ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა

0 ხმა

ნინო ბალანჩივაძე

ბიოგრაფია

გვარი: ბალანჩივაძე

სახელი: ნინო

ასაკი: 31

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

 

დავიბადე ქალაქ თბილისში, 1993 წელს. ვსწავლობდი კერძო სკოლა “მერმისში”, სადაც ლიტერატურა განსაკუთრებულად შემაყვარეს. მთელი ბავშვობა ვაწარმოებდი სხვადასხვა სახის დღიურს და წერის სიყვარულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამაბარებინა. პროფესიული განვითარებისა და კარიერისთვის, მაგისტრის ხარისხი მივიღე საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში, (GIPA) ადამიანებთან ურთიერთობების განხრით.

პროფესიული განვითარება განვაგრძე კრეატიულ ინდუსტრიაში, ქოფირაითინგის მიმართულებით.

დღესდღეობით ვარ ფრილანსერი ქოფირაითერი, ვკითხულობ ლექციებს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, ვწერ მარკეტინგისთვის სცენარებს, ბლოგებს, გასახმოვანებელ ტექსტებს, მასალებს ვებ-გვერდებისთვის და ა.შ.

 

გატაცებული ვარ მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვით, იოგითა და თეატრით. ვარ ექსპერიმენტული სივრცის, “დრამის ლაბორატორიის” დასის წევრი.

 

“დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა” ჩემი მეორე რომანია, პირველი — ჯერ არ გამომიქვეყნებია.

სინოპსისი


 

ბეატრიჩეს, ტრადიციულ ოჯახში ნაშვილებ ბოშას, ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის: ადგილი სოციუმში, კეთილდღეობა, თეატრი, მომხიბვლელი გარეგნობა, ჭკუა, გონებამახვილობა… მაგრამ უბედურია.

ბედნიერების პოვნით შეპყრობილი, უკან არაფერზე იხევს, ეხვევა სახიფათო ისტორიებში, ეძებს საკუთარ ფესვებს, იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებებს და დიდხანს ვერსად ჩერდება.

ამასთანავე, ბეატრიჩე თვლის, რომ ბედნიერება გადაფასებულია და მის გამო ყველაფერი არ უნდა ჩაყლაპო, მაგრამ რატომღაც, თავს მაინც აჯერებს, რომ თუ ყოველდღე “მისი ყველაზე ბედნიერი დღე იქნება”, ერთ დღესაც ბედნიერი გაიღვიძებს.

 

 

 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური