მსხვერპლის სინდრომი
მსხვერპლის სინდრომი
ყოველ დილით ერთი და იგივე, ამ საათის ისრებს იმხელა ხმა აქვს სურვილი მიჩნდება ჩამოვხსნა და ფანჯრიდან მოვისროლო, თანაც გეგონება მაინც და მაინც ყოველ დილას იმატებს ისრების წკარუნის ხმა, აბა ღამით რატომ არ მაწუხებს?!
დედა ამბობს, რომ ეს რელიქვიაა, დიდი ბებიის დანატოვარი და უნდა შევინახოთ საგულდაგულოდ, ამდენი ხანი ნივთი მუშა მდგომარეობაში იყოს, საოცარია პირდაპირ.
ან ამ ჩემს ოთახში რა ჭირად გამოფინეს, ოთახის კედლები ჩემი ნამუშევრებით მაქვს აჭრელებული, სამყაროს ფოტოგრაფიითა და ნახატებით გადმოვცემ.
აქეთ, თანამედროვე, ბეტონის ჯუნგლები, მაღალსართულიანი შენობები, იქეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი გადმონაშთი, სადღაც ბუნება გამოერევა და ამ ყველაფერში დიდი ბებიის საათი რომელიც იმაზე მეტად ყვირის ვიდრე ჩემი ყველა ნამუშევარი ერთად. უგემოვნო შეხამებაა ნამდვილად.
ფოტოგრაფიის სწავლა რომ დავიწყე, მთელი ოჯახი ამიმხედრდა
- ფოტოგრაფია რა პროფესიაა? სამათხოვროდ უნდა გაიხადო საქმე?! ხომ იცი სულ ჯიბე აქვთ გაფხეკილი მაგათაც და მხატვრებსაც! უამრავი ფოტოგრაფია უკვე არ ღირს, მაღალი კონკურენციაა!
მაღალი კონკურენცია და დაბალი დონის პროფესია ერთმანეთთან მგონია, რომ ცოტა შეუთავსებლობაში მოდის.
ამის შემდეგ იყო ჩემი პირველი სვირინგი და ოჰ...
გახსენებაც კი მზარავს ოჯახში ამტყდარი აურზაურის.
ჩვენ ისეთი, ძალიან კდემამოსილი ოჯახი ვართ, ცოტა ჩარჩოებში ჩასმული აზროვნებით, საინტერესოა მე ვისგან გამომყვა ეს თავქარიანი და ჯიუტი ხასიათი. ყველაფერს უკუღმად ვაკეთებ და არასოდეს ვითვალისწინებ რა შეიძლება ამას მოყვეს, ყოველ შემთხვევაში დედა ასე ამბობს.
პირველი ტატუს ამბავი რომ დიდი ისტერიკებით და
ვალერიან-კორსიზებით გადავაგორეთ, ახლა კიდევ ცალი ხელი მოვიხატე, ზურგზეც ზოდიაქოს ნიშანი ამოვისვირინგე და ყურებამდე გაკრეჭილი სახით მივბრუნდი სახლში, ამაზე საერთოდ წნევამ დაარტყა საწყალ დედაჩემს
- მამაშენი რომ ნახავს ნამდვილად მოგკლავს! არ გეცოდებით შვილო?! შენ უნდა მოკლა და შეიწირო დედაშენი ხო?! რატომ, რისთვის არ გიყვარვარ!
სინამდვილეში ამ ყველაფერზე ძალიან მეცინებოდა.
კარგი, ესეც გადავიტანეთ და გადავრჩით. ამის მერე მამაჩემი დაახლოებით თვეზე მეტხანს არ მელაპარაკებოდა, გზის და ჯიბის ფულსაც კი აღარ მაძლევდა.
დღეს დილით სანამ დედაჩემი იყოჩაღებდა, დიდი ბებიის დიდებულმა საათმა დაასწრო მას ჩემი გაღვიძება.
ვწევარ ჭერში ვიყურები, გარეთ მზიანი მაგრამ გრილი ამინდია, ტიპიური გაზაფხული რა.
დღეს ოცდაორი მარტია, ჩემი ძვირფასი ძმა ჩამოდის საფრანგეთიდან, ოჯახის სიამაყე...
ბიჭმა ას პროცენტიანი დაფინანსებით ჩააბარა და მერე გაცვლითი პროგრამით, ასევე სტიპენდიით საფრანგეთში გაუშვეს სასწავლებლად, სხვა არც ეკადრებოდა ინჟნერი პაპუნა გოგოლაძისა და ფიზიკა-მათემათიკის ლექტორის ნანა ღამბაშიძის შვილს.
სწავლა! სწავლა და სწავლა!
ეს მე ვარ დეფექტიანი, უსწავლელი, მხოლოდ
გართობა! გართობა და გართობა!
კარებს დედა აღებს და დილიდანვე საქმიანი სახით შემოდის ჩემთან
- ისე ცოტა ოთახი მაინც დაგელაგებინა, ჩამოვა ეხლა სანდრო და ასე ხვდები? ტანსაცმელი აქეთ-იქეთ გიყრია, ნეტავ კარადაში რაღას ინახავ?!
- საღებავებს, ფოტოაპარატებს, თაბახის ფურცლებს და კიდევ მრავალი რამ.
- მერე ნორმალური ხარ?!
- ოჰ ჩამოდის საგვარეულოს ბელადი, ეგეც თანამდებობის პირი არ იყოს!
- შენც განათლებული უნდა ყოფილიყავი, რომ მოგენდომებინა ახლა ვინ იცის თანამდებობის ქალი შეიძლებოდა ყოფილიყავი.
- ჰო, პრეზიდენტად მოვევლინე ამ ქვეყანას, მხოლოდ იმან შემიშალა ხელი, რომ არ ვისწავლე, აბა რაა, ეგრეა! დაიმახსოვრე... მე ხელოვანი ვარ, კმაყოფილი ვარ იმით რასაც ვაკეთებ და თქვენ ეს არ გესმით.
- ხელოვანები იყვნენ ვანგოგი და რემბრანტი. შენ რასაც აკეთებ, რაღაც მაიმუნობაა და სხვა არაფერი.
ის ისაა ამაზე პასუხი უნდა დავუბრუნო და შემოსასვლელი ოთახიდან კარის ხმა ისმის, ნანა ცქმუტავს, ერთი სული აქვს მონატრებულ შვილს როდის ჩაეხუტება.
- ჰე! ჰე! ადექი! მოვიდნენ, ჩაიცვი ტრუსით ნუ გამოხვალ.
- ეს ტრუსია? შორტია, შორტი.
ჩემი ძმა ბოლოს სუსტი და ფერმკრთალი ბიჭი იყო, სახეზე უამრავი მუწუკი ქონდა და ამის გამო სულ დავცინოდი, ბოროტი ვიყავი და ვეუბნებოდი თუ გინდა პორნოსაიტებს გაყურებინებ ან ბოზებში წაგიყვან მეთქი, ბრაზდებოდა.
რა აბრაზებდა ნეტავ ვიცოდე, უფროსი და ვარ, მე ხომ მხოლოდ კარგი მინდოდა.
ერთი სული მქონდა პირისპირ შევხვედროდი და ისევ დამეცინა წითელ-ყვითელი გამონაყარის გამო, ბრეკეტების გამო და დიდი სათვალის გამო, რომელიც თავისი წვრილი და კეხიანი ცხვირიდან გამუდმებით უცურდებოდა.
დიდი ზომის მაისური გადავიცვი „ტრუსზე“ და თმა აბურძგნული, გაშლილი ხელებით მისაღებში გავედი, სადაც დედაჩემი უკვე მთელი ხმითა და ემოციებით კოცნიდა და ლოღნიდა ჩემს ძმას, ცოტახანიც და ალბათ ეს ყველაფერი ინცესტში გადაიზრდებოდა.
რა არა?!
- კარგი ნანა თორემ ფიზიკური ძალადობისვთის გიჩივლებს.
- და აი ისიც, ჩემი ყოველთვის კულტურული და დიდი დაიკო ლანა! მოგენატრე აშკარაა.
ვფიქრობ საფრანგეთში გამოცვალეს ეს ბიჭი, კანის ფერი უფრო მუქი აქვს, მხარ-ბეჭი მთასავით, სახის გამოყვანილი ნაკვთები, სახე ისე უპრიალებს ჩემდაუნებურად მინდება ენა ავუსვა, გრძელი წამწამები, უკან გადავარცხნილი შავი თმა და ბრეკეტები? სადაა ბრეკეტები?! ჩაწიკწიკებული, თეთრზე თეთრი, კბილებით მიღიმის. ამის კბილები უფრო თეთრია ვიდრე თვითონ თეთრი ფერი.
- ვა მდგმურები რა უყავი სახეზე რომ გყავდა?
- რა იყო გშურს? ნახე სახეზე მუწუკი გაქვს და ჯობია იმას მიხედო.
შუა თითს ვუჩვენებ და სასწრაფოდ მის ჩემოდანში ვიქექები
- დაინახეთ? ისევ ისეთი უტაქტოა!
მხარზე ხელის ცაცუნით ამშვიდებს სანდროს დედაჩვენი და თან თვალებზე ეტყობა ახლა უნდა, რომ ერთი ორი მაგრად მომდოს.
- რა იყო არაფერი არ ჩამომიტანე?
- რა დაიმსახურე რო?
- არც არაფერი მინდა, არც მქონდა იმედი, რომ მაინც და მაინც გიყვარდი. მე ეხლა გამომივლიან და უნდა წავიდე, ან არ მოვალ ან გვიან მოვალ, აბა თქვენ იცით დატკბით თქვენი მოსაწყენი ცხოვრებით.
გადავხედე ოჯახს და ვატყობ მამაჩემს წარბები აქვს შეკრული, დედა ცქმუტავს, არ უყვართ როცა სახლიდან გავდივარ, მათი წარმოდგენით ამ დროს არა სახარბიელო წრესთან ერთად ვერთობი.
ნარკოტიკებს ვიღებ, ვსვამ და ალბათ იმასაც ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ორგია გვაქვს.
- ასე ნუ მიყურებთ, უბრალოდ მე და ეკე მივდივართ სიონის წყალსაცავზე ფოტოსესიისთვის. ხომ იცით მალე საკონკურსო გამოფენაა და მეხმარება.
ჩემს მშობლებს ეზიზღებათ ჩემი საყურიანი შეყვარებული, განა მარტო ეს? მთელი ხელი ამოსვირინგებული აქვს. ერთხელ გასაცნობად, რომ მოვიყვანე ჯერ დანახვისას გული გადაუფრიალდა დედაჩემს მერე კიდევ ჯიბიდან ტელეფონის ამოღებისას, რომ პრეზერვატივი ამოუვარდა ხომ საერთოდ შოკი იყო...
- ისევ იმ ეშმაკისეულთან ერთად მიდის! პაპუნა, გეხვეწები უთხარი რამე.
ჩამოეკონწიალა პატარა ბავშვივით მკლავზე და საწყალი სახით შეხედა.
- მე რა ვუთხრა?! წაიტეხავს კისერს მერე მიხვდება.
- ხო და დაველოდოთ კისერს როდის წავიტეხ, დროზე ადრე ნუ ვინერვიულებთ, აბა ჰე წავედი თავი მოვიწესრიგო.
ისეთი ტოპი მაცვია მთელი მუცელი და ზურგი მოტიტვლებული მაქვს, ვგიჟდები ჩემს ფორმებზე ამიტომ არასდროს ვმალავ, მოკლე შორტები, ტოპი და შლიაპა ჩემი სტიქიაა.
თმას რომ ვივარცხნიდი, კარზე კაკუნის თანხლებით ჩემი ახმახი ძმა შემოვიდა, გამოცვლა უკვე მოესწრო, მუხლებამდე ბრიჯის დაბლა კუნთები უთამაშებდა მაისურიდან კი ლავიწები უჩანდა.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ჩემი ჟღვლინტიანი ძმა ასეთი შვარცნეგერი გამხდარიყო?!
- დედა საუზმეს ამზადებს, იქნებ ოჯახთან ერთად გესაუზმა და მერე გასულიყავი?
- ჰაჰ, ჩემი ლოიალური ბიჭი, არ მინდა სადმე გავივლით და რამეს ავიღებთ, ბარემ ბოლომდე გადაგვარებული ვიქნები თუ ვარ.
- შენ გეგონა საჩუქარი მართლა არ ჩამოგიტანე?!
- რა არის? ფრანგული ვიბრატორი?
ხმით ვიცინი, და ენას ვუყოფ.
- ძალიან სასაცილოა, სიქსტის მადონას საშუალო ზომის სურათია, ორიგინალი ვერ არის მაგრამ ლამაზია.
- არც ეგ არის ცუდი, რას ერჩი, მე მეორე ვიბრატორზე უარს არ ვიტყოდი მაგრამ, სურათიც წავა.
მკლავზე მიჭერს ხელს და ბრაზდება.
- რა დაგემართა? რატომ ხარ ყოველთვის ასეთი უტაქტო?! ჯანდაბა! ყოველთვის ასეთი იყავი, ხომ შეიძლება უბრალოდ ვიმეგობროთ? ეცადე მაინც რომ გაგვიგო! ჩვენ შენი ოჯახი ვართ და ჩენზე კარგი არავინ გყავს!
იმდენად ახლოს მომიტანა სახე, მისი ერთმანეთზე მჭირდოდ დაჭერილი კბილების კრაჭუნის ხმა მესმის, საშინლად ცხელი სუნთქვა აქვს და ახლა ძალიან გაბრაზებულია.
პირდაპირ სახეში მიყურებს.
სასწრაფოდ თავს ვითავისუფლებ, ჩანთას ვიღებ და ოთახიდან გავრბივარ.
- მე წავედი!
გასასვლელშივე დავიყვირე და კარი მოვიჯახუნე.
ეკე, ერეკლე ჯიქია, მანქანა არ ყავს რაღაც გადასარევი მაგრამ გული აქვს კარგი, ოპელ კორსათი დადის რომელშიც ათასი ხარახურა უწყვია და რომლის უკანა სავარძელიც კარგახანია უკვე, მოვარყიეთ.
- რაო აბა? როგორაა მონატრებული ძამიკო.
- შეიცვალა, უფრო ნერვების მომშლელია, მუწუკები აღარ აქვს სახეზე მაგრამ მაინც მახინჯია.
- ო როგორ გეტყობა მშიერი რომ ხარ. წამო გაჭმევ თორემ ეგრე მე მომაჭამ რამეს, ფისო.
- მიაუ!
ფეხებს ლოტოსის ფორმაში ვაწყობ და ღვედს ვიკეთებ, ამ პატარა მანქანაში ფეხმორთხმით ჯდომას როგორ ვახერხებ არ მკითხოთ.
მას შემდეგ რაც დრაივზე ორის მაგივრად ექვსი პორცია ბურგერის მენიუ ავიღეთ თიანეთის გზას დავადექით. ვერ მოვითმინე ბურგერების ერთი პორცია გზაშივე შევჭამე, სადღაც საათნახევარი სჭირდება მაქსიმუმ დანიშნულების ადგილამდე მისვლას, მაგრამ ჩვენ გაზად ტყეში გადავუხვიეთ, დასასვენებლად.
მიყვარს მასთან ერთად მთელი დღის გატარება.
ეკე ოცდაათისაა, ჩემზე ოთხი წლით უფროსი, საკმაოდ კარგად მოაზროვნე და განათლებული, პროფესიით არც მეტი არც ნაკლები არქიტექტორია და საკუთარ წილსაც ფლობს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში.
ასე რომ ჩემო დედა და მამა ჯიბიდან ამოვარდნილი პრეზერვატივი არ წყვეტს არაფერს, ხომ შეიძლება ადამიანს უბრალოდ ცხოვრების განსხვავებული სტილი ქონდეს?! ჩემთან და სამეგობრო წრეში სხვანაირია, სამსახურში სხვანაირი.
მახსოვს ერთხელ კლასიკურად გამოწყობილი ეკე, სამშენებლო კომპანიის ოფისიდან რომ გამოდიოდა, კარებთანვე შევეფეთე და სახეში ახლად დახატული პეიზაჟი შემოვაფეთე.
მწვანე მდელო და ცისფერი გუბე ახლა ჩემი ტილოს მაგივრად მის სახეზე იყო ასახული, ეგ იყო პირველი და უკანასკნელი როდესაც მე ეკე კლასიკურად ჩაცმული ვნახე, მხოლოდ პიჯაკს ატარებს ხოლმე, მაისურთან და დახეულ ჯინსთან ერთად.
მე რა თქმა უნდა ასე უფრო მომწონს, არ მიყვარს ეს გაწკიპული და საქორწილოდ გამზადებული მამრები, ყოველთვის მგონია, რომ მათ პატარა პენისი აქვთ.
მე აშკარად გამიმართლა და ამ ვარაუდმა ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა.
ზომას არ ვუჩივი.
ის-ის იყო მალე სიონიდან გამოვედით, საღამო ხანია და დედაჩემმა დარეკა
- დღეს სახლში ადრე უნდა მოხვიდე! შენს ძმას მისი შეყვარებული მოყავს გასაცნობად, ვიღაც ნახევრად ფრანგი ევანგელინა.
- ვინ? ვაგინა?
ეკე ფეხზე მბრწკენს და თან ეღიმება.
- უტაქტო! არ მაქვს შენი ნერვები! რაც გითხარი გაიგე.
- მაშინ მე და ეკე ერთად მოვალთ!
- ხო არ დაგავიწყდეს შენი გადაგვარებული სატრფო, კოსმოსური რომეო!
- არ შეგშვენის განათლებულ ქალს ნანა, იმის შეყვარებული მნიშვნელოვანი რატომაა ვიდრე ჩემი?!
- ეგოისტი ხარ შვილო? რა გჭირს უკუღმა რატომ გესმის!
- ოკ.
ტელეფონის გათიშვა და ეკეს წუწუნი ერთი იყო.
- რატომ აძალებ?
- არაფერსაც არ ვაძალებ, ჩემი არჩევანი რატომ უნდა იყოს ოჯახში გაკიცხვის საგანი!
- მიეჩვევა, ალბათ დრო უნდა.
- კაი შენ კიდე დედაჩემის ნაშა ხარ თუ ჩემი?!
- ზოგჯერ ისეთი უტაქტო ხარ, მაინც და მაინც არ ვამტყუნებ დედაშენს. ხელცარიელი ვერ ავალთ შენთან, ბოლოს და ბოლოს სულ რომ არაფერი დღეს პირველად გავიცნობ შენს ძმას.
- პრეზერვატივი ჩაიდევი ჯიბეში, ისევ ისეთი ეფექტი ექნება როგორც მაშინ.
- ისევ მაგაზე დამცინი?!
წარბები შეჭმუხნა, და გაიბუტა.
- კარგი ფისო, ვხუმრობ ხომ იცი... ფისოოო... მიაუ!
ტუჩებში ვკოცნი, ქვედა ტუჩზე ვიკბინე და წამწამებს ქვემოდან ამოვხედე.
სასწრაფოდ ბნელში გადააყენა მანქანა, სავარძელი გადამიწია და ყელში მეძგერა.
საოცარი ქიმიაა ჩვენს შორის, შეუძლია პირუტყვივით ხელები გამიკავოს, ყელში წამიჭიროს და სუნთქვის შეკვრამდე შევიდეს ჩემში.
მაგიჟებს ორგაზმის დროს მისი სიჩუმე და გახშირებული, ცხელი სუნთქვა ჩემს არტერიაზე.
სექსის შემდეგ შიშველს გულზე მიხუტებს, თმაზე მეფერება და მეჩურჩულება,
- ჩვენ თავისუფლები ვართ, შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ რაც გვინდა, წავიდეთ იქ სადაც გვინდა. იმდენი შვილი გვეყოლება რამდენსაც მოვისურვებთ, პატარა ლამაზ სახლში შენს ნახატებს და ფოტოებს გავაკრავთ, სიმყუდროვე და სიყვარული იქნება ჩვენთან. არასდროს მომბეზრდები და რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინო ყოველთვის იდეალური იქნები ჩემთვის.
ამ ყველაფერზე არ ვფიქრობდი, არ მინდოდა წარმომედგინა როგორ ვაჩენ შვილებს და როგორ მიფუჭდება სხეულის ფორმები, ერთადერთი რაშიც ეკეს ვეთანხმები ეს ისაა რომ ჩვენ თავისუფლები ვართ.
- მიყვარხარ.
ამ სიტყვებით ასრულებს თმაზე ფერებას, ყელში მკოცნის და ხელს საშოსკენ მიაცურებს.
კიდევ ერთი სიამოვნების პიკი!
ეკე ისევ ათავებს, ჩემი ორგაზმი ზედმეტად ხმამაღალია, მაგრამ მის გახშირებულ სუნთქვას ვერ ჯობნის.