ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ელფერის სასახლის ქურდი

0 ხმა

ია გაჩეჩილაძე

ბიოგრაფია

გაჩეჩილაძე ია, 34 წლის. რუსთავი

 

1989 წელს დავიბადე სოფელ ხარაგაულში დედაჩემის სოფელში. ბედნიერი ვატარებდი სკოლის არდადეგებს ბებოსთან და ჩემს ორ უფროს ძმებთან ერთად მამაჩემის სოფელშიც. რუსთავის სკოლის პარალელურად დედას ფორტეპიანოზე დავყავდი, მიუხედავად სიარული არ მსურდა ბავშვობაში 7 წლედიც დავასრულე და უნივერსიტეტის დროსაც კი გავაგრძელე ვოკალურზე 4 წელი სწავლა.

ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარდა პირადი დღიურის წარმოება, რომელიც ვგრძნობდი არ მყოფნიდა და რაღაც სხვა მსურდა გამეკეთებინა. მოსულ ფიქრებს და განცდებს, რომელიც სხვა სამყაროში მაგზავნიდა, სრულიად არ ვაქცევდი ყურადღებას და ჩემი ჩანაწერების გარდა არაფერს არ ვწერდი 2015 წლამდე. მოსულ ფიქრებს და აზრებს ვუარყოფდი და კალამს არასდროს ვიღებდი ხელში.

ჩვეულებრივ დღეს 2015 წელს პირველად დავჯექი კომპიუტერთან და გადავწყვიტე ის რაც მსურდა მეთქვა თავისუფლად მეთქვა ფურცლებისთვის. მაგრამ არ ვიცოდი როგორ, რითი უნდა დამეწყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი იქნებ მქონდა რაღაც წერის რაღაც პატარა ძაფი ხელში... და ტყვილა ამდენი ფიქრები და გრძნობები გამოუთქმელი არ მოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში დასაკარგავად...

ბევრი წლები ვუარყოფდი ჩემს თავს, ხელით შევხებოდი სხვას, სხვის ცხოვრებას მოსულს ფიქრებში, სხეულში მოსული ყველა ძლიერი ფიქრები ისეთი გახდა, რომ თავისით გაუაზრებლად მიმიყვანა ფურცლებამდე, რომ თავისუფლება მიმეღო მისგან და ახალი გრძნობები გახსნილიყო...

პირველი ფურცლები იწერებოდა 2015 წელს და ჩემს თავს არ ვუტყდებოდი ჯერ კიდევ რად მინდოდა წერა... ,,მკვლელობა შავი იებით’’ გახდა პირველი ის რამაც მიბიძგა სხვა ნაბიჯები გადამედგა საკუთარ ცხოვრებაში და არ გავჩერებულიყავი. შემთხვევით ხელში მოხვედრილმა ბაბუას ნამდვილმა ჩანაწერებმა თავის ცხოვრებაზე და ომზე ნამდვილი ისტორიაც დამაწერინა და ,,473’’ გახდა ის წიგნი, რომელიც ახლო ნათესავებისთვის გამოვეცით ბებოს სურვილის გამო, 2017 წელს.  ,,ელფერის სასახლის ქურდი’’, ,,ექიმი ვამპირი’’ და ,,დედოფალი ორქიდეა, ლუნას დაბრუნება’’, გახდა ის ნაშრომები, რომელიც უკვე თავისუფლად მიყვა ერთმანეთს და სამსახურის პარალელურად ჩანაწერებისთვის და წერისთვის თავი არ დამენებინა და ის რაც შევქმენი უბრალოდ გამომექვეყნებინა wordpress და saba.com.ge, ახლა კი გადავწყვიტე კვლავ ახალ გზას დავდგომოდი 2017 წლის შემდეგ და კვლავ მომესინჯა გზა ლიტერატურულ კონკურსში, ამჯერად სხვა ნაწარმოებით ,,ელფერის სასახლის ქურდი’’...

სინოპსისი

ბავშვობის სახლი, რომელიც პატარაობისას დავტოვეთ და სხვაგან გადავედით, მას მერე ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემთვის ჩემი სახლი ერქვა, მხოლოდ ჩემი სახლი. სახლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მომწონდა და ბავშვობას მაგონებდა. მას შემდეგ ბავშვობაც და ეზოში ბედნიერად მოთამაშ­ე გოგონაც სადღაც უცბად გაქრა... და იმ სახლში აღმოვჩნდი, რომელიც ვერ შევიყვარე მთელი 20 წლის განმავლობაში. მთელი 20 წლის განმავლობაში ვუყურებდი ეზოში მოთამაშე ბავშვებს და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს სახლი შენი არ არის, არც ეს ეზოა შენი, ისინი შენი ნაწილი ვერასოდეს გახდებიან, რადგან ბავშვობა იქ დატოვე, იმ სახლში, რომელიც შენი იყო, შენი და მეტი არავისი. ახალ სამოსახლოში არასდროს მდომებია ეზოში ჩასვლა და იქ თამაში, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი სახლი არსებობდა, სახლი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი მხოლოდ 5 წლამდე, ბავშვობის ეზოში, სადაც ბავშვებთან და პირველ მეგობრებთან ერთად დავრბოდი და ვთამაშობდი. 5 წლის მერე ახალ სახლში თავს ტყვედ ვგრძნობდი, სიზმრებშიც კი იმ სახლს ვეძახდი და იმ ეზოში დავრბოდი, ვთამაშობდი და მეგობრებს ვნახულობდი. სიზმრებში იმ სახლს ვეფერებოდი და ვესიყვარულებოდი, რომელიც ჩემთვის ყველა მდიდრულ სახლზე უფრო ლამაზი და საინტერესო იყო... რადგან იქ ვიყავი მხოლოდ პატარა გოგონა, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ახალ სახლში გადასვლისას უცბად გავიზარდე და დიდი გოგო გავხდი... ჯერ კიდევ ადრე გავხდი დიდი გოგო, რომელიც ცდილობდა მთელი 20 წელიწადი იმ სახლისთვის ეცქირა, რომელიც არ უყვარდა და ძველი სახლის სიყვარული დაევიწყებინა. ძველი სახლის ქუჩაზე გავლილს ყოველთვის ცრემლები მეძალებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვეღარ ვაძლევდი, რადგან ვიცოდი, რომ ის სახლი უკვე ძველი ბავშვობის სახლი იყო და მეტი აღარაფერი... იქ მოხვედრა ჩემთვის ხელახალი ჭრილობების გახსენება იყო. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, როცა ძველი სახლის ლიფტის კარზე ჩემი და ძმების სახელები ეწერა. წარწერას შევხედავდი და მხოლოდ ეს ერთი რამ მანუგეშებდა, ცრემლი რომ არ მომრეოდა, უცბად ავივლიდი კიბეს და მეზობელს ვესტუმრებოდი, ეზოს გადავხედავდი ფანჯრიდან და ძველ დროს ვიხსენებდი, სადაც გოგონა ეზოში დარბოდა და თამაშობდა... მხოლოდ იმ სახლზე ვფიქრობდი, ის სახლი მინდოდა და მჭირდებოდა, რომლის დაკარგვაში არავინ არასდროს დამიდანაშაულებია. ახალი სახლი უფრო დიდი იყო, ძველ სახლზე დიდი და კარგი ჩემი ოჯახისთვის... მაგრამ ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში მაინც ვერ დავთმე ძველი, რომლის სიყვარულიც, ვიცოდი, რომ მუდამ გულსა და სულში მექნებოდა გამჯდარი და არასდროს მივცემდი თავს მისი დავიწყების უფლებას... მთელი 20 წელიწადი მენატრებოდა და მსურდა იქ, იმ სახლში და მეგობრებთან მოხვედრა, თუნდაც ერთი წამით... ერთი წამით მოვხვედრილიყავი იმ ძველ დროში და მერე თუნდაც მომკვდარიყავი, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, რადგან ის სახლი ჩემი ბავშვობის ერთადერთი სიყვარული იყო, რომლის დაკარგვა არ მინდოდა და არც არასდროს დამიკარგავს ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში... ის მხოლოდ ჩემი იყო, ჩემი ერთადერთი პატარა სიყვარულის სახლი... თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ადრე თუ გვიან დავიბრუნებდი... ყველაფრის ფასად... თუნდაც სიკვდილის ფასად... მაგრამ ახლა უკვე სხვისი სიკვდილის ფასად...

მიმდინარე ტური არ არის აქტიური