VOYAGER
0 ხმა

ბექა ჯანიაშვილი
37 წლის. საქართველოს მოქალაქე რუსთავიდან. იურისტი, როცა მეხატინება_მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, მუსიკოსი, ზოგჯერ მწერალიც_ოღონდ როცა მეწერინება, მაშინ მხოლოდ. ისე, მაღალი,(მთლად მაღალი არა, უფრო საშუალო სიმაღლის) უხვი, მდაბალი.. ჩემზე აქვს ნათქვამი იმას, ჩვენ ყველამ რომ ვიცით. და რაც მთავარია ჩემი მწერლობა შუქუნახავი...
ეს ერთი შეხედვით აბდაუბდა, მიიზიდავს არასტანდარტული გემოვნების მკითხველებს. ანუ მათ ვისაც ლიტერატურა ჭეშმარიტად უყვართ. და არა იმათ, აი _სანამ ცოცხლები რომ არიან, ვიღაც აკადემიკოსების მიერ შედგენილი 50 წიგნის წასაკითხად რომ სცხელათ... აქ მოთხრობილი ამბები გაზვიადებულიც შეიძლება იყოს და ძალიან ნამდვილიც. სასაცილოც და ტვინის საღრძობიც. საბოლოო ჯამში არასტანდარტული, საინტერესო ნარატივია. გააჩნია მკითხველს. მთავარია იგრძნოთ. მე ჩემი დრო გადმოგეცით, დროის ადამიანებს, რომელებიც ცვლადები არიან და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, კვადრატში გვაძლევენ 0_ს. მე მჯერა, რომ ნაწერები მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ვიკითხოთ, ცივი გონებით, რომ რაღაცეებს ჩავავლოთ. სხვა შემთხვევაში დროის კარგვაა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური