ოდესმე ცოდნოდა, რომ ოდნავ მაინც სხვანაირად ვყურებდი რადგან, მასთან და არავისთან ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი. თან რა უნდა ცოდნოდა? საკუთარ გრძნობებში და ინტერესებში გარკვეული მე თვითონ არ ვიყავი.-შენი ნდობა როგორ მოვიპოვე? ამ კითხვას არ ველოდი მაგრამ, ზუსტად ვიცოდი რაც უნდა მეპასუხა და რაც იყო სიმართლე. მუცელზე გადავტრიალდი, თვალებში ჩავხედე და საუბარი დავიწყე.-ბიჭს თუ არ უყვარხარ შენთვის ამდენს არ გააკეთებს. ისე არ შემოგხედავს როგორც შენ მიყურებდი და მიყურებ და ძმაკაცებს არ მოგიგზავნის.-მაგასაც მიხვდი ხო?-მარტო გენჯოზე არა. ჩაქვში, რომ ვიყავით და გიგიმ დამირეკა ეგეც შენი მოგზავნილი იყო. ვუთხარი და წარბი მოკლე ღიმილით ავუწიე.-ხოო. თქვა და თავი წამოწია, რომ ჩემთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი თმა კი ნიკაპზე და ცხვირზე მელამუნებოდა.-შემიყვარდი. მინდოდა მოგნდომებოდი და საკუთარი თავისთვს წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე. გამიღიმა, უფრო წამოიწია და ტუჩებში ნაზად მაკოცა.-შენ სიყვარულზე უკეთესი არაფერი გამაჩნია. მისმა სიტყვებმა სხეულში თბილად დამიარა და გამეღიმა.-შენ რას გრძნობდი ან რატომ მეუხეშებოდი?-ვიცოდი ჩემ მიმართ, რომ გრძნობები გქონდა. ისიც ვიცოდი ბიჭებს მაგ საკითხში, რომ არ ენდობოდი მაგრამ, რის საფუძველზე ეგ არ ვცოდი. მე კიდე, თავიდან ეგრე ძალიან არ მომწონდი, რომ შენთვის მაგდენი მეჩალიჩა და ვცდილობდი ჩემ მიმართ ყველა გრძნობა გაგქრობოდა მაგრამ, ნელ-ნელა უფრო გამიღვივდა გრძნობები, მერე იმიტომ გეუხეშებოდი, რომ არ მიმხვდარიყავი რამდენად მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის ბოლოს დავიღალე და ხედავ სადამდეც მოვედით. გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და თავი ისევ მხარზე დავადე. -შენზე და ელიზე მომიყევი და ელის ყოფილზე. მე და გენჯო, რომ ვართ ეგრე იყავით როგორც მახსოვს. ესე უცებ რა შეიცვალა?-ჩემ ყოფილთან დაშორების მერე ძაან ცუდად ვიყავი. ელი ყველაფერში მეხმარებოდა. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა, როგორც სანი. სულ ჩემ გვერდით იყვნენ. სანი ძმასავით იყო ჩემთვის. მართლა ისე ძალიან მიყვარდა მგონი, ძმასაც ვერ შევიყვარებდი ეგრე. მე და ელი ქუთაისში გავიპარეთ სანის სანახავად, სოფელი ქონდა იქ და ჩამოსული იყო. ჩვენ მარტოები ვიყავით სახლში ხო და, ავდექით და წავედით. არ ვიცი რატო გადავწყვიტე, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა. ჩემი ბრალი იყო. ელის ეშინოდა, არ უნდოდა მაგრამ, დავარწმუნე, დავითანხმე და წავედით. რა თქმა უნდა გამოგვიჭირეს. თოთხმეტი წლისები ვიყავით საერთოდ რაზე ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული საკუთარ თავში. ახლა, რომ ვიხსენებ ახლა უფრო მეშინია, მაშინ საერთოდ არ ვნერვიულობდი. ნუ, რომ ჩამოგვიყვანეს ელიზე და სანიზეც გაიგეს, კაი დღე არ დაგვადგა. იმის მერე ერთი სიტყვით, რომ ვთქვა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. თურმე ჩვენ მშობლებს ჩვენი ურთიერთობა იქამდეც არ მოსწონდათ. ეს ყველაფერი იმის მერე მოხდა შენ რო გნახე ახალ წელს. საბას, რომ ამოვყევი ლუკასთან აი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ხო და, ერთად ბევრს იტყუებითო, ცუდად იქცევითო, ერთმანეთს ხელს აფარებთო და ადგნენ და ელი სკოლიდან გადაიყვანეს და დედამისი დაემუქრა თუ კიდევ რამეს მომატყუებ ცეკვიდან სამუდამოდ გამოგიყვანო ელის კიდე, ალბათ იცი ცეკვა ისევე უყვარს როგორც მე.-ანუ ცეკვით მცხოვრები, გადაგიჟებული, დამოკიდებული ნარკომანია?-ჰოო. ვუთხარი და ხმამაღლა გავიცინე. სიცილში ისიც ამყვა და ბოლოს შუბლზე მაკოცა. -ამ დაძაბულობებმა, კამათმა, ჩხუბმა სანის მიმართ გრძნობები გაუქრო და დაშორდა. ძალიან რთულად გადაიტანა სანიმ ეს ამბები. მაგ პერიოდში დავშორდით მე და ელიც. დედამისის აკრძალვის გამო. ძალიან იშვიათად ვკონტაქტობდით და სიმართლე გითხრა სურვილიც აღარ მქონდა. ერთ დღესაც დედამისთან ერთად გვესტუმრა და რომ დავინახე ვერაფერი ვერ ვიგრძენი. მივხვდი, რომ მის მიმართ ძველებური გრძნობები აღარ მქონდა და ვარჩიე მისგან შორს ვყოფილიყავი. გრძნობები ნელ-ნელა სანის მიმართაც გამიქრა და მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მასაც დავშორდი. მასაც ძალიან იშვიათად ვეკონტაქტებოდი თან, სულ თვითონ მწერდა. სთორებზე ან ნოუთებზე დამირეფლიებდა და მეც მოკლე პასუხებს ვწერდი. სულ ეგ იყო. იმ წელს ზაფხულში სანი შემხვდა თავის მეგობრებთან ერთად. ძალიან უხერხული მომენტი იყო. უბრალოდ მივედი და გადავკოცნე, მოვიკითხე და თავი გავიმართლე, რომ მეგობრები მელოდებოდნენ და წამოვედი. არცერთი არ მენატრება უბრალოდ, გული მწყდება იმ მოგონებების გამო რაც ერთად გვაქვს მოგროვებული. მოგონებების გამო ბევრი რამ გამიკეთებია და სწორედ ისინი მიმაჩნდა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მოგონებებია ერთდროულად ყველაზე სასიამოვნოც და მტკივნეულიც. მუცელზე დავწექი. ისევ ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. ლაპააკი აღარ მინდოდა. მისი გულის ხმას ვუსმენდი და მის სითბოს ვგრძნობდი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიწექი მაგრამ, გვიან გამეღვიძა, როგორც ჩანს ჩამძინებოდა. ლუკასაც ეძინა. ბავშვური სახე ქონდა. ძილში ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო... სრულიად განსხვავდებოდა იმ ლუკასგან რომელსაც ყოველდღიურად ვხედავდი.                                                                                                                                            3810 სექტემბერი      საყიდლებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, პარკები საწოლზე დავდე და გარდერობში გამოსაცვლელად შევდიოდი როცა, მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი და დავწვდი. ლუკა იყო. გამიხარდა. მაშინვე ვუპასუხე და ღიმილით გარდერობის სარკეს მივეყრდენი.-როგორ ხარ ტიტების დედოფალო?-შუადღის ოთხი საათია და დილამშვიდობისას მერე არ მოგკითხივარ. რამე მოხდა?-ბოდიში, ზედმეტად ბევრ საქმე მქონდა და მაქვს მაგრამ, ეზოში ვარ და მინდა ხუთი წუთით გნახო. ჩამოხვალ?-დამელოდე. ვუთხარი, ზარი გავთიშე და მაშინვე სირბილით წავედი ეზოსკენ. ლუკა დავინახე თუ არა მაშინვე მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე. მოუწესრიგებელი ჩანდა. ისევ ისეთი როგორც მაშინ, ავტობუსში დაცემისგან, რომ ცდილობდა ჩემ გადარჩენას და მისი ძლიერი მკლავებით მიჭერდა. ჩახუტებისას წაბორძიკდა და ოდნავ წელში მოიხარა. მეუცნაურა. მაშინვე უკან დავიხიე და ლუკას კარგად დავაკვირდი. სახეზე სულ გაფითრებული იყო და დაუძლურებული ჩანდა. რაღაც კარგად არ იყო.-კარგად ხარ?-ცუდად რატომ უნდა ვიყო? მკითხა და სუსტად გამიღიმა. ეზოში გენჯო შემოვიდა მანქანით, შუშა ჩამოწია და თავის დაქნევით მომესალმა, შორიდან. -სოფი უნდა წავიდე, უბრალოდ კარგად ჩამეხუტე კარგი? ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გული ცუდს მიგრძნობდა. ლუკასთან მივედი და კარგად ჩავეხუტე. მისი სურნელი შევიგრძენი მერე კი, ვაკოცე, ნელა და ნაზად. გავუღიმე და დაველოდე სანამ მანქანაშ ჩაჯდებოდა. როგორც კი მანქანა დაიძრა და გენჯო და ლუკა წავიდნენ სახლში ავბრუნდი და დავიძინე.                                                                    ***საღამოს ცხრა საათზე გავიღვიძე. საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული და გამიკვირდა ლუკასგან შეტყობინება ისევ, რომ არ დამხვდა. საშინელი სიზმრები დამესიზმრა და ცუდ განწყობაზე გავიღვიძე. თავი საშინლად მტკიოდა, გაბრუებული ვიყავი და რაღაც ცუდის მოლოდინის შეგრძნებას ვერ ვიშორებდი. სააბაზანოში გავედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. მთელი დარჩენილი საღამო და ღამე მობილური გვერდიდან არ მომიშორებია. წამ და უწუმ ვამოწმებდი მაგრამ, არც ლუკასგან და არც ბიჭებისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. გარდერობის დასალაგებლად შევედი, ბოლოს გახდილი ტანსაცმელი სკამზე იყო მიფენილი და მათი დაკიდება დავიწყე თუმცა თეთრ მასურზე წითელი ლაქა შევნიშნე და გამიკვირდა. თითქოს სახლში, რომ მოვედი სუფთა იყო. დიდი ალბათობით წვენი დამესხა და მისი ლაქა იყო. სააბაზანოში შევედი და სითხეში ჩავალბე, რომ ლაქა ამოსულიყო. ეს მაისური ძალიან მიყვარდა, ლუკას ნაჩუქარი იყო. დიდხანს ვცდილობდი უსიამოვნო შიშის შეგრძნების მოშორებას და ყურადღების გადატანას მაგრამ, არაფერი გამომდიოდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ლუკაზე უკვე საშინლად ვნერვიულობდი. ღამის პირველი საათი იყო და მისგან ისევ არაფერი მსმენოდა. მობილური ავიღე და მასთან დავრეკე. არ მიპასუხა. ისევ ვცადე, ისევ უშედეგოდ. რაც უფრო დიდხანს არ მპასუხობდა მით უფრო მიპყრობდა პანიკა და შიში. ბოლოს ისტერიული რეკვა დავიწყე. მერე შეტყობინებების გაგზავნა მერე კი, იგივე ბიჭებთან გავიმეორე. არც ერთმა არ მიპასუხა, აშკარად რაღაც ხდებოდა. 15 წუთის მერე მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი და მაშინვე გადავწვდი. გიგი იყო. -სოფი, როგორ ხარ? -აამ, კარგად გიგი შენ?-სახლში მარტო ხომ არ ხარ შემთხვევთ?-გიგი რამე მოხდა? გულის და მუცლის ტკივილი ვიგრძენი. ვიგრძენი როგორ გადმომივარდა თვალებიდან შიშის ცრემლები.-სოფი შენი ნახვა გვინდა მე და ბიჭებს. ცუდი ხმით თქვა, ცუდი ხმა ქონდა.-მარტო ვარ, გელოდებით. ძლივს ჩავიჩურჩულე და ლამის მთელი ჩემი ენერგია ამოვაყოლე ამ ჩაჩურჩულებას. -მოვდივართ. თქვა გიგიმ და ტელეფონი გამითიშა.  რაღაც მოხდა, აშკარად რაღაც საშინელება მოხდა. ლუკა... ღმერთო გთხოვ არა. ლუკას არაფერი მოსვლოდა უფალო გთხოვ, ვერ გადავიტან, არ შემიძლია. მაშინვე დასუსტებული, გაფითრებული და სხვანაირი ლუკა წარმომიდგა თვალწინ, ის ვინც დღეს ვნახე. საშინელ ფიქრებში ვიყავი, ყველაფერს ცუდს წარმოვიდგენდი და ვერ ვინძრეოდი. კარზე კაკუნის ხმა გავიგე და მაშინვე მივვარდი გასაღებად. სხეული დამმძიმებოდა, ძლივს მივათრევდი ხელ-ფეხს. ყველა, აბსოლუტურად ყველა კართან იყო მის გარდა. გენჯო, ლუკა, გიგი, საბა, ნაგერვაძე, ვაჩე და მამუკა. სახეებზე ყველას ეწერათ, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვათ. ყველა სახლში შემოვიდა და დივანზე დასხდნენ. გენჯომ წითელი ტიტების უზარმაზარი თაიგული გამომიწოდა. გამოვართვი. ეს თაიგული უფრო მამძიმებდა. უენერგიო ხელებით მის ჭერას ვერ ვახერხებდი და მაგიდაზე დავდე და სავარძელში ჩავჯექი. თვალებში ვერავინ მიყურებდა. ლუკა არ იყო. ჩემი პირამიდა აქ არ იყო. საბას ლუკა იყო მაგრამ, პირამიდა არა. თვალებიდან ცრემლები მდიოდა. მეგონა გული ჩამწყდებოდა და მუცელში ჩამივარდებოდა. „ტიტების დედოფალს, პირამიდასგან.“ კონვერტის გარე წარწერა წავიკითხე, ისევ ყველას მოვავლე თვალი, კონვერტი გავხსენი და წერილი ამოვიღე. „დღეს 5 აგვისტოა და არ ვიცი ამ წერილს რატომ ვწერ, უბრალოდ მომინდა დამეწერა და შემენახა. პირველად წლების წინ, რომ დაგინახე სკოლაში შემოგხედე და გვერდით ვეღარ გავიხედე. მარტო იყავი და დერეფანში სწრაფად მიდიოდი. ცარელ დერეფანში ჩამიარე ისე ახლოს, რომ ლამის მხარი გაგკარი. მაშინ შენი სურნელი მკვეთრად ვიგრძენი, პირველად. ტკბილი სურნელი და რაღაც ახლის, სასიამოვნო სურნელი. თითქოს ახლად დაბადებული ბავშვის. მას შემდეგ გონებიდან ვეღარ ამოვიგდე. ვნატრობდი, რომ მისი შეგრძნების საშუალება უფრო ხშირად მქონოდა. შენზე მეტად მაგ სურნელით ვიყავი მოხიბლული. პრველი ორი კვირა სულ შენზე ვფიქრობდი და შენით შებყრობილი ვიყავი, მერე შეგეშვი. არვიცი რა დამემართა, მაგრამ გადამიარა. მერე ახალი წლის ღამე იყო, იმ ღამეს მივხვდი, რომ ჩემ ცხოვრებაში ხშირად იქნებოდი, მივხვდი, რომ მომწონდი მაგრამ, არა იმდენად, რომ შენთვის მებრძოლა. და იცი რა გააკეთე? ერთ წელში თავი შემაყვარე. არ ვიცოდი რა მჭირდა, რა მემართებოდა. სულ შენზე ვფიქრობდი, სულ შენ გიყურებდი, შენი მეშინოდა, მრცხვენოდა, არ მინდოდა გამოგეჭირე და ის რაც სხვებთან არ მომსვლია არსდროს, მეშინოდა, რომ გულს გატკენდი. ერთი წელი დამჭირდა ჩემი გრძნობების აღიარებისთვის. მერე ბრძოლა დავიწყე და დღეს ჩემი ხარ. შენ სურნელს როცა მინდა მაშინ შევიგრძნობ, როცა მინდა მაშინ გეხები, შენზე ფიქრის არ მეშინია. რა გააკეთე, ჩემი გული, რომ მოგეგო? არაფერი, საერთოდ არაფერი, არც კი გამიღიმე, არც კი შემოგიხედავს. იქნებ სწორედ ამიტომ მოახერხე ჩემ გულში სამუდამო ადგილის დამკვიდრება? შენი თმა, ხელები, ტუჩები, თვალები, ღიმილი. შენი ყურება როცა გაბუტული ხარ, როცა იცინი. შენი ხმის მოსმენა. ყველაფერი შენი, კარგიც და ცუდიც მიყვარს სოფია რადგან, სწორედ ამ თვისებებით ხარ შენ შენ მე კი, შენ მიყვარხარ, შენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ამ წერილს ოდესმე აუცილებლად წაგაკითხებ. ალბათ, რომ დავბერდებით, დანაოჭებული ხელებით გამოგიწვდი ფურცელს ტიტების წითელ თაიგულთან ერთად და ვუყურებ როგორ გადმოგცვივდება ბედნიერების ცრემლები, ან მაშინ როცა ცოცხალი აღარ ვიქნები. მაგრამ გპირდები, რომ ამ წერილს ოდესმე აუცილებლად მიიღებ დიდი, წითელი ტიტების თაიგულის თანხლებით. მიყვარხარ ტიტების დედოფალო. პირამიდას უყვარხარ.“    აცრემლიანებული თვალებით ძლივს წაკითხული წერილი დავკეცე და თავი ავწიე. ბიჭებს მზერა მოვავლე, თვალს ვერცერთი მისწორებდა. ბოლოს გენჯომ ამოიღო ხმა.-ვიზიარებ სოფი. ლუკა აღარ არის.     ნაწილი IIIტიტების დედოფალი   არავის ენდოთ, არავის მიეჯაჭვოთ. ზოგჯერ საკუთარი თავიც კი გვტოვებს.    ყოველთვის ასე იყო, ადამიანებს ვეჩვეოდი, მიყვარდებოდა, მათთან ერთად მომავალს ვგეგმავდი, ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით შემდეგ კი, მტოვებდნენ. ბოლოს ფიქრი შევწყვიტე და სიამოვნების მიღება აწმყოთი დავიწყე. შემდეგ, ჩემ ცხოვრებაში პირამიდა შემოიჭრა, ძველი ფიქრები და გრძნობები გამიცოცხლა, თავიდან გამომაცდევინა და დამტოვა. მასთან ერთად კი საკუთარმა თავმაც მიმატოვა. დავრჩი მხოლოდ სხეული. უგონოდ, უემოციოდ, უსულოდ მიგდებული ხორცი.                                                                  1     ვერ ვიაზრებდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ლუკას სახლის მისაღებში ვიჯექი და მომტირალ ხალხს ვუყურებდი. ვერაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს. ვუყურებდი როგორ დადიოდნენ ლუკას ოჯახის წევრები და მეგობრები სახლში. როგორ ტიროდნენ, რომ ცუდად იყვნენ მე კი, გაყინული სახით ვიჯექი და მათ ვაკვირდებოდი.-5 წუთში მოასვენებენ თქვა ლუკას მამამ და თან თავის ცოლს გახედა რომელსაც, ლუკას და ჩაეხუტებინა გულში და დასიებული თვალებიდან ვეღარ იყურებოდა.                                                                   ***თვეების წინ:-მეშინია ლუკა ვთქვი და უხერხულად შევიშმუშნე. -კაი რა, დაიკიდე. -ცოტა მერე მაინც ამოვალ რა, უცებ თავში რაღაცამ დაგარტყა და აკეთებ, არ მოსულა ეგრე!-სოფიაა, დამშვიდდი. მითხრა და ხელი მაგრად მომიჭირა.    მოულოდნელად სეირნობისას დედამისის ზარის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სახლში უნდა ავეყვანე და მისი მშობლებისთვის ჩემი თავი წარედგინა. რატომღაც ისიც გადაყვიტა, რომ ჩემი აზრი არ აინტერესებდა და ანბანის კოშკიდან სახლამდე ძალით "ჩამომათრია."  კარი დედამისმა გააღო და სახეზე მაშინვე გაოცება გამოესახა თუმცა, წამში გამიღიმა და თბილად მიმიღო. ვიმედოვნებდი, რომ ჩემი დანახვა მართლა გაუხარდა და ზრდილობის გამო არ მიღიმოდა.-გამარჯობა. ლამის ჩურჩულით წარმოვთქვი სახლში შესულმა და უხერხულობით მოკუნტულმა. ლუკა კი ამ სიტუაციით აშკარად ერთობოდა.    აი ნახავ რას გიზმ სურმანიძე!-დედა ეს სოფიაა, ჩემი შეყვარებული. სოფია ეს დედაჩემია, ეს კი მამაჩემი. მითხრა და მზერა მაშინვე ოთახში ახლადშემოსულ კაცზე გადამატანინა.-ლუკაა! ბავშვის მკივანი ხმა არსაიდან გამოვარდა და ლუკასთან სირბილით მივარდა ლუკამ კი, მაგრად ჩაიხუტა. -ეს მეგია ჩემი და. მითხრა და გამიღიმა.                                                                   *** აწმყო:-სოფი კარგად ხარ? ჩურჩულით მკითა ჩემ გვერდით ჩამომჯდარმა გენჯომ, მეც ავხედე, რამდენიმე წამით თვალი არ მომიშორებია, ვცდილობდი გამეაზრებინა რას მეუბნებოდა. თავი დავუქნიე და დაბლა დავხარე. -სოფი სახეზე ფერი არ გადევს.-კარგად ვარ ნიკოლა. ჩურჩულით ვთქვი, თავაუწევლად.  მირანდა ჩემთან მოვიდა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. მუხლებზე დაწყობილ ხელებზე ხელები მომიჭრა. გაყინულ ხელებზე მისი თბილი ხელების შეხება მესიამოვნა.-ჯობია ცოტა ხნით გახვიდე, არამგონია მზად იყო. თქვა და ცრემლები ამოაყოლა. ნეტავ რამდენი ენერგია დასჭირდა ამ სიტყვების ასე სათქმელად? რა ცუდად იყო და ისევ ჩემზე ზრუნავდა, მიფრთხილდებოდა, -მის ოთახში შედი. ამჯერად ნიკოლამ მითხრა და მხარზე ხელი თბილად დამადო.-შეიძლება მისი ნივთები...-შეგიძლია აიღო და წაიღო რაც მოგინდება, მაგრამ სოფი ჩვენი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და იმ ოთახშიც და სახლშიც რამდენ ხანსაც გინდა დარჩე. ჩვენთვის ყოველთვის შვილი იქნები, რომელიც ლუკამ დაგვიტოვა და შენზე, ჩვენი ვაჟის დანატოვარზე სიხარულით ვიზრუნებთ. მირანდას დასველებულ სახეს და ჩასისხლიანებულ თვალებს შევხედე და მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა. იმ საშინელი ღამის შემდეგ მინდოდა ტირილი თუმცა, თვალები უდაბნოს ქვიშასავით გამომშრობოდა. როგორც იქნა ორი ცრემლი გადმომივარდა და შემდეგ უარესი სიმშრალე ვიგრძენი.    ნიკოლამ წამომაყენა და ლუკას ოთახში შემიყვანა. ოთახში სადაც ლუკა ვეღარასდროს ითამაშებდა ვიდეოთამაშებს, სადაც გენჯოსთან ერთად ვეღარ გაერთობოდა, ვეღარ ვილაპარაკებდით მის საწოლზე დაწოლილები საათობით, საიდანაც ვეღარ გაიხედებოდა და მე ვეღარ დამინახავდა. კარში ფრთხილად შევედი თითქოს, მეშინოდა შიგნით რამე უფრო მტკივნეული არ დამხვედროდა და დამხვდა კიდეც. ოთახში მოგონებები დამხვდა. მოგონებები რომლებიც ყველგან იყო, ამ ოთახში, ამ სახლში, ჩემს სახლში და ოთახში, სკოლაში, უბანში, ამ ქალაქში, ფილმებში და ჩემ საყვარელ ადამიანებში. -მარტო დაგტოვო? იკითხა ნიკოლამ და შემომხედა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გენჯომაც თავი დამიქნია და ოთახის კარი გაიხურა. ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ფანჯრებიდან შემომავალი ქუჩის სინათლე და სავსე მთვარის შუქი ანათებდა. ღია ფანჯარას ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი და ჩემი ოთახის ფანჯრიდან ოთახი დავათვალიერე. ფარდები ისე იყო გადაწეული ოთახის ყველა წერტილი ჩანდა. კარადასთან მივედი და ლუკას საყვარელი მოსაცმელი გამოვიღე და დავყნოსე. მისის სურნელი ჰქონდა. მაშინვე მოვიცვი და ლუკას საწოლისკენ გავემართე, საწოლისკენ სადაც ერთმანეთს ჩახუტებულებს საათები ლაპარაკში გაგვყავდა. დავწექი და მისი პლედი დავიფარე თავი კი, მის ბალიშზე დავდე. ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა, ყველაფერი მას მახსენებდა და ეს მომწონდა. ასე თითქოს მის სიახლოვეს მეტად ვგრძნობდი. ვცდილობდი გამეხსენებინა მისი ჩახუტება, მისი შეხება, მის მხარზე წოლა და თითქოს ვიგრძენი კიდეც, ვიგრძენი როგორ მიკრავდა გულში. გონებამ მისი გულის ცემა გაიხსენა და სიჩუმის ნაცვლად გულისცემა მესმოდა იმ გულისცემა რომელიც წლები ჩემთვის ფეთქავდა ახლა კი, უბრალოდ გაჩერებულიყო და ვეღარასდროს იფეთქებდა ვერც ჩემთვის და ვერც ვინმე სხვისთვის, ნეტავ რა იქნებოდა უარესი, ცოცხალი ყოფილიყო და მივეტოვებინე თუ ის, რომ ახლა ასეა.                                                                     ***თვეების წინ:-სოფი ზაფხულის წვიმა არაა, გაცივდები იცოდე, წამოდი! მეუბნებოდა ლუკა მკაცრად.-კაი რა, წვიმაა, რას მიზავს?! ვუთხარი და მაშინვე ხელიდან დავუსხლტი.-ს ო ფ ი ა ! -მეცეკვე და წამოვალ.-რა? შესძახა დაბნეულმა.-მ ე ც ე კ ვ ე ! გაიცინა და ჩემთან მოვიდა, თავისი მოსაცმელი მომაცვა შემდეგ კი ხელი გამომიწოდა და რევერანსით მომესალმა. ხელზე ხელი ჩავკიდე და წვიმაში ცეკვა დავიწყეთ თან ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვცდილობდით არ გაგვცინებოდა. -ნაყინი მინდა. ჩავჩურჩულე ყურში და მის სახეზე სიცილი ვეღარ შევიკავე, გადავიხარხარე. მაშინვე ამყვა, ხელში ამიყვანა და კივილით დამატრიალა.                                                                      2აწმყო:      ბნელი ოთახიდან გამოვედი, სინათლემ თვალი მომჭრა. მისაღებისკენ გაუბედავად გავემართე, მზად არ ვიყავი მისი უგონო სხეულის დასანახად. ნელი, ჩუმი, გაუბედავი ნაბიჯებით მივიწევდი მისაღებისკენ სადაც ოდესღაც ჩვენი სიცილი ისმოდა, სადაც უამრავი ბედნიერი მოგონება გვქონდა ახლა კი, იქ კუბო იდგა შიგნით კი, ლუკას უგონო, უსულო, უსიცოცხლო სხეული ესვენა.     თავგადახდილ კუბოს მივუახლოვდი და სანამ ლუკას უგონო სხეულს დავინახავდი გენჯოს შევხედე. სულ გაფითრებულიყო, გაყინული სახით უყურებდა ლუკას და თვალის უპეები ჩაშავებოდა. კუბოს მივუახლოვდი და ლუკას დავხედე. გავშრი. სხვა მხარეს ვეღარ გამოვიხედე. სახე თოვლივით გათეთრებოდა, თვალები და ტუჩები დალურჯებოდა აჩეჩილი თმით იწვა, გაყინული და სურნელი, მისი სურნელი აღარ ასდიოდა. ვეღარ მაბრუებდა მისი სურნელით. ხმამაღლა ამოვისუნთქე, უკან დავიხიე და თავი გავაქნიე, თან ლუკას სხეულს თვალს ვერ ვაშორებდი. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და ამოვიქვითენე. მაშინვე პირზე მივიფარე ხელები, რომ გავჩუმებულიყავი მაგრამ, არ შემეძლო, ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ის ჩემთან აღარ იქნებოდა, რომ მისი სხეული ასე უნდა ყოფილიყო. ვერ ვეგუებოდი, ვერ ვაღიარებდი, რომ ლუკა...-სოფია. მითხრა განადგურებულმა გენჯომ და ჩემკენ წამოვიდა.-გენჯო. ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე. მის მკლავებში ავქვთინდი, ბოლო ხმაზე ვტიროდი და გამომშრალი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. რამდენიმე საათი ვტიროდი სანამ, ენერგია ბოლომდე არ გამომეცალა და მარილიანი ცრემლი ისევ არ დამიშრა. ბოლოს მირანდამ ლუკას საწოლში დამაწვინა და რამდენიმე წამში დაღლილს დამეძინა.                                                                          3     ვიდექი და ვუყურებდი მის კუბოს მიწას როგორ აყრიდნენ. ვიცოდი ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვიქნებოდი. აქაურობა ჩემ სახლად იქცეოდა რადგან, ჩემი სახლი ლუკა იყო და იქნებოდა, მის სიახლოვეს თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობდი. გვერდით გენჯო მედგა, რომელსაც ჩემთვის ხელკავი გამოედო და მას ვეყრდნობოდი. იმდენად ცუდად ვიყავი დაცემამდე ცოტა მაკლდა. -წავიდეთ სოფი. -არა! ვუთხარი გენჯოს. აქედან წასვლას მანამდე არ ვაპირებდი სანამ მესაფლავეები საქმეს არ მორჩებოდნენ. -გთხოვ სოფი. -აქ მარტოს ვერ დავტოვებთ. ვუთხარი და ტირილი დავიწყე.   არ შემეძლო ცრემლების შეკავება და არც ვაპირებდი. საშნელი დღეები იყო, კუბოსთან ვიჯექი მაშინ როცა უამრავი ნაცნობი და უცნობი ადამიანი ტირილით შემოდიოდა მე კი, ვცდილობდი ცრემლები დამემალა რადგან, ვფიქრობდი ახლა დრო არ იყო რადგან, მრცხვენოდა ჩემი გრძნობების გამოხატვის მაგრამ, არა გენჯოსთან, არა მირანდასთან და არა საკუთარ თავთან.-სოფი ხომ იცი, რომ მოგვიწევს. მარტოობას ვერ იგრძნობს რადგან აქ მხოლოდ მისი სხეული წევს. გთხოვ, აქედან უნდა წავიდეთ, უნდა შეეგუო, რომ ლუკა აღარ არის მაგრამ, აქ მის გარდა უამრავი ადამიანია რომელთათვისაც ფეხზე უნდა იდგე. არ ვიცი სხვები როგორ მოიქცევიან მაგრამ, იცოდე, რომ შეგიძლია მე ყოველთვის დამეყრდნო. ცრემლიანი თვალებით გენჯოს თავი დავუქნიე ის კი, ჩამეხუტა და მანქანისკენ წამიყვანა.                                                                      ***-გენჯო რა მოხდა? ერთი კვირის შემდეგ გავბედე და შეკითხვა რომელიც თავში მიტრიალებდა და ასე მტანჯავდა ხმამაღლა ვთქვი, თან გზას მივშტერებოდი და ნიკოლასგან პასუხს ველოდი. -მოკლეს. მოკლედ მითხრა და თვალი ამარიდა რაც, მარტივად გამოუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ საჭესთან იჯდა. შევნიშნე როგორ დაკარგა ფერი და როგორ დაეჭიმა ვენები კისერზე. მასაც ზუსტად ისევე უჩნდებოდა და უქრებოდა ვენები როგორც ლუკას. ვიგრძენი როგორ შემეკუმშა ყველა ორგანო, თითქოს რაღაც მიჭერდა, მაპატარავებდა და ნელ-ნელა სულაც მაქრობდა. ვიღაც ნაძირალამ წამართვა ადამიანი რომელიც ჩემი სიცოცხლის აზრი იყო, ახლა კი რაღა აზრი ჰქონდა ცხოვრებას ამ საშინელ სამყაროში რომლის გალამაზებაც მხოლოდ ლუკამ მოახერხა?! ახლა კი მის გარეშე უარესად დამახინჯდა. როგორ უნდა გამეძლო ამ ტკივილისთვის, ამ ტანჯვისთვის? სიცარიელისთვის რომელიც მის შემდეგ გაჩნდა. ცრემლიანი თვალები დავხარე და ჩემს ფეხებს დავაშტერდი. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და ჯერ სახეს მერე, გამომშრალ ტუჩებს, ნიკაპს, კისერს და ბოლოს შავ კაბას მისველებდა.-ვინ? ამოვიკნავლე და საკუთარმა უსუსურმა, განსხვავებულმა ხმამ მეც კი გამაკვირვა და შემაშინა.-ზურამ თუ ზუკამ, იმ არაკაცმა. ძლივს ძლივობით ამოთქვა გენჯომ დაბალი, დასუსტებული ხმით. თავში ყველაფერი გადამიტრიალდა. -მახსოვს. ლამის უხმოდ ვთვქი და თავში შეკითხვების კორიანტელის ჩაცხრომის და ყველაფრის დალაგების ნაცვლად, ყველაფერი მეტად ამერია. ნიკოლამ მანქანა გადააყენა, ღვედი მოიგლიჯა და მანქანიდან გადახტა. სანაპირო ზოლს მიუახლოვდა და ზღვისკენ დადგა. მის ზუსრგს ვხედავდი, ღრმად სუნთქავდა და თავის დაწყნარებას ცდილობდა. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. ასეთი ნიკოლას დანახვაც არ იყო ჩემთვის მარტივი.     სულ თავიდან, წლების წინ ეს ბიჭი პირველად, რომ დავინახე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე დავვახლოვდებოდით და ჩემთვის ასე ახლო მეგობარი იქნებოდა. მაშინ როცა ჯერ კიდევ უცხო ვიყავი მისთვის, გვერდში ისე დამიდგა როგორც საკუთარ დას და ისეთები და ისე გამიკეთა სხვა, რომ არასდიდებით არ გააკეთებდა. მის ადგილას არც მე მოვიქცეოდი ასე. სწორედ იმ პერიოდში შემიყვარდა ეს ბიჭი, იმ დონეზე რომ ვერც კი წარმოიდგენდა მიუხედავად იმისა, რომ სულ ვუმეორებდი რა დონეზე ვემადლიერებოდი და ვყვარობდი. მაინც ზუსტად ვიცოდი, რომ არ იცოდა, არ ესმოდა. მას შემდეგ სულ გვერდით მიდგას, ახლა კი, დროა მეც მის გვერდით დავდგე. ნიკოლამ ძმა დაკარგა, დაკარგა ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა და მაინც, ძლიერად იდგა და მე მამშვიდებდა. ჩემთან იკავებდა ცრემლებს და ემოციებს მაშინ, როცა მე ცრემლად ვიღვრებოდი. ღრმად ჩავისუნთქე, ცრემლები მვიწმინდე და მანქანიდან ნელა გადავედი. არ უნდა მეტირა! ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკოლას უფრო ვჭირდებოდი მე, ვიდრე მე ის. მივუახლოვდი და მხარზე ხელი მოვხვიე.-მაგ ცრემლებს ვის წინ იკავებ?! არ გრცხვენია?! ვუთხარი და ქვედა ტუჩი გადმომებრიცა.    მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად არ გამომივიდა, თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. გენჯო ჩამეხუტა და ჩემ მხარზე აქვითინდა, მეც ავყევი. ვგრძნობდი რაღაც საშინელ ტკივილს რომელიც, გულში იწყებოდა და მთელ ორგანიზმში მივლიდა, სუნთქვას მიხუთავდა, მოძრაობის, ფიქრის, საუბრის უნარს მართმევდა. ჯერ ისევ ვერ ვიაზრებდი, რომ აღარ იყო. ამის გაფიქრებზეც კი ცუდად ვხდებოდი არა თუ, ხმამაღლა წარმომეთქვა, რომ ის გარდაიცვალა, დავმარხეთ, აღარ იყო მაგრამ, ფაქტი ერთი იყო, ადამიანი რომელიც, ცხოვრებას მილამაზებდა, ადამიანი რომელმაც შეცვალა ჩემი წარმოდგენები, დამაძლევინა შიშები, ამ სამყაროში აღარ არსებობდა, აღარ იყო.                                                                    4        სიბნელეში ვიწექი, ლუკას ჰუდი მეცვა რომელსაც ჯერ ისევ მისი სურნელი ასდიოდა, მისი პლედი მეფარა, ხელზე მისი საათი მეკეთა და მისი სუნამო მესხა. თითქოს დედამიწაზე მის ჩანაცვლებას ვაპირებდი. ვიწექი და მის საყვარელ სიმღერას ვუსმენდი უფრო სწორად, ჩვენ საყვარელ სიმღერას.                                                                     ***რამდენიმე თვის წინ:   სეზონის გახსნის ფესტივალზე უამრავ ხალხში ვიდექით ბიჭებთან ერთად და ლუკას ზურგით ვეკვროდი მისი ხელები კი, მუცელზე მქონდა მოხვეული და მიჭერდა. "loudseakers"-ის სიმღერებს ვყვებოდით და თან ნელა ვცეკვავდით. მის სურნელს ამდენ ხალხშიც კი ვგრძნობდი და ამ სიტუაციაშიც კი მაბრუებდა. მასის კივილს ავყევი როგორც კი "world in my eyes" დაიწყო და ლუკას გავხედე. მთელ სიმღერას ერთად ვმღეროდით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.-wanna show you  beautiful world from my eyes?-can you-just look at yourself you are my world, my everything.                                                                                     ***აწმყო:   საათების განმავლობაში ვუყურებდი როგორ სკდებოდნენ ქელეხის სუფრაზე საჭმლით, როგორ სვამდნენ სადღეგრძელოებს ყალბი მწუხარებით, როგორ დარბოდნენ ბავშვები ისე, თითქოს ქორწილში ყოფილიყვნენ და ბრაზისგან და ბოღმისგან ყველას დახრჩობა მინდოდა. მეგი არსად ჩანდა, არ ვიცოდი სად იყო და არც მომიკლავს თავი მისი მოძებნით. არავის და არფრის თავი არ მქონდა, ჩემთვის ვიჯექი საბას და ნიკოლას შორის და ლიმონათით სავსე ჭიქას მივჩერებოდი. ვაკვირდებოდი როგორ დახტოდნენ თეთრ სითხეში გაზის ბურთები და ვცდილობდი გარე სამყაროს მოვწყვეტოდი. ტირილისგან თვალები საშინლად მეწვოდა და ყურადღების გადატანას თუ მოვახერხებდი რამეზე და ტირილი მიჩერდებოდა ახლა თვალების წვის გამო მომდიოდა ცრემლები. დასიებული თვალებიდან ნახევრად ვერ ვიხედებოდი, თავი საშინლად მტკიოდა, გარე ხმებიდან კი მხოლოდ ზუზუნი ჩამესმოდა, ჩემ გვერდით მჯდარი საბას და გენჯოს სიტყვების გარჩევასაც ვერ ვახერხებდი, არც ვცდილობდი. საშინლად სუსტად ვგრძნობდი თავს. მციოდა და თავბრუ მეხვეოდა, დაღლილი ვიყავი ტირილისგან, სიყალბისგან, დარდისგან. მირანდა დეიდაც ჩემთან ახლოს იჯდა, განადგურებული ქალი სიცარიელეში იყურებოდა გაყინული მზერით და დაწითლებულ, დასიებული თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. სხვას არავის დავკვირვებივარ, აღარც შემეძლო იმდენად ცუდად ვიყავი. ბოლოს ვიღაცამ მხარზე ხელი შემომხვია და სკამიდან წამომაყენა. არ მადარდებდა ვინ იყო ამიტომ, არც შემიწუხებია თავი ამის გარკვევით. გარეთ გამომიყვანა, მანქანაში ჩამსვა და სახლამდე მომიტანა. ოთახშიც ვიღაც დამეხმარა გამოცვლაში, მხოლოდ ორი სიტყვა მქონდა ნათქვამი, „ლუკას მაისური.“ ახლა სად იყო ლამაზი სამყარო? ან რაღას აღვიქვამდი ლამაზ სამყაროდ? ზუსტად ვიცოდი, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სამყაროს სილამაზე ილუზია იყო და რეალურად, ამ ილუზიის მიღმა დიდი სიმახინჯე იმალებოდა მაგრამ, იმ თვეების განმავლობაში როცა ლუკა აქ იყო, სწორედ ის იყო სილამაზეც და სამყაროც ჩემ თვალებში.                                                                     5-სოფია. საბას ხმა გავიგე და საწოლში უხმოდ წამოვჯექი. მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა. მოემზადე გთხოვ, ამიკოსთან უნდა წავიდეთ. -არ მინდა საბა, სახლში მინდა. ამოვილუღლუღე და ისევ დავწექი. საწოლის დატოვების სურვილი არ მქონდა. ფარდებჩამოფარებულ ოთახში ვიწექი და ვერ ვაზროვნებდი, ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც ვიძინებდი. მხოლოდ მისგან დატოვებულ რამდენიმე ნივთს ვებღაუჭებოდი, რომ მისი სიახლოვე ოდნავ მაინც მეგრძნო. მის სიახლოვეს, არსებობას, ყველაფერს ვაყალბებდი, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ თავისი ოთახის ფანჯრიდან ისევ გამოიხედებოდა ისევ გამაღვიძებდა მისი ზარი, ისევ დავინახავდი მის ღიმილს ლამპიონების შუქზე, ისევ მოვუსმენდით "world in my eyes" ერთად, ისევ ავიდოდით ტერასაზე და ზღვის ხმით დავტკბებოდით, ვარსკვლავებს ავაცქერდებოდით, მე კი, სიცივეში ათრთოლებულს ლუკა გამითბობდა სხეულსაც და სულსაც.                                                                      6  საბამ ამიკოსთან წამოსვლაზე მაინც დამითანხმა, ახლა მის გვერდით მანქანაში ვიჯექი რომელსაც არალეგალურად, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. თავი ცივი შუშისთვის მქონდა მიყრდნობილი და გზას გავყურებდი. ბოლოს ეს გზა, რომ გავაირე საჭესთან ლუკა იჯდა, მანქანაში სიმღერები გვქონდა ჩართული და ტექსტს ბოლო ხმაზე ვჯღაოდით.                                                                     ***თვეების წინ:-i do not wanna die i wanna hundred years of life.-საჭესთან დაჯდები? მოულოდნელად გაწყვიტა სიმღერა ლუკამ. -ჰმმ, ნათქვამია კაცები ქალებს მანქანის საჭესთან მაშინ სვამენ თუ ნამდვილად უყვართო...-მაგაში აქამდე ეჭვი გეპარებოდა?! ხელოვურად შეურაცხყოფილმა მკითხა ლუკამ და გაიცინა. -დავჯდები ოღონდ სიჩქარე არ მიკონტროლო!-მთავარია არ ავილეწოთ.-უკაცრავად... არ გახსოვს ლუკას მანქანას რა ვუქენი?!-სხვათაშორის მაგის მერე ლუკამ საბურავები შეუცვალა მანქანას!-უიი. ვუთხარი და უხერხულად გავუღიმე.                                                                    ***აწმყო:     მანქანიდან გადმოვედი თუ არა სახლს თვალი შევავლე. აქაურობაც მოგონებების სავანე იყო, სწორედ აქ გვქონდა პირველი ფლირტი, ათასი გათენებული ღამე, სწორედ აქ ვცდილობდით ერთმანეთის შეუმჩნევლად ერთმანეთისთვის თვალის შევლებას და ბოლოს ისე გამოგვდიოდა, მისი მზერა ჩემსას ჩემი კი, მისას ეჯახებოდა. სწორედ აქ შევრიგდით მაშინ, როცა მთელი ურთიერთობის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად ვიჩხუბეთ.                                                                     ***თვეების წინ:      შეტყობინებების შესამოწმებლად ხმაურს გამოვერიდე და ოთახში შემოვედი, ის ის იყო ტელეფონი უნდა გამეხსნა, რომ ვერანდაზე მკრთალ სინათლეზე სხეული შევნიშნე რომელიც მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მომჩერებოდა.-არ აპირებ მოსალმებას? პირველმა თვითონ ამოიღო ხმა.-გამარჯობა პირამიდა. ვუთხარი და მისკენ წავედი. ჩაეღიმა. პირამიდას მხოლოდ მაშინ ვეძახდი როცა მინდოდა ეგრძნო, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.     აუზისკენ მივტრიალდი და მკერდზე ხელები გადავიჯვრედინე, ზურგსუკან დამიდგა და თავი ყურთან მომიტანა. მისი ცხელი სუნთქვა ჩემ კანს ეხებოდა, მისი სურნელი და ჩემს კისერზე მოთამაშე თითები რომლებიც თმას მისწორებდნენ ჟრუანტელს მგვრიდა და ამდენი ხნის შემდეგაც ძველებურად მაფორიაქებდა მისი შეხება.-რა გავკეთო, რომ შემოგირიგო ტიტების დედოფალო? არ ვიცი საიდან მომაფიქრდა ან რატომ გადავწყვიტე, რომ კარგი იდეა იყო მაგრამ, ვიფიქრე, რომ არ გააკეთებდა რადგან, ცურვა არ ვიცოდი და მოგებულიც მე დავრჩებოდი. მისკენ მივტრიალდი, წინ მტკიცედ დავდუდექი, მზერა გავუსწორე და ვუთხარი...-ადექი და აუზში ჩამაგდე. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის ხელებში. -რას აკეთებ?-გირიგებ. -ნუ სულელობ ლუკა, დამსვი! -ანუ შევრიგდით? მკითხა და ბავშვური სახე მიიღო.-არა არ შევრიგდით მაგრამ, დამსვი ხომ იცი ცურვა არ ვიცი! უკვე კივილზე გადავსულიყავი.-არ მაინტერესებს, მე ვიცი. თქვა და აივნიდან გადახტა. წამიერად ვიკივლე და მერე წყალში აღმოვჩნდი, მისი ხელები აღარ მიჭერდა, თვალები გავახილე და წყალში ჩემ წინ მისი სახე დავინახე, კმაყოფილმა წამიერად ჩაიღიმა და ხელი ჩამავლო, მაშინვე ზემოთ აცურა. წყლისგან თავი დავიხსენი თუ არა ღრმად ჩავისუნთქე, ხელები ლუკასთვის შემომეხვია და მთელი ძალით ვეხუტებოდი. -ნაგავი ხარ სურმანიძე!-პირამიდას აღარ მეძახი, მომწონს. თქვა და ისევ ჩაიღიმა.                                                                     ***აწმყო:   სახლის კარი ამიკომ გააღო და ოდნავ გამიღიმა, ჩამეხუტა და მისაღებისკენ გამიძღვა. გაყინული სახით მივდიოდი და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი ლუკას ჩემ გერდით. თითქოს სადაც იყო დავინახავდი, მაგრამ მხოლოდ ვგრძნობდი მისი სუნამოს, მაისურის, საათის და ამ სახლის საშუალებით, ამ ადამიანების საშუალებით. ყველა მისაღებში დამხვდა ყველას გაყინული სახე ჰქონდა, ამ სახლში ასეთი სიმშვიდე არსდროს ყოფილა, ძირითადად სულ მრავალრიცხოვანი ხმაურიანი წვეულებები ეწყობოდა თუ არა და, ვიწრო წრეშიც კი ყოველთვის ისმოდა ხმამაღალი საუბრის, სიცილის, სირბილის ხმა. ჰაერში ყოველთვის გართობის და ბედნიერების სურნელი ტრიალებდა, ახლა სრულ სიჩუმეში ვიჯექით ყველანი, ჰაერი კი, თითქოს დამძიმებულიყო, ბედნიერების ნაცვლად სევდას, ტკივილს, დაძაბულობას დაესდგურებინა. ყველა სიტყვების და საქციელის სწორად შერჩევას ცდილობდა, ერთმანეთთანაც კი, არა მხოლოდ ჩემთან, საკუთარ თავებთანაც კი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფიქრების კონტროლსაც კი ცდილობდნენ. ვხვდებოდი, რომ აღარფერი იქნებოდა ისე, როგორც იყო, ჩვენ ყოველთვის დაგვაკლდებოდა ბედნიერების ის დიდი ნაწილი რომელსაც ლუკა გვივსებდა და გვანიჭებდა და მის გარეშე, ისე აღარფერი იქნებოდა როგორც ადრე. ვგრძნობდი, რომ აქაურობას მე კიდევ უფრო მეტად ვძაბავდი. ჩემი დასიებული სახით და თვალებით და ლუკას შავი ფერის ტანსაცმლით. თითქოს, აღარ უნდოდათ ლუკაზე ეფიქრათ, თითქოს უნდოდათ დაევიწყებინათ და ცხოვრება ისე გაეგრძელებინათ მე კი, ამის საშუალებას არ ვაძლევდი. თიქოს ლუკა შემომყავდა (ან შემომქონდა) მათ ცხოვრებაში, თანაც ისე ცუდად, რომ ამით მათ ტკივილს უფრო ვაძლიერებდი.   ამ საშინელ სიჩუმეში და დაძაბულობაში სული ჩამეხუთა, სუნთქვა გამიჭრდა, ავდექი და აივანზე გავედი. იმ აივანზე საიდანაც გადავხტით, აივნის კიდესთან მივედი და წყლით სავსე აუზს თვალი გავუშტერე, იმდენხანს ვუყურებდი თითქოს იმ მუსიკის ხმაც გავიგე რითაც მაშინ სახლი იყო სავსე. მაშინდელი სასმლის და მოსაწევის სუნიც ვიგრძენი და შიგნით მოლივლივე ჩემი და ლუკას სხეულებიც დავლანდე და მოულოდნელად, სრულიად სულერთი გახდა, რომ არ ვიცოდი ცურვა, რომ ცივი სექტემბრის შუა რიცხვები იყო, რომ მციოდა. ნაბიჯი გადავდგი და ისევ აუზში გადავეშვი. კივილი წამცდა და ყინულივით ცივ წყალში ჩავეშვი. წყალში თვალები გავახილე და ჩემ წინ ლუკას სახე დავლანე, ხელი ავწიე, რომ მის სახეს შევხებოდი და მისი რეალურობა შემეგრძნო როცა, ჩემ აწეულ ხელზე ვიღაცამ ხელი ჩამავლო და წყლიდან ზემოთ ამათრია. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები გავიმშრალე, სახიდან თმა გადავიწიე. ვიღაცას მყარად ვეჭირე. -კარგად ხარ? მკითხა გენჯომ და მეც თავი დავუქნიე. ბიჭები გაოცებული სახეებით მიყურებდნენ, მე კი ვერ ვხვდებოდი რა გავაკეთე და რატომ. საბა აუზიდან ამოსვლაში დამეხმარა და პირსახოცი მომაფარა.                                                                     7-ნეტავ რა აჯობებდა? ვკითხე გენჯოს როცა მივხვდი, რომ სახურავზე შემოვარდნილი ადამიანი ის იყო.-რას გულისხმობ?-მკვდარი იყოს და გიყვარდეს თუ ცოცხალი იყოს და გეზიზღებოდეს. კიდეზე ვიჯექი და ფეხები ქვემოთ მქონდა დაშვებული ასე, რომ გენჯოს გადმოხედვა როცა გვერდით მომიჯდა არ გამკვირვებია.-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. მითხრა და გაჩუმდა.-ნიკოლა როგორ... როგორ მოკვდა? ძლივს ამოვთვქი ბოლო სიტყვა და სუნთქვა შემეკრა.-არ გინდა სოფი, ჯობია არ იცოდე.-მომიყევი. ვუთხარი მტკიცედ.-უცხო ნომერმა დაურეკა და უთხრა ორი წუთით ჩამოდი სოფიას ეხება და შენთვისვე აჯობებს ჩამოხვიდეო. ესეც ადგა და ჩავიდა. ის ნაბიჭვარი იყო მაშინ, რომ თავ-ყბა გავუერთიანეთ. სადრბაზოსთან დახვდა და დანა მუცელში გაუყარა და გაიქცა. ლუკამ მაშინვე მე დამირეკა, მითხრა სასწრაფოდ მანქანით გამომიარეო. ისეთი ხმა ქონდა მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე გამოვედი. იქ შენ დანახვას არ ველოდებოდი. მანქანაში, რომ ჩამიჯდა ეგრევე ვკითხე რა ხდებოდა. დაბნეული ვიყავი ვერაფერს ვხვდებოდი მაგრამ, ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. მაშინვე ყველაფერი მომიყვა და გამაფრთხილა ოპერაციის დამთავრებამდე არავისთვის არაფერი მეთქვა. ფიქრობდა, რომ მარტივი ოპერაცია    იქნებოდა და შენი ნახვაც საკუთარი თავის გასამხნევებლად გადაწყვიტა. წესით ასეც უნდა ყოფილიყო მაგრამ, რაღაც გართულდა, წესიერად ვერ გავიგე რა გართულებაზე იყო ლაპარაკი და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  ნიკოლამ თავს ძალა ძლივს დაატანა, რომ ეს ყველაფერი ეთქვა, მძიმედ საუბრობდა და თვალებში ძლივს მიყურებდა თუმცა, ერთადერთი ვსაც უნდა შერცხვენოდა და სინდისს შეეწუხებინა მე ვიყავი. თვალები დამიბნელდა, თავბრუსხვევა და გულისრევა ვიგრძენი. ჩემ გამო მოკვდა. იმ არაკაცთან უთანხმოება ჩემს გამო ჰქონდა. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა და სუნთქვა შემეკრა.-სოფი მაქედან ადექი! შორიდან ჩამესმა ნიკოლას ხმა მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მედგა. მხარზე ხელი მომხვია და წამომაყენა, აივნის კიდიდან მაქსიმალურად შორს გამომიყვანა მე კი, ჯერ კიდევ ვცდილობდი გამეაზრებინა რა ჯანდაბა ხდებოდა. „შენი ბრალია! შენ გამო მოხდა! რა უნამოსო ხარ! რა უფლებით დგახარ და ღვრი ცრემლებს?! დამშვიდება ახლა შენ კი არა, მის მეგობრებს სჭირდებათ! გაიღვიძე! როგორ ბედავ, რომ უსინდისოდ ისევ ნიკოლას მკლავებში ტირიხარ?!“-მაპატიე! მაპტიე! მაპატიე გთხოვ. ქვითინით და კანკალით ვუთხარი ნიკოლას რომელიც, ხელს არ მიშვებდა. -ჩშშ! არ გინდა სოფია! მითხრა და მაგრად ჩამიხუტა. ვერ ვსაუბრობდი და სუნთქვა მეკვროდა. -ჩემი ბრალია! ჩემ გამო მოხდა! არ მინდოდა ნიკოლა, მართლა არ მინდოდა. გთხოვ მაპატიე.-დამშვიდდი სოფი, შენი ბრალი არ არის! შენი ბრალი არაფერი არ არის! რა უსინდისო ხარ, ისევ მას ამშვიდებინებ თავს, მოკეტე და შორს დარჩი!-უნდა წავიდე. ვთქვი და ნიკოლაგან გაცლა ვცადე. მაშინვე თავბრუ დამეხვა აცრემლიანებულ და ჩაბნელებულ თვალებში ვერაფერს ვხედავდი. -სოფი დამშვიდდი გთხოვ. მითხრა ნიკოლამ და ისევ სცადა ჩემთან მოახლოება.     ყველას პრობლემას უქმნი! ისევ პრობლემა შექმენი! რატომ არ შეგიძლია წყნარად ჯდომა? ნიკოლამ ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ წამიყვანა მე კი, ქვითინი უარესად ამიტყდა.                                                                     8    საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდა ვიცოდი, რომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი რადგან, ამ საქმეში ერთადერთი დამნაშავე მე ვიყავი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. საშინლად მრცხვენოდა და მეშინოდა კიდეც. მეშინოდა რომ, ყველა მარტო დამტოვებდა, რომ ყველამ იცოდა ჩემი დანაშაულის შესახებ. სინდისი მქენჯნიდა და საკუთარ თავთანაც კი მრცხვენოდა. სააბაზანოს სარკესთან ვიდექი და ვცდილობდი საკუთარი ანარეკლისთვის თვალ გამესწორებინა მაგრამ, არ შემეძლო. საკუთარი თავი მეცოდებოდა მაგრამ, შეცოდებაზე უფრო მეზიზღებოდა. ის სოფი მეზიზღებოდა რომელმაც ლუკა მოკლა მაგრამ, მეცოდებოდა ის სოფი რომელიც ჯერ ისევ მას შენატროდა, ელოდებოდა, ენატრებოდა და ტკიოდა. მტკიოდა, საშინლად მტკიოდა, ყველაფერი მტკიოდა და ყველაფერს ერთად განვიცდიდი თითქოს, მაგრამ თან ვიცოდი, რომ ამის უფლება ყველაზე ნაკლებად მე მქონდა, რომ არა მე, ახლა ლუკა თავის სახლში იქნებოდა და ტკბილად ეძინებოდა. -სოფი. ჩემთან ნია მოვიდა და მხრებზე ხელი თბილად მომხვია. აბაზანა მზად არის წამოდი. -მე თვითონ. ვუთხარი და სააბაზანოდან გავუშვი. ტანსაცმელი გავიხადე და ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ფრთხილად ჩავწექი. ხელი დაკეცილი პირსახოცის ფენებს შორის შევაცურე და ჯაყვა გამოვაძვრინე. თვალები გავახილე და პატარა იარაღის თვალიერება დავიწყე.    აქედან ჯანსაღი ხელებით ან ფეხებით, რომ გავსულიყავი საკუთარი თავი მეტად შემზიზღდებოდა. ტკივილი უნდა გამომეცადა, ამის ღირსი ვიყავი მაგრამ, იმხელა ტკივილს რასაც ახლა განვიცდიდი ვეღარ ვუძლებდი. დანა გავხსენი და კანთან მივიტანე, მაჯის შიდა მხარეს დავიდე და ოდნავ დავაჭირე, მერე კიდევ უფრო ძლიერად და მთელ სიგრძეზე დავისვი. სისხლის წვეთებმა გზა მაჯიდან ხელის გულებისკენ შემდეგ, თითებისკენგაიკვლიეს და ბოლოს ცხელ აბაზანაში გაიფანტნენ. ტკივილმა დამიარა მაგრამ, არა იმდენად, რომ ჩემს სხეულში გამეფებული ფიქრები, ხმები და გრძნობები დაევიწყებინა. იგივე გავიმეორე, ამჯერად უფრო ღრმად ჩავედი. კიდევ რამდენიმე იარა, უფრო და უფრო ღრმად დასერილი კანი და სისხლის აბაზანაში ჩაწოლილი სოფია. ეს სანახაობა იყო 20 წუთის შემდეგ ნიამ კარზე,რომ მომიკაკუნა. ორივე ხელი იარებით მქონდა დაფარული, მთლიანად სისხლიანი ვიყავი და სისხლის აბზანაში ვიწექი. ბოლო დასმის შემდეგ საკუთარ თავს, რომ შევხედე და გავიაზრე რასაც ვაკეთებდი შემეშინდა და პანიკამ ამიტანა. სასწრაფოდ ამოვედი აბზანიდან და წყალს მილში გასვლის უფლება მივეცი (უფრო სწორად სისხლს). პირსახოცები მოვძებნე და შევეცადე ხელებზე მჭიდროდ შემომეხვია, რომ სისხლდენა გამეჩერებინა. 15 წუთი დამჭირდა, რომ სისხლდენა გამეჩერებინა. მერე ცივი წყალი მოვუშვი და მკლავები ფრთხილად ჩამოვიბანე, შემდეგ კი ტანი დავიბანე ცხელი წყლით. მკლავების საშინელ წვას ვგრძნობდი და პანიკას. საბოლოოდ, რომ ჩავიცვი და გარეთ გავედი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. პატარა სოფი ან თუნდაც ერთი წლის წინანდელი სოფი ასეთ რაღაცას არც კი ცდიდა, ახლა კი, დაჩეხილ მკლავებს ლუკას სვიტრში ვმალავდი და ნიას თავს ვარიდებდი, რომ რამე არ შეემჩნია. მაშინვე საწოლში ჩავწექი თუმცა, ნიასგან გაქცევა არ გამომივიდა, ჩემი თავი კალთაში ჩაიდო და სველ თმაზე მომეფერა. -გაგიშრობ, ხომ იცი სველი თმით დაძინება არ შეიძლება.-არ მინდა, მეძინება. ვუთხარი თუმცა, ჩემი სიტყვები არაფრად ჩააგდო. თმის საშრობი მოიტანა, საწოლში ძალით წამომაჯინა და ცხელი ჰაერით ჩემი თმის გაშრობა დაიწყო ბოლოს კი, დავარცხნაზეც გადავიდა. ისე მვარცხნიდა არც კი, მტკენდა მე კი, ვიცოდი, რომ ამის ღირსი არ ვიყავი, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი, უნდა მტკენოდა, ყველაფრისგან უნდა მიმეღო ტკივილი. -დედაშენი დღეში შვიდჯერ რეკავს, იქნებ დაელაპარაკო.-არ მინდა. ხომ ვუთხარი არ ჩამოსულიყო.-კი არ უთხარი შეუთვალე, ნია ფრთხილად ლაპარაკობდა, რაზეც დარწმუნებული ვარ დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, ნია ასეთი იყო, ყველა სიტუაციაში აკონტროლებდა თავს. -სკოლაში მისვლას არ აპირებ? უკვე დიდი ხანია დაიწყო სოფი, მესმის, რომ ალბათ აკადემიურს აიღებ მაგრამ, სკოლაში შეიარე მაინც. -შევივლი.-ხვალ? -ჰო ხვალ.                                                                     9   სკოლის დერეფანში ფეხი შევდგი თუ არა მაშინვე მოგონებების და ტკივილის სავანეში გადავეშვი. ყველგან ლუკა და სოფი იყო ხან ერთმანეთს შორიდან უმზერდნენ, ხანაც ერთად დადიოდნენ, ხანაც ერთმანეთს ეხუტებოდნენ.                                                                     ***თვეების წინ:  პერანგებზე ბოლო ზარის წარწერებს ვაწერდი და თან ცრემლებს ვიკავებდი მაგრამ, რა თქმა უნდა არ გამომივიდა. პირველივე ცრემლს სიცილი და საყვარელი რეპლიკები მოჰყვა ბიჭებისგან.-აუუ შემეშვით რა!-მოდი ჩემთან. მითხრა ლუკამ სიცილნარევი ღიმილით და მაგრად მიმიხუტა.-თქვენ მიდიხართ და მტოვებთ აქ და კიდე აქეთ დამცინით? -თუ უკეთესად იქნები სკოლის მერე ისევ სულ გამოგივლით და ჩენთან ერთად მოსაწევად წაგიყვანთ, თან ყოველ საღამოს გვნახავთ რა. მითხრა ნაგემ და ლოყაზე მიჩქმიტა.-მართლა? ვთქვი აღფრთოვანებულმა და ამჯერად ბიჭები მხოლოდ ღიმილს დაჯერდნენ.-მართლა, მართლა.                                                                     ***  ნიკოლას გვერდით ვიდექი და ბედნიერებანარევი სევდისგან ჩუმად ვტიროდი ნიკოლა კი, მხარზე მხვევდა ხელს და თან "დამცინოდა" თან მამშვიდებდა. ლუკას და ბიჭების ბოლო წუთებს ვუყურებდი რომელსაც სკოლაში ატარებდნენ. ამის ყოველთვის მეშინოდა, ყოველთვის მეშინოდა იმ დღის როცა სკოლას დაამთავრებდნენ და როცა მეც დავამთავრებდი. ყოველთვის მეშინოდა იმის დაკარგვის და ახლის დაწყების რაც არ მინდოდა დამთავრებულიყო, სკოლის ბედნიერი წლები კი, ერთ-ერთი მთავარი იყო.                                                                    ***აწმყო:  კლასში გაუბედავად შევედი. იმ კლასში რომელსაც წელს ჩემი ერქვა, შარშან კი ლუკას კლასს ეკუთვნოდა. თითქოს შიგნით მისი აჩრდილი მაცილებდა, ჩემ წინ მიდიოდა, ღიმილიანი თბილი სახით და ერთადერთი ცარიელი ადგილისკენ მივყავდი.-სოფი. ჩემკენ ბარბარე წამოვიდა და ფრთხილად ჩამეხუტა. -წამო. მითხრა და იმ ერთადერთი თავისუფალი ადგილისენ წამიყვანა სადაც წამების წინ ლუკა მიმიძღვოდა თუმცა, ახლა ის გამქრალიყო. -ლუკას ადგილი იყო. ფრთხილად, გაუბედავი ჩურჩულით მითხრა ანამ და წინადადების დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე წამი შემომხედა. -სოფი. შორიდან ყრუდ ჩამესმა ნუმანიშვილის ხმა , შევტრიალდი თუ არა მისი თბილი ღიმილი და ჩახუტება შემაგება.    ზარი დაირეკა თუ არა, სკამი გაუბედავად გამოვწიე და მერხსაც გაუბედავად მივუჯექი, თან თვალწინ მედგა ლუკა რომელიც, კლასში ლამის სირბილით და სიცილით შემოდიოდა ბიჭებთან ერთად. დაგვიანებას შეჩვეული მასწავლებელი მეთორმეტე კლასის "ელიტას" უკმაყოფილო მზერას შეავლებდა და ამით დაამთ ავრებდა იცოდა, შენიშვნის მიცემას აზრი არ ჰქონდა და ცდილობდა გაკვეთილიც არ ჩაეშალა. ლუკა სკამს სათამაშოსავით გამოსწევდა ძლიერი ხელებით და მერხს სწრაფად მიუჯდებოდა. კედელს მიეყრდნობოდა, გვერდულად დაჯდებოდა და მთელი გაკვეთილი სიცილში გაჰყავდა.   მთელი დღე თანამგრძნობი მზერების და სიტყვების, ჩურჩულის და მოგონებების მოგერიება, დაიგნორებაში გავიდა მე კი არაფერი მაინტერესებდა. დავდიოდი სკოლაში და ვხედავდი როგორ მიათრედა ლუკა სოფის დერეფნის ბოლოში, როგორ მიჰყავდა მხარზე ტომარასავით გადაკიტებული, როგორ გამოდიოდნენ გაკვეთილებიდან ერთმანეთის სანახავად, როგორ მირბოდა სოფი ბიჭების "გადასარჩენად", როგორ ცვლიდნენ ბუფეტში მზერებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავიანთ გრძნობებში საკუთარ თავებსაც კი არ უტყდებოდნენ.                                                                       ***  სკოლიდან გამოსულს ყველა ეზოში დამხვდა: ნაგერვაძე, გენჯო, მამუკა და ვაჩე.-მოსაწევად მივდივართ ხო წამოხვალ? მკითხა ნაგემ.-წამო, წამო, მოგვამარაგე სიგარეტით. მითხრა მამუკამ და თვალი ჩამიკრა.-რად უნდა ამდენი ამბავი ხალხო, მოდის რა თქმა უნდა. ჩაერია ვაჩეც და თვალი ჩამიკრა.-წამო სოფ. მითხრა გენჯომ და მიმართულება მომცა.                                                                     10  რამდენიმე წუთის გაღვიძებული სააბაზანოდან გამოვედი, ჯინსსა და მაისურში გამოკვეხებული საკუთარ თავს ჭიქა წყლის დალევას ვაიძულებდი, რომ ცოტა აზრზე მოსულიყავი. დღეს სასამართლო იყო, რამდენიმე საათში გამოუტანდნენ განაჩენს იმ არსებას ვინც მე და სხვა უამრავ ადამიანს ცხოვრების აზრი და უახლოესი ადამიანი წაგვართვა. ვერაფერს ვგრძნობდი, ლუკას დასაფლავების მერე ვეღარაფერს ვგრძნობდი. სრულიად ცარიელი, გამოფიტული ვიყავი და ჩემ ნაცვლად ჩემი სხეული არსებობდა დედამიწაზე. იმ დღის შემდეგ, იმ დაწყევლილი დღის შემდეგ რაც ჩემი ცხოვრება მიწას მივაბარე, მინდოდა წამით მაინც მეგრძნო რამე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სურვილს სულ დანაშაულის და დაუმსახურებლობის გრძნობა ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, დავისახიჩრე საკუთარი თავი ცხოვრებაში პირველად და შემდეგ კიდევ მრავალჯერ. თითქმის ყოველდღიურ რუტინად მექცა სხეულზე ბასრი საგნით შედევრების შექმნა ზოგჯერ, დღეში რამდენჯერმეც ვკავდბოდი ხელოვნებით თუმცა, ნელ-ნელა ვეღარც ბასრი საგანი და სხეულიდან გამოჟონილი სისხლი მაგრძნობინებდა რამეს. წყალს ვსვამდი და თან იმ ფანჯარას ვუყურებდი საიდანაც ლუკა მიმზერდა, მიღიმოდა და მელაპრაკებოდა.-გგონია ჩემი დასჯა შვებას მოგანიჭებს? მამაკაცის ბოხი ხმა გავიგე და შიშისგან მაშინვე მკვეთრად მოვბრუნდი შემდეგ კი, ჩემში ემოციებმა იფეთქა. შიშმა, პანიკამ, გაოცებამ, გადარჩენის სურვილმა, ბრაზმა და ტკივილმა გაიღვიძა ჩემში. ჩემ წინ მკვლელი იდგა, არაკაცი რომელმაც სიცოცხლის აზრი წამართვა თუმცა, ვერ ვხვდებოდი აქ რას აკეთებდა, ახლა წესით საკანში უნდა ყოფილიყო ან სასამართლოს შენობაში ან რამე ეგეთში. ნუთუ გამოიქცა?! -ორივემ კარგად ვიცით, რომ ტყუილად დავისჯები. ყველაფერი შენი ბრალია! სხეული გამეყინა, ვეღარ ვაზროვნებდი, ვეღარც ხმას ვიღებდი, რომ ვინმესთვის დამეძახა. -ლუკა შენ მოკალი! შენი არჩევანის ბრალია! შენს გამო მოვკალი, მიზეზი შენ იყავი! შენნაირ კახპაზე ეჭვიანობამ იმდენად დამიბინდა გონება, რომ უდანაშაულო ადამიანი მომაკვლევინა, მაგრამ ხომ კარგად იცი, რომ მე არაფერ შუაში ვარ ?! ხვდები რამდენი ადამიანის უბედურებაა შენზე? ბიჭები: ნაგერვაძე, ლუკა, გიგი და დანარჩენები ვინც არიან, ზუსტად არ მახსოვს შენ გამო განიცდიან იმ საშინელებას რასაც უახლოესი მეგობრის სიკვდილი ქვია. იმ ბიჭს რა ქვია გვერდიდან, რომ არ გშორდება? გენჯო ხო, გენჯაძე, გგონია არ გადანაშაულებს ან ეცოდები? უბრალოდ იცის, რომ ლუკას ასე გააბედნიერებს იცის, რომ ლუკა არ დაგადანაშაულებდა და იმ ზიზღს რასაც შენ მიმართ გრძნობს ლუკას გამო მალავს. გგონია ლუკას დედა მართლა შვილად გიღებს? უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი შვილის მკვლელი იყავი, მაგრამ ლუკას მამამ იცოდა, ამიტომაც არ გაუმხნევებიხარ, ან სად ქონდა შენი თავი?! გგონია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში შენ ხარ და ყველამ შენ უნდა გამხნევოს?-გაჩუმდი! წავილუღლუღე და თვალები ავარიდე. მისი სიტყვები სხულში ბასრი საგნებივით მერჭობოდა.-შენს მეგობრებსაც კი ტვირთად აწვები, შენს ოჯახის წევრებსაც კი ტვირთად აწვები. ყველა ხვდება ვინაა ნამდვილი დამნაშავე.-მომშორდი! ამჯერად უფრო ხმამრალი ტონით ვთქვი. -ნამდვილი მკვლელი შენ ხარ, შენ მოკალი ლუკა!-მომშორდი! ბოლო ხმაზე ვიკივლე და მისი მიმართულებით წყლით სავსე ჭიქა ვისროლე. მაშინვე გაქრა, აორთქლდა ჭიქა კი, კედელს შეეჯახა და ნაწილებად დაიფშვნა. -მომშორდი, შემეშვი, ჩემი ბრალი არაა. ყურებზე ხელს ვიფარებდი და თვალებს ვხუჭავდი. იატაკზე ჩავიკეცე. ამ სიტყვებით უფრო საკუთარ თავს ვამშვიდებდი ან ვატყუებდი, ან მართლაც ასე იყო. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. მტვრევის და კივილის ხმაზე ოთახში გენჯო და საბა შემოვარდნენ, უკან ბებიაჩემი მოყვათ. -სოფი რა ხდება? დაპანიკებულმა მკითხა საბამ და ორივე ჩემთან მოვარდა. -აქ იყო, აქ იყო. ამოვილუღლუღე.-ვინ სოფი? ამჯერად გენჯომ მკითხა, თბილი ხმით.-მკვლელი. გაუბედავად ვთქვი ეს სიტყვა, საბას და გენჯოს სახეები გაუფითრდათ და მზერები ერთმანეთზე შეახმათ.-სოფი... საბამ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაიძულა მისთვის შემეხედა. თბილად მიღიმოდა და დამტკბარი ხმით მისმევდა შეკითხვებს, ისევე როგორც ნიკოლა.-ვისი მკვლელი?-ლუ... ლუკას. ვთქვი და ამოვიტირე.-დარწმუნებული ხარ? აქ არავინაა. სახლში ვერავინ შემოვიდოდა და მითუმეტეს, ასე მალე ვერ გაქრებოდა.-აქ იყო! დავინახე! მელაპარაკებოდა! ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვტიროდი, საშინელი გულის რევა ვიგრძენი და მაშინვე სააბაზანოში გავიქეცი. -სოფი, მოდი ჩემთან. მითხრა არსაიდან გაჩენილმა მანომ, თმა გადამიწია და უნიტაზთან ჩემი თავი დაიჭირა. რამდენიმე წუთი ასე ვიჯექით მერე კი მითხრა აბაზანას მოგიმზადებო.-სასამართლოზე უნდა წავიდე.-სოფი დამშვიდდი, ასეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წახვალ!-არა, უნდა წავიდე, გთხოვ. ვტიროდი და ვყვიროდი, საშინელი ისტერიკა მქონდა. ბოლოს, ბრძოლისგან ძალაგამოცლილი იატაკზე ჩავიკეცე და იქ განვაგრძე ცრემლებად დაღვრა, მანომ საწოლში დამაწვინა, მთელი დღის განმავლობაში თითქმის გაუჩერებლად მერეოდა გული და ზუსტად გეტყვით, რომ არცერთი წამით არ შემიჩერებია ცრემლებით ტირილი და კანკალი. მთელი დღე მეხვეწებოდნენ საჭმლის ჭამას და წყლის დალევას, თუმცა უშედეგოდ.                                                                     11  სიბნელეში ვიწექი და საწოლიდან ლუკას ფანჯარას გავყურებდი, თითქოს მჯეროდა, რომ გამომხედავდა, რომ ისევ გადმოყოფდა ღიმილიან სახეს ფანჯარაში და ისევ შემომხედავდა აციმციმებული თვალებით. ვიღაცამ კარი ფრთხილად შემოაღო და ოთახში შემოვიდა, საწოლთან ჩაიკეცა და იატაკზე დაჯდა. -15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მითხრა საბამ. -მეტის ღირსი იყო ეგ ნაბიჭვარი.-მე რომ აქ დავინახე? -სოფი, მგონი დროა ფსიქოლოგთან მიხვიდე. -არ მინდა, არ მჭირდბა ფსიქოლოგი.-ძველი სოფი მენატრება, ძველი დრო.-ისე აღარაფერი იქნება როგორც ადრე, ხომ იცი მის გარეშე...-არ დაამთავრო, გთხოვ. მითხრა და ორივე გავჩუმდით. რა აზრი ქონდა სიტყვებით რამის ახსნას ან გადმოცემას? ყველამ ყველაფერი ვიცოდით.                                                                     12 დიდხნიანი ტირილის და ცუდად ყოფნის შემდეგ ცოტა ხნით ჩამეძინა. მხოლოდ ძილის დროს ვისვენებდი ხოლმე. ცოტა ხნით ვწყდებოდი ამ სამყაროს და მივდიდოდი იქ სადაც ლუკა იყო თუმცა, ახლა ისევ ოფლში ვცურავდი და ვტიროდი. სიზმრებშიც ვეღარ ვპოულობდი შვებას. იქაც მართმევდნენ, მე კი ვიდექი და შორიდან ვუყურებდი როგორ უყრიდნენ დანას მუცელში. მაშინვე წამოვვარდი როგორც კი ბასრმა საგანმა მის ორგანიზმში შეაღწია. პირი სულ გამშრობოდა, ძლივს ვსუნთქვადი და ოფლში ვცურავდი რასაც ცრმლებიც ემატებოდა.-სოფი დამშვიდდი. სახე ერთიანად გამიფითრდა, გავშრი, აქ იყო.-ლუკა... ჩავიჩურჩულე და მისი დანახვით გახარებულმა გადავიკისკისე და ისვ ავტირდი.-წყალი დალიე. მითხრა და ჭიქა მომაწოდა.-რატომ დამტოვე? ასე როგორ დამტოვე? მოულოდნელად მთელი ორგანიზმი ბრაზით ამევსო და შეტევაზე გადავედი. -სოფი...-იცი მაინც აქ რა ხდება? იცი მაინც რა დღეში ვართ? ასე როგორ გაგვიმეტე?-ვიცი სოფი, ვიცი. მაპატიე გთხოვ! -ჩემი ბრალია! მოულოდნელად ბრაზი ისევ დანაშაულის გრძნობამ შეცვალა. ლუკა საწოლზე ჩემ წინ დაჯდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -შენი ბრალი არაფერი არაა, არავინ გადანაშაულებს, მართლა! უბრალოდ, გთხოვ, ასე ნუ იქცევი, ცხოვრება უნდა გააგრძელო! უნდა გამოკეთდე! -არ შემიძლია!არც მინდა! დავიღალე, ძალიან დავიღალე. -შეძლებ! გახსოვს წლების განმავლობაში, რომ მაიგნორებდი? ის თუ შეძელი ამასაც შეძლებ!-ნეტავ უფრო მალე დაგვეწყო! ნეტავ უფრო მეტი დრო გვქონდა! -მოდი ჩემთან, მითხრა და მხარზე მიმიხუტა.-ისევ დამტოვებ?-როგორც კი დაიძინებ.-არ დავიძინებ.-უნდა დაიძინო სოფია.-შენთან მინდა ლუკა.-ჯერ ადრეა ტიტების დედოფალო, ჯერ არა.                                                                     13   ლუკას მანქანაში ვიჯექი, ჩემს ადგილას. თუმცა ამჯერად საჭეს ლუკას ნაცვლად გენჯო მართავდა. -დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის მზად ხარ?-მზად ვარ! წამიერად გავჩერდი და მანქანიდან გადასვლის ნაცვლად სავარძელში ძველ პოზას დავუბრუნდი. -ნიკოლა აქ დაკრძალვის მერე ნამყოფი ხარ?-ერთხელ. -ნიკოლა, მადლობა. უცებ ჩემში მთელმა იმ ემოციებმა და სათქმელმა იფეთქა რასაც წლები ვიგროვებდი და ახლა რატომღაც ამოხეთქვის საშუალება მივეცი.-მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხარ.-სოფი, მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხარ. მიპასუხა ნიკოლამ და გამიღიმა. მეც გავუღიმე და მანქანიდან გადავედი, ასეთ სიტყვებს არ ვიმსახურებდი. იმ მიწასთან მივედი რომლის ქვეშაც ლუკას გაყინული სხეული იწვა. გული საშინლად შემეკუმშა. -იცი, მეგონა აქ ხშირად ვივლიდი, მაგრამ იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. თითქმის ერთი თვე გავიდა და დაკრძალვის შემდეგ აქ არ ვყოფილვარ. მაპატიე. არ იყო მარტივი იმის გააზრება და მიღება რაც მოხდა. შემდეგ იმ ტკივილის ატანა რაც ამ ყველაფრის გააზრებით და მიღებით იყო გამოწვეული ახლა კი, ყველაფერი უარესდება. ჰალუცინაციები დამეწყო და მთელ ამ გლოვის პერიოდში ყველაზე საშინელია. ხშირად ჩნდები ჩემთან, სიზმრებში, რეალურად და იმის გაცნობიერება, რომ ნამდვილი არ ხარ... თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება. ერთ დღის განმავლობაში თავიდან განვიცდი იმას, რასაც კვირების მანძილზე გავდიოდი. ვიჯერებ, რომ ნამდვილი ხარ, მერე იმის გააზრება და მიღება მიწევს რაც მთელი თვის განმავლობაში მოხდა. ყოველდღე, ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო მეტის გავლა მიწევს თავიდან და ღმერთო... საშინელებაა, საშინელებაა ეს სამყარო შენს გარეშე.                                                                       14-ვინები ვიქნებით? ვკითხე საბას და თან მოსაცმელი მოვიხურე. უკვე პირველი საათი ხდებოდა, ჩვენ კი ლუკას სახლს ვუახლოვდებოდით. -ვიწრო წრე.-გასაგებია.-სოფი... მითხრა საბამ, თვალებში ჩამხედა და გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მგონი პირველად იყო, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა თუმცა, რა უნდა ეთქვა ახალი? განა ამ სიტუაციაში რა სიტყვები დამეხმარებოდა?-მიყვარხარ საბა. ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე. -მადლობა, რომ არსებობ.-მინდა, რომ ჩემ ცხოვრებაში დიდხანს იარსებო სოფი. მითხრა და ხელები მაგრად მომხვია. -მადლობა, რომ შენთან ყოფნის საშუალებას მაძლევ.-მადლობა, რომ ჩემთან ხარ.                                                                     ***  ისევ ისე იყო ყველაფერი, როგორც მაშინ, როცა ამ სახლში პირველად შემოვედი. ზუსტად იგივე ადამიანები, ისევ ისე ვიჯექით, თუმცა ჩვენი მდგომარეობა აშკარად განსხვავებული იყო. აღარვინ იცინოდა გულწრფელად. აშკარა დაძაბულობა და უხერხულობა იგრძნობოდა. მხოლოდ გენჯო გვაკლდა და კიდევ... პირამიდა გვაკლდა.-გენჯო ამოვა 10 წუთში. თქვა ტელეფონიდან ახლადთავამოყოფილმა ლუკამ თუმცა, ამჯერად საბას აღარ უთვამს "ოპაა" და არც ეშმაკურად გამოუხედავს ჩემკენ რადგან, ორივემ და ყველამ ვინც აქ იყო, ვიცოდით, რომ გენჯოს არ შეეძლო ლუკას ამოყვანა, აღარ, მარტო ამოვიდოდა ან ვინმე სხვასთან ერთად, ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო მასთნ ერთად მაგრამ, არა ლუკა.                                                                      ***   კარზე ზარის ხმა გაისმა და კარის გასაღებად ლუკა წავიდა. ოთახში პირველი ისევ ის დაბრუნდა უკან კი, ნიკოლა მოყვა მის უკან კი იქ სადაც ადრე ლუკა იდგა, ახლა სიცარიელე იყო. წამიერად დიდი იმედით გავიხედე და დავიჯერე კიდეც, რომ მის უკან ლუკა იდგებოდა და იდგა კიდეც. ზუსტად სამი წამით იდგა, შემოვიდა გამიღიმა და გაქრა და მის ადგილას კი ისევ სიცარიელე გაჩნდა. არ იდგა, რა თქმა უნდა არ იდგა, ისევ მომეჩვენა. ნიკოლას გავხედე ის კი, დამნაშავის სახით მიყურებდა, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ის, რომ ახლა აქ ლუკა არ იყო, რეალურად კი, ჩემი ბრალი იყო, მე ვიყავი ერთადერთი დამნაშავე.-ლუკას გაუმარჯოს, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, მისის ხსოვნის იყოს. "მისი ხსოვნის იყოს!" "მისი ხსოვნის იყოს!" "მისი ხსოვნის იყოს! " ექოდ მეორდებოდა გიგის სიტყვები და ვგრძნობდი, როგორ მემსხვრეოდა გული, ყველა ბზარს ვგრძნობდი და მესმოდა მისი მსხვრევის ხმა.                                                                     15  შუშის ფანჯარასთან ვიჯექი და საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ აქედან არ გავქცეულიყავი. წუთები სუკუნეებად მეჩვენებოდა. არ ვიცოდი აქ რატომ მოვედი. განა რას ველოდი? შუშის მეორე მხარეს მამაკაცის ნაცნობი სახე დავლანდე და მაშინვე ტელეფონი ავიღე. ბიჭი რამდენიმე წამი მიყურებდა, სახეზე ერთი ემოციაც არ ეკითხებოდა, მერე ტელეფონი თვითონაც აიღო და ყურთან მიიდო. საუბრის დაწყებას არ აპირებდა, ან რა უნდა ეთქვა რომ? ძალა მოვიკრიბე და დავიწყე.-არაჩვეულებრივი სიყვარული გცოდნია! -გვიან დამიფასე. ეს ბიჭი აქ კი არა ფსიქიატრიულში უნდა ყოფილიყო, ჩემი წინადადება სერიოზულად მიიღო.-იმსახურებ მაგ საღორეში ჯდომას! ზიზღით ვუთხარი, მას კი, ირონიულად ჩაეღიმა. საშინელ ზიზღს და ბრაზს ვგრძნობდი.-ჩემ ადგილას შენ უნდა იყო.-იცი მაინც რამდენი ადამიანის ცხოვრება დაანგრიე?-მე კი არა შენ! უნდა დაგეფასებინე, უნდა შეგეყავარებინე, უნდა შეშვებოდი იმ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა, მე კი ამ საღორეში არ ვიჯდებოდი. არც იმ უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრეოდა. რა გეგონა, რომ ბედნიერები იქნებოდით როცა მე ასე მტაჯავდა ეს დედამოტყნული გრძნობა? სხვის უბედურებაზე ბედნირებას ვერ ააწყობ, ბედნიერება აღარასდროს გეღირსება! იმ ბიჭის სიკვდილი შენი ბრალია! წესით მისი მეგობრები და ოჯახი შენზე გაბრაზებულები უნდა იყვნენ მაგრამ, როგორც ჩანს კარგად ვერ აზროვნებენ. აქ შენს გამო ვზივარ! ჩემს ოჯახსაც შენ გამო დაენგრა ცხოვრება! შენს ოჯახსაც და იმ ბიჭსაც! ჯობია კარგი და საცოდავი გოგოს როლის თამაშს შეეშვა და... მეტის გაძლება აღარ შემეძლო ტელეფონი იქვე მივაგდე და უკანმოუხედავად გამოვვარდი იქიდან.                                                                     16    სახლისკენ ფეხით, მარტო მივდიოდი და ფიქრები გონებას მინადგურებდა. თითქოს შავი ღრუბელი გადაკვროდა გონებას და აღარ სცილდებოდა. ვერ ვიშორებდი დანაშაულის გრძნობას, მონტრებას, ტკივილს და არც მინდოდა მომეშორებინა ან მინდოდა, თვითონაც არ ვიცოდი რა მინდოდა და რა არა. სახეზე წვიმის წვეთები ვიგრძენი და ცას ავხედე, წვიმდებოდა. რამდენიმე წამში თავსხმა წვიმა დაიწყო, როგორიც ბათუმს ყველა სეზონზე ახასიათებს. -ვიცეკვოთ სოფია? ზურგსუკან მომესმა ლუკას ხმა და მაშინვე გავტრიალდი. ჩემკენ წამოვიდა და ხელი გამომიწოდა. ხელზე ხელი ჩავკიდე და ტანზე ავეკარი, ვგრძნობდი მის სურნელს რომელიც მე ამდიოდა თუმცა, აღარ მაბრუებდა. უბრალოდ ჩემში უამრავ გრძნობას აღძრავდა, უფრო მეტად კი ტკივლს, თუმცა აღარ მაბრუებდა. თვსხმა წვიმაში ვცეკვავდით, ქარი თმას და კაბის ბოლოებს მიფრიალებდა. ორი წამით ოდნავ მოვცილდი და თვალებში ჩავხდე. რას ვაკეთებდი?! ვიცოდი, რომ ნამდვილი არ იყო ვიცოდი, რომ რამდენიმე წამში გაქრებოდა, მაგრამ... -იმედები არ გამიცრუო ტიტების დედოფალო! მითხრა, დამატრიალა და გაქრა...                                                                     ***   სახლში გალუმპული ავედი და მაშინვე ჩემ ოთახში შევედი, წყლის წვეთებს კვალად ვტოვებდი. ოთახის სარკის წინ დავდექი და საკუთარ ანარეკლს თვალი გავუსწორე. მხოლოდ 5 წამი, მხოლოდ ხუთი წამი შევძელი ამ საშინელი არსების ცქერა და მაშინვე ქვითინი ამივარდა, ვტიროდი და ვკანკალებდი.-ჩემი ბრალი არაა! არ მინდოდა! არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა. უსუსურად ვცდილოობდი თავის მართლებას. -მოკეტე! მოკეტე! მოკეტე! გაჩუმდი გთხოვ! ვევედრებოდი საკუთარ გონებაში ჩართულ ხმას რომელიც განაგაშის სირენასავით ჩართულიყო და მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მაცნობდა: "შენი ბრალია! დამნაშავე შენ ხარ! თავს ნუ იმართლებ! სიმართლე არ შეიცვლება! ლუკას სიკვდილი შენი ბრალია!"  -მეზიზღები! მეზიზღები! ვუყვიროდი საკუთარ თავს და სარკეს ხელში მოხვედრილ პირველივე ნივთებს ვესროდი. -დამეხმარე ღმერთო გთხოვ! დმეხმარე! წამიყვანე გთხოვ, გემუდარები, გევედრები! ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და იატაკზე ნამსხვრევებთან გართხმული ვქვითინებდი და ვკანკალებდი.                                                                                                                               17    ტერასაზე ვიდექი, იქ სადაც ადრე მე და ლუკას საათები გაგვყავდა ერთმანეთთან საუბარში, ერთმანეთის ყურებაში, ერთმანეთის სურნელის შეგრძნებაში. ახლა მხოლოდ მე ვიდექი და მე ვიტევდი ლუკასაც მისი ტანსაცმლით, მისი აქსესუარებით, მისის სუნამოთი და მოგონებებითა და გრძნობებით მასზე ჩემში. ზღვიდან წამოსული ქარი თმას მიწეწავდა, ტალღების ხმას და სუნს ვგრძნობდი და ვხედავდი კიდეც მათ.-სოფი აქ რა გინდა? მომესმა ლუკას ხმა და ამჯერად ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ის მხოლოდ ჩემი ტვინის წარმოსახვის ნაყოფი იყო, ყოველთვის ფანტაზიორი ვიყავი, საშინელი ფანტაზიორი, მაგრამ არ მეგონა ჩემი გონება ამ დონემდე თუ დაეცემოდა. ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც გავიხედე მისკენ და მაინც გადავწყვიტე რეალობის დაიგნორება.-ლუკა. ვუთხარი და გავუღიმე.-სოფი. თვითონაც გაიღიმა. -მომენატრე ლუკა, საშინლად მომენატრე და საშინლად დავიღალე ამ ყველაფერთან გამკლავებით. ვუთხარი და მოაჯირზე ავედი, იქ სადაც ადრე ვიჯექი ხოლმე, ახლა კი ვიდექი და თავისუფლებას ვგრძნობდი, თითქოს შემეძლო მეფრინა.-სოფი ჩამოდი გთხოვ, შენი ჩამოყვანა არ შემიძლია.-რა თქმა უნდა არ შეგიძლა, შენ ხომ ნამდვილი არ ხარ! მზე ამოწვერილიყო, ბათუმში თენდებოდა. შემოდგომის ნიავი ყველაფერს აგრილებდა. ზღვა ღელავდა და მისი ტალღების ხმა და სუნი ჩემამდე აღწევდა. ქარი სახესა და თმაზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა. ლუკას შეხებას და სიახლოვეს ვგრძნობდი, მისი ნივთების და ჩემი გონების საშუალებით. გრძელი კაბა მეცვა რომელსაც ნიავი ათამაშებდა.   იცით ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ფრენა, მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო მაღალი სართულის აივნიდან, რომ ეშვებოდი და არ ნერვიულობდი, რომ მოკვდებოდი რადგან, ფრენა შეგეძლო ახლა სიკვდილზე კი არა, არაფერზე აღარ ვნერვიულობდი. დაღლილი და განადგურებული ვიყავი სიჩუმითა და ხმაურით, იგნორით და გააზრებით, დღითაც და ღამითაც, ტირილითაც დასიმშვიდითაც, უგრძნობლობითაც და გრძნობითაც. ერთადერთი რაც ზუსტდ ვიცოდი ის იყო, რომ მინდოდა აქ ლუკა ყოფილიყო. ლუკა რომელიც ლამის პირველივე დანახვით შემიყვარდა, ლუკა რომელსაც წლების განმავლობაში ვაიგნორებდი და საკუთარ თავსაც და მასაც ვაწამებდი. ლუკა რომელმაც ცხოვრება კიდევ უფრო გამიფერადა. ჩემი ლუკა, ბიჭი რომელიც დერეფანში ჩემთან ახლოს იდგა როცა, ნაგერვაძესთან ვსაუბრობდი. ბიჭი რომელსაც ჩემი დაქალი მოწონდა. ნაგერვაძის, ნიკოლას, ვაჩეს, მამუკას, ლუკას, გიგის, საბას და სხვა უამრავის ძმაკაცი. საუკეთესო ძმა და შეყვარებული. ბიჭი რომელიც ჩემი დასაყრდენი იყო, ბიჭი რომლის გარეშეც უფერული იყო და უაზრო ცხოვრება. ჩემი შეყვარებული და ცხოვრების სიყვარული. შენს თავზე მეტად არავინ გიყვარდესო ნათქვამია და მეც ვიცოდი მაგრამ, შემიყვარდა. შენს პრინცეპებს არ გადაახტეო, ვიცოდი, მაგრამ მაშინ არცერთი არ მადარდებდა, მხოლოდ მის სიახლოვეზე ვფიქრობდი. ვიცოდი ისევ მეტკინებოდა მაგრამ, მაშინაც ძალიან მტკიოდა და მეგონა იმაზე მეტად აღარ მეტკინებოდა. არ შეიძლებოდა, ძმაკაცივით უნდა შემეხედა, ვიცოდი, მაგრამ ვერ შევხედე. ახლა იქ არ უნდა ვმდგარიყავი, ვიცოდი, მაგრამ ვიდექი. მენატრებოდა და საშინლად მინდოდა ჩემი ბიჭი რომელიც, დერეფანში ჩემს სიახლოვეს იდგა ნაგერვაძეს, რომ ველაპარაკებოდი. ჩემი დაქლი, რომ მოწონდა ადრე. რა ერქვა? იდიოტი,აყლაყუდა, პირამიდა, სურმანიძე... ჰო, ლუკა სურმანიძე. "ცხოვრება გრძელდება!" "სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება!" "თავი სხვის გამო როგორ უნდა მოვიკლა, ვინც არ უნდა იყოს?!"-გააჯვით! მე პირამიდასთან მივდივარ! ვთქვი და ტერასიდან გადავეშვი. საბოლოოდ ვისწავლე ფრენა.                                                                     18     ყველანი ერთ ოთახში შეკრებილიყვნენ, ოთახში რომელიც სავსე იყო ცრემლებით, გლოვით. წესიერად ვერავინ აზროვნებდა, ვერავინ იაზრებდა ბოლომდე რა ხდებოდა მაგრამ, ყველა გრძნობდა, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე. ყველა გრძნობდა სუნს, საშინელს, მძაფრს, უბედურების სუნს. ნიკოლა ტელევიზორს მოსცილდა და დივანზე დაჯდა. რამდენიმე წამში ტელევიზორის შავი ეკრანი გამოსახულებით განათდა და ყველას ყურადღება მიიქცია. -გამარჯობა. დაიწყო საუბარი ეკრანზე გამოსახულმა სოფიამ და ოთახში დაძაბულობამ და ცრემლებმაც იმატა. -ბოდიში, მართლა, მაპატიეთ გთხოვთ. გოგონას სახე ცრემლებით უსველდებოდა და ტირილთან ერთად საუბარს ძლივს ახერხებდა თუმცა, მთელ ძალას იკრებდა და მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეკრანიდან უღიმოდა. -ერთი თვეა მის გარეშე ვარ, ერთი დაწყევლილი თვეა ვუძლებ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ ვისაც ენატრება, ვისაც აკლია და ვიცი, რომ საშინლად ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ აღარ შემიძლია, მართლა. კარგად გახდომის ნაცვლად უარესად ვხვდები. ვიცი, რომ ეს საქციელი მასაც არ მოეწონებოდა და საშინლად გაბრაზდება, მაგრამ ეს გრძნობა არასდროს არ გადამივლის, არასდროს. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ძალიან მომენატრებით და თქვენთან ძალიან დამნაშავე ვარ, მაგრამ მეტი მართლა აღარ შემიძლია. თქვენგან გაგებას და პატიებას ვერ მოვითხოვ თუმცა იმედია, რომ ამას შეძლებთ. მინდა, რომ მასთან ვიყო იმდენად, რომ ყველაფერს თვალის დაუხამხამებლად გავწირავ.         დედა, მამა ჩემს დაზე უნდა იფიქრო და მის გამო ძლიერად უნდა იდგეთ! ღმერთო რა ეგოისტი ვარ, თავს ვიკლავ და თან ბოლოს რაღაცეებს გავალებთ, მაგრამ რადგან მაინც ვკვდები თავს ამის უფლებას მივცემ. მინდა, რომ ის შეძლოთ რაც მე ვერ შევძელი. მინდა, რომ იცოცხლოთ. თქვა სოფიამ და თან ირონიულად ჩაიცინა.      მანო, ზაზა, თემო მადლობა, რომ მშობლობა გამიწიეთ და ყოველთვის ჩემთან იყავით როცა მჭირდებოდით და ბოდიში, რომ ახლოს არ გიკარებდით ბოლო ერთი თვე, მაპატიეთ.    საბა ხომ იცი, რომ ერთადერთი ხარ ვინც ჩემზე აბსოლიტურად ყველაფერი იცის. რომც არ მეთქვა მაინც ხვდებოდი, ყოველთვის ხვდებოდი რა უნდა გაგეკეთებინა და როგორ გამოგეყვანე მდგომარეობიდან ისე, რომ სიტყვის თქმა მჭირდებოდა კი არა, ვერც ვიაზრებდი რა მჭირდა. მაპატიე, რომ შენს ცხოვრებაში უფრო დიდხანს არ დავრჩი. ჩემი სულის მეორე ნაწილი შენ ხარ და მინდა ეს იცოდე.  ნიკოლა... ვაფრენ შენზე, მართლა. შენ რომ არა ჩემი და ლუკას ურთიერთობა არ იქნებოდა. პირველივე წამიდან რაც გაგიცანი მხოლოდ ის მინდოდა და-ძმასავით ვყოფილიყავით და მგონი გამოგვივიდა კიდეც. თავიდანვე, როცა შენთვის არავინ ვიყავი, სრულიად უცხოს ისე დამეხმარე და ისე დამიდექი გვერდში წარმოდგენაც არ შემეძლო ასეთი ადამიანები თუ არსებობდნენ.  ნაგე, ვაჩე, მამუკა... თქვენთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონებაა ისაა სიგარეტის გამო დასჯისგან, რომ გადაგარჩინეთ. თქვა სოფიმ და მისმა სიცილმა მთელი ეკრანი გაანათა. ღმერთო რა თავგამოდებით მიცავდით მაშინაც და სხვა უამრავ მომენტშიც.  ლუკა, გიგი, ამიკო, ტასო, მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი მეგობრობა გამიწიეთ. მადლობა ამდენი ლამაზი მოგონებისთვის და ლუკა, იმედია შენი მანქანა ჩემ გარეშე უკეთესად იქნება. კიდევ ერთი გულწრფელი სევდანარევი ღიმილი და ისევ ცრემლები სოფის ხორბლისფერ კანზე. ნია, თაკო, ანი, ბარბარე, ხიმშო, ელენე გმადლობთ, რომ არსებობდით ჩემ ცხოვრებაში.    მადლობა, რომ ასებობთ და.. ღმერთო რა იღბლიანი ვარ, რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით, უბრალოდ ეს ტკივილი, ზედმეტად დიდია. მიყვარხართ უზომოდ, იმედია მას ვნახავ. თქვა სოფიმ და ეკრანიდან კოცნა გამოგზავნა. ბოლო რაც მეგობრების გულში ჩაბეჭდა მისი ღიმილი იყო, ფართო, გულწრფელი, თუმცა ცრემლიანი და ჩამქრალი, უსიცოცხლო თვალებით.                                                               ეპილოგი    სოფია ლუკას გვერდით დაკრძალეს. მთელი სკოლა, სამეგობრობო და კიდევ უამრავი ადამიანი იყო მის დაკრძალვაზე მათ შორის, ლუკას ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. მათ საფლავებს შორის წითელი ტიტების დიდი თაიგული იდო. ტიტების დედოფალი პირამიდასთან გააცილეს, წითელი კაბით და წითელი ტიტებით. ისევ ლუკას მოსაცმელი ეცვა, მისი სუნამო ესხა და მისი სამაჯურები ეკეთა. ჯიბეში ასანთი ედო და ერთი კოლოფი სიგარეტი. -შენი ბოლო თხოვნა ვერ შევასრულე ლუკა, ვერ დავიცავი, მაპატიე ძმაო. თქვა გენჯომ და უკანასკნელი წითელი ტიტა საფლავზე დატოვა.