ჩვენ მოგვატყუეს!ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ
0 ხმა

ხატია ბოლქვაძე
ხატია ბოლქვაძე, 22 წლის. დავიბადე დაბა ჩაქვში. წელს დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ცხოვრების ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს, რომ HR მიმართულება არის ჩემთვის მომავალ პროფესიასთან ასოცირებული, და ამ მიმართულებით ვმუშაობ კიდეც. მაგრამ ნახევარწლიანი მუშაობის მანძილზე, გავაანალიზე, რომ ყოველი დღე ჩემთვის ერთმანეთს ჰგავს, ერთი და იგივე სტატიკურობით და ნაცრისფერი ფერებით ხასიათდება, მეშინია, რომ ერთ დღესაც ვეღარაფერს ვიგრძნობ, და უსულო არსებად გადავიქცევი. ამიტომაც გავიხსენე საკუთარი თავი, როცა ემოციები გამაჩნდა, როცა მქონდა სურვილი - ჩემს გონებაში არსებული არეული ფიქრები და აზრები დამელაგებინა. ამას კი წერის მეშვეობით ვახერხებდი. ყოველთვის ვწერდი, მაგრამ ჩემი ნამუშევარი არასდროს გამომიქვეყნებია. ამ ეტაპზე, საკუთარ თავში ადამიანს ვეძებ, რომელიც დაიკარგა.
შვიდი პატარა მინიატურა, რომლებიც ერთმანეთთან პატარა ბეწვის ხიდებით არიან დაკავშირებულნი - ცდილობენ მოგვიყვნენ იმ ისტორიის შესახებ, რომელიც არც არსებულა და არც დაწერილა. რომელზეც არ საუბრობენ და რომელიც არც იარსებებს. მიუხედავად განსხვავებული დროის, სივრცისა და განზომილებისა, შვიდივე მინიატურაში წარმოდგენილი პერსონაჟები - მაინც ერთ არსებას, ერთ ბედსა და ერთ ხვედრს იზიარებენ. როგორი სურთ მათ თავიანთი აწმყო, და რა რეალობა ელოდებათ მომავალში - არის პერსონაჟების მომენტალური გადაწყვეტილებების შედეგი. მათ პატარა გაბრძოლებებს და შერკინებას ცხოვრების შეუქცევად პროცესებთან, კი სიზიფესა და რომანტიზმის ნაერთს შევადარებდი. ნაწარმოები, შეუქცევად პროცესთა უწყვეტი ჯაჭვია, რომლის გარღვევაც და რომლიდან თავის დაღწევაც არავის სურს, რადგან იყო ბრმა და მიჰყვე მდინარის დინებას უფრო მარტივია, ვიდრე შეეცადო - ერთხელ მაინც, რომ იყო თავისუფალი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური