რატომ უნდოდა კაცს თავი მოეკლა
0 ხმა

ლაშქარა ქეცბაია
მე: ლაშქარა ქეცბაია.
დაბადების წელი და ადგილი: 1976.წ. ქ. გალი.
დავიბადე და გავიზარდე თვრამეტ წლამდე აფხაზეთში, გალის რაიონში. აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ დროებით დაკარგული და იმედია დროებით მარტო და ეს დროებით ჩემთვის იქიდან იწყება როცა სკოლა დავამთავრე და იმავე წელს გამოგვყარეს მე და ასი ათასი ადამიანი და იმის მერე დღემდე დევნილობის სტატუსით გზაში ვარ. საქართველოს ბევრ კუთხეში მომიწია ცხოვრება, აფხაზეთშიც შემოვლითი და დეფაქტო. დღეს დღეობით ქალაქ რუსთავს შემოვრჩი და აქაც გავიმეორებ იმედია დროებით. ამ ქალაქში ორი ახლობელი ვცხოვრობთ, მე და ჩემი ცოლი. პროფესიით ვარ მხატვარი... მეტი ბევრი სათქმელი არაფერი მაქვს რადგან რაც არ უნდა დავწერო მაინც არაფერია. უბრალოდ ვცხოვრობ, ვწერ, ვხატავ, ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვმედიტირებ და უფრო სიჩუმეს მივესწრაფი და დრამები და ამბის მოსაყოლი თემები ნაკლებად მაქვს ან მაქვს და ვერ ვყვები და ამიტომ არის წუთები რომ უხვი ამბავ მეტყველთა და ბევრი დრამიანების მშურს ან უფრო ვინტერესდები საიდან ამდენი მოსაყოლი თემებითქო.
უკვე მესამე წელია კონკურსში მონაწილეობას ვიღებ და ბიოგრაფიას უცვლელად ვაგზავნი და ან რაა შესაცვლელი, ასევე სინოპსის მოკლედ ვწერ.
ამბავია იმაზე თუ რატომ უნდოდა და მერე რატომ არ მოიკლა ადამიანმა თავი, უფრო სწორედ ნაბახუსევს მოუნდა „პირველი“ ანუ თავის მოკვლა და „მეორე“ ანუ არ მოკვლა, ცხოვრებამ დააფიქრა და მერე აერია და დაერია კაცს ცხოვრება და ტვინი. ცოტა იუმორი, ცოტა დრამა და ცოტა აბსურდი, რაც გამოვა თქვენთვის მომინდია.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური