დაშლილი კალეიდოსკოპი
0 ხმა

ნინო საძაგლიშვილი (ლირეუსი)
მთარგმნელი ახალბერძნული ენიდან, ათენის უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტი ეთიკის მიმართულებით. ამჟამად ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი.
დაინტერესებულია თანამედროვე ახალი ბერძნული მხატვრული და სასულიერო ლიტერატურის თარგმნით, უახლოეს წარსულში (2013-2014) თანამშრომლობდა ჟურნალთან „ლიტერატურული პალიტრა“ და აქვეყნებდა თანამედროვე ბერძენი მწერლების თარგმანებს, ხოლო 2015 წელს მისი მინიატურები 12 ნომინანტს შორის მოხვდა კონკურსის „მოკლედ ითქმის“ ფარგლებში.
დაშლილი კალეიდოსკოპი - ათენის პერიოდის (2013-2022) ჩანაწერები. მხატვრული ესეისტიკა. შედგება ორი ნაწილისგან:
1) ადამიანებსა და ა-დამიანებზე
2) ჟამიანობისას, ღმერთთან ერთად, ადამიანების გარეშე.
დაშლილი კალეიდოსკოპი სწორედაც რომ იმ ფიქრების ფერადი ნატეხებია, ავტორი რომ წლების განმავლობაში ინიშნავდა და რომელთა გაზიარებაც ათწლიანი ათენური ოდისეის დასასრულს ჩაიფიქრა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური