ჩემი სხვა სამყარო
ჩემი სხვა სამყარო
ჩემი სხვა სამყაროთაიანაწილი პირველი 1 ცხოვრებაში, არის მომენტი, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით: რა იქნება უკეთესი ჩვენთვის, ან მისთვის ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს... ზოგჯერ, ასეთ დროს, ჩვენივე ნებით ვაკეთებთ არასწორ არჩევანს. უკეთესი მომავლის იმედით თუ იდუმალი სურვილით, ტკივილთან ერთად განვიცადოთ სიამოვნება და ჯერ არ განცდილი შეგრძნებები, ჩვენ გამიზნულად ვუშვებთ შეცდომებს. როცა ამ არჩევანს ვაკეთებთ, ვანგრევთ სასოებით ნაშენებ და ნალოლიავებ „ჩვენს სამყაროს“ და გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი გაივლის... ყველაფერი კარგად იქნება... ***ჩემი ცხოვრება მდიდარია მტკივნეული მომენტებით და თვითგადარჩენის ინსტიქტებით. ყველა შეგრძნება, რომელსაც ვფლობს, მიმართულია იქეთკენ, რომ მე გამოვიწრთვნე, გავხდე უფრო ძლიერი. სხვა ქვეყანაში ჩემი ცხოვრება იყო მაგალითი იმის, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ადამიანები. როგორი შეიძლება გავხდეთ, თუ დავკარგავთ ჩვენს ადამიანობას და მრწამსს. ყოველთვის, როცა სკოლაში მეუბნებოდნენ : დაბრუნდი შენს ქვეყანაში, მე მიწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის, რომ არ ვყოფილიყავი გატეხილი. ხშირად ვმუშაობდი ჩემს დახვეწილ მანერებზე: როგორ არ უნდა ატირდე შუა ქუჩაში, როგორ შეინარჩუნო სიმშვიდე როცა შეურაცყოფას გაყენებენ, როგორ დაბლოკო ვიღაცის ყბაში მოდების სურვილი და დატოვო იქაურობა ხმაურის გარეშე. როგორ გადარჩე მგლებში ბატკანი და შენც მგლად არ გადაიქცე.დარჩე ერთი ჩვეულებრივი, ქართველი გოგონა: თაია თედელური.ვცხოვრობდი ასე, ,, ტკბილად და ბედნიერად". ჩემი ოჯახი თბილისსში დაბრუნებაზე არ ფიქრობდა. მამას ბიზნესი და რბოლებში მიღებული ჰონორარები საკმარისი იყო, მშვიდად გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა. დედა ხელოვნების ისტორიის მუზეუმში მუშაობდა და მე და ჩემს დას, კატერინას დიდი სიყვარულით გვიზიარებდა თავის გამოცდილებას. უნდოდა , ჩვენც მის გზას გავყოლოდით. მამას რბოლებს მხოლოდ იმიტომ ეგუებოდა, რომ ქმარი უზომოდ უყვარდა. თუმცა ყოველთვის ეშინოდა და საშინლად განიცდიდა შეჯიბრის დღეს. არასდროს ყოფილა მაყურებელი. ყოველთვის სახლში რჩებოდა და გულის კანკალით ელოდებოდა რბოლის დამთავრებას. ალბათ გრძნობდა გარდაუვალ დასასრულს.ლამის იჩხუბეს, მამამ კარტინგზე რომ მიმიყვანა, მაგრამ მე ეს ისე ძალიან მინდოდა…ბაჩოს ძლიერი მხარდაჭერა რომ არა, ლალი ამის უფლებას არასდროს მომცემდა. სამაგიეროდ კატერინა იყო დედას დამჯერი გოგონა. ყოველთვის მას ბაძავდა. დედასავით იკეთებდა თმებს, დედას ტანსაცმელს იცმევდა როგორც კი წამოიზარდა. ისე იქცეოდა, დედას ყურადღება რომ მიეპყრო და მისი კეთილგანწყობა დაემსახურებია. საერთოდ, კატო ყოველთვის იღებდა ადამიანებისგან იმას, რისი მიღებაც სურდა. ჩემი და ჩემზე სამი წლით უფროსი იყო და ცდილობდა მეგრძნო, რომ ის იყო დედას პირველი სიყვარული. ასე მაინც არ ვფიქრობდი. ლალი ყოველთვის ერთნაირად ზრუნავდა ჩვენზე. არასდროს გვანსხვავებდა. იმის მიუხედავად, რომ მე ყოველთვის ის მომწონდა, რაც მამას. მართალია დედას ვგავდი, თხელი ფიგურით, წვრილი წელით და განიერი თეძოებით, ლურჯი თვალებით და ღია ყავისფერი თმით, მაინც მამას ხასიათი გამომყვა. ამიტომ, როცა კატერინა ცდილობდა, რაღაცით დავეჩრდილე, მე მხოლოდ სიყავრულით ვპასუხობდი.როცა რაიმე წამოტკივდებოდა, მის საწოლთან ვათენებდი. ყოველთვის ჩემი დის საყრდენი ვიყავი. ტყუილების მოფიქრებაში არ ვეხმარებოდი, როცა პაემნებზე სიარული და ბიჭებთან ერთად გაპარვა დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი დამეცვა ლალის რისხვისგან. რაც შემეხება მე. აქ ჩამოსვლის დღიდან ყოველთვის დაცინვის საგანი ვიყავი. დამცინოდნენ საუბრის მანერის და აქცენტის გამო, ტანსაცმლის გამო. კარგად რომ ვსწავლობდი ამის გამოც კი. თუ იქნებოდა შემთხვევა, რომ რაიმე შემეშლებოდა, მაშინ ხომ საერთოდ გადამივლიდნენ და მიწასთან მასწორებდნენ. ქართულ ცეკვებზე შემიყვანეს მშობლებმა, მეტ ქართველს გაიცნობ და გაგაბენიერებსო, მაგრამ მე კარტინგი მაბედნიერებდა. კარტინგი და ნიკა. ნიკა, მამაჩემის ნათლული, ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი მის სითბოს და მზრუნველობას ჩემს მიმართ. ის იყო ჩემი უფროსი ძმაც და მეგობარიც. ნიკას ოჯახი უცხო ქვეყნის მიწაზე ყველაზე საიმედო ადამიანები იყვნენ, ვისაც ჩემს თავს ანდობდნენ. ამიტომ კარტინგის სკოლიდან მოყოლებული, მასთან ერთად იმაზე ბევრად მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჩემს თანატოლთან. როცა წამოიზარდა მამამისმა დროის უაზროდ ფლანგვის ნაცვლად, საქმე გამოუჩინა. მანქანების სახელოსნო აჩუქა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ახალი მანქანების „დასატუნინგებლად“ რომ სჭირდებოდა ფულიან მამიკოს შვილებს. ფერადი განათებები, დამატებითი გვერდითი დეტალები,“სპოილერები“, ძლიერი დინამიკები. მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება დაამატო მანქანას სრული კომფორტისთვის. და მე დიდი სიამოვნებით ვატარებდი თავისუფალ დროს ნიკას და მისი მეგობრების გარემოცვაში. ჩემი მშობლებიც მშვიდად იყვენ. კატერინასგან განსხვავებით, ყოველთვის იცოდნენ, სადაც უნდა ვეპოვე. -როდის უნდა შეწყვიტო გაზრდა და გალამაზება? ნუ დამაწყვეტიებ ჩემს ძმაკაცებს.-მუბნებოდა ნიკა, როცა სახელოსნოში ვაკითხავდი. ჩემი გაზრდა სულაც არ გვიშლიდა ხელს სიგიჟეების კეთებაში. პირიქით, უკეთესიც იყო.როცა იქაურ ჩინოვნიკებს ეგონათ , რომ ნიკა მათ მანქანებს ალამაზებდა და კოსმეტიკას უკეთებდა, ჩვენ ტესტ-დრაივზე დავარბენინებდით და "ბოლომდე ვაწურიებდით". აუცილებლად უნდა გაგვეგო, ვის მანქანას უფრო მეტი ცხენის ძალა ჰქონდა და რომელი მარკა რამდენ წამში ანვითარებდა 100 კილომეტრს საათში. ან რომელი მოდელი რა სიჩქარით შედიოდა მოსახვევში.სიგჟის გაკვეთილები მიტოვებულ ავტოდრომებზე და ნაკლებად მნიშველოვან მაგისტრალებზე...არც ერთ შესაძლებლობას არ ვუშვებდით ხელიდან, დაგვეტესტა „ფულიანი მამიკოს ბიჭების სათამაშოები“.ერთი-ორჯერ შემოგვემტვრა მანქანები და მათი რემონტების ხარჯები ისე გადავინაწილეთ, არავის არაფერზე ეჭვი რომ არ აეღო. ნიკა არ აპირებდა ფულის გამორთმევას, რომელიც ჩემი მშობლების კეთილგანწყობით მოპოვებულ დანაზოგს წარმოადგენდა, თუმცა შანტაჟმა გაჭრა. ჩემს მიერ დამტვრეული მანქანის ხარჯებს მხოლოდ ნიკას ვერ გადავახდევინებდი. ამ „საქმეში“ ხომ ერთად ვიყავით...ასე გავიდა უცხოეთში ჩვენი ცხოვრების თორმეტი წელი. უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი. მამა რბოლის მოსაგებად დიდი ხანი ემზადებოდა. დედა მთელი კვირა ნერვიულობდა და ისეთი აფორიაქებული იყო, სამსახურში აღარ დადიოდა. რბოლაზე ყოველთვის ვიაიპი ბილეთით ვსარგებლობდი და უპირატესობა მქონდა, მამაჩემისთვის თვალი უფრო ახლოდან და ბევრი მონიტორიდან მედევნებია.ბოლო წრეზე ძლიერად მოცურდა მისი მანქანა. სული გამეყინა...ჰაერში რამდენიმე ბრუნის გაკეთების შემდეგ, ბარდიულს და მესერს შორის აღმოჩნდა გაჩხერილი. მამაჩემი ძლივს გადმოიყვანეს დაფშვნილი მანქანიდან, გასისხლიანებული და დამტვრეული. ერთ წუთში გავჩნდი მასთან და გვერდიდან არ მოვშორებივარ. არც რეანომობილში, არც საოპერაციოში შეყვანამდე. სანამ თვალებგახელილს ვხედავდი, გონებაში არ დამიშვია, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო. საავადმყოფოს დერეფანში მარტო დარჩენილს, ბაჩოს სისხლით ხელებ და ტანსაცმელმოსვრილს, ძლიერი სპაზმები დამეწყო. ჰაერი აღარ ჩამდიოდა ფილტვებში. ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი. ასთმა ადრე შედარებით მსუბუქად მქონდა, მაგრამ ახლანდელმა ნერვიულობამ, რომელსაც არ ვიმჩნევდი, ჩემს მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.ჟანგბადის აპარატზე მიერთებულს გამეღვიძა. დედაჩემმა აღარ იცოდა რომელი ეტირა, მე თუ მამა. მის დამშვიდებას ვერავინ ახერხებდა. ნუ მეუბნებით ყველაფერი კარგად იქნებაო, გაჰკიოდა ბოლო ხმაზე. სისხლის დანახვაზე გული მისდიოდა. საავადმყოფოდან წავიყვანე, გამოვიცვალე და ბაჩოს მომვლელად დავბრუნდი. მე ძლიერი ვიყავი. ამ შეტევას გავუძლებდი, ყველაფერს გავუძლებდით. ახლა მამაჩემს ვჭირდებოდი...რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის და ბაჩოს რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ფინანსურად ფსკერზე აღმოვჩნდით.ნერვიულობამ და სტრესმა ჩემს ჯანმრთელობას დიდი ნაიარევი დაუტოვა. ასთმა გამირთულდა, ალერგიის გამო კი ჩემი კანი ყველაფერზე საშინლად რეაგირებდა. ახლა, მტვერზე ალერგია მაქვს, მედიკამენტებზე ალერგია მაქვს, საკვებზე , მცენარეებზე, ცხოველის ბეწვზე და მზის სხივებზე ალერგია მაქვს. მაკიაჟის გამოყენებაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. მოკლედ ყველაფერზე ალერგია მაქვს, რაც ჩემს ირგვლივაა. ამიტომ იშვიათად ვეხები ნივთებს, თითქმის არასდროს-ადამიანებს (ოჯახის წევრების გარდა) და მირჩევნია არც მე შემეხონ. ხელის ჩამორთმევაც კი მეჯავრება, ყოველთვის თავს ვიკავებ. მხოლოდ დედას ხელფასი მთელს ხარჯებს ვეღარ წვდებოდა. ამიტომ ჩემმა ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ უკან, სამშობლოში დავბრუნდით.თბილისში მივხვდი, რომ დამსხვრეული შეიძლება გამთელდე და ისევ გააგრძელო ცხოვრება, თუნდაც ნოლიდან. სახლის გარეშე, ნაცნობების გარეშე, სამსახურის გარეშე, ჯანმრთელობის გარეშე, ჩვენ „სახლში“ დავბრუნდით.სამაგიეროდ, აქ ყველა ქართულად ლაპარაკობს.პაპამ და დიდედამ სიხარულით მიგვიღეს თავიანთ მყუდრო ბინაში. დედამ ვერ შეძლო ემუშავა თავისი პროფესიით, ხელოვნების სპეციალისტით დიდად არავინ მოიხიბლა. ძველი მეგობრის დახმარებით სტილისტის კურსები გაიარა და მალე მისივე სალონში შეუდგა მუშაობას.მამას დამსხვრეული ფეხის მდგომარებობა უმჯობესდებოდა. ყავარჯნის დახმარებით გადაადგილებას მიეჩვია. ისიც შეეცადა დამჯდარი სამუშაო ეპოვა. მანქანების კომპიუტერული დიაგნოსტიკა, სწორედ ის იყო, ამ მდგომარეობაში რაც ყურადღებას ცოტათი მაინც გადაატანინებდა და იმაზე აღარ იფიქრებდა, რომ ხეიბარი და სხვისი სარჩენია. პაპას შეგირდი გავხდი და მეცადინეობების შემდეგ მის დახმარებას ვცდილობდი. თავის მყუდრო ცხოვრებაში ფეხსაცმლის მოდელირებით ირჩენდა თავს. მთელი ცხოვრება ფეხსაცმლის კერვისთვის ჰქონდა მიძღვნილი. დიდი გაჭირვება და კრიზისი ამან გადაგვატანინაო, იტყოდა ხოლმე. ძალიან აბედნიერებდა თავისი ხელსაქმე. მამაჩემი კი ყოველთვის მეამბოხე იყო. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, მანქანები და სისწრაფე იტაცებდა. ამიტომ დატოვა მშობლები და უცხო მხარეს შეაფარა თავი, სადაც მის სურვილებს ფრთებს შეასხამდა და ყველა ჩანაფიქრს აისრულებდა. მოგვიანებით დებიც მიჰყვნენ ძმის კვალს. დიდედა და პაპა კი მარტო დარჩნენ მშობლიურ ქალაქში.ბაჩომ დედა იქ გაიცნო, უცხო მიწაზე. ნათესავებთან სტუმრად ჩასული სტუდენტი გოგონა, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ნაკლებად ცნობილი მხატვრის გამოფენას კურირებდა. მამა მშობლიური კუთხის შეკრებებს ხშირად ესწრებოდა და ახლაც ძმაკაცმა შეატყობინა, წამოდი, ქართველი გოგონებიც იქნებიან, „გადავხედოთო“.ლალის ყურადღება ერთმა მომხიბვლელმა და ქარიზმატულმა ბიჭმა მიიპყრო, ყველასგან გამორჩეული რომ იყო აღნაგობითაც და ჩაცმის სტილითაც. უფრო მეტად კი იმიტომ დაიმსახურა გოგოს ინტერესი, რომ ვაჟი სულაც არ ათვალიერებდა გამოფენის ექსპონატებს. ის ლალის სილამაზემ მოაჯადოვა.ერთმანეთი გაიცნეს და მთელი სამი კვირა ბაჩო გვერდიდან არ მოშორებია. ხან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებიებდა, ხან გემრიელ კერძებს აგემოვნენდნენ. ქალაქის ყველაზე მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან აკვირდებოდნენ ღამით ვარსკვლავებს. მანქანის მართვის უბადლო ოსტატი რომ იყო, ესეც უნდოდა ეჩვენებია, მაგრამ გოგონას სიჩქარის ისე შეეშინდა, მალევე დამალა ბაჩომ თავისი პროფესია. ლალის რეისის გამოფრენამდე ერთი დღით ადრე კი მამამ დედას მისი გული და დარჩენა ერთად შესთავაზა. დედა ალბათ ძალიან ბევრჯერ გაიხსენებდა ულამაზეს წუთებს, ამ საოცრად მომხიბვლელი ბიჭის გვერდით რომ გაატარა, მაგრამ მისი საქართველოში დაბრუნების დრო იყო. სახლში მოხუცი მშობლები ელოდნენ ერთადერთ გოგონას .ლალის შეიძლება მთელი გლით უნდოდა ბაჩოსთან დარჩენა, მაგრამ ვერ დათანხმდებოდა, მშობლებს ასე ვერ მოექცეოდა. მოხუცები თავიანთ მინიმალურ დანაზოგს ლალის სწავლა-განათლებაში დებდნენ. მაქსიმალურს აკეთებდნენ, რომ გოგონას არ ეგრძნო ზოგჯერ როგორი წვალებით შოულობდენ ქირის ფულს. სანამ ლალიმ არ დაიწყო მუშაობა და მოხუცებს ყოფა არ შეუმსუბუქა.ბაჩო ზღვარგადასულ სიგიჟეებს აკეთებდა, რომ როგორმე ლალის საოცარ ლურჯ თვალებზე და მის მომხიბვლელ ღიმილზე არ ეფიქრა, თუმცა ამაოდ. არაფრის კეთება აღარ გამოსდიოდა. სპორტული ჩანთა ჩაალაგა და თბილისს ისეთივე ცარიელი ჯიბით დაუბრუნდა, როგორც გაემგზავრა. რაც მთავარია ჯიბეში ნიშნობის ბეჭედი ედო. ზუსტად იცოდა, ის ერთადერთი იპოვა, ვის გვერდით ყოფნასაც მთელი ცხოვრება ისურვებდა. რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ და ერთი წლის თავზე ჩემი და ეყოლათ. სანამ ლალი მეორეს ბავშვს ელოდებოდა, ჯერ დედა, შემდეგ, რამდენიმე თვეში მამაც გარდაეცვალა.დიდი სტრესის და ნერვიულობის ფონზე, არც ისე ჯანმრთელი, მე მოვევლინე სამყაროს. სუნქვა ძალიან მიჭირდა თურმე და უკეთესი მედიკოსების ძიებაში, ყველანი გავემგზაზვრეთ საქართვველოდან. მამა ძველ სამეგობროს დაუბრუნდა და რადგან საარსებო თანხები სასწრაფოდ გვჭირდებოდა, დედა იძულებული გახდა ბაჩოს პროფესიას „მალე მიატოვებს ამ საქმეს“ იმედით შეგუებოდა.ზოგჯერ ძალიან მიხაროდა რომ ძმა არ მყავდა. მამა მთელს თავის გამოცდილებას და შესაძლებლობებს მარტო მე მიზიარებდა. მხოლოდ მე მეკუთვნოდა ის, რაც, არც ლალის და არც კატერინას არ ხიბლავდათ. მანქანების სიყვარული და რბოლები მხოლოდ მე და მამას გვაერთიანებდა. დედა ხშირად უჯავრდებოდა, ოჯახში ერთი გიჟი საკმარისია, გოგონას ნუ გადამირევო, მაგრამ მამა მას კოცნით და ღიმილით ამშვიდებდა. მერე მამა-შვილი მთელი დღით ვქრებოდით და ლალიმ მშვენივრად იცოდა, ავტოდრომი რომ იყო ჩვენი მოსასვენებელი ადგილი...ახლა კი აქ ვართ, თბილისში.ჩვენი ცხოვრებისგან რადილალურად განსხვავებული, ახალი სამყარო.დედა იყო კმაყოფილი იმით, რომ მამას სახიფათო რბოლები და ჩემი კარტინგის სკოლა წარსულს ჩაბარდა.-რას იტყვით, თუ პროფესიად დიზაინს ავირჩევ?-ვიკითხე ოჯახურ შეკრებაზე და ვიგრძენი ლალის ზღვა ბედნიერების ემოციამ როგორ გაავსო ოთახი. პაპაც უბედნიერესი იყო და სიამაყით შემომცქეროდა. მამა ყველაზე მეტად გრძნობდა ჩემს განცდებს. ერთმანეთის ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა და ახლაც მის გამოხედვაში დავინახე:-„ეს მართლა გინდა?“არ იყო მთავარი, მე რა მინდა. ჩემი სწავლის თანხაში ვერ დავახარჯიებდი ოჯახს მინიმალურ დანაზოგს. ვერ გავუჩენდი მათ ზედმეტ თავის ტკივილს. ამისთვის ჩემი დაც ჰკმაროდათ. ჩამოსვლიდან სამ თვეში კატერინამ გამოაცხადა მეგობარ ბიჭთან ერთად გადავალ საცხოვრებლადო. დედას სამზარეულოში თეფშები გაუცვივდა ხელიდან, დიდედას წნევამ აუწია.ჩვენ ხომ საოცრად ტრადიციულ ოჯახში აღგვზარდეს. ოჯახის და ერთმანეთის პატივისცემა იყო ის მყარი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამიტომ ლალიმ მანამ ვერ მოისვენა, სანამ მათ ურთიერთობას ქორწინება არ დაერქვა.დედას და მამას სიყვარული იყო მთავარი საწყისი ამ სამყაროსი. ჩემი სამყაროს მთავარი საწყისი. როცა მათ ვხედავდი, როგორი სიყვარულით უცქერდნენ ერთმანეთს თვალებში ,როგორ ვერ აკლებდა წლები ვერაფერს არ მგრძნობას, სიყვარულის მარადიულობის მწამდა. რაოდენ რთული იყო დედასთვის, დამსხვრეული მამას ყურება, როცა სისხლის წვეთის დანახვაზეც გული მისდიოდა. მე ვიყავი მამას მედდაც და მომცვლელიც, ჭრილობის გადამხვევი და ტკივილ გამაყუჩებელიც. მამა ამბობდა , შესანიშნავი ექიმი დადგებიო.მისი ფეხის ჭრილობები იმდენჯერ მქონდა დამუშავებული და ისე კარგად ვართმევდი თავს ბაჩოს მოვლას საავადმყოფოში, ვფიქრობდით რომ ეს ჩემი პროფესია იყო. შემეძლო სრულიად მშვიდად გამეწია გადაუდებელი დახმარება ნებისმიერისთვის. თან კლინიკაში ექიმებიც მაგულიანებდნენ, პრაქტიკა უკვე გავლილი გაქვსო. ახლა კი...-დიზაინერი?? -მამას განცვიფრებული სახე არ გამკვირვებია.ცოტა ხნის წინ ჩამოსულებმა წელი ძლივს წამოვიდგით, ჩემი მონდომებით და ნიჭით შემეძლო აკადემიაში სწავლისთვის გრანტი მომეხსნა. სამედიცინოს ვერ შევეჭიდებოდი. ჩემს ოჯახს ამხელა ტვირთს ვერ ავკიდებდი.გამოცდების შედეგის გამოცხადების შემდეგ, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა, რომ მოვახერხე და უფასოზე მოვხვდი. ჩემი სწავლით ოჯახს ტვირთად არ დავაწვებოდი. მიხაროდა მათი ბედნიერი სახეების ყურება.აი რა მაბედნიერებდა. ***-ნიკა თბილისშია?-იკითხა მამამ ერთ საღამოს. არა და იცოდა, რომ ის აქ არის.რამდენიმე თვის წინ ნიკას ოჯახმაც გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, მისი შეყვარებულის გამო, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. მაინც ყოველ თვეში დაფრინავს წინ და უკან იმ გოგოს სანახავად. სჯობს დავაქორწინოთ, ოჯახს მოჰკიდოს ხელიო : გადაუწყვიტეს. ლიკა მშვენიერი გოგონა იყო, სათნო და კეთილი. მისი არსებობა მეც ძალიან მახარებდა, ჩემი შერეკილი „ძმა“ ახლოს მეყოლებოდა.ნიკა ისევ თავისი პროფესიით საქმიანობდა, მაგრამ თბილისელების მანქანებს აღარ "ვტესტავდით". თანამედროვე მანქანებს ძლიერი ნავიგაცია აქვთ. ერთი აპლიკაცია და პატრონმა იცის, სად მდებარეობს და რა სიჩქარით მოძრაობს მისი ავტომობილი. თან გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ამიტომ, თბილისში მორჩა სხვისი მანქანების დატესტვა, მეტი სერიოზულობა. მამამ ეს ყველაფერი იცოდა. -რატომ იკითხა?-კი აქაა.-ვუპასუხე მოკლედ.-ერთ დამტვრეულ „ცე კლასს“ მჩუქნიან და თუ დაგეხმარება და ააწყობდით, ივლიდი უნივერსიტეტში.დედამ შეიკივლა.-არ არსებოოობს. ყველაზე საუკეთესო მამა ხარ, მამებს შორის.-დავეტაკე და იმდენი ვკოცნე ,ლამის კისერიც გადავტეხე, ფეხს ვინ დაეძებდა.-რა დამტვრეული მანქანა ბაჩო, ის სრულწლოვანიც კი არ არის.-დაუბრუნდა მეტყველების უნარი ლალის.-მას ჰყავდა მანქანა, სანამ თბილისში დავბრუნდებოდით...-სულ რაღაც ოთხი თვით, მაგრამ ახლა აქ ვართ და მას მართვის მოწმობა სჭირდება. თან ქალაქი სავსეა არანორმალური მძღოლებით.-თვრამეტის რამდენიმე თვეში გახდება. -როგორ უნდა ააწყოს მანქანა, მგონი დაგავიწყდა, რომ ის გოგოა.- მახსოვს ლალი, დამშვიდდი. ჩემი გოგონა მშვენივრად ერკვევა მანქანის ნაწილებში და ბევრ გამოცდილ მძღოლზე უკეთ მართავს მანქანას. მე ამ „კასტილებით“ ვერ ვირბენ წინ და უკან, ამიტომ თვითონ მიხედავს. ჰო მართლა, მანქანა მექანიკაა, თაი.-თუნდაც ტანკი იყოს. -გადავუჩურჩულე ბაჩოს ღიმილით. * * *-გავტესტოთ?-მკითხა ნიკამ. როცა მანქანის „კოსმეტიკას“ სრულად მოვრჩით.-რა თქმა უნდა.-მშვენივრად გამოიყურება, ვერავინ იფიქრებს რისგან აღსდგა.-ჯადოსნური ხელები აქვს შენს ხელოსნებს.მართლაც საოცრად სწრაფად შეძლეს მანქანის გაახლება. ცოტა მუცელშიც უფათურეს ხელები და შეძლებისდაგვარად სიმძლავრეც გაზარდეს. ნიკა მშვენივრად მიცნობდა და ზუსტად იცოდა, როგორ ძრავსაც ვისურვებდი.თითქმის იდეალურ მდგომარეობაში იყო. შემეძლო მონატრებული მანქანის მართვა გამეხსენებია. მამას ავარია ყოველთვის თვალწინ მედგა, მაგრამ საჭესთან ჯდომამ და ცოტა სიფრთხილემ ეს კადრები ნენ-ნელა გააუფერულა.ავტომატიკას მამაჩემიც მართავდა ჯანმრთელი ფეხით. ჩვენი ცხოვრება დიდი ტრამვის შემდეგ, თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. მართალია, სრულიად ახალი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ მთავარია ყველანი ცოცხლები ვიყავით.მე და ნიკა აქაურ ავტოდრომებსაც მოვერგეთ და ხშირად ვსტუმრობდით . დრიფტი საშინლად მენატრებოდა. ოფროუდის დრიფტი, რომელსაც ნიკა და მისი თბილისელი მეგობრები აწყობდნენ, წელიწადში რამდენჯერმე, წარმოუდგენელი ადრენალინის წყარო იყო. ატალახებულ გზებზე ჯიპებით ქროლვას ემატებოდა მძევალი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდს მეორე გუნდიდან მიჰყავდა და მის გამოხსნაზე ცალკე შეიარარებული და ფერადი ტყვიებით აღჭურვილი ბრიგადა იყო ჯგუფში მობილიზებული. შეიარაღებულ თანაგუნდელებს მანქანებში ვანაწილებდით და სროლის დროს თუ რომელიმე მძღოლი დაიჭრებოდა, ის მანქანა თამაშს ეთიშებოდა. დრიფტი იწყებოდა გაშლილ მდელოზე, ან მთის ძირში, მანამდე სპეციალურად შერჩეულ ადგილას. ველოდებოდით ძლიერ წვიმას და იქამდე ყველანაირად გამზადებულები ვიწყებდით რბოლას, მზის გამოსვლისთანავე. გაშლილი ადგილიდან რბოლა კლდოვან ფერდობებზე, ან ტყეში გრძელდებოდა, სადაც მანქანები შეძლებდნენ სიარულს. ამ თამაშში მე ყოველთვის მრბოლელი ვიყავი, მამაჩემის 4Runner-ით, რომლის დამტვრეული ნაწილების ფულსაც მთელი წელი ვაგროვებდი ხოლმე წინდაწინ . ბროლის დასასრულს არც ერთი მონაწილე აღარ ვგავდით ადამიანებს. თავიდან ფეხებამდე ამოტალახებული და ჭუჭყიანი მანქანებით, ტალახის სამყაროდან გადმოსულებს ვგავდით ყველანი. გამოსაცვლელი ტანსაცმელი იქვე გვქონდა ხოლმე, მაგრამ დიდი ვერაფერი სისუფთავის შეგრძნება ჰქონდა გამოცვლას. დღის ბოლომდე მხიარულება ,რომელიმე ჩემს დაქალთან გაქცევით და ტალახის ჩამორეცხვით სრულდებოდა. ზოგჯერ ნიკასთანაც მივდიოდი და მისი ცოლი ვერაფრით მივაჩვიეთ, რომ ჩვენს ასეთ ყოფაში ნახვაზე არ ეკივლა. ლიკაც ზუსტად ჩვენი ჭკუის იყო და ნიკასგან აღარ ვარჩევდი, ისე დავმეგობრდით. მაგრამ მანქანის ტარების აზრზე არ იყო და ჩვენთან ერთად დრიფტით გართობაზე ვერასდროს დავიყოლიეთ. სხვა მხრივ, ყველაფერში მხარს გვიბამდა და ერთად საკმაოდ ბევრ დროს ვატარებდით. ოფროუდს თან ახლდა ლუდის წვეულება, მხიარულება და გართობა. მე კი ფოტოებს და კამერებში გამოჩენას ყოველთვის თავს ვარიდებდი. ნიკასთან ყოფნას, რა თქმა უნდა არასდროს მიშლიდნენ. მაინც არ იყო აუცილებელი, დედას დეტალურად ცოდნოდა , რითი ვერთობოდით მე და ჩემი გიჟი „ძმა“. სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობდი, იგივე მიზეზის გამო. არ არის ფოტო, არ არის მტკიცებულება. მამაჩემის ჯიპი „ზამთრის თამაშებისთვისაც“ ზედგამოჭრილი იყო.- ნიკა და ლიკა ბაკურიანში მიდიან. შეიძლება მეც გავყვე? შენი მანქანით... ხომ იცი მერსედესი როგორ ცურავს მოყინულზე. -მივუჩოჩდი ბაჩოს. მშვენივრად იცოდა რისი გამკეთებელიც ვიყავი და ჭკვიანად იყავიო, გამაფრთხილა წინასწარ. ლალის კივილი მშვიდად გადავიტანე, ორივეს ვაკოცე და რამდენიმე დღით დავემშვიდობე. როგორც კი ბაკურიანში დავბინავდით, მაშინვე გავემზადეთ მთავარი მიზნისთვის. ნიკას გადარეული მეგობრები უკვე გველოდნენ თავიანთი ჯიპებით. ყველაზე მაგარი ადრენალინი თუ გინდა იგრძნო, ესაა თოვლში მანქანით დრიფტი. ყველა გორაკი დავლაშქრეთ, ოდნავ დახრილიც და ძალიან ციცაბოც. არ გვეყო... კიდევ უფრო მეტი გვინდოდა. გართობის ბოლო დღეს ბაკურიანი უკან მოვიტოვეთ და გუდაურისკენ ავიღეთ გეზი. თოვლის საფარი გზის მატებასთან ერთად იმატებდა. აღმართები დალაშქრული გვაქვს, ახლა დაღმართი ვცადოთო, აიჩემა ნიკას მეგობარმა და სხვებიც აჰყვნენ ჟრიამულით. სისულელე იყო, წარმოუდგენელი სიგიჟე. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ქვემოთ რა ხდებოდა. გოგო არ უნდა წამოგვეყვანაო, მშიშარა ხარ და იყავი მანდ,ზემოდან გვიყურეო, არ ეყოთ სასაცილოდ ჩემი თავშეკავება. სატერფულს ფეხი მივადგი და პირველი მე ჩავედი გაუკვალავ, თოვლიან თავდაღმართში. სხვებიც მაშინვე მომყვნენ, სიგნალებით და ანთებული ფარებით. გაგება არ ქონდა თოვლის მეტრიანი საფარის ქვეშ ბუჩქებზე გადავდიოდით, ხეებზე თუ ორმოებზე. როცა ოთხივე მანქანამ დაღმართი ჩაათავა და მხიარულებამ ჩაიარა, უკან დაბრუნების დრო დადგა. -ვინ ადის აღმართში პირველი? ახალი ჯიპების მძღოლები თავს იგიჟებდნენ, ამ გორაკს ერთ წუთში ავირბენთო. სინამდვილეში უზარმაზარ უფსკრულში ვიყავით, რომელიც მაღლიდან ბევრად მარტივი ჩანდა. ჯერ ჩვენივე ნაკვალევში სცადეს ასვლა. არაფერი რომ არ გამოვიდა, გაუკვალავი თოვლის გადალახვა მოინდომეს ბიჭებმა. ნიკამ თავისი Ranger დაქოქა და რამდენიმე ცდის შემდეგ, მოცურებული უკანა მხარე მამას 4Runner -ს ხეთქა, ფარიც ჩალეწა და წინა საფარიც მოაგლიჯა ნათლიამისის მანქანას. -ბაჩოს შენ ეტყვი.-შევუთანხმდი წინასწარ, დამსხვრეული ნაწილები შევაგროვე და საბარგულში ჩავდე. მანქანა დავქოქე და სრიალ -სრიალით და ძრავის ღმუილით ძლივს ამოვბობღდი სამშვიდობოს. ფერდობის ძირში ტელეფონიც არ იჭერდა. სამაშველო გზიდან გამოვიძახე . იმათი სახეები კი მინდოდა მენახა, ჩასვლამდე რომ დამცინოდნენ, მაგრამ უკან მიმბრუნებელი აღარ ვიყავი. ლამის სამაშველოს მანქანაც გადავარდა უფსკრულში და ისიც ჩემი მანქანის მისაბმელი გახდა. ჯიპს „ცხვირ-პირი“ აღარ ჰქონდა, საცოდავი შესახედი იყო. მანამ უნდა მიმეხედა, სანამ თავს მამას რისხვა დამატყდებოდა. სასტუმროდან მობილიზებულად ავებარგეთ და თბილისში დაჩქარებული წესით დავბრუნდით... -ჩემი მანქანა სად არის?-მკითხა ბაჩობ ხმადაბლა.-მინდოდა მეკითხა, ხომ არ იქნები წინააღმდეგი, რამდენიმე დღით მე რომ გატარო სამსახურში?-რამდენიმე დღით...-სამი. სულ რაღაც, სამი დღე...-რა გააფუჭე?-ფარი და ,,შიტოკი" მხოლოდ.-მეტი არაფერი?-არა, გაჩერებულზე დამეტაკა ნიკა, მეტი არაფერი სჭირს. ზუსტად სამი დღე იქნები მანქანის გარეშე. -ასე როგორ დამემსგავსე, შვილო?!-სხვას ვის უნდა დავმსგავსებოდი?!-დედაშენს.-დედასაც ვგავარ. ნახე, ერთნაირი პროფილი გვაქვს.- მივაბრუნე სახე. ბაჩომ ღიმილის შეკავება ვეღარ შეძლო.-მიყვარხარ მა.-მეც მიყვარხარ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჩემი შეცდომები გაიმეორო.-არაფერს დავიშავებ, კარგი ტრენერი მყავდა.-ახლა მაგ ტრენერს ფეხში უზარმაზარი მეტალი აქვს და ხელჯოხით დადის. -ჭკვიანად ვიქნები, გპირდები... 2რამდენიმე წელი გავიდა. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი . ძველი მანქანა დავამტვრიე და ცოტა უკეთესით ჩავანაცვლე. წარსული თანდათან გაუფერულდა და ახალ ცხოვრებას ისე მივეჩვიეთ, თითქოს თბილისიდან არასდროს წავსულვართ.სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი, როცა სამუშაოში ჩაფლულს, უფროსის ზარის ხმამ დამირღვია მყუდროება.-თაია, შეგიძლია გამოფენაზე მოხვიდე? შენი დახმარება მჭირდება.-რა თქმა უნდა, ბატონო მერაბ.-მისამართს გამოგიგზავნი.-კარგი, მოვალ.გამოფენაზე იტალიური ფეხსაცმლის მოდელები იყო წარმოდგენილი, თავისი ყალიბებით, ძირებით და აქსესუარებით. საგამოფენო დარბაზი სავსე იყო ხალხით, უცხოელებით და მოდის სფეროს წარმომადგენლებით. რამდენიმე ნაცნობი სახეც შევამჩნიე. უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც დიზაინზე ვსწავლობდი და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. მეტ-ნაკლებად ყველას ვცნობდი, ამ საქმეში მოღვაწე ადამიანებს. ზღვისფერი ფრიალა მუხლამდე კაბა მეცვა, წვრილ წელზე შემოხვეული ქამრით და ბაფთით, ნახევრად აწეული ღია წაბლისფერი თმა, ჩემი სახის ნაკვთებს კიდევ უფრო მეტ სინაზეს მატებდა. ვცდილობდი წყნარად მემოძრავა, ყურადღებას მაინც ვიქცევდი. ჩემი გარეგნობა არ მაძლევს შესაძლებლობას შეუმჩნეველი ვიყო. არა და მე ხომ მაკიაჟისაც არ ვიყენებ, მხოლოდ ტუჩსაცხი და ტუში. მიუხედავად დახვეწილი მანერებისა, ყურადღების ცენტრში ყოფნას მაინც ვერ მივეჩვიე. მშვიდი სახის ნიღაბს ამოფარებული, თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ და ყურადღების გადასატან საშუალებას ვეძებ.ამდენ სტუმარში ვიღაცის სულისშემკვრელმა მზერამ სახე ამიწვა. საოცრად სიმპატიური მამაკაცი თვალს არ მაშორებდა. „ალბათ ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი თუ იქნება. ძალიან ელეგანტურად კი გამოიყურება, ჩემი თვალებისფერ, მუქ ლურჯ პიჯაკში.“„სამუშაოზე ფოკუსირდი თაია“.შემოვუძახე თავს. „არასდროს მინახავს და ქართულად არ საუბრობს. ნამდვილად უცხოელი სტუმარი იქნება“... და უცნობიდან მზერა ჩემს უფროსზე გადავიტანე.-ბატონო მერაბ, მშვენიერი გამოფენაა. შეგვიძლია მოდელების არჩევას შევუდგეთ. ცოტა ხანში მომხიბვლელი უცნობი სრულიად გადამავიწყდა. მერაბთან ერთად ახალი კოლექციის არჩევა დავიწყე. ჩემს წარმოსახვაში სრულად წარმოვიდგინე, რომელ ძირზე, რა მოდელს დავხატავ და როგორი ლამაზი იქნება დასრულებული და ფეხზე ჩაცმული. რამდენიმე იტალიური მოდელიც მოვისინჯე. ყველაფერი მერგება, ასსამოცდაცხრა სანტიმეტრი სიმაღლის ვარ და სასაცილოდ პატარა ფეხი მაქვს, კონკიასავით.რაღაც ვერ არის ისე, როგორც საჭიროა. ვერაფრით ავუხსენი იტალიელ მწარმოებელს, რომ ქართველ ქალბატონებს სხვა სტანდარტის ფეხი აქვთ და იტალიური ყალიბი ცოტა არ იყოს , ჩვენი ტერფისთვის შეუფერებელია.ამას დიდი ხანია ვაკვირდები. იქედან მოყოლებული, სანამ პაპას ვეხმარებოდი თარგის კეთებაზე და იმის შემდეგაც. როცა სწავლა დავიწყე და პაპას ძველმა მეგობარმა, ბატონმა მერაბმა, მასთან სამუშაოდ მიმიწვია, ქალის ფეხსაცმლის დიზაინისთვის, აშკარა განსხვავებას ვამჩნევ. ამიერკავკასიაში ქალბატონების ფეხის ტერფის გარშემოწერილობის ზომების ზრდა, სპორტული ფერხსაცმლის მასიურმა წარმოებამ გამოიწვია, თუ სხვა რამეა მიზეზი, ამას დავადგენ. ჩემი სადიპლომო კვლევა სწორედ ამ თემას ეხება. ყველანაირად ვეცადე მწარმოებელისთვის ამეხსნა, იქნებ შეძლონ და ჩვენთვის შესაფერისი ზომების ყალიბი დაამზადონ. ვერაფერი გავაგებინე, იტალიელს ჩემი ინგლისური არ ესმოდა და არც რუსული იცოდა.„იტალიურის კურსები უნდა დავიწყო.“-დაგეხმაროთ?- ზურგიდან მომესმა დაბალი, ხავერდოვანი ხმა და გულმა მუცელში გადაინაცვლა, როცა შემობრუნებულს ხელში „მომხიბვლელი უცნობი“ შემრჩა.„ესე იგი, ქართველია“. ახლოდან ბევრად უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. რამდენიმე სიტყვით ავუხსენი, რისი თქმაც მსურდა უცხოელისთვის. უცნობმა წყალივით წმინდა იტალიურით გადაუთარგმნა.-გამოვასწორებთო.-დამამშვიდა ბოლოს და ისე მომხიბვლელად გამიღიმა, ლამის გონება დავკარგე.ანტიკური ღმერთები წარმომედგინა ხოლმე ასეთად, ხელოვნების ისტორიას როცა ვსწავლობდი: მაღალი, გაშლილი მხრებით, სწორი ნაკვთებით, ოდნავ ხორბლისფერი კანით და უკან გადაწეული ყავისფერი აბრეშუმივით ფაფუკი თმით. თაფლისფერი თვალებით და აპრეხილი წამწამებით. საოცრად სქელი , ულამაზესი ტუჩებით და მარგალიტებივით ქათქათა კბილებით . პიჯაკში ვეღარ ვარჩევდი მისი სხეულის ფორმებს, მაგრამ ნავარჯიშები ფიგურა აშკარად იკვეთებოდა ტანსაცმლის შიგნითაც.თუ ანტიკური ღმერთები ისევ ცხოვრობენ ჩვენს ეპოქაში, ახლა ერთ-ერთი მათგანი უდაოდ ჩემს წინ იდგა.„გამოფხიზლდი თაია.“-გმადლობთ.-ისე მშვიდად გავუღიმე , გეგონებოდათ ეს ათასი გადარული და აფსურდული აზრი სხვის თავში ტრიალებდა წამის წინ.-როგორც მივხვდი დიზაინერი ხართ.-ხელი გამომიმწოდა თარჯიმანმა.-მე დაჩი ვარ.-თაია.- რამდენიმე წამის დაგვიანებით გავუწოდე ჩემი თხელი, უფერული თითები.-თქვენ კი ალბათ ენების სპეციალისტი...-შეიძლება ასეც ითქვას.-ღიმილს განაგრძობდა დაჩი. -რა გაყინული თითები გაქვს?!ხელი სასწრაფოდ წავიღე უკან.-როგორც ვხედავ, ბატონი დაჩი გაიცანი.-საიდანღაც მოგვიახლოვდა მერაბი.მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ, მთელი ეს ხალხმრალობა აღარც კი მახსოვდა, სანამ დაჩის თაფლისფერი თვალებით და მისი მომაჯადოებელი სურნელით ვიყავი გაბრუებული.-უდიდეს მადლობას გიხდით, ბატონო დაჩი ამ შესაძლებლობისთვის, რაც ქართველ მეწარმეებს მოგვეცი. მთელი მილანის გამოფენა ჩამოგიტანიათ.თვალები გამიფართოვდა . ვერაფერი გავიგე. გამოდის, რომ თარჯიმანი კი არა ჩემს წინ სერიოზული ბიზნესმენი იდგა, რომლის საკუთრებაცაა მთელი ეს საგამოფენო პავილიონი და წარმოება?! და ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება ამ ადამიანის დამსახურებაა? - დაჩი მეფისაშვილი, კომპანიის მფლობელი და ამ გამოფენის სულის ჩამდგმელია. მისი მოწვევით ესტუმრა ჩვენს ქალაქს მწარმოებლები , თავისი კოლექციებით.-არ ჩერდებოდა მერაბი.-ოო, ღმერთო. ბოდიშს გიხდით...-აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, ორი წამის წინ ხომ თარჯიმანი ვუწოდე ამხელა ბიზნესმენს.-არაუშავს, ყველაფერი კარგადაა.-მერაბიდან ღიმილი ისევ ჩემზე გადმოიტანა.„ ვფიქრობ, ეს ადამიანი, თვისი გამჭირვალე თვალებით, ტვინში მიყურებს და მშვენივრად ხედავს, რაც იქ ხდება.“ალბათ მიჩვეულია საპირისპირო სქესის ასე დატყვევებას. ყველაფერს ხედავს, არაფერს იმჩნევს. საოცრად თავდაჯერებული და თავშეკავებულია.-თაია უნიჭიერესი დიზაინერია. მან ყველა გრაფიკული პროგრამა იცის, თქვენს პროგრამასაც ფლობს.-აგრძელებდა მერაბი.-მართლა?-მოიშორა სახიდან მომაჯადოებლი ღიმილი ბატონმა დაჩიმ.-დიახ.-შეგიძლია ჩემთვის რამე შექმნა?-ახლა?-გავიხედე გვერდზე, რადგან თვალებს ვეღარ ვუსწორებდი.-როცა დრო გექნება.-თაია, ჩვენ შევარჩიეთ რაც გვინდოდა, ჩემგან თავისუფალი ხარ.-დრო გამომინახა ჩემმა უფროსმა.-მშვენიერია. გამოდის, რომ გცალია. ლუკა თაიას დაეხმარე.-მიმართა მამაკაცს, რომელიც დაჩის შორიალოს დასდევდა და საგულდაგულოდ ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს.„ის რა? დაცვით დადის?“.-მე ლუკა ვარ. იქეთ წავიდეთ.-მოკლედ მომიჭრა მამაკაცმა და გასასვლელისკენ მიმითითა. -კაარგი.„ერთ მოდელს ვაკეთებ და მორჩა, გავქრები აქედან“. ლუკა ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. მაღალი და დაკუნთული, ყოფილ სამხედროს ჰგავდა და ისე სწრაფად მოძრაობდა, გასასველში ძლივს შევძელი დავწეოდი. დიდი დარბაზი დავტოვეთ და ერთი დერეფნით შესანიშნავად კეთილმოწყობილ ოფისში აღმოვჩნდით.-ლიფტი იქეთაა.-მიმითითა ლუკამ.-რომელი სათულია?- ვიკითხე გაუბედავად .-მესამე.-შეიძლება კიბით ავიდეთ?-კი, რა თქმა უნდა.მესამე სართული კიდევ უფრო გემოვნებით მოწყობილი და მხიარული თანამშრომლებით სავსე აღმოჩნდა.-საიდანღაც პეპელა შემოფრინდა.-დაიძახა ვიღაცამ. შემდეგ ერთ წამში ჩემს წინ აღმოჩნდა ცალ მუხლზე დაჩოქილი და ხელზე მეამბორა.-სანდრო შენი შეყვარებული გიყურებს.-შეახსენა ლუკამ.-მე უბრალოდ ფერიას მივესალმე ძვირფასო, არაფერზე იეჭვიანო.- მიუბრუნდა თავის გოგოს.-გამარჯობა, მე თაია ვარ.-მივესალმე ყველას.სანდრო საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღმოჩნდა. მაგდა კი, მისი შეყვარებული-დაჩის მდივანი. სწრაფად გაიგეს ჩემი მისვლის მიზეზი და ყველას რაღაც მოჰქონდა ჩემთვის: ყალიბი, სამუშაო მასალები, ყავა, წყალი. ის კომპიუტერი ჩავრთე, რომელშიც დიზაინერებისთვის განკუთვნილი პროგრამა იყო ჩატვირთული. მარტივი მოდელი დავხატე და ჩემი საქმე უცებ მოვილიე. დადებითი აურის მიუხედავად აქედან გაქცევის სურვილი არ მტოვებდა. სპეციალისტებს რამდენიმე მითითება მივეცი, შეკითხვები მოვისმინე და იქაურობა საწრაფოდ დავტოვე.აღარ მინდოდა „მასთან“ შეხვედრა.არავის ჩემზე მსგავსი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თითქოს მომაჯადოვა. არა და ვფიქრობდი, რომ ჩემს მოსაწონ მამაკაცს კიდევ დიდხანს ვერსად ვნახავდი.„მორჩა, ამოიგდე თავიდან...იმდენი საქმე მაქვს, პროექტი, გამოფენა, ჩვენება უნივერსიტეტის დამთავრებამდე, მოდელები შესაკერი, ბატონი მერაბის კოლექცია...მასზე ფიქრის დრო არ გაქვს თაია. შეიძლება ცოლიც ჰყავს ან...ან.მეც მოვინდომე რა, ყველაზე მარტივად მისაწვდომი...“ჩემს ახალ მანქანაში ჩავჯექი და მთელი ყურადღება მართვაზე გადავიტანე, რომ, როგორმე ცოტა ხნის წინ მომხდარ მოვლენებზე აღარ მეფიქრა. * * *-გოგოებო, დაჩი მეფისაშვილის შესახებ რა იცით?- ვიკითხე საუზმეზე, დაქალებთან ერთად მაგიდას რომ მივუსხედით.ნინიას ტუჩებთან მიტანილი ჩანგალი გაუშეშდა ხელში, ქრისტის წვენი გადაცდა.-რა მოხდა?-რომელი დაჩი?-მაღალი, დაკუნთული, საშინლად სიმპათიური მილიონერი?-აჰაა.-დაივიწყე.-არც იფიქრო.-საიდან მოიტანე ეს სახელი? კაცი, რომელიც ჟიმავს ყველას და ყველაფერს რაც მის ირგვლივ მოძრაობს.-განმანათლა ქრისტიმ.ახლა გასაგებია მათი შეშფოთება.-გუშინ გავიცანი.-ვთქვი გაუბედავად.-გუშინ. იმ ცისფერი კაბით, დისნეის პრინცესას რომ ჰგავდი?-ჩვეულებრივი კაბაა.-მერე?-მისთვის მოდელი შევქმენი. დამშვიდდით მის ნახვას აღარ ვაპირებ. არც კი დავმშვიდობებივარ, ისე წამოვედი. არც საკონტაქტო დამიტოვებია.-ოოჰ, არ დაუტოვებია. როგორ ფიქრობ, მის დაცვას რამდენი წუთი დაჭირდება თაიას ადგილმდებარეობის დასადგენად?-არა მგონია ჩემს საპოვნელად მთელი უსაფრთხოების სისტემა გაააქტიუროს, იმდენი სტუმარი ჰყავდა, დღეს ალბათ აღარც ვემახსოვრები.-აბა დღეს რაზე ვჭორაობთ?-მოვარდა მაგიდასთან ჩვენი გიჟი მეგობარი-ჯუდი. ჯონი ჰქვია, მაგრამ მოფერებით ასე ვეძახით სადაქალოში. იმდენად თავისუფალი და უკომპლექსოა, მასაც გოგოებში მოვიხსენიებთ ხოლმე. ყველა თემაზე შეგვიძლია ველაპარაკოთ და მთელი თბილისის ჭორები იცის. ან იქნებ მთელი საქართველოს? ტერაბაიტიანი მეხსირება გაქვს თავშითქო, ვაჯავრებთ. პირველ კურსზე გავიცანი პირველ დღეს. აუდიტორიები ამებნა და უგზო-უკვლოდ დავეხეტებოდი დერეფნებში. ჯუდიმ, რა თქმა უნდა, იცოდა, რასაც ვეძებდი და მაშინვე დამაკვალიანა. უნივერსიტეტში ის ჩემთვის ერთგვარი ფარი აღმოჩნდა, მომაბეზრებელი თაყვანისმცემლების მოსაგერიებლად. თვითონ იმდენ გოგოსთან იწვა, ყოფილების დათვლას ვეღარ აუდიოდა. შეყვარებულის ნერვები არ მაქვს, ქალის დანახვა აღარ მინდაო, იძახდა. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა და რადგან ჩემგან დაქალობის მეტს არაფერს ითხოვდა, მალე დავმეგობრდით. ორივეს კლასიკოსი მწერლები გვხიბლავდა, გაუთავებლად ვკამათობდით მარტინ იდენის ტრაგიკულ ბედისწერაზე, ტრიუმფალური თაღის ტრიუმფალურ დასარულზე და შტეფან ცვაიგის გმირების განცდებზე. გალაკტიონის ლექსებს ვუკითხავდით ერთმანეთს და პოეზიის საღამოებს ვაწყობდით. ერთმანეთში ერთ რამეზე ვთანხმდებოდით, რომ სიყვარული რჩეულთა ხვედრია და ჩვენ ძალიან ბედკრულნი ვართ ამ მხრივ.მერე ნინიაც შემოგვიერთდა. მას პატარა ბუტიკი ჰქონდა, სადაც მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო კაბებს კერავდა. რამდენიმეჯერ დავეხმარე ახალი თარგების შექმნაში და მას შემდეგ განუყრელები გავხდით. სტუდენტურ თავისუფალ დროს მის გვერდით ვატარებდი და ერთმანეთს ვასწავლიდით, თუ რაიმე სიახლეს აღმოვაჩენდით. თან ცოტა ხელფასსაც მიყოფდა.მე ყველა გრაფიკულ დიზაინის პროგრამასთან ერთად, კიდევ რამდენიმე სამეწარმეო პროგრამაც შევისწავლე . ამიტომ პატარ-პატარა სამსახურები და დაკვეთები ნამდვილად არ მაკლდა.ქრისტი ნინიას ბიძაშვილია. ერთად ცხოვრობენ პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში ჩამოსული გოგონები. ის ექთანია ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილი მედიცინის დოქტორია. თუ რომელიმეს დაგვაცემინა ან სურდო შეგვნიშნა, თავს გვევლება. ჩვენი „ოქროსხელება.“-თაიამ დაჩი მეფისაშვილისთვის მოდელი შექმნა, მერე კი მისი ოფისიდან ისე წამოვიდა, არც დაემშვიდობა. -ჩაურაკრაკა ნინიამ ჯუდის, რომელიც უკვე მესამე პიცის ნაჭერს უშვებდა ყბაში და ქრისტის ჭიქაში ჩარჩენილ წვენს ეპოტინებოდა.-არ არსებობს. რატომ არ დაემშვიდობე, ვერ გამოსტაცე ერთი ასი ლარი? ფულის მეტი რა აქვს.-დამაყენა გზაზე ჯონიმ.-საერთოდ, ჯობია მაგ ტიპისგან თავი შორს დაიჭიროს.-ან ერთი ორჯერ შეხვდი თუ ძალიან მოგეწონა, ქალიშვილად ხომ არ უნდა დაბერდე?-კარგი გოგონებო, მოვრჩეთ ჩემს ამბებს. რა ხდება თქვენს სამსახურებში?-ხვალ შენი კოლექციის კიდევ ორი კაბის დასრულებას შევძლებთ.-მშვენიერია. ჩემი კოლექცია მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის საჩვენებელი მოდელებია. ფეხსაცმლის შექმნაში ბატონი მერაბი ძალიან დამეხმარა, როცა ნება დამრთო, მის საწარმოში შემეკერა.აი ტანსაცმელი კი,ნამდვილი მხიარულებაა. არ მაქვს მასალა, არ მაქვს ფული, არ მაქვს დანადგარები, რაზეც შევკერავ. ნინიას ბუტიკი რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა. ***ტელეფონი ახმაურდა ჩანთაში. „უცნობი ნომერია, ალბათ ვინმე დამკვეთი იქნება.“-ალო. -თაია, გამარჯობა. როგორ ხარ? -ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. ათი წლის მერეც ვიცნობდი ამ ხმას. მან კი სამ დღეში დარეკა. -გისმენთ? -დაჩი ვარ.-დიახ , ბატონო დაჩი. -თაია, შენი მოდელი დასრულდა. შეგიძლია ისევ მოხვიდე? -რამე არ მოგწონთ? - მოდი და შეაფასე. -ჩემი თვითშეფასება ძალიან მაღალია ბატონო დაჩი, ნუ გექნებათ იმედი, რომ ჩემს ნამუშევარს რაიმეს დავუწუნებ. - ეგ არც მიფიქრია. სხვა ზომებიც მინდა. -მოისმა წყნარი სიცილი ყურმილში და ნათლად დავინახე, როგორ გაეწელებოდა მისი ლამაზი ტუჩები. ბატონი დაჩის ნახვას აღარ ვგეგმავდი. რა ემოციაც მომიტანა მისმა გაცნობამ, მეგონა დავიწყებას მიეცემოდა. ძილიც კი დამიფრთხო რამდენიმე ღამით. ახლა ისევ მშვიდად მესაუბრებოდა მისი ხავერდოვანი ხმით და კვლავ შეხვედრას მთხოვდა . - დღეს ვერ შევძლებ მოსვლას, ვეცდები ამ დღეებში მოვახერხო. -კარგი, სხვა დროს იყოს, როცა შეძლებ. მანამდე შენი ანგარიშის ნომერი გამიზიარე და მოსვლას რომ დააპირებ, დამირეკე. ეს ჩემი ნომერია .- კარგი, დროებით -შეხვედრამდე. კარგა ხანი დამჭირდა, მივმხვდარიყავი, რომ აღარ ვსაუბრობდობდი და ყურიდან ტელეფონი უნდა მომეშორებია. დაჩის ნომერი მაქვს, წარმოუდგენელია. შენახვა არ მიმიცია. ფოტოგრაფული მეხსიერების წყალობით, ციფრებს და ნიშნებს საოცარი სისწრაფით იმახსოვრებდა და სამუდამოდ ინახავდა ჩემი ტვინი. ესეც რომ არ იყოს, როგორ შემიძლია, ტელეფონში მისი ნომრის შენახვის უფლება მივცე საკუთარ თავს, ალაბათ დღეში რამდენ გოგოს ახვევს თავბრუს, საშინლად მომხიბვლელი -ბატონი დაჩი. „თაია, არც იფიქრო!!“ანგარიში დავაკოპირე და გავგზავნე. აზრებს თავს ვეღარ ვუყრიდი, რანაირად გინდა ახლა იმუშაო.ტელეფონზე შეტყობინებაა: ანგარიშის შევსება: ხელფასი... თვალები გადმომცვიდა, ერთი უმარტივესი მოდელი?აშკარად შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს.რაც არ უნდა შორს დამეჭირა თავი მისგან,შეხვედრა გარდაუვალი იყო. „ისიც ჩვეულებრივი ადამიანია,მივალ, გავაკეთებ დარჩენილ საქმეს და დავიშლებით“.ვერ გამიგია, რა მანერვიულებს? ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. მესამე დღეს შევძელი დროის გამონახვა. "ბატონო დაჩი, ექვსის ნახევრისთვის შევძლებ მოვიდე". გავაგზავნე შეტყობინება. დარეკვა რა საჭირო იყო, იქნებ რითია დაკავებული ამხელა ბიზნესმენი კაცი.მარტის არეული ამინდებისთვის შავი ტრიკოტაჟის მუხლამდე კაბა შევარჩიე, ჩემს იდეალურ სხეულზე ზუსტად მომდგარი, თმა სადა ცხენის კუდად შეკრული ბაფთით და არავითარი მაკიაჟი. მხოლოდ ტუჩზე ოდნავ მუქი ფერის ტუჩსაცხი. მუქი ლურჯი, კაბის სიგრძე მოსასხამი. ხუთ სანტიმეტრიან ქუსლზე ფეხსაცმელი და მზად ვარ, არაფერი ზედმეტი. დაცვამ კარის გაღებამდე უამრავი კითხვა დამისვა.-შემოუშვით.-გაისმა ბრძანება რაციაში. -გამარჯობა -მივესალმე ლუკას, რომელიც მისაღებში შემომეგება.-გამარჯობა, თაია. ისევ კიბით?-დიახ, თუ შეიძლება.- ოოჰ, პრინცესა დაბრუნდა.- შემომეგება ყურებამდე გაღიმებული სანდრო და დანარჩენებიც აჰყვნენ. დაჩი თავის კაბინეტში იჯდა და ვიღაცას თუქრულად ესაუბრებოდა. „რამდენი ენა იცის ამ ადამიანმა. არ შევმცდარვარ ენების სპეციალისტი რომ ვუწოდე“.ლუკამ სკამზე მიმითითა, მაგრამ მე მირჩევნოდა მოდელები დამეთვალიერებია და კაბინეტის გრანდიოზულობით დავმტკბარიყავი. დაჩი სწრაფად მორჩა საუბარს, მომიახლოვდა და ხელის ჩამორთმევით მომესალმა. ისევ ხელის ჩამორთმევა...როგორი მოსაწყენი და ბანალურია ეს ოფიციალურობა. თან ჩემი ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო. „ისუნთქე და უბრალოდ გაიღიმე თაია.“სისხლის მიმოქცევის არეულობის და დაბალი წნევის გამო ჩემი თითები,თხელი და უფერული ყოველთვის ცივია. მისი ნათალი თითები კი სითბოს აფრქვევდა, ყინულის ნატეხივით ჩაადნა ხელში ჩემი ხელი. -გამარჯობა.-მივესალმე თავშეკავებული ღიმილით.-სასიამოვნოა კიდევ შეხვედრა.-გამიღიმა მომაჯადოებლად.ოოჰ, ეს ღიმილი...-შეიძლება მოდელი ვნახო?-სწრაფად გადავედი საქმეზე.-სტუდიაში აქვთ გადაღებებზე, ზედა სართულზეა. წავიდეთ .მალე ყველანი გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდით. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სტუდიაში ყველაფერი იყო, იმისთვის რომ უბრალო პროდუქტიც არაჩვეულებრივად წარმოაჩინო და მიიტანო მომხმარებლამდე, როგორც უძვირფასესი ნივთი. აი, ესაა მარკეტინგი. „ნეტავ რამდენი წლისაა და საიდან აქვს ამხელა შესაძლებლობა?“რამდენი მამაკაცია ირგვლივ. კარგია რომ მათ გარემოცვაში ყოფნას მიჩვეული ვარ და დიდად არ მაკომპლექსებს. თან ძალიან სადად მაცვია,ზედმეტ ყურადღებასაც არ მივიქცევ (ალბათ) . უცებ ფოტოგრაფმა აპარატის ჩხაკუნს თავი მიანება და მომიახლოვდა.-ვაა, ახალი მოდელი გვყავს, ბოს? -მაკიაჟი რატო არ აქვს, არც დაწებებული წამწამები. რატო არ მინახიხარ აქამდე? რომელ სტუდიაში მუშაობ?-ფოტოგრაფმა თავისი საქმე მიატოვა, მომიახლოვდა, ხელი თავსზევით ამაწევია და წინ და უკან დამატრიალა ბალერინასავით, თან სახეს მიმოწმებდა, მართლა უმაკიაჟოდ ვიყავი თუ არა. -თუ შეიძლება ხელები მომაშორეთ.-ვთქვი შეძლებისდაგვარად კორექტულად, მტკიცე ხმით.დაჩი მოშორებით იდგა და ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. მე "მიიშველე" ს თხოვნის მზერა გავუგზავნე თვალებით. -როსტო ის დიზაინერია. -რა დიზაინერი, ნამდვილი ფოტო-მოდელია. -დაანებე თავი და ახალი მოდელი გვაჩვენე თუ შეიძლება. ახალი მოდელი მოდელს აცვია. „ვაა, ყოჩაღ მე...“-შესანიშნავი გამოსულა, მგონი კორექტირებასაც არ საჭიროებს. -არავითარი კორექტირება არ სჭირდება, მართლა მაგარია.-კარგი,შეგვიძლია პატარა ზომებიც გავუშვათ ,თუ რაიმეს არ ვასწორებთ. -დაჩი უთხარი რამდენიმე ფოტო გადამაღებიოს.-ვერ მოვიშორე თავიდან როსტო.-მიდი რა გთხოვ, ბოსი კარგად გადაგიხდის.-თაია, ხომ არ გაქვს ცოტა დრო რამდენიმე ფოტოსთვის?- ყურთან ახლოს მომესმა დაბალი ბარიტონი.სასაცილოა, სად მცალია საპოზიოროდ?! თუმცა, მოიცა.. ერთი იდეა მომივიდა. -კარგი, შეიძლება. ოღონდ ფული არ მინდა, შენ მჭირდები.-მივმართე ფოტოგრაფს. - სამსახურის შემდეგ შენს განკარგულებაში ვარ.-გაიბადრა სიხარულით.გულიანად გამეცინა. კაცები მეტზე არაფერზე ფიქრობენ?! -სამსახურის მერე არა, მომდევნო თვის ბოლოს მჭირდები, ჩემი დეფილეა და ფოტოგრაფი არ მყავს. ნახევარ საათს წაგართმევ სულ.როსტომ ყურები ჩამოყარა, მაგრამ სავარაუდოდ ყველაფერზე იყო წამსვლელი...-დაჩი, თანახმა ხარ?-მიუბრუნდა ბოსს ფოტოგრაფი.-ვერაფერს იტყვი, საქმიანი შეთანხმებაა.-ამყვა დაჩი.ფოტოგრაფი უფასოდ, მშვენიერია. ამ ჩვენებაზე ისედაც მთელი დანაზოგი მივახარჯე. რამდენიმე ფოტოს სანაცვლოდ, კარგი შანსი იყო, არ ღირდა ხელიდან გაშვება. „ფოტოგრაფისთვის მისაცემი ფული დამეზოგება და ერთ-ორ საბურავს ვიყიდი.“-ცოტა ფერი დაუმატეთ სახეზე.- მიმართა ფოტოგრაფმა დამხმარე გოგოებს.-მაკიაჟს ვერ გავიკეთებ. სახეს ნუ გამომიჩენთ, მაიც ფეხები გჭირდებათ მარტო, ფეხსაცმლისთვის.რამდენიმე ფოტო ორას ფოტოდ გადაიქცა და საათ ნახევარზე მეტი მაპოზიორეს. ჩამოშლილი თმები, გადაჯვარედინებული ფეხები. „ცოტა კაბა აიწიე, „ახლა ლუქი შევცვალოთ..“ ოპ,პრობლემა გვაქვს: სხვისი კაბა ჩემი ზომა არ არის. არც მეორე ლუქი მომერგო, გულზე მიჭერდა და ვეღარ ვსუნთქავდი. მესამე მაისურს მკერდზე იმხელა ჭრილი ჰქონდა, მაინც არ ჩავიცმევდი, სულ რომ ფეხით დავეკიდებინე ჭერზე ვიღაცას.-დაჩი შენს პერანგს თუ ათხოვებ, თორემ ჩვენს ლუქებში ძუძუები არ ეტევაო, გოგოებმა.-აღნიშნა როსტომ მხიარულად.შვიდი მამაკაცის მზერა ვიგრძენი, ჩემი მკერდისკენ მომართული და ღაწვები შემეფაკლა.-ბარემ კურიერში ხომ არ გამოაცხადებდით, ბატონო როსტო?!-კარგი, წავედით, რამე ვჭამოთ- შემომთავაზა ბატონმა დაჩიმ, როცა გადაღებებს მოვრჩით.-მე არ მშია.-ვთქვი გულწრფელად.დაჩიმ დამატყვევებლად გადმომხედა. რა თქმა უნდა ვახშამი გადაწყვეტილი აქვს, მინდა ეს თუ არა...-წავიდეთ. თან ცოტა სალაპარაკო მაქვს.-ისეთი ხმით მითხრა, წინააღმდეგობის უნარი მაშინვე დავკარგე. ნინიას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ დამაგვიანდებოდა.-მანქანით ხარ? -დიახ.-კარგი უკან გამომყევი. Porsche cayenne Turbo S ? აუ, რას მოწეწავს?! მესამე თაობის უძლიერესი SUV, რვა ცილინდრით, ატმოსფერული ძრავით და ექვს სიჩქარიანი ტიპრონიკის გადაცემათა კოლოფით,550 ცხენისძალით და ას კილომეტრს 4,1 წამში ანვითარებს. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის ამაზე მაგარი, არაფერი შეუქმნია გერმანულ ავტოინდუსტრიას. წინა მოდელებისგან განსხვავებით ახალ თაობას გადაბმულ-გაერთიანებული ფარები აქვს. ეს მოდელი წესით გაყიდვაში ჯერ არ ჩაუშვიათ. რანაირად ჰყავს 2018 წლის მოდელი 2017-ში?მანქანა ზუსტად მის პატრონს ჰგავდა, თვალს ვერ ვწყვეტდი, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად მიუწვდომელი და შეუფერებელი იყო. უკან ძალიან დიდი სიფრთხილით გავყევი. უცებ რომ დაამუხრუჭოს და დავეტაკო, უნდა გავქრე ამ სამყაროდან, თორემ მე მაგის შემკეთებელი არ ვარ.ლუკა აღარ წამოვიდა. სამწუხაროა, მეგონა ისევ ბევრნი ვიქნებოდით. დაჩისთან ერთად მარტო დარჩენა არ შედიოდა ამ საღამოს გეგმებში. რაღაცნაირად მაბნევს და მაფორიაქებს. როდესაც თავალებში მიყურებს მისი ლამაზი თვალებით და აპრეხილი წამწამებით, ისევ მგონია რომ თვალების გავლით ტვინში მიყურებს და იქ რაღაცეებს მირევს.-რას დალევ?-წყალს. - ცოტა გაოცდა. მერე ალბათ იფიქრა, რომ საჭესთან ვარ.-აქ ძალიან კარგ, ხბოს ხორცის სალათს ამზადებენ. -ხორცს არ ვჭამ. -კაარგი. -გადაწყვიტა არაფერი აღარ ეკითხა და მგონი ყველაფერი შეუკვეთა, თუ რაიმე უხორცო ჰქონდათ. ერთი ნაჭერი პიცა გდამოვიღე, მაგრამ ჭამა არ შემიძლია ნერვიულობის დროს. ისედაც ძალიან ცოტას ვჭამ ზოგადად. ის კი მშვიდად იჯდა ჩემს წინ და უამრავ კითხვას მისვამდა, სწავლაზე, მომავალ დეფილეზე, საქართველოში დაბრუნებაზე.-მოწევ?-მკითხა ბოლოს და მაგიდაზე სიგარეტი დადო.სიგარებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაც ძალიან განსხვავებული და ძვირადღირებული რომ უნდა ყოფილიყო, ერთი შეხედვითაც ჩანდა.-არ ვეწევი. -არ სვამ, არ ჭამს, არ ეწევი?!- ვეღარ დაფარა განცვიფრება ბატონმა დაჩიმ. ჩუმად გამეცინა. ის ოდნავ წინ გადმოიხარა ჩემს საპირისპირო მხრიდან და ამოტრიალებული ხელისგულები მაგიდაზე დადო. - მომეცი ხელები! ყოველთვის ცივი ხელები, ნერვიულობაზე კიდევ უარესად გაყინული მაქვს და ახლა უნდა რომ ისევ შემეხოს? დღეს უკვე მეორედ? გაუბედავად ჩავუდე თითები ხელის გულში.- და თითებიც სულ ცივი გაქვს! ვამპირი ხარ? -იდუმალი, ხავერდოვანი ხმით მკითხა, თვითონ ვამპირივით მიმზიდველმა. ჩემს სხეულში უამრავი ელექტომუხტი გადმოვიდა დაჩის ხელიდან. ელექტროშოკის ეფექტი აქვს ჩემზე მის შეხებას.-ჰა-ჰა.-საერთოდ, ამ სამყაროდან ხარ?-ამის ფიქრის საფუძველს ეს უმნიშვნელო მიზეზები გაძლევთ? ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი კაპრიზები.-ვეცადე გამხიარულებას. -არა, ნებისმიერს არა...იმედია სექსი მაინც გაქვს. ამით რისი დასკვნა უნდა რა საინტერესეოა.-ეს არაპროფესიული კითხვაა, ბატონო დაჩი. -უბრალოდ კითხვაა, რომელსაც მარტივი პასუხი აქვს: კი ან არა. ვერ ავიცილე შეკითხვის პასუხი :-არა, არ მაქვს.- ვთქვი ხმადაბლა და მთელი ყურადღება ჩემი თითების განთავისუფლებაზე გადავიტანე. ხელი ფრთხილად გამიშვა, მაგრამ სავარაუდოდ პასუხმა არ დააკმაყოფილა .-დიდი ხანია? -შეგიძლიათ იმაზე ვისაუბროთ, რის გამოც აქ მომიყვანეთ? -გავუსწორე მზერა.- უბრალოდ მითხარი, შეყვარებულს როდის დაშორდი. - არ გამომდის სასიყვარულო ურთიერთობები. მამაკაცები ჩემგან მანამდე გარბიან, სანამ მათ შეყვარებას მოვასწრებ... -ალბათ იმიტომ, რომ არავისთან წვები... -შეიძლება .-და ოცდაერთ წლამდე კაცი ვერ ნახე, ვისთან სექსიც მოგინდებოდა? -ვერა .„რატომ იცის რამდენი წლის ვარ? ახლა თუ არ შეწყვეტს, აქედან გავიქცევი.“ ჩემდა გასაკვირად, დაჩიმ დაკითხვა შეწყვიტა. -შეიძლება მოვწიო?- მხოლოდ ეს იკითხა. -კი, რა თქმა უნდა. სკამზე ვეღარ ვჩერდებოდი სანამ თავისი ულამაზესი, ფუმფულა ტუჩებით ნაფაზს ურტყამდა და სიგარეტს აბოლებდა.„ჯანდაბა, ასე რატომ მოქმედებს ჩემზე?!“ -მოდელში, რომელიც ჩემთვის თხუთმეტ წუთში შექმენი, მე ძალიან ბევრ ფულს, დროს და ენერგიას ვხარჯავ.-ალაპარაკდა როგორც იქნა. -ნახევარი საათი დამჭირდა.-შევუსწორე ფრთხილად.„ესეც შეუმოწმებია, რამდენ ხანში გავაკეთე.“რატომ მიკვირს? მე ხომ ჩვიდმეტი კამერა დავთვალე, შესასვლელიდან მეოთხე სართულის ჩათვლით. ყველაფრის დათვლა და ციფრების დამახსოვრება ჩემი გონების ერთ-ერთი ნაკლია. თავში უამრავი რიცხვი მაქვს, რომელსაც „დარესტარტება“ ან detete არ უხერხდება.ყველას დაბადების დღე, ყველა ნაცნობის მანქანის მარკა და ნომერი, ტელეფონის ნომრები თუ საიდენთიფიკაციო კოდები ჩემს ტვინში რჩება და არსად ქრება. უკვე მაწუხებს და დისკომფორტს მიქმნის, ამდენი რამის დამახსოვრება რომ შემიძლია. -არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემთვის მოდელებს მილანში აკეთებენ. მერე ტესტავენ, მივდივარ, ვნახულობ ,თუ რამე არ მომწონს ასწორებენ, ისევ ტესტავენ და ბოლოს თბილისში მომაქვს. დაახლოებით ხვდები ხო, რა დროს ვანდომებ ამ ყველფერს? აი შენ კი, სასწაულებს ახდენ. მე ძალიან ბევრი მიღირს, შენი ნახევარი საათი. მინდა რომ ჩემთან იმუშაო. ჩემმა ყბამ სახიდან მაგიდისკენ გადაინაცვლა.-მე ახლა... არ ვიცი რა გიპასუხოთ... რამდენიმე სამსახური მაქვს, თან მაგისტრატურას ვამთავრებ და ეს ჩვენებაც იმდენ დროს მართმევს... არა, არ შემიძლია. -კი, შეგიძლია. მოდი, ნუ იჩქარებ პასუხის გაცემას. კვირაში ორი- სამი საათი. ეს ძალიან ცოტაა, რასაც გთხოვ...პრობლემებს არ შეგიქმნი, არც სწავლაში და არც სხვა სამსახურში. მხოლოდ რამდენიმე საათი შენი თავისუფალი დროიდან. "არა, არა, არა"განგაშის სიგნალის ხმა ჩაირთო ჩემს თავში. არა და მეორე მეს კიდევ უნდა ამ კაცის გვერდით სულ ცოტა დროის გატარება.-მოვიფიქრებ. -მანქანამდე მიგაცილებ... *** ჩემი დაქალები ნამდვილად გაგიჟდებიან.-დე, დღეს ნინიასთან დავრჩები.-დავურეკე ლალის, დაჩისთან გამომშვიდობების შემდეგ.ცოტა კი აწუწუნდა, კარგი ვახშამი მოგიმზდეო, მაგრამ მათთან დარჩენას არასდროს მიშლიდა. მთელი ნათესაობით იცნობდნენ ჩემს სადაქალოს და "მიღებული " ჰყავდათ ოჯახში.გოგონები უკვე ბინაში მელოდნენ. - აბა, სად ბრძნდებოდი, სამუშაოზე რომ აღარ გამოიარე? -დაჩისთან ერთად ვივახშმე. -რაა?არ არსებობს ,დროზე დეტალებში მოყევი ყველაფერი. -ატყდა კივილ-წივილი . -კარგი,დამშვიდდით. - თაია, ჩქარა. მოვკვდით ცნობისმოყვარეობით. მოყევი როგორ აღმოჩნდი მასთან ვახშამზე. -რომანტიული ვახშამი იყო?- შეწყვიტეთ. საქმიანი საუბარი გვქონდა და სამსახური შემომთავაზა.-არ არსებოობს... -ასეც ვიცოდი. -და შენ რა უთხარი??? -მოვიფიქრებ-მეთქი. -რას აპირებ? -გოგოების ცნობისმოყვარეობა უკვე პიკს აღწევდა. -ალბათ დავთანხმდები. ჩემთვის სრულიად მისაღები პირობებია. ეს მხოლოდ საქმიანი წინადადებაა.ცოტა ხანს ჩაფიქრებული მიყურებდნენ.-ის ზედმეტად მომხიბვლელია... -თანაც გოგონების გულთამპყრობელი. -რომ შეგიყვარდეს? ო-ოო. მართლაც, რა მოხდება თუ ... გავურბოდი ამ კითხვას. არასდროს არავინ მყვარებია ასეთი სიყვარულით და ალბათ ამიტომ. ის კი საშინლად სიმპათიური და მიმზიდველია. მისი სიახლოვე გონებას მიფანტავს და მირევს. არ ვიცი რა მოხდება...არაფერიც არ მოხდება.გავუმკლავდები. მე მიყვარს მშობლები, ჩემი დაქალები, უბრალო ადამიანები... მიყვარს მთხოვნელი ბავშვები, ქუჩაში რომ დარბიან თავიანთი ჭუჭყუქნი ფეხებით. ხშირად დავდივარ ბავშვთა სახლებში და ყველაზე მეტად მაბედნიერებს მათ სიხარულში ჩემი შეტანილი უმცირესი წვლილი. მიყვარს ჩემი პროფესია, ჩემი თანამშრომლები. მთელი სამყარო. მაგრამ მამაკაცზე არ ვყოფილვარ შეყვარებული. ნიკას მეგობრებიდან მომწონდა ერთი, თბილისში დაბრუნებამდე. ის კი არავის აძლევდა უფლებას მოსულიყვენ ჩემთან ერთ მეტრზე ახლოს. და მერე წამოვედი... რა მოხდება თუ ჩემი მომავალი ბოსი შემიყვარდება?! თან თუ გავითვალისწინებთ მის საოცარ მომხიბვლელობას და იმასაც ,რა მემართება როცა მის გვერდით ვარ.არაფერი მოხდება, ეს არ მოხდება, გავუმკლავდები. მე ძლიერი ვარ. ამას შევძლებ. მხოლოდ თანამშრომლობა. კვირაში სულ რამდენიმე საათი. ყველაფერი კარგად იქნება.-რატო უნდა შეუყვარდეს მისი უფროსი, კაცები დაილია თბილისში?! -კარგი დამშვიდდით. თუ რაიმე საგანგაშოს შევამჩნევ ჩემს თავს, თვითონვე დავტოვებ მის სამფლობელოს. -ჯობია ამასობაში ვინმეს შეხვდე. - პაემნებისთვის არ მცალია, ქრისტი. - კარგი, წავედით, რამე ვჭამოთ. დღეს პაციენტმა ერთი ბოთლი შავი ღვინო „მიპადარკა,“ სუფრასთან გავაგრძელოთ ჭორაობა.-კარგი, მე ისევ წყალს დავლევ. -უკვე სრულწლოვანი ხარ თაი, შეგიძლია სასმელიც დალიო. -მადლობა ქრის, ალბათ სასმელზეც ალერგია მაქვს და ამაღამ არ მინდა მოვკვდე... 3-თაია, ხვალ კორპორაციული გვაქ. ახალ კომპანიასთან თანამშრომლობას ავღნიშნავთ, მინდა, რომ შენც მოხვიდე. - დამირეკა დაჩიმ წინა საღამოს. ჩვენი თანამშრომლობის მეორე კვირის ბოლოს სულ ორჯერ გვყავდა ნანახი ერთმანეთი. - კარგი. ვფიქრობ შევძლებ. -უნდა შეძლო. მინდა ახალ პარტნიორებს გავაცნო შენი თავი. საღამოს რვა საათზე მოგაკითხავს ლუკა. -გასცა ბრძანება ახალმა ბოსმა. -ჩემითაც შემიძლია. -ლუკა მოგაკითხავს. ხვალამდე. - და ტელეფონი გათიშა. იმ ანიმაციის გმირს ვგავდი, გაბრაზებულზე ყურებიდან ბოლს რომ უშვებს.ეს უკვე „კვირაში რამდენიმე საათზე“ მეტია. თან, მას შემდეგ რაც გუშინ წინ სამუშაოდ მისული, გამომიძახა და წინ კონტრაქტი დამიდო. ახალ სამსახურში ასეთ ოფიციალურობას არ ველოდი და ცოტა დავიბენი.-ეს რას ნიშნავს? -ეს ორ წლიანი კონტრაქტია. სამსახურს ვერ დატოვებ, ვერ გათხოვდები და ანაზღაურების პირობებია, რომელსაც ამ ხნის მანძილზე მიიღებ. კიდევ ბონუსები რომელიღაც გვერდზე. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაზეც არის ერთი-ორი სიტყვა. მოკლედ, შეგიძლია წაიკითხო და ხელი მოაწერო.თვალები გადმომცვივდა. რა ორი წელი? იქნებ ერთ თვეში მომინდეს აქედან გაქცევა. -ხელს არ მოვაწერ!დაჩის გაოცებულმა მზერამ ლამის თავის ქალა ამხადა. -ორი წელი ძალიან ბევრია ბატონო დაჩი. ვერაფრით ვიხსენებ რომ, რამე ამდაგვარს დაგპირდით. ერთი წელი კიდევ შეიძლება. იმას კი დაგპირდებით , რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უფრო შრომისუნარიანი გავხდები რამდენიმე თვეში, მაგრამ ორი წელი?! „ბევრია. არავითარ შემთხვევაში! “-თვრამეტი თვე. მოდი შევთანხმდეთ. არ მინდა რომ ჩემს გუნდში იყო და გაქცევაზე ფიქრობდე. აქ ერთმანეთის გვერდით დგომით გვაქვს შექმნილი ყველაფერი, რასაც ხედავ. მე შენ უნდა გენდობოდე, შენ კი მე. თუ რაიმე არ მოგეწონება, მეტყვი და ერთად გადავჭრით პრობლემას. ერთმანეთის მხარდამხარ. დამითანხმა.დროის გარდა, ყველა პირობა ჩემზე იყო მორგებული. ზედმეტადაც კი. სარფიანი გარიგებაა. იმედია წელიწადნახევრის ვადაში გასაქცევად არ მექნება საქმე. თუ მანამდე მომინდებოდა წასვლა, სოლიდური ჯარიმის გადახდა მომიწევდა დაჩის კომპანიისთვის. სასაცილოა, ნამდვილი ბედის ირონია.„ლუკა მომაკითხავს.“მოიცა საიდან იცის, სად უნდა მომაკითხოს? მაგარია, ამ ხალხმა ზედმეტად ბევრი იცის ჩემზე. ნეტავ რამდენი ხანი დასჭირდათ ყველაფრის გამოსაქექად?! -თაია, გამარჯობა, ლუკა ვარ. ეზოში გელოდები.-ზუსტად რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. ფანჯარაში გავიხედე და გავშეშდი. -ბატონო ლუკა ლურჯი X6 ით მომაკითხეთ? - კი ,ლურჯი მანქანით ვარ. -თქვენ... თუ შეგიძლიათ ეზოს გარეთ დამელოდეთ... - კარგი, მარჯვენა მხარეს ვიქნები.ჩემს სადა, წელიდან კოჭამდე სწორად დაშვებულ ლურჯ კაბას , გულზე დახურულს და ზურგზე ბანტით შეკრულს, მანქანის ფერი ზუსტად ერწყმოდა, მაგრამ მე ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ვიყავი მის ფონზე. თმა ნახევრად აწეული და მხოლოდ ტუჩსაცხი. ოფისის გოგოები ალბათ მთელი დღე ემზადებოდნენ ამ საღამოსთვის. მე კი სულ თხუთმეტი წუთი დამჭირდა. სახლში რომ დავრჩე რა მოხდება?- მაგარია, ახლა მთელი კვირა იჭორავებენ ჩემი მეზობლები, რომ ასოცი ათას დოლარიანი, ბოლო მოდელი მანქანით წავედი. -ჩავილაპარაკე, როცა მანქანაში ჩავჯექი და ლუკას მივესალმე.-ჰაჰ. კიდევ რას იტყვიან ამ მანქანაზე შენი მეზობლები? - 3,0 ბიტურბო ძრავი აქვს, 8ცილინდრი, 480 ცხენის ძალა და ას კილომეტრს 5,5 მეასედ წამში ანვითარებსო.- ჩამოვურაკრაკე დაბალი ხმით. ლუკას ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც მე ორი წუთის წინ, ფანჯარაში რომ გავიხედე. ერთით-ერთი, ბატონო ლუკა. -მოიცა, შენი მეზობლები ყველა მანქანის მოდელში ასე კარგად ერკვევიან თუ მხოლოდ X6-ში?- დაუბრუნდა ლუკას მეტყველების უნარი. -პროგრამისტები ციფრებს კარგად იმახსოვრებენ... შეიძლება დავხატო?- უცებ გადავუხვიე თემას, როცა უკანა სავარძელზე, ჩემს გვერდით თაბახის ფურცლების დასტა აღმოვაჩინე, კალამთან ერთად. -კი, რა თქმა უნდა. - მადლობა. ისე, ჩემი მისამართი არ გიკითხავთ...-ჰო,შენს პირად მონაცემებში ეწერა.„ჰო, აბა რა, მაგას როგორ ვერ მივხვდი“. თაბახის ფურცლები ერთიანად ავითვისე. ვხატავდი მოდელებს, ფართე შლეიფებით, აფრიალებული სადღესასწაულო კაბებით და გრძელი თმებით. ამ ჩანახატებზე ისე მქონდა ხელი გაწაფული, რამდენიმე წუთში მოვრჩი. მერე გოგონას სახე დავხატე, დახუჭული თვალით, ნახევარ სახეზე ჩამოყრილი ტალღოვანი თმით და გაბუტული ტუჩებით. ტირის თუ არ ტირის კაცი ვერ გაიგებს. მგონი მე მგავს...ზუსტად ასეთ განწყობაზე ვიყავი. ივენთებზე, მე ან ორგანიზტორი ვარ, ან ფოტოებს ვიღებ, ან კულისებში რაღაცას ვფუსფუსებ. ყოველთვის წინ და უკან დავრბივარ. არ მინდა ძვირადღირებული მანქანით დაცვის სამსახური დამასეირნებდეს. ეს არაა ჩემი სამყარო...მე ეს არ მინდა ცხოვრებისგან...