ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ადამის შვილები

0 ხმა

ქეთევან კუხალეიშვილი

ბიოგრაფია

სახელი/გვარი - ქეთევან კუხალეიშვილი

ასაკი : 26

საცხოვრებელი ადგილი : თბილისი


მოკლე ბიოგრაფია : სიტყვებმა შექმნა ჩემი ცხოვრება და სიტყვებითვე გადმოვცემ მას. შემოდგომის სუსხიან დილას, წყალტუბოში დავიბადე, ახლა ის შენობა მარიტას ნასახლარს გავს, თუმცა ერთ დროს სიცოცხლის წარმოშობის ადგილი იყო. სწორედ ასე ვუყურებ ჩემს და სხვა ადამიანების ცხოვრებას. ვსწავლობ, ვშრომობ, ბუნებასა და ადამიანებს ვაკვირდები და ჩემს ადგილს ვეძებ ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მუდამ მქონდა და მექნება არის ფურცელი, კალამი და საკუთარი შეხედულებები.

ნამუშევრები კონკურსამდე : არა, ეს არის პირველი მცდელობა, ჟურნალისტიკის იქეთ, ხმა მივაწვდინო საზოგადოებას. 


სინოპსისი

 

ნაწარმოები „ადამის შვილები“ ჩვენს შესახებ არის. მთავარ პერსონაჟს და იმავე ავტორს, ანუ მე მუდმივად მაწუხებდა კითხვები - რისთვის ცხოვრობენ ადამიანები ? რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას ? რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან ? ვინ როგორ ცხოვრობს თავის რამდენიმე ათწლეულიან გარდაუვლად გასავლელ გზას ? ამ და სხვა კითხვებზე დაფიქრების შედეგად, გადავწყვიტე რამდენიმე ადამიანის სხეულში შევმძვრალიყავი და ერთი 24 საათი მეცხოვრა მათი ცხოვრებით. ხან მშობლებს შევუსახლდი, ხან ძმას, ხანაც მეგობრებს, ხანაც მოძალადეებს, უბრალო ნაცნობებს თუ ჩემს ცხოვრებაში ერთჯერ ნანახ ადამიანებს, იქნებ გამვლელებსაც. ბევრი ცდის შემდეგ, იმ სამყაროში გადასულებსაც მივწვდი. მთავარი მიზანი კი ის იყო, გამეგო ცხოვრების რა სურვილი ამოძრავებდათ მათ, ამიტომ მე ყველა ჩემს პერსონაჟთან ერთად გავიღვიძე, მოვემზადე, გავედი საზოგადოებაში და ყველა ჩემს პერსონაჟთან დავრჩი მარტო ძილის წინ, იმ მომენტში როცა საკუთარი თავი, ყველაზე კარგად ვიცით. ბოლოს კი ჩემთვის ყველაზე რთულ ადამიანს მივადექი - საკუთარ თავს, მასშიც ვეძებე ცხოვრების მიზანი და სიამაყით ჩავთვალე მეძებარ ადამიანად.

და მაინც, ყველაზე რთული კითხვა მგონია - რა არის შენი ცხოვრების მიზანი ?!


მიმდინარე ტური არ არის აქტიური