33-ე გასასვლელი
0 ხმა

ხატია ურიგაშვილი
ხატია ურიგაშვილი
32 წლის, დაბადებული 1991 წ 30 იანვარს ქ რუსთავში. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამცოდილებით.
ვწერ ბავშვობიდან, უმეტესად ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების მანძილზე უამრავი ტკივილისგან მიხსნა. წერა ჩემთვის ფიქრებისგან დეტოქსიკაციის და განთავისუფლების მცდელობაა, იმ ემოციებისგან რომლის გამოხატვაც ჩემთვის ადვილი არასოდეს ყოფილა.
ძირითადად ვწერ წერილებისა და ჩანახატების სახით, თუმცა ამ დრომდე ფართე საზოგადოებისთვის მათი წარდგენის სურვილს ყოველთვის სძლევდა შიში, ცხოვრებაშიც ხომ ასეა, ამბები , რომლებიც ჩვენთვის ძალიან პირადული და ახლოა , ის რაზეც ხორცი გვეწვის და სისხლი გვიდუღს სააშკარაოზე იშვიათად გამოგვაქვს.
რომანი „ 33-ე გასასვლელი „ჩემი პირველი მცდელობაა წიგნის სახით, ამ წიგნში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანებისთვის და ადამიანებზე დაწერილი ჩანახატებია გაბნეული წერილების სახით და სწორედ ამიტომ, იგი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
იმედი მაქვს, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამბავი, რომელიც მგონია, რომ დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრებ გოგოს აერთიანებს და ყველა იპოვის კატოში თავის წილ თავს და რაც მთავარია მისცემს ძალას და რწმენას დაძლიონ ის რეალობები, რომელიც ხანდახან წარმოუდგენლად გვეჩვენება.
„ 33-ე გასასვლელი “ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ორ განსხვავებულ დროსა და ლოკაციაზე წლების მანძილზე ვითარდება. მთავარი გმირი კატო იმნაძე შეძლებული ოჯახის შვილი და ქალაქის სასურველი სარძლოა, რომელიც, ერთი შეხედვით, თავხედი, საკუთარ თავზე შეყვარებული დედისერთა გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, სინამდვილეში, მის აბსოლუტურ ანტიპოდს წარმოადგენს. მოქმედება 90-იანი წლების თბილისში იწყება იმ დროისათვის დამახასიათებელი, ქარიზმით, იუმორითა და ლექსიკით და მკითხველისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად აღმოსავლურ ზღაპარში ყატარის დედაქალაქ დოჰაში ინაცვლებს.
წიგნი გოგონებისთვისაა და ეხება თინეჯერობის ასაკიდან უკვე ზრდასრულ ასაკამდე არსებულ პრობლემებსა და ტკივილებს და საზოგადოებას, რომელსაც ასე უყვარს მათი შტამპირება და ცალსახა განსჯა. მთავარი გმირის მოგონებებსა და ისტორიას ეპიზოდურად მისი უახლოვესი მეგობრების დიალოგები და მონოლოგები უფრო მეტ ელფერსა და სწორხაზოვნებას სძენს.
ეს წიგნი წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი მომავლისათვის თვალის გასწორების მცდელობაა ყველა გოგონასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, რომ თავს ზევით ძალა აღარ არის და შემდეგ მაინც ამდგარა და გზა გაუგრძელებია. რომანის ფურცლებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის კადრებივით ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება და იმსიფართე ტკივილები, რომლის შესახებაც ადრეულ ასაკში წარმოდგენაც კი არ გვაქვს ხოლმე და რომელზეც რატომღაც წინასწარ არავინ გვამზადებს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური