გოგონა ვარდისფერებში
გოგონა ვარდისფერებში
პირველი თავი
„სიყვარული ზეცის სუნთქვაა, ზეცის სუნთქვას კი, რა შეაჩერებს.“
გოდერძი ჩოხელი.
წვიმს. ფანჯარა დავხურე და გაბრაზებულმა რაფაზე მო ცეკვავე წვიმის წვეთებს გავხედე. ვარდისფერი საწვიმარი მოვიცვი, კარი გამოვიჯახუნე და გაცეცხლებულმა ჩამოვირ ბინე სასტუმროს კიბეები. ყველა სადღაც მირბის. ვცდილობ, გზა გავიკვლიო არეულ ხალხში. გიჟივით დავყურებ საათის ისრებს, ვაგვიანებ. მინდა, ტაქსი გავაჩერო, მაგრამ ვერ ვახერხებ. გულამოვარდნილი, სირბილით ვაგრძელებ გზას და მივდივარ დანიშნულების ადგილამდე.
უნივერსიტეტის ეზოში ახლად აყვავებულ ყვავილებს შევავლე თვალი წამიერად, თუმცა მალევე გონს მოვედი და ჩქარი ნაბიჯით ადმინისტრაციის შენობაში შევედი. საჭირო საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ, დირექტორი წარმატებებს მისურვებს და მისაღებ გამოცდის ჩასაბარებლად სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში შევყავარ. გამოცდის დამთავრების მერე დამსწრე პირს ვემშვიდობები და უნივერსიტეტს ვტოვებ...
სამი საათია. აიდოლებთან ფან შეხვედრა ზუსტად ნახევარnსაათში იწყება. გამოდის, აქაც ვაგვიანებ. თუმცა ამჯერად ტაქსის გაჩერებას ვახერხებ და სქაის (sky entertainment) შენობასთან მალევე ვჩნდები. ფანშეხვედრისთვის განკუთვნილ ოთახში შევდივარ და სულ მთლად გაწუწული და სუნთქვაარეული ვდგები ფანების გრძელ რიგში. მაგიდასთან მოკალათებული მჯდარი ჩემთვის ძალიან ძვირფასი მომღერლებისკენ გავიხედე. იღიმოდნენ და ავტოგრაფებს არიგებდნენ.
_ჰმ! პირველი შენ ხარ. _გავიფიქრე და თავი დავხარე.
რიგი ნელ-ნელა წინ მიიწევდა. ნაბიჯებს ფრთხილად ვდგამდი და ბედისწერის თამაშში ბოლომდე ვიხლართებოდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მას, მით უფრო იჭრებოდა ჩემში აბობოქრებული გრძნობათა ტალღები.
_გამარჯობა._მითხრა მან და ნაცნობი ღიმილით გამიღიმა.
_სალამი. _ვუთხარი და მთელი ძალით ჩემს წინ მდგარ მაგიდას დავეყრდენი.
_სულ სველი ხარ, ალბათ, გცივა.
_ არა, არ მცივა._ვიცრუე უნებურად.
_ზღაპრის გმირს, გაწუწულ იხვს გავხარ.
_გაწუწული იხვი? თანაც ზღაპრის?
_ ვერ გაიხსენე ზღაპარის გმირი? შენ ხარ. გაწუწული იხვი ვარდისფერებში.
_ვფიქრობ, ლამაზი ზღაპარია.
_გინდა, მთავარი გმირი ვიყო?
კითხვაზე არ ვუპასუხე,ჩანთიდან დღიური ამოვიღე და ავტოგრაფისთვის გავუწოდე...
_ლამაზად ხატავ.
_მადლობა.
_შორიდან ჩამოხვედი?
_ძალიან შორიდან.
_ხელები გიკანკალებს, ტუჩები გაგილურჯდა...
ჩემს ხელს მის ხელებში იქცევს და ტუჩებისკენ მიაქვს. ცდილობს, სულის შებერვით ხელები გამითბოს. მზერა მის თვალებზე გადამაქვს, მაგრამ პულსი მიჩქარდება და თვალებს ვხუჭავ.
_შეგიძლია, მიყურო, ნუ გრცხვენია...
_უბრალოდ... _ ვერ ვახერხებ წინადადების დასრულებას, რადგან გულს ბაგა-ბუგი გააქვს.
_ოჰ! მაპატიე.
დაჭერილ ხელებს მინთავისუფლებს, მაგრამ კანზე მის თბილ სუნთქვას ისევ ვგრძნობ და ელვასავით მივლის ჟრუანტელი სხეულში.
_შეგიძლია ჩემი ფოტოს ქვეშ მიწერილი სიტყვები მითარგმნო? ძალიან მაინტერესებს.
_რა თქმა უნდა._ვუთხარი და პატარა ჩანახატს დავხედე.
_მთელი გულით გისმენ.
_ოდესმე! თუ ჩემი სიტყვები შენამდე მოვლენ, შემდეგ იქ ნება უსასრულობა შენს თვალებში გაჩერებული, ჩემი წამიერი მზერის მარადისობის.
მზერა გამისწორა და გაოცებული თვალებით მომაჩერდა. გრძნობებმა თვალებამდე ამოაღწიეს და ფეხაკრეფით გაიკვალეს გზა ჩემს სახეზე. უცნაური და დაბნეული მიყურებდა, ალბათ ვერაფერი გაეგო გოგოსი, რომელიც მის წინ იდგა და პატარა ბავშვივით ტიროდა. უცაბედად ჩემსკენ ხელი წამოიღო და თვალებზე შემეხო.
_თუ იტირებ, ვერ შეძლებ ჩემი სახის კარგად დამახსოვრებას.
_მაპატიე, იცი, ჩემი ერთადერთი ოცნება შენს ფერმკრთალ სახეზე შეხებაა..
დაუფიქრებლად აიღო ჩემი ხელი და მის სახესთან მიიტანა. როდესაც თითებზე მისი ნაზი კანის შეხება ვიგრძენი, ცრემლები ნიაღვარივით წამოვიდა თვალებიდან...
_იცი შენ, ჩემი მარადიული ..... _ წინადადების დასრულება ვერ შევძელი. ხელი სწრაფად მოვაშორე მის სახეს, დღიური ავიღე და შეხვედრის ოთახი სწრაფი ნაბიჯებით, ისე რომ ჯგუფის სხვა წევრებთან მისვლა არც კი მიცდია, დავტოვე.
წვიმს... სახეს ვუშვერ ცივ წვეთებს და დღიურს მთელი ძალით ვიკრავ გულში. ჩემს სულში, წვიმასთან ერთად გა წოლილია ჰორიზონტი პირველი შეხვედრიდან პირველ შეხე ბამდე...
ქუჩაში უგზო-უკვლოდ ხეტიალის შემდეგ სასტუმროში შევედი, ოთახი გავაღე, ნივთები მაგიდაზე დავაწყვე და აბაზანაში ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. ვცდილობდი თავი მომეყარა დღევანდელი მოგონებებისთვის, მაგრამ ისევ და ისევ, ჯიუტად მის შეხებაზე ვფიქრობდი _ ოცნება მაშინაა ასრულებული, როცა სული დადებითი ემოციებით ივსება და სხეულის ყოველი დაბზარული ნაკვთიდან ბედნიერება გამოსჭვივის.
როდის-როდის გათენდა. თითქმის არ მძინებია. რადგან წაძინებისას რეალურად ნანახი მისი სახე არ მაძლევდა დამშვიდების საშუალებას. წამოვდექი და გარეთ გასასვლელად მოვემზადე.
სეული _ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი. სილამაზით და არქიტექტურით გამორჩეული. ლამაზად მორ თულ ქუჩებს ფეხით ჩავუყევი. სიძველისა და სიახლის ნაზავი იმდენად იყო ერთმანეთში შერწყმული როგორც დიადი მხატვრის ნამუშევარზე ასახული ლამაზი პეიზაჟი. თითქმის ყველა კუთხეში განლაგებული იყო სხვადსხვა ულამაზესი და ერთმანეთისგან განსხვავებული პატარა კაფეები. ადამიანის სურვილზე იყო დამოკიდებული, რომელ მათგანს აირჩევდა. გზა გადავკვეთე. ერთ-ერთი ცათამბრჯენის ქვევით პატარა ყვავილების მაღაზია იყო, რომელშიც გაზაფხული იგრძნობოდა. მაღაზიის წინ ხანშიშესული ლამაზი ქალბატონი ტკბილ კარტოფილს ყიდდა. მივუახლოვდი და მივესალმე.
_დღის ყველაზე ლამაზი დასაწყისი ხარ. _თავაზიანად მომესალმა და კოხტად შეფუთული კარტოფილი გამომიწოდა. _ სახეზე გეტყობა, რომ ჯერ არ გისაუზმია.
_დიახ. მართალია. _ საფულედან თანხა ამოვიღე და გა ვუწოდე.
_მიიღე, როგორც საჩუქარი და გემრიელად მიირთვი. მადლობის ნიშნად თავი დავუხარე და მთელი გულით გავუღიმე ხანშიშესულ ქალბატონს...
_შენი ღიმილი აუცილებლად იპოვნის მეორე ღიმილს. წელიწადის ყველაზე რომანტიული დრო გაზაფხულია და შენ სიყვარულის სურნელი აგდის. როგორც კი მომიახლოვდი, სურნელიც თან მოგყვა.
_ეს სუნამოს სურნელია. _დამაბნია მისმა თავდაჯერებულმა ნათქვამმა.
_შენი გული ნამდვილად დიდი სიყვარულისგან იწვის, შენს თვალებში ნაპოვნი ბედისწერის ხაზებია გაბმული.
მისმა სიტყვებმა მთელი სხეული დამიარა და საკუთარ ბედისწერაზე ჩამაფიქრა. ქალბატონს, მისი ნებართვით, სამახსოვრო ფოტო გადავუღე და დავემშვიდობე. ქუჩების დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთ კაფეში შევედი კორეული რამენის, კიმჩის და სოჯუს დასაგემოვნებლად...~
ირგვლივ ყველაფერი ღია ვარდისფერი იყო. ზუსტად ეხამებოდა ჩემს მარწყვებიან ვარდისფერ კაბას და ვარდისფერ ბერეტს. ფანჯრებზე წარწერებით აჭრელებული ფარდები იყო დაშვებული.კედლებზე ლამაზი წყვილების ფოტოები გაეკრათ, მარჯვენა კუთხეში უზარმაზარი ალუბლის ხელოვნური ხე იდგა რომელზეც ყვავილებით გაკეთებული საქანელა ჩამოეკიდებინათ, მის პირდაპირ, ფანჯარასთან დავჯექი და ოფიციანტს შეკვეთა მივეცი.
საღამო ფეხაკრეფით შემოიპარა ქუჩებში, ჩემს წინ მდგარი ალუბლის ხე განათდა. იმდენად ლამაზი სანახვი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე. ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე წამოვდექი და საქანელაზე დავჯექი.
_გინდათ სურათი გადაგიღოთ?
ფიქრებიდან ოფიციანტის ხმამ გამომარკვია.
_დიახ. თუ არ შეწუხდებით. _ვუთხარი და ტელეფონი გა ვუწოდე...
_ძალიან ლამაზია.
ტელეფონი გამომიწოდა უკან და სამზარეულოსკენ წავიდა.
ირგვლივ მიმოვიხედე.კაფეში აღარავინ იყო. ბართან მივედი, შეკვეთის საფასური გადავიხადე და გარეთ გამოვედი... სასიამოვნო, გრილი ნიავი მომეფინა სხეულზე. სასტუმროსკენ ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას... უეცრად უკნიდან ვიღაცის შეშლილი ძახილი მომესმა. მივიხედე. ბარში მომუშავე ოფიციანტი ვიცანი, რომელიც გულამოვარდნილი მომსდევდა და რაღაცას ყვიროდა. ხელში დიდი ხის კოვზი ეჭირა.უცაბედად შიშის გრძნობამ დამიარა სხეულში. გავბრუნდი და მთელი ძალით გავიქეცი, მოვრბოდი დაცარიელებულ ქუჩებში, ისიც სირბილით მომდევდა და თან ყვირო ]და. გულაჩქარებულმა ჩამოვირბინე დასახლებული ქუჩა და უცაბედად ვიღაცას მთელი ძალით მივეხეთქე გულ-მკერდზე.
_ღმერთო, რა სიგიჟეა!_ გავიფიქრე, თან მთელი ძალით ჩავებღაუჭე შავებში ჩაცმული უცნობის მაისურს. _მიშველე! _ამოვილუღლუღე ძლივს.
_შეაჩერეთ! შეაჩერეთ! _ იძახდა ოფიციანტი.
უცნობმა ჩემი ხელები მოიშორა და ოფიციანტისკენ მიმაბრუნა...
_რა ხდება?
იკითხა რამდენიმე ხმამ ერთდროულად.
_ქურდია?
თვალები არ გამიხელია. რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინში სახეზე ხელები ავიფარე.
_არა. კაფეში ტელეფონი დარჩა. გამოვედევნე, მაგრამ რატომღაც შეეშინდა და გამოიქცა,ვერაფრით შევძელი მისი შეჩერება.
_ კი მაგრამ, ხელში უზარმაზარი ხის კოვზი რომ გიჭირავს. _ გავახილე თვალები და გავხედე მას გაბრაზებულმა.
_მაპატიეთ, საჭმელს ვამზადებდი, ყურადღება არ მიმიქცევია. შენი ტელეფონი, რომ შევამჩნიე, გამოგყევი, მაგრამ შეგაშინეთ. თუ კიდევ გვესტუმრებით უფასოდ გაგიმასპინძლდები... _ თავს ხრის, ტელეფონს მაწვდის და მემშვიდობება...
უკან ვბრუნდები შერცხვენილი და სახეაწითლებული. ვაპირებ ბიჭს, რომელმაც გადამარჩინა, მადლობა გადავუხადო, მაგრამ მოულოდნელობისგან...
_ღმერთო... _ვყვირივარ მთელი ხმით.
ჰანიული _ რატომ ყვირი?
ჩოუ _ მგონი რომ დაგვინახა, თვალებს არ დაუჯერა.
ბონ ჰვა_მოიცადეთ! შენ ის გოგონა არა ხარ, ფან შეხვედრიდან რომ გაიქცა.
ლინი _ ის გოგონაა, რომელმაც თითებით მაისური დამიხია.
ჩოუ _ გოგონა ისედაც შეშინებულია. რა დროს მაისურია.
_მაპატიე, არ მინდოდა. შემიძლია, საფასური გადაგიხადო.
ლინი _ გგონია, რომ ჩემი მაისურის საფასურის გადახდას შეძლებ?
და აი ჩემი შაქარყინული დაბრუნდა.ჩემი უხეში და თავნება აიდოლი _გავიფიქრე და თვალები დავხუჭე.
ლინი _ თვალებს ყოველთვის ხუჭავ, როცა საფრთხე გიახლოვდება?
_შენ საფრთხე არ ხარ.
საუბარში ბონ ჰვა ჩაერია.
ბონ ჰვა_ ვფიქრობ, ძალიან შეშინებული ხარ. ჩვენი მძღოლი სასტუმრომდე მიგიყვანს.
ჩოუ _ რომ გადავარჩინეთ, მადლობა როგორ უნდა გადაგ ვიხადოს?
ჰანიული_ერთი იდეა მაქვს.
ჩოუ _ რა იდეა?
ჰანიული_ჩვენთან მივიპატიჟოთ.
ჩოუ _ მგონი, შენი მოგზაურობა საუკეთესო ფაზაში შედის.
ბონ ჰვა_ თუ თანახმა ხარ, შეგიძლია შეხვიდე . _ გაღებული კარებისკენ ხელით მანიშნა.
_მაპატიეთ, მაგრამ, სასტუმროში მალე უნდა დავბრუნდე და მშობლებს დაველაპარაკო.
ლინი_ შენი იდეა უფრო მომწონს.
ჩოუ_შენ რა სულელი ხარ? გგონია, ყველა ტურისტს სახლში ვეპატიჟებით? _გულიანად იცინის...
ჰანიული _ მგონი, კოვზის ზემოქმედების ქვეშაა..
ბონ ჰვა _ შეგიძლია, მშობლებს დაურეკო და უთხრა, რომ კოვზიანი ბოროტი ჯადოქრისგან ოთხმა ძალიან სიმპათიურმა ჯენტლმენმა გიხსნა.
ჩოუ_ისე როგორც ფიფქია, ოღონდ ჩვენ ოთხნი ვართ.
ჯადოქრის წარმოდგენაზე გამეცინა და მათთან ერთად სახლში შევედი...
ბონ ჰვა_ რა გაცინებს?
_თავი სიზმარში მგონია.
ჰანიული _ იმედია, მალე არ გაგეღვიძება.
მისაღებ ოთახში მდივანზე ჩამოვჯექი. ისინიც ჩემს ირგვლივ დასხდნენ.
ჩოუ_ჩვენი სტუმარი ზედმეტად მორცხვია. გინდა, სტეიკის მომზადებაში დაგვეხმარო.
_რა თქმა უნდა.
ლინი_ღამემშვიდობისა იღბლიანო იხვო. დაძინებას ვაპირებ. _წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ჰანიული _ ამ უჟმურს ყურადღება არ მიაქციო. სამზარეულოში წავიდეთ...
სამზარეულოში გავედით და საჭირო ინგრედიენტების შეგროვება დავიწყეთ. მათთან ერთად ფუსფუსი დიდი სიამოვნება იყო.
ჩოუ_ლინისთვისაც მოამზადეთ. შემიძლია, დავიფიცო, რომ ჩამოვა.
_რა თქმა უნდა.
სტეიკი მოვამზადე, კარტოფილის ჩხირები შევწვი და მათ თვის ხილის წვენი დავწურე.
ჩოუ_ღმერთო რა სურნელია.ნამდვილად ოქროს ხელები გაქვს.
ჰანიული_მგონი სამზარეულოში კონკურენტი გამომიჩნდა.
ბონ ჰვა_იმედია, გემოც კარგი აქვს და იმედები არ გაგვიცრუვდება...
მისაღებ ოთახში პატარა მაგიდაზე ხუთი, სტეიკით სავსე თეფში დავაწყვეთ და სავახშმოდ მოვემზადეთ... კიბეებზე ნაბიჯების ხმა მოისმა. იქით გავიხედე, ლინი ჩამოდიოდა...
ჩოუ_ლინ! გვეგონა, დაიძინე.
ლინი_ზევით ისეთი სუნი ამოვიდა, მეგონა, ტურისტი იხვი შეწვით და გასასინჯად ჩამოვედი.
ბონ ჰვა_მართალი ხარ, ნამდვილად გემრიელი იქნებოდა...
ჰანიული_ ნუ აშინებთ, თორემ სწრაფი სირბილი იცის და გაიქცევა...
ჰანიულის სიტყვებზე ოთხივემ გაიცინა.
ლინი_პირველად შენ გასინჯე.
_რა თქმა უნდა. _ხორცის პატარა ნაჭერი ავიღე და დავაგემოვნე.
ჩოუ_ახლა რამდენიმე წუთი დაველოდოთ, თუ არ წაიქცევა, ესეიგი არ მოვუწამლივართ.
ჰანიული_ნუ გააგიჟეთ. ვერ ხედავთ, ფერი დაკარგა.
ბონ ჰვა_ რა გქვია?
_ლინდა.
ბონ ჰვა_რამდენი წლის ხარ ლინდა?
_ოცდაერთის.
ჩოუ_კარგი მზარეული ყოფილხარ. კერძი ნამდვილად გემრიელია. სეულში დიდი ხნით რჩები?
_ ჯერჯერობით ორი კვირით.
ჰანიული_რომელ სასტუმროში დაბინავდი?
_სასტუმრო სეულში.
ლინი_თუ იმდენი თანხა გაქვს, რომ მაგ სასტუმროში იცხოვრო, მაშინ, ჩემი მაისურის თანხაც უნდა გადაიხადო.
ჩოუ_ღმერთო... ეს თორმეტ დოლარიანი მაისური.
ბონ ჰვა_გინდა რაღაც გასწავლო.
_ყურადღებით გისმენ.
ბონ ჰვა_შეგიძლია თორმეტი დოლარი გადაუხადო და მაისური სამახსოვროდ დაიტოვო.
მის ნათქვამზე გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი და ვუქნიე.
ლინი_თანახმა ვარ. მაისურს ახლავე ჩამოგიტან.
ჩემი გულის ძგერა გარკვევით მესმოდა, როდესაც მან მისი მაისური ხელებში ჩამიდო...
_შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?
ჩოუ _ რა თქმა უნდა. მეორე სართულზე.მარჯვნივ ბოლო კარებია...
კიბეებს ავუყევი და სააბაზონოში შევედი... მინდოდა, მათთვის გამოსამშვიდობებლი წერილი დამეწერა. ამიტომ დღიურიდან ერთი ფურცელი ამოვიღე და წერა დავიწყე.
„მადლობა ჩემი ოცნებების ასრულებისთვის... ეს ყველა ფერი სიზმარი რომ იყოს, სამუდამოდ დაძინებას ვისურვებდი, არასდროს რომ არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეა. სინამდვილე, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემი სულის ყველაზე ლამაზ ფურცლებზე.თქვენ ჩემი სხვა სამყარო, ხართ. ყველაზე ლამაზი და ფერადი სამყარო რასაც კი ჩემს ცხოვრებაში უარსებია. გიყურებდით და მივხვდი, რომ აქამდე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უფერული იყო.
ჩოუ შენ, ცა ხარ ყველაზე უღრუბლო, სუფთა, მზით განათებული ცა. რომელიც სიცოცხლეს მითბობს. გიყურებდი და მივხვდი, თუ ოდესმე ცისარტყელა დამინახავს, ისინი, ყველნი უფერულნი იყვნენ, რადგან შენ ხარ სამყაროს ყველაზე ლამაზი ფერები. შენს თვალებში ძალიან ბევრი მოციმციმე ვარსკვლავია.
ჰანიულ შენ ოკეანე ხარ. ყველაზე ლამაზი, აბობოქრებული ოკეანე. მიმზიდველი და თავბრუდამხვევი. აი ისეთი, ცურვა რომ არ იცი, მაგრამ მზად ხარ მის ტალღებში სამარადისოდ ჩაიკარგო. შენი გრძნობები ოკეანესავით ბობოქარი და მრავალფეროვანია...
ბონ ჰვა შენ, ყველაზე ლამაზი ემოციები ხარ ამქვეყნად. შენ ხარ ფერები, რომლითაც უნდა ხატო. შენ ხარ სიტყვები, რომლის საშუალებითაც შედევრები უნდა დაწერო. შენ სიხარული ხარ, ყველაფერს, რასაც შეეხები, ბედნიერებით ავსებ.
ლინ. შენ, თავად სიყვარული ხარ! ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული სიყვარული. შენ გაზაფხული ხარ. რომელსაც მინდა მთელი ცხოვრება ვუყურო და მის სურნელში სამუდამოდ ჩავიკარგო...
მაპატიეთ, ვერ დაგემშვიდობეთ. არ მიყვარს დამშვიდობება. რადგან მგონია, რომ ასე წასვლა თავიდან დაბრუნებას უდრის. ნახვამდის“.
კიბეები ფრთხილად ჩამოვიარე. წერილი დავკეცე, სამზარეულოს მაგიდაზე დავდე და სახლიდან ისე გამოვედი, რომ არცერთ მათგანს არ შევუმჩნევივარ. დასახლებული ქუჩა ბოლომდე რომ ჩამოვიარე, ქუჩის კუთხეში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და პატარა ბავშვივით ავტირდი, რადგან ემოციები გულზე მაწვებოდა და ლამის მახრჩობდა კიდეც... ტირილიგან დასიებული თვალები რომ დამცხრალიყვნენ ფეხით მოვიარე ყველა ნაცნობი ქუჩა. სასტუმროში რომ მივედი, უკვე შუაღამის ორი საათი იყო... ფრთხილად გავიარე ჰოლი და ოთახის კარი გამოვაღე.
_ შუქი არ აანთო!_მიბრძანა უცნობმა...
შიშისაგან გავშეშდი, კარი დავხურე, შუქის ანთება ვერ გავბედე, აკანკალებული ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და რამდენადაც შეიძლებოდა, დამაჯერებელი ტონით მივმართე უცნობს.
_ვინ ხარ? ან აქ რა გინდა?
_არ შეგეშინდეს, არ იტირო, არაფერს დაგიშავებ...
_ეგ იგივეა, მკვლელის წინ იდგე და გეუბნებოდეს: ნუ გეშინია, არ მოგკლავო.
_ჩემს შესრულებულ სიმღერებს უსმენ, მაგრამ ჩემს ხმას ვერ ცნობ?!
_შუაღამით, სიბნელეში, ოთახში ვინმე რომ დაგხვედროდა, მის ხმაზე იფიქრებდი?
_თუ მეყვარებოდა, მისი ხმა დამამშვიდებდა.
_იქნებ გამოცანებით საუბარს მოეშვა და მიპასუხო.
ხმით მივხვდი, რომ დივანიდან წამოდგა და ნაბიჯები ჩემ სკენ გადმოდგა, თუმცა სიბნელეში მისი სახე ვერ გავარჩიე. მომიახლოვდა და ჩუმად წარმოთქვა:
_სიყვარული ვარ. ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული სიყვარული.
_ლინ! _ ვთქვი აკანკალებული ხმით და კედელს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.
_როგორც იქნა, მიცანი.
_აქ რას აკეთებ? ვინმემ რომ შეგამჩნიოს?
_შენთან რაღაც მაქვს გასარკვევი.
_გისმენ.
_შენი ტელეფონი მომეცი.
ტელეფონს ვაწვდი, ღილაკზე ხელის დაჭერისას სახის ნაკვთები უნათდება...
_რას ეძებ ჩემს ტელეფონში?
პასუხი არ გაუცია, მალევე დამიბრუნა...
_მგონი, პასუხის ღირსი ვარ.
_მაინტერესებდა ჩვენთან, ყოფნისას რაიმე ისეთი ხომ არ გადაიღე, რაც სოციალურ ქსელებში არ უნდა მოხვედრილიყო.
_შეგეძლო უბრალოდ გეკითხა.
_და შენი აზრით დავიჯერებდი, შენ ხომ სახლიდან გამოიპარე, გეგონა, იმ წერილს დავუჯერებდი?
_წაიკითხე?
_მხოლოდ მე.
_და სად წაიღე?
_შენს ადგილას ნებისმიერი გოგონა ყველაფერს გადაიღებდა და კარგ ფასადაც გაყიდიდა.
_რომელ ფანს უნდა მისი საყვარელი მომღერლების ჯგუფი დააზარალოს?
_როცა საქმე ფულს ეხება, ყველაფერი ავიწყდებათ.
_ამ შუაღამეში, აქ ამისთვის მოხვედი?
_მე ვზრუნავ მათ უსაფრთხოებაზე.
_შენი აზრით, არ შემეძლო სასტუმროში მოსვლამდე ყველაფერი პრესისთვის გამეზიარებინა?
_მაშინ მომიწევდა შენთვის თითები დამემტვრია...
_ზედმეტად კეთილი ხარ.
_ჩემი წასვლის დროა. _კარისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ უცებ უკან შემობრუნდა.
_შენი ტელეფონი სავსეა ჩემი ფოტოებით, ნამდვილად კარგი გემოვნება გქონია. _თქვა და ჰოლში გაუჩინარდა...
_ეს რა სიგიჟე იყო. _ გავიფიქრე და ოთახში შუქი ავანთე. ჩანთიდან მისი მკლავებდაგლეჯილი მაისური ამოვიღე, ტანსაცმელი გავიძვრე და გადავიცვი.
მაისურის სურნელმა მოიცვა ჩემი სხეული და დასაძინებლად ბალიშში ღრმად ჩავემხე. არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე, უკვე შუადღე გადასულიყო. ავდექი და გარეთ გასასვლელად მზადება დავიწყე. ამჯერად არჩევანი ყვითელ სარაფანსა და თეთრ კედებზე შევაჩერე. გარეთ საკუთარი თავისთვის დაუვიწყარი მოგზაურობის მოსაწყობად გამოვედი.
ამინდი სასიამოვნო იყო. ნაზი სიო ტალღებივით ეფინებო და ქალაქს. ხალხი სასეირნოდ გამოფენილიყო ქუჩებში. შეყვარებული წყვილები ხელებგადაჭდობილი მიუყვებოდნენ პა ტარა ბილიკებს და ერთმანეთს ღიმილიან მზერას ჩუქნიდნენ. ქუჩის მეორე მხარეს ნაცნობი ქალი _ ტკბილი კარტოფილის გამყიდველი იდგა. მის დანახვაზე გამეღიმა, ხალხის ტალღას გავყევი ქუჩის გადასაკვეთად. ქალბატონს კი გვერდი ავუარე ყვავილების მაღაზიაში შევედი და წითელი ვარდების პატარა თაიგული შევიძინე...
_საღამო მშვიდობისა _მივესალმე სანდომიან ქალბატონს და ყვავილების თაიგული გავუწოდე.
_საღამო მშვიდობისა_მითხრა და თაიგული გულზე მიიკრაა..
კარტოფილი შევიძინე და მის გვერდით პატარა სკამზე ჩამოვჯექი. მუშაობა რომ დაასრულა პატარა დახლი ჩამოხურა და გვერდით დაჯდა..
_გემრილია?
_ყველაზე გემრიელი კარტოფილია ამქვეყნად.
_მადლობა ვარდებისთვის, ისინი შენ თავს გამახსენებენ...
მის დამჭკნარ ხელებს დავხედე და ცრემლებმა თვალები დამისველა, გრძელი, ძალიან ლამაზი ვარდისფერი ლაქით მოხატული თითები ჰქონდა, კორეელებისთვის უჩვეულო, მოდიდო თაფლისფერი, წყლიანი თვალები ამშვენებდა მის მომღიმარ სახეს, ტანზე კი მწვანე და თეთრი გვრილებით მოხატული კაბა ეცვა...
_ჩვენს ქვეყანაში რატომ ჩამოხვედი?
_ოცნებების ასასრულებლად.
_უკვე შეხვდი შენს ოცნებას?
მოულოდნელმა კითხვამ დამაბნია და თითებს დავაჩერდი.
_შევხვდი, მაგრამ, ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა, რადგან მისთვის სხვა გალაქტიკიდან ჩამოსული ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ.
_ თუ გიყვარს, არ არსებობს ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, სიყვარული ჯადოსნობაა, რადგან ზუსტად ისეთს გაყვარებს როგორიც სინამდვილეშია.
_ მისი შესაფერისი რომ არ ვარ.
_ მის ადგილას შენც მისნაირად იფიქრებდი?
_მის თვალებს ნახვისთანავე შევიყვარებდი.
_მხოლოდ თვალები გყოფნის შესაყვარებლად?
_თვალები მთელი სამყაროა.
_და იქნებ მისი თვალებისთვის ბრძოლა ახლაც ღირს?
_დარწმუნებული არ ვარ.
_დარწმუნებული არც იმაში ვართ, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად გაგვითენდება, მაგრამ მომავლისთვის მაინც ყველა ჩვენებურად ვიბრძვით. ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ის არის რომ ძალიან იჩქარე, ხვალ ძალიან გვიანი არ იყოს. როდესაც ვაგვიანებთ, თითქოს ყველაფერი სრულ დება და ჩვენს ოცნებებს სხვა ისაკუთრებს. ადექი და მასთან გაიქეცი. არასოდეს მისცე საკუთარ თავს უფლება, სიყვარულის მატარებელზე დაგაგვიანდეს. დანარჩენი კი მისი გადასაწყვეტია, თუ კარს მოგიხურავს, ის მაინც გეცოდინება, რომ შენ სცადე და არასოდეს ინანებ ამ ნაბიჯს, რადგან ძალიან რთულია, ყოველ დილით, სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს უმეორებდე, რომ მეცადა, მაშინ რა მოხდებოდაო?!
მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა და უნებურად მხრებზე მოვეხვიე. თმებზე ხელი ჩამომაყოლა და ძალიან თბილად მითხრა.
_გულის ხმას მიყევი, ის მასთან აუცილებლად მიგიყვანს. ახლა კი ადექი და მასთან გაიქეცი.
მოხუც ქალბატონს მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. ზუსტად ვიცოდი, სადაც უნდა წავსულიყავი. ლინს სეულში საკუთარი ბარ-რესტორანი ჰქონდა. გუგლის დახმარებით მისი ადგილმდებარეობა მოვძებნე და ტაქსი გავაჩერე...
_დავლევ და ბარში სკანდალს მოვაწყობ. _გავიფიქრე. გაფიქრებისთანავე საკუთარ თავზე ისტერიულად გამეცინა...
ტაქსის მძღოლი სარკიდან გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ, ვიღაც შეშლილი ტურისტი ვეგონე. არაფერი უკითხავს, დანიშნულების ადგილას ისე მივედი, ხმა არ ამომიღია. მგზავრობის საფასური გადავიხადე და ბარში შევედი. კედლები მათი სურათებით იყო აჭრელებული. კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექი და სოჯუ შევუკვეთე. სასმელი კარგად რომ მომეკიდა, ისე რომ სახეებს თითქმის ძლივს ვამჩნევდი, წამოვდექი და ბართან მყოფ ოფიციანტს მივუახლოვდი.
_რაღაც მინდა გკითხოთ.
_გისმენთ ქალბატონო. _მიპასუხა მან.
_ის აქ ხშირად მოდის? _ვეუბნები და საჩვენებელი თითით ზევით ვანიშნებ.
_ვინ ის, ქალბატონო? ღმერთი? _მეუბნება დაბნეული ხმით.
_არა, არა! თქვენი რესტორნის მეპატრონე.
_დიახ ქალბატონო, თითქმის ყოველ საღამოს. _ახლა რომელი საათია?
_რვა.