სიყვარულის ელეგია
0 ხმა

ნინო წიწავა
სახელი და გვარი-ნინო წიწავა
საცხოვრებელი ადგილი-თბილისი
ვარ 25 წლის, დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ, ხანდახან ხანგრძლივი პაუზებით, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ის მუდმივად რჩება თვითგამოხატვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად.
ეს წიგნი ეძღვნება სიყვარულს, რომელსაც ყველანი ვეძებთ. ის ხანდახან ნამდვილად მოდის, ან გვეჩვენება, რომ მოვიდა, ან იმდენად გვღლის მის მოლოდინში ყოფნა, რომ განზე გადგომას და ამ საქმეზე ხელის აღებას ვამჯობინებთ. ეს წიგნი სამივე სიტუაციას აღწერს, რადგან მასში ბევრნაირ ქალზე, ბევრნაირ ხედვასა და ცხოვრების სტილზე ვყვები. განსაკუთრებით მძაფრად კი გადმოვცემ მთავარი გმირის და მისი მეგობარი მაკას განცდებს, მათ ცხოვრებას, პარადოქსულ გადაწყვეტილებებს . მთავარი გმირის მიერ ბოშა ქალის წინასწარმეტყველების ღრმა რწმენა კი ძირითადი ხაზია ნაწარმოების. იცხოვრო ისე, როგორც გჯერა და გვიან დაეჭვდე შენი რწმენის მართებულობაში-ეს არის ის, რაზეც ჩემი წიგნის შინაარსი დგას.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური