შეპყრობილი
0 ხმა

ქეთი მატარაძე
ქეთი მატარაძე, 23 წლის.
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. პირველი ფაქტი ჩემ შესახებ ისაა, რომ საკუთარ თავზე საუბარი ნაკლებად მიყვარს, როგორც სხვები მეუბნებიან, ძალიან ნიჭიერი ვარ, თუმცა ნიჭიერებაზე მეტად ჩემი წარმოსახვის უნარით ვამაყობ. ჯერ-ჯერობით ჩემს მთავარ საქმიანობას წერა წარმოადგენს, რადგან მასში თითქოს ჩემი დაკარგული ცხოვრების ნაწილი ვიპოვე. დრო კითხვაში, ხატვაში და ანიმეს ყურებაში გამყავს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო უაზროდ არ დავკარგო. მიყვარს ადამიანების დახმარება, ამიტომაც ახლა ჩემს მთავარ მიზანს ჩემი წიგნების საშუალებით სხვებისთვის საჭირო რჩევების მიცემა წარმოადგენს, რომელიც ძალიან სჭირდებათ, მაგრამ ამას შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ.
ჯერ-ჯერობით არც ერთი ჩემი ნაწარმოები არ გამომიქვეყნებია, ამბობენ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვფიქრობ ამის დროც მალე დადგება.
ვიქტორია უბრალო გოგონაა, რომელსაც სურს მისი უფროსი ძმის მსგავსად საუკეთესო ფსიქოლოგი გახდეს, რადგან ხალხის დახმარება მისთვის მთავარი პრიორიტეტია. და-ძმა უამრავ პაციენტს ხვდება, განსხვავებული ისტორიით და განსხვავებული პრობლემებით. ისინი კი მათ ამ პრობლემის გადაჭრის გზის პოვნაში ეხმარებიან.
ერთ დღესაც უცნაური პაციენტი გამოჩნდება, განსხვავებული პრობლემით, რომელიც ორივე და-ძმის ყურადღებას განსაკუთრებულად მიიპყრობს. გარკვეული მიზეზების გამო ვიქტორიას ახალი ნაბიჯის გადადგმა უწევს. ის პაციენტის და მისი ოჯახის მოთხოვნით პაციენტთან ცხოვრებას იწყებს, როგორც მისი პირადი ფსიქოთერაპევტი, რათა მის თითოეულ მოქმედებას, სიტყვას და ემოციას 24 საათი დააკვირდეს. სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმამ მიიყვანა ის ულევ პრობლემებამდე.
მის პაციენტს მკვლელობაში ადანაშაულებენ, რეალურად რა მოხდა არავინ იცის, ერთი პიროვნების გარდა. ვიქტორია პაციენტის დაცვას ცდილობს, ამ რთულ პერიოდში კი ისეთ სიმართლეს აეხდება ფარდა, რაზეც გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური