გოგონა ვარდისფერებში
0 ხმა

მარიამ ფხაკაძე
ფხაკაძე მარიამი. 29 წლის. საცხოვრებელი ადგილი _ ქ. ქუთაისი.
მე ვარ მარიამი. ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. ვსწავლობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წერა და კითხვა.
ჩემი პირველი წიგნი არის "გოგონა ვარდისფერებში" რომელიც გამოიცა 2022 წლის მარტში , ქუთაისის საგამომცემლო ცენტრში. სულ დაიბეჭდა სამასი ეგზემპლარი . წიგნების გაყიდვა ხდებოდა ონლაინ, წიგნის facebook ფეიჯზე . წიგნს მიღებული აქვს ძალიან ბევრი დადებითი შეფასება. ამჟამად ყველა მათგანი გაყიდულია. ფოტო რომელიც ყდაზე არის გამოსახული , ეკუთვნის წიგნს საავტორო უფლებებით.ახლა ვმუშაობ წიგნის მეორე ნაწილზე, რომელსაც ძალიან ბევრი ფანი სულმოუთქმელად ელოდება.
წიგნი „გოგონა ვარდუსფერებში“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას სასიყვარულო თავგადასავლზე. ლინდა თავის ოცნებებს მიჰყვება. იგი მტკიცე ნაბიჯებს დგამს თავისი მიზნების ასასრულებლად და სრულიად უცხო (მაგრამ მისი ოცნების) ქვეყანაში (სამხრეთ კორეაში) მიემგზავრება სწავლის დასაწყებად. ერთ წვიმიან დღეს, სრულიად გაწუწული გოგონა, ვარდისფერი კაბით, მიდის ფან შეხვედრაზე, სადაც თავის საყვარელ აიდოლსა და ოცნების მამაკცს ხვდება. სწორედ აქ იწყება მათი ურთიერთობა, რომელიც თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე განსაკუთრებული და საინტერესოა. ახალგაზრდა გოგონას გრძნობები სუფთა და ძლიერია. მოვლენები სწრაფად და საინტერესოთ ვითარდება. წიგნი ეძღვნება ახალგაზრდებს, რათა კიდევ ერთელ ეზიარონ და დაიჯერონ სიყვარულის, არ დანებდნენ, იმოქმედონ და მიჰყვნენ თავიანთ ოცებას. თუ მოინდომებ, თუ დაიჯერებ, თუ ირწმუნებ ოცნებების რეალობად იქცევა და სასწაულებიც მოხდება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური