ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობების კრებული

0 ხმა

ანა მამაცაშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ ანა მამაცაშვილი, 38 წლის. ვცხოვრობ თბილისში. ამჟამად ვმუშაობ კომპანია „აჭარაბეთში“ ქოფირაითერად. ეს პროფესია, რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ სწორედ ქოფირაითინგი და მწერლობა არის ის, რაც მინდა ვაკეთო, ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი მიზანია.

წერა პატარა ასაკიდან დავიწყე. ეს პროცესი ყოველთვის მანიჭებდა სიამოვნებას. ძალიან ბევრს ვკითხულობ და ასევე ბევრ კინოს ვუყურებ. ეტყობა ცხოვრების განმავლობაში ფანტაზია ისე განვითარდა, რომ სიზმრებიც კი ფრიად შინაარსიანი და თავგადასავლებით სავსე მესიზმრება, რის გამოც ისინი ხშირად ფურცელზე (ვორდში) გადამაქვს.

უმეტესწილად ვწერ ფანტასტიკის ჟანრში (sci-fi, დროში მოგზაურობა, პარალელური სამყაროები, ზებუნებრივი და ფენტეზი ). თუმცა სხვა ჟანრშიც ვცდილობ გავიწაფო.

სწორედ ჩემი სიზმრების დამსახურებით, რომლებიც მოთხრობებად ვაქციე, მივიღე მონაწილეობა კონკურსში „ინსომნია“. გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული და მალე ჩემი ორი მოთხრობა გამოიცა სულაკაურის გამომცემლობის მიერ, მოთხრობების კრებულში - „ინსომნია 2017“.

დიდი სურვილი მაქვს, უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო ჩემი შემოქმედება და იმედია ამის შანსი მომეცემა.

სინოპსისი

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი არის ნინა, ის მუშაობს ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერად. ის არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. ძალიან უყვარს მოხუცები. ნინა ბებიამ გაზარდა. ამჟამად მის გარშემო არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ერთხელაც მისი ცხოვრებისეული რუტინა დაირღვევა: მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ეგონა იცნობდა, მაგრამ ის სულ მხრიდან დაანახებს თავს და მათ შორის ურთიერთობა სხვაგვარად განვითარდება. პირველ რიგში, ნინასთვის უჩვეულო იქნება, როცა კაცი თავის კაბინეტში შეიყვანს და უმტკიცებს, რომ პარალელური სამყაროდან არის, სადაც ისინი ერთად ცხოვრობენ და სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. კაცს ჰქვია სტეფანე, ის ნინას თანამშრომელია, რომელიც არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს კომპანიაში, თუმცა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ადრე პაემანზე დაპატიჟა ნინა, მაგრამ ის საღამო სრული იმედგაცრუებით დასრულდა.

სტეფანე ნინას უყვება, რომ იმ სამყაროში, საიდანაც აქ მოხვდა, ასეთი წარმატებული არ ყოფილა, როგორიც აქ იყო. ის მთელი გულით ნატრობდა, რომ დაეწინაურებინათ. ამ სამყაროში კი ყველაფერი პირიქით იყო. თავიდან ძალიან უხაროდა ეს წარმატებული და ძვირფასი ცხოვრება, მაგრამ მიხვდა, რომ ნინას გარეშე მის არსებობას არ აქვს ფასი და ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერი ეღონა იმისთვის, რომ ნინას დაეჯერებინა მისთვის, ეს ხომ სრული სიმართლე იყო. სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ნინა ნელ-ნელა იჯერებს ყველაფერს და მასაც ძლიერ უყვარდება სტეფანე. ერთ-ერთ გადამწყვეტ საღამოს, ნინა აღმოჩნდება სტეფანესთან სახლში, სადაც ერთად რთავენ სახლს საახალწლოდ.  როცა ნინა სკამზე დგება და საშობაო ვარკსვლავს აცვამს ნაძვის ხის წვერს, ამ დროს ხვდება, რომ ეს ყველაფერი მანამდეც მომხდარა, იგრძნობს რომ სტეფანე ნამდვილად მისი ადამიანია და ისინი დიდი ხანია ერთად არიან. თუმცა რეალობაში ამის დაჯერება ძალიან რთული აღმოჩნდება.

ძალიან მალე სხვა სამყაროს სტეფანე აღმოაჩენს, რომ მისი ახლანდელი პიროვნება ქრება და მასში ნინას რეალობის სტეფანე იღვიძებს. სანამ სრულიად გაქრება, ცდილობს გააფრთხილოს ნინა რომ იჩქაროს, თორემ ვეღარასდროს ნახავს მას.

მალე ნინა ხვდება, იჯერებს ყველაფერს და ბოლომდე იბრძვის სტეფანეს, თავისი ვარსკვლავის დასაბრუნებლად, რომ ახალ წელს მასთან ერთად შეხვდეს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური