ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

ანნა პეტროსიანი

ბიოგრაფია

 მოგესალმებით, მე ვარ ანნა პეტროსიანი, 25 წლის ვარ ვცხოვრობ თბილისში. დავამთავრე, საქართველოს შოთა რუსთაველის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი, კულტურული ტურიზმის მიმართულებით და ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

 წერა ბავშვობიდან მიყვარს, რაც დედაჩემის დამსახურება გახლავთ. ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის წიგნის კითხვა შეეყვარებინა, თუმცა მისმა მცდელობამ, მათი წერის ინტერესი მეტად გამოიწვია.

  პირველად თოთხმეტი წლის ასაკში მქონდა მცდელობა დამეწერა წიგნი, საკუთარ ცხოვრებაზე. შემდეგ ჩანახატების წერით დავინტერესდი და ვფიქრობ, ყველაზე უკეთ მათი წერა გამომდის. სამი წლის წინ, ჩემი ყურადღება სატირის ჟანრმა მიიბყრო და ამ ჟანრის წიგნის წერა დავიწყე, რომელსაც დღემდე ვწერ. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ე.წ მინიატურული ჟანრის ჩანახატები.

 ჩემი წერისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, დღემდე არ გამომიქვეყნებია არცერთი ნამუშევარი, მაგრამ ახლობლები, მეგობრები თუ ოჯახის წევრები, თვლიან, რომ ამ მხრივ ნიჭი მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა, გახდი ბესტსელერის ავტორის კონკურსში იმ იმედით, რომ საზოგადოებას გავაცნობდი ჩემს ნაწერებს.

წინასწარ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის. 

სინოპსისი

 გახდი ბესტსელერის ავტორის კონკურსისთვის გამოგზავნილი მასალა, სამ, უსათაურო ჩანახატს მოიცავს. მათი შინაარსი რეალურად მომხდარ ამბებზე, შეგროვებულ მომენტებზე, დაჭერილ წამებსა თუ ჩემს შთაბეჭდილებებზეა დამოკიდებული, ამიტომ თემატურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ერთადერთი რამ, რაც ამ ჩანახატებს აერთიანებს, არის ჩემი ხედვა, ემოციური დამოკიდებულება და გადმოცემის უნარი.

 სამივე ჩანახატი ნათლად გამოხატავს ჩემს ემოციურ ფონს მათი წერისას, მომენტში ყოფნას ან/და იქ დაბრუნებას. ასეთი ჩანახატების წერისას, ჩემი მიზანია, მკითხველი კითხვისას რამდენიმე წუთით შეჩერდეს, დაფიქრდეს, თავიდან გაიაზროს და შემდეგ განაგრძოს კითხვა.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური