ზარდახშა
ზარდახშა
ზარდახშათავი 1მთებზე თეთრი ნისლი ისე ჩამოწოლილიყო , თითქოს საშლელით მოუშალეს კიდეები. ტყეები გვიანი ზაფხულის შესაფერისად, მწვანედ ბიბინებდნენ. ნაყოფიც მხოლოდ მწვანედ შეფერილიყო, თითქოს ერთხმად მღეროდნენ, ზაფხულის დილის სიმფონიას. შიგადაშიგ ძროხების ზარის წკრიალი და მამლის ყივილი არღვევდა სიჩუმეს. ანა უკვე აივანზე იჯდა და ფეხმორთხმული შეჰყურებდა ცას. -დღეს მივდივარ , მე ეს შევძელი - ეუბნებოდა საკუთარ თავს და თან შიგადაშიგ გულს ეჭვის ჭია უღრნიდა. _ რომ არ წამიყვანონ? იქნებ მომატყუეს ? _ ბოლო დროს დაკვირვებული იყო, ადამიანები სიტყვებს , სიმართლის სათქმელად კი არა, პირიქით მის დასამალად იყენებენ და რაც უფრო მეტ სიტყვას ამბობდნებ, მით უფრო დიდ სამალავებს აგებდნენ . ეს რაღაცნაირად თამაშს აგონებდა, რომელსაც მხოლოდ დიდები თამაშობდნენ. გაახსენდა ერთხელ მეზობელთან, რამდენი ილაპარაკა დედამ ,თუ როგორი კარგი დრო გაატარეს სოფელში, როგორი ვილა ჰქონდათ, როგორი სანატრელი ცხოვრება, ისე ზღაპეულად ყვებოდა, ცოტახნით მანაც დაიჯერა და იფიქრა , როგორი ცუდი მეხსიერება მქონია , მე კი მხოლოდ ტანჯვა მახსოვსო, მაგრამ მერე კარგად რომ დაფიქრდა, მიხვდა რომ ამხელა ზღაპრები, მხოლოდ სიმართლის გადასაფარად ილაპარაკა და ვერ გაიგო რატომ იყო საჭირო ეს ყველაფერი.მუცელი აუჭყრიალდა,- ჯერ ჭამის დრო არ არის , ცოტაც მოითმინე - მიუხედავად იმისა რომ დედა იქ არ იყო, ზუსტად მასავით ელაპარაკებოდა თავის მუცელს.მოითმინე, მოითმინე ... ეს სიტყვა თითქოს ყველა მის მოთხოვნას ეხმიანებოდა , როცა რაღაც ძალიან უნდოდა .- სად არის მოთმინების დასასრული? - იკითხა მან და გამწვანებულ მთებს გახედა, ნისლი უფრო მეტად ჩამოშლილიყო და ღრუბლის ნაგლეჯებიდან, მწვანედ აჯაგრულ მთებს, მხოლოდ გულ_მკერდი უჩანდა._საუზმე მზადაა_ გაისმა სამზარეულოდან ხმა და დეიდა ელზას წინადადება არ ჰქონდა დასრულებული, რომ უკვე მაგიდასთან იჯდა. ჩაფსკვნილ, ტლანქ ტანზე დეიდას, ჭრელი წინსაფარი მჭიდროდ შემოეკრა და ენერგიულად ტრიალებდა გაზქურასთან. _ სწრაფად შეჭამე, ბიძაშენი უკვე მანქანაშია და გიცდის- მბრძანებელი ტონით თქვა და ღონიერად ამოურია ქვაბს.ანას თანატოლები უკვე ბაღში გასულიყვნენ და ბურთს თამაშობდნენ, მათი ხმა გარკვევით ესმოდა და სამზარეულოს ფანჯრიდან აკვირდებოდა. თვითონ ყოველთვის პირველი გარბოდა ხოლმე გარეთ, ახლა კი ისე გრძელდებოდა თამაში, არავის ახსენდებოდა._მე რომ წავალ, აქ მაინც არ შეწყდება თამაში? _ ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა როგორ უნდა გაგრძელებულიყო ყველაფერი ისე , როგორც მისი ყოფნის დროს იყო. ნუთუ არავინ შეამჩნევდა მის წასვლას? არც ის მუდმივად აპუწულ თმიანი მეგობარი, რომელსაც ყოველ დილით ეძახდა , არც ის ლამაზი ლურჯთვალა ბიჭი, რომელიც ყვავილებს ჩუქნიდა ხოლმე , ნუთუ შეეძლოთ უიმისოდ ასე ბედნიერად გაეგრძელებინათ ცხოვრება? - ვერაფრით მიხვდა, როგორ შეიძლებოდა მისი არყოფნა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. წავალ და მერე მოიწყენენო, გაიფიქრა და ბოლო ლუკმა გადაყლაპა, მაგრამ ყელში მაინც აწვებოდა ბურთი. ...მანქანაში ჩაჯდა. თავს მშვიდად გრძნობდა, რადგან სახლში ბრუნდებოდა . ზარდახშა ხელში ეჭირა და ისე მაგრად იხუტებდა, თითქოს მასზე იყო დამოკიდებული მისი ცხოვრება. _ესეიგი წასვლა გინდა _ თქვა ბიძამ და მანქანა დაქოქა. _კი მინდა _დაადასტურა ანამ და ამაყად ასწია თავი, რომ მაინც მიაღწია საწადელს_რამე გეწყინა? _ლიზა ზარდახშას მართმევდა და მიფუჭებდა_ თქვა და უფრო მეტამდ მიიხუტა გულზე._მარტო მაგის გამო მიდიხარ ? _ მშვიდად იკითხა ბიძამ და თვალი ანას აწრიალებული კისრისკენ გააპარა, რომელიც ისე იგრიხებოდა ,თითქოს გაქცევა უნდოდა. ცოტახნით ცქმუტავდა , რამდენჯერმე ჩაისუნთქა კიდეც, თითქოს ლაპარაკის დაწყება უნდოდა ,მაგრამ სიტყვები ყელშივე დნებოდნენ და ვერ აღწევდნენ გარეთ. გულს ბაგა_ბუგი გაჰქონდა. თვალები ჩახარა და დამნაშავესავით ჩუმად ჩაილაპარაკა , _არა მარტო მაგის გამო არა.მანქანამ მთავარ გზაზე გადაუხვია და სოფლის გაუმართავ გზაზე , გრუხუნით განაგრძო სიარული. ჩაფიქრებულმა ანამ ისევ თვითონ დაიწყო ლაპარაკი, სიტყვები კი მანქანასთან ერთად ბუქსაუბდნენ და ძლივს ატანდა ძალას რომ როგორღაც გამოსულიყვნენ მისი პატარა პირიდან. _გავიგე დეიდა როგორ გეუბნებოდა ჩემზე, ყველაფერი გადაჭამაო_ თქვა ბოლოს და ლოყები ისე აუწითლდა, თითქოს დანაშაულში გამოიჭირეს._დეიდაშენი ზოგჯერ სისულელეებსაც ლაპარაკობს , ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო , რასაც ის იტყვის_თქვა ბიძამ და ნაწმნავებიან თავზე მოუთათუნა ხელი. ანამ პირველად გაიგო, რომ ზოგჯერ უფროსები ცდებიან და თან სისულელეებსაც ლაპარაკობენ, მაგრამ ამან შვება მაინც არ მოჰგვარა. ბიძას გახედა და ნაღვლიანად უთხრა,- მე კი ორი დღეა მხოლოდ ფაფის ჭამით ვკმაყოფილდებოდი._ ბიძამ თვალები ისე დახარა, თითქოს ცოლის ნაცვლად შერცხვა. რადიო ჩართო და ახალგაზრდობის დროინდელი სიმღერები ააჟღერა. _ მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას , რომ მე არ მოვალ, მე შენთან მოვალ დავბრუნდებიიი... ცდილობდა რითმას აყოლოდა , მაგრამ ისე სასაცილოდ გამოსდიოდა , რომ ანას სიცილი აუტყდა და მანაც თუთიყუშივით გაიმეორა იგივე სიტყვები. ამ სიმღერაზე , რატომღაც თავის პირობა გაახსენდა, ცისფერთვალება ბიჭს რომ დაპირდა გუშინ, შემდეგ ზაფხულს ისევ დავბრუნდებიო,მან კი ნაძვის ხის ტოტი მოწყვიტა და სამახსოვროდ გაუწოდა, ახლაც ხელში ეჭირა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს მთელი სოფლის მოგონებები , ამ ნაძვის ტოტში იყო გამომწყვდეული. ...სახლის ზღურბლთან მამა დახვდა და ბიძას ბარგი ჩამოართვა._ შემოსულიყავი_ უთხარ და კარისკენ გაიშვირა მუშაობით გაუხეშებული ხელი. _ არა ,მეჩქარება უკან უნდა დავბრუნდე დაღამებამდე _თქვა ბიძამ და საჭესთან დაჯდა_ხომ არ შეგაწუხათ? _არა პირიქით, ვფიქრობ ჩვენ შევაწუხეთ _ გაიცინა ბიძამ და მანქანა დაქოქა._ანამ თავი ჩახარა და ხელი ისე დაუქნია, თავი არ აუწევია .მამას გრძნობების გამოხატვა არასოდეს გამოსდიოდა , ამიტომ ოთახში შესულს სასხვათაშორისოდ უთხრა, მაგიდაზე შოკოლადი დევსო. უყვარდა შოკოლადები, მაგრამ მამას ნაყიდს ყოველთვის უფრო გემრიელად ჭამდა. ყველაზე მეტად მასში ამოსული მანქანის სათამაშოები მოსწონდა , რადგან საერთო სალაპარაკო თემაც ჩნდებოდა და ერთად არჩევდნენ რომელი მანქანა ჯობდა. ვერ ხვდებოდა შოკოლადი უფრო ახარებდა , თუ მანქანები , ან იქნებ სულ სხვა რაღაც._კალია _ დაიკივლა ანამ, მწვანე ფოთლისხელა საკმაოდ მოზრდილი არსება, ანას მისჩერებოდა. მისი სამკუთხა და მწვანე სახე, მულტფილმებში ნანახ მინი უცხოპლანეტელს მოაგონებდა._ეს ბოგემოლია, ამის მოკვლა არ შეიძლება _ თქვა მამამ და მისკენ გაეშურა._რატომ არ შეიძლება? - იკითხა ანამ და თან უკან-უკან იხევდა რომ, თუ გადმოხტებოდა , სწრაფად გავარდნილიყო ოთახიდან._ იმიტომ რომ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს სამყაროში , ეს კი ვენახს იცავს._კიდევ რატომ არ შეიძლება? _ კიდევ იმიტომ რომ ღმერთის მავედრებელს უწოდებენ, ნახე ფეხები როგორი მოხრილი აქვს, თითქოს ლოცულობს._რას ევედრება ღმერთს?_ შენ რას სთხოვდი?_რომ შენ კარგად იყო _თქვა ანამ დაუფიქრებლად და შოკოლადი ჩაკბიჩა. _ვინ გითხრა რომ ცუდად ვარ?_დედა ასე იძახის , ერთხელაც მოკვდებაო_რატომო?_კუჭი ასტკივდება ამდენი დალევისგანო.მამამ გაიღიმა _ დედაშენი ზოგჯერ იტყუებაო უთხრა და ცხვირზე ხელი მოუჭირა. _დედა არასოდეს იტყუება _ უპასუხა ანამ და ოთახში მოკურცხლა. ...,,წადი იქ, სადაც ყველაზე მეტად გაგიხარდება“_ ამოიღი წინადადება თავისი ზარდახშიდან, რომელიც მთელი გზა ხელიდან არ გაუშვია. რვა წლის რომ გახდა, დეიდა მარიამ აჩუქა და ძალიან გაუხარდა. უყვარდა გამოწვევები , მაგრამ ყველაზე მეტად ის მოსწონდა რომ სათამაშოდ მეორე ადამიანი საჭირო არ იყო. როცა ძალიან მოიწყენდა ,მივიდოდა და წინადადებას ამოიღებდა.დაფიქრდა და ვერაფრით გაიხსენა, სად გაუხარდებოდა ყველაზე მეტად წასვლა . თან ყველგან მარტო მაინც ვერ დადიოდა, მართალია უკვე დიდი იყო, ცხრა წლისა, მაგრამ იმდენად დიდი არა ,რომ ყველგან შეძლებოდა მარტო წასვლა. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა._მდინარის სანაპიროზე , პარკი გაახსენდა, მაგრამ ის შორს იყო. უყვარდა მდინარის ყურება და მასში ქვების ჩატყაპუნება. თითქოს ამ დროს , რაღაც ისეთს უშვებდა ხელებიდან, რაც გულზე მძიმედ ეკიდა და ვერ იგებდა რა იყო ეს რაღაც. _ვერსადაც ვერ წავალ _ უთხრა საკუთარ თავს, დღეს თამაში წაგებული მაქვს. ჩემს თავს კიდევ ერთხელ მოვატყუე, თქვა და თეთრი ფურცელი, ზარდახშის მეორე უჯრაში ჩადო, ანუ იქ სადაც გაუკეთებელ წინადადებებს ინახავდა ხოლმე. ყველა წინადადებას რომ ამოწურავდა, გაუკეთებელი საქმეების უჯრაში დაუბრუნდებოდა და თავიდან დაიწყებდა თამაშს. ...აგვისტოს ცხელი შაბათი დღე იყო , სახლის რკინის კარი ჭრიალით შეიღო და ოთახშიც შეაღწია ხმამ, რადგან მისი ოთახის კარი, ძველებური ნახევრად მინის იყო. _ ამ ბოლო დროს ხშირად დადიხარ ეკლესიაში _ გაიგო მამას ხმა _სურვილი ჩავუთქვი და ღმერთს დავპირდი ,სანაცვლოდ ყოველ შაბათს ვივლიდი_ უპასუხა ქალმა._ ღმერთი ჯინი კი არ არის, რომ სურვილები გისრულოს_ ისევ აროხროხდა კაცი._აბა ვინ შემისრულებს, შენ? _რა სათქვენოდ გესმით ყველას ღმერთი_ ჩაილაპარაკა კაცმა და კარი გაიჯახუნა._ გამომივიდა დიდი მოწამე _ მიაძახა ქალმა.დედის ხმაზე , სათამაშო მიატოვა და ჩასახუტებლად გაიქცა._არ მომეკარო ოფლიანი ვარ, _თქვა დედამ და ხელები აასავსავა_რატომ არ დარჩი ჰაერზე? _უსაყვედურა და მკაცრად გახედა. ანამ თავი ჩახარა და გაშლილი ხელები ჩამოუშვა. არ იცოდა რატომ ვერასდროს იქცეოდა სწორად, მაგრამ იცოდა რომ ცუდი შვილი იყო. ოთახში შევიდა და კუთხეში დაჯდა. აქ თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა, თან არც გამჭვირვლე კარიდან გამოჩნდებოდა. ქილაში გამომწყვდეული პეპელასავით გრძნობდა თავს, ერთი შეხედვით თავისუფალი რომ ჩანს , მაგრამ მხოლოდ ამ პატარა ქილაში შეუძლია ფარფატი. მამა _ მანუ36 წლის მამაკაცი იყო, ოჯახი ადრე შექმნა, უფრო სწორად ასე გადაუწყვიტეს. სიმპათიური , პირხმელი კაცი, ქალების ყურადღებას მარტივად იქცევდა. რომანტიკოსი არასოდეს ყოფილა, ამიტომ როგორცკი ხელსაყრელი პირობა შეექმნა, დაუფიქრებლად დაქორწინდა. როცა გაბრაზდებოდა, კარს გაიჯახუნებდა და რამდენიმე დღე შეიძლება არ გამოჩენილიყო. იცოდნენ რომ ყველასათვის ასე აჯობებდა , ამიტომ არავინ ეწინააღმდეგებოდა მის გადაწყვეტილებას. მანუ ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ბეჯითი ხასიათით და ახლაც პატიოსან მუშად იყოს ცნობილი. სოფელში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, თავისი ხელით ააშენა ხის სახლი და როცა გაბრაზდებოდა, იქ აფარებდა თავს. მანქანა დაქოქა და ეზოში ისე სწრაფად გავარდა, რომ ბუღი დატრიალდა. ანას შოკოლადში ამოსული წითელი მანქანა, ხელში შერჩა და საბოლოოდ გადაეწურა, იმედი რომ დღევანდელ დღეს, მამასთან ერთად ითამაშებდა. მართალია მიჩვეული იყო , მის ასეთ საქციელს, მაგრამ ყოველ წასვლაზე გული ეწურებოდა და შიშობდა, უკან აღარ დაბრუნდებაო. -მამა - დაიძახა უიმედოდ და ხელი დაუქნია , მაგრამ მანქანა უკვე მთავარ გზაზე გასულიყო და სოფლისკენ მიემართებოდა.სამი საფეხურის სიმაღლეზე, ორი მეტრის სიგანის ტერასა იშლებოდა. სამკუთხედის ფორმის, წინა ფასადი, ნახევრად ვიტრაჟით იყო დაფარული. სახლი ორ სართულად იყოფოდა, თუმცა მეორე სართული მხოლოდ მოაჯირით შემოიფარგლებოდა და მთელს ტერასაზე დაფენილი მატრასი , საწოლის ფუნქციას ასრულებდა. პირველ სართულზე, პატარა სამზარეულო , ტყავის დივანი და ცხვრის ტყავის ხალიჩა , სახლს სიმყუდროვეს მატებდა. ფეჩი, ზამთარში მანუს განუყრელი მეგობარი იყო, ზაფხულში კი ჩასაწოლი სააბაზანო ან იქვე ახლოს მოჩუხჩუხე მდინარე. კედელში ჩაშენებული წიგნების თარო, ფილოსოფიური წიგნებით გამოევსო და შიგადაშიგ თვითონაც ინიშნავდა ბლოკნოტში ,საკუთარ აზრებს.წითელი მაგიდის სანათი, ქედმოხრილი დაჰყურებდა მანუს ჩანაწერებსა და ფილოსუფიურ წიგნებს . აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, ვერავინ გაბედავდა მის შეწუხებას, ვერც ვერავინ ეტყოდა რომ შეცვლილიყო და უფრო მეტად მორგებულიყო საზოგადოებას. ბროლის ჭიქაში ვისკი დაისხა და ისე გადაკრა, თვალი არ დაუხამხამებია. კუჭის არეში საშინელი წვა რომ იგრძნო, მაშინღა მოაგონდა პატარა ანა, რომლის ერთადერთი ვედრებაც , მისი კარგად ყოფნა იყო. გული სითბოთიც და დანაშაულის გრძნობითაც ერთდროულად აევსო და მეორე ჭიქა დააყოლა, რომ ეს შემაწუხებელი გრძნობები როგორღაც ჩაეხშო. ...მოკლე თმა და ჯინსის კომბინიზონი, ანას ცელქ ხასიათს , ზუსტად გამოხატავდა. თეთრ ჩუქურთმიან წინდებზე , ლაკის ფეხსაცმელები ისე ეცვა , თითქოს მას არ ეკუთვნოდა. ზარი დაირეკა და ყველა ერთიანად წამოიშალა. ნინამ , რომელიც მუდამ მის გვერდით იჯდა ყურში ჩასჩურჩულა მერის შენი ვაშლის მოპარვა უნდოდა და მე დავასწარიო._მადლობა _ თქვა გახარებულმა ანამ და ვაშლის გამოსართმევად ,ხელი გაიწოდა._მეგონა მაჩუქებდი, თქვა ნინამ, ვაშლი ფანჯროდან მოისროლა და გაბრაზებული გავიდა კლასიდან.მართალია მისთვის ვაშლი არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მაინც შეცბა. მათემატიკის გაკვეთილზე , არც ერთი სიტყვა არ გაუგია, თითქოს იქ არც მჯდარა. მარტო იმაზე ფიქრობდა , რატომ მოიქცა ნინა ასე , ვერ გაეგო, რა გააკეთა არასწორად. ბოლოს დაასკვნა, რომ თუ ერთი მეგობარი მეორეზე ცუდს გეუბნება, იმას კი არ ნიშნავს, რომ შენი ბედი აღელვებს , შეიძლება თვითონ უნდოდეს ის რაღაც და იმიტომ გიცავდეს ასე გამეტებით სხვებისგან. ამის გაფიქრებისთანავე მუხლებში სიმსუბუქე იგრძნო, თითქოს ძალიან მაღლიდან იყურებოდა და ერთი ხელის კვრა იყო საჭირო და ძირს ჩავარდნილიყო. ისიც გაიფიქრა სულ ვაჩუქებ ხოლმე ამ ვაშლს, ოღონდ არ გამებუტოსო, მაგრამ შემდეგ დედის მკაცრი სახე , მოჩვენებასავით გადაეღობა წინ და გული აუჩქარდა. აღარ იცოდა რა ჯობდა , დედა გაებრაზებინა, თუ ერთადერთი მეგობარი დაეკარგა. სახლში დამწუხრებული მიდიოდა, თითქოს ფეხებზე დიდი ლოდები ეკიდა. სჯეროდა რომ დედამ უკვე ყველაფერი იცოდა და ვიღაც უხილავი, რომელიც ძილშიც კი აკვირდება, მივიდა და ყველაფერი მოუყვა. დიდი რკინის ჭიშკარი კარი ისე შეაღო, თითქოს ქურდი ყოფილიყო, მაგრამ სიძველისგან საშინელი ჭრიალი გააჰქონდა. ფიქრობდა რომ კარიც მის გასაკონტროლებლად იყო ასეთი ხმაურიანი. ერთადერთი რაზეც ოცნებობდა, უჩინმაჩინის ქუდი იყო, რომ დაეფარა და აღარავის დაენახა. სტუმრად დეიდა მარია დახვდა. ოდნავ ჩაპუტკუნებული და მუდამ მომღიმარი ქალი, მისკენ ხელგაშლილი გაეშურა და გაჭყლეტვამდე ჩაიხუტა. ანამ უღიმღამოდ გაიღიმა და ეცადა თვალებზე მომდგარი ცრემლები როგორღაც ღრუბელივით შეესრუტა, თუმცა დეიდას გამჭრიახ მზერას არ გამოპარვია, ერთი ხელის მოქნევით , კალთაში ჩაისვა და მუხლზე ისე გადაიკიდა, თითქოს მტვრის საწმენდი ჩვარი ყოფილიყოს. _რატომ ხარ უხასიეთოდ? _ იკითხა ქალმა და ანას თვალი გაუსწორასრულიად მოულოდნელმა კითხვამ, გული აუჩუყა და თავი უფრო მეტად ჩახარა. დედას ასეთი კითხვა არასოდეს დაუსვამს მისთვის, მას შეიძლება ეკითხა, როგორ მოეწონათ კლასელებს შენი ახალი ტანსაცმელი, ანდაც შენი დაწერილი გაკვეთილი, ან ჭამე თუ არა ბოლომდეო, მაგრამ არასოდეს კითხავდა , შენ რას გრძნობ, ან რატომ ხარ მოწყენილიო. დეიდას დასმული კითხვამ რამდენიმე გრძნობა გამოიწვია მასში, დამალვაც მოუნდა , ტირილიც და ყველაფრის მოყოლაც.ანამ სახეზე ხელები აიფარა და ნამტირალევი ხმით მოუყვა, ვაშლის ამბავი._რატომ უნდა გეჩუქებინა?_ იკითხა მშვიდი ხმით დეიდამ_სულ ვჩუქნი ხოლმე, მაგრამ დედამ მითხრა თუ კიდევ სხვას ვაჭმევდი, აღარ გამატანდა_შენ თუ იცი, რატომ უკრძალავენ ტურისტებს მაიმუნებისთვის ბანანის მიწოდებას?_ არ ვიცი_თქვა ანამ და სევდიანი თვალები მიანათა მარიას._იმიტომ რომ , მაიმუნი თვლის , რადგან ბანანი მომაწოდა, ესეიგი ჩემზე დაბლა მდგომიაო. თუ გაუღიმე, თავზე დაგახტება და კარგი დღე არ დაგადგება. ზოგი ადამიანიც , მაიმუნის მსგავსადაა, რაც მეტს უკეთებ, მით მეტად თვლის რომ შენ სუსტი ხარ, ის კი ძლიერია. _ ესეიგი ნინაც მაიმუნივით იქცევა? - იკითხა ანამ და გულიანად გადაიკისკისა_ასეა საყვარელო, ადამიანი როგორც იქცევა , იმ სახეობას წარმოადგენს, ყველა ადამიანური სახის მიღმა, სხვადასხვა ცხოველის სახეობაა, ზოგი გველია, ზოგი მაიმუნი, ზოგიც პანდა, ზოგი არწივი, ნამდვილი ადამიანი იმაზე ცოტაა, ვიდრე შენ გგონია, მაგრამ გახსოვდეს, სულ ყველგან არის ერთი სინათლე, ბოლოს ვინც იტყვის ღმერთის სიმართლეს _ გარითმა დეიდა მარიამ და კიდევ უფრო ხმამაღლა გააცინა ანა.-დღეს ხომ ჩვენთან დარჩები?- იმედიანად მიაჩერდა ანა დეიდას და დიდი თვალები, კიდევ უფრო დაჭყიტა-შენთან დავრჩები სყვარელო, უპაუხა დეიდამ და გულზე მიიხუტა. ზღაპარიდეიდა მარია ძილისწინ ყოველთვის ზღაპარს უყვებოდა , ყველაზე მეტად საშობაო ზღაპარი უყვარდა . კუთხეში მიდგმულ პატარა საწოლში , ბოლომდე ჩაიძირა, ლოყის ქვეშ პატარა ხელები ამოიწყო და დეიდას მიაჩერდა, იმ იმედით რომ მოყოლას დაიწყებდა- იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა - დაიწყო მარიამ და სარწეველა სავარძელი გააქანავა - იყო ერთი ფიქრია, უცხო პლანეტიდან. -ანას სახე გაებადრა და მზერა ისეთი მოლოდინით აევსო, თითქოს პირველად ისმენდა .-მისი პლანეტა ,მხოლოდ ღამით ანათებდა, დღისით კი ისეთი გამჭვირვალე ხდებოდა, არავის შეეძლო, მისი შემჩნევა.-სულ არავის? - იკითხა ანამ და პატარა თავი ბალიშიდან წამოწია.-სულ არავის - უპასუხა დეიდამ, თავზე ხელი გაადაუსვა და განაგრძო მოყოლა - ფიქრია ამ პლანეტაზე, სულ მარტო ცხოვრობდა, მაგრამ არასოდეს იყო მოწყენილი. დღისით დედამიწელებს აკვირდებოდა და მათ აზრებს კითხულობდა. ზოგი ფიქრი კეთილი და მსუბუქი იყო, ზოგი კიდევ ბოროტი და მძიმე. კეთილ ფიქრებს, მზის სხივი ცაში აიტაცებდა და ფიქრიამდე მიჰქონდა, ხოლო ბოროტი ფიქრები, საკუთარ პატრონს ზურგზე აწვებოდა.-რატომ აწვებოდა ზურგზე?-იმიტომ რომ რაც უფრო ბოროტია ადამიანი, მით უფრო მძიმეა მისი ტვირთი-რატომ არის ადამიანი ბოროტი?- დაავიწყდათ, ფიქრიას არსებობა და ჰგონიათ ყველაფერს თვითონ განაგებენ - უპასუხა დეიდამ .-მერე როგორ იქცეოდა ფიქრია?-დიდი ხანი ცხოვრობდა ასე , ნათელი ფიქრები ვარსკვლავებივით ანათებდა მის გარშემო, ისიც თითოეულ ნათელ ფიქრს სულს ჩაჰბერავდა, რეალობად გადააქცევდა და უკან უბრუნებდა, მაგრამ ერთ დღესაც შეამჩნია, რომ უფრო და უფრო მეტად იკლებდა ნათელი ფიქრები , ბოლოს კი სრულ სიბნელეში აღმოჩნდა. დრო გადიოდა , სიბნელე უფრო და უფრო იზრდებოდა და ტვირთის სიმძიმისგან, ადამიანებს თავი მიწაში ჩაერგოთ. მხოლოდ ერთი პატარა ადგილი იყო დარჩენილი, საიდანაც მკრთალი სინათლე მოსჩანდა. ფიქრიამ გადაწყვიტა, დედამიწაზე ჩასულიყო და თავისი თვალით ენახა, რა დაემართათ ადამიანებს. დილით წასულმა, საღამოს ძლივს მიაღწია, ხის ძირში ჩამოჯდა და იქვე ჩაეძინა. დილით, ქალების კივილმა გამოაღვიძა, ერთმანეთს თმაში ჩაფრენოდნენ და არ უთმობდნენ პირველობას, ჭიდან წყალი რომ ამოეღოთ.-რა სასაცილოები იქნებოდნენ - ჩაილაპარაკა მთვლემარე ხმით ანამ და თვალდახუჭულმა გაიღიმა.-ფიქირიას თვალები პროჟექტორებივით ანათებდა და როგორცკი ქალებს შეხედა, მაშინვე დაინახეს თავისი ამაზრზენი საქციელი, შერცხვათ და გაიქცნენ. სადაც ფიქრია დადიოდა, ყველაფერს ნათელს ჰფენდა, ეს კი სიბნელის მბრძანებლებს არ მოსწონდათ, რადგან ეშინოდათ , რომ სინათლე, სამუდამოდ გააქრობდა მათ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ფიქრია იმ ერთადერთ მანათობელ სხივს შეხვდა, რომელსაც დედამიწაზე დაეძებდა, მასაც მზისფერი თვალები ჰქონდა. როგორცკი ერთმანეთს შეხედეს, ყველაფერი განათდა და გამოჩნდა ის გამჭვირვალე უცხო პლანეტა, რომელზეც ერთ დროს სინათლით იყო სავსე. ბნელმა ძალებმა , როგორცკი ეს პლანეტა დაინახეს, ზარბაზნები დაახალეს და ნამსხვრევებად აქციეს.-ანამ სევდიანად გაახილა , ნახევრად მძინარე თვალები და შეშფოთება ასე გამოხატა-ბნელ ძალებს ეგონათა, საბოლოოდ დავამარცხეთ სინათლეო, მაგრამ იმას კი ვერ მიხვდნენ, რომ ამ პლანეტის მანათობელი ნაწილები, ადამიანის გულებში ჩაიყარა და მხოლოდ მათი გაერთიანება იყო საჭირო, რომ ისევ ეს პლანეტა ისევ დენთებულიყო.-ფიქრიას რა დაემართა?- ფიქრია და მისი მეგობარი, დედამიწაზე დარჩნენ და დღესაც ჩვენს შორის დაიარებიან. თუ ვინმეს გულში სხივი ჩაუქვრება, ახალ სხივს ჩუქნიან. იმ სამყაროს ადამიანები , დღესაც სხვაგან დაეძებენ, ის კი არ იციან , რომ საკუთარი გულით დაატარებენ. - თქვა დეიდამ და გოგონას დახედა. მშვიდ სახეზე, ღიმილი დასთამაშებდა , ნაზი ქუთუთოები კი თეთრი ყვავილის ფუქრცლებივით უთრთოდა. მარიამ საბანი გაუსწორა, შუბლზე ეამბორა და ფეხაკრეფით დატოვა ოთახი....-დაიძინა? - იკითხა პლედში გახვეულმა თეამ -ზღაპარი მოვუყევი და ჩაეძინა , დღეს რთული დღე ჰქონდა, პირველად შეეჯახა მეგობრის ღალატს.-მაგას თუ რთული დღე ჰქონდა, მე რაღა ვთქვა - ჩაილაპარაკა თეამ და ლუდი მოიყუდა.- კიდევ რამე მოხდა?- ჩაეკითხა მარია - ასე გაძლება აღარ შემიძლია, როცა უნდა სახლშია, როცა უნდა არა, მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა, ქმარი თუ მყავს, ისიც არ ვიცი - ხომ გიყვართ ერთმანეთი?-გვიყვარს? - სახე მოეღრიცა თეას და მწარედ გაიღიმა- გვიყვარს. შენი აზრით რა არის სიყვარული? ერთხელ მაინც რომ გამოგეცადა ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება, სიყვარულს აღარ ახსენებდი. რომ სუნთქავს, ისიც მაღიზიანებს. -როდის გაჩნდა ბზარი თქვენს შორის?- პირველივე დღიდან გაჩნდა, როგორცკი ცოლად გავყევი - გულზე ისე მიიტყაპუნა ხელი, თითქოს კვდებოდა .-დედა - მოისმა ოთახიდან ანას შეშინებული ხმა.- ისევ კოშმარი დაესიზმრებოდა - თქვა თეამ და ანასთან გაიქცა.- სულ მარტო ვიყავი-სლუკუნებდა ანა- გეძახდით და არ გესმოდათ არც შენ და არც მამას. ძალიან დიდი ქუჩა იყო, სადაც არავინ იყო. შორს შენ გხედავდი, მაგრამ მაინც ვერ გესმოდა, მამა კიდევ საერთოდ არ იყო - თქვა ანამ და ამოიოხრა.-აქ ვარ დე, ნუ გეშინია - საბანი გაუსწორა და უთხრა რომ გვერდით ოთახში იქნებოდა. ...რამდენიმე ქუჩის გადაკვეთაზე, ანას სკოლა იდგა.წითელი აგურით მოპირკეთებული შენობა, მწვანე ხეებში, მამალივით შემომდგარიყო. ოთხ სართულიან სკოლას , დიდი შესასვლელი ამშვენებდა. ჯერ მარცხნივ შეუხვევდი, შემდეგ მარჯვნივ, შემდეგ ისევ მარჯვნივ და ანას საკლასო ოთახში აღმოჩნდებოდი. ოთახი ოც კვადტარულამდე იქნებოდა. ფანჯარაზე , კლასის ფანჯარას , ხატვის მასწავლებლის მიერ მოხატული ფარდა ამშვენებდა. ვერ იტყოდი რომ იდელურად შესრულებული იყო, მაგრამ ბუნების ასოციაციას მაინც იწვევდა. კედლები, ღია ვარდისფრად შეეღებათ, რადგან ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ეს ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე. დაფასთან სამოც წლამდე, ჩაფსკვნილი მამაკაცი იჯდა, გულკეთილად იღიმებოდა და სიას კითხულობდა. - ვარ - ჩაილაპარაკა ანამ. უკვე მემილიონედ კითხულობდა მასწავლებელი მის გვარს, მაგრამ ყოველ ამოკითხვაზე , გული უჩქარდებოდა. უცნაური კაცი იყო ხელოვნების მასწავლებელი. თავისი ახალგაზრდობის სურათს გულის ჯიბით დაატარებდა . თუ ახალ მშობელს გაიცნობდა, მაშინვე ამოაძრობდა და ამაყად გაუწვდიდა. თითქოს ამტკიცებდა ის კი არ ვარ ვისაც ახლა ხედავ, სინამდვილეში ასეთი ვარო. მშობლებიც ყოფილ ალენ დელონს ეძახდნენ და გულიანად იცინოდნენ. მასწავლებელი მუდამ გატაცებით ლაპარაკობდა ვან გოგზე - ,,ადამიანის გული ძალიან ჰგავს ზღვას. მას აქვს თავისი ქარიშხალი, თავისი მოქცევა და სიღრმეში მარგალიტები’’- იტყოდა ვან გოგის სიტყვებს და ცოტახანში თავისი ახალგაზრდობისა და სიყვარულის ამბებს გაიხსენებდა. ბავშვებს ვერ გაეგოთ, რა შუაში იყო მისი პირველი სიყვარული ვან გოგთან, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეს საგანი ხიბლავდათ. -რას ნიშნავს იყო ხელოვანი? - დასვამდა კითხვას, შემდეგ ფანჯრის მიღმა უსასრულობას შეუერთებდა ცისფერ აწყლიანებულ თვალებს და ისევ ვანგოგის სიტყვებით, თვითონვე გასცემდა პასუხს: -,, მე ხელოვანი ვარ, მაგრამ ამას არ უარვყოფ, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, რას ნიშნავს ეს სიტყვა: ,,ყოველთვის ეძიო სრულყოფილება და ვერ იპოვო იგი” ეს სრულიად საპირისპიროა იმისა, რომ გეგონოს: ,, უკვე ვიცი, უკვე ვიპოვე” ანას ამ სიტყვებზე გუშინდელი სიზმარი მოაგონდა.- რა საშინელებაა, როდესაც ეძებ და ვერ პოულობო - გაიფიქრა. თავადაც ხომ ეძებდა მამას, თითქოს ოჯახი ჰქონდა ,ნინასგან განსხვავებით ,მაგრამ ვერ გაეგო რატომ გრძნობდა თავს ასე მარტოსულად. იქნებ თვითონაც ხელოვანი იყო და მამას იმიტომ ვერ პოულობდა? ან იქნებ იმიტომ იყო ხელოვანი, რომ მამას ვერ პოულობდა?! ...ბოლო დროს , მანუ - მამას ახალი ჰობი გაუჩნდა. მთელ ეზოში ხეხილი მოაშენა და მისი მორწყვით იქცევდა თავს. ლიმნის ხეები, თიხის დიდ ქოთნებში ჩაერგო და ხისფერ ტერასაზე ჩაემწკრივებინა, მარწყვი და მალინა, ბაღის კუთხეში კვადრატულად განელაგებინა. თხილის ხე ეზოს მარჯვენა კუთხეს ამშვენებდა, მარცხნივ კი დიდი ალუბლის ხე წითლად დაწინწკულიყო. ვარდები შესასვლელ ღობეს მთლიანას ფარავდა და ზაფხულში ედემის ბაღს მოგაგონებდათ. უყვარდა დილით ტერასას კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან ჩამოჯდომა, ყავის დალევა და სიგარეტის გაბოლება,მაგრამ ესეც სისულელედ ეჩვენებოდა.- მაინც რა აზრი აქვს ამ ყველაფერსო გაიფიქრა და სიგარეტი ერთ მოქაჩვაზე პილასოსივით შეისრუტა. ტერასიდან კარგად ჩანდა სოფლის დაკლაკნილი გზები , ნაძვნარით დაფარული ტყეები და ცისფერი მთები. ცხენის სწრაფი ბაკუნით მის ჭიშკართან მოხუცი კაცი მოახლოვდა , თან გარკვევით ისმოდა როხროხა ხმა :- ,,გავდივარ და გამოვდივარ, როგორც გამიხარდება, საყვარელო საქართველო შენ ხარ ჩემი ნათება’’- ამბობდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს უნდოდა , რომ ვიღაცას შეემჩნია მისი უნიკალურობა და მინიმუმ ტაშით გაეცილებინა სოფლის გზაზე. -როგორი სასაცილოა ადამიანი, რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს, მაინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვინმემ აღიააროს და ტაში დაუკრასო -გაიფიქრა მანუმ. უცებ ყველა შეებრალა, ვინც რამეს ცდილობდა ცხოვრებაში. ყველაზე მეტად კი საკუთარი თავი შეზიზღდა, საკუთარი ჩანაწერები, რომლებიც მაგიდაზე არეულად ეყარა და წარმოიდგენდა ხოლმე, ერთ მშვენიერ დღესაც როგორ დაამშვენებდა მაღაზიის ვიტრინებს, მისი ბრძნული აზრები. ამაზრზენად მოეჩვენა მცდელობა, რომ არასოდეს გადაეცილებინა სამუშაო დათქმულ დროს და თავისი უნაკლო შესრულებით, დამკვეთი მოეხიბლა. რა გულის ამრევი იყო ყველაფერი , რასაც სხვისგან აღიარების მოსაპოვებლად აკეთებდა და როგორ სძულდა ამ დროს საკუთარი თავი. ახლა ისე აღიზიანებდა, ეს ცხენზე მჯდომი კაცი, ცოტა რომ მიახლოვებოდა, ალბათ თავის ცხენიანად მიახრჩობდა. ...მანქანის ხმა შორიდანვე იცნო. არ იცოდა როგორ, მაგრამ ყოველთვის არჩევდა ამ ხმას, სხვა ხმებისგან. წითელი ფეხსაცმელების ბაკუნით, კიბეებზე ჩაირბინა და სქელი რკინის კარი ჭრიალით გამოაღო. მალე მანქანა კარს მოადგა და ფანჯრიდან ჩამწვარი სიგარეტი გადმოისროლა.-ნახე ახალი ფეხსაცმელები მაქვს - ახარა ანამ და ფეხებიი ააბაკუნა.-რამდენჯერ გითხრა ხმაურით ნუ დადიხართქო - დასძახა მამამ და ხელში შოკოლადი შეაჩეჩა.-ანამ კიდევ ერთხელ დახედა ფეხსაცმელებს და ფეხაკრეფით შეჰყვა სახლში.ახლა აღარც შოკოლადი ახარებდა და აღარც არაფერი.არადა როგორ ეგონა რომ მამასაც ისევე აღაფრთოვანებდა, ეს ფეხსაცმელი, როგორც თვითონ.-დედა სად არის? - იკითხა მანუმ და მაცივარი გამოაღო.-სამსახურში - უპასუხა ანამ-საჭმელი არ არის?-პური გვაქვს - ამაყად თქვა და მაგიდისკენ გაიშვირა ხელი.მამას არაფერი უპასუხია, კვერცხი გადმოიღო და როგორც თვითონ იძახდა, საფირმო კერძის მომზადებას შეუდგა, კვერცხში ამოვლებული პურებით.ანას სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, რადგან მის საფირმო კერძს არაფერი ერჩივნა. უჯრიდან ორი თეფში და ჩანგალი გადმოიღო, მაგიდაზე დააწყო, სკამზე ჩიტივით შემოსკუპდა და გულის ფანცქალით დაელოდა ჯადოსნური კერძის მომზადებას. ასეთი წუთები მისთვის შობასავით იშვიათი იყო და ისე ეშურებოდაა, როგორც ბეღურა, ანას მიერ გადაყრილ ხორბალს. თავი 2როდესაც ანა ჯადოსნურ კერძს შეექცეოდა, სოფლის ცისფერთვალება ბიჭი, დედას ძროხებისთვის თივის ზიდვაში ეხმარებოდა. -აქ დააწყე, უთხრა ქალმა და შეაქო მისი სიძლიერე. ბიჭი წელში გაიმართა და თავი სუპერგმირად წარმოიდგინა.-ახლა წადი და კონცერტისთვის იმეცადინე, ხომ გახსოვს შაბათისთვის მზად უნდა იყო - შეახსენა დედამ -რათქმა უნდა მახსოვს - თქვა ბიჭუნამ და ეწყინა, რომ ამხელა გმირის მეხსიერებაში, ეჭვი შეეპარა. გიტარა გადმოიღო და იმხელა ხმაზე ააჟღერა, რომ ყველა დარწმუნებულიყო, მის ნიჭიერებასა და გონიერებაში. გამხდარ და თხელ ხელებს, პეპლებივით ანარნარებდა ოქროეფერ სიმებზე და მთელი სხეულით ყვებოდა მელოდიას.-,,შენი ლურჯ მთების ტრფიალა, ვაი რომ დარდით ვალალმე, ძალიან მომნატრებიხააარ, ცხრა მთას იქით რომ დავალ მეე’’- სიტყვებში მთელს გულს აქსოვდა და თან მეოცნებე თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან. პატარა ბულბულს მოგაგონებდათ , რომელიც თავის ბუდეში ნებივრობს და თავისი ჭიკჭიკით, სიცოცხლეს ათბობს. ფანჯრიდან ნიავი თეთრ ფარდებს ნაზად არხევდა. რუხი კნუტი, მის ფეხებთან მოკალათებულიყო და განაბული უსმენდა მომღერალს.შუადღის ორი საათი ხდებოდა, რომ მოხარშული სიმინდის სუნმა , ბიჭუნას ოთახში შემოაღწია. ჯერ კნუტმა ააცმაცუნა თეთრი ულვაში, შემდეგ ბიჭმა გამობერა პატარა ნესტოები. წამის შემდეგ ორივე სამზარეულოში დარჭობილიყო და დედას შესცქეროდნენ დიდი, დაჭყეტილი თვალებით. -მალე იქნება? - კითხულობდა ბიჭი და თითისწვერებზე დგებოდა, რომ ქვაბში მოთუხთუხე სიმინდისთვის , თვალი მოეკრა.- ჯერ საჭმელი უნდა ჭამო - მკაცრად პასუხობდა დედა და სუფრას აწყობდა. კვადრატული ხის მაგიდა, ფანჯარასთან მიედგათ, რომელსაც ყვითელი, ჩუქურთმიანი ფარდა ფარავდა. დედა მას ,,მზე ფარდას’’ ეძახდა, რადგან მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორი ამინდი იყო, სამზარეულოში მაინც ყოველთვის ისეთი შეგრძენა იქმნებოდა, რომ მზე მუდამ ანათებდა. თეთრ ვაზას მთელი ზაფხული ახლად დაკრეფილი ყვავილები ამშვენებდა, რომელიც ამჯერად გვირილებით და ბაბუაწვერებით იწონებდა თავს. ხის კარადებიდან თეთრი თეფშები გადმოიღო და მაგიდაზე დააწო, გვერდით კი ოქროსფერი დანა-ჩანგალი მიულაგა. ძალიან უყვარდა დედას სუფრის ლამაზად გაწყობა და სულ უმნიშვნელო საუზმესაც კი ისეთი გულმოდგინებით აწყობდა, თითქოს დღესასწაული ყოფილიყოს. კიტრი და პომიდვრის სალათი ერთ ზომაზე ისე დაეწყო, თითქოს ტორტი ყოფილიყო, მოხარშული წითელი ლობიო კი თეფშზე გადმოღების შემდეგ, კაკლითა და სხვადასხვა მწვანილით მორთო. მიუხედავად იმისა რომ ბიჭუნა ლობიოზე არ გიჟდებოდა, ასეთი ლამაზი თეფში , მაინც ინტერესს აღძრავდა მასში და ერთი სული ჰქონდა, გაესინჯა. ახლად დამზადებული კენკრის წვენი გამჭვირვალე ბოთლში ლალივით ელვარებდა და ის იყო, დაასრულა დედამ სუფრის გაწყობა, რომ კაკუნის ხმა შემოისმა.- ვინ უნდა იყოს ამ დროს - თქვა ქალმა და კარისკენ გაეშურა. - გამარჯობა , გაბი სახლშია? - იკითხა წითელლოყება ბიჭმა და თან კარიდან შეიჭყიტა.-დიახ ნიკო, გაბი სახლშია,მაგრამ ამ დროს რამ მოგიყვანა, გაკვეთილები არ გაქვს სამეცადინო? - ხვალ შაბათია ქეთა მასწ - მე და ნოე სათამაშოდ მივდივართ და ხომ გამოუშვებთ?-რის სათამაშოდ? - იკითხა ქალმა და თან სამზარეულოში შეუძღვა ბიჭს. - ფეხბურთის სათამაშოდ, აქვე ჩვენი სკოლის სტადიონში - უპასუხა და გაბის მიესალმა. - ჯერ უნდა ვისადილოთ,შენც დაგვეწვიე , შემდეგ შეგიძლიათ ცოტახანი ითამაშეთ, მაგრამ ხუთამდე სახლში იყავით - უთხრა ქალმა და ახალი თეფში გამოუღო სტუმარს.სადილობისა და ცხელი სიმინდის დაყოლების შემდეგ, ნიკოც და გაბიც ძლივს სუნთქავდნენ, მაგრამ თამაშის ხალისი მაინც არ დაუკარგავთ.გაბიმ თავისი ახალი ბოტასები ჩაიცვა, სპეციალურად ფეხბურთის სათამაშოდ რომ უყიდა დედამ და თავმომწონედ დატოვა სახლი.სტადიონთან რომ მივიდნენ, ნოე უკვე იქ იყო და მეგობრებს უცდიდა:- მარტო ჩვენ ხომ არ ვითამაშებთ, სხვა არავინაა და წრეში ბურთი ხო არ ჯობია?- უკმაყოფილოდ შეეგება ბიჭებს -მე უკეთესი გეგმა მაქვს - თქვა ნიკომ ამაყად - მამას რაღაც მოვპარე , მაგრამ აქ ვერ გაჩვენებთ - ქურდივით მოათვალიერა გარემო, ხომ არავინ მისმენსო და რომ დარწმუნდა სიმშვიდე იყო, მეგობრებს ეშმაკურად გაუღიმა.-გაბიმ და ნოემ ყურები ცკვიტეს და ცნობისმოყვარედ მიაჩერდნენ მეგობარს.-სიგარეტი და ასანთი მაქვს , მამაჩემს დილით ერთი ღერი მაგიდაზე დარჩენია და ჩუმად ავიღე - თქვა და ისე გაიფოფრა, თითქოს საგმირო საქმე ჩაიდინა. -არ შეიძლება სიგარეტის მოწევა - თქვა გაბიმ- დედა მეუბნება რომ სიკვდილს და დაავადებებს იწვევს-რა შტერი ხარ ბიჭო, თუ არ შეიძლება , აბა დედაჩემი და მამაჩემი რატომ ეწევიან?უთხრა ნოემ და თავში მსუბუქად წამოარტყა. -დედაჩემი არ ეწევა - თქვა გაბიმ და თვალები აუწყლიანდა. -როგორ არა, დავინახე როგორ აბოლებდა, სხვა მასწავლებლებთან ერთად - ჩაერია ნიკო და ლოყები კიდევ უფრო აუწითლდა.-იტყუები - არ ნებდენოდა გაბი.- დედას გეფიფები თუ ვიტყუებოდე - თქვა ნიკომ და ხელები მაღლა ასწია, რომ ეჩვენებინა ნიჩურიტები არ მიკეთიაო.გაბი ადგილზე გაშეშდა, როგორ შეიძლებოდა რომ დედას მოეწია, ის ხომ ყველაზე ჭკვიანი და კარგი იყო. ნუთუ შეეძლო ასეთი საშინელების ჩაიდინა? ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს საყრდენი გამოაცალეს და მუხლები მოეკეცა. ნუთუ ამდენი წელი ტყუილში იცხოვრა?-წამოდით წამოდით, კარგი სამალავი ვიცი - თქვა ნიკომ და წინ წაუძღვა. აი აქ, მაღლა უნდა ავიდეთ და მერე იმ ღობედან გასაძრომია, ხელი აიშვირა ჩამოშლილი ღობისაკენ.-მანდ როგორ უნდა ავიდეთ , არ ჩამოვვარდეთ - შეწუხდა გაბი-ბიჭო რა მშიშარა ხარ , წამომყევი და აგიყვან , პირველად კი არ ვძვრები - ნიკომ პუტკუნა ფეხი ამაღლებულ მიწაზე ადგა და მაიმუნივით ჩამოეკიდა, ხის ჩამოშლილ ტოტს, ცოტახანში სამშვიდობოს იყო და ორივე ძმაკაცს ასვლაში ეხმარებოდა. როგორც იქნა იმ გმირად იქცა, სულ რომ ოცნებობდა. რეიბანის სათვალეებიც რომ გაეკეთებინა და ამ სიტუაციაში სკოლის გოგოებს დაენახათ, ყველას შეუყვარდებოდა. ერთხელ მათ თვალწინაც ჩაიდენდა ასეთ გმირობას, მანამდე კი მხოლოდ მოყოლით შემოიფარგლებოდა. ღობე თითქოს სპეციალურად იყო მათ ზომაზე გამოჭრილი, იმდენად ზუსტად ეტეოდნენ გაჩხიკული გაბი და ნოე , ნიკოს ცოტა უჭირდა , მაგრამ მაინც ძვრებოდა.ღობის იქით სრული სიმშვიდე სუფევდა, შიგადაშიგ ჭრიჭინების ხმა ისმოდა. -ტყეში შევიდეთ - ბრძანა ნიკომ და ვიწრო ბილიკს გაუყვა გაბი და ნოეც, უსიტყვოდ გაყვნენ, რადგან არც ერთს არ უნდოდა შიში შესტყობოდათ. ბოლოსდაბოლოს ამხელა კაცები იყვნენ. სასიამოვნო ნიავი, სამივეს სახეზე ელამუნებოდა და სიმამაცეს მატებდა. იქაურობას მხოლოდ მათი ფეხის ხმა არღვევდა-ბიჭო აქ გავჩერდეთ, არ დავიკარგოთ - თქვა ნოემ -არ დავიკარგებით, თითქმის მოვედით თქვა ნიკომ და დიდ მუხუს ხეს მიადგა, აი აქ ჩამოვსხდეთ, იმ დღეს სულ მარტო ვიყავი წამოსული მოსაწევად - თქვა და ზემოდან გადმოხედა გამოუცდელ ლაწირაკებს.-შენ რა გაგისინჯავს? - გაოცებულმა ნოემ თაფლისფერი თვალები დაჭყიტა, გაბის კი პირი ღია დარჩა.-როგორია?- იკითხა გაბიმ და სიგარეტი ხელში აათამაშა. პირველად შეეხო ამ აკრძალულ ნივთს-გასინჯე და ნახავ - უთხრა გამოცდილმა კაცმა და სიგარეტი პირში გაიქანა, შემდეგ ასანთი დაანთო, მაგრამ ვერაფრით მოუკიდა. -დღეს ნიავია, თორემ მარტივად გამომდის - თავი იმართლა ბიჭებთან და ახლა უფრო მეტი მონდომებით შეუდგა საქმეს. როგორც იქნა სიგარეტი გააბოლა, მაგრამ თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა, საშინელი ხველება აუტყდა გაბიმ, როგორც დედამ ასწავლა, ზურგზე ხელი დაარტყა, რომ არ დამრჩვალიყო. გამწარებული ნიკო მოუბრუნდა და მუშტი შუბლში უთავაზა. გაბიმ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა. -შე დებილო, მე შენს გადარჩენას ვცდილობდი - ტირილით უთხრა და ნატკენ შუბლზე ხელი მიიდო.-მერე რას მირტყავ, კი არ ვიხრჩობი, უბრალოდ დამახველა - თავი იმართლა ნიკომ-გაჩერდით თორემ ვინმე მოვა და ვეღარ მოვწევთ- თქვა ნოემ -აღარ მინდა მაგის არაფერი, სახლში მინდა - ატირდა გაბი და თავი მუხლებში ჩარგო-ხო გეუბნები მშიშარაათქო , დასცინა ნიკომ და სიგარეტი ნოეს მიაწოდა-ეხლა რა უნდა ვქნა? -ეხლა პირში ჩაიდე და ისე მოწრუპე, თითქოს წვენს სვამდეახლა ნოეს აუტყდა ხველა , თუმცა მეორე მოწრუპვაზე თავბრუსხვევა იგრძნო და ხეს მიეყუდა.-ხო მაგარია? - კითხა ნიკომ -ასე მგონია ცაში ვტივტივებ - თქვა ნოემბიჭების შემხედვარე გაბიმ ცდუნებას ვერ გაუძლო და თვითონაც მოწრუპა. სხვების გასაკვირად მას პირველ ჯერზე მარტივად გამოუვიდა, მერე საშინელი გულის ტკივილი გაქრა და სიმსუბუქემ დაისადგურა. ცოტახანი სამივე ასე გაუნძრევლად იწვნენ და უსასრულო ცას შეჰყურებდნენ.-წავიდეთ, თორემ დაგვიღამდება - თქვა გაბიმ და ნიკოს შეხედა.ბიჭები ზლაზვნით წამოიშალნენ და გზას გაუყვნენ. ...რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს, მით უფრო იზრდებოდა შიში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დედის მიმართ გაურკვეველი გრძნობა აწუხებდა. რა უცნაურია, დილით სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა, დაცული და ბედნიერი იყო, არც თვითონ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა და არც დედას ადანაშაულებდა რამეში, ახლა კიდევ, თითქოს გულზე უზარმაზარი ლოდი დააწვა და ერთადერთ შევებას იმ ღობის გაღმა ხედავდა, დღეს რომ გადაკვეთა. სახლის კიბეებს კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებით აუყვა და კარი შეაღო. -მოხვედი გაბი? - თბილი ხმა მოესმა სამზარეულოდან - ოფილანი იქნები , წყალი გადაივლე და ტანსაცმელი გამოიცვალე.გაბი პირველად არ მისულა დედასთან და პირველად არ მოუყოლია ფეხბურთის ამბები. აბაზანაში ჩუმად შეიპარა, წყალი მოუშვა და მწარედ აქვითინდა. ღამე ვერაფრით დაიძინა, თვალებდაჭყეტილი მიშტერებოდა ფანჯრიდან მაცქერალ მთვარეს. ახლა მხოლოდ მთვარე იყო მისი ნამდვილი მეგობარიცა და მშობელიც. სხვას ვეღარავის ენდობოდა. სიტყვები აღარაფერს ნიშნავდა მისთვის, გულწრფელები მხოლოდ პირუტყვები და მთვარე არიან, რადგან ისინი არც არაფერს გპირდებიან და არც არაფერს გატყუებენო - ფიქრობდა იგი. მამალმა რომ იყივლა და ცას ლოყები ახალგამოღვიძებული პრინცესასავით შეუვარდისფრდა, გაბის ჯერ კიდევ ეღვიძა. ახლა ოთახისც სხვანაირი ეჩვენებოდა, თითქოს ერთ დღეში დაპატარავდა, გაცივდა და გაცვდა. არც ადგომა სურდა, არც წოლა, პირველად იყო რომ არ იცოდა რა უნდოდა. -გაბი საყვარელო ძილი ძალიან ხომ არ გაგიგრძელდა? - კარი შემოუღო დედამ და ჩვეულებრივ შუბლზე რომ უნდა ეკოცნა, დიდი წითელი კოპი შენიშნა.-გაბი, ეს რა არის? - დაიყვირა ქალმა და ხელი შუბლზე მოუთათუნა-მხოლოდ ახლა გაახსენდა გუშინდელი ჩხუბის ამბავი და შუბლზე ხელი რომ მოიკიდა, დიდი ბურთი იგრძნო.-ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, წავიქეცი - თქვა მან და პირველად მოხდა რომ ტყუილის დროს ლოყები არ გაუწითლდა. -ხომ არ მატყუებ გაბი, ასე როგორ წაიქეცი?-ჩვეულებრივად , უბრალოდ თავი დავარტყი , მეტი არაფერი - თქვა ბიჭმა და თვალი აარიდა დედის გამომცდელ მზერას. - ახლავე წამოდი და ყინული დაიდე საწოლიდან მორჩილად წამოდგა, ტანსაცმელი გადაიცვა და სამზარეულოში ისე გავიდა რომ თავი არ აუწევია. ყინული რომ დაიდო, მერე უფრო ასტკივდა და დაიყვირა- ცოტა უფრო ფრთხილად იყავი და ესე არ დაგემართება - თქვა მკაცრად - რატომ მაშინვე არ მითხარი რომ წაიქეცი? -დამავიწყდა - თქვა გაბიმ და თავი ჩახარა. დედა ჩვეულებრივ ფუსფუსებდა , მარწყვის ჯემი და შოკოლადი, ცხელ ოლადებს მოასხა. სამზარეულოში ისეთი სუნი ტრიალებდა, მეზობლებსაც კი ნერწყვი მოადგებოდათ. ბანანები ყვავილების ფორმებად დაულაგა , მაგრამ ადრე თუ მადიანად შეექცეოდა, ახლა ყელში არაფერი გადასდიოდა.-გაბი რატომ იქცევი ასე , ხომ გიყვარდა ოლადები? - იკითხა ქალმა და სახეზე შეშფოთება დაეტყო-არ მშია , გაკვეთილებს ვიმეცადინებ - თქვა და ოთახში შეიყუჟა....- ერთი და ორი და სამი და ოოთხი - ითვლიდა გიტარის მასწავლებელი და თან ტაშს უკრავდა... რითმას აყევი, ნუ ჩქარობ გაბი -შეიძლება რომ ჩემი დაწერილი სიმღერა დავუკრა? - იკითხა გაბიმ-ჯერ რაც დაუწერიათ ის ისწავლე და მერე გადადი შენს დაწერილებზე - უთხრა მასწავლებელმა -უკვე დაწერილი მაქვს -კარგი დაუკარი ,მაგრამ კონცერტზე იმას დაუკრავ, რაც გასწავლე - თქვა და სკამის საზურგეზე გადაწვა-,, ნუ მიენდობი ნურავისო, მღეროდა მთვარედა ვარსკვლავები ბანს აძლევდნენ, სევდიან ღამეს,ნუ შეიყვარებ ნურავისო, თორემ გაწამებს და თეთრი მგელი ბანს აძლევდა ვერცხლისფერ ჭადრებს’’-გენიოსი მყოლია კლასში და არ ვიცოდი - გადაიხარხარა მასწავლებელმა და თავზე ხელი მოუთათუნა - მაგრამ ვინ გითხრა გაწამებს სიყვარულიო ბიჭო?-მე თვითონ მოვიფიქრე - თქვა გაბიმ და თავი ჩახარა-ყოჩაღ, ყოჩაღ, ნიჭიერი ყოფილხარ ,მაგრამ იმაში მაინც ვერ დაგეთანხმები რომ სიყვარული გაწამებს. აი ჩემი მეუღლე ცხრამეტი წლისამ შევირთე და მას შემდეგ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ.-არაფერი მოუტყუებია? - იკითხა გაბიმ და დიდი თვალები, მასწავლებელს მიანათა.- პატარ-პატარა უწყინარი ტყუილები ადამიანურია გაბი, ხან მე ვატყუებ ცოტას, ხან ის, ზოგჯერ თავსაც კი ისე ვიტყუებთ, ჩვენც ვერ ვხვდებით-როგორ ვერ ხვდები , თუ თავს იტყუებ?-რთული არსებაა ადამიანი გაბი, ერთი პატარა ტყუილის გამო, ნუ დაკარგავ მთავარს-მთავარი რა არის მასწავლებელო?-სიყვარული ბიჭო, სიყვარულია მთავარი, მიტევების უნარია მთავარი, სხვა ყველაფერი ტყუილია ამქვეყნად.