ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საკუთარი თავის ძიებაში

საკუთარი თავის ძიებაში

    მძიმედ და რაღაც სხვანაირად გამეღვიძა. გაორებული შეგრძნებით, თითქოს მე მე არ ვიყავი და ვიღაც სხვა იყო ჩემში. წამოვჯექი, თავი გადავაქნ-გადმოვაქნიე, თითქოს შევაჯანჯღარე, მაგრამ არაფერი გამოსწორდა, ჩემში აშკარად სხვა იყო. წამოვჯექი ლოგინში, მივიხედ-მოვიხედე ოთახში და საერთოდ არ მეცნო, ვერც ის გავიხსენე აქ საიდან მოვხვდი და უფრო მეტიც, როგორ დავწექი და დავიძინე.  ნერვებისგან ამაკანკალა და ვერც ვერაფერი წარმოვიდგინე, რა შეიძლება მომხდარიყო. ვიცოდი, ხომ ვგრძნობდი მე რომ მე არ ვიყავი, მაგრამ ამას როგორ დავამტკიცებდი. სარკესთან მივედი და.... სარკეში მე არ ვიყურებოდი, ეს მე არ ვიყავი, უფრო სწორად ფიზიკურად არ ვიყავი მე,  უფრო ავნერვიულდი... ვუყურებდი სარკეში ვიღაცას და ვერ ვხვდებოდი ვინ იყო, როგორ ავღმოჩნდი მე მის სხეულში, ოთახში, ლოგინში  და საერთოდ ვინ ვიყავი მე...იმაშიც ვერ გავერკვიე: მე ვიყავი სხვის სხეულში თუ სხვა იყო ჩემს სხეულში და ამიტომ ვერ ვცნობდი ჩემს თავს..თუ ერთ სხეულში ორნი ვიყავით. მოკლედ ძალიან ავიხლართე. ცრემლები მომაწვა, ტირილი მინდოდა,მაგრამ ტირილი რას მიშველიდა. ოთახიდან გარეთ გასვლა გადავწყვიტე, მივედი კართან და ვერ გავაღე, ჩაკეტილი დამხვდა. უარესად ავიმღვრიე, უამრავი კითხვა აირია: ვინ ვარ? სად ვარ? რატომ ვარ? რა მინდა? როგორ გავაღო კარი? ვის ვკითხო? ვერაფრით ვერ ვლაგდები ვერც ჩემს თავში, ვერც "ჩემს" სხეულში , ვერც ოთახში. კარებზე დავაბრახუნე, ჯერ ჩუმად, ნელა..შემდეგ ნელ-ნელა მოვუმატე სისწრაფესაც და ხმასაც, უშედეგოდ. არავინ გამომხმაურებია. ლოგინზე წამოვჯექი, ფეხები შემოვკეცე და თავი ზედ შემოვდე.. არვიცი რამდენი ხანი გავიდა ასე, ხმა შემომესმა, თითქოს ვიღაც მიკროფონით აცხადებდა: კარები გახსენი, საჭმელი დგას კარების უკან: გემრიელად მიირთვი. ავდექი, მივედი კართან, რომელიც უპრობლემოდ გაიღო, იატაკზე სინით საჭმელი ელაგა, უცებ გადავწყვიტე გავქცეულიყავი, მაგრამ კვლავ ხმა მომესმა: აიღე საჭმელი და ჭამე. მაინც ვერსად გაიქცევი, გარეთ გასასვლელი კარიც ჩაკეტილია. მექანიკურად დავემორჩილე ხმას, ავიღე საჭმელი, შევედი ოთახში და ჭამა დავიწყე, ვერ ვიტყვი რომ უგემური საჭმელი იყო, მაგრამ მაინც ზლაზვნით და ნელ-ნელა ვჭამდი. არადა თან მშიოდა.  ოთახში არც საათი ეკიდა და არც ფანჯრებიდან ჩანდა დღე იყო თუ ღამე. ფანჯრებზე რაღაც კარდონის მსგავსი რაღაც ჰქონდათ მიკრული..

  ჭამა დავასრულე, ავდექი და ოთახიდან გასვლა გადავწყვიტე, ისევ დაკეტილი დამხვდა... დრო აშკარად ბევრი მქონდა და ოთახის თვალიერება დავიწყე. უცებ სხვა კარი შევამჩნიე, გამოვაღე და აბაზანა- ტუალეტის ოთახი აღმოჩნდა,  ლამაზად გარემონტებული და სუფთა- წკრიალა, სარკესთან ერთი ახალი კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და სხვადასხვა "ქალური“ რაღაცეები ეწყო.

  კვლავ ჩავიხედე სარკეში. იქედან მიყურებდა ქალი, რომელიც არაფრით არ მეცნობოდა, სრულიად უცხო, თუმც ძალიან ლამაზი ქალი: დაახლოებით 40-45 წლამდე, ქერა და დიდი, ლურჯი თვალებით. თმები დახვეული და კარგი მოვლილი ჰქონდა..

  გაურკვეველი გრძნობაა, როცა არ იცი ვინ ხარ შენ ან ვის სხეულში ხარ და საერთოდაც როცა არ იცი სად ხარ, რატომ: ფსიქიატრიულში ხარ თუ უბრალოდ გამოსასყიდის გამო მოგიტაცეს და ჩაგკეტეს...

  ამ ყველაფრის მიუხედავად, თითქოს მაინც მშვიდად გამოვიყურებოდი, რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე ოთახში, ბოლთას ვცემდი და ფიქრის თავიც არ მქონდა, თითქოს ფიქრებიც გაფრენილიყო სადღაც.

   მაგიდაზე სიგარეტი, საფერფლე და სანთებელა დავინახე,  გამიხარდა, დამშეულივით მივვარდი, აცახცახებული თითებით ჩავიდე პირში, სანთებელა ავანთე და რაღაც სასიამოვნო, ნაცნობმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში.

    გავაბოლე, მთელი ოთახი სიგარეტის კვამლში გაეხვა. სხვა საქმე ვატყობ მაინც არ მაქვს. ვერ გავრკვეულვარ უნდა მოხაროდეს თუ წიხლებს ვურტყამდე კარებს, შენელებული მოძრაობები და აზროვნება მაქვს.  იქვე ოთახში ლამაზი სავარძელი იდგა, სავარძლის წინ დიდი მოლბერტი, სუფთა სახატავი ფურცლები, ზეთის და აკვარელის საღებავები და უამრავი ზომის ფუნჯები.

  თავისთავად ჩემდაუნებურად ავიღე ფუნჯი და ქაღალდზე რამდენიმე მონახაზი შევქმენი. შემდეგ გამოვიწიე და შორიდან შევხედე, თურმე ხატვაც შემძლებია. სავარაუდოდ ჩემმა გამტაცებელმა და დამტყვევებელმა ჩემი წესჩვეულებები იცოდა, იცოდა რომ ვეწეოდი, რომ ვხატავდი. საინტერესოა კიდევ რა შემეძლო, რას ვაკეთებდი. გადავწყვიტე უფრო გულისყურით და ინტერესით დამეთვალიერებინა ოთახი, იქნებ რამე ხელისჩასაკიდი რამე მეპოვნა.

  მაგიდაზე ბლოკნოტი დავინახე, სხვადასხვა ჩანაწერები და უფრო კი სტატიები ეწერა. პირველ გვერდზე დიდი ასოებით სხვადასხვა ფერის ფლომასტრით ეწერა: ელენე მეშველიანი და ტელეფონის ნომერი. მოვკალათდი სავარძელზე, გადავშალე ბლოკნოტი და დავიწყე კითხვა. სტატიასა და სტატიას შორის ინტერნეტიდან ამობეჭდილი პატარა ზომის ფოტოებით იყო გაფორმებული

 

 

 

 

IMG_20230214_005757

  არვიცი, იცით თუ არა, ჟურნალისტი რომ ვარ. ერთ- ერთ ჟურნალში ვმუშაობ და ქალთა თემებს ვაშუქებ. მომწონს ჩემი პროფესიაც და ახლანდელი თემებიც. ჟურნალი კვირაში ერთხელ გამოდის და კვირაში ერთხელ თითო ქალის ამბავს ვყვები. ჯერ სულ რაღაც 2 თვეა რაც დავიწყე და 8 ქალის ამბავი გავაცანი ხალხს... ვერ ვიტყვი,რომ ეს ქალები ერთმანეთს გვანან ან ერთნაირი ცხოვრება აქვთ გამოვლილი ან ასაკი აქვთ ტოლი... ჩემი 8 ქალი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია ყველანაირად და რვავე ძალიან საინტერესოა.. რვა ქალის ამბავი უკვე ცნობილია, წარმატებულებიც არიან და ნიჭიერებიც, ბედნიერებიც და ტკივილგამოვლილებიც. ბევრჯერ ღალატ გამოვლილები და უაღრესად ერთგულებიც. ახალგაზრდებიც, 40+იც და უკვე ასაკშეპარულებიც. მაგრამ რვავეს რაც აერთიანებთ ეს სიყვარულია.  ყველას თავისი სიყვარულის ისტორია აქვს, ყველა ამბავი თავისებურად ლამაზი, რომანტიული და ხანდახან მტკივნეულიცაა. ჩემს ყველა ქალს უყვარდა და უყვარს კიდეც... სიყვარულზე საუბრის დროს თვალები უბრწყინავთ და სადღაც ჰორიზონტს მიღმა იყურებიან, იქ მათი ბედნიერებაა...

  ამ კვირაში, კი სიყვარულის კვირას გადავწყვიტე მე-9 ადამიანად კაცთან ჩამეწერა ინტერვიუ....კანდიდატი შერჩეული მყავს...კითხვებიც მოფიქრებული... თუმცა იქნებ თქვენც მომწეროთ კითხვები, რა ვკითხო კაცს, რომელიც ძალიან წარმატებულია როგორც პირად, ასევე თავის საქმიანობაში..

 ველი კითხვებს :) შემდეგ ნომერში კი დაველოდოთ პასუხებსაც :)



IMG_20230214_005757

 ჩემი დატვირთული გრაფიკი ალბათ მთელმა სამყარომ იცის. როგორც იქნა დაღლილი მივედი ჩემს ახალ სახლში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო და რომელიც სასწაულებრივ ამიხდა, როდისმე ამ ამბავს მოგიყვებით.  ხოდა, ისიც იცის მთელმა სამყარომ რომ კატები არ მიყვარდა, იმ დღემდე, სანამ ჩემს ახალ სახლში დაუპატიჟებლად შემოიჭრა და ძალიან ნაგლად დაიწყო ცხოვრება, ამ ამბავსაც მოგიყვებით როდისმე...

  შევედი,ჩემს პატარა ერთ ოთახიან ახალ ბინაში,დაღლილი, გათიშული საქმეებისგან, მშიერი და გამახსენდა,რომ მაცივარი ცარელა დამხვდებოდა, რადგან არაფერი მქონდა ნაყიდი, უცებ გადავრეკე სახლში მოტანის სერვისზე, გამოვიძახე პიცა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის ლოდინის შემდეგ მაღირსეს.  დაღლილი ვიყავი, მეძინებოდა კიდეც და იქვე მეორადების მაღაზიაში ნაყიდ ტახტზე წამოვწექი, პიცა ყუთიანად იატაკზე დავდე, ჩემი საყვარელი წიგნი ავიღე თან და გადავწყვიტე ჩემთვის ბედნიერების წუთები მეჩუქებინა... როგორ ჩამეძინა, ვერ გავიგე...როდესაც გამეღვიძა...ისევ მშიერი დავრჩი, მთელი ჩემი პიცა კატას მოუსუფთავებია .. მე გავიღვიძე მშიერმა, მან კი დაიძინა დიდად ნასიამოვნებმა...

 სერიიდან "ჟურნალისტი ქალის ისტორიები"

FB_IMG_1676285306591

პირველი ქალის ისტორია ჩემი ისტორია იყო.  გავბედე და ჩემ თავზე დავწერე.. დებიუტი იყო ჟურნალისტიკაში და ვეცადე ეს ამბავი ნამდვილი,წრფელი ემოციებით დამეწერა.  ჩემი ამბავი კი დაბადებიდან იწყება, იმ ერთი ზამთრის ღამიდან, როდესაც მე პირველად ვიტირე და ჩემს დაბადებას არც შუშხუნები მოჰყოლია.. სულ მთლად ბავშვმა, დედაჩემმა სრულწლოვნებიდან 5 დღეში გამაჩინა, მამის მხრიდან პირველი გოგო ვიყავი.. ბედნიერი იყო ბებია, არც მამას გამოუთქვია პროტესტი, არც ჩემზე და არც ჩემს შემდეგ დაბადებულ ორ გოგოზე, უფრო მეტიც, კიდევ უნდოდა შემდეგ შვილი, სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ძალიან გადავუხვიე ამბავს.  ბედნიერ ოჯახში დავიბადე და ასე უდარდელად ვიზრდებოდი.. ნატვრის და ოცნების საშუალებაც არ მქონდა,რადგან ყველაფერი თავის დროზე იმაზე მეტი მქონდა ვიდრე ჩემი ასაკის ბავშვს უნდა ჰქონოდა, თუმცა მაინც მქონდა კომპლექსები, შიშები, ნერვიულობები და ვერ ვიტყვი რომ აქტიური ბავშვი ვიყავი. არც ინიციატივას ვიჩენდი და არც ჩემს ჭკვაზე დამყავდა ბავშვები. ჩვეულებრივი, წყნარი,დამჯერი ბავშვი ვიყავი. ინგლისურის მასწავლებელი მინდოდა გავმხდარიყავი, მაგრამ მე-11 კლასის ბოლოს ოჯახურმა საბჭომ თათბირზე გადაწყვიტა სტომოტოლოგობა ჯობდა და ასე ჩავაბარე იმ დროისთვის ერთ-ერთ წარმატებულ ფასიან ინსტიტუტში,  კარგი სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი და კარგ დროსაც ვატარებდით ჯგუფელები.. სტუდენტობა ყველაზე ბედნიერ წლებად შემდეგ..

  26 წლის ასაკში ამოტრიალდა ჩემი სამყარო მთლიანად და თუ რამეს წარმოვადგენ ან ჩემზე იტყვიან, რომ ძლიერიაო, ზუსტად ამ ერთი წლის გამო.. ერთ წელში იმდენი ბედნიერი და არაბედნიერი წუთები განვიცადე, რაც იქამდე 26 წლის მანძილზე არ მახსოვდა..

  ვარდისფერი სათვალე, რომელიც იქამდე მეკეთა, ჯერ სიყვარულის ფრად განათდა, შემდეგ კი ფერები დაკარგა, გაშავდა, განაცრისფრდა და ყველაფერი სულ ერთი გახდა. ღალატმა მაიძულა გავქცეულიყავი ქალაქიდან და 6 თვე მეცხოვრა სოფელში, რათა ის ჰაერი არ მესუნთქა რასაც ის სუნთქავდა... იმ სახლის, იმ ოთახის გარეშე ვყოფილიყავი, რომლის გარეშე ახლა ძალიან მიჭირს..

  მეგონა, სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, ვფიქრობდი ეს იყო პირველიც და უკანასკნელიც, მეგონა ამ სიყვარულთან ერთად დავასრულებდი სიცოცხლეს..წარმომედგინა ჩემი თავი უსიყვარულოდ და თან ვერაფრით ვეგუებოდი... წლების გასვლასთან ერთად სიყვარული კვლავ მოვიდა, უფრო დიდი მაშტაბით და გრძნობით, თუმცა ეს იყო უბრალოდ სიყვარულის სიყვარული იყო... მიყვარდა სიყვარული,ვხარობდი და ვბედნიერობდი მისით..

  დრომ შეგუება მასწავლა...ტკივილთან ერთად ცხოვრება და ღიმილის ნიღბის მორგება...

  ასაკმა გამოცდილება მომცა და ადამიანების გამოცნობა მასწავლა..

  ცხოვრება 40+ ზემოთ ცოტა სხვანაირი ყოფილა..ახლა უფრო კომფორტულად ვარ, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ და ბევრად უფრო მომწონს ვიდრე 20 წლის წინ..

   ის პეპლები კვლავ მყავს გულში, რომლებიც ბევრი წლის წინ მყავდა.. ფუთფუთი უყვართ და ალიაქოთს იწვევენ მთელ ჩემს არსებაში, აქოთქოთდებიან, აფუთფუთდებიან როგორც კი პატარა ბავშვს დაინახავენ... როდისმე ალბათ დაიბუდებენ, დაწყნარდებიან და უბრალოდ წყნარად მიეჩვევიან ცხოვრებას...

  კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ჩემზე, მაგრამ ჯერ ეს იყოს... ჩემი პირველი ინტერვიუ საკუთარ ამბებზე..

IMG_20230214_105022

 ჩემი N2 ქალის ამბავი...

 17 წლის გოგო... დედა მშობიარობას გადაყვა, დარჩა მამა და მოხუცი ბებო, რომელიც ზრდიდა,  ცხოვრობდნენ თბილისიდან შორს, ერთ-ერთ პატარა სოფელში. ვთხოვე მოეყოლა იმ დროიდან მოყოლებული რაც ახსოვს..

  გაეღიმა, თან მოიწყინა...

 -კარგი რომ არაფერი მახსოვსო?

 რაც გახსოვს და რაც გინდა ის მოყევი თქო და გავჩუმდი...გაჩუმდა ისიც.. სიჩუმე რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ბოლოს დაიწყო...

  - ანა მქვია, 17 წლის ვარ, სკოლას ვამთავრებ და მეც თქვენნაირად ჟურნალისტი მინდა გავხდე..მიყვარს სწავლა, მაგრამ ხშირად ვერ დავდივარ სკოლაში, ბებია მყავს ავად და მისი მოვლა მიწევს..მამას კიდე დალევა უყვარს, ხშირად არ მუშაობს და მე მიწევს სამუშაოების ძებნა, რომ ფული ვიშოვოთ. ხშირად მეზობელ სოფელშიც მიწევს სიარული ფეხით, ერთ ოჯახში ვეხმარები მიწის დამუშავებაში, სახლის დალაგებაში და ხან ფულს მაძლევენ,ხან საჭმელს მატანენ..

  მე რომ დავიბადე, დედა დაიღუპა,  ბებიამ და მამამ გამზარდეს. მამამ დედაზე დარდით დალევა დაიწყო, ხან სახლშიც არ ბრუნდებოდა, ყოფილა დღეები ისიც არ გვცოდნია ცოცხალი იყო თუ არა. ბებო, ცდილობდა არ გამეგო და არ შემემჩნია მისი ტირილი და მე რომ მაძინებდა, მეორე ოთახში გადიოდა და იქ ტიროდა.. მეც თავს ვიმძინარებდი და ჩუმად, ლოგინში ვტიროდი.  ყველა ჩემ მეგობარს, ახალგაზრდა ლამაზი დედები დაყვებოდნენ, მე კი მოხუცი ბებო ან ბარბაცით მოსიარულე მამა. წიგნში ჩუმად დედიკოს ფოტო მიდევს და ჩემს ამბებს ვუყვები ხოლმე. ვამჩნევ, ხოლმე რომ დედიკო ფოტოდან ხან მიღიმის, ხან ტირის..

   წელს სკოლას ვამთავრებ, მინდა ინსტიტუტში ჩავაბარო, მაგრამ სახლს და ჩემებს ვერ დავტოვებ..ჩემს გარდა ბებოს ვერავინ მოუვლის.. ვერც მამას დავუტოვებ ვინმეს, ხან საძებნელად მიწევს ხოლმე წასვლა და ნასვამის მოყვანა.. თან სულ ჩხუბობს და მე რომ მხედავს, მხოლოდ მაშინ ჩერდება...

  ხო, კიდევ ერთი, ერთი ბიჭი მიყვარს,  თავიდან იმასაც ვუყვარდი...მაგრამ შემდეგ არვიცი რა მოხდა და მითხრა, არ შემეფერებიო, ვერ მოგიყვან ცოლად, შენ მამას ვერსად გამოვაჩენო და დამივიწყეო. იმ ღამეს და კიდევ რამდენიმე ღამეს ბევრი ვიტირე... მერე ისევ საქმეებში გავერთე და ხანდახან მახსენდება ხოლმე...

   სულ, ესაა ჯერჯერობით ჩემი ამბავი... რომელიც არ არის ლამაზი და ფერადი...

   სერიიდან: "ჟურნალისტი ქალის ამბები"