ანცი სული
0 ხმა
ნათია ხაჩიძე
მე ვარ ნათია ხაჩიძე, 27 წლის. დავიბადე 1996 წლის 11 თებერვალს ქალაქ რუსთავში და დღემდე რუსთავში ვცხოვრობ .
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მქონდა ძალიან საინტერესო კარიერული ნაბიჯები. ყველაზე მნიშვნელოვნად, მაინც, სოციალურ სამსახურში სოც.მუშაკად მუშაობის პერიოდი მახსენდება. ადამიანების დახმარება, მხარდაჭერა, სხვისი უფლებების დაცვისათვის ბრძოლა ყველაზე დიდი სიამოვნება და გამოწვევაა ჩემთვის. ხშირად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში და მუდმივად მაქვს ამბიცია მცირედი წვლილი შევიტანო გარემოსა და გარშემომყოფების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამ ეტაპზე ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პარალელურად ვმუშაობ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
წერა დავიწყე რამდენიმე წლის წინ, პანდემიის პირველი ტალღის დროს. არასოდეს მიფიქრია ჩემი ჩანაწერების სხვისთვის გაზიარებაზე. ეს იყო მხოლოდ ჩემი ფიქრებისა და ემოციების ამოძახილი, რასაც დღემდე არავის ვუმხელდი. მოთხრობები, რომელსაც გიგზავნით არსად არ არის გამოქვეყნებული.
პატივისცემით,
ნათია ხაჩიძე
ოდესმე გიფიქრია, როგორ შეიქმნა სამყარო და რანაირად იტევს ამხელა ისტორიას? ჩვენს გარშემო ბევრი ამბავია, განსხვავებული და ამოუცნობი. წარმოიდგინე შეწუხებული კოღოები როგორ ითხოვენ შველას. ვის უნათებენ გზას ციცინათელები? საით მიდის გზა იმ ადამიანისა, რომელსაც საკუთარი თავი დაავიწყდა და როგორ ცდილობს სოფელში მარტო დარჩენილი ადამიანი მიტოვებული კარ-მიდამოების გადარჩენას. გაიზიარე ფიქრისგორაზე ჩამომჯდარი მოხუცების სევდა და გაიცანი პეპლების მწყემსი, რომელიც ჩვენს მოგონებებს სდარაჯობს.
ეს არის ამბების კრებული სიკეთესა და სიყვარულზე, შეძენილ სიბრძნესა და დავიწყებულ პირობებზე, შიშებსა და საკუთარ თავთან ბრძოლაზე. ამბები, რომელიც აუცილებლად წამოგიშლის ემოციებს და იმ გრძნობებთან დაგაბრუნებს დიდი ხნის წინ რომ გეგონა დაივიწყე.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური