ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კაცი კითხვის ნიშნით ეძებს კაცს ძახილის ნიშნით

0 ხმა

მარი ხოფერია

ბიოგრაფია

გვარი, სახელი - ხოფერია მარი

ასაკი - 25 წლის

საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, სანზონის დასახლება

მოკლე ბიოგრაფია - ჩემი სახელია მარი ხოფერია, ვარ 25 წლის. ვსწავლობდი საქართველოს უნივერსიტეტში, სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე. ამჟამად ვმუშაობ იმედი-L-ის კომპანიაში ირიბი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ბავშვობიდან მქონდა წერის სურვილი. ბოლო რამდენიმე წელია ფურცელთან მუშაობა შევიყვარე. ჯერ მინიატურებით დავიწყე, ახლა, უკვე მოთხრობებს ვწერ... 

Facebook-ზე ბლოგი შევქმენი, სადაც ჩემი რამდენიმე მინიატურა მაქვს გამოქვეყნებული. გიზიარებთ Facebook ლინკს: https://m.facebook.com/groups/581464807264554/?ref=share&mibextid=S66gvF

სინოპსისი

რა ხდება მაშინ, როცა ღვთისგან ქმნილი ადამიანი სვამს კითხვას - რატომ, გადის ძიების გრძელ, რთულ გზას. ვინ არის? რა ამოძრავებს ცხოვრებაში, რისკენ მიისწრაფვის, რა სურს, რისთვის გაჩნდა, როგორ დაძლიოს „უაზრო“, მიწიერი პრობლემები? ამ ფიქრთა სვლაში კი შეიძლება, სულაც ვიღაც კაცი გამოეცხადოს ცილინდრისებური ქუდით. აქვს კი მას პასუხები? ან მისი პასუხები შენს ქვეცნობიერს თუ ეხმიანება?

მიმდინარე ტური არ არის აქტიური