ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოგზაური და ლაბნას საიდუმლო

0 ხმა

სალომე ლორთქიფანიძე

ბიოგრაფია

 მე სალომე ლორთქიფანიძე,    დავიბადე სოფელ ძველ აბაშაში, 1992 წლის 6 ნომბერს. სკოლის ასაკიდან ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი სცხოვრრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ,  ვსწავობდი ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, მალევე  მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო და სწავლა აღარ გამიგრძელებია.

   მოგვიანებით კი აღმოვაჩინე  საოქრომჭედლო სახელოსნო სადაც უკვე  7 წელია ამ პროფესით ვარ დაკავებული. ხალხმაც სწორედ ამ პროფესიით გამიცნოროგორც ქალი ოქრომჭედელი.

    წერა შესაძლოა ითქვას , რომ 11 წლის ასაკში დავიწყე, როცა დედამ პრველი დღიური მაჩუქა. დროთა განმავლობაში, ის იქცა ჩემი თვითგამოხატის საშუალებად. წერით შევძელი უკეთ გამეცნო საკუთარი თავი და რთულ მომენტებში ემოციებისგან დავცლილიყავი. აქამდე მხოლოდ ჩემთვის ვწერდი პატარა ჩანახატებს, არასდროს მიფიქრია რამე გამომქვეყნებინა, მაგრამ ეხლა ვთვლი, რომ ეს წიგნი იმსახურებს იხილოს დღის შუქი.

სინოპსისი

   წიგნი მოგვითხობს 17 წლის ელის თავგადასავალს, რომელიც აღმოაჩენს, რომ შეუძლია ძილის დროს სხვა სამყაროში გადასვლა. სამყარო, რომელსაც საინსომა ჰქვია, დედამიწისგან სრულიად განსხვავებული და უტოპიურია. იქ ფერებიც კი უფრო კაშკაშაა. არ არსებობს ჰორიზონტები და საზღვრები. მთელი სამყარო ერთ ქვეყნად არის გაერთიანებული,ყველა ბინადარი - ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მათ მშვიდ ცხოვრებას კი ბოროტი მოგზაური არღვევს, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ელის შეუძლია. მაგრამ სანამ ელი შეძლებს გახდეს საკმარისად ძლიერი, რათა დაამარცხოს ბოროტი მოგზაური, მოუწევს საკუთარი შიშის დამარცხება, მოუწევს ირწმუნოს, რომ ის ნამდვილად რჩეულია.

     წიგნი მოგვითხრობს, ადამიანური შიშების, სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ. ასევე გაიცნობთ საინსომას ჯადოსნურ ქვეყანას, მის ტრადიციებსა და მაგიურ არსებებს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური