ზარდახშა
0 ხმა
მარიამ ბაწელაშვილი
სახელი, გვარი - მარიამ ბაწელაშვილი
ასაკი - 32 წლის
საცხოვრებელი ადგილი - თბილისი
პროფესია- არქიტექტორ-დიზაინერი .
მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ბაწელაშვილი.
2024 წელს , წიგნიერის გამომცემლობაში გამოიცა ჩემი ფსიქოლოგიური რომანი ,, მარადიული ცეცხლი’’, ასევე იგეგმება პოეზიის წიგნის გამოცემა. პროფესიით ვარ არქიტექტორ-დიზაინერი .
ჩემი ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს ფსიქოლოგია.
წერა საშუალებას მაძლევს ნათლად დავანახო ადამიანს საკუთარი თავი , მასთან ერთად ვიტირო, ვიცინო და მოვიშუშო ფსიქოლოგიური თუ სულიერი ტკივილები.
პატივისცემით, მარიამ ბაწელაშვილი
ფსიქოლოგიურ რომან- ,,ზარდახშა’’-ში , ჩემი მიზანია ნათლად წარმოვუდგინო მკითხველს , როდის და როგორ გვიყალიბებდა ის ქვეცნობიერი შიშები თუ რწმუნებულებები, რაც ცხოვრებას გვიმრუდებს და ტკივილიან გზაზე გვატარებს.
წიგნში აღწერილია 9 - 10 წლის ბავშვების, გოგოსა და ბიჭის თვალით დანახული სამყარო, როგორ უყალიბდებათ აზრი სამყაროზე და რა ახდენს ყველაზე დიდ ზეგავლენას მათ ფქიქოლოგიურ განვითარებაზე.
რომანში ნათლად ჩანს, როგორ პიროვნებად შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვი, რომელმაც მშობლის მიერ უყურადღებობა ან ტყუილი განიცადა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური