საკუთარი თავის ძიებაში
0 ხმა

მაია არაყიშვილი
ვარ მაია არაყიშვილი, 44 წლის, ვმუშაობ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. მაქვს ორი ჰობი: წერა და ქარგვა. ყველაზე მეტად წერის პროცესი მიყვარს, როდესაც ჩემი მეგობარი "მუზიკო" მეწვევა ჩემზე ბედნიერი არავინაა, ხანდახან იკარგება, მიდის უგზო-უკვლოდ და ყველაზე მეტად ამ დროს მიჭირს. ყველაზე ერთგული მეგობარია, სანდო და ნიჭიერი. ზუსტად იცის როდის მჭირდება, რა მჭირდება და მაშინვე ჩემს გვერდით ჩნდება. ამ ბოლო დროს დავკარგე, თვეები არ გამოჩენილა და ზუსტად ახლა, როდესაც კონკურსი გამოცხადდა კვლავ მესტუმრა.
ხოდა ზუსტად ახლა დავიწყეთ ახალი რომანის წერა. იმედია გამოგვივა მე და ჩემ "მუზიკოს*. მოვიდა, თვალი ჩამიკრა და წარმატებები მისურვა..
რომანი არის ერთ ჟურნალისტ ქალზე, რომელიც ერთ მშვენიერ თუ არამშვენიერ დღეს იღვიძებს ჩაკეტილ ოთახში. არ ახსოვს ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან მოხვდა ამ ოთახში. მოგვიანებით ოთახში იპოვის ბლოკნოტს , რომელიც სავარაუდოდ მას ეკუთვნის და მისი მეშვეობით იწყებს ამბების გახსენებას და ნელ-ნელა იხლართება გაურკვეველ სიტუაციებში.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური