ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

რეზო ჯორბენაძე

ბიოგრაფია

პროფესიით ექიმი გახლავართ, კერძოდ, კარდიოლოგი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2003 წელს დავამთავრე, ხოლო გერმანიის ქ. ბონის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი - 2005 წელს. მედეას ხელოვნების გარდა საოცრად მიყვარს ლიტერატურა და კლასიკური მუსიკა. ნოველებს სკოლის ასაკიდან ვწერ. გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2019 წელს გამოსცა ჩემი სადებიუტო წიგნი, მოთხრობების კრებული „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი“, ხოლო 2021 წელს კი - ჩემი რომანი „ლაჟვარდისფერი ვითარცა-ქრისტე“. ეს უკანასკნელი არმაზ ბეკარის ფსევდონიმით დაიბეჭდა. ამ ქვეყნიერებას 1980 წლის 1-ლ მაისს მოვევლინე ქალაქ თბილისში. უფრო ახლოს მკითხველი ჩემი ნაწარმოებებიდან გამიცნობს, რადგანაც წერისას ემოციურად შიშველი და გულწრფელი ვარ. ხელოვნებაში ნიღბის მორგება ყოვლად უადგილო მგონია, თუკი საქმე თეატრს არ ეხება. აი, ასეთია მწირი მონაცემები რეზო ჯორბენაძის შესახებ. დანარჩენი იქ იყოს, მოთხრობებში.   


სინოპსისი

მოთხრობის „სარკის წინ“ მთავარი გმირი კესო გახლავთ, მარტოსული, ამ სამყაროსა და საკუთარი თავის დამკარგავი ადამიანი, რომლის ერთადერთ მესაიდუმლეს მისი ბავშვობისდროინდელი სარკე წარმოადგენს. ნოველაში აღწერილია პერსონაჟის ცხოვრების წარსულისა და აწმყოს რამდენიმე მძაფრი ეპიზოდი, რომელშიც განსაკუთრებული სიმძაფრით მოჩანს მუხანათი შემთხვევითობისა თუ ბედისწერის მსახვრალი ძალა.   


ზემოაღნიშნულ ნაწარმოებში თქვენ აუცილებლად საკუთარ და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ხასიათობრივ შტრიხებსაც აღმოაჩენთ. უბრალოდ, ამისათვის ავტორთან ერთად სიტყვის კორიანტელის აღმართ-დაღმართზე ხეტიალი არ უნდა დაგეზაროთ.        


მიმდინარე ტური არ არის აქტიური