ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

VOYAGER

VOYAGER

ოჰ... როცა ოვალისფერ მზეს გაჰყვა თოლია ჩემი გემით... და იქ მიიყვანს, სადაც

მთვარე, ჩემს მუსიკაზე იცეკვებს. მე მოვედი! გაიმართნენ ფიქრები, აშრიალდნენ

ზღვები და მდუმარეში ვიძირები… თეთრ ნაუტილუსზე ვხვდები. კაპიტანს ეფერება

ოცილილი (ოცილილი: ახალგაზრდა ენეგიული მდედრი საშუალო სიმაღლის),

ოღონდ ისე, ივლისის პაპანაქებაში რომ ”გათოვს”. მე ვდგავარ ფხიზლად, დაჭიმული გონების ადამიანი და ვემზადები გამრუდებისთვის... იმათ მაგრად ათოვთ... ხან სცივათ და ხანაც სცხელათ, ალბათ დროს იმედი არ ელევა, მაგრამ მე რა? მე ის, რომ მე...მე კი უკვე გვირილების ჩრდილში ვზივარ, ამერიკულ პოზაში, შუა ზღვაში და კაპიტანი მესალმება, თან მეკითხება: დღეს რას დაგვიკრავთ ინდვიოდივო ? თოლიების პოლკას კაპიტანო ზმუკო, იყო ჩემი პასუხი. ოცილილიების შემდეგ ხელოვნება უყვარს ზმუკოს. ყველაზე მეტად, გამორჩეულად ავლენს თავს მუსიკასა და პოეზიაში. აი მაგალითად თავის თავს მიუძღვნა: ”აღტკინებული მუზების მწველი, მოდის მოღელავს ზმუკიტო ვრცელი”(ზმუკიტო, როგორც ოცილილი ეძახის_ მხოლოდ ის , ის ‘’ერთადერთი”). კაპიტანს ცეკვაც უყვარს ოცილილებთან, მაგრამ რაც ფეხი გადაუბრუნდა სინარნარის დროს, (დამდაბლების დროს)  ენერგია მოაკლდა და მეტრი და რიტმიც არეული აქვს, სულ largo – lento_ს მეძახის. და აკი მოგახსენეთ: მსუბუქი და განგრძობადი ხასიათის ზმუკოს, ყველაზე მეტად მაინც ოცი წლის ოცილილიები მოსწონს, მათთან მზრუნველი და მოსიყვარულეა. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის რომ ”ახალი და სუფთა ხორცი” ურჩევნია თავისტოლა მარადმწვანე დეკეულებს, ბუნებით კი ვეგეტარიანელია! მისი საყვარელი საჭმელი არის_ კატაპიტნას წვნიანი ნახევრად მოხარშული კარტოფილით, რომელსაც საგანგებოდ ხარშავს დილის ექვსი საათიდან ნელ ცეცსხლზე, მზის პირველი თამამი სხივის გამოჩენამდე. ზუსატად ამ დროს, მუზების მწველი ბოლომდე იწვება. როგორც თავად ამბობს: ეს არის ჟამი ”ფოეთრიისა” და ნახეთ, მართლაც როგორ ”თრიისა” : 

                      გაბზეკილ ტრაკებს თამამად ვეტრფი,

                     ტუჩებპრუწიას თვალებს ვარიდებ,

                     ოცილილების გემო და ეშხი,

                     მსხლის კენწეროზე გაყვავდა ნესვი.

                      ძუძუ კო-კობრნი ჩრდილში მოექცა,

                      ტანით მიღელვებს თმიანს გესლიანს,

                      რა უნაყოფო უდაბნოდ გექცა,

                      ვნება, რომელიც შემოგრჩენია.

                      შემოგეხევა ნორჩი პეპელა,

                       გაირინდები შუაში ვრცელით,

                       მოგაგონდება პოზა და რიტმი,

                       კლავიშზე უკრავს ინდვიოდივი...

                       და ამ დროს იხსნი ელვას ქვევიდან,

                      გამოსჭვივიან ქრიზანთემები,

                      როგორც ველურ მხეცს შიმშილის გემი,

                      ლევიათანი შეგეგებება...

                       ყვითელ ტალღებში დაიდებ ბინას,

                       და ხვლიკის კუდით ზემოდან გირტყამს... 

ვნებმუზებისგან დაცლის შემდეგ, უცებ იცოდა ლოგინზე მიგდება ზმუკომ, თითქოს წამიერეად ითიშებოდა და ახლა უკვე სიზმარეული გიჟმოუბარი, თითქოს ცხადად ნანახს მიყვებოდა, თან მეუბნებოდა, თუ რომელი მუსიკალური ნაწარმოები უნდა შემესრულებინა მისი ვოიაჟის პროცესში.                                                                                                                                                          და სძინავს ზმუკოს. ვრცელია ველი გაღვიძებისა. სულ გაირინდნენ ოცილილები. მე ვუკრავ, მაგრამ მგონია, რომ მეც მონაწილე ვარ მისი სიგიჟისა. ის უბრალოდ იმას მიყვება რასაც ჩემი მონაწილეობით ხედავს... მაგრამ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვებია და რატომ უნდა რომ მე გამომიყვანოს მთავრ როლში ჯერ ვერ გავიგე.

 

 

                                                 2.თავი  “სიზმრის ამანცონაირი ''

 ზაფხულია. სანამ გამხმარა მწვანე ბალახი მოსწრებაზე ვარ. და იოჰან სებასტიანი

აძოვებს ცხვრებს ჩემი ჩელოთი. მიყვარს გამორჩეულად ბალახობის მუსიკა. ჩელოსაც

მოსწონს, მაგრამ ბოლო დროს შევატყვე, რომ ძალიან ვნებიანად აძოვებს ბალახს, ისე

რომ ცხვრებს ერთმანეთისაც კი რცხვენიათ. მეც გადმომედო ვნებაჩელვიდუსი და ერთი

სული მაქვს როდის შევუვლი ჩემს სექსმობავიდუსს.

დათქმულ ადგილს შევი(ე)ყარენით_ამნაირი და ანცო. ტყის პირას, ლამაზი მინდვრის

ნაპირით შემოზღუდულებს, დრომაც ჩაგვიგდო პაუზის ღუზა 4/4 _ზე ფერმატო_თი და მეტი

რა გვინდოდა ?როგორც მტრედნი გულისანი, აღვირმოხსნილი და ტანსაცმელ

შემოდღლეზილი ერთმანეთს შევუნდეთ ვნებები და ვიწყეთ ფეხაკრებით ლტოლვა.

მარჯვენა წინ, მარცხენა უკან . და ასე დაუსრულებლად. ნდომის განშტოებათა ალღომ

არ უნდა დაგვინდოს!

მწვანემ ფერი თუ იცვალა და გაღიავდა ჩელოს პარტია შემოდის... მისი ხმოვანების

 სიღრმე და ფოთლების შრიალის აკაპელა გვატკბობს, ვლანდავთ აზრებს და ერთმანეთს ვეფერებით_მარჯვენა წინ და მარცხენაც წინ. წინ მივიწევთ უშფოთველად და მიზანმიმართულად, არ ვნებდებით.

სინარნარეში ჩაკარგულებს გაგვიწვიმდა. პატარა მდინარეებმა იწყეს დენა_ ფეხებში და

ფეხებს შუაც. კოკისპირულად წვიმს. ანცო იბრძვის, მეჭიდება, ენერგიას ვეღარ ზოგავს,

მეც ცუდ დღეში ვარ და ვცდილობ ანცო მდინარეებმა არ წამართვან, მაგრამ წყალმა

ჩვენი კვაძი, როგორც იქნა მაინც გახსნა და დავკარგეთ წვდომა ვნების სახლისა...

ყველაზე დიდი უცნაურობა ამ ამბავში ის იყო, რომ ჩემი ჩელოს ხმა ამ ყველაფრის

ფონზე უფრო და უფრო ძლიერდებოდა. და რას ვხედავ?! მობილურში გამოკეტილი

იოჰან სებასტიანი, ბალიშის ქვეშ შემძვრალა და იქიდან არ უკრავს? დიახ, ცხვრებს აბალახებს. აი ამას ვხედავ უკვე საკუთარი ორი თვალით. ბახის მისტიკამ სიზმარში განჭვრიტა ჩემი ქვეცნობიერის ექოო მითხრა ზმუკომ და ვოიაჟის ბოლოს გვერდი იცვალა.              მე თითები აღარ მივარგა, ამას კი ეგონა, რომ მობილური უკრავდა მთელი მისი მოგზაურობის განმავლობაში.                                                                                                                                          რას ფიქრობს მკითხველი?  როგორ ხასიათზე ვიქნებოდი იქ, იმ დროს, იმ ვითარებაში? (გაიფიქრეთ, მე გავიგებ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.)                                                              გასრულდა ზმუკოს მორიგე ვნებანი. ოდნავ შეცბუნებული და მედგრად გარინდებული მე, თემას ვცვლი და ბნელდება. ზმუკო არ ჩერდება, მაგას რა გააჩერებს, მეც მაგრი ვთქვი.

 

                                                        3.თავი  ‘’სამთა ფილოს-ფალოსი“

_ალლეული( ალლეული_მთვარის ჩიტი) : ზაბახ-ბუბუ, გუბუკ-ზაბა, გუბუკ-ზუბუკ გაბა!

 და წავიდა შესახვედრად ხვალისა…                                                   

 _ფრონტიკა : (ფრონტიკა_მომღერალი ვითომ-ვითომ გვრიტი)’ მე ვარ ერეტიკოსი

ქარიყლაპია, შემოთრეული ამ უცხო დროში მთქნარების ზღვიდან! მღერის: ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კი-რი, კი-კი-რიიიი…                                                                                                     

  

    _ ჯოგოვინი: (ჯოგოვინი_ საზოგადოებრივი წერო) საით, საით გავფრინდეთ? 

      ტრიუმვირატს მოსდებოდა ჟამი ჭამისა, ლხენისა და ვნებისა. ალლეული

 ფრონტიკას ეცეკვებოდა და ჯოგოვინს აღიზიანებდა ბუმბულების წვერებით, ზუსტად

ისე, როგორც ავხორცი ძუკნა პოტენციურ კლიენტს. ჯოგოვინი შეწითლდ, ვნება არეულს გაგრილება მოუნდა და ონკანთან ნიავქარიანობს. თმის დავარცხნას ცდილობს… ამასობაში ფრონტიკა კამარას კრავს და სიმღერას იწყებს: ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კი-რი, კი-კი-რიიიი… ალლეული სულ მთლად გათამამდა, ჯოგოვინს ნისკარტით ნაზად ეხება მკერდზე და მორჩილად ფეხებთანაც უწვება დაუცველი პოზით, თან უღიმის იმ იმედით, იქნებ რამე გამოსტყუოს ვნება აშლილს.  (ჯოგოვინი ხომ მამრი იყო, ალლეული მდედრი, ხოლო ფრონტიკა დედალ-მამალი ძალად ჩიტი) დაიბნა, არ ელოდა მის ასეთ საქციელს ჯოგოვინი და ფრონტიკას შეატოვა ალლეული. კვლავ ისმის სიმღერა : ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კი-რი კი-კი-რიიიი… ჯოგოვიჩი გავიდა ფრთოსანთა გამიდან და აღტკინებულმა ვნებულმა,  მონუსხულივით მოჰყვა:                                                                                                         

 მღერამ თანდათან წამიღო, ავფრინდი როგორც პეპელა,                                 

  მივუახლოვდი ნელნელა, მე მთების იქით ენძელას,                                                               

  დავყნოსე სუნად ვერ ვიგრძნე,  შენი ბუმბულის გემო,   

  ალლეულ სულ ვეღარა გგრძნობ, მთვარე ჩრდილს მართმევს წეროს.                                    

   ფრონტიკაც უგულოდ მღერის, შენი გულისთვის ღრეობს, 

   რა, ვარდზე ყვავი დაგტოვე? არ მოგხდენია ჩერო!                                                                  

   ახლავე ფეხზე ადექი, თორემ მოგაჯდა წერო!                                                                                                                                                      

    ზაბახ-ბუბუ, გუბუკ-ზაბა, გუბუკ-ზუბუკ გაბა?!            

    ტრიუმვირატს ეწირება ალლეულის კაბა.                                                                                                                                    

და აი გაგიკვირდებათ მკითხველო, მაგრამ ზმუკიტომ ( როგორც მას ოცილილიები ეძახდნენ, ხომ გახსოვთ ?) გამოიღვიძა, ეტყობა სურნელი იგრძნო ახლოს... რაღაც მოაგონდა ჩიტზე და ფხიზელი, უკვე აზრზე მყოფი, გაოცებული მიყურებდა და თითქოს არ იჯერებდა, რომ ცოცხლად, ადამიანის ვიზუალით მხედავდა. ღელვა შევატყე ოდნავ დამშვიდებულს და აი ასეთ ამბავს მიყვება ჩიტზე, რომელმაც ფრენა ასწავლა.

  

                          

                                                              4.თავი. ‘’სკვინჩა’’

მახსოვს 2004 წელს, მოკლეფეხება რუხი წეროსფერი დასდებოდა სექტემბერის საღამოს. ჩემს

ცარცისფერ დროისმკვლელზე 18:28 წუთი ილევა (რვიანებს კარგად ვიმახსოვრებ,

როგორც სხვა ციფრებს ). ყვითელმუცელას ტბასთან ახლოს_ ჩემს აივანზე, ცის ვაზის

ჩრდილში, ჩალის სკამზე მჯდომს, სიო მანუგეშებს და გრძელ თმებზე(მაშინ მხრებზე

დაყრილ თმებს ვატარებდი) გამომწვევად მეღლაბუცება, როგორც წიწკვი გოგო, თავის

კულულებს. ამ ყველაფერს ერთი უცნაურობაც ახლდა, იქვე ბუჩქნარში სკვინჩა

წიწინებდა და თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა ჩემთვის. მე კი ამ დროს_ სხვა

საფიქრალი მაქვს, ჩიტის რძეს მივირთმევ და თან ვფიქრობ, თუ რამდენი ჩიტი შეეწირა

ჩემს სიამოვნებას.                                                                                                                                        ახლა 2020 წლის 25 მაისია და საოცრება… სკვინჩას წიწინს მოვკარი ყური, რომელიც შორიახლოს დაფრინავდა და ისევ იმ ”სიმღერას მღეროდა”.. ეს მუსიკა კარგად დაემახსოვრებინა ჩემს მოიისფრო ტვინს და თურმე რა ხდება?! მე სუპერმარკეტს ვეწვიე. გამართული და თავდაჯერებული მივაპოდი, როგორც გემი ყინულმჭრელი, ოღონდ ყინულზე ბოდიში, მე ხალხს მივაპოდი, რომლებიც პოტენციურ მოშოპინგე  ინდივიდებს წარმოადგენდნენ და ფეხებში უნებურად მებლანდებოდნენ. უვიცი მეძონძეები, ისინი ვერც კი ხვდებოდნენ ჩემი დიადი სტუმრობის მიზანს. მიუხედავად პირბადეებისა, ვგრძნობდი მომსახურე პერსონალის განწყობას, მეგებებოდნენ და მესალმებოდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ უფრო ხშირად მევლო ამ სუპერმარკეტშიმეთქი. უეცრად, ტკბილეულობის თაროზე, ჩემს ძველ ნაცნობ ჩიტის რძეს წავაწყდი, (თურმე სკვინჩა ტყუილად არ წიწინებდა) ახლა უფრო კარგად გამოიყურებოდა და თითქოს მეძახდა სად ხარ არ მოგენატრეო? მე გავჩერდი და თვალი გავუსწორე. კარგად შეეფუთათ, ლამაზად… ვერ დაიწუნებდი. როგორც

იტყვიან_” ეს ის თამრო აღარ იყო”. ის უფრო ნატალი ან სოფია იყო, ან მონიკა,

მონალიზა…ეს ინტიმური სიტუაცია, არ გამორჩენია სუპერმარკეტის მოტივირებულ თანამშრომელს. ის იქნებოდა ასე 17-18 წლის სასიამოვნო გარეგნობის, ცისფერქუდა გოგონა, რომელსაც გეგონება სპეციალურად შეუხამებიაო ქუდი, მის ცისფერ თვალებს, რაც ძალიან გამოარჩევდა სხვა გოგონებისგან. ეს ცისფერქუდა გოგონა მოფარფატდა, შემომანათა თვალები და მითხრა:

_ ხომ არ დაგეხმაროთო?

მე ვუთხარი_კი ძვიფასო, ძალიან დამავალბთთქო.

_რას ეძებთო მკითხა.

_ მე ვუთხარი ჩიტის რძეს ვეძებმეთქი. აუ მართლაო და კიიმეთქი... ჩემდა გასაოცრად ისე გაუხარდა ცისფერქუდას, რომ სულის სარკე გამოუჩნდა გაბზარული, რომელიც თანდათან უმთელდებოდა ისე , რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. ამასობაში აშრიალდნენ ვიტრინები და ჩიტის რძეებმა სიმღარა დაიწყეს. აი სწორედ ისე, როგორც სკვინჩა მღეროდა ცოტახნის წინ, სანამ სუპერმარკეტს დავეცემოდი.. ცისფერქუდა გოგონას კი თვალები გაუერთიანდა და ციკლოპუნად იქცა.

მაინც საყვარელი იყო და მგონი უფრო ლამაზიც. ამ უცნაურმა სიტუაციამ მარკეტის

”მენეჯმენტი”გამოაფხიზლა და არ დაგვადგა თავზე დაღლილი ჟირაფივით? ხოლო

მისი გაშტერებული უსიამო გამომეტყველება, ჟირაფისა და ობობის  ნაჯვარი თვალებით გვჭამდა. მეც არ დავიბენი და ჩიტის რძე შევთავაზე: ინებეთ ღრმადპატივცემულომეთქი. პატარახანს გვიყურა, გვიყურა, მობეზრდა, შებეზრდა და წავიდა. ამ სივრცის უვნებობაში გართულს ციკლოპუნაც გამიქრა, თვალსადა ხელს შუა, როგორც ნამდვილი ზღაპრის გმირი.. და დავრჩი მარტო ჩემს ”მონალიზასთან” პირისპირ, გარინდებული და გაოგნებული. ცოტახნის მერე, როცა აზრზე მოვედი გამახსენდა, რომ საოცარი ხალხი ხართ თქვენ... თქვენმა სამყარომ თვალები ჭყიტა და გამოაცხო ველური თიხა. იალაღებზე წასული ძროხა, საღამოს აუცილებლად ნაცნობ ადგილას მოვა მოსაწველად, რათა მერე იმ რძისგან სანუკვარი ჩიტის რძე დამიმზადონ. საიდუმლო ამოხსნილია. ყველა, მათ შორის მეც, ბედნიერი ვარ ამ სკვინჩა ჩიტის ტალანტით. დროის მუსიკის უნიკალურობამ და ჩემი ტვინის სტაბილურმა ბუნებამ, მომცა შესაძლებლობა თავიდან მეგრძნო მისი ამბორი, როცა მაღაზიის ვიტრინების იმ თაროსთან მოვხვდი, სადაც ჩიტისრძეები აკაპელას მღეროდნენ.                                                                                                           P.S აწმყოს მაყურებელი ოდნავ გაოგნებული, მშფოთვარე და ურცხვი_ მუდამ უკვდავია!

 

 

როცა დაასრულა ზმუკომ ამბის თხრობა სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთს ვუყურებდით და უსიტყვოდ გვესმოდა ის მუსიკა, ის უკვდავება... მაგრამ მეც ხომ უნდა მეთქვა, რაც ხდებოდა მისი სიზმარეული მოგზაურობის დროს, აქ, ჩვენთან, ამ ცისქვეშ და მიწის ზემოთ. უცნაური პოზები, მთვარე სკამზე მჯდომარე, გაჭაღარავებული და წვენ გამოსული მძინარე, როგორ მიითრევდა აზრებს, ვნებებს და განცდებს მოძრავ ჩრდილებში, რომ ღორმა დააჭრა ფარშევანგს ფრთები და მერე ჩაიცვა ბასანოჩკები, და თან დასძინა: მერე რა რომ ტრაკზე ბუბმულებს ვერ მივიმაგრებო. 

                                                                            5.თავი ‘’ზღმარტლი’’

                                       

 წამოდგა ზმუკო, ერთი კარგად გაიზმორა და გემბანს მიაშურა. ზღვა მშვიდი და ნარინჯისფერი იყო. ჰაერში სასიამოვნო, მზისგან გამთბარი ჟანგბადი, ოცილილის გამომწვევ სხეულს რუჯს აუჩქარებლად ადებდა, თითქოს სასიყვარულო პრელუდიას ასრულებდაო. მიუხედავად ამ სანახაობისა, ჩვენი ყურადღება მაინც იმან მიიქცია, რაც პირდაპირ ჩვენსკენ მოცურავდა (თითქოს მიზანში ამოუღიათო_ აი ზუსტად მასე) და თანდათან გვიახლოვდებოდა. სანამ კარგად არ მოგვიახლოვდა სიმართლე გითხრათ არ გვინდოდა დაგვეჯერებინა, მაგრამ რეალობა სხვა იყო, უფრო მეტიც, თავიდან ჩვენი თვალებიც ჩვენსკენ იყვნენ, მაგრამ მანძილის  ცვლილებამ მათი სიმორცხვე გამოიწვია და ჩვენი გაოგნება. როგორ გითხრათ, გუშინდელივით მახსოვს ეს უცნაური გრძნობა, როცა შენს თვალებს შენი რცხვენიათ...

 ვიღაც კაცს, რომელიც იქნებოდა სიმაღლეში 120 სანტიმეტრი ეგეც მაქსიმუმ, ტივზე დაუსვამს ხე, სიმაღლით 120 მეტრი, ეგეც სულ ცოტა, მეტი თუ არა.

კაპიტანმა ზმუკომ კურსი შეცვალა საჩქაროდ, იფიქრა ალბათ გიჟია და არ დაგვეჯახოსო. და მართალიც აღმოჩნდა! ეს კაცი საკუთარი კურსის გადახვევას არც აპირებდა. მის ტივს გიგანტუსი ციფერი ვეშაპი მოასრიალებდა კრეისერული სიჩქარით და აქეთ-იქიდან მკვლელი ზვიგენებით იყო დაცული, გეგონება ვინმეს შიში ჰქონდაო ამ უცნაურ კაცს. 

ჩვენ, გადავწყვიტეთ უკან გავყოლოდით და გაგვერკვია თუ სად მიჰქონდა ეს ხე, ამ გიჟკაცას. კაპიტანმა ზმუკომ მას სახელი შეურჩია, როგორც სჩვევია ხოლმე ასეთ სიტუაციებში და დენდროგიჟი დაარქვა. ალბათ ხვდებით რატომაც. ჩვენში რომ დარჩეს მკითხველო, თუ ნორმალური ხარ, შენზე 100 ჯერ მაღალი მცენარე, ზღვით რატომ უნდა ასეირნო?

ჰო, მთლად ასე არ გვინდოდა, ვეცადეთ გამოლაპარაკება, როცა გვერდი ავუარეთ, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ამ ბოლო დროს მიუღია ზმუკოს, ზმუკიტოს, მუზების მწველს და ოცილილების ღმერთს. რატომ? იმიტომ რომ მან ისე ამრეზით შემოგვხედა გეგონება ეს ზღვა სულ მისია და აქ ჩვენი ადგილი არ იყოს. არადა ზმუკოს თეთრი ნაუტილუსი თავფეხიანების კლასისაა, როგორც პროტოტიპი, ერთადერთი და განუმეორებელი ეგზემპლარია გემთმშენებლობაში. ის კაპიტანმა ინდოეთის ოკეანის კვლევის დროს აღმოაჩინა,  სხვადასხვა ფორმაში, რამაც განაპირობა ამ უნიკალური ხომალდის შექმნა. მის სპირალურ საკნებიან ხომალდს ჰიდროსტატიკური აპარატის დანიშნულება აქვს, რაც საშუალებას აძლევს როგორც წყალქვეშ, ასევე მის ზევით გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ. ის იმდენად კომფორტულია, რომ მყუდრო, არასტანდარტული, ორ იალქნიანი ხომალდი, დაუვიწყარ შეგრძნებებს ანიჭებს მის მგზავრებს. თეთრი ნაუტილუსისთვის ასეთ არამეგობრულ ზღვებში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მსგავსი შემთხვევა უპრეცენდენტოა!                    

ამ უცნაურ შემთხვევას მეკითხელო, კიდევ ერთი დიდი უცნაურობა აქვს.ზმუკოს მახვილ თვალს ხომ ვერაფერს  გამოაპარებ. კაპიტანს ხის სახეობა და მისი მსხმოიარობაც არ გამორჩენია. ზღმარტლის ხისთვის_ დიახ სწორად გესმით, ამხელა სიდიდე დაუჯერებელი და დასაფიქრებელიც კია, თანაც მსხმოიარე ყოფილა. ამას მაშინღა მივხვდი, როცა მუზების მწველი ოცილილს, ხორბლისფერ რუჯიან მკერდზე მოწეულ ზღმარტლებს უგორებდა და ცდილობდა მისი სურვილით შეპყრობას.  

ამ ყოველივეს შემდეგ აღარ მიკვირს, თუ რატომ ჰქონდა დენდროგიჟს ის უსიამო გამომეტყველება. აბა რა გუნებაზე იქნები, როცა ვიღაცა უცნაური ხომალდით გზაზე გეღობება და შენი მსხმოიარე ზღმარტლის მოსავლის სულ რაღაც 14 % _ი მიაქვს, თან ისე ტექნიკურად აკეთებს ამას, რომ ადამიანი იფიქრებდა დახელოვნებულია ზმუკო მსგავსი რამერუმეების კეთებაშიო. არადა აფრა განგებ არ მიურტყამს ხის გაშტერებული ტოტებისთვის, არც ეგონა რომ მისწვდებოდა. უბრალოდ არც გაემტყუნება კაპიტანს მკითხველო... თქვენ რას იზამდით ზღვაში მოსეირნე ზღმარტლის ხე რომ გენახათ? დამეთანხმებით ალაბათ, რომ ძნელია უზღმარტლობა.

ამასობაში შემოგვაღამდა. დასხდნენ ვარსკვლავნი და ცა დახვრიტეს. ეს უცნაური დღე წამებში ჩაქრა, თითქოს დრო გაგვექცა. ჩვენ დენდროგიჟის ნაკვალევს მივყვებით უსაფრთხო დისტანციაზე. ზმუკო ოცილილთან ერთად ჰამაკში ნებივრობს გემბანზე, ცას შეჰყურებს მრავლისმეტყველი სახით,  თითქოს რაღაცას ხედავს. ადრე თუ მხოლოდ ნაოსნობაში ვიყენებდით ზეცას, ახლა პოეზიაშიც ცდილობს მის ასახვას მუზების მწველი, თან ოცილილიც ახელებს და ნაზად ეალერსება. ყოველივე ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ზმუკიტოც თავის სიმაღლეზეა, აბა მოუსმინეთ:

მთვარის კაკალზე შემხტარი ფისო,

დაგვირწევს ჰამაკს, გაირბენს სტრიქონს...

ულვაშებიდან ჩაგვიკრავს თვალებს,

შემოგვანათებს ნახევარმთვარეს,

უიმედობის აქვს საოცრება,

ზღმარტლის ხესთან დგას როგოც ოცნება...

მიყვარს რიტმის არითმიის განცდა,

ინდვიოდივიც უკრავს ისევ გზნებით,

მნათობებზე უფრო ზემოთ ვრაზავ,

ახლა სად ვარ? გალაქტიკის გარსში.

არ დანებდეთ, ნურც იღელვებთ მეტად,

არ განცდილი განიცადეთ წამში,

ქარი არხევს აფრებს, როგორც კედარს,

ტანკენარი მოდის მხიარული...

 დაგავათენდა. გაიკრიფნენ ვარსკვლავები და დავჩით მე და შენ და ზღვა! ამბობს ზმუკო და ჰორიზონტზე სიმწვანეს ლანდავს. როგოც ჩანს დენდროგიჟი ნაპირს უახლოვდება, ჩვენ კიდევ ისევ ნახევრად გვძინავს! აღშფოთება შევატყე მუზების მწველს, სასწრაფოდ ავწიე თავი როიალის კლავიშებიდან და თითების გახურება დავიწყე. დილით უსიტყვო სიმღერების მოსმენა უყვარს კაპიტანს. ასე ადვილად ფხიზლდება, რადგან ტვინის მასაჟს ვუკეთებ ჩემი დაკვრით, რომელსაც სიმღერით ყვება, ეს კი  თოლიების დაფრთხობაშიც ეხმარება, რომლებიც გუნდებად დაფრინავენ და დილის განწყობას უფუჭებენ ხოლმე. ზმუკო ძალიან კმაყოფილია ჩემით, თან დამპირდა ახალ ინსტრუმენტს. აღსნიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ როიალი აღარ გამოუცვლია ზმუკოს და ახლა 2024_ში ველოდები ახალს _Steinway & Sons _ს. მოკლედ საოცარი პიროვნებაა მკითხველო.

ამასობაში ჩვენც მივადექით ნაპირს, ზღაპრულ გარემოს, სხვადასხვა ხეებით გამშვენებულ ნამდვილ ედემის ბაღს, (გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით) სადაც ათასნაირი ნადირ-ფრინველი ირეოდა, ოღონდ ერთმანეთს არ ერჩოდნენ. ცოტაც და ადამ და ევას ველოდებოდით სანაპიროზე, მობანავეებს და მოთამაშეებს აკრძალული ვაშლებით, რომ არა  ჩვენი ნაცნობი დენდროგიჟის გამოჩენა...  როგორც ჩანს, ზღმარტლის ხე ამ ედემის ბაღის გასამშვენებლად უსეირნებია ზღვებზე და ოკიანეებზე. ეჰ, არადა მე და ზმუკო უკვე იქ ვიყავით... ჩათავლე მკითხველო, რომ მაგრად გავედით...

და მოდის დენდროგიჟი ამხედრებული ზღმარტლის ხის კენწეროზე, რათა ყველამ დაინახოს. და როგორ შეიძლება ეს? 120 სანტიმეტრი იყო ის, თუ ზმუკოს დავუჯერებთ. საკმაოდ ცოტაა, ფაქტიურად უჩინარია, თან 120 მეტრიან, მსხმოიარე ხეზე მჯდარი, რაღა უნდა გამოჩნდეს? აქ ერთი ნიუანსი არ გვითქვამს მკითხველო მის შესახებ: თავი დენდროგიჟისა სამკუთხა მოყვანილობის, მოვერცხლისფერო პრიალაა და ღამის სიბნელეშიც, როცა მოვყვებოდით, შუქურის მაგივრობას გვიწევდა, ასე რომ მისი შემჩნევა არ არის ძნელი.

საოცარი სანახაობა იყო ეს ყოველივე და ჩვენც მონუსხულებივით შევყურებდით. ზღმარტლის ხეს ფეხი აედგა და თავისი ფესვ-ფეხებით გოლიათივით მიაბიჯებდა. როცა მიუახლოვდა მისთვის წინასწარ გამზადებულ ადგილს, ტბის პირას, სადაც საუცხოო ტირიფებს მოეყარათ თავი, მეზობლებმა უჯიკეს. შეამჩნიეს რა მის გიგანტურობა და სიმწიფე ნაყოფის, შეშინდნენ, ვაი თუ დაგვჩრდილოს და ბურნაც დაგვახვიოსო. მოგეხსენებათ ზღმარტლი ადვილად მჟავდება, თუ დროულად არ მოკრიფე მწიფობაში. ასე რომ ლეგიტიმური იყო მათი შეშფოთება. ეს ამბავი არ მოეწონა დენდროგიჟს. ტირიფები ძირფესვიანად მოთხარა და მათთვის შეუფერებელ ადგილას გადარგო, რათა მეზობლებს შორის მტრობას მისი რჩეული ზღმარტლის ხისთვის რაიმე ზიანი არ მოეტანა. ეს ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მისი, იმით იყო განპირობებული, რომ შუა ტბაში, არსებულ კუნძულზე ჰქონდა აშენებული სასახლე და პირველი რასაც დაინახავდა, მისი ზღმარტლის ხე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ზღმარტლს ხომ არ უყვარს ბევრი წყალი მკითხველო? ეს კი უცნაურია, რომ დენდროგიჟმა არ იცოდა.

 მე და ზმუკომ გადავწყვიტეთ გაისად, ისევ ამ დროს მოვსულიყავით ედემის ბაღში და ჩაგვეტკბარუნებინა პირი ზღმარტლის ხის ნაყოფით, თან გვაინტერესებდა იხარებდა თუ არა.

და აი გავიდა წელი მოთმინებისა და მონატრებისა. ჩვენ ისევ აქ ვართ, მე და მუზების მწველი. ყველაფერი ისევ ისე გამშვენებული და სიცოცხლით სავსეა გარდა ტბისა, გეგონება აქ სხვა დრო, სხვა განზომილებაა. კარგად რომ მივუახლოვდით, რას ვხედავთ? ტბა დიდი გალავნით შემოუზღუდავთ, თითქოს ედემის ბაღის სხვა ცოცხალი ქმნილებების დასაცავად იყოს ის გაკეთებული. რაშია საქმე? აი თურმე რაში ყოფილა: ეს ჩვენი ზღმარტლის ხე და მისი ნაყოფი, რომელიც ერთი წლის წინ დავაგემოვნეთ დამპალ ნაყოფს ისხამს, ტბაში თევზს და გარშემო ყველაფერს ანადგურებს. ჰაერსაც ბილწავს მყრალი სუნით. დენდროგიჟი მისთვის აფრიკულ კოდალებს ქირაობს სეზონურად, რომ რამენაირად გადაარჩინოს და გამოაკეთოს, მაგრამ დიდი ეფექტი არ აქვს ამ მკურნალობას.

როგორც ტირიფებმა გვითხრეს, ზღმარტლის ხეს ჰქონია თურმე მცდელობა, ნატირიფალი ადგილის დატოვებისა, მაგრამ დაუძლურებულმა და წყლით გაჭყეპილმა ამ მცდელობაში ყველაზე ჯანმრთელი ფესვები დაიზიანა და სრულიად პარალიზებული ცოცხალმკვდარი, ელოდება თუ როდის წაიქცევა. უთქვამს: ასე უსარგებლოდ დგომამ დამღალაო.