ჩემი სხვა სამყარო
0 ხმა
თაკო ხალიჩავა
თამარ ხალიჩავა-ადეიშვილი, 35 წლის. ვცხოვრობ ქუთაისში. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
ბაშვობიდან მომწონდა ისტორიების გამოგონება და მათი დღიურში ჩაწერა, მაგრამ არასდროს მქონია ამბიცია, რომელიმე მათგანი გამომექვეყნებია, ან მკითხველამდე მიმეტანა.
„გახდი ბესთსელერის ავტორი“ს კონკურსმა მომცა სტიმული, ჩემი ჩანაწერები წიგნად მექცია.
პროფესიით ფოტოგრაფი და დიზაინერი ვარ. რადგან ამ საკითხში კარგად ვერკვევი, გადავწყვიტე ჩემი რომანის მთავარი გმირიც იგივე პროფესიის ყოფილიყო. თუმცა ამბავი სრულიად გამოგონილია და ნაწარმოები არ არის ავტობიოგრაფიული.
წიგნში მოთხრობილია ემიგრაციიდან სამშობლოში ერთი და იგივე დროს დაბრუნებული ორი ადამიანის ამბავი, რომლებსაც სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ სამყაროზე.
მანქანებზე, რბოლაზე და თავისუფლებაზე უზომოდ შეყვარებული გოგონას და ბიზნესმენის ისტორია. მტკივნეული წარსულის ტვირთი და რეალობაში შემოჭრილი აჩრდილები მათ არჩევანის წინაშე აყენებს. შეძლებენ კი, სწორი გადაწყვეტილების მიღებას?! თუ ეს არჩევანი საბედისწერო გახდება და ორივეს სამყაროს ნამსხვრევებად აქცევს.
ორი ნაწილისგან შემდგარ წიგნში გმირები ერთმანეთის გაცნობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, თავიანთ განცდებსა და სურვილებზე გვიამბობენ.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური