უსახელოს დღიური
0 ხმა

მეზღაპრე
(მეზღაპრე)
წერა, ამბების მოსმენა და მათი ისტორიებად გარდაქმნა თითქოს ყოველთვის მხიბლავდა. აქედან მოდის სახელი მეზღაპრეც და ყველა ჩემ არსებულ და სამომავლო წიგნებში მეზღაპრე ის მთხრობელი იქნება, რომელიც მკითხველს პერსონაჟების მიერ განცდილ თავგადასავლებს უამობობს.
მოცემული წიგნი კონკურსისთვის მეორე ნამუშევარია. ისიც არსად გამოქვეყნებულა. მას ჯერ-ჯერობით „უსახელოს დღიური“ ქვია და პატარა ამბის მოკლე ისტორიას ყვება. მოთხრობა ფანტასტიკასთან ერთად რომანსა და ჰორორის ელემენტებს აერთიანებს. პირველ წიგნთან მას კავშირი არ აქვს, გარდა მეზღაპრის პერსონაჟისა.
“სამყაროს აქვს დასაწყისი, მაგრამ არა დასასრული. - უსასრულობა.
ვარსკვლავებსაც აქვთ დასაწყისი, მაგრამ სწორედ მათი ძალა იწვევს მათ განადგურებას. - სასრული.”
· შტეინის კარიბჭე
სამყაროს უყვარს საიდუმლოებები და მათი დაცვა გამოდსის კიდეც. სწორედ მსგავს, მოწყობილ და აუხსნელი იდუმალების წინაშე დგება მთავარი პერსონაჟიც. გაურკვევლობაში დაკარგული, რომელიც სხვადასხვა განზომილებებში შეუმჩნევლად მოგზაურობს, მოგონებებს ვერ ინარჩუნებს. ხსნას უცნაური ბიბლიოთეკარის მიერ ნაჩუქარ დღიურში პოულობს, სადაც მისი თავგადასავალი მისგან დამოუკიდებლად იწერება. წიგნაკს კი ერთადერთი მისია აქვს; მისი ამბავი ჭეშმარიტ ისტორიად მასთან ერთად აქციოს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური