ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

საით მიდიან ციცინათელები

0 ხმა

სოფიო ანთაძე

ბიოგრაფია

ანთაძე სოფიო, 48 წლის. ბათუმი.


დავიბადე ქ. ბათუმში 1975 წელს. აქვე დავამთავრე N 28 საშუალო სკოლა (1992 წ.) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ისტორიის სპეციალობა (1997 წ.). ვმუშაობდი ბათუმის სახ-ო მრავალდარგობრივ ლიცეუმში, ასევე  უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში ისტორიის პედაგოგად. შპს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, არქივის განყოფილების გამგედ. ამჟამად ვასწავლი ისტორიას ბათუმის შპს სკოლა „ნიკე“-ში. ვარ დაოჯახებული.

ჩემი მოთხრობა ივლისის თვეში გამოქვეყნდა საიტზე SABA.COM.GE

სინოპსისი

ეს არის ერთი ოჯახის ამბავი, რომელსაც ირგვლივ მყოფებთან ამაღელვებელი და დამაფიქრებელი ისტორიები აკავშირებს. რა შეუძლია სიტყვას, საქციელს, ქმედებას.. ჭეშმარიტად, რაც უფრო დიდ სიყვარულს ვატარებთ ადამიანები, მით მეტი და მტკივნეული წერტილები გაგვაჩნია ... და-ძმა ნათებაძე, რომლებიც თითქოს თავისთვის ცხოვრობენ, ჩუმად, უხმაუროდ, მაინც ყოველთვის მის გარშემო  მიმდინარე მოვლენების  ცენტრში ხვდებიან. როგორია პასუხები კითხვებზე, აქ რომ იბადება: რატომ გამოდის ასე? ან, რამდენად მიესადაგებათ ნათებაძეებს თავისი გვარი?.. არსებობს ჯერ ისევ, მაღალი ღირებულებები ჩვენს რეალობაში ? და თუ არსებობს რა მოსდით, როგორ ხედავს და პასუხობს მათ სამყარო?.. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური