იყიდე ბედნიერება
0 ხმა
ეკა უკლება
ეკა უკლება, 51 წლის. დავიბადე ქ. თბილისში. ამჟამად ვცხოვრობ ულამაზეს ისტორიულ სოფელში - ნორიოში. მიყვარს ჩემი ხალხი და დღემდე ჩემს სოფელს ვემსახურები. პროფესიით ვარ ექიმი, კლინიკური ფსიქოლოგი, ხელოვანი და პედაგოგი. თავისუფალ დროს ვწერ და ვქარგავ. ჩემი შემოქმედება უკვე 5 გამოცემულ ნაქარგყდიან წიგნს მოიცავს, რაც ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარია. „იყიდე ბედნიერება“ ( 10 აქსიომა) - ჩემი მეექვსე რომანია, რომელიც ესეესაა დავასრულე. ჩემთვის ეს რომანი ძალიან ძვირფასია და ვიცი, რომ უამრავ ადამიანს სამყაროს განსხვავებული კუთხით დაანახვებს. მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებით მე უკვე გავიმარჯვე!
ყველა ადამიანი უნიკალურია და სწორედ ამის შეგრძნება და გათავისებაა ცხოვრების მთელი ხელოვნება. შეიძლება ერთმა შეხვედრამ, ერთმა წიგნმა, ერთმა მოსმენილმა სიტყვამ გაიძულოს, რომ შენს სულში წლობით გამჯდარი სტერეოტიპები და შეხედულებები დაამსხვრიო და ახალი სამყარო, ახალი აზრი და იდეა აღმოაჩინო. ამგვარი მოტივაცია ადამიანის აზროვნებას ცვლის და წარმოუდგენელ შესაძლებლობებისკენ უბიძგებს. ამდენად, ნულიდან დაწყება არასდროს არ არის გვიან, რა ასაკის და უნარის ადამიანიც არ უნდა იყოს მკითხველი. ისევე, როგორც რომანის გმირს - მირაბელას დაემართა - დინა ქირიას ბესტსელერმა რომანმა „იყიდე ბედნიერება“ ( 10 აქსიომა) - გოგონას ცხოვრება კარდინალურად შეცვალა....
მიმდინარე ტური არ არის აქტიური