მსხვერპლის სინდრომი
0 ხმა

ტატიანა ბოჯგუა
გამარჯობათ, მე ტატიანა მუზაშვილი ვარ 24 წლის.
აქამდე ბევრჯერ მიოცნებია თქვენს კონკურსში მოხვედრაზე, თუმცა საშუალება არ მომეცა... ახლა გადავწყვიტე საბოლოოდ მოვრეოდი საკუთარ შიშებს და ჩემი არასტანდარტული რომანი გამეცნო თქვენთვის.
პროფესია არ მაქვს, უამრავ ადგილას მიმუშავია თუმცა წერა არის ის რაშიც საკუთარ თავთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
ახალგაზრდა დედა ვარ და ორი უმშვენიერესი ქალიშვილი მყავს, მყავს მოსიყვარულე ქმარი რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველაფერში მიჭერს მხარს.
აქამდე ბევრჯერ დამიწერია მოთხრობები და დღემდე ვწერ ლექსებს, თუმცა ასეთი მასშტბური აქამდე არაფერი შემიქმნია.
რა არის მსხვერპლის სინდრომი?!
მსხვერპლის სინდრომი საუბრობს იმ პრობლემაზე რაც დღეს დღეობით ქალთა ორმოც ან ორმოცდახუთ პროცენტს მაინც აქვს ყოველდღიურობაში და რატომღაც ეს მიჩქმალულია.
მსხვერპლის სინდრომი გვიყვება "ძლიერი" სქესის წარმომადგენლებისაგან "სუსტი" სქესისადმი ძალადობის მტკივნეულ ისტორიას.
პათოლოგიას და ტოქსიკურ ქმედებას რომელსაც "სიყვარულით" სჩადიან.
მსხვერპლის სინდრომი გვაჩვენებს რომ ზოგჯერ, პრობლემისგან გაქცევა ერთადერთი გამოსავალია.
შიშისა და საკუთარ თავში აღმოცენებული სისუსტეების დამარცხების მაგალითია ჩემი "მსხვერპლის სინდრომი"
ერთ დღეში რადიკალურად თავდაყირა დამდგარი და უამრავი ცრემლის მომტანი ისტორია დაიწერა ჩემს რომანში.
როგორც ყოველთვის საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.
ბედნიერ, უდარდელ ღიმილებს მიღმა დამალული დიდი ტკივილებია ჩემი "მსხვერპლის სინდრომი"
მიმდინარე ტური არ არის აქტიური