ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩიტი, რომელმაც ფრენა არ იცის

0 ხმა

ანა ჯანაშვილი

ბიოგრაფია


მე ვარ ანა ჯანაშვილი, ვარ 37 წლის, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, პროფესიით ვარ იურისტი და ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია. ზღაპრის პერსონაჟები ნამდვილია, ხოლო ემუ ინსპირირებულია ჩემი 3 წლის შვილის სიყვარულით ამ ფრინველის მიმართ. ამ ზღაპრის რამდენიმე ეგზემპლარი დავბეჭდე და ჩემი შვილის მეგობრებს გადავეცი საჩუქრად. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებში, ისტორიის გაგრძელების მიმართ, ინტერესი დიდი იყო, გადავწყვიტე, გავაგრძელო ამბავი და აღვწერო ბევრი ჯადოსნური ისტორია, რომელიც ვფიქრობ, რომ ემუს შემეცნებით აქტივობებთან ერთად, უფრო მეტად დააინტერესებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. 

სინოპსისი

 

ეს ამბავი დიდი ჯადოსნური თავგადასავლის დასაწყისია, რომელიც მოგვითხრობს ბიჭუნას, ძაღლისა და ჯადოსნური ემუს მეგობრობის ისტორიას. ბიჭუნა და ემუ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ემუ გადაწყვეტს, გამოიჩეკოს კვერცხიდან, რომელიც, ასწლეულების განმავლობაში, უამრავი საინტერესო მოვლენის უშუალო მონაწილე იყო. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური