შებერვამდე იფანტებოდნენ
0 ხმა

სოფიკო ვიბლიანი
სოფიკო ვიბლიანი, 25 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას.
ვწერ 17 წლიდან და წიგნში ,,ჰეტეს" კომიქსში ჩართული ტექსტები 18-19 წლის ასაკში დავწერე. დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ წერას და განსაკუთრებით ნაწერის წიგნად ქცევას გარკვეული ასაკი სჭირდებოდა და ამ აზრმა წლობით გადადო ჩემი ნაწერები.
მყავს დიდი ოჯახი: მშობლები, ოთხი დედმამიშვილი, მეუღლე და 3 წლის ბიჭუნა. ამჟამად ვცხოვრობ კახეთში.
23 წლის ჰერსი მარცხენა თვალში ლურჯ ნათებას ატარებს. ნათებებს ადამიანთა ნაწილშიც ხედავს. ,,წითელ ქალაქში" მეგობართან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ყველაზე მსუბუქი ნაკვთების მფლობელ ,,კალიმბას გოგოს", ჰეტეს, აწყდება და მაშინვე იპყრობს მოუსვენრობა გაარკვიოს ,,სად, სხეულის რა ნაწილში ატარებდა ნათებებს კალიმბას პატრონი?"
სიმსუბუქით გამორჩეულ, აუღელვებელ ნაკვთებს მიღმა დაბლოკილ პიროვნებას ჰეტე დროდადრო ხატვის საშუალებით ათავისუფლებს. სწორედ კომიქსების საშუალებით ეკონტაქტება და შეჰყავს საკუთარ სამყაროში ჰერსი. გმირები საკუთარი სამყაროების ფერებს ცვლიან. ჰეტეს საინტერესო, თუმცა, მუქი სამყარო ჰერსისგან ემპათიას სწავლობს და გაქვავებული შინაგანი ბავშვი ძვრას, გაზრდას იწყებს. კალიმბას გოგოს აღწერილ, მთავარი გმირისთვის უცნობ, ,,სიმახინჯეებს" საკუთარამდე მიჰყავს ჰერსი და ნათებებსაც მნიშვნელობები ეძლევათ.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური