მოთხრობების კრებული
0 ხმა

ნინო ხუნდაძე
ავტორი: ნინო ხუნდაძე
ასაკი: 39 წლის
მისამართი: თბილისი
მოკლე ბიოგრაფია:
ნინო ხუნდაძე დაიბადა თბილისში, ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს და საკუთარი თვალით იხილა მისი დაშლა ბავშვობაში. ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. მან დაათავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურა, არქიტექტურის განხრით, რამდენიმე არქიტექტურულ ფირმაშიც იმუშავა. შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შეივსო თავგადასავლებით და დაუჯერებელი ამბებით, რამაც კვლავ ხელოვნებასთან და წერასთან დააბრუნა. ძალიან ბევრის თქმის და ხატვის სურვილი აქვს, იმდენის, რომ ხანდახან ჰგონია ერთი სიცოცხლე საკმარისი არ არის. ამიტომ აკეთებს მაქსიმუმს ყოველ დღე, იყენებს თითოეულ წამსსამსახურებს და დედობრივი მოვალეობის შესრულებას შორის რომ შექმნას და აზიარებს თავისი ნამუშევრებით და სიტყვებით. ბოლო დროს გატაცებულია მონაწილეობითი პროექტებით ხელოვნების და წერის გამოყენებით. რამოდენიმე უკვე განახორციელა და იმედი აქვს რომ კიდევ ბევრს განახორციელებს.
კონკურსისთვის შერჩეული ნაწარმოები არის პატარა მოთხრობების კრებული, რომელშიც ვცადე სხვადასხვა თვალით დანახული სამყაროს გაზიარება. თითოეული მოთხრობისთვის შექმნილი მაქვს ილუსტრაცია და წიგნი მთლიანობაში ასახავს ერთი პატარა უჯრედიდან კოსმოსამდე სამყაროს დანახვის და აღქმის სხვადასხვა ვერსიას.
ჩემი წიგნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რომ ჩემს მიერ დაწერილი მოთხრობების შემდებ წიგნში მინდა იყოს ცარიელი ფურცლები, სადაც მკითხველს შეეძლება საკუთარი სიტყვების და აზრების გაზიარება. იდეალურ შემთხვევაში წიგნი იმოგზაურებს ადამიანებს შორის და ჩემს სიტყვებთან ერთად ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანების სიტყვებს (რომლებიც არ არიან მწერლები რომ თავიანთი აზრები დაბეჭდონ) მიიტანს მკითხველის გულამდე.
უფრო გასაგები რომ იყოს წიგნის შესავალი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემი თვალებით დანახულ სამყაროში.
დიდი მადლობა, რომ ჩემი სიტყვების წაკითხვა გადაწყვიტე.
დღემდე სამყაროს მხოლოდ საკუთარი თვალებით ხედავდი, მაგრამ მინდა გაგაფრთხილო, რომ თუ ჩემი სიტყვების კითხვას გააგრძელებ, შეიძლება სამყარო სულ სხვანაირად დაინახო.
მინდა გითხრა, რომ ეს არ იქნება იოლი. იმიტომ კი არა, რომ რთული სიტყვებით დავწერ ან ჩახლართულ ამბებზერთული ენითმოგიყვები, არა. უბრალოდ ამ წიგნის არსის გაგებისთვის მოგიწევს გულის კარი გააღო. აუცილებელი იქნება, რომ სცადო და გულისყურით მომისმინო, მომისმინო არა იმიტომ რომ მიპასუხო, არამედ იმისთვის რომ უბრალოდ გაიგო რის გადმოცემას ვცდილობ. თუ შეძლებ, შეიძლება ისეთი შეგრძნებები აღმოაჩინო, რომლებიც აქამდე არასდროს გამოგიცდია. შეიძლება შეამჩნიო რაღაცეები, რასაც მანამდე არასდროს აქცევდი ყურადღებას. შეიძლება იფიქრო ისე, როგორც არასდროს გიფიქრია. შეიძლება კიდევ უფრო საშიში რამ მოხდეს. შეიძლება საკუთარ სხეულზე კონტროლი დაკარგო და თითქოსდა უმიზეზოდ იტირო, გაიღიმო, იცინო, ირბინო, ისუნთქო და ვინ იცის კიდევ რა, მაგრამ ამ ყველაფერს სრულიად სხვანაირად, ახლებურად გააკეთებ.
მე მჯერა რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ. თითქმის მთელი ცხოვრება მეგონა, რომ სამყაროს ყველა ჩემსავით ხედავდა და შეიგრძნობდა. ერთი რამ არასდროს მესმოდა, თუ ამ ყველაფერს ხედავდნენ და გრძნობდნენ, როგორ შეეძლოთ ისე მოქცევა, როგორც იქცეოდნენ. წლების განმავლობაში ადამიანებზე დაკვირვებამ და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ თითოეული ადამიანი სამყაროს თავისებურად ხედავს. მე მჯერა რომ არსებობის მთელი სილამაზეც ამაშია, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვკარგავთ, როცა ერთმანეთს არ ვუზიარებთ.
ვფიქრობ ამ სამყაროს შესაგრძნობად, ჩვენი არსებობის გასააზრებლად და გასაგებადმხოლოდ ერთი გზა არსებობს, ერთმანეთთან ურთიერთობა და გაზიარება. ამ წიგნის დაწერის იდეა ჩემს თავში დიდი ხნის წინ დაიბადა და ალბათ ჩემს თავში დარჩებოდა კიდევ ძალიან დიდი ხანი, რომ არა ჩემი შვილი. მან გადამაწყვეტინა მემოქმედა და პირველი ნაბიჯი გადამედგა.
მე მჯერა რომ თითოეული ჩვენთაგანი ფიქრობს და შეიგრძნობს ყველაფერს, ესმის სამყაროსი, მაგრამ ისეთი სისტემა შევქმენით, სადაც გრძნობები მნიშვნელოვანი აღარაა. ჩემს ბიჭუნაზე დაკვირვებისას, მისი გაკვირვებული, ფართოთ გაბადრული თვალების დანახვამ საკუთარი ბავშვობა გამახსენა. თავი ვალდებულად ვიგრძენი ავლაპარაკებულიყავი და ხმა ამომეღო, განსაკურებით მათ მაგივრად, ვინც არ ლაპარაკობს ან ვერ ლაპარაკობს.
ეს წიგნი არის ექსპერიმენტი, რადგან დღემდე ასეთი არაფერი მინახავს. კი შენ წაიკითხავ ჩემს სიტყვებს, ხანდახან ყურშიც ჩაგესმება ალბათ, მაგრამ ეს არ არის ამ წიგნის მთავარი მიზანი. ამ წიგნს იმიტომ ვწერ, რომ მეც მინდა გავიგო შენი ხმა. მინდა სამყაროს შენი თვალებით შევხედო. გამიზიარებ თუ არა ეს შენი არჩევანია, მაგრამ მე შენი სიტყვებისთვის ადგილს დავტოვებ, რათქმაუნდა თუ გადაწყვეტ რომ გამიზიარო. შეგიძლია საკუთარი სახელით ან ფსევდონიმით გამიზიარო შენი სიტყვები, ან სულაც ინკოგნიტოდ დარჩე.
მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო, წიგნს და დანარჩენებს პატივისცემით მოექეცი. გააზიარე და დაუტოვე სხვებს ადგილი გაზიარებისთვის.
მე ვოცნებობ სამყაროზე, რომელშიც უფრო მეტად ესმით ერთმანეთის და თანაუგრძნობენ ერთმანეთს. ვიცი, რომ ოცნება კარგია, მაგრამ ოცნება მოქმედების გარეშე არაფერია. ამიტომ მივიღე გამოწვევა, თვალებში ჩავხედემას და ვწერ ამ სიტყვებს, რომ ოცნებისკენ მიმავალ გზას მოქმედებით შევუდგე და გიწვევ შენც, რომ გადადგა ნაბიჯი წინ და იმოქმედო.
მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ცხოვრება თავისი დინებით მიედინება და ყველაფერი რაც ხდება, უბრალოდ არის ისე, როგორც არის, ხოლო კარგი და ცუდი მხოლოდ ჩვენი შეფასებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კარგია ან ცუდია, მაგრამ ის უბრალოდ არის.
თითოეული ჩვენთაგანი არსებობს და მისი ქმედებები განპირობებულია მისი შინაგანი სამყაროს მიერ, ამიტომ იქცევა ისე, როგორიცაა თვითონ, ხოლო მეორე ადამიანი პასუხობს თავისი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე. იძახიან გემი იძირება არა იმიტომ რომ წყალშია, არამედ იმ წყლის გამო რომელიც შიგნით ხვდება. ხანდახან გარშემო სრული სიბნელეა, მაგრამ შენ თავად წყვეტ შენ შეუშვებ ამ სიბნელეს შენში, თუ იქნები ის ნათელი წერტილი, რომელიც გაანათებს!
მე ბევრს არ დავწერ, მაგრამ რასაც ვგულისხმობ უზომოდ დიდია. ისეთი ღრმაა, რომ თითქმის შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე. იმედი მაქვს რომ არა მარტო სიტყვებით ნათქვამს, არამედ სიტყვებს შორის ნაგულისხმევს გაიგებ და შეიგრძნობ. გთხოვ, კითხვის დაწყებამდე რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. კითხვისას არ იჩქარო,გულისყურით და გახსნილი გონებით მომისმინე. დიდი მადლობა!
თითოეული ცარიელი ფურცელი არის შენთვის, რომ გამოხატო შენი თავი, შენი თვალებით დანახული სამყარო და გულითშეგრძნებული გაგვიზიარომომდევნო გვერდზე შეგხვდები...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური