დაბრუნება
0 ხმა

ნანა ნასყიდაშვილი
ნასყიდაშვილი ნანა .43 წლის. საცხოვრებელი ადგილი საბერძნეთი, ათენი. დავიბადე და გავიზარდე კახეთის ულამაზეს ქალაქ ყვარელში, სადაც დავამთავრე ყვარლის აკაკი წერეთლის სახელობის მეორე საშუალო სკოლა,რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ,,ალმა _მატერში,,ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ,,სატელევიზიო შემოქმედებითმა სახელოსნომ გამოსცა ,,ალმანახი,,სტუდენტების მოთხრობების კრებული, სადაც ერთი ჩემი მოთხრობაც შევიდა.. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, ბავარიაში, სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ერთი წლის შემდეგ ჩავირიცხე მიუნხენის ინსტიტუტში გერმანული ენის ფაკულტეტზე. სწავლის დაწყებამდე თავისუფალი ერთი თვე ,გადავწყვიტე საბერძნეთში წასვსულიყავი დასასვენებლად,რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის.. კურსზე მიღებული სტუდენტებიდან უმეტესობა ყალბი საბუთით აღმოჩნდა. კურსი გადანაწილდა დროებით სხვა ჯგუფებსა და ფაკულტეტებზე.მე უარი ვთქვი, თუნდ დროებით,,არასასურველ, ფაკულტეტზე,, სწავლაზე და სრულიად მოულოდნელად და შემთხვევით საბერძნეთის ემიგრანტი, უკვე თითქმის ოცი წელია.. რაც თავი მახსოვს ვწერ, თუმცა ემიგრაციაში მქონდა დიდი პაუზა.. ამა წლის,2023წლის ზაფხულში დავიწყე ინტენსიურად წერა,რომელიც დავიწყე ყვარლის სახალხო თეატრის მსახიობ მანია მათიკაშვილის მოგონებებით ყვარლის დარარსებისა და მისი კულტურული ცხოვრების შესახებ. (ქ,ნი მანია ჩემი ბებია გახლდათ) აღნიშნულმა მოგონებებმა დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა ყვარლელებს შორის, რამაც უდიდესი ბიძგი მომცა დიდი ხნის პაუზის შემდეგ წერას დავბრუნებოდი. ნაწერებს ჩემს ,,ფეისბუქ,,გვერდზე ვაქვეყნებ. ჩემს შესახებ დაიბეჭდა გაზეთ,,ყვარელის,,22სექტემბრის ნომერში, 2023წელს,, ,სადაც ყოველ ახალ ნომერში გამოქვეყნდება ჩემი შემოქმედებითი ნამუშევრები.. ვფიქრობ მწერლის მიზანი ადამიანის გაკეთილშობილებაა.თითოეული წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანი იმაზე უკეთესი უნდა გახდეს, ვიდრე მანამდე იყო.. წერდე,იყო მწერალი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, ღმერთისგან დალოცვა და ამავდროულად დიდი ტვირთის ზიდვაა..რაც საბოლოოდ ჯამში,,ოსტატის უკვდავების,,საწინდარია.
მოთხრობაში,,დაბრუნება,,ქართველი ემიგრანტი ქალის თხუთმეტი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაა აღწერილი. მისი ფოქრები, განცდები სამშობლოსთან და ოჯახთან შეხვედრისა,რომელიც საკმარისად ამაღელვებელია ადამიანური განცდებით.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური