ო, იერუსალიმ, იერუსალიმ...
0 ხმა

ანეტა მოსულიშვილი
მე ვარ ანეტა მოსულიშვილი. დავიბადე 1992 წელს ქუთაისში, 2010 წელს დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა და სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. მისი დასრულების შემდეგ ჯერ ვსწავლობდი ფსიქიატრიას, ხოლო ახლა ვარ ნევროლოგიის რეზიდენტი იგივე უნივერსიტეტში და ასევე გავდივარ ნეირომეცნიერების სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ლიტერატურულ (როგორც პოეზიის, ასევე პროზის მიმართულებით) კონკურსში, რაც წარმატებით დასრულდა, მაგრამ შემდგომში ჩემი პროფესიული განვითარება მთლიანად მედიცინის განხრით წარიმართა და ეს არის პირველი პროზაული ნაწარმოები, რომელზეც ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ვიმუშავე.
თავისუფალ დროს, ასევე, ვეწევი შემოქმედებით საქმიანობას სახვით ხელოვნებაში. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
როცა ირგვლივ ქაოსი ან უიმედობა სუფევს, ხშირად ვამბობთ, რომ ბნელა, მაგრამ რა მოხდება თუ ეს სიტყვა რეალობად იქცევა? წიგნში „ო, იერუსალიმ, იერუსალიმ...“ მოთხრობილია რამდენიმე პერსონაჟის ამბავი, როცა გარშემო ყველაფერს ჭეშმარიტი სიბნელე მოიცავს. ადამიანები, რომლებიც შემთხვევითობისა თუ ბედისწერის წყალობით ერთმანეთთან აღმოჩნდებიან დაკავშირებულნი თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, სრულ წყვდიადში, თავისებური მეთოდებით ცდილობენ გადარჩენას, მაგრამ რა არის სწორი გზა? სად უნდა ეძებო სინათლე? როგორ უნდა იპოვო ის? შეძლებს ვინმე გადაურჩეს სიბნელეს?
მიმდინარე ტური არ არის აქტიური