ჩვენს შორის
0 ხმა

მარიამ ბოსტაშვილი
„მე ვარ თვითგანვითარებაზე
ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მუდმივად
ცდილობს ისწავლოს და აღმოაჩინოს ახალი
შესაძლებლობები“
მე ვარ მარიამი გრაფიკოს დიზაინერი,
ბლოგერი, კორესპოდენტი და უბრალოდ შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი საინტერესო უნარ-ჩვევები. მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად მიწევს ჩემი პროფესის დახმარებით კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნება, ვეძებ ახალ გამოწვევებს და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ამ კონკურსის ნაწილი გავხდე.
ძალიან მიყვარს წერა, წლების განმავლობაში ვწერდი ბლოგს, ვიყავი ბათუმის საერთაშორის კინო ფესტივალის აქტიური ბლოგერი და მიმდინარე კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული, ასევე პერიოდულად ვწერდი ციფრულ მედია გამოცემებში სიანტერესო სტატიებს. თუმცა ბოლო პერიოდში ჩემმა ძირითადმა პროფესიამ სრულიად ჩაანაცვლა წერის პროცესი. ვფიქრობ სწორედ ამის გააზრებამ განაპირობა, ჩემი ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი. ეს იქნება ახალი გამოწვევა ჩემი თავის მიმართ.
ამბავი ბრწყინვალე ფსიქოლოგზე, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა, ის ცდილობს გადაკვეთოს საზღვარი საკუთარ თავთან, შინაგანად მასში ორი პერსონაჟი ცხოვრობს, ქალი მხსნელი და ტრავმირებული ბავშვი, რომელიც ბოროტების ძალით ცდილობს ´´უმკურნალოს´´ გარშემომყოფებს. ბავშვობის გადაუჭრელი ტრავმებით გაძარცვული ჭკვიანი ქალის ხელით არაერთ ჩახლართულ და საზარელ მკვლელობების თანამონაწილედ იქცევა მკითხველი.
დღისით ელენე პატივცემული ფსიქოლოგია, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული წარმატების მაჩვენებლით განქორწინების ზღვარზე მყოფი გაუცხოებული წყვილების შერიგების საკითხებში, ის წლების განმავლობაში აგროვებდა გამოცდილებას, ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომ მის ბავშვობაში გადატანილი ტრავმის პარალელური განსხვავებული რეალობა შეექმნა სხვებისთვის, თუმცა ერთი კონკრეტული დღის, წამის შემდეგ ბავშვობის ღრმად დამარხული ბოროტება იღვიძებს და აქედან იწყება ამბის ყველაზე შემაძრწუნებელი და ამავდროულად საინტერესო ისტორია.
ელენე მიდის იმ დასკვნამდე რომ თითოეული წყვილის მხოლოდ ერთი წევრი იმსახურებს ბედნიერების შანსს. პარტნიორისგან "განთავისუფლების" ხარჯზე. იგი ზედმიწევნით გეგმავს და ახორციელებს მკვლელობას, ყველა იმ უკუღმართ რწმენით, რომ გაათავისუფლოს ისინი უბედურებისგან.
ეს არის ამბავი ადამიანის ფსიქიკის ღრმა გამოკვლევის, დაფარული შიშების გამოვლენის და ემოციების გაშიშვლების. შესახებ.
სიუჟეტის განვითარებით, ჩვენ მივყვებით სამი ურთიერთდაკავშირებული წყვილის ცხოვრებას, რომლებიც არიან ფსიქოლოგი ელენეს პაციენტები, თითოეული წყვილის ისტორია თავისთავად დამაჯერებელი თხრობაა, რომელიც ნათელს ჰფენს ღრმა საკითხებსა და საიდუმლოებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ბედნიერებას.
"ჩვენს შორის " არის ბნელი სურვილებისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების ურთიერთქმედების დეტექტიური რომანი, სადაც აღწერილია რთული ადამიანური ურთიერთობები, ბუნდოვანი საიდუმლო მკვლელობების სერია, განუკურნებელი ტრავმების შემზარავ მემკვიდრეობა. ამბავი იკვლევს ბუნდოვან მორალს და ფსიქოლოგიურ სირთულეებს, რომლებიც განაპირობებს როგორც მკვლელის, ასევე გამომძიებლის ქმედებებს, რაც აჩენს მკითხველისთვის კითხვის ნიშნებს სამართლიანობის ბუნებასა და ადამიანის ფსიქიკას შორის.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური