შარადა
0 ხმა

ქეთევან ზაალიშვილი
მე ქეთევან ზაალიშვილი დავიბადე 21.10.1984
1990-2001 წ.წ. ვსწავლობდი ქ.თბილისის (ბაგების) ზ. წერეთლის სახელობის 135 საჯარო სკოლაში.
2001-2007 წ.წ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
2008 წლიდან დღემდე ვმუშაობ გ.
ჯავრიშვილის თვალის კლინიკა ,,ოფთალმიჯში"
წერა ყოველთვის მეხერხებოდა, თუმცა აქტიურად საბავშვო ზღაპრების და მოთხრობების წერა ბოლო 4-5 წელია რაც დავიწყე. ვწერდი ჩემი შვილისთვის.
ამჟამად ვარ ერთი საბავშვო წიგნის ავტორი. და პალიტრა L- ის ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის" ნახევარფინალის გამარჯვებული.
ატიურად ვწერ დღემდე და გეგმაში მაქვს უახლოეს პერიოდში ორი ახალი საბავშვო წიგნის გამოცემა.
რომანი ,,შარადა" ერთ პროვინციელ თინეიჯერ გოგოზეა, რომელიც პანდემიის დროს თბილისში ჩამოდის ნათესავაის კაფეში სამუშაოდ.
ჩახლართული, ახალგაზრდული თავგადასავალი, რომელიც მაისის ერთ მზიან დღეს კაფეში უცნაური სტუმრის შემოჭრით იწყება. ბევრ თავსატეხს და კითხვას აჩენს. სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით და მოვლენათა უცნაური ჯაჭვით, რომელიც პატარა კაფის კედლებს სცილდება და თბილისის ქუჩებში ინაცვლებს. დაკარგული ისტორიის კვალდაკვალ...
თანამედროვე განძის მაძიებლები, თუ საგანძურის მცველები.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური