გზაჯვარედინი
0 ხმა
ანა ჯინჯიხაშვილი
ბიოგრაფია:
ანა ჯინჯიხაშვილი, 22 წლის.
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. ბავშვობიდან რამდენიმე ენას ვფლობ და ამბის თხრობის ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა, მით უფრო, რომ თითოეულ ენას სიტყვებით თამაშის უნიკალური სპეციფიკა თუ ჟღერადობა ახასიათებს, რომელიც ერთსა და იმავე ისტორიას სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს.
19 წლისამ დავასრულე ჩემი პირველი რომანი The Sea of Broken Crescents, ხოლო 2023 წელს, ფსევდონიმით, მისი გამოქვეყნება გავბედე პლატფორმა Amazon kdp-ს მეშვეობით (პუბლიკაციის ლინკი: https://www.amazon.com/Sea-Broken-Crescents-Anna-Ginger/dp/B0CKZYLVTF. ISBN კოდი- 979-8371733566). ნაწარმოებმა მკითხველთა დადებითი შეფასება დაიმსახურა, რამაც წერის გაგრძელებისკენ მიბიძგა, ამჯერად ქართულად.
2024 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხით და დავასრულე რომანი „გზაჯვარედინზე“, რომლის განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია.
სინოპსისი:
2023 წელი. 7 წლის წინ მთავარი გმირი შემზარავ ტრაგედიას შეესწრო, რომელსაც მისი სათაყვანებელი უფროსი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლა, შურისძიების სურვილით შეპყრობილი, მეორად წიგნებში პოემების კრებულს აღმოაჩენს. კრებულის სატიტულო გვერდზე მიჯღაპნილი ელექტრონული ფოსტის მისამართი საფუძვლად დაედება მიმოწერის დაწყებას, რომელიც ყველაფერს შეცვლის...
ძველი მეგობრებისა და ახალი ნაცნობების გამოჩენა, სიყვარული და სიძულვილი, დამწყები როკ-ჯგუფის სიმღერებში დამალული მინიშნებები, ყავის სურნელი და მგლების ჭიდილი. დანაშაული დასჯადი უნდა იყოს, თუმცა ზოგჯერ აჯობებს ამოუხსნელად დარჩეს...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური