ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

რატომ უნდოდა კაცს თავი მოეკლა

რატომ უნდოდა კაცს თავი მოეკლა

          რატომ უნდოდა კაცს თავი მოეკლა

დღეს ჩვენ მოგიყვებით საინტერესო მელოდრამა ისტორიას.- ასე იწყება ტვ შოუ, ერთ-ერთი რა თქმა უნდა და თუ კარგად არ დააკვირდები კაცი, წამყვანსაც ვერ გაარჩევ და რომელი არხია და რომელი ტვ შოუ იმასაც... ოდნავ ფერ და ინტერიერ ცვლილებებს თუ შეამჩნევს კაცი, თორემ ტონი, თემა და ამბები ისევ იმაზე... - ორი ადამიანი და ორი ცალ-ცალკე გაკვალული გზა წარმატებისკენ, მერე შეერთება, მერე ტკივილი, სევდა, მძიმე შრომა და სიყვარული. აი რა აკავშირებს ჩვენს გმირებს, ამ ყველაფრის მერე ახლა ახალ იდეებს და მწვერვალებს იპყრობენ ნუ ასე ამბობენ და ჯობია პირადად მათგაან მოვისმინოთ მომავალი გეგმების შესახებ... - აგრძელებს წამყვანი.

ტააში ჩვენ სტუმრებს... და ტაშმაც იქუხა.

სტუდიაში შემოდის ორი სტუმარი და წამყვანი მანანა ესალმება ყურებამდე ახეული ღიმილით და აცხადებს:

ყველასათვის ცნობილი ქალბატონი ნათელა და მისი განუყრელი პარტნიორი... ბიზნეს პარტნიორიი ბატონი თედო, მოგესალმებით.

-დავიწყოთ ქალბატონი ნათელა თქვენი ისტორიით. დიდი ხანია რაც პოლიტიკით დაინტერესდით?

-სულ ცოტახანია. - იღიმის პოლიტიკურად ნათელა

-და ასეთი დიდი რეიტინგით, ეს ხომ გასაოცარია და რაა ამის მიზეზი?

-სწორად მიმართული იდეები, გზა, სურვილი და მომავლის ჭვრეტა, ჩემი გეგმებს რომ ვაცნობ ადამიანებს პირადად იქნება თუ პრესკომფერეციით, ყოველთვის ბრძნულად იგებენ და სწორ დასკვნებს აკეთებენ. ხალხი ხომ ბრძენია?

-გეთანხმებით, ხალხი ბრძენია... მაგრამ რაზეც თქვენ საუბრობთ ეს ცოტა უცნაურია და არა პოპულარული და ასევე საეჭვო გზავნილი ახალი თაობისთვის და მორწმუნე საზოგადოებისთვის...

-და რა არის ამაში საეჭვო მომავალი თაობისთვის და თუნდაც რწმენასთან რა კავშირშია?

-უდუდესი კავშირია ქალბატონო..

-რაა? ანუ თქვენც ფიქრობთ რომ ეს ცოდვაა?

-...მე არა.. - ეტყობა წამყვანს უხერხულობა, ვერც მიჯნავს და ვერც გაუმიჯნია კითხვა და თავისი შეფასება. უხერხულობის გასანეიტრალებლად თავის გულუბრყვილობის ბრენდულ კისკის იწყებს და გადადის მეორე სტუმართან.

-ახლა ბატონ თედოს ვკითხავთ - წამყვანი ქალბატონს უყურებს თითქოს ნებართვას ითხოვს და ისიც აძლევს..

-აბა მოუსმინოთ... - ქალბატონი ნათელა კურთხევას გასცემს.

-ბატონო თედო, როდის გაიცანით ასეთი წარმატებული ქალბატონი? -ეს საკითხები შეთანხმებული კი იყო მაგრამ მსგავს დაკთხვაზე პირველად იყო სტუმარი ბატონი თედო და ცდილობდა ღელვა არ შეემჩნია. მანამდე ტრენინგ გაცნობა ათი წუთით ადრე თემა გაიარა თუ რა უნდა ეპასუხა მაგრამ კითხვა რომ დაუსვეს სრულაიდ გამოთაყვანებული სახე მიიღო და სრულიად მეხსიერება დაკარგული იდგა და ვერ იხსენებდა განვლილ ტექსტებს, გაახსენდა და მიხვდა სულ რატომ იყო სკოლაში ოროსანი, არადა სულ უმტკიცებდა მასავლებელს რომ გაკვეთილი ნასწავლი ქონდა და უბრალოდ განმეორება ჭირდებოდა და აჰა რამდენიმე წლის მერე ისევ ისე დგას და ამდენი დრო დაჭირდა იმას რომ მიხვედრილიყო თავის ბრალეულობას და ტყუილად ნაგინები შერჩა მასწავლებელი და მზადაა რომ სიტყვები უკან წაიღოს თუ ცოცხალი და შემართებაზე არიან მასწავლებლები ჩაამოუვლის და პატიებას თხოვოს ოღონდაც ახლა გამოძვრეს აქედან და არ შეარცხვინოს ბიზნეს პარტნიორი ნათელა და თავისი თავიც ბოლოს... ხოო და ამით არ დააზარალოს მომავალი და ბიზნეს იდეა და მომავალი პოლიტიკური კარიერა თავისი მეგობარი ქალისთვის. ეს მარტო შოუ გადაცემა ხომ არ არის? ანუ შოუ მანანასთვის ჩვეული ახალი გადაცემის რეიტინგისთვის და სტუმრებისთვის კი რეკლამაა.

-შეგისწორებთ... წარმატებული და უმშვენიერესი - და გაიკრიჭა საკაიფოთ, ეს ექსპრომნტი იყო ცოტა დროის გასაყვანად ჩაფიქრებისთვის კაი საქმე და ექსპრონტები თუ გადაარჩენდა და ან დაღუპავდა. უთხრა ნათელას ასი გრამი რამე მახუხინეო რომ გავხურდეო და არაო, დაგეტყობა სახეზეო და შერცხვებიო... ახლა კი დარდობდა „რას ვუჯერებდი, მაგრამ რა ვიცოდიო ტელევიზიის ამბები, რომელი ყოველდღიური თუ თვიური თუ წლიური სტუმარი მე ვიყავი და აქ თურმე გღებავენ და ღებვა კი არა მაკიაჟიო მარა ღებვა უფრო იყო და ხომ დამალავდნენ?“ არაო და ჰაა იტანჯება ახლა. მანანამ ამ პასუხზე აცეტებული ტაში შემოკრა და აკუნტრუშებულად აკისკისდა.

-ვაუ რა რომანტიული და სიღრმისეული მელოდრამულად იყო ნათქვამი უმშვენიერესიო... ბრავოოოო, მეგობრებო ბრავოო- ეს იმას ნიშნავდა შემოკარით ტაშიო და დაჰკრეს და დაჰკრეს მაგათმაც, დარბაზში ოციოდე მაყურებელი. იქაური თანამშრომლები, ტექნიკოსები, დამლაგებლები, და საქმე დალეული ათასი დასაქმებული, მარა ათასი არ იყო და ოცამდე კი იყო. მადლობა გადაუხადა სტუმარმა წამყვანს და გაიკრიჭა.

- როგორ გაიცანით ნათელა? და პირველი ნახვისას მიხვდით რომ ის ის არის?

მოკლედ აქ ითხოვდა ბანალურად დაყლევებულ მელოდრამულ პასუხს ისეთს რომ მერე წამყვანი ხელზე ხელს მოისმევდა და იტყოდა დამბურძგლა და ამაზე ემოციურად მქუხარე ერთ ან ორ წუთიანი ხმაურიანი ტაში მოყოლოდა მაგრამ პირიქით გამოუვიდა და ბრუტალურად გამოყლევებული პასუხი გასცა ალბათ რადგანაც სახეზე შეეტყო რომ დიდად არ იყო ნასიამოვნები და ძალად იკრიჭებოდა. 

-არა ესეთი ფიქრები არ მქონია, ვიფიქრე რომ რამდენს გადაგვიხდის მომსახურეობისთვის და საკაიფოდაც გადაგვიხადა

-არც მერე?

-რომ შევხედე მივხდი რომ ის მომავლის ადამიანი და ბიზნეს იდეების დედოფალი იქნებოდა...

-ანუ თქვენს შორის სიყვარული არ იყო თავიდანვე? და მაშინ როდის მიხვდი რომ გიყვარს და ის ის არის?

-სიყვარული ნუ ახლაც არის და ალბათ ყოველთვის-ხურდება სტუმარი უკვე

-ანუ პირველ ნახვისთანავე?

-არა პირველ ნახვისთანავე ხომ ვთქვი თუ რას ვფიქრობდი, კაი ქალია და საქმიანითქო

- გასაგებია, სიყვარული დაიბადა ნელ-ნელა და შეიპარა გულში გაზაფხულივით და დარჩა შენში. - და ისევ მოდის აზარტში ეს მანანა და აწვება პირველ რაღაცას და აი ვერ გაიგებ ადამიანი რა უნდა.

-პირველად და ახლაც ჩვენ გვაქვთ კაი მეგობრობა... სექსიც კარგი გვაქვთ და და მაშინ ვგრძნობ რომ ამ დარგში ის ის არის...

-ვაუ.. და მეტი ვერაფერი თქვა რადგან სცენარში სექსი ნახსენებიც არ იყო. - ანუ?...

-ანუ კაი სექსი გვაქვთ როცა დაღლილები მოვალთ და ცოტას მოვწრუპავთ ... აი თქვენც შექშურდებათ ისეთი... - და აქ ამყვანმა იმარჯვა და სასწრაფოდ სარეკლამო ჭრა გააკეთა და გავარდა კულისებში და რაღაცაზე აკაკანდა, ეტყობა მეორე ნაწილისთვის სტუმრებს აგვიანდებოდათ ან არ მოდიოდნენ, ცოტაც სტუმარზე იქნებოდა გაბრაზებული მაგრამ ხომ არ აწყობდა შემჩნევა. ნათელას ევასა თედოს პასუხები და თვალიც ჩაუკრა. მეორე ნაწილიც დაიწყო და და ნათელასთან გადავიდა და აი იქ დაიწყო რაც დაიწყო და მესამე ნაწილიც მალევე გადმორთო, რადგან შოუს ზუსტად მესამე ნაწილის სიცხარე აკლდა, მეორე ნაწილი იყო სულ დაბურძგლული და პირდაბჩენილი წამყვანისთვის მორიგი ნაივური რეპეტე და უკვე მეათასჯერ დაბჩენილი პირი მერე სიმწვავეს ითხოვდა.

-ანუ ქალბატონო ნათელა თქვენ აპირებთ რომ პროსტიტუცია იქნეს ლეგარიზებული? და ამაზე იბრძვით როგორც გავიგე...

-სწორად გაგიგიათ ქალბატონო მანანა და მეტსაც გეტყვი, ლეგალიზებული და პატივდადებული პროფესაი უნდა გახდეს, თავისი დაზღვევის პაკეტებით და მაღალი ანაზღაურებით და შრომითი ხელშეკრულობებით და ასევე სხვა და სხვა კარგი და უკეთესი პაკეტები...

-..... - აქ წამყვანმა მორიგ ჯერზე პირი დააღო და მეტი ვერაფერი მოიფიქრა

-ასეა ჩემო საყვარელო... აი, რისთვისაც ვიბრძვი და თუ გნებავთ მოგიყვებით ჩვენ ახალ და ტრენდულ მომსახურებაზეც, თუ რათქმაუნდა გსურთ...

- პირდაპირ გაოცებული და გაოგნებული ვარ თქვენი იდეებით და ერთი სული მაქვს მომავალ გეგმებზე და მოქმედი საქმიანობაზე მესაუბროთ...

მერე ნათიამ მოუყვა რომ აქვთ სასტუმრო და ტურისტული ბიზნესი და ბატონი თედო ხელმძღვანელობს და აგრეთვე თედოს დამატებითი ახალი მომსახურეობაც გაუმხილა და აქ მოხდა რაც მოხდა და არ იცოდა წამყვანმა რა რეაქცია მოერგო და რადგანაც მესამე ნაწილში უნდა ესაუბრა პროსტიტუციის ლეგალიზებაზე და ამის საპირწონედ შემოიყვანდა ექსპერტს და მამაოს და დროც დადგა ახალი სტუმრების შემოყვანისა და შემოვიდნენ დიდი ოვაციების თანხლებით. წამყვანმა ჯერ ექსპერტს კითხა. ექსპერტიო და მანაც დაიწყო ეკონომიკური ჭრილიდან დანახული დღევანდელი მდგომარეობითი მოვლენების სარგებელის გვერდითი ავლით ზიანის რაობა ლეგალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მერე მისი განხორციელების შემდეგი ეტაპი და ლაფსუსები, აგრეთვე პოლიტ გეოგრაფიული და ეთნო სოციალური მდგომარეობის კვლევითი გზების ისტორიული, მატერიალური და არამატერიალური საგანძურიდან ზნეობრივ მორალურ ეთიკურ ჭრილშიც გაიარა და ტაშიც დაიმსახურა. მერე დადგა მამაოს ჯერი და აქ დიდი ბრძოლა ელოდა ტელე მაყურებელ სტუმრებთან ერთად ქვეყვნის არამდგრად ზნეობა და მორალ დაკარგულებს. წამყვანი ცოტა ხანი აჯანჯლებდა დასაწყის რადგან რომელი ჭრილიდან დაეწყო კითხვები ცოტათი არეული ქონდა როგორც ეტყობოდა და დასაწყისისთვის ამჯობინა მარტო ლეგალიზაციაზე აესხა ეთიკ-მორალური და ზნეობრივი ომი, რადგანაც გაიჭედა ბატონი თედოს ახალ ბიზნეს მომსახურების საზრისში, მაგრამ ეს კაი დროის ათასი ჭირვარამის ნამხტარი - გადამხტარი წამყვანი იყო და მოაგვარებდა კოჭებშივე უჩანდა, უბრალოდ დრო და დაგეგმარება უნდოდა, მანამდე მამაოს რეგალიებზე ისაუბრა და აქაც ოვაციების ფონზე. ოპერატორიც კაი ჩათლახი ჩანდა და კადრიც წაიჭირა თვალებ ცრემლიანი ქალბატონი ახლო ხედით და ამაზე ამაჩუყებლობა რაღა იქნებოდა. მღვდელი იყო ელიტ უბნის საკმაოდ მოკრძალებული ტაძრიდან და თვითონაც საკმაოდ მოკრძალებული სახით და სამაგიეროდ მკვირცხლი ნაპერწკლიანი თვალებით, მამა იაკობ კეკელია.

-მამაო დაგვლოცეთ. - თავი მოუხარა წამყვანმა და მამაომაც ჩამოლოცა მთელი სტუდია

-მამაო რას გვეტყვით აქ მოსმენილზე? სიმართლე გითხრათ მე მინდოდა მეკითხა ჯერ ის რომ რამდენად ეთანხმება ეკლესია ლეგალიზაციას და ზოგადად ქართულ ტრადიციაში მისაღებია და მოკლედ მიიღებს ქართველი ხალხი პროსტიტუციის ლეგალიზაციას?... გისმენთ

-ჩემო საყვარელო შვილებო, მინდა გითხრათ რომ ეს ახალი იდეა არ არის და ეს ქალბატონი არაა ნოვატორი, მანამდეც იყო ამაზე საუბრებიც და მოქმედებებიც ქონიათ მაგრამ ამ ახალ... ანუ ახალი არ მინდდა ვუწოდო რადგან ახალი ყველაფერი ასოცირდება მომავლისკენ, სიახლისკენ, სიხარულისკენ, სიყვარულისკენ და ასე შემდეგ იმედია გამიგებთ რაზე ვსაუბროდ და ამიტომ ვიტყვი ასე, არა ახალი არამედ ძველი წარწყმედისკენ ორიენტირებული იდეები იყო და ექნებათ, ამ შემთხვევაში აქ ამ ადამიანებისგან წარმოდგენილი ვითომ კანონ პროექტი...

- და თუ წარადგინეს და დაამტკიცეს მამაოო?- აქ წამყვანი ისე დადნა რომ ნეტარ თვალები აუკარკლდა

-იმედია არ იქნება და თუ დაამტკიცეს მაინც და მაინც მაშინ მიიღებენ ადეკვატურ პასუხს ხალხისგან რადგან.. აქ ითქვა ჩემამდე ესეთი გენიალური ფრაზა „ ხალხი ბრძენია“ და მე ვამბობ რომ დიახამც!! ხალხი ბრძენია და ბრძენი ხალხი ყოველთვის ბრძნულ რეაქციასა ავლენს. მორჩა აქ და წერტილი და ერთი ორი ხელის მოსმით ჯვარი დასვა მამაომ.

-მამაო აქ ჩვენმა სტუმრებმა თქვეს რომ აქვთ სასტუმრო და ტურისტული სააგენტო და ასევე აქვთ ახალი ასე რომ თქვათ ჟიგალო მომსახურებაო და ამაზე რას იტყვით

- ამაზე რა უნდა ვთქვა მანანა? რას მეუბნებით ამხელა მამაო ახლა ამაზე რამე უნდა ვთქვაა?. - და აქ ხელებს შლის ნიშნად „გაოგნებული ვარ უკიდეგანოდო’.- ესაა ამარზენი და თამამად და კურთხევითაც ვიტყვი აქ შენს გადაცემაში და ამბიონზეც სულ ვამბობ რომ ესაა მომაკვდინებელი ცოდვა, ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა.

-ეს თქვენი შეფასებაა და მეტი არაფერი. - უკვე ვერ ითმენს ქალბატონი სტუმარი ნათელა

-ბოდიში მაგრამ შვილო ეს ჩემი შეფასება არაა ეს ღმერთის შეფასებაა და მე რიგითი ადამიანი არ ვარ რომ ვიკეკლუცო, ან პოლიტიკოსი რომ როგორც პოლიტიკას აწყობს ისე შევაფასო... ესაა მეძავეობა და მეძავი არის დაწყევლილი..

-და საიდან იცი ვინაა დაწყევლი და ვინ არა და მარიამ მაგლდალინელი ვინ იყო და მერე სხვებიც... -და ააქ ქლბატონმა სტუმარმა დაიწყო და ნახევარი ბიბლია განავრცო. უფრო რომლებიც მის თეზის ესადაგებოდა.

-წერია შვილო და გირჩევთ თქვენც განერიდოთ მაგ ცოდვას და მოინანიოთ დროზე, შიში უნდა გქონდეთ... ბევრი უნდა იკითხოთ და არა მარტო ამონარიდები რომლებიც გაწყობთ. ფულზე არ უნა იფიქროთ, სულზე უფრო მეტი იფიქრეთ...

-სულიერებაა ბატონო ჩემო?...—„მამაო და არა ბატონიო“- შეუსწორა წამყვანმა ქალბატონ ნათელას და ქალბატონიც აქ აილეწა მარა გაატარა. - სულიერებაა. როცა ადამიანი უბედურია და მიდის იქ და იქ იხსნის თავის ნეგატივს და რეალიზდება საათით მაინც, მაშინ ბედნიერად გრძნობს თავს, სექსის ენერგიით, ესე იგი მომავლის იმედით იმუხტება. და ვისაც მეძავს ეძახით ისინი კიდევ აქ ნებით ან იძულებით მოდიან რადგან დღეს ამ დუხჭირიან და ელიტარული გამდიდრებული და ჩაფუფუნებული ბუდეებიდან მორალი ადვილია და რომც იცოდეთ ამდენი უსამრთლობის წყალობით სამსახურს ვერ შოულობენ და მშიერი შვილების გადასარჩენად მიდიან ამ პროფესიაში... კიდევ არიან ადამიანები რომლებისც ამ პროფესაის სრულიად ადეკვატურად უდგებიან და არანაკლებს ჯამაგირს გამოიმუშავებენ და რაც მთავარია თავიანთი ნაშრომით და არა სხვის ჯიბის ყურებაში არიან. ბოლო ბოლო ადამიანი თავისი თავის ბატონი და პატრონი.

-აი ხედავ ჩემო მანანა რამხელა ცოდვას რა თმამად აფრქვევს ქალბატონი... სახელი შემახსენეთ?

-ნათელა. -ახსენებს წამყვანი

-შვილო ნათელა, მინდა გითხრა რომ ჯვრისწერამდე სექსი კი არა კოცნაობაც დიდი ცოდვაა და ამის წინააღმდეგ მიწევს ყოველდღიური ბრძოლა ჩემს მრევლთან, თანაც მე... -და წამყვანისკენ იყურება, ეტყობა ესენი მეგობრებიც არიან.- იცი შენ მანანა სად მიწევს მსახურება და თან ელიტარულ უბანში, ხოდა ვიბრძვით და ვებრძვით ამ მანკიერ ცოდვას, დიდება შენდა მაღალო... - და მაღლა აიხედა ხელებ გაშლილი, მერე მობილიზდა და სახე მოიჭმუნვა, მიიღო მწუხარე და ასევე მრისხანე იერი და დასჭექა ისე რომ სტუმარ მაყურებელი შეაღვიძა და უმალ მობილიზდა ყველანი.

 – და თქვენ მეუბნებით რომ მეძავეობა არაფერია და პროფესიაა და ფულის შოვნისთვის გამართლებული პროფესია და უფრო მეტიც, ქართველი ქალი ამ მომსახურეობას ღებულოობს? ანუ სახლიდან გამოდის და სახლში ტოვებს უფლის ნაჩუქარ შვილებს, ლოგინში ტოვებს ჯვრით შეერთებულ ქმარს და სადღაც საროსკიპოში იმ ქმირის ნაშოვნი ფულით ისევ მას ღალატობს და ამას ეძახით ბედნიერების ძებნააას? - და აქ გაწითლდა მსუბუქი ნათქვამია, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი გახდა.

მერე ნათელამ უთხრა ძაან თქვენ თავზე იღებთ რაღაც რაღაცეებსო და მთლა ასე არ არისო, როდის მერე გახდა ცოდვა კოცნა და ან სექსიო მარა ეს თქვენ გაწყობთ რომ ასე გაბრუებეული ხალხი მართოთ და ამით მერე თქვენი შავი ბოლო მოდელის ტოიოტები და მერსედესები გყამდეთო და თუ შეიძლება ეს მერამდენე ახალი მანქანაა და ფასიც გვითხარითო და ამაზა მგონი საცემადაც გამოიწევდა ისე აიჯაგრა მაგრამ აქაც დიპლომატიური და მოკრძალებული პასუხებით გამოძვრა და წამყვანმა დააბალანსა და მერე გადაცემაც მორჩა. მერე ნათელას რომ კითხა თედომ: ეს ამბავი ან სექსი ან კოცნა და ან მანქანები ერთ მეორესთან რა შუაში იყო თქო? ნატელამაც: აბა მე რავიციო. მეთქმეინაო.

                                                        ამბავების დასაწყისი

წინა დღის საზიზღრობა, რომელიც გახსოვს ალაგ- ალაგ და გრძნობ რაცხა ჭამე დიდი ანუ დააშავე და არც იცი რა დონის ამბავია და ამას მეზობელი, მეგობარი, ნათესავი და ათასი კეთილს მსურველი ასე შეუპარავად და შეულამაზებლად მოგახლის და მოგკითხავს თუ შეგახსენებს: „აუ როგორ იყავი გუშინო“ და ან „გახსოოვს რა რეებს აკეთებდი ან რეები თქვიო“ მსგავსი ფუნქციის მისიონერი ადამიანი მკვლელია და მე თუ მკითხავთ დაზუსტებითაც ვიტყვი ეგაა მკვლელობა რომელიც არაა აღიარებული სოც-საზოგადო და საკანომდებლო სივრცეში. უმძიმესი ფორმის მკვლელობაა რადგან დღის განმავლობაში ერთი ესეთი სიკვდილი არ მოგელის, კარგ ვარიანტში სამი და ჩვეულებრივ სამი და მეტი ექვსამდე და ცუდ პონტში ექვსზე მეტი და აქ მოგხვდება სპრავიდლივო და უბრალოდ სხეულს იმდენად არ ეტკინება რადგან ნაბახუსევზე სხეული მარტივ ტრამვებს არ აღიქვამს და გტკივა სული. გტკივა ეგ მსუბუქადაა ნათქვამიო შევთახმდით, ეგაა სიკვდილი და აქ სურვილი სამი გრჩება და სარეალიზაციოდ თითქმის არც ერთია კარგი ფორმა.

1: იწყვევლები და აგინებ გუშინდელ დღეს და გირჩევნია მიწა გასკდეს და შიგ ჩავარდე და დაგეყაროს ზედ მიწაც.

2: იგინები მაგრამ უმისამართოდ და უფრო შენ თავს და მერე აგინებ კოტიკას რომელიც ეშმაკივით დილით შეგიჩნდა, კოტიკა აქ პირობითია რადგან გუშინ მან ააგდო პონტები და აჰა ახლა კვდები და ვერ მოკვდი ეს დედა არღიანი, თორემ ყველა იმ ტიპებზე ვამბობ, შენი ნების გარეშე და ოდნავ დაძალებით რომ გითრევენ სალოთაოდ.

3: აქ ყველაფერთან ერთად სადაც აგინებ შენ თავს, იწყევლები და მიწაც გასკდეს გინდა და არ გასკდა და გული ოდნავ ხათრით ამოარტყამს სადღაც წუთების ინტერვალებით და არც ეცოდები მკვლელს და თვალებშიც გიყურებს:„აბა რითი გინდა იმართლო თავიო“, ხო უნდა აგინო მასაც, აფურთხო და წყევლო და იმ გამსკდარ მიწაშიც ესეც ხომ გინდა ჩაასვენო და ჯერ ამას მოაყარო მიწა და მერე შენ დაიყარო? გინდა მაგრამ ჩუმად ხარ და ხმასაც ვერ ამოიღებ და მეტიც, გიკავია გამობეტონებული სიფათი და მებოდიშე თვალებით შესციცინებ, ნეტავ გაჩერდებოდეს და შემიცოდებდეს ეს ჩემისა და ჯანდაბას შენზეც ვილოცებ ამის მერე მაინცო და აქ როგორი ფორტუნის პატრონი ხარ იმაზეა დამოკიდებული, გაჩერდება თუ არ გაჩერდება, მაგრამ დღეს იშვაითაობა ამ გზაზე ფორტუნა ძმაო, დღეს ყველას ვალია და წესია აღიმაღლოს ხმა და ამხილოს ბოროტება, ცოდვა და გზა აცდენილობები. ძაან მომრავლდნენ ესეთები მე თუ მკითხავ, აქეთ კურთხევა მაქო მასეთებისო, ცოდვის დაწვაში მიეხმარე მოყვასო იქით სიმართლის კაცი კია კაციო, კიდევ იმის იქით თუ აქეთ კაი ბიჭის ამბავია პირში ატაკეო და ყველას თავისი წილი მიეზღოსო და კიდევ რა ჩამოთვლის ამ იდეოლოგიის მიმდევრებს და ახლა როცა ამის წინაშე დგახარ გინდა ყველა სისტემა და მიმდინარეობა და იდეოლოგია ამოიბუგის და შესცე ერთდროულად და ბრუტალურად. მერე რომ დაფიქრდე ამდენს ვერაფერს იზამ და იხსენებ გუშინდელ დღეს და იწყებ დილიდან და ეგრევა აგინებ მაინც კოტიკას რომელიც კიბეზე შეგხვდა, როცა შენ ჩამოდდიოდი კიბეზე ნელა და ღიღინებდი „ ოო ეს ეკლესიაა“ და აქ შეგეჩეხა და აქ იწყება სხვა ისტორია რადგან სხვა ისტორიის ამბებზე მიდიოდი იმიტომ, რომ დღეს შაბათია და შაბათი უფრო უკეთესი განტვირთვის დღეაა ვიდრე კვირა და აჰა ამის ასასრულებლად მიმავალი შეგატრიალა და სხვა პალასაზე წაგატასავა და იმკი იმას რასაც იმკი დილის მადლივით და როგორ განვითარდება სიტუაცია ჯერაც არ იციდა რაც იცი იმას იხსენებ ახლა და აანალიზებ რომელი ჯობდა არ გენახა კოტიკი არასდროს და ან გენახა და უარი გეთქვა შეთავაზებაზე და გაგეგრძელებინა შენი არჩეული გზა და შენს პონტში გეჯაზა. გეჯაზა და შენც არ გადაგეღუნა დედამიწის ცენტრი, მარა რაღაც პონტში რო დაფიქრდეს კაცი კი ღუნავ რადგან როგორც ჩვენში იტყვიან შენ ჭიას ახარებ და ეგებ ეგაა გადაღუნვა? რაიცი რა ვიცი. თუ არ გადაღუნავდი თავდახრილი და მკვდარი და მომაკვდავი არ იდგებოდი მაინც დილიდან. ესე არ იდგებოდი და იქ კიდევ პლეისტეიშინით დედას ტირობას გაუკეთებდი ზურას და მის ბარსელონას და მერე მის გადაფსიხებულ სახეზე იკაიფებდი, შეიძლება პირიქით ყოფილიყო და მას ეკაიფა შენზე და რეალ მადრიდზე, რას გაუგებ ცხოვრებას, ასე დაცლიდი ტესტერონების მოზღვავებას, ნუ ახლა პლეისტეიშინი და ფეხბურთი არ შვება მარტო მანდ მთლად და ნუ ესეც თავის პონტში დრაივივით კი გაწვება მაგრა მანდ უფრო ზურას დის, ნიაკოს ბრალეულობა მეტია, რომელიც ყოველთვის გხვდება და ნაზად მუდამ გადაგკოცნის და ზოგჯერ თამაშში შეგვეწილება როცა საქმე არაფერია აქვს და მგონი უფრო ბევრჯერ საქმე არ აქვს მასაც შაბათობით ცხადია და მერე მის ფრიალა თეხელი ზედა მაისური და ძაან დაჩაჩული და ძაან მოკლე შორტებით სხეულს უნებლიე თუ ნებლიე აძაგძაგებს და ძმაო კია ეს პროჭობა მეგობრის დაიკოსკენ ახედვა და გახედვა მაგრამ თვალია და ამას რას მოსთხოვ და როცა მოგიჯდება და სხეულს მოგიახლოვებს და თამაში გართული ძაან მოგაწვება უთხარი სხეულს დაოკდი და ნუ შეწუხდები და რასდგები და ბოგინობო, რა იცის ქვემოთ რომაა და მკერდზე მოდუგდუგე გულმა რომ არ შეიძლება და ცოდვაა და სირცხვილაი და ღალატია და ქვეშ ქვეშობაა მეგობრის წინაშე და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი ტვინმა უნდა აუხსნას სხეულების ნაწილებს და გაუიასნოს რომ არ დაზარალდნენ, კი აკეთებს, არ აკეთებს განა? მარა ვერ ერევა ერთდროულად ყველას და წვალობს მაგრამ მაინც აკეთებს ვერ დაუწუნებ შრომას, თან მერე გადააქვს თამაშზე და ზურას აგდების მუღამებში და იქ რომ აიჭრები მერე ლაგდება ყველაფერი. აი ზურას აგდებას კიდევ ბევრი არაფერი უნდა, ბარსას შეეხე, გალანძღე და მორჩა, არ გაპატიებს. უფრო და ყველაზე მგრძნობიარეა მესისთან, აი იქ თავის მშობელ დასაც არ პატიობს და ეს მეც ვიცი და მისმა დამაც და რომ შევამხანაგდებით მწყობრიდან რომ გამოვიყვანთ მერე ვუგებთ და ვუგებთ რიგ რიგობით, აი ასე თუ მოუგებთ თორემ ამ დარგში ნადირია და მესია. საღამომდე ესე ვერთობით ნუ ზოგჯერ სხვანაირადაც და სხვაგანაც გავალთ და ცოტას დავლევთ და მეტს მოვწევთ თუ კაი მოსაწევი გაიჩითა და მერე ვყვებით იმიერს და ამიერს და აი აქ ამ დვიჟუხებს ავცდი და შევხდი მოღიღინე კოტიკას.

-გაუ ძმას

-გაუმარჯოს კოტიკას, რაფერ ხარ

-საკაიფოდ ძმა და შენ რავახარ

-მეც კოტიკ

-საით ძმის გულო და ასე ვიკენწლავეთ მე და კოსტიკ და მერე მეხვეწა წამო ძმაო და თითო ჭიქა მექსიკური ვისკი დავლიოთო. რა მექსიკური მეთქი როგორც ვიცი მექსიკელებს ტეკილა აქვთ და ვისკი შოტლანდიური და ირლანდიური და ეგრე ვიცი მეთქი

-არა ძმაო ეგენი ვიცი, აბეჟაეშ?-ჩაიხვიხინა თან- მექსიკელი კარტერების ბარიდანაა ძმა, ზაკოს ბიძამ ჩამოიტანა მოსკოვიდან, ხო იცი ზაკოს ბიძის ამბები და კაროჩე იქიდან გამოუგზავნესო მექსიკელებმა ზაკოს ბიძის პადელნიკებსო და იასნია... და რა ქვაი ზაკოს ბიძასთქო ვკითხე სანამ მე ჩემი ნერვოზი გამიჩნდა, ზაკოს ბიძა ზაკოს ბიძა და მოკლედ...

-იურა ძმა. არ გეხსომება კარგა ხანია იქითაა და ცხოვრობს ძმებთან და თემებშია და თაან მაგრადთქო და მეც გავყევი და ის მიასნებს და მიასნებს იურა ძიას ბლატნოი ჟიზნებს და მე რომ მკიდია ამან არ იცის და არც ვეუბნები და მე უფრო ვისკით დავიკერე და თან ვისკი და თან სულ ტეხავს რომ არ მცალია და მსგავსი თემებით ვიშორებ უბნის ბიჭებს.სულ ასე არ იყო მარა ახლა ამ ბოლო დროებაში, რაც სამსახური დავიწყე ზოგჯერ გამოვჩნდები ამათან, მარა სასტავებს ცალკე კოდლა აქვთ შეკრული და არც მაშინ ვიყავი ამათი საძმოს წევრი მარა საპატიო წევრობა ითქმოდა თითქმის. კოტიკი სხვა თემაა ის ყველასთან კარგადაა და მეც რათქმა უნდა და ნუ კოტიკა ანუ ზოგჯერ კოტკა არის უბნის კოლორიტი აწ გასვენებული და ახლად შესვენებული მონაი უფლისა გიორგის მერე, ნათლობაში გიორგი თორემ პაჟიზნენო ჟორა ანუ ჟორკა უბანში და იყო კოლორიტი ნომერ პირველი, ჩვენი სახლის და უბნის აღორძინებიდან მოდის და მერე წავიდა კოლორიტი და როგორც ოლია ხახლუშკა იტყოდა კულტურნი ალკაგოლისტი კი იყო,„ეს ტკვენი კალორიტ ჟორკა კულტურნი ალკაშია“, მერე ჩვენ ბავშვები ხარხარს ვიწყებდით და გვეპატიობოდა თორემ უფროსები ჯერ ოლია ხახლუშკას შეუგინებდნენ ჯიშს და შვილ და შვილიშვილს და ამის მერე ჟორკასაც გაეხუმრებოდნენ. ჟორკა კიდევ თითქოს უკანასკნელად ამოისუნთქავდა და დანანებით ეტყოდა

-ოლია იმიტო ვერ მიტან რომ დაქალს გიხერხაავდი და შენ ზედაც არ გიყურებდი?-ხარხარი კი იცოდა მართლა კოლორიტული.

-არ გინდა ჟორკა და არ მატქმეინიო ტორემ ვიტყვი...- და აქ ჟორა ბიძია აგინებდა და სხვებიც მიყვებოდნენ გინებაში და ისიც გაქრებოდა, კოლორიტი კაცის გვერდით ყველა პატარაა, მითუმეტეს ჩასტუმრებული და თუ ნანაშებია, დაუნდობლობაა მის მიმართ, ასე რომ ოლია ხახლუშკა უთანამოზიარე იყო და აფოფხდებოდა თავის ბინაში. აწ უკვე არც კოლორიტი ჟორკაა და არც ხახლუშკა ოლია. ჰოდა ახლა გვყავს კოტკა ძმა, ყველას მშველელი და გვერდში მდგომი, უბნის, ეზოსი და ახლო მახლო ხალხის იმედი. ყველაფერჩიკივით ყველაფერში გვერდით მდგომი. უბნის ასთორმეტი და შეერგოს. პატარებთან პატარა და მათი ძმაკაცი და დიდებთან დიდი და სიცოცხლეთ სავსე, გრიშუხა სანტექნიკოსის ძმაკაცი და მეეზოვე ზოიას დაქალი. კაიბიჭების ძმა და სტარტი და ფეხმარდინაი და თვალი და გულიც, ხო და ბოლოს ყველა უფასებს ცოტ ცოტას. მთლიანობაში ყველა ერთად შეკრებილი იტყოდნენ ოღონდა ზოგჯერ, „გულიანია კია მარა გულუბრყვილოა და ნამეტნავად ალალი“, ზოგეჯერაც იტყოდნენ ალალი კიარა გამოყლეებაა და ვის რას გაუგებ, ის ხარ ადამიანი ვის რაც იმ წამს აწყობს და მაინც ყაბულზე ხარ მერე ნებლიე უნებლიე. ეზოში სახელდახელოდ გაპიწკინებული მაგიდა და საჭირო ინვენტარები სულ იყო, შესაშურად მოწყობილი იყო იქაურობა. ზაკო იჯდა და გვერდზე ედგა ვისკი, ჩვეულებრივი ჯეკ დანიელსი, აი ისეთი რომ აქაც მარკეტში იყიდი ორმოცდახუთ ლარად, მაგრამ მტკიცედ და უაპელაციოდ ამტკიცბდნენ ძმები, რომ ამერიკიდან ჩამოტანილი და ესიგი ორიგინალი იყო, ახლა ზაკომ მოყვა ამის ისტორია კოტკას მერე, კოტიკა როგორცა ვთქვით გულუბრყვილო კეთილი ტიპია და ყველასი უხარია და ყოველთვის და ყველაფრით ბედნიერია, ზაკო კი იმენა თესლია, პადოშაა და უხარია და გვერდში დაუდგება მხოლოდ ვოლკებს და საჭირო ტიპებს და მერე პლიუს სიფათი სულ ვაჟნი აქვს თითქოს და წამი აკლია პრაფესორობას ან ბოსთა ბოსობაზე, რატომღაც მასეთ ტიპებს ევასებათ სიტყვა პრაფესორობა ვოლკის მერე და ინფანტალურად ოცნებაში ეხდებათ სული. კიდე ბევრი პროჭული დახასიათებას მისცემდა კაცი მაგრამ იდეაში და ქუჩურ უბნურ და ქალაქურ ყოფიერებაში, ნარმალნი და პატიოსანი კაცი იყო და კაი კაცის სახელით იცხოვრებდა ას წლამდე სანამ არ დაიმარხებოდა და მერე მისი სახელიც მიიკარგებოდა ერთი წლის შემდეგ ანუ არ იყო პერსპექტიული უკვდავი სახელით და ამანაც რომ მოყვა კარტერებთან დვიჟენიებიო და ბიძაჩემიო და მისი ძმებიო კითხვა გამიჩდა და მერე მიმახვედრეს თვალებით რომ ძაან ცუდი კითხვა იყო

-ანუ ბიძაშენი ბარიგაა?

და აქ მომხვდებოდა და თან მაგრად მარა სამი ვიყავით და კოტკამ მიხსნა, რეებს ამბობ ბიჯო აზრზე ხაარ ტოო?

-რავი ბიჭო კინოებიდან ვიცი კარტერები გერაინ და ანაშა და რაღაცეებზე ბაზრობენ სულ და ამიტომ ვთქვი- და აქ ავარდა ზაკო

-ოეე რეებს ამბობ...- და აქ ისევ კოტიკამ დაასწრო

-აუ ძმობას გეფიცები ვაბშემ აზრზე არაა ტო და აუხსენიო.- და იმყვერმაც ახსნა დაიწყო და მეც თითქოს ძაან მაინტერესებდა ისეთი როჟა მივიღე, უბრალოდ სიტუაციის ჩასაქრობად ვუცქერდი თვალებში.

 

-ეგ კინოშია ძმაო და ახლა ისინი ვაბშემ მაგარ წილებში არიან და სახელმწიფოებშიც ერევიან და იარაღები და ქილერები და კაროჩე ვაბშემ ნომერ პირველები არიან ბოსებბის ბოსებში, პრეზიდენტებს ეშინიათ ამათი. არიან ზოგი ბარიგებიც მარა იმათ ესენიც აგინებენ და იურა და თავისი პაძელნიკი თურმე მოსკოვში მექსიკელ ძმებთან რო ბაზრობდნენ ბიძაჩემს უთქვია მსოფლიოშიო ყველა ბარიგას დედაც მოვტყანო და იქ ყველას ჰამინო უთქვია და ერთ ამერიკელს არაფერი უთქვია და უკითხიათ: შენ რატო ხარ ჩუმად ბრატანო? იმას უთქვია რატო აგინებთო და აქ მექსიკელს სახე აუხევია და იქიდან ფარჩაკი გასულა და კაროჩე იმენა მგონი დაბრიდეს თუ რაღაცაზე იყო საუბარიო და მერე ამერიკაში გაგრძელებულა სროლები და კაროჩე ასეა არიან გაყოფილები..

-აუ ხედაავ ძმაო?- გაოცებულია კოტკა- იმენა დასირდები კაცი...

-ასეა ბრატან.- და მხარზე ხელი დამადო და გამჭოლად თვალებში ჩამხედა, ახლა ის მექსიკელი ზაკოე იყო ეს ჩემისა გამოსირება და მერე ბრძანება გასცა დავლიოთო და ჩაუფინეთ თითო ჭიქა და მერე მიგვანიშნა ასეთი დასალევი მე ვიკისრე და ზაკუსკა თქვენზეო, ახლა კოტიკა რა ჩემ ფეხებს გააგდებდა რაც არ ქონდა და ამიტომ ათ ლარიანი ჯიბგირულად ამოვიწიწკინე ჯიბიდან და კოტიკი მერე სპეცი იყო ეგეთებში და გავარდა ხუთ წუთში პრავიზიით და სტუმრით დაგვადგა.

-