ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო

0 ხმა

სალომე ბზარაშვილი

ბიოგრაფია

მე ვარ სალომე ბზარაშვილი, 23 წლის, ვცხოვრობ თბილისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართლების სამაგისტრო პროგრამაზე, ასევე ვარ სკოლის მასწავლებელი და ვასწავლი ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები პერიოდულად ქვეყნდება ლიტერატურულ კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში:


1. ლიტერატურული პრემია „განთიადი“ 2017 წელი; 


2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული ჟურნალი  „ანდამატი“ N2, N3; 2018-2019

წწ; http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/318820/1/Andamati_2018_N2.pdf 


3. კრებული „ დებიუტი“ 2019 წელი; 


4. ლიტერატურული ჟურნალი „ აფინაჟი“ 2019 წელი; 

https://apinazhi.ge/journal/397--.html  


5. კრებული „ სიტყვები გონების წიაღიდან“ 2020 წელი; 


6.„თანამედროვე ნარატივი“; 


https://modernarrative.wordpress.com/2019/06/18/%E1%83%A1%E1%83%90% E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8 %E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E2%80%8B-

%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%96


7,„ლიტერატურული საქართველოN11“; 


8.“ლიტერატურული საქართველო N20”


9. ლიტერატურული ჟურნალი „ოლე“ N1 (60) 2023;


10.  ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ N3 2023

სინოპსისი

 „ცეცხლი აითნო, თამაში დაიწყო“ არის დეტექტიური რომანი, რომლის მთავარი გმირი თავსატეხების ამოხსნით გატაცებული გოგონა - ასმათ ობოლაძეა. იგი ახერხებს ედგარ ალან პოს მოთხრობების დახმარებით იფიქროს, როგორც დამნაშავემ, იპოვოს მსხვერპლი და მკვლელის ვინაობა დაადგინოს. თუმცა მკითხველის გადასაწყვეტია ასმათის მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლაა თუ პროცესით სიამოვნების მიღება. რომანის პერსონაჟები ბავშვობისდროინდელ თამაშებს ზრდასრულ ასაკში  იმეორებენ და კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ ბავშვობის ტრავმები მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. მკვლელობათა სერია, დანაშაულებრივი ქსელები და სტიგმებით შეპყრობილ საზოგადოებასთან შეჯახება პატარა დეტექტივის ყოველდღიურობის ნაწილია, რომელიც მსუბუქი, იუმორნარევი დიალოგების ფონზე მიმდინარეობს. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური